პოკერი ბედთან
პოკერი ბედთან
ყნოსვის ვექტორში განსხვავებით სხვა ვექტორებისგან, განვითარება ხდება ზემოდან ქვემოთ. განვითარების ყველაზე დაბალი დონეა — ცხოველური დონე, უფრო მაღალი — მცენარეული, შემდეგ მოდის არაცოცხალი დონის და ყველაზე განვითარებული ყნოსვა.
ყნოსვითი ინტელექტი —ესაა აზროვნება პოტენციური საფრთხეებით. ყნოსვის ვექტორიან ადამიანს გონებაში უდევს რუკა საფრთხეებით. რუკას სხვადასხვა აღნიშვნები აქვს: ყველა შესაძლო რისკები, რომლებიც გამომდოინარეობენ ბუნებრივი, სოციალურ-ეკონომიკური მოვლენებიდან ან ცალკეული ადამიანების ეგოიზმიდან. თავისი განვითარების შესაბამისად ყნოსვა ახდენს რისკების რანჟირებას საკუთარ თავთან, ქვეყანასთან (ჯგუფთან), ან მთელ კაცობრიობასთან მიმართებაში.
განვიხილოთ ყნოსვის ვექტორიანების ზოგიერთი მაგალითი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე.
ჯონ ედგარ გუვერი, (1895-1972) ადამიანი, რომელსაც დაახლოებით 50 წელი ეკავა ფედერალური ბიუროს დირექტორის პოსტი, და რომელიც ბევრის აზრით ყველაზე ძლევამოსილ პერსონას წარმოადგენდა აშშ-ში. მოხვდა რა 29 წლის ასაკში საკმაოდ სუსტი ორგანიზაციის სათავეში, მან რამდენიმე წელში აქცია იგი მძლავრ მანქანად, რომელიც წარმატებით აკონტროლებდა ქვეყნის შინაგან მდგომარეობას. 30-იან წლებში გუვერის საგამომძიებლო ბიურომ ბოლო მოუღო განგსტერების საქმიანობას, რომელთა დანაშაულებებიც მთელს ამერიკას აზანზარებდა: ალ კაპონე, ჯონ დილინჯერი, პატარა ნელსონი და ა.შ. მეორე მსოფლიო ომის დროს მან შექმნა ეფექტური კონტრდაზვერვა, რომელიც ამჟღავნებდა გერმანელ ჯაშუშებს. 50-იან წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა რასისტული ორგანიზაციის — კუ-კლუქს-კლანის აქტივობა — ესაა ფსბ-ს მიღწევების მცირე ჩამონათვალი გუვერის პერიოდში. ფედერალური ბიუროს არქივში შეგროვილ იქნა დოსიე 25 მილიონ ამერიკელზე. გამონაკლისს არ წარმოადგენდნენ არც აშშ-ს პრეზიდენტები, მათი ნათესავები, ასევე სენატორები და კონგრესმენები. ყურადღების აქცენტი კეთდებოდა გამაშავებელ ისტორიებზე: ცოლ-ქმრულ ღალატებზე, სკანდალურ კავშირებზე და სხვა საიდუმლოებებზე გავლენიანი ადამიანების ცხოვრებებიდან. სწორედ ეს ინფორმაცია, ასევე კავშირები მრავალ პოლიტიკოსთან ეხმარებოდა მას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ყოფილიყო ფედერალური ბიუროს მმართველი. ფედერალური ბიუროს დირექტორმა ბრწყინვალე იმიჯი შეუქმნა თავის ორგანიზაციას: საჯარო გამოსვლებში იგი ხშირად აბუქებდა აშშ-ში დანაშაულობის პრობლემებს და ამით ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ მხოლოდ ბიუროს თანამშრომლებს შეეძლოთ სახელმწიფოს მტრებთან გამკლავება. ხალხს უყვარდა, და ამავდროულად ცოტათი ეშინოდა ფსბ-სი, რადგანაც გუვერის დროს იგი ისე იყო მოწყობილი, რომ ვერც სენატი, ვერც წარმომადგენლების პალატა და ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვერ ჩაერეოდა. ამის გამო არაერთხელ მოინდომეს გუვერის დირექტორის პოსტიდან გადაყენება: ტრუმენის, კენედის და ნიქსონის პრეზიდენტობის პერიოდში, მაგრამ ყველაფერი იმით მთავრდებოდა, რომ განზრახვა ვერ სრულდებოდა ყოვლისშემძლე ედგარისადმი შიშის მიზეზით. «ის, ვინც არაფერი იცის» — აი, როგორ უწოდებდნენ ფედერალური ბიუროს მთავარ ადმინისტრატორს ჟურნალისტები. სიკვდილამდე, 1972 წლამდე, გუვერი მეთაურობდა ფედერალური ბიუროს და სიცოცხლე რომ გაეგრძელებინა, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ასე.
ფედერალური ბიუროს შეფის მაგალითზე ჩვენ დავინახეთ ყნოსვითი ადამიანის ერთ-ერთი შესაძლო რეალიზაცია — კონტროლი ქვეყანაზე საიდუმლო ორგანიზაციის მეშვეობით. ცხოველურ დონეზე მყოფი ასეთი ყნოსვები ასევე აღწევენ სახელმწიფოს მართვის ასეთ მასშტაბებამდე, მაგრამ მხოლოდ მცენარეულ და უფრო მაღალ დონეებზე მყოფთ შეუძლიათ, რომ სარგებლობა მოუტანონ ხალხს.
ჰერცოგი ალბა (1507-1582 წწ.), რკინის ჰერცოგად წოდებული. იყო ესპანეთის ყველა დროის ყველაზე სახელგანთქმული მთავარსარდალი და გარდა ამისა უზარმაზარი გავლენა ჰქონდა მეფე ფილიპე II-ზე, რომლის კარზეც პოლიტიკური მრჩეველს წარმოადგენდა. სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობის დროს გადმოვიდნენ იტალიური სახელმწიფოები ესპანური პოლიტიკური სისტემის ორბიტაზე. საფრანგეთში ელჩის სტატუსით ჰერცოგმა ურჩია ეკატერინე მედიჩის, რომ შემტევი პოლიტიკა განეხორციელებინა ჰუგენოტებზე (ფრანგ პროტესტანტებზე) ესპანურ ძალასთან კოალიციაში, რაც საშუალებას მისცემდა, რომ გაემყარებინა მადრიდის პოზიციები შინაგანი აჯანყებებით დასუსტებულ ქვეყანაში. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ამ რჩევებმა მიიყვანეს მოგვიანებით ბართლომეს ღამეებამდე, როცა პარიზში 1572 წლის 24 აგვისტოს კათოლიკებმა დაახლოებით 30 ათასი პროტესტანტი-ჰუგენოტი გაანადგურეს. დიდი ძალისხმევა ჩადო ალბამ ნიდერლანდების დამორჩილებაშიც. მეფემ კიდევ ერთხელ მოუსმინა მის რჩევას და რჩეული ჯარი გაგზავნა სასტიკი ჰერცოგის მეთაურობით იმისთვის, რომ ჩაეხშო ამ პროვინციაში განმანთავისუფლებელი მოძრაობები. მთავარსარდალი ზიზღით უყურებდა აჯანყებულებს, რასაც გამოხატავს მისი ფრაზა: «მე რკინის ადამიანები დამიმორჩილებია, რად მიღირს ამ კარაქისმკეთებლების დამორჩილება?». როდესაც გაიგეს, რომ სამშვიდობო ჯარის უფროსად ნიდერლანდებში თავად რკინის ჰერცოგი დაინიშნა, დაახლოებით 100 ათასმა ჰოლანდიელმა დატოვა თავისი ქვეყნის ტერიტორია. როგორც კი ჩავიდა, ალბამ ყნოსვითი კონტროლი დააწესა: მთელი სახელმწიფო ეშაფოტებით და სახრჩობელებით აივსო, გააქტიურდა ინკვიზიციის მუშაობა, რომელიც ძებნიდა და ანადგურებდა მოჯანყეებს. ჰერცოგმა შექმნა «საბჭო აჯანყების საქმეთა შესახებ», რომელიც დაკავებული იყო ნიდერლანდების სამეფო კარის საქმეები მათი ესპანეთისადმი ლოიალობის საკითხებთან მიმართებაში. დადგენილ იქნა «ალკაბალას» მკაცრი გადასახადი პროვინციის ეკონომიკის გასაკონტროლებლად. ჰერცოგმა აბსოლუტურად ყველა ბრძოლა მოიგო ნიდერლანდელი არისტოკრატების წინააღმდეგ, რომლებმაც გერმანელ დაქირავებულ ჯარს და ფრანგ ჰუგენოტებს უხმეს საშველად, მაგრამ 1573 წელს უკან იქნა გაწვეული ფილიპე II-ს მიერ იმ სისასტიკეების, რაც პროვინციაში დაატრიალა, და ასევე ზღვაზე სიტუაციის გამწვავების გამო. გადაყენების შემდეგაც, მან მაინც შეძლო მნიშვნელოანი წარმატება მოეტანა თავისი ქვეყნისთვის — მოკლე ვადებში დაიპყრო მეზობელი პორტუგალია. როგორც ვხედავთ, ალბამ შეძლო გავლენა მოეხდინა პოლიტიკურ სიტუაციაზე ევროპულ სახელმწიფოებში თავისი ძლიერი პოზიციებით ესპანეთის მეფის კარზე და საკუთარი უნარების მეშვეობით.
სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=group_header