ორალური და ვიზუალური ფსიქოტიპების კომბინაცია


ორალური და ვიზუალური ფსიქოტიპების კომბინაცია

ორალი + ვიზუალი = დინამიკი + გამოსახულება.

ესეც ასევე კონტრარული კომბინაციაა. ისევე როგორც სმენის ვექტორი, ვიზუალური ვექტორიც ასექსუალურია, თუმცა უფრო ნაკლებად. ვიზუალური ვექტორის კიდევ ერთი მთავარი შტრიხია — მკვლელობის მიუღებლობა. სექსი და მკვლელობა — აბსოლუტური ბოროტებაა ვიზუალური ვექტორის წარმოდგენაში. ამასთან ფაქტი ფაქტად რჩება: მექანიზმი სექსი/მკვლელობა — კაცობრიობის «მუდმივი ძრავაა». იგი მოქმედებს თავისი არსებობის ყველა ფორმაში: მამაკაცად და ქალად დაყოფიდან (და შესაბამისად სიცოცხლის ფიზიკურად გაგრძელებიდან) „არსობის პურის“ ძიებამდე (ან „არსობის ხორცის“ ძიებამდე — ადამიანური სიცოცხლის შენარჩუნება პირდაპირაა დაკავშირებული ცხოველთა კვლასთან და ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან).

ვიზუალური ვექტორი — ესაა კერძო მდგომარეობა სისტემისა, სახელწოდებთ «ჯოგი», იგი ყოველთვის ცდილობს მიმდინარე მდგომარეობის შენარჩუნებას, და არა ახლისკენ მოძრაობას. ორალობა კი — პირიქით, ენერგიის მეოთხედს ეკუთვნის, და ყოველთვის ამზადებს ნიადაგს მოძრაობისთვის. უფრო მეტიც, ვიზუალისთვის მნიშვნელოვანია დეტალები, ყოველი კონკრეტული ადამიანის და მათ შორის საკუთარი თავის უნიკალურობა, იგი გამოყოფს ცალკეულ დეტალებს ადამიანში, ასევე ცალკეულ ადამიანებს ჯგუფში. ხოლო ორალობა ცდილობს — გააერთიანოს ადამიანები, ისე რომ არ გამოყოფს არაფერს ინდივიდუალურს, არამედ კონცენტრირდება საერთო ცხოველურ სურვილებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ არც უნიკალურობა და არც ინდივიდუალურობა. ვიზუალური ვექტორი თითქოს უარყოფს თავად ბუნებას, რაც ვლინდება სიკვდილის შიშში და გამრავლების სურვილის არარსებობაში. ორალური ვექტორი, პირიქით, პასუხს აგებს ამ ბუნების შენარჩუნებაზე: იგი აერთიანებს ადამიანებს, როგორც ნადირობაში (ერთობლივ „მკვლელობაშ“), ასევე გვარის გაგრძელების პროპაგანდაში. ვიზუალი „მოუწოდებს“ არ-შობისკენ და არ-მოკვლისკენ, ორალური ვექტორი — პირიქით: შობისკენ და მოკვლისკენ. სწორედ ამიტომ, როდესაც ადამიანი ორალური ვექტორით ხვდება ადამიანს ვიზუალური ვექტორით, მათ შორის ჩნდება განზიდულობის გრძნობა. ერთი ადამიანის შიგნით ეს ვექტორები ეცდებიან დათრგუნონ ერთმანეთი და განვითარებაში კონკურენციას გაუწევენ ერთმანეთს. ამასთან, როგორც წესი, უფრო განვითარებული ორალური ვექტორი აღმოჩნდება ხოლმე. და მაინც, ორივე ვექტორის კარგი განვითარებისას და ღრმა ფსიქიკური ტრამვების არარსებობისას, პირველადი მაინც ვიზუალია, ხოლო ორალი ასრულებს ვიზუალური ვექტორის ღირებულებების გაჟღერების ფუნქციას.

როცა ადამიანს უარესად აქვს განვითარებული ვიზუალი და უკეთესად ორალი, მას უჩნდება ერთგვარი პრობლემები ურთიერთობაში. ადამიანებს არ ესმით, როგორაა, რომ ადამიანს, რომელიც ერთი შეხედვით ასე ლამაზად და საყვარლად გამოიყურება (სახის სწორი ნაკვთები, სასიამოვნო გარეგნობა, ლამაზი ტანსაცმელი), ასეთი ლაპარაკი შეუძლია. ადამიანს შეუძლია იყოს ფრიად ნაკითხი, უყვარდეს რაღაც ხატ-სახეები, კარგად იცვამდეს, უყვარდეს ლამაზი ადამიანები, ცხოველები და ა.შ., მაგრამ ამავდროულად ყოველგვარი შეცბუნების გარეშე გამოიყენოს საუბარში ბილწი ხუმრობები, ხმამაღლა იცინოს, საშინლად ბევრი სვას. ამასთან ვიზუალური ვექტორის ღირებულებებში არ იქნება მისი შინაგანი თვისებები, არამედ უფრო გარეგნული შტრიხები. ასეთ ადამიანს არ შეუძია საკუთარი თავის სხვის ადგილზე დაყენება. მაგალითად თავის ქმართან/ცოლთან/გოგოსთან/ბიჭთან საუბარში შეუძლია სრულიად მშვიდად გამოიყენოს გინებები… და კი არ ისაუბროს, არამედ იყვიროს. და თუ ქვემოდან ანალური ვექტორიცაა, სიტუაცია უფრო მძიმდება. აი, საყვარელი კატა კი განსაკუთრებულ სინაზეს და მზრუნველობას მიიღებს მისგან — და არცერთ პანღურს: ის ხომ ცოცხალია! ასეთი ადამიანის მეტყველება მთის მდინარეს ჰგავს — ზედაპირულია, სწრაფია, შეუჩერებელია. ანალური ვექტორის არსებობისას ასეთ ადამიანებს შეუძლიათ კომიკოსებიც იყვნენ. რატომ ხდება ასე? ორალური ვექტორი, როგორც ძალიან კონტრარული ვიზუალურთან მიმართებაში, ისწრაფვის, რომ დასცინოს ყველა გრძნობისმიერ გამოხატულებებს ვიზუალში, რადგანაც ისინი თავის საფუძველში ხელს უშლიან ჯგუფის წინ მოძრაობას. და თანამედროვე საზოგადოებაში განვითარებულ ვიზუალურ ადამიანებს (განსაკუთრებით ბავშვებს) საკმაოდ უჭირთ ჯგუფში ადაპტაცია, რადგანაც ცოტა თუ იზიარებს მათ ღირებულებებს. ვიზუალების ძირითადი მასა განვითარებულია მცენარეულ ან ცხოველურ დონეებამდე. იმ პირობებში, როდესაც თითქმის არავინ იზიარებს ვიზუალურ ცრემლებს რომანტიულ გმირებთან ან რეალურ ცხოვრებაში შეყვარებულობასთან მიმართებაში, შესაძლოა ჩამოყალიბდეს შეგრძნება, რომ ადამიანი ვიზუალური ვექტორით, ცოტა არ იყოს «არანორმალურია». ამასთან, ორალური ვექტორი ასეთ შემთხვევებში ყოველთვის მზადყოფნაშია, რომ საკუთარ თავს დასცინოს. ბოლოს და ბოლოს ვიზუალ-ორალი ადამიანი ბავშვობაში თითქმის ყოველთვის იგრძნობს, რომ ორალური ვექტორით გაცილებით უფრო იოლია ლანდშაფტის ადაპტაცია (ანუ ცხოვრებასთან შეგუება), რადგანაც ცხოველური სურვილები ყველას აქვს. და რაც უფრო ნაკლებად აქვს ბავშვს განვითარებული ვიზუალური ვექტორი, მით უფრო მეტად ვლინდება მასში ეს ცხოველური გამოვლინებები, შესაბამისად, ჯგუფში საკუთარი ადგილის დაკავების მხრივ, უფრო ადვილია ორალური ვექტორის განვითარება, რადგანაც განვითარებული ვიზუალური ვექტორის ღირებულებებს ცოტა თუ იზიარებს და გებულობს.

დინამიკი — OFF, გამოსახულება — ОN

თუ პირიქით, ვიზუალი ორალზე უკეთაა განვითარებული, ადამიანი უფრო ვიზუალურად ამჟღავნებს თავს: მას შეუძლია მოახდინოს ვეგეტარიანელობის იდეების დეკლარირება, ან უფრო განვითარებულ მდგომარეობაში — ჰუმანიზმის, ეყვარება ამაზე საუბარი, მაგრამ «იჟღერებს», მაგრამ როდესაც, მაგალითად, დათვრება, მაშინ «კონცერტებს» მოაწყობს. ასეთ ადამიანს შეუძია იყვიროს, უხეშად იხუმროს — საერთო ჯამში, ყურადღება მიიპყროს. შესაძლოა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ვიზუალი თითქოს ვიღაცამ გამორთო, ან როგორც მინიმუმ განვითარების დონეს ერთი-ორი პუნქტით ჩაუწია (ეს იმ შემთხვევაში, თუკი დალია). რაც შეეხება გინებას, საეჭვოა, რომ იგი მისი გამონათქვამების ფონი გახდეს, მაგრამ ლამაზი სიტყვისთვის — რატომაც არა? ასეთ კომბინაციაში ადამიანს შეუძლია «საოცრად» გამოიყურებოდეს — ვიზუალი «მაღალი» ღირებულებებით, მაგრამ ამასთან იშვიათად ძალიან ხმამაღლა საუბრობს, ყვირის, შეიძლება კბენდეს კიდეც (მხოლოდ ახლობლებს), ეყვარება დალევა, და ჭამაც. წარმოიდგინეთ: დახვეწილი კან-ვიზუალი გოგო მგრძნობიარე საუბრის შემდეგ ესენინის პოეზიის თემაზე უცებ გთავაზობთ, რომ ცოტა დალიოთ მასთან ერთად… არც ისე სტანდარტული ხატ-სახეა.

დინამიკი — ОN, გამოსახულება — ОN

როცა ორივე ვექტორი ერთ, საკმარისად მაღალ დონეზეა განვითარებული, ადამიანი შესაძლებლობას ღებულობს, რომ მოახდინოს ძალიან ლამაზი, კულტურული მეტყველების რეალიზაცია. ამასთან იგი «ალერსიანის» შთაბეჭდილებას ტოვებს. ხდება ხოლმე, რომ უსმენ ადამიანს, და ისეთი შეგრძნებაა, რომ ხავერდოვანი საუბარი აქვს: ადამიანი კი არ ლაპარაკობს, თითქოს სიტყვებით გეფერება. ასეთ ადამიანს შეუძლია ნატიფად გამოიყენოს რაიმე უჩვეულო სიტყვები და მონუსხოს გარშემომყოფები თავისი მეტყველებით. ამასთან აქ იქნება რაიმე კულტურის დანერგვაც და ადამიანების გაერთიანებაც ამ კულტურული ფასეულობების ფარგლებში. აქ იქნება ასევე შესანიშნავი მიმიკა, ბრწყინვალე მსახიობური უნარები (არა გენიალური რა თქმა უნდა, ამისთვის სმენაა საჭირო), მაგრამ ემოციის გამოხატულება მოწოდების სიმაღლეზე იქნება. აქ პრაქტიკულად არ იქნება ბილწსიტყვაობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქმეს ძალიან სჭირდება… თუმცა ესეც იშვიათობაა. ასეთი ადამიანი ბევრს ილაპარაკებს.

დინამიკი — OFF, გამოსახულება — OFF

როცა ორივე ვექტორი განუვითარებელია, და თანაც თუ კანის ვექტორთან კომბინაციაშა, ჩვენ ვაწყდებით ყველაზე ბანალურ სკანდალისტს. რას წარმოადგენს სკანდალისტი სვფ-ს თვალსაზრისით? ესაა ვიზუალური ვექტორი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს უყურებს, სხვებს კი მხოლოდ ფერებით არჩევს, იგი მოითხოვს ყურადღებას და ყოველ კუთხეში ყვირის ამის შესახებ. ქალთან მიმართებაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კლასიკური „სწერვაა“. იგი ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევაშ უწევს ხმას და იგინება. მაგრამ ეს ხელს არ უშლის, რომ ნაზად გაიღიმოს და ერთი შეხედვით ძალზე საყვარელი ფოტოები ჰქონდეს. ასევე ვიზუალ-ორალური ადამიანების შესამჩნევი განსაკუთრებულობაა — სიყვარული კოცნისადმი. ამასთან, თუკი ორალის შემთხვევაში ესაა ეროგენული ზონის პირდაპირი სტიმულაცია, ვიზუალის შემთხვევაში — ეს უკვე სილამაზისადმი სიყვარულია: რა რომანტიული და მშვენიერია მთვარის ქვეშ „კოცნაობა“ (მაგალითად). თუ ამ კომბინაციაში ვიზუალი განუვითარებელია, ასეთი ადამიანები ყველგან დაიწყებენ „კოცნაობას“ და გარშემომყოფების არ მოერიდებათ. ხოლო თუ ვიზუალი განვითარებულია — თავს აარიდებენ საზოგადოებრივ ადგილებში კოცნას (ეს არაკულტურულია).

მთარგმნელი: მამუკა გურული

წყარო

  • ფსევდოჰუმანიზმი, ანუ რა არის ჩვენი სიცოცხლე ხელოვნებასთან შედარებით?

  • სამყაროს მბრძანებელი და კაპრიზული ქალბატონი

  • ურეთრალ-სმენა ვიზუალით

  • ვიზუალური ვექტორის თვითშეფასება და მისი სცენარები

  • საიდან ჩნდება სურვილი ვუსმინოთ მუსიკას?

  • კვაზიმოდოს სინდრომი

  • ეს თვალწარმტაცი კან-ვიზუალური სამყარო

  • როგორ აწყობს ურთიერთობებს ვიზუალის ვექტორიანი