გამოკვეთილი ლიდერი თუ იმიტატორი
გამოკვეთილი ლიდერი თუ იმიტატორი
ამ სტატიაში საუბარი გვექნება ორალურ ვექტორზე. ამ ადამინებს თავად ბუნება აჯილდოებს ენერგიულობითა და დარწმუნების უნარით, არც თუ იშვიათად ურეთრალებში ერევათ, რასაც პრობლემებამდეც მივყავართ. მაგრამ თუ მათ ქვეცნობიერ თავისებურებებს განვასხვავებთ, მაშინ შეიძლება არა თუ გავექცეთ საბედისწერო შეცდომებს, არამედ ამ ორთან ურთიერთობით სიამოვნებაც კი მივიღოთ.
ყველაზე კრეატიული ადამიანი
თუ თქვენს ორგანიზაციაში კრიზისი დაიწყო, ახალი იდეები შემოგაკლდათ და ხელმძღვანელიც არაა თავისი პროდუქტიულობის ზენიტში, მაშინ ერთადერთი ვისაც საერთო საქმეში ახალი ენერგიის შთაბერვა შეუძლია – ეს ორალური ვექტორია. საკმარისია მხოლოდ უთხრათ, რომ მას მოუსმენენ და მაშინვე შემოქმედებით პროცესში ეშვება. სწორედ ორალები არიან ყველაზე შესაფერისი მონაწილეები ცნობილი თამაშისა “ტვინის შტურმი”. მხოლოდ მათ შეუძლიათ დაიცვან ამ თამაშის მთავარი წესი: ილაპარაკონ ყველაფერი რაც მოცემულ თემაზე ენაზე მოადგებათ და ამასთანავე საერთოდ არ უსმინონ სხვა მონაწილეებს. თუ იქვე ანალური ან კანის ვექტორის მატარებელი არ აღმოჩნდება და ვერ შეძლებენ ამ ინფორმაციული ქაოსის სტრუქტურირებას, ანდა ურეთრალი, რომელიც სიცოცხლისუნარიან იდეას გამოთქვამს, მაშინ ორალს შეუძლია ყველა შესაძლოდან ყველაზე უკეთესი გადაწყვეტილება მიიღოს.
ამის შემდეგ ხელმძღვანელი ყველას დავალებებს აძლევს, ორალი თანამშრომლისგან კი პროდუქტიული საქმინობის გაგრძელებას ელის. მაგრამ… ის აღტკინებული იღებს ახალ დავალებას და მიიჩქარის აკეთოს ყველაფერი საქმის გარდა. მას უნდა ჭამოს, მოწიოს, ჩაი ან ყავა დალიოს, ვინმეს ესაუბროს, ვინც იმწუთას ახლოსაა – ქვეცნობიერ დონეზე მან იცის, რომ მისი სამუშაო უკვე შესრულდა.
ის არც ცდება, რადგან მისი ფსიქოლოგიური ფუნქციებია – სამუშაო იდეის მომზადება და გენერირება, ფორმის შიგნით და გარეთ კომუნიკაცია, ნებისმიერ კოლექტივში კარგი განწყობის შექმნა (მაგრამ არა ყოველთვის სამუშაო განწყობის). გამომდინარე აქედან ორალს მხოლოდ იმ სამუშაოს შესრულება შეუძლია რომლიც პირდაპირ დაკავშირებულია საუბართან. აქ მას ვერავინ შეედრება.
მომავლის სურათს შექმნის (თუმცა ყოველთვის რეალისტურის არა) – ყველას მოუყვება როგორ უნდა მიაღწიონ ამას. საქონელს, ან მომსახურებას ისეთ რეკლამას გაუკეთებს, რომ მომხმარებელს თვალები აენთება. მიყოლებით ყვება რამოდენიმე ათეულ ანეგდოტს, მასთან ყველაფერი დროულია და თან ისე ყვება, რომ მსმენელები სიცილით იხოცებიან.
მოკლედ რომ ვთქვათ ყველაზე ოპტიმისტი და ხალისიანია, ენერგიული, კეთილი, ხელგაშლილი, მთავარი ხუმარა ნებისმიერ კომპანიაში. აი ასეთია ორალი.
მაგრამ შეცდომა იქნება თუ ვიტყვით, რომ ორალი ყოველთვის კარგ ხასიათზეა, სწორედ ის მიეკუთვნება ვექტორთა იმ ჯგუფს, რომლებსაც აგრესიის ღიად გამოხატვა ახასიათებთ (ამ ჯგუფში ასევე არიან შავი – კუნთი და წითელი – ურეთრალი). მაგრამ ორალის აგრესია ფიზიკური კი არაა, არამედ ემოციონალური.
გაბოროტებულმა ორალმა თავისი ხმითა და გამომეტყველებით შეიძლება ისეთი ენერგია შექმნას, შესაძლოა მართლა მოგეჩვენოთ, რომ ფიზიკურად გაგისროლეს სადმე. ამ დარტყმის შემდეგ მსხვერპლი დიდხანს მოდის გონს რასაც ვერ ვიტყვით თავდამსხმელზე, მას ძალიან სწარაფად ავიწყდება ეს უსიამოვნო ეპიზოდი და გულწრფელად უკვირს ,,ნუთუ მე ვყვიროდი? არა მე უბრალოდ ხმამაღლა ვლაპარაკობდი”. მართლაც ენერგიის ადვილად აღდგენა და წყენის არ დამახსოვრება ეს მისი მთავარი თვისებებია.
ურეთრალი თუ ორალი?
თუ სხვა და სხვა ვექტორების გარეგნულ გამოვლინებებს შევადარებთ, ერთი შეხედვით შესაძლოა ჩავთვალოთ, რომ ურეთრალური და ორალური ვექტორები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. მართლაც ორივე ვექტორს ახასიათებს ენერგიულობა, ემოციურობა, მომავლისკენ მისწრაფება, ყურადღების სხვა და სხვა საკითხებზე სწრაფად გადატანა და სხვა გამოკვეთილი ნიშნები. თუმცა ურეთრალობა ბევრ ცხოვრებისეულ სიტუაციებში ხელსაყრელია, ეს ხომ ბელადია რომელსაც ყველა უნდა დაემარჩილოს, მაშინ როდესაც ორალებს ხშირად ყბედის სახელი აქვთ.
ამიტომ არც თუ ისე იშვიათად შეხდებით ორალს, რომელიც ცდილობს შთაბეჭდილება მოახდინოს გარშემომყოფებზე და ავტორიტეტის მოსაპოვებლად გაუცნობიერებლად წითლის იმიტაციას აკეთებს. თანაც ამას ისე კარგად აკეთებს, რომ ახერხებს გარშემო ხალხის შემოერთებას რომლებიც საკუთარი ლიდერისთვის არაფერს დაიშურებენ.
მსგავს პრობლემას აწყდებიან ხოლმე HR-ები როდესაც არჩევენ მუშაკებს ხელმძღვანელ პოსტებზე. მონდომებულმა ორალმა შესაძლოა გასაუბრებაზე ისე კარგად განასახიეროს ურეთრალი, რომ მსმენელებს ეჭვიც არ ეპარებათ მის ლიდერულ თვისებებსა და სხვა ღირსებებზე. თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათ მიერ შერჩეულ ადამიანს არც უნდა და არც შეუძლია ჯგუფი გაიყოლოს, გარდა კორპორატიულებისა და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებისა.
როგორ გამოიყურება ის
ორალის ცნობა როგორც წესი ძალიან ადვილია. ცხოვრების სტილი – ჭამის სიყვარული და გარკვეული სიზარმაცე მის სხეულს დამატებით მოცულობას სძენს. მისი მიმიკა ძალიან მდიდარია და ხშირად ჟესტიკულაციაც ერთვის. მისი ძალიან მოძრავი სქელი ტუჩები მალავენ ორალის კიდევ ერთ თავისებურებას – ეშვებს, რომლებიც გამოკვეთილია დანარჩენი კბილების ფონზე (ამის შემჩნევა დღეს უკვე ძნელია ორტოდონტების მიღწევების და დართული ვექტორების გამო – მაგრამ თუ მაინც შეამჩნიეთ თქვენს წინაშე ორალია).
ისინი ყოველთვის ემოციურად საუბრობენ, მათი საუბარი ძალიან მდიდარი და ლამაზია, უამრავი ანდაზით და ხატოვანი გამოთქმებით. ხანდახან თავს უფლებას აძლევენ უცენზურო ლექსიკითაც ისარგებლონ, მაგრამ ეს ისე დროულად და კოხტად იქნება ნათქვამი, რომ გაგიჭირდებათ უკულტურობაში უსაყვედუროთ.
აკურატულობა მათი ღირსებების სიაში ნამდვილად არ შედის, პირიქით გარკვეული მოუწესრიგებლობა წარმატებით გასცემს ხოლმე ამ ვექტორის ყველაზე განვითარებულ წარმომადგენლებსაც. სწორედ ამ თვისების გამო უჭირთ მათთან ერთად ცხოვრება ვიზუალურ, კანის და ანალური ვექტორების მატარებლებს.
მათთვის დამახასიათებელი ნიშანია ტუჩების ლოკვა და კბენა, ენის გამოყოფა საუბრისას, ხშირად მუცელზე ისვამს ხელს. ზოგიერთ ორალს უყვარს სტვენა, ზოგს პირის წკლაპუნი, ზოგს კბილების კრაჭუნი.
კლასიკური ორალის ნაწერი სპირალს გავს, ასოებს თითქმის ერთნაირად წერს, განსხვავება მხოლოდ ხვეულების რაოდენობაშია.
ყველას – საიდუმლოდ
საუბრისადმი დაუოკებელი სურვილი ორალებს ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტშიც კი არ აძლევთ გაჩუმების საშუალებას. თუ მას პირად, ან კორპორატიულ საიდუმლოს ანდობთ, რაღა თქმა უნდა დაგპირდებათ, რომ ცხოვრების ბოლომდე არ გაგთქვამთ. ამასთან ერთად როცა ამ პირობას დებს მას ნამდვილად სჯერა საკუთარი ძალის, რომელიც მერე მოღალატურად უმტყუნებს ხოლმე.
რადგან ბუნებით კეთილმოსურნეა, ინტრიგების ხლრთვას არ დაიწყებს იისფერივით (ყნოსვა) და არც სპეციალურად მოუყვება ვინმეს საიდუმლოს. არა, ის ბოროტი და შურისმაძიებელი სულაც არაა, უბრალოდ ხანდახან სიტყვები ფიქრებს უსწრებენ. ამიტომაც “შემთხვევით წამოსცდება“ ხოლმე თქვენი საიდუმლო და ის სწარაფად ვრცელდება თქვენს მტრებსა და მეგობრებს შორის. ამიტომაც ორალების ლოიალურობა ყოველთვის შედარებითია.
იგივეს თქმა შეიძლება ორალურ პატიოსნებაზეც. ეს ადამიანები ვერ მოატყუებენ ვერავის პირადი გამორჩენის მიზნით. მათ მხოლოდ ის უნდათ, რომ დიდხანს და ყურადღებით უსმინონ, ამიტომაც აზვიადებენ და ალამაზებენ სხვების ცხოვრების ამბებს, ხოლო როცა რეალური ამბები იწურებს ფანტაზიებზე გადადიან. ეს არც სიცრუეა და არც სიმართლე.
სულ სხვა საქმეა – ყნოსვა, აი ვის შეუძლია ვირტუოზულად მოატყუოს ტყუილისადმი თვით ყველაზე მგრძნობიარე ვექტორებიც კი (მაგ. ანალი). მაგრამ რადგანაც ყნოსვას თავის გამოჩენა და კვალის დატოვება არ უყვარს, საკუთარი ინფორმაციის გასავრცელებლად სწორედ მიმნდობ ორალებს იყენებენ. ხოდა ვინაა ამ დროს დამნაშავე?
ორალების ასეთი გამოყენება საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ძალიან ეფექტური მეთოდია. თუ საიდუმლოს “მესაიდუმლეთა” გარკვეულ რაოდენობას მოუყვებით, ამას ძალიან მოკლე ხანში ყველა გაიგებს.
სიამოვნებით საუბრობენ
როდესაც რაიმე საქმის გამო ორალთან ურთიერთობა გიწევთ გახსოვდეთ მისი ორი მთავარი სასიცოცხლო პრინციპი – ჭამა და ლაპარაკი.
ერთხელ ერთი საინტერესო სცენის ნახვა მომიწია უძრავი ქონების სააგენტოში. ძალიან დიდი მომხმარებელი მოძრავი სქელი ტუჩებით უამრავ კითხვას უსვემდა აგენტს ერთ-ერთ მის მოწონებულ ქალაქგარეთა სახლზე. მას განსაკუთრებით აინტერესებდა სამზარეულო და მწვადების შესაწვავი ადგილი ბაღში. როცა ჩვევისამებრ საუბრით გაერთო მოულოდნელად აგენტს ჰკითხა თუ როგორი ხორცი უყავარდა მას, რაზეც დაღლილმა და გაღიზიანებულმა აგენტმა უპასუხა, რომ ის ხორცს საერთოდ არ ჭამდა. ამან კლიენტს საერთოდ დააკარგვინა ინტერესი, კიდევ რამდენიმე ფორმალური კითხვა დასვა და ძალიან მალე წავიდა.
რა მოხდა? მას ერთდროულად ორი დარტყმა მიაყენეს, არც ლაპარაკი დააცადეს და თან პირდაპირ განუცხადეს სრულიად საწინააღმდეგო შეხედულებები. თუ თქვენ არ გინდათ დაკარგოთ ორალი როგორც მომხმარებელი, გაითვალისწინეთ და მიიღეთ ხოლმე არა მხოლოდ მისი მოთხოვნები არამედ მისი თვისებებიც და ცხოვრების სტილიც.
დაუშვა თუ არა ზემოთ მოყვანილმა ახალგაზრდა აგენტმა სულელური შეცდომა? არა და აი რატომ: სტატისტიკის მიხედვით ორალები მოლაპარაკების და დათვალიერების დროს ყველაზე აქტიურები არიან, მაგრამ ამ ადამიანებთან რეალურად გაფორმებული კონტრაქტების წილი მნიშვნელოვნად დაბალია. მათ უბრალოდ საუბარი უყვართ, გამყიდველებთან, აგენტებთან და ა.შ. მაღაზიაში წასვლა, თუნდაც დღეში რამდენჯერმე ეს მათთვის არა იმდენად პროდუქტების მოსამარაგებლად სიარულია, არამედ უფრო ცხოვრების სტილი. ბევრი გამოცდილი გამყიდველი პოტენციურად გრძნობს მყიდველში ასეთ პოტენციალს და “ფრთების გაშლის“ საშუალებას არ აძლევენ. მაგრამ ასეთი ქცევა მყიდველის დაკარგვის რისკს ატარებს. ორალები ხომ ყოველთვის ყიდულობენ ყველაფერს რაც სჭირდებათ და ცივილიზაციის სიკეთეებითაც სარგებლობენ. უბრალოდ ამ ყველაფერს ყველაზე მომთმენი გამყიდველებისგან ყიდულობენ.
მაგრამ თუ თქვენ მაინც გადაწყვეტთ ერთი საეჭვოს მაგივრად დრო სამ ნამდვილ მყიდველს დაუთმოთ, მაშინ ეცადეთ ორალური და ანალური ვექტორების წარმომადგენლები არ აგერიოთ. ანალსაც სჩვევია საქონლის დიდხანს არჩევა, რამოდენიმეჯერ მისვლა მაღაზიაში, დაწვრილებით გამოკითხვა – მაგრამ ორალისგან ის განასხვავებს, რომ ის ბევრ კითხევს სვამს და ბევრს არ ლაპარაკობს და ბოლოს აუცილებლად ყიდულობს ნივთს. მართალია ბევრ დროს დაგაკარგვინებთ, მაგრამ ბოლოს ნივთს მაინც იყიდის.
შესაძლებელია თუ არა ლიდერობა?
გრძნობენ რა შეუდარებელ ორატორულ ნიჭს ორალები ცდილობენ მმართველები გახდნენ, და სულ ერთია რის – ფირმის, ბანდის, კლუბის… მაგრამ ლიდრული თვისებები საკმაოდ სუსტად აქვთ გამოხატული. ისინი ნებისმიერ წინააღმდეგობას გაურბიან, ძალიან იშვიათად რისკავენ და უზრუნველი კომფორტული ცხოვრებისკენ მიისწრაფვიან. ისინი მებრძოლები არ არიან ურეთრალებისა და კანების მსგავსად, ძალდაუტანებლად მიჰყვებიან დინებას და საკუთარი თავისთვისაც და ახლობლებისთვისაც სიხარულის მოტანაზე ზრუნავენ. ხანდახან როცა ქვეყანაში ძალაუფლებას აღწევენ, გრძნობენ, რომ საკუთარი ადგილი ვერ იპოვეს და დაივიწყეს თავიანთი ცხოვრების მთავარი ამოცანა – ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება.
წყარო
მთარგმნელი: ეკატრინე სამხარაძე