კუნთის ვექტორიანის სურვილები


კუნთის ვექტორიანის სურვილები

კუნთის ვექტორს ახასიათებს მხოლოდ საბაზისო თვისებები: ჭამა, სმა, ძილი და სუნთქვა. დამატებითი ფსიქიკური თვისებები არ გააჩნია. დამატებითი თვისებები კი არის ყველა დანარჩენი თვისება, გარდა ამ ოთხისა. შემეცნების სურვილი, სიმდიდრის სურვილი, სურვილი იყო მოდური და ლამაზი, ძალაუფლების სურვილი და ა.შ. ყველა ეს დამატებითი თვისებაა ფსიქიკისთვის. დამატებითი თვისებები ყოველი ვექტორისათვის სპეციფიკურია. კუნთს საერთოდ არ გააჩნია ეს დამატებითი თვისებები. ზემოთ მოვიყვანეთ ანალოგი კუნთის ვექტორსა და ახალშობილზე. ახალშობილი ეს არის ადამიანი, ის ჯერ კიდევ ძალიან პატარაა, პრიმიტირული და განუვითარებელი. სურვილებიც ასევე პრიმიტიული აქვს. შესთავაზეთ ახალშობილს „ფერარი“, მოდის მთავარი საიდუმლო, სამყაროს შემეცნება. ის ჯერ კიდევ ვერ მიიღებს ამ ყველაფერს. მას ჯერ არ აქვს ამის მოთხოვნილება. მისი ფსიქიკა ისეთი პატარაა, თითქოს არც არსებობს. ზუსტად ასევეა კუნთის ვექტორის შემთხვევაში.

მოვიყვანოთ კედლის შეღებვის მაგალითი, როგორც დამატებითი თვისება. ავიღოთ კედლის შეღებვის სურვილი. აგრეთვე ჩნდება ორი ასპექტი: 1. რატომ გაჩნდა ეს სურვილი და 2. როგორ დაკმაყოფილდა ეს სურვილი. რატომ უჩნდება კედლის შეღებვის სურვილი ანალურ ვექტორს? ანალური ვექტორის თვისება არის სისუფთავისკენ მიდრეკილება.ანალური ვექტორის მქონე ადამიანი შეხედავს ბეტონის ჭუჭყიან კედელს, მასზე დაძვრებიან და მრავლდებიან სხვადასხვა მიკროორგანიზმები, ეს მისთვის არაჰიგიენურია და ამიტომ აუცილებელია მისი შეღებვა. ის დიდი ხანი მოუნდება საღებავის შერჩევას, შეეკითხება ახლობლებს, ნაცნობებს, მოიძიებს საიტებს და ნახავს რეკომენდაციებს თუ რა სახის საღებავით რა სახის კედლის შეღებვა შეიძლება. სთხოვს მეგობრებს გაუზიარონ გამოცდილება, გააანალიზებს ამ საკითხს, დიდი ხნის მსჯელობისა და ფიქრის შემდეგ წავა და იყიდის საღებავს ყავისფერი ტონალობით, დროით გამოცდილს, ხარისხიანს, შეიძენს ყველა საჭირო ნივთს, მოვა სახლში ყველაფერთან ერთად, იატაკზე დააფენს გაზეთებს აკურატულად და დაიწყებს კედლის ღებვას. ასევე ჩაიცვამს ახლადგარეცხილ სამუშაო ფორმას. იწყებს ღებვას ნელ-ნელა, დიდხანს, რათა არ დარჩეს არცერთი შეუღებავი პატარა ადგილიც კი.

რატომ უჩნდება შეღებვის სურვილი კანის ვექტორიანს? კანი ეჯიბრება, ვინ არის მაღლა, ვინ არის დაბლა. ყოველთვის ადარებს საკუთარ თავს სხვებს. ცდილობს ამაღლდეს სოციალურ კიბეზე. თუ იმ ჯგუფში, სადაც ის იმყოფება, იმ სოციალურ საფეხურზე სადაც ის არის, მიღებულია კედლების ღებვა, მაშინ მასაც გაუჩნდება კედლების შეღებვის სურვილი. აქ რამოდენიმე ვარიანტი შეიძლება იყოს, ის დაიქირავებს მეზობელი მშენებლობიდან მუშას, ძალიან სწრაფად და იაფფასიანი საღებავით შეაღებინებს კედლებს. შეიძლება იყოს სხვა ვარიანტი, მაგალითად, კანს უნდა იყოს სხვაზე უკეთესი, ის დაუკვეთავს მუშახელს სპეციალურ ფირმაში, რომელიც დაკავებულია კედლების ღებვითა და ბინის რემონტით. მისთვის აუცილებელია ეს სპეციალისტები დაინახონ მეზობლებმა, საღებავიც ექნება თანამედროვე ტექნოლოგიებით შემუშავებული. შეუღებავენ კედლებს, ძალიან სწრაფად იმ მომენტამდე, სანამ ლანდშაფტი არ მოსთხოვს შპალერის გაკვრას.

ურეთრალურ ვექტორს ძალიან საეჭვოა ასეთი სურვილი გაუჩნდეს საერთოდ. ეს მის სამეფო უდიდებულესობას არ ეკადრება. ვიზუალური ვექტორი უბრალოდ კი არ შეღებავს საკუთარ სახლს, არამედ მოხატავს, მორთავს. აი, კუნთის ვექტორს (იგულისხმება ერთვექტორიანი კუნთი) საერთოდ არ გაუჩნდება მსგავსი სურვილი. ერთადერთი შემთხვევაა, როცა მას ასწავლიან და ის უბრალოდ იმეორებს. ისიც, თუ ეს მიღებულია იქ, სადაც ეს ადამიანი ცხოვრობს. მაგალითად, ასწავლეს რომ წელიწადში ერთხელ კედლები უნდა გადაღებოს, ის უბრალოდ გაიმეორებს, არც იკითხავს რატომ და რისთვის, თავად კი მსგავსი სურვილი არასოდეს გაუჩნდება. ან, მაგალითად, კუნთის ვექტორიანი წაიყვანეს ჯარში, მისმა უფროსმა კი მისცა დავალება შეეღება კედლები. ის ამ დავალებას ასრულებს ყოველგვარი კითხვების გარეშე.

  • კუნთის ვექტორის აზროვნება

  • კუნთის ვექტორის საბაზისო თვისებები

  • ცოტა რამ, კუნთის ანუ შავი ვექტორის მქონე ადამიანზე

  • კუნთის ვექტორის არსი

  • პრიმიტიული აზროვნება

  • კუნთური ფსიქოტიპის ხასიათი

  • რისხვა და მონოტონია

  • დაბადების ფაზა & ადამიანები კუნთის ვექტორით