გინება როგორც სექსუალური აღზრდა
გინება როგორც სექსუალური აღზრდა
“ჩემი შვილი სკოლაში იგინება, მშობელთა კრებაზე მისვლა მცხვენია.”
“ცოტა ხნის წინ ბებიას ვესტუმრეთ, ნიკამ კი სტუმრებთან უწმაწური შაირები წამოიწყო, სირცხვილისგან დავიწვი. ნუთუ არ ესმის , რომ ეს მიუღებელია? უკვე დიდი ბიჭია.”
“ლაშა სახლში მოვიდა და იკითხა - მართალია თუ არა, რომ მამა დედას რაღაცას უდებს და ასე ჩნდებიან ბავშვები? ვასოს უსწავლებია ეზოში… შოკში ჩავვარდი, ხვალვე დავურეკავ დედამის.”
არც თუ იშვიათად გვესმის მსგავსი გამონათქვამები. ამ სტატიაში ვისაუბრებთ ადამიანებზე თანდაყოლილი ვერბალური ინტელექტით - ორალებზე, იმაზე თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მათთან სხვებს და როგორ უკავშირდება გინება სექსუალურ აღზრდას. გინებას სვფ განსაზღვრავს , როგორც ჩვენი არსებობის ერთ-ერთ აუცილებელ ფაქტორს.
ცოტა რამ ორალ ბავშვებზე…
ბავშვები თავიანთი ბუნებით პირველყოფილ არქეტიპულ ჯოგს შეადგენენ, რომელიც ახლა სწავლობს როგორ ადაპტირდეს გარე სამყაროსთან. ბავშვების სამყარო ზოგჯერ სასტიკია, მაგრამ ამ ჯოგში ყველა თავის ადგილს იკავებს.
პირველყოფილ ჯოგში ორალი მასხარაა, რომელიც ბელადის მრჩევლის გავლენით ბელადს სათქმელს აწვდის და აგრეთვე ბელადის აზრებს ახმოვანებს ჯოგში.
ორალს განსაკუთრებული ხმა აქვს, საფრთხეზე გასაფრთხილებლად შექმნილი. პირელყოფილ ჯოგში დაგვიანება შეიძლებოდა სიცოცხლის ფასად დაგჯდომოდათ, სწორედ მის ხმას შეეძლო ერთ წამში ეიძულებინა ნებისმიერი წამომხტარიყო ადგილიდან.
დღემდე შეუძლებელია არ მოუსმინოთ რას გვეუბნება ორალი. ორლიც ამით სარგებლობს ეს ის ადამიანია რომელიც საუბრით აზროვნებს. ის თხზავს, საუბარში იგონებს ამბებს. ორალისთვის მთავარია იპოვოს ყურები რომლებიც მოუსმენენ.
როცა ორალი პატარაა - პირველი დედის ყურების “ექსპლოატაციას” ახდენს. ხოლო როცა დედას ეს ბეზრდება, ორალი ახალ-ახალ ხერხებს იგონებს როგორ აიძულოს მოსმენა. მაგალითად ყველა სხვების საიდუმლოებს “მხოლოდ შენ გაგანდობ, საიდუმლოდ, არავის არაფერი უთხრა.” ანდა სულაც გამოიგონებს, მოიტყუება. “ქუჩაში დვრბოდი და იქ ბიძია ვანო ნანა დეიდას კოცნიდა, უცებ კი მისი ცოლი დაადგათ თავზე და ყველაფერი დაინახა.”
ორალ ბავშვს უნდა მოუსმინოთ. მაშინ გამუდმებით ტყუილების მოგონება აღარ მოუწევს. განუვითარებელი ორალი პათოლოგიური მატყუარაა.
6 წლის ასაკში ადამიანს ემართება სქესობრივი მომწიფების ატავიზმის ფენომენი. სწორედ მაშინ იწყებენ კანვიზუალი გოგონები ბიჭების წინაშე გაშიშვლებას ექიმობანას თამაშისას, ორალები კი გინებას იწყებენ.
ბევრი მშობელი თვლის, რომ მისი შვილი არ უნდა თამაშობდეს ბავშვთან რომელიც იგინება. ისინი ყველანაირად ცდილობენ შვილებს ორალებთან ურთიერთობა დაუშალონ. ორალის მშობლებმა კი აღარ იციან რა ქნან ბავშვებს ტუჩებში ურტყამენ ტყულებისა და ლაყბობისთვის. ამით რისკავენ მთელი ცხოვრება დაუმახინჯონ, მისგან პათოლოგიური მატყუარა შექმნან, ან ენის მოჩლექვით “დააჯილდოონ”.
არ შეიძლება ორალს გინება აუკრძალონ. უბრალოდ უნდა ასწავლოთ, რომ უფროსებს არ მოსწონთ როცა ბავშვები იგინებიან და ე უფროების თანდასწრებით არ უნდა გააკეთოს.
ორალის სექსუალური აღზრდა გინებით.
თუ ყურადღებას მივაქცევთ გინება - ეს სექსულობაზეა. გინებას ლანძღვაში ნუ აურევთ, არარეალიზებული ანალის სიბინძურეში გარევაში. ყველა ვექტორმა ურეთრის გარდა, თავდაპირველად არაფერი იცის სექსზე, ორალურობა კი სექსუალობის არაცნობიერიდან ცნობიერში გამცილებლის როლს ირგებს.
ორალი გინებით არ ილანძღება, ის ამით საუბრობს. მისი პირიდან ეს არ ჟღერს როგორც ლანძღვა. ყველა ქვედა ვექტორი ილანძღება, ორალი კი ასე საუბრობს (წესიერი სიტყვები შესალოა არც გამოიყენოს). გინება ორალის ინტელექტს აღაგზნებს.
გინება იქიდანაა საიდანაც სიცილი - არაცნობიერიდან. ესაა სექსუალური სიტყვები, რომლებსაც ჩვეულებრივ ვიყენებთ მაგრამ კულტურაში ადგილი არ მოეძებნათ. კულტურაში არა მისაღები სიტყვა მაგალითად “ტრაკი”. ორალი კი, რომელიც არაცნობიერის ვერბალიზაციას ახდენს, კულტურას სულაც არ დაგიდევთ.
სწორედ ორალები უხსნიან ეზოში ბავშვებს საიდან ჩნდებიან ბავშვები და როგორ ხდება ეს. რა თქმა უნდა ეს საშინელებაა უფროსებისთვის, მაგრამ ესაა პირველყოფილი სექსუალური აღზრდა. ეს აღზრდა კი გინებაზე გადის - ეს ხომ სექსზეა. ორალურობა ერთადერთი ვექტორია რომელსაც შეუძლია ფიზიკური და ფსიქიკური პირადი სივრცე დაგირღვიოთ - ის ხომ რუპორია, მისთვის შეიძლება.
ჩვენ სექსი - მკვლელობის კორიდორში ვმოძრაობთ, ერთის გარეშე ვერც მეორე იქნება. ერთის გამოთავისუფლება კი მეორის გამოთავისუფლებასაც იწვევს. ამიტომაცაა ომში შეუძლებელი გაუპატიურების შეჩერება.
არმიაში გინება კუნთების ჯარს მკვლელობისკენ და სექსისკენ უბიძგებს, რადგან ეს ორი მჭიდროდაა გადაჯაჭვული არაცნობიერში. არმიაში გინება სექსუალური აგზნების მექანიზმია, კან-ვიზუალი მდედრების ცეკვების შემცვლელი. გინების გარეშე არც სექსი და მკვლელობაა, გინების გარეშე არაა ომი.
ინფორმაციის მეოთხედი ორალზე.
სმენა სრულიად ასექსუალურია და ამიტომ ნეგატიური დამკიდებულება აქვს გინების მიმართ, ეს ხომ ყოველთვის სექსულურზეა. გინება მას ყურს სჭრის, ის შიშით ფიქრობს , რომ მისი შვილი ასევე ილაპარაკებს. სმენისთვის გინება მისი ასექსუალური მდგომარეობების ტრავმირებაა. მას უბრალოდ სძულს ორალები, რომ შეეძლოს ენებს ამოგლეჯდა. გარდა იმისა რომ ორალები იგინებიან, ამას ძალიან ხმამაღლა გაჰყვირიან და სმენის ეროგენულ ზონებს აყრუებენ.
ვიზუალი, როგორც ერთადერთი ნამდვილი ესთეტი თვლის, რომ გინება ლამაზი არ არის. მისი აზრით იგინებიან ისინი ვინც სხვა სიტყვებით ვერ გამოხატავს თავის აზრს. გინებით მხოლოდ დაბალი დონის ხალხი საუბრობს. თუ ვიზუალი მაინც იყენებს საგინებელ გამოთქმებს მხოლოდ იმიტომ, რომ ყურადღება მოულოდნელობის ეფექტით მიიქციოს.
ვიზუალს უყვარს ორალის სწავლება, როგორ ისაუბროს სწორად და ლამაზად. ვიზუალი ემოციურად საუბრობს, მას უსმენენ , მაგრამ მისი სიტყვები გონებაში არ რჩება.
მშობლები ინფორმაციის მეოთხედიდან თავიანთ შვილებს უშლიან ორალთან ურთიერთობას, რომლებსაც გინება სულ ენაზე ადგათ. მშობლებს გინება არ სიამოვნებთ, შიგნიდან წვავს, მათ გონიათ , რომ ზუსტად იციან რა არის უკეთესი მათი შვილისთვის.
ამგავარად ბავშვი შესაძლოა ამ მნიშვნელოანი პირველყოფილი გაკვეთილის გარეშე დარჩეს. ნუ დაუშლით თქვენს შვილებს ორალებთან ურთიერთობას, სამყარო რომ სრულყოფლად შეიცნონ მათ ყველა ვექტორთან უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა მათ შორის ორალთანაც.
ძალიან მნიშვნლოვანია , რომ ბავშვი მთელი დღეები სახლში არ იჯდეს, გაკვეთილების სწავლის გარდა ის გარეთ ქუჩაშიც უნდა გადიოდეს. სწორედ აქ თამაშდება ყველა პირველყოფილი სცენარი, ყველა პირველყოფილი თამაში. აქ ხვდება სწორედ “სექსუალობის მასწავლებელი” და საგინებელი სიტვების მეშვეობით უტარებს პირველ გაკვეთილს.
წყარო https://www.yburlan.ru/biblioteka/mat-kak-seksualnoe-vospitanie
მთარგმნელი - ეკატერინე სამხარაძე.