ორალური ფსიქოტიპის ხასიათი
ორალური ფსიქოტიპის ხასიათი
ორალი (ლათ.oris – პირი), ორალური – პირის ღრუსთან დაკავშირებული.
ორალური ფსიქოტიპის ეროგენული ზონებია – ტუჩები, კბილები, ენა, ღრძილები და გემოს რეცეპტორები, ასევე ხმის იოგები, საყლაპავი მილი და კუჭი. გემოს რეცეპტორები რა თქმა უნდა ყველას აქვს მაგრამ ისეთი მგრძნობიარე – როგორც ნამდვილ ორალს – არავის.
როგორც არისტოტელე ამბობს გემო შეხების ერთ-ერთი სახესხვაობაა.
“მომეცით ასი ბოთლი კონიაკი და მე მათ ისე დავახარისხება არც ეტიკეტები დამჭირდება და არც ვინმეს დახმარება. აი როგორი გემოს რეცეპტორები მაქვს, რასაც არ უნდა მიმზადებდეს სამზარეულოში საყვარელი ცოლი, ყველაფერს მოხარშული ჩვრის გემო ექნება.” – ასე თქვა ამ სიტყვების ავტორმა – “ამიტომაც ფეხებს თავად მივყავარ სამზარეულოში, და კულინარიულ ნაწარმსაც ჩემი გემოვნების მიხედვით ვქმნი და დიდებული საჭმელი გამოდის! მე ხომ ჩემი განსაკუთრებული გემოვნება მაქვს. მე ჩემი “რესტორანი” ჩემთვის გავხსენი, ვისვენება და ჩემთვის ვქმნი კულინარიულ შედევრებს. და თუ მე ჩემი სამზარეულოში “ღვთის მსახურებისას” ნებას ვრთავ ჩემს ცოლს (ქმარს) დამესწროს გამოდის რომ ჩვენს შორის ყველაფერი კარგადაა, ხოლო თუ რამის დაჭრასაც ვანდობ ეს უკვე დიდი პლიუსია. მაგრამ აი თუ ვეუბნები “წადი ტელევიზორს უყურე” ეს უკვე მინიშნებაა ურთიერთობებეში ბზარზე.” ორალის მთელი ცხოვრების სტილი ისეა აწყობილი რომ გემოებმა და გემოვნურმა შეგრძნებებმა გამუდმებით სიამოვნება მოუტანონ. ბაზრის დახლებთან ჩავლისას ნებისმიერი ხორცის გემოს ვგრძნობ, ვგრძნობ როგორი იქნება ის ჩემს მიერ მომზდებული. ერთი და იგივე პროდუქტიდან სრულიად განსხვავებული გემოს კერძების შექმნა შემიძლია. ჩემი ბარი გადავსებულია სხვა და სხვა ბოთლებით და ეს მაშინ როცა მე მსმელი არ ვარ ეს ყველაფერი საჭირო სხვა და სხვა გემოვნური შთაბეჭდილების შესაქმნელად.
ვუმზერ ადამიანთა მშვენიერ სახეებს
ცამდე ამაღლებული სულს
თუმცა მათ ძარღვებში სისხლის ნაცვლად
მჟავე კუჭის წვენი დუღს,
ი.გუბერმანი
ორალის ვექტორიანი – მთელი ცხოვრება ბავშვია.
ეს ბავშვი წინასწარ გრძნობს სიამოვნებას და იქამდე იწყებს სიცილს და აღუებს ვიდრე დედის ტუჩები შეეხება. დედა, მამა და მისი უფროსი და-ძმა რომლებიც ამ “კოცნების თამაშში” მონაწილეობენ გრძნობს როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაართონ ის – საკმარისია მხოლოდ ცოტათი გააბრაზონ. უბრალოდ უნდა მიიტანო ტუჩები მის სხეულთან და პატარა პაუზა გააკეთოთ, ოღონდ მხოლოდ პატარა თორემ ბავშვი თამაშისადმი ინტერესს დაკარგავს, თუმცა არც ძალიან პატარა რომ მისი სიამოვნების ხარისხი არ დაზარალდეს.
საიდან და რატომ გაჩნდა კოცნა? ეტოლოგები ამბობენ რომ ხორცსაკეპის გამოგონებამდე დედა-მდედრი ჯერ თავად ღეჭავდა მამონტის ხორცს და მერე თავის შვილს კვებავდა “პირიდან პირში”. ისღა დაგვრჩენია ვირწმუნოთ.
ორალი ბავშვი თუ ხელოვნურ კვებაზეა და თავიდანვე მოწყვეტილია დედის ძუძუს იმთავითვე ტრავმირებულია. შესძლოა ზოგიერთი ლოგონერვოზის გენეზისში იდოს კიდევაც ეს ფაქტორი, მაგალითად ენაბლუობის. ტრავმირებული ორალი ინსტინქტურად ეძებს დედის ძუძუს, სულიმირებულად ღრნის ფანქარს, იჩიჩქნის კბილებს, თითებს წოვს, ფრჩხილებს იკვნეტს და ა.შ.
პრინციპში ორალი მამაკაცი ბავშობიდანვე და მთელი ცხოვრება ფიქსირებულია დედის ძუძუზე. სუბლიმირებულად დედის ძუძუზე ფიქსირებული ნამდვილი ორალი ეროტიკი, გაუცნობირებლად ყველაზე დიდ მკერდს ეძებს. დედის გაუცნობიერებელი ძიება იქამდე გასტანს ვიდრე ჰორიზონტზე შესაბამისი პარტნიორი არ გამოჩნდება. და აი მაშინ ჩვენ ორალები აუცილებლად “წამოვეგებით” ამ მკერდზე. აჰ, რა ბედნიერებაა ერთზე დაწვე და მეორე დაიხურო. ვინც ვერ გაიგო განგიმარტავთ ძუძუ იგულისხმება – აი ასე!
მე ასე შევძელი 35 წლის მამაკაცის ენაბლუობისგან განკურნება. თერაპიის ინსტრუმენტი იყო ქალი რომელიც სპეციალური მანქანით გადაადგილდებოდა მძღოლის მოძრავი სავარძლით და ამასთან ერთად მისი ფეხები პედლებსაც კი ვერ სწვდებოდა.
ორალი ეროტიკები მთელი ცხოვრება გაუცნობიერებლად პატარა ბავშვებად რჩებიან. ორალი ბვშვები რომლების მოსმენითაც ჩვენ უკვე დავიღალეთ. ძლიან სწრაფად ლაპარაკობენ სულ უფრო მზარდი ორალური ფრიქციის ტემპით. დიახ, დიახ, ორალისთვის საუბარი ეს მისი მასტურბაცია და ონანიზმია, აჩქარებით, ბედნიერებისაგან დახრჩობით, ნერწყვით პოლუციით და ორგასტული ფაზით – ბოლოს თავის გამოსვლას საჭმელს ან სასმელს დააყოლებს.
საბავშო მოედანსა და სკოლაში ორალი ყოველთვის სიტყვით გამომსვლელი ხდება.
როგორ გავიგოთ მათ, სწრაფმეტყველეს? იაპონელებმა ტელეფონიც კი გამოიგონეს რომელიც ბავშვების ლაქლაქს ანელებს.
პირველყოფილ ჯოგში ორალის არქეტიპული ფუნქცია.
პანიკიორი, ნადირის მარეკი, მზარეული, მატყუარა, ჭორიკანა, მოხარხარე და ღორმუცელა.
მასხარა, კლოუნი, მორბედი.
გეომეტრიული სუბლიმაცია – ოვალი
ფერი – ყვითელი
ციფრი 6
ხელწერა – მსხვილი, გაუგებარი ხაზებით, ფურცელი აუცილებლად დასვრილია საკვების ცხიმიანი ლაქებით.
ორალური ქვეყნები – იტალია, ინდოჩინეთი.
ხასიათი.
ორალი აბსოლუტური ექსტრავერტია.
შემჩნეული რომ თუ ადამიანი წინ მიიწევს ბრბოში ის ექსტრავერტია, თუ პირიქით უკან რჩება ინტროვერტი.
სცენა ავტობუსში
-რატომ მაწვებით გაუთავებლად?
-მე არ გაწვებით მე ვსუნთქავ.
ჩვენი გმირი შრომისუნარიანი მხოლოდ შიმშილის ფაზაში, მაძღარი ის უკვე ვეღარაფერს აკეთებს თავის ჭურჭელსაც ვერ ალაგებს. ვიდრე გვშია რაღაცას გავაკეთებთ მაგრამ როგორც კი დავნაყრდებით მხოლოდ ტკბილად დაძინებაღა შეგვიძლია. სექსშიც ასე ვიქცევით. ჭკვიანი ცოლი შემოსასვლელშივე მიაგებებს ორალ ქმარს ბუტერბროდს და უბრძანებს – “საწოლში”. თუ არადა გამოძღება და დაიძინებს – ვეღარ გააღვიძებ.
ორალი კარგია, როცა საქმე უკვე დაგეგმილია. ის ყველაფერს დაფქვავს არაფერი არ გამოეპარება, მერე კი იტყვის “კიდევ რაღა? მე ხომ ყველაფერი ვთქვი” ეს ორალის ენაზე ნიშნავს რომ ყველაფერი გააკეთა. მას უკვირს როცა ურეთრალი ამბობს “ვიწყებ” კანი – “გავაგრძელოთ” ხოლო ანალი – “დავასრულოთ”. როცა საქმე იწყება ორალს მხოლოდ ამის თქმა შეუძლია “მიდი, მიდი”. აშკარა ზარმაცი, უყვარს ლაყბობა,
შიმშილით წამებას ორალი ნახევარი საათიც კი ვერ გაუძლებს.
მას პრინციპულად არ შეუძლია არც საომარი და არც სახელმწიფო საიდუმლოს შენახვა.
სხვათაშორის სპეცსამსახურების თანამშრომლები კარგად იყენებენ ორალურობას წინასაარჩევნო კამპანიებისას. მოიწვევენ ორალს და ყურში ჩასჩურჩულებენ “მხოლოდ თქვენ გიმხელთ, საშინელი საიდუმლოა… თურმე პრეზიდენტობის კანდიდატი… და მოჰყვება საშინელი ჭორი” ერთ საათში უკვე მთელმა ქვეყანამ იცის ყველაფერი არასასურველ კანდიდატზე.
თუ ორალი ლაპარაკობს, რა თქმა უნდა ყველამ უნდა მოუსმინოს. არ მოუსმენენ და მოიფიქრებს რამეს. ყველ ხერს მიმართავს, არც ჭორებს მოერიდებია, არც ინტრიგას არც ცილისწამებას. “ფრთიანი სიტყვისთვის დედ-მამასაც არ დავინდობ” (ხლესტიაკოვი) ოღონდ კი უსმინონ.
ჭორებს გაცილებით მეტი ინტერესით უსმენს ვიდრე ახალ ამბებს.
ორალი ჯერ ამბობს და მერე აკეთებს. ერთი ქალბატონი ამბობდა “საიდან გავიგო რაზე ვფიქრობ ვიდრე ენაზე არ მომადგება?”. ორალი არა მხოლოდ მატყუარაა, მას ხარხარიც ძალიან უყვარს. ყოველთვის სიცოცხლით სავსეა, უამრავი ისტორია და ანეგდოტი იცის. მოლპარაკე ორალის გაჩუმება მხოლოდ ჟესტებით შეიძლება, ან მოულოდნელი კითხვით, ანდა სულაც ფული სთხოვოთ სესხად, ფული მას არასოდეს არ აქვს, ყოველთვის შეჭმული აქვს. გემრიელი სასუსნავები მისი სისუსტეა. ორალი კარგი კულინარია. ალკოჰოლსაც ყველანაირს არ დალევს. სულ ცოტას მაგრამ მხოლოდ საუკეთესოს. მიდრეკილია სიმსუქნისა და შაქრიანი დიაბეტისკენ. აკურატულობით არ გამოირჩევა, განსაკუთრებით სადილობისას.
ორალური ფსიქოტიპი პრინციპულად ვერ გახდება, როგორც კი ტვინს შაქარი მოაკლდება ის მაშინვე ითიშება და მართვის ესტაფეტს ქვედა ორგანოებს გადასცემს. ორგანიზმის სისტემაში მიდის ბიოქიმიური სიგნალი. როგორ ავწიოთ შაქრის დონე სწრაფად? და მასში პირველყოფილი მეომარი იღვიძებს, ნებისმიერს შევჭამ და შაქრის დონეს ავიწევ” – ლაპარაკობს მასში მშიერი მაიმუნი, ტვინი კი გათიშულია შაქარი ხომ არ ყოფნის.
ერთი მხრივ შაქარი აუცილებელია ტვინისთვის, სასარგებლოა გულისთვის (ტყულად კი არ აწარმოებენ ვალიდოლს შაქრის ფუძეზე), მისი მაღალი კონცეტრაცია ხელს უწყობს სიხარულის ჰორმონის გამომუშავებას და დადებით ემოციებს. მაგრამ უკეთესია თუ ორგანიზმი მას თავად გამოიმუშავებს, საჭირო რაოდენიბით, ცხიმის მარაგის გადამუშავებისას. თუ შაქრის ჭარბად ჭამას დავიწყებთ, მაშინ ორგანიზმი მის გამომუშავებას შეწყვეტს და შაქარზე დამოკიდებულად გაქცევთ. ნარკოტიკების მოხმარებას ჰგავს. შაქარი ნარკოტიკია რომელზეც ცივილიზაციამ ჩვენი შვილები დასვა.
ცხოვრების ვერ მიღება (მისი ვერ “გადახარშვა”) პირღებინებამდე და ანორექსიამდე მიდის. ესეც ნევროტული სუბლიმირებული ქცევის მაგალითია, რომელიც გაუცნობიერებელ სუბლიმაციას ან საკუთარი ეროგენული ზონების ინიციაციას შეესაბამება.
როგორ ვიცნოთ?
სახეზე განსაკუთრებით გამოირჩევა პირი. ცოცხალი, მოძრავი, სრული. საყვარელი პოზა – ხელებს ან მეზობლის მხრებს აყრდნობს ან სკამის საზურგეს. თავისუფლად გრძნობს თავს არც ერთ მახვილ კუთხეს არ გამოაჩენს.
ორალური ნევროზი გმოიხატება ფრჩხხილბის კვნეტაში, ალბათ ეს საკუთარი თავისკენ მიმართული პირვეყოფილი კანიბალიზმია (თვითშეჭმა), ორალი მიდრეკილია სიმსუქნისკენ და დიაბეტისკენ.
ორალი გმუდმებით ღეჭავს, საღეჭი რეზინიც მან გამოიგონა. და მაინც ის ვერ იტანს ადამიან რომელიც მისი თანდასწრებით ღეჭს კევს.
ინფორმაცია განსჯისთვის.
ჭორები, ხმების გავრცელება, ტყუილები, ცილისწამება, სიცრუე – ორალის სიამოვნებაა.
თავხედი ტყუილი, შეცდომაში შეყვანა, მინიშნებები – ეს სულ სხვა რამეა.
რა არის ეს? გაიგეთ ყნოსვებთან
ორალური მოდალურობის პრედიკატები
ჩემო ტკბილო.
გემოვნებით. უგემოვნოდ აცვია.
მადისაღმძვრელია (გოგონაზე)
ყუათიანია (ყველაფერზე)
რას იტყვით ამაზე?
ტკბილი წუთები (ჩვენი შეხვედრის)
შხამიანი შემიშვნა
ეს კარგად უნდა გადავხარშო.
გადაყლაპე (შეურაცხყოფა)
გემოვნებაზე არ დავობენ
ყელში ამომიხვედი
დაიხრჩობი
მწარე სიმართლე
გულისამრევი.
ძველი ჩინური ანდაზა სავსე ჭიქას რომ ვეღარ გაავსებ ჯერ ისევ აქტუალურია. ვიდრე ორალის გონება უაზრობებითაა ამოვსებული ის ახალს ვერაფერს შეიმეცნებს.
ჯოგში პირველი – ძლიერია, მეორე – ჭკვიანი, ლაქლაქა კი ბოლოა.
ტენდენციები.
ორ.მრავალსიტყვაობა – ურ. ლაკონურობა
ორ.მოსაუბრე – ყნოს. ჩაკეტილი
ორ.უცერემონიო – ვიზ. დელიკატურობა
ორ.გადართულობა – ვიზ. ჩართულობა
ორ.ცვალებადი – ან.სტაბილური
ორ.მოუსვენარი – კან. მოწესრიგებული
ორ.სიცოცხლითსავსე – კუნთ. აუტისტური
ორ.ღორმუცელობა – ვიზ. ანორექსია.
ნიშნები
ზედაპირულობა, აქტიური მოსაუბრე, ვერბალური ინტელექტი, გადართულობა, მშიშარა, ინფანტილური, უდარდელი, უცერემონიო, ემოციურად არამდგრადი, კონტქტური, ხუმარა, ბილწი, ბაქია, ლატენტური კანიბალი, ენერგიული.
ავტორი: ვ.ტალკაჩოვი
თარგმანი: ეკატერინე სამხარაძე
წყარო: http://www.viktor-sistema.com/shop/index.php?ukey=auxpage_oralnyj-vektor