ყნოსვური ფსიქოტიპის ხასიათი - ნაწილი II
ყნოსვური ფსიქოტიპის ხასიათი - ნაწილი II
მისი ცნობა ადვილია.
ის ფრთხილია, ამპარტავანი და უპრინციპო. ყველაფერზე გადაბიჯება შეუძლია საკუთარი დედის ცხედრისაც კი. როგორც უკვე ვთქვით ინტუიციით, გაიძვერობითა და ინტრიგებით გამოირჩევა. მისთვის უმოტივაციო გაღიზიანება ჩვეულებრივი რამაა. წარმატების მიღწევის სტრატეგიაში ისეთი გაგებები როგორიცაა სინდისი, თავმდაბლობა, ერთგულება, პატიოსნება არასაჭირო და ყნოსვის ეფექტური მუშაობისთვის ხელისშემშლელიც კია.
ყნოსვის დევიზია სუნის აღება, ცხვირის ჩაყოფა ყველაფრის გარკვევა, საქმის გაფუჭებაც თუ ეს მას ხელს აძლევს. ის მშვენივრად იმახსოვრებს სუნებს. შორიდან მოტანილი ოდნავ შესამჩნევი სურნელი მოჰყვება ნიავს და მის მეხსიერებაში უკვე აღდგა ის სურათი რომელსაც ეს სურნელი უკავშირდებოდა და ის ემოციებიც მოჰყვა რაც მაშინ განიცადა. ფიზიოლოგიურ დონეზე სუსტი ნერვიული სისტემა აქვს, ნერვიული პროცესების გაუწონასწორებლობა, რიგირდულობა. მათი ბიოქიმიური დონე გარემო პრობების ცვლილების მიმართ მგრძნობიარეა. მიდრეკილია განმარტოებისკენ ყნოსვური უკიდურესი დაქანცულობის გამო. ფსიქომეტრიაში გამოკვეთილია სტატიკურობა, ასე ახერხებს გაექცეს სურნელის ცვლილებას, და მასთან ერთად ზედმეტ შეგრძნებებსაც. ცოტა არ იყოს მშიშარაა. ყოველთვის ფრთხილადაა. ახასიათებს ყველასი და ყველაფრის მიმართ უკმაყოფილება. თუმცაღა სტრატეგიული მიზნების მიღწევაში მტკიცეა და შეუძლია მთელი თავისი ენერგიის მარაგი დაახარჯოს. მერე კი ნელა აღიდგენს.
ყნოსვისთვის დამახასიათებელი ჟესტია ცხვირთან შეხება. ცემინებაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა. ეს მათი – ყნოსვური ორგაზმია და სიგნალი იმისა, რომ სხეულებრივი სექსუალობის პრობლემაა ჯერ კიდევ გადაუჭრელია. ერთი ყნოსვა-ქალი სექსუალური აქტის წინ იწყებდა გაუჩერებლად ცემინებას და როგორც კი ცემიების სერია მთავრდებოდა ხვდბოდა, რომ მეტი აღარაფერი უნდოდა. რა სიამოვნებაა დილაობით ერთი 40 დაცემინება. ყნოსვა-მამაკაცები ხშირად ულვაშებს ატარებენ (საკუთარ სუნს იჩერებენ და სხვისას არ უშვებენ) კარგ სიგარეს ეწევიან, რომ ულვაშები ამ ბოლით გააჯერონ. სათუთუნეების ესთეტიკა სწორედ ყნოსვების მოგონილია.
საჭმელსაც ისე ფრთხილად უდგებიან როგორც ყველაფერს რაც გარშემოა. საჭმელს ყოველთვის ჯერ ყნოსავენ (სუნს ამოწმებენ) და როგორც წესი უკმაყოფილონი რჩებიან. ხშირად ამით თვასაც გვაბეზრებენ. ამჯობინებენ პროდუქტების შეზღუდულ წრეს არაფერს ცვლიან. მათთვის საჭმლის სუნს დიდი მნიშვნელობა აქვს, სუპსაც კი სუნის მიხედვით უმატებენ მარილს.
საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა ადამიანებზე რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებდათ.
როგორც კი შივდებოდათ მათ სპეციალურ არომატიზატორს აყნოსებდნენ. რაც უფრო ხშირად ყნოსავდენენ მას მით უფრო ცოტას ჭამდნენ და მით მეტს იკლებდნენ. ზოგიერთი კი ისე ინტენსიურად ხდებოდა რომ იძულებულნი გახდნენ ექსპერიმენტიდან გაეყვანათ. მათ არამოტივირებული ღებინება დაეწყოთ – ყნოსვებისთვის დამახასიათებელი თვისება. რადგან ისინი ვერ აღიქვამენ ცხოვრებას მას ხომ ვერ “ჭამენ”. მაგრამ მიუხედავად ამისა წამებით მაგრამ დიდხანს ცოცხლობენ.
ყნოსვები პარფიუმერული კულტურის მცოდნეები არიან, ჩაის, არომატული სანთლების, თუთუნის, ნელსაცხებლების, ბალზამების და ა.შ. აქტიურად იყენებენ კოსმეტიკას და პარფიუმერიას. სუნამოს შემდეგი პრინციპით იყენებს – ეს ჩემთვის, ეს – მეგობრისთვის, ეს -ყოველი შემთხვევისთვის, ეს -თავხედისთვის. კარგად აცვიათ და სასიამოვნო სუნამო ნაპკურები დადიან. ნებისმიერ სიტუაციაში ჯერ სუნზე რეაგირებს. ხშირად ეს გაუცნობიერებელია.
ყნოსვა ცოლი ყოველთვის შეეკითხება ქმარს სად გადავიდეს გზაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს გადასასვლელი ცოტა ხნის წინ თითონვე უკარნახა. აზრებსაც ნიღბავს და საქციელებსაც.
ყნოსვის ცნობა ძნელი არაა – სახეზე გამოიკვეთება ცხვირი ნიკაპი მოსხეპილია.
მათთვის დამახასიათებელი ჩვევებია ნებისმიერ სტიმულზე ცხვირით რეაგირება. როცა მას მიმართავენ ანდა რთულ სიტუაციებში ყნოსვა ცხვირზე წაივლებს ხელს. ხოლო როცა თავად მიმართავს თანამოსაუბრეს გვერდით ტრიალდება რომ ცხვირი დამალოს.
მისი საყვარელი ფერებია იისფერი, ულტრაიისფერი, გარდამავალი ნაცრისფერი. სიმბოლო გველივით გაკლაკნილი სპირალი. სახეზე გამოირჩევა ცხვირი ნიკაპი მოსხეპილია. დამახასიათებელია ცხვირის რეაქციები. საუბრის ანდა სტრესულ სიტუაციებში ცხვირზე ხელს იტაცებს. ადამიანები რიღასთვის უნდა შეიცოდოს? აყროლებულები რომ არიან იმიტომ? ამქვეყნად ყველაზე დიდი სიამოვნება ცხვირის ქექვაა, ასე არა? პირდაპირ ორგანული სიამოვნებაა. ოღონდ ნუ აშინებთ ბავშვს “თითს მოიტეხ,” უბალოდ გაიყვანეთ სააბაზანოში და მშიდად უთხარით აქ იქექე.
ყნოსვა თითქოსდა ცხვირით იღვიძებს, იჭმუხნის მას, მისი თვალები და ყურები იძინებს ცხვირი კი არასოდეს. როგორია ქალი-ყნოსვის სახე, ყველა კუნთი “ქვემოთ” – შინაბერას სახე. როცა ის ასეთი სახით ადამიანების ჯგუფში შედის სამარისებური დუმილი წვება. მაგრამ მისი გაგებაც შეიძლება ჯერ კიდევ სანამ შემოვიდოდა უკვე კილომეტრის დაშორებით ესმოდა ამათი აყროლებული ლაქლაქი.
დამახასიათებელი კომპლექსები.
მკვეთრი მისწრაფება აკონტროლოს გარშემომყოფები.
გულმოდგინე შენიღბვა, საკუთარი: ,,მეს” დამალვა, მეგობრების, პარტნიორის და რაიმე სხვა კავშირების არყოლა.
უნარი, ადვილად გადააბიჯოს მორალურ პრინციპებს, მათი ფარდობითობიდან გამომდინარე.
გარკვეული მოუხერხებლობა, დაძაბულობა საჯარო გამოსვლებისას, ორატორობის უუნარობა, საუბრის მკაცრი კონტროლი.
უნარი დაელოდოს და იმოქმედოს საჭირო მომენტში, ვისიმე სიტუაციაზე მორგება.
როგორც კი მიზანს განსაზღვრავს, რომელიც როგორც წესი პირად გამორჩენაზეა ორიენტირებული, ყნოსვა მის შენიღბვასა და მიმალვას იწყებს. მის გეგმებსა და დასახულ ამოცანაზე არავინ უნდა იცოდეს. თუ ვინმე ამას ეგოიზმს უწოდებს, აბსოლუტური ინდივიდუალისტი ამას “საკუთარ ინტერსებში წარმატებულ მოქმედებას“ დაარქმევს. ის სხვა ადამიანების ფიქრების სამყაროში ცხოვრობს, რომლების შეგრძნებაც სუნების საშუალებით შეუძლია და იყენებს განვითარებული ინტუიციის მექანიზმს და საკუთარი გონების უნარს გადაამუშაოს რთული ინფორმაცია. ყნოსვა არასოდეს ამბობს თავის შეხედულებას პირდაპირ. თუ საქმიან პარტნიორთან საუბრისას გამუდმებით გრძნობთ წყალქვეშა კლდეებს, მკვეთრ გადასვლებს ერთი თემიდან მეორეზე – ყურადღებით იყავით. მისთვის დამახასიათებელია საუბრის დაუმთავრებლად შეწყვეტა, ჩაფიქრებულა ნელა და თანდათან გადავა გარკვეველ სიტყვიერ რევერანსებზე. თუ გარშემომყოფთა აზრი მისი ინტერესების შესაბამისია, ეს ნიშნავს რომ “აურა” მშვიდია. თუ გარშემომყოფების აზები არ ემთხვევა მათ ინტერესებს მაშინ ყნოსვას უჭირს, და ცდილობს საკუთარი მეთოდებით შეცვალოს გარშემომყოფთა აზრები და ქმედებები. და როგორც წესი ეს გამოსდის. იმის მიზეზი რომ ერთი კოლექტივი ორ ყნოსვას ვერ დაიტევს ისაა რომ ყოველი მათგანი თავს მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
ყნოსვური მოდალურობის პრედიკატები.
ნელსურნელება (სუნამო, ყვავილები)
აყროლება (კილომეტრიდან ყარს)
სუნი უდის (ამ საქმეს ცუდი სუნი უდის)
სუნი მცემს (ჩხუბის სუნი მცემს)
გახრწნილი სუნი
ბილწი სუნი
ტენდენციები
ყნოსვა ჩაკეტილობა (გაუცხოება) – ორალური – საუბარი
ყნოსვა ჩაურევლობა – სმენა – არ მონაწილეობა
ყნოსვა გაუცხოება – ანალი – მიჯაჭვულობა.
ყნოსვა უპრინციპობა – კანი პრინციპულობო.
ყნოსვა სიფრთხილე – ვიზუალი აღფრთოვანება
ყნოსვა გულგრილობა – ურეთრა გატაცება
ყნოსვა ეშმაკობა – კუნთი უეშმაკობა.
მიზანთროპია.
ნიშნები.
ინტუიციურობა, დამალვა, გაუცხოება, ირონიულობა, ნიშნის მოგება, მარტოობა, დუმილი, თავმოყვარეობა, ამპარტავნება, ჩაურევლობა, ნატიფი აზროვნება, სხვების არად ჩადგება, გულგრილობა, სიფრთხილე, ”ცეცხლის ხელით შეგროვება”, ინტელექტი, იპოქონდრია, ინტრიგები, ზიზღი, უკმაყოფილება, ეჭვის აღება.
წყარო: http://www.viktor-sistema.com/index.php?ukey=auxpage_obonjatelnyj_vektor
მთარმნელი: ეკატერინე სამხარაძე