დაბადების ფაზა & ადამიანები კუნთის ვექტორით
დაბადების ფაზა & ადამიანები კუნთის ვექტორით
კუნთური ფაზა
ცხოვრობ შენთვის, არაფერზე ზრუნავ და აი… დაბადება გიწევს. სამყაროს აღსასრულს განიცდი და მხოლოდ შემდეგ ხვდები, რომ ეს ახალი ცხოვრების დასაწყისია. ახალი ცხოვრების, რომელშიც ვერ გადარჩები, თუ თავად არ მოიპოვებ პურის ნაჭერს და არ იზრუნებ უსაფრთხოებაზე.
«ოჰო-ჰოო, ფიქრობს კუნთის ვექტორიანი ბავშვი, — სამოთხიდან ჯოჯოხეთში მოვხვდი, როგორც ჩანს, ცხოვრება ტანჯვაა». დაახლოებით ასე იბადება კუნთის ვექტორი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე არც ეძებს სხვას არაფერს გარდა საკვებისა, სასმელისა და უსაფრთხოებისა. უფრო მეტი დეტალი სტატიაში…
დაბადების ფაზა. ადამიანები კუნთის ვექტორით
ყველა ვექტორი გარდა კუნთისა, გამოხატულია ლორწოვანით, რომელიც სითხეს ატარებს (კანი, ყურები, თვალები, პირი და ა.შ.). სითხე, რომელიც ეროგენულ ზონაში გაივლის, ეროგენულს, ანუ განსაკუთრებულად მგრძნობიარეს ხდის მას. კუნთის ვექტორის ეროგენული ზონა — ჭ ი პ ი ა. იმისთვის, რომ განიმსჭვალოთ კუნთური ადამიანის განწყობითა და მსოფლმხედველობით, წარმოიდგინეთ მისი დაბადების მომენტი. პატარა ადამიანი ზის დედის მუცელში და ყველაფერი აქვს, ყველაფრით უზრუნველყოფილია: ჭამა, სმა, სუნთქვა და ძილი. ვიღაც იტყვის, რომ იქ, სიბნელეში და სივიწროვეში არაფერია საკეთებელი, შეუძლებელია რეალიზება, მაგრამ ეს ხომ არც სჭირდება კუნთის ვექტორს. მისი სურვილები საბაზისოა და ისინი დაკმაყოფილებულია. მათთვის ესაა სამოთხე, სადაც აბსოლუტურად ყველაფერია.
მაგრამ! დგება მომენტი, როცა დგება „სინათლის აღსასრული“ — დაბადების ფაზა. ჯერ ეს საშინელი ჭინთვები, რომლებიც მის სხეულს აწვებიან, შემდეგ ეს გაუგებარი ბიძია გამოათრევს კუნთურ ბავშვს და სიცოცხლე მთავრდება. ერთადერთი მოგონება აქვს სამოთხისეულ ცხოვრებაზე (ჭიპლარი) და იმასაც აჭრიან. მხოლოდ წარმოიდგინეთ, რა ხდება კუნთის ვექტორიანის ფსიქიკაში დაბადების მომენტში. იგი იმყოფებოდა მდგომარეობაში, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი იყო, უბრალოდ ისე, და ხვდება სამყაროში, სადაც თვითონ უწევს საკვებისთვის და გადარჩენისთვის ბრძოლა. დანარჩენი ვექტორებისთვის სამოთხე წინაა, საითკენაც აქტიურად ისწრაფვიან, კუნთურმა ადამიანმა კი იგი უკან მოიტოვა, ის უკვე იყო იქ და ყველაზე უსიამოვნო მეთოდით გამოათრიეს სიცივის, ტანჯვისა და შრომის სამყაროში.
კუნთის ვექტორიანი ესაა — მშრომელი ადამიანი
კუნთური ადამიანი უბრალოა და ყველაზე ნაკლებადაა მოწყვეტილი ბუნებას. როდესაც არსებობს «მე»-ს შეგრძნება, ჩვენ ავტომატურად ვაცალკევებთ საკუთარ თავს საზოგადოებისგან და ბუნებისგან. ყველას გამოეყოფა მისი საკუთარი ადგილი და ჩვენთვის არასასიამოვნოა, როცა ვიღაც ჩვენს პირად სივრცეში შემოდის. ასე იკარგება კავშირი ბუნებრივ ინსტინქტებთან. კუნთური ადამიანი იმით გამოირჩევა, რომ მას არ გააჩნია «მე» და იგი მხოლოდ «ჩვენ»- ის კატეგორიებით აზროვნებს. ამიტომ ბუნებრივი ინსტინქტები არ აქვს დაკარგული, იგი გრძნობს ბუნებას. კუნთის ვექტორიანი ადამიანი [ამ სტატიაში საუბარია მხოლოდ ერთ ვექტორიან კუნთზე] არასოდეს დაიკარგება ტყეში. მისთვის ეს – მშობლიური სტიქიაა, ფეხები თავისით გამოიყვანენ. მან არ იცის, როგორ ორიენტირდეს ვარსკვლავებით, მაგრამ იგი ბუნების შვილია, რომელიც გაუცნობიერებლად კითხულობს ნიშნებს. ეს მისთვის ისეთივე ბუნებრივია, როგორც სუნთქვა. ყველა დანარჩენმა ვექტორმა კავშირი დაკარგა ბუნებასთან. რაც უფრო მეტად ვითარდებოდა მათი ეგო, მით უფრო ნაკლები კავშირი რჩებოდა დანარჩენ ადამიანებთან და სამყაროსთან.
მაგრამ, სწორედ სამყაროა ბუნება, რომლის შეცვლაც ეგოცენტრული სურვილების მეშვეობით დავიწყეთ. კანებმა დაიწყეს საზოგადოების შეზღუდვა, ანალის ვექტორიანებმა — მოვლენათა ბუნებრივ მსვლელობასთან შეწინააღმდეგება. დაბადების ფაზა გავლილია და კუნთის ვექტორიანები, რომლებიც ბუნებასთან ახლოს რჩებიან საზოგადოებამ ყველა მხრიდან პირობებით შემოსაზღვრა. მაგრამ რადგანაც კუნთურ ადამიანს არ გააჩნია ეგო, იგი არცაა წინააღმდეგი. შედეგად, სწორედ კუნთის ვექტორიანები შეადგენენ კოლექტივის ძირითად სხეულს: უზრუნველყოფენ ყველა სიკეთით მათ, ვინც შეზღუდა ისინი — დაკავებულნი არიან მძიმე ფიზიკური შრომით. კუნთის ვექტორიანის დანიშნულება ჯგუფში — ესაა მძიმე ფიზიკური შრომა. კუნთების სილამაზისთვის დაბერვა, როგორც ამას ბოდიბილდერები აკეთებენ, ეს უფრო ანალ-ვიზუალების თემაა. კუნთის ვექტორიანის სხეული არ გამოიყურება ფაქტურულად და ლამაზად, მაგრამ ამასთან იგი თავის თავში უზარმაზარ ძალას ატარებს.