ინტუიცია რვა ვექტორს შორის


ინტუიცია რვა ვექტორს შორის

აგათა კრისტი ამბობდა, რომ «ქალები გაუცნობიერებლად ამჩნევენ ათასობით წვრილმან დეტალს, გაუცნობიერებლად აკავშირებენ მათ ერთმანეთთან — და ამას ინტუიციას უწოდებენ». მაგრამ რა არის ინტუიცია სინამდვილეში, რომელი ვექტორების მქონე ადამიანებს აქვთ შორ მანძილზე ხედვის და იმის წინათგრძნობის უნარი, თუ რა მოხდება მომავალში?

უპირველეს ყოვლისა, უნდა განვსაზღვროთ ტერმინოლოგია და გავიგოთ, თუ რას გულისხმობთ კონკრეტულად ინტუიციაში. საკმაოდ ხშირად ხდება ისე, რომ სიტყვა «ინტუიციაში» სხვადასხვა ადამიანები სრულიად სხვადასხვა მნიშვნელობებს დებენ, მათი აზროვნებისა და სამყაროს აღქმის შესაბამისად.

მაგალითად, არიან ვიზუალი ადამიანები — ისინი მგრძნობიარე და ნატიფი სულები არიან. მათი ამოცნობა რთული არაა — ისინი ყველაზე ხშირად ამბობენ, რომ ინტუიცია აქვთ, სჯერათ ჰოროსკოპებისა და ნიშნების, თითებს აჯვარედინებენ, შავ კატებს გვერდს უვლიან. გარდა ამისა, მათ ნატიფ ორგანიზაციაში მიღებულია ითვლებოდეს, რომ ხეები და ჩიტები ერთმანეთთან ურთიერთობენ. მაშ ასე, არიან რა ძალიან ემოციურნი და უკიდურესად მგრძნობიარენი, ვიზუალები ფლობენ ემოციურ ხატ-სახოვან ინტელექტს. მსგავსი ნატიფი მგრძნობიარობის გამო ვიზუალები, ადამიანის დანახვისას გაცილებით მეტ ინფორმაციას იღებენ მასზე, ვიდრე სხვა ვექტორების წარმომადგენლები.

იმ დროს, როცა ანალური ვექტორი გზაზე „მიმავალ ვაჟკაცს“ ხედავს, ვიზუალური ვექტორი დეტალების დიდ რაოდენობას ამჩნევს. მის მზერას არ ემალება ის, რომ ადამიანი მოხრილია და თავიც წინ აქვს დახრილი, ეს ნიშნავს რომ მას წყენების ტვირთი ამძიმებს. ვიზუალი დაინახავს არა უბრალოდ ნაოჭებს, არამედ განვლილი ცხოვრებისგან დატოვებულ ღრმა სევდას, და ა.შ. ნებისმიერ კოლექტივში ისინი გრძნობენ ადამიანთა ემოციებს. ასეთ უნარს ემპათიასაც უწოდებენ — თანამოსაუბრის განწყობის შეგრძნებისა და თანაგრძნობის უნარს. ამიტომ გამოდის, რომ ვიზუალები თვლიან, რომ კარგად განვითარებული ინტუიცია აქვთ. სინამდვილეში კი ისევე როგორც ვიზუალს, ყოველ ვექტორს გააჩნია უნარები, რომლებიც შეგვიძია ინტუიციად მივიღოთ. კანური ადამიანი ყოველთვის გრძნობს, სადაა ფული. იგი ამას „კარგ ყნოსვას“ უწოდებს. დამეთანხმებით, რომ ესეც ერთგვარი ინტუიციაა, წინათგრძნობაა, რადგანაც ანალური ვექტორის მქონე ადამიანი ვერასოდეს დაინახავს დაფარულ სარგებელს, და არცერთი სხვა ვექტორი არ იფიქრებს ამაზე. არსობრივად კი, ეს მხოლოდ განსაზღვრული ნიჭი და ინტელექტის განსაზღვრული ტიპია, რომელიც დამახასიათებელია განსაზღვრული ვექტორისთვის. რა თქმა უნდა, იმ ვექტორებისთვის, რომლებიც თქვენს ნიჭებს არ ფლობენ, ასეთი უნარები უჩვეულო ჩანს და ისინი მათ ინტუიციას უწოდებენ.

ჯამში: ყოველ ვექტორს აქვს განსაკუთრებული უნარები, რომლებიც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი. ვიზუალები გრძნობენ და ხედავენ დეტალებს, სმენებს უფრო კარგად ესმით, კანის ვექტორი კარგად ეგუება და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ უნარებია, რომლებიც ბუნებამ გვარგუნა.

ინტუიცია «დიდებისთვის»

თუკი ვისაუბრებთ ინტუიციაზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ნამდვილი ინტუიცია — მხოლოდ ყნოსვის ვექტორის თვისებაა. იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს ყნოსვითი ადამიანების ინტუიცია, უნდა გავერკვეთ სიბრტყეში, რომელშიც იგი იმყოფება. ადამიანი პარალელურად ორ სამყაროში ცხოვრობს — ფიზიკურში (გამოვლენილი სხეულითა და სივრცით) და არაფიზიკურში (ფსიქიკა და აზრები). ფიზიკურ სამყაროში არსებობს სხეული, რომელსაც არაფიზიკურ სამყაროში თავისი დანიშნულება ანუ ფუნქცია აქვს. თავადაც ხვდებით, რომ ადამიანი ერთდროულად იმყოფება აქაც და იქაც.

ადამიანს აქვს უნარი, რომ დროის კონკრეტულ მომენტში რაღაც მდგომარეობაში იყოფებოდეს. თუ მაწყენინეს, ჩემი მდგომარეობა იცვლება. წყენა ჰბადებს შურისძიების — მიღებული ნეგატივის დაბრუნების სურვილს. ეს სურვილი, მხოლოდ აზრია, მოქმედებაში გამოუვლენელი. ანუ „შურისძიების წყურვილის“ მდგომარეობა უკვე დადგა, მაგრამ ჯერ ვერ მოასწრო რეალიზება. ადამიანში ჩასახლდა შურისძიების სურვილი. უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ რაღაც დროის შემდეგ წყენა მოქმედებებში გამოვლინდება. იმ მომენტს შორის, როცა მეწყინა და იმ მომენტს შორის, როცა მდგომარეობა გამოვლინდა, არსებობს დროის შუალედი — დროში გამოუვლენელი აზრი.

რატომ მოვყევით ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ ყნოსვის ვექტორი შეიგრძნობს ამ ღრმა და გამოუვლენელ მდგომარეობებს. ისეთებს, როგორიცაა მაგალითად გამოუვლენელი წყენა და შურისძიების დათრგუნული სურვილი. სწორედ ეს უნარები აძლევენ ყნოსვის ვექტორიანებს შესაძლებლობას, რომ წარმატებით დაკავდნენ ჰიპნოზით და მანიპულაციებით მსს-ს (მასობრივი საინფორმაციო საშუალებების) მეშვეობით. საბედნიეროდ, ყნოსვითი ინტელექტი — ყველაზე იშვიათი ინტელექტია. ისინი გრძნობენ, თუ რა აქვთ სხვებს გამჯდარი გონებასა და სხეულში. მათი ნიჭია — წარმართონ ადამიანების ფარული პოტენციალი და გამოუვლენელი ემოციები თავიანთი ინტერესებისკენ. ესაა ინტუიცია „დიდებისთვის“ (по-взрослому). სხვა ვექტორებისგან განსხვავებით, რომლებიც თვალნათლივ მოვლენებს ხედავენ, ყნოსვებმა იციან და წინათგრძნობენ იმას, რაც ყველასგან დაფარულია. ეს სრულიად სხვა დონის შეგრძნებაა. ასეთი ინტუიციის მაგალითია ტესლასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ისტორია, როცა მან თავის ნაცნობებს გაუგზავნა წერილები, რომ არ ჩამსხდარიყვნენ „ტიტანიკში“. იგი წინასწარ გრძნობდა, რომ გემი ისე არ გაცურავდა, როგორც ყველა ელოდა.

ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა — ცხოვრების წახნაგებია. ნებისმიერი ნივთი — ეს სურვილის გამოვლინებაა, თუნდაც ყველაზე პრიმიტიულის — ფორმის შენარჩუნების სურვილის. თითქმის ყველა ნივთი გვეწინააღმდეგება, მეტად ან ნაკლებად და არ გვაძლევენ საშუალებას, რომ დავამტვრიოთ. ყველაფერს ამ სამყაროში გააჩნია სურვილები, შესაბამისად ეგოიზმი. ეგოიზმისა და სურვილების დონეები ყოველთვის განსხვავდება. ადამიანი იმყოფება სურვილთა მეოთხე დონეზე და რაც უფრო ნატიფია მისი ყნოსვა, მით უფრო მკაფიოდ შეუძლია მას სხვა ადამიანებისა და ნივთების სურვილების შეგრძნება. ასეთი ინტუიციის განვითარება შეუძლებელია, რადგანაც იგი მხოლოდ ყნოსვის ვექტორისთვისაა დამახასიათებელი. თუ ეს ვექტორი დევს თქვენში, გილოცავთ, თქვენ დიდი პერსპექტივები გაქვთ! ხოლო თუ მის გარეშე დაიბადეთ, თქვენი ინტუიცია სხვა ვექტორებისთვის დამახასიათებელი უფრო მარტივი უნარების დონეზე დარჩება.

  • სამყაროს მბრძანებელი და კაპრიზული ქალბატონი

  • ინტუიცია რვა ვექტორს შორის

  • ყნოსვის ვექტორის დამახასიათებელი დაზიანებები და სტრესები

  • იდეალური ჯაშუში

  • ყნოსვის ვექტორის ფუძე და როლი

  • ყნოსვა შეიგრძნობს ეგოს სუნს

  • ყნოსვითი ფსიქოტიპის გამოვლინებები

  • ყნოსვური ფსიქოტიპის ხასიათი - ნაწილი II