სერგო ღამბაშიძის მოკლე ვექტორული ანალიზი


სერგო ღამბაშიძის მოკლე ვექტორული ანალიზი

სერგო ღამბაშიძე, საქართველოში ვექტორული ფსიქოლოგიის დანერგვასა და პოპულარიზაციას ეწევა მამუკა გურულთან ერთად. წერს და თარგმნის სტატიებს, ასწავლის ვექტორულ ფსიქოლოგიას. ამ უკანასკნელის შემოტანა საქართველოში თერთმეტი წლის წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით აგრძელებს.

საინტერესო იქნება, განვიხილოთ, რა ვექტორული წყობა აქვს ვექტორული ფსიქოლოგიის შემომტანსა და svp.ge-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს.

მაშ ასე:

სერგოს შვიდი ვექტორი აქვს, კუნთის, ანალური, კანის, ორალური, ვიზუალური, სმენისა და ყნოსვის.

სცენარით ანალ-სმენაა. უნდა აღინიშნოს, რომ იგი კან-სმენობიდან გადავიდა ანალ-სმენის სცენარში, რაც, ერთის მხრივ სმენური სტრესის, მეორე მხრივ კი ამავე ვექტორის ე. წ. „მოთხოვნების“ ხარჯზე მოხდა. სმენის ვექტორის გააქტიურებამ და მასშტაბებმა წინა პლანზე კანთან შედარებით უფრო მეტად განვითარებული ანალური ვექტორის წამოწევა განაპირობა.

აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ სერგოს ვექტორებში სერიოზული დაზიანებები და სტრესები არ აღინიშნება.

ახლა კი მივყვეთ.

კუნთის ვექტორის ამოცნობა სირთულეს არ წარმოადგენს. ისეც, სერგოს საუკეთესო ორიენტირების უნარი აქვს, უყვარს ბუნება და ბევრ დროს ატარებს ტყეებში, ხშირად უთმობს დროს ბუნებასთან ურთიერთობას.

ანალური ვექტორი - სცენარული ვექტორია, ამასთან მას აქვს რამდენიმე პროფესია, ის არის ისტორიკოსი, იურისტი (ხაშურის უნივერსიტეტი, ბიზნესის სამართალმცოდნეობა, მაგისტრის ხარისხი, ასევე ისტორია, ბაკალავრის ხარისხი), ასწავლიდა ჭადრაკს, კითხულობდა ისტორიას ხაშურის უნივერსიტეტთან არსებულ კოლეჯში, აქტიურად წერს და თარგმნის სამეცნიერო მასალებსა და სტატიებს ვექტორულ ფსიქოლოგიაში, უყვარს კითხვა.

კანის ვექტორი - როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სცენარული ვექტორი იყო, სერგო აქტიურად მისდევდა სხვადასხვა კანურ პრაქტიკებს, იოგას და ა. შ.

ანალური და კანის ვექტორები განვითარების დაახლოებით ერთ - ცხოველურ დონეზეა, კანი ოდნავ ჩამორჩება - ანალური ვექტორი ცხოველურის ადამიანურ ქვედონეზეა, კანი და ცხოველურის მცენარეულზე.

ზედა ვექტორებიდან კარგადაა გამოკვეთილი ორალური ვექტორი ადამიანურის მცენარეული განვითარების დონით. სერგო გახლავთ გურმანი, კარგი მზარეული, საუკეთესო იუმორის მქონე, ენამოსწრებული, წერს ლექსებს და, მარტივად რომ ვთქვათ, სიტყვებთან „მეგობრობს“. ასევე მიყავს ვებინარები ვექტორულ ფსიქოლოგიაში და ატარებს საჯარო ლექციებს.

ვიზუალური ვექტორი ცხოველური დონის ადამიანური ქვედონიდან ადამიანურის არაცოცხალ დონეზე გარდამავალ საფეხურზეა. სერგო ეწევა ფსიქოთერაპიულ საქმიანობას, ეხმარება ადამიანებს, არის ვიზუალური იდეების გამტარებელი, უყვარს ცხოველები, მცენარეები - უვლის და პატრონობს მათ. არ ახდენს საკუთარი ქცევის აშკარა დემონსტრირებას, რაც განვითარების შედარების დაბალი საფეხურის ვიზუალებს სჩვევიათ.

ყნოსვის ვექტორიც გარდამავალია მცენარეულის არაცოცხალიდან არაცოცხალის ადამიანურ განვითარების საფეხურზე. სერგოს ყნოსვის ვექტორი სმენური იდეის განვითარებას ემსახურება, ასევე, ის ყნოსვის შესაძლებლობებს(მანიპულაციებს) თერაპიის პროცესში იყენებს, რაც თერაპიის ხარისხს გაცილებით აუმჯობესებს. ასევე, ის აგროვებს სამკურნალო მცენარეებს.

სმენის ვექტორი - ადამიანურის ცხოველური განვითარების საფეხურზე - გარდა იმისა, რომ დაინტერესებულია დაინტერესებულია მეცნიერული, ფილოსოფიური, სულიერი საკითხებით და წერს ლექსებს, მას უკვე ნაპოვნი აქვს იდეა(ვექტორული ფსიქოლოგია), რომელზეც მუშაობს, რომელსაც ავითარებს და ცდილობს მის გავრცელებას ჯგუფში.

რაც შეეხება ტემპერამენტს, შეიძლება განვსაზღვროთ 8-ით ათბალიან შკალაზე.

ავტორი: Nutsa Yen Nikolishvili


მსგავსი სტატიები

  • კამილა კლოდელის ვექტორული ანალიზი

  • პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (4)

  • შეცდომები ურეთრალური ფსიქოტიპის დიაგნოსტირებისას

  • ალეკო ელისაშვილის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • გრიგოლ ვაშაძის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • ელენე ხოშტარიას მოკლე ვექტორული ანალიზი

  • ჯოან როულინგი - მოკლე ვექტორული ანალიზი

  • დიაგნოსტიკა (ტემპერამენტი)