გრიგოლ ვაშაძის მოკლე ვექტორული ანალიზი
გრიგოლ ვაშაძის მოკლე ვექტორული ანალიზი
არის ექვს ვექტორიანი: კუნთის, ანალური, კანის, ორალის, ვიზუალისა და სმენის ვექტორებით (სმენა ანალის მდგომარეობაში, რაც იწვევს ქვედა ვექტორებიდან კანის ნაცვლად ანალის დასმას, ხოლო ზედებიდან ვიზუალის წინ წამოწევას).
ტემპერამენტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც საშუალოზე მაღალი – 7-8 ბალი ათბალიან სისტემაში.
სცენარით ანალ-ვიზუალი (ორალური და კანის ვექტორების გავლენით)
განვითარების დონეები:
ანალური ვექტორი – განვითარების ცხოველურ დონეზე – არის პროფესიონალი, ინტელექტუალი, განათლება მიღებული აქვს მოსკოვში, მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, საერთაშორისო სამართლის განხრით და ძირითადად მიყვება ამ ხაზს, ჩართულია პოლიტიკაში, მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთში, ასევე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2008-2012 წლებში.
კანის ვექტორი – განვითარების ცხოველური დონე – 1990 წლიდან 2008 წლამდე ვაშაძე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ კომპანიებს: „Georgia Arts Management“ და „Gregory Vashadze and BR“.
ზედა ვექტორები:
ვიზუალური ვექტორი – ცხოველური დონის არაცოცხალ ქვედონეზე აქვს განვითარებული – გატაცებულია მუსიკით, უყვარს ჯაზი და კლასიკა, ინტელექტუალურია, 2008 წელს, მცირე პერიოდით იყო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.
ორალური ვექტორი – ცხოველურის მცენარეულ ქვედონეზე აქვს განვითარებული – პოლიგლოტია, ფლობს რუსულ, ინგლისურ, პორტუგალიურ, იტალიურ, ესპანურ, ფრანგულ ენებს. არ უძნელდება აუდიტორიის წინაშე გამოსვლა.
სმენის ვექტორი – მცენარეულის მცენარეულ ქვედონეზეა და ანალის მდგომარეობაშია – უყვარს და წერს მუსიკას (განსაკუთრებით ჯაზი და კლასიკა) მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში. როგორც პრეზიდენტი შეიძლება იყოს კარგი წარმომადგენელი და ორატორი, გამოცდილების ხარჯზე შეძლოს შედარებით კონსტრუქციული დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, თუმცაღა, ვერ იქნება ინიციატორი და ე. წ. „გამწევი ძალა“.
ავტორი: Nutsa Yen Nikolishvili