ყნოსვური ფსიქოტიპის ხასიათი - ნაწილი I


ყნოსვური ფსიქოტიპის ხასიათი - ნაწილი I

“დაიჭირეთ სიმართლე სიმართლისმაგვარი სიცრუის სატყუარათი” – უცნობი ავტორი.

ეს თავი ყველაზე იდუმალ და ამავე დროს ადამიანთათვის უმნიშვნელოვანეს ხასიათის ტიპს – ყნოსვას ეძღვნება. ფროიდთან ამ ფსიქოტიპზე ერთი სიტყვაც არაა ნათქვამი. ოდესღაც წლების წინ ამ ვექტორზე მე მხოლოდ ერთი წინადადებით შემოვიფარგლებოდი ახლა კი 2 ტომიც შეიძლება მიუძღვნა.

ჩანახატი შესავლის ნაცვლად.

ჭალაში გადაშლილ მინდორზე მოსაღამოვდა და აგრილდა. ბინდდება, ადამიანთა ჯოგი კოცონის გარშემო შეკრებილა და პირველყოფილი ზეიმი აქვს. რა არის პირველყოფილი იდილიის ზეიმი? გუშინ ჯუნგლებში მოგზაურობისას ორმოში ჩავარდნილი მამონტი ვიპოვეთ, კლდეებთან რომ ორმოა იქ. ჩავარდნისას დაჭრილიყო. ჩვენ კი ბოლომდე გამოუყვანეთ წირვა კლდის ნაჭერი ჩავარტყით და აი ისიც – მამონტის გემრიელი ხორცი რამდენიც გინდა. ვზივართ მთელი ჯოგი-ოჯახი, ტყავებში (ჭუჭყიან) ჩაცმულები – კოცონი, ბოლი როგორც ახლა ამბობენ ხოლმე -ბარბექიუ – შემწვარი ხორცის სუნი ტრიალებს ჰაერში -დღეს ხორცი ყველას გვეყოფა.

მაგრამ მოიცადეთ, ყველა ვსხედვართ კოცონთან? არა, ერთი გვაკლია, ის განზე შემაღლებულზე ზის და თავის გამოკვეთილი ცხვირით გარემოს ყნოსავს, მთელს 360 გრადუსზე და ზიზღით ეზიზღება ჯოგის ყველა აყროლებული. გაინტერესებთ რატომ? არსებობს რამოდენიმე სუნი რომელიც ყნოსვას მოსწონს, ესენი მას ბიოქიმიურ იგივე ფსიქოლოგიურ წონასწორობაში აჩერებენ. ყველა დანარჩენი აღიზიანებს, ცხოვრებას უშლის და დისკომფორტს უქმნის. ჯოგის აყროლებულები კი უბრალოდ აუტანლებია. აქედან ჩნდება იმ ხალხის სიძულვილი ვისთანაც თავს ყოველთვის ცუდად გრძნობს.

პირველყოფილი ზეიმი ორ-სამ დღეს გაგრძელდა – მამონტი დიდი იყო და ყველას ეყო. მეოთხე დღეს კი ყნოსვა გაეცალა მამონტის ლეშს (მაცივრები ჯერ კიდევ არ არსებობს). ისინი ვინც ყნოსვის საქციელი ვერ შეამჩნიეს და დამპალი ხორცის ჭამა განაგრძეს უკვე აღარ არიან – ამოწყდნენ! ყნოსვა სტრატეგიული მზვერავია. თუ დიდხანს და კარგად ცხოვრება გინდათ დააკვირდით რას აკეთებს ყნოსვა. ვზივართ ყველანი კოცონთან, ყნოსვამ რაღა ქნას ის ხომ ამ ხომ ამ აყროლებულ სუნს ვერ იტანს? როგორ მიუახლოვდეს კოცონთან იმ ბრბოს რომელსაც მთელი კვირაა არ უბანავია. ხოდა გაეცალა შემაღლებულ ადგილას დაჯდა და ელოდება ლეოპარდის გეში საიდან მოვა. ეს მისი ფუნქციაა სტრატეგიული მზვერავი. ნადირი ჯერ არც ჩანს და არც მისი ხმა აღწევს მან კი უკვე იყნოსა სუნი რომელიც ნიავს მოსდევს.

და აი მან თავისი გამორჩეული ცხვირით უკვე იგრძნო, იყნოსა დაიჭირა სუსტი სუნი. ყნოსვური სინალი – ან ვეფხვია ან ლეოპარდი. მან ჯერ კიდევ არ იცის როგორ გამოხატოს სიტყვებით თავისი შეგრძნებები მაგრამ უკვე ისწავლა დაუჯეროს ამ შეგრძნებებს რომლებიც ჯერ კიდევ ვერ გახდდნენ ვერბალურად გამოხატული აღქმები, ის სტრატეგიულ საფრთხეს უმცირესი ცვლილებებით გრძნობს. იქამდე 4 ანდა სულაც 6 კილომეტრია. ყნოსვა ორალივით ყვირილს არ მორთავს ”ხალხო ყველაფერი დაიღუპა, გაიქეცით თავს უშველეთ. ის აუჩქარებლად ჩამოძვრება ბორცვიდან, მერე მიდის ურეთრალ ბელადთან და ზურგს უკნიდან ყურში – მხოლოდ მას – ჩუმად ჩასჩურჩულებს: “ბელადო არ ვიცი ზუსტად რა არის, ან საიდან მაგრამ ვიცი, რომ შორიდან რაღაც საფრთხე გვიახლოვდება მგონი ლეოპარდია სამხრეთ დასავლეთით.”

ბელადი მთლიანად აენდობა თავის მრჩეველს, თავის მზვერავს თავის “რუხ კარდინლს.” მისმა ინფორმაციამ უკვე არაერათხელ გადაარჩინა ჯოგი. ყნოსვის მოტანილი ინფორმაცია 100%-იანი არაა უფრო სავარაუდო ხასიათი აქვს. ურეთრალმა ბელადმა იცის ეს მაგრამ მაინც ენდობა თავის მრჩეველს მისი წინასწარმეტყველებების გაურკვევლობის მიუხედავად.

წინა გამოცდილებიდან ბელადმა უკვე იცის რომ საფრთხე რეალურია მაგრამ ჯერ კიდავ 4 ან 6 კილომეტრზე. ასე რომ დრო არის. ბელადი მშვიდად ამზადებს ჯოგს მოსალოდნელი შეტაკებისთვის, უკან დასახევ გზებს ამოწმებს, ბავშვებს ჯოგის შუაგულში აგროვებს, ლეოპარდი შეიძლება სულაც არ დაესხათ თავს და მეზობელი ჯოგით ჩაიტკბრუნოს პირი სადაც ასეთი გამორჩეული ყნოსვა არ ჰყავთ და არც ესმით კარგად. მაგრამ ნადირი მაინც მოვიდა… და ჯოგის მეომრების შუბებზე წამოეგო.

რა არის ნამდვილი ძალაუფლება?

მოდით ისევ უძველესი ჯოგის მაგალითს დავუბრუნდეთ და გავარკვიოთ რა არის და სადაა ნამდვილი ძალაუფლება?

მაგალითისთვის: ფორთოხლის მოყვარული ბელადი გვერგო, ხოდა აი ერთ საღამოსაც აცხადებს: “ჩემო ჯოგო ხვალ ფორთოხალზე მივდივართ.” ყნოსვას კი ბანანები უყვარს, ფორთოხლის სუნიც ყველას არ მოსწონს. ყნოსვას ეს ესმის და ყურსაც არ იბერტყავს. დილით კი ზუსტად გასვლის წინ ის ბელადის უკან დგება და ყურში ჩასჩურჩულებს “იცი რა ბელადო, ზუსტად ვერ გეტყვი მაგრამ რაღაც არ მომწონს ამ ფორთოხლის ბაღში ან გველია, ან სხვა ნადირი რაღაც მოსვენებას არ მაძლევს, იქ საფრთხეა.” ბელადი კი უკვე მიჩვეულია დაუჯეროს მრჩეველს და ახალ ბრძანებას გასცემს “აღარ გვინდა ფორთოხლები, ბანანზე მივდივართ.” აქ ჩნდება კითხვა: ვინდაა ჯოგის რეალური ბელადი? პასუხი მარტივია – რუხი კარდინალი, ბელადის საიდუმლო მრჩეველი! ისაა საიდუმლო ცბიერება რომლითაც მანიპულირებს ბელადით და მასზე გავლით უფრო დიდ მასშტაბებზე გადის (მთელ ჯოგზე).

რუხი კარდინალი, ანუ როგორ გადავრჩეთ ამ აყროლებულ სამყაროში?

ყნოსვას არ სჭირდება დიდება როგორც ძალაუფლების ატრიბუტი. ის არსად ჩანს მაგრამ რეალურად სწორედ მისია ნამდვილი ძალაუფლება. ცხოვრების თეატრში მაყურებლები სხედან სცენაზე კი მსახიობები თამაშობენ. ყველამ ვიცით ვინ დაწერა სცენარი, რეჟისორი ვინაა. მაგრამ ვერასოდეს გავიგებთ ვინ დააფინანსა ეს სპექტაკლი. ვხვდებით, რომ ეს ვიღაც იდუმალი ყნოსვაა, რუხი კარდინალი, ნაცრისფერი სახე, ნაწერიც კი რუხი აქვს. ის ნატიფი სტრატეგია, ობობა რომელმაც მსოფლიო ფინანსური ქსელი მოქსოვა და ძაფების მოწევით ჯოგის სულელ ბუზებზე ზემოქმედებს. მაგრამ თავად ეხვევა თავის მოქსოვილ ქსელში.

ერთ ქილაში ორი ობობა ვერ გაძლებს, ვერც ორი ყნოსვა იცხოვრებს ერთ ჯოგში. ერთიც საკმარისია. მთელს უძველეს ჯოგს ერთი ყნოსვა ჰყავდათ. ის ყოველთვის ბელადს უახლოვდებოდა და ასე შორიდან განაგებდა ჯოგის აყროლებულებს. თავიდან ის დისტანციური დაცვის ფუნქციას ასრულებდა, დაზვერვას უძღვებოდა, მოპოვებული ინფორმაციით ნადირობის გეგმას ადგენდა. ამავე დროს რუხ კარდნალს სასტიკად ეზიზღება მეზობლები, ისინი ხომ ყნოსვაში უშლიან ხელს. ის კაცთმოძულე მიზანთროპია, მელანქოლიკი. ბელადიც სძულს, ის ხომ ყველაზე აყროლებულია მთელს ჯოგში. მაგრამ თავად ყნოსვა ძალიან სუსტია. ჯოგის გარეშე დაიღუპება. მხოლოდ ჯოგის ხარჯზე ცხოვრობს. საბედნიეროდ ბევრი არც არაფერი სჭირდება. სულაც არაფერი სჭირდება უბრალოდ კომფორტული ცხოვრება და მორჩა. არა, ფუფუნებით არა, ელემენტარული კომფორტით. ფუფუნება ამხელს! მას მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს როგორ გადარჩეს ამ აყროლებულ სამყაროში. ის მარტოხელაა, გადარჩენისთვის ფენომენალური ძალისხმევის მიმართვა უწევს და სწორედ განაპირობებს მის ასეთ სიცოცხლისუნარიანობას – იცვლება ლოჟები, კავშირები, პარტიები და მიმდინარეობები, ყველა იხოცება როგორც შექპირის საუკეთესო ტრაგედიებში და არ იხრჩობა მხოლოდ “მეგობარი ჰორაციო!”

შემოდგომის ნისლიანი დილაა. თქვენ ბინებაში ისვენებთ და უცებ ამჩნევთ… ქსელებს, აქაც იქაც, ყველგან. თავად ობობა ხშირად ჩანს? ყნოსვა – ობობაა რომელმაც მთელი ამ სიცრუისა და სისულელის ქსელი გააბა მოხერხებულად არხევს ძაფებს და ჯოგის ყველა ფიგურას მართავს. ყველას ხელისუფალის ჩათვლით! ტახტზე მჯდომი ბელადი ტერორისტის სამიზნეა. ობობა სადღაა? მხოლოდ ქსელის კვალი ჩანს – ტყუილი, ეშმაკობა უპრინციპობა!

ქსელი მათი გამოგონებაა. ფული და ფინანსური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ის მთელს კაცობრიობას “წოვს” ფულს. ობობა კბენს სულელ ბუზს და ჭრილობაში შხამს უშვებს. მერე კი მშიდად უცდის როდის გადაიხარშება ბუზი. მოთმინება ყოველთვის ყოფნის. მისი დრო მარადისობაა! შიში, სისულელე, სიცრუე და ფინანსები – ესაა ქსელი რომელშიც ყნოსვამ მთელი მსოფლიო გაახვია და ბუზებისგან წვენს სწოვს.

ყნოსვა ბავშვი პირველივე ჩასუნთვით სწავლობს გემრიელი და უგემური საჭმლის სუნის გარჩევას. მოგვიანებით ის ურჩევს ბელადს, რომ ეს მამონტი ავადმყოფია, სჯობს არ ჭამონ და დამარხონ, დღეს სადილი არ იქნება. მათი ჯოგის წევრი გადამდები დაავადებით მოკვდა და ჯობია მისი გვამი დაწვან. ერთხელ არ დაუჯერა მშიერმა ბელადმა, ორჯერ და ჯოგში სიკვდილი მოვიდა. ყნოსვამ ხომ წინასწარ გააფრთხილა! მან გააფრთხილა და გამოდის მანვე გააკეთა! ყნოსვა მრჩეველს ნელ-ნელა გაინაპირებენ და არც თავად შეუშლის ხელს ამაში.

მაგრამ რად ღირს მისი ჯადოსნური რჩევები! უბრალოდ ვერ გაიგებ საიდან იღებს მათ. ისღა გვრჩება დავუჯეროთ და ბრმად მივყვეთ მის სიტყვებს. საიდუმლო რჩევა ნემისმისერი მმართველი მექანიზმის აუცილებელი ნაწილია.

ძალიან იშვიათად ისიც ჯდება კოცონთან აყროლებული ჯოგის წევრების გვერდით. ჯოგის განწყობას ცხვირით სწავლობს. ნადირობამ კარგად ჩიარა და გემრიელი მამონტი შეხვდათ ჯოგშიც კმაყოფილების სუნი ტრიალებს. აი ბელადის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება. ჯერ ერთი სიტყვაც კი არავის უთქვამს, ერთი ქვაც კი არავის აუღია, ახალგაზრდა ურეთრალი მამრის თავში ჯერ მხოლოდ ახლა იკვეთება ბელადის ჩამოგდების გეგმა და უკვე სხვა სუნი ასდის. ჩვენი ყნოსვა კი ბავშვობიდანვე გაიწაფა ადამიანთა ფიქრების სუნების გარჩევაში. ჯერ კიდევ დედის ძუძუსთან გრძნობდა, როგორ იცვლებოდა მისი სუნი განწყობასთან ერთად. სუნი იმაზე ადრე ჩნდება ვიდრე მისით სიტყვები აივსებიან. დახურული შეხვედრა კოცონთან ყნოსვისთვის ყველაზე უფრო უკეთესი ვითარებაა სამუშაოდ. სწორედ ასე მუშაობენ დღევანდელი სპეცსამსახურები. სახელწიფოს მმართველი იდეოლოგია ყნოსვების მიერ იქმნება. მასებში კი სულ სხვა ხელები და ენები ავრცელებენ.

არქეტიპური რეპერტუარი.

ყნოსვა ბავშვი დაიბადა. პირველივე ჩასუნთქვისას სუნების გამაა. ბოლის სუნი ნესტოებს წვავს. და ჩვილის რეაქციაც არ აყოვნებს გაბმულად ტირის. საიდან იცის ახალშობილმა რომ ეს სახიფათოა? ინტუიცია? მოგვიანებით ის ვერბალიზაციის გარეშე არჩევს გემრიელი საჭმლის სუნს. ინტუიცია განვითარებას იწყებს. თუ განვითარება წარმატებულად მიდის, ანუ ყნოსვა ჯერ კიდევ ცოცხალია, მაშინ სუნების ინტუიციური ანალიზის წყალობით შეიძლება უკარნახოს ჯოგს და რაც მთავარია ბელადს (ბელადს ყველა უჯერებს) – ეს ჭამეთ, ეს არა, ღორის ხორცი ადვილად ფუჭდება ჯობს არ ჭამონ. ეს ადამიანი სასიკვდილოდაა ავად და ჯობს არც ის ჭამონ, ჯობს დაწვან ან ჩამარხონ, რომ სიმყრალე არ გავრცელდეს. თუ ჯოგი და ბელადი დაუჯერებენ გადარჩენის შანსიც ექნებათ. ასე ფორმირდება და რეალიზდება მნიშვნელოვანი როლი, ჯოგის მრჩეველი.

მაგრამ პროცესი უკვე დაიწყო. ყნოსვის ინტუიცია ვითარდება მარტო მისი ყურადღების ძირითადი ობიექტი ხალხი მათი მდგომრაობა და ამ მდგომარეობების შესაბამისი სუნია. დედა გაბრაზებულია და სუნების გამაც შიცვალა ჯობია არ შეაწუხოს. დედა კარგ ხასიათზეა და სუნიც სულ სხვანაირი აქვს შეიძლება ტკბილეულიც სთხოვოს. სუნებთან და მათ ინტუიცირ გარჩევის უნართან, ბევრი სოციალურად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა დაკავშირებული. მოგვიანებით ინტუიციურად არჩევს კომპოზიციურ განწყობებს – ფიქრების სუნს, მათ საერთო ინტეგრალურ ხასიათს. ფიქრებს ხომ სუნი აქვთ. გარკვეული ვარჯიშია საჭირო რათა სხვა ადამიანების აზრების იდენტიფიცირებისთვის. აქ კიდევ ერთი როლი ჩნდება – მასებზე დაკვირვება მათ განწყობაზე და აზროვნების ფორმირებაზე. თუ ბელადს საჭირო დროს ეტყვის და ურჩევს რაიმეს. ნუთუ არაა ეს ობიექტურად მნიშვნელოვანი როლი ჯოგის გადასარჩენად. ახლა ადამიანებს შორის ყოფნა უბრალოდ დასვენება კი არა მისი “ჩამშვების” საუკეთესო სამუშაო ადგილია.

როცა ყნოსვა იწყებს არა მხოლოდ ადამიანთა აზრების ინტუიტიურად შეგრძნებას, არამედ სამყაროს განვითარების ობიქტურ კანონებსაც და თუ კარგი განათლებაც აქვს, მაშინ კიდევ ერთ ხარისხობრივ ზრდას აქვს ადგილი. რეალობის სტრატეგიული ხატი ჩნდება საკუთარ გონებაში განსხეულებული.

მაგრამ როგორ მიიტანს ამ მოსაზრებებს ჯოგთან როგორ მოახდენს მათზე გალენას მას ხომ არავინ უსმენს. უჯერებენ ბელადს ე.ი. ბელადს უნდა დაუახლოვდეს. როგორ დაუახლოვდეს კლასის დამრიგებელს, უფროსს, პრეზიდენტს? აქ უკვე კოცონის გვერდით ჯოგთან ჯდომაა აღარაა საუკეთესო სამუშაო ადგილი ახლა ბელადის დასასვენებელი ადგილია საუკეთესო.

ბელადის საიდუმლო მრჩეველი ასეთები მხოლოდ ერთეულებია იქ კი სადაც ბელადი ისვენებს უდიდესი საიდუმლოა. ყავის მირთმევა, ხალათისა და ჩუსტების მიტანა აი ყველაზე კარგი პროფესია. მაგრამ არც რაციონალური და ძალიან სახიფათოც იქნებოდა ყნოსვის ვექტორის მხოლოდ ამ როლებით განხილვა.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ ყნოსვა პირდპირ უკავშირდება სამყაროს და მას თითქმის პიდაპირ კარნახობს სამყარო სიბრძნეს. სამყაროს სივრცის ყველა სტიმულში არის სიხშირეების ცვლილებები, რომლებსაც მხოლოდ სმენა აღქვამს. მაგრამ ის მდუმარე ეგოცენტრიკია, რომელსაც სიბრძნის გარდა არაფერი სჭირდება. აი სწორედ ამ მომენტში იწყებს მოქმედებას ყნოსვა, ნებისმიერი გზით გაიგებს რას ფიქრობს და რა დაწერა სმენამ, რომ დაამახინჯოს სიმართლე, სიცრუე შეურიოს და ისე მიაწოდოს ბელადს და რაც მთავარია ორალ მოლაყბეს (მაგალითად ჟურნალისტს). აი ახლა კი სიცრუე გარანტირებულად გავრცელდება კაცობრიობის ტვინებში, მე კი ყნოსვა – სიმართლისა და ჭეშმარიტების ერთადერთი მფლობელი გავხდები და ჩემი შეხედულებისამებრ განვკარგავ მას, მსოფლიო მასშტაბის თავხედი მატყუარა.

სადაა სისულელის ზღვარი? სისულელე უსაზღვროა.

დაე თავხედური იყოს სიცრუე ამაშია ჩემი პირობა.

სუნებს ყნოსვისთვის სულ სხვა მნიშვნელობა აქვს სხვა ვექტორებთან შედარებით. ესენია მისი ქვეცნობიერი აზროვნების მაფორმირებელი სტიმულები. თუ ყნოსვისთვის სუნები ინტუიტიური ცოდნაა სხვა ვექტორებისთვის ეს ინფირმაცია არ გადადის ვერბალურ დონეზე. თუმცა მასში მყოფი ცხოველი მაშინვე რეაგირებს კულტურისა და სოციალური ნორმების ოდნავი ცვლილებების სუნზე. პირველყოფილი შიში, ცხოველური სურვილები, საშინელი ფიქრები, რომელთა პირველმიზეზი ყოველთვის მათი და სხვების ქვეცნობირში რჩება და ასე აშკარად იკვეთება სულელთა საქციელში. კონტრასტი სხვების გარეგნ ქცევასა და მათივე დაფარულ ჭეშმარიებებს შორის ყნოსვის ზიზღს იწვევს. ჯოგისადმი ზიზღი მხოლოდ ყნოსვის საქმეების გვერდითი ეფექტია.

მასობრივი სისულელის სოციალური ქვეცნობიერი და ბრძენის ინდივიდუალური ზეცნობიერი – ეს ჩვენი ცხოვრების დინამომანქანის მაგნიტის პოლუსებია.

ყნოსვის ეროგენული ზონა – ცხვირის ლორწოვანი გარსია, ნესტოები და კანი მათ გარშემო. სიამოვნების მიღების გზა – ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ანდა ნესტოების გარშემო კანის მანუალური გაღიზიანება. გარემოზე ინფორმაციის მიღების გზა სუნებია. ის რაც ჩვენ შეგვიძლია შევიგრძნოთ და გავაცნობიეროთ: ქვა, წყალი, ბუჩქები, ფერები, ხეები, საგნები, ხალხი, ქუჩები, ყველაფერი ეს ყნოსვისთვის სუნების სამყაროა. ეს სუნები მოქმედებენ მასზე, ახრჩობენ. არსებობენ გამონაკლისებიც, არომატები რომლებიც მოსწონს. სწორედ მათ შეუძლიათ ყნოსვას მიჯაჭვულობის მდგომარეობა შეუქმნან.

ყნოსვები ყველაზე ხშირად ის ხალხია, რომლებისაც სხვებს არ ესმის. აზროვნების ტიპები არსებობს ჰარმონიული და დისჰარმონიული. ყველაზე დიდი პრობლემები “ნორმალურ ხალხს” ყნოსვასთან ურთიერთობისას უჩნდებათ. აი მაგალითად საუბრობენ ყნოსვა და კანი : “კარგი რა რაღას უყურებ, სწრაფად თქვი და გასაგებად” ყნოსვას კი სწორედ ამის გაკეთება არ შეუძლია და არც უნდა.

თუ ჩვენ ვცდილობთ ჩვენი აზრი მსმენელს ჩავუნერგოთ ყოველთვის წინააღმდეგობას ვხვდებით. მაგრამ თუ ეს აზრი თქვენს თავში დაიბადა, ის დიდებული და ფასდაუდბელი იქნება. ყნოსვა არ უნერგავს, მას მსმენელი აზრამდე მიჰყავს. და როცა ეს უკანასკნელი წამოიძახებს “ევრიკა! ეს რა მოვიფიქრე.” ყნოსვა აუცილებლად შეაქებს მას. პირობით რეფლექსების შეუმჩნეველი აწყობა დახვეწილი საქმეა (სუგესტია).

ყნოსვასთან საუბრისას ჯობს მოვუსმინოთ იმას რასაც ის არ ამბობს.

თუ ყნოსვას შეეშალა და მიხვდა, რომ შეეშალა, ის ამ სიტუაციიდან გამოსავალს იპოვის და თქვენი გაყვანა დაავიწყდება, თქვენ ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოსულხართ და მისი კვალიც კი გაქრა.

სმენის ეგოცენტრიზმი – საკუთარი თავის სხვის ტყავში წარმოდგენა არც უნდა და არც შეუძლია. ეგოიზმი – საკუთარი ინტერესების დათმობა არ უნდა. ყნოსვისა და სმენის ნაკრები ესაა – უსაზღვრო ეგოცენტრიზმი გაცნობიერებულ ეგოიზმთან ერთ ჭურჭელში. მისი მოქმედების სტილი შეცდომების გასწორება კი არა, მათი თავიდან აცილებაა, მომყავს კარლოს კასტანედას პერიფრაზი “თუ თქვენ დაძაბული ჩასაფრებული მელოდებით შაშხანით ხელში, მე უბრალოდ ახლოსაც არ გაგეკარებით ისე ყარხართ.”

  • სისტემურად რუხ კარდინალებზე

  • ყნოსვითი ფსიქოტიპის გამოვლინებები (ანალ-ყნოსვა სმენით)

  • ყნოსვური ფსიქოტიპის ხასიათი - ნაწილი I

  • სამყაროს მბრძანებელი და კაპრიზული ქალბატონი

  • ყნოსვის ვექტორიანის წყვილში ურთიერთობები

  • ყნოსვითი ინტელექტი

  • ყნოსვის ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

  • როგორ გვეხმარება ყნოსვის ვექტორი მოვლენების მართვაში