ვექტორთა გარეგნული გამოვლინებები


ვექტორთა გარეგნული გამოვლინებები

ავტორი: მამუკა გურული

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ გარეგნულ გამოვლინებებს თვითოეულ ვექტორში, და მაგალითების სახით ავიღებთ პირობითად ერთ ვექტორიან ინდივიდებს. სინამდვილეში ადამიანთა უმრავლესობა ერთდროულად რამდენიმე ვექტორის მატარებელია (და არ არსებობენ ადამიანები მხოლოდ ზედა ვექტორებით), შესაბამისად კომბინაციებში სურათი ბევრად იცვლება, მაგრამ აქცენტირებული ვექტორი მეტ-ნაკლებად როგორც წესი შემდეგი მაგალითების სახით ავლენს თავს. მაგალითად, ყველაზე გავრცელებულ: ანალ-კანის კომბინაციაში წამყვანი უფრო მეტად იმ ვექტორის გამოვლინებები იქნება, რომელიც სცენარშია, ანუ უფრო აქცენტირებულია.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვექტორის დიაგნოსტიკის დროს პირველ რიგში მისი ფუნქცია და არსი უნდა გვესმოდეს, და გარეგნულ გამოვლინებაში ამ ფუნქციის და თვისებების გამოვლინებებს უნდა ვხედავდეთ (და არა პირიქით). ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ ფოტოებით ან ხანმოკლე ზედაპირული დაკვირვებით დიაგნოსტიკა 100%-იან სიზუსტეს არ იძლევა დიაგნოსტიკის საკმაოდ დიდი გამოცდილების შემთხვევაშიც კი.

კუნთის ვექტორი

მისი თავი მჭიდროდ ზის განიერ მხრებზე. ფეხები განზეა გაწეული ისე, რომ მთელი სხეული თანაბრადაა გადანაწილებული. ურთიერთობისას მას ფიზიკური კონტაქტი სჭირდება. ფიზიკურად ძლიერია. კარგად აქვთ გამოხატული კუნთოვანი და სისხლძარღვოვან-მყესოვანი სისტემები. სიარული თანაბარზომიერია, ნელია, ნაბიჯები ფართოა, ამასთან სხეული უძრავი რჩება. ფიქრის დროსაც კი ხელებს იყენებს, თვალები ქვემოთ აქვს დახრილი. ხშირად ხელები სხეულიდან ოდნავ მოშორებით დააქვთ, თითქოს იღლიები აქვს გამომწვარიო. ხელის ჩამორთმევისას ხელს მაგრად და შესაძლოა მტკივნეულადაც მოგიჭერთ. მისი სხეული მოგაგონებთ ერთიან, მძლავრ, მონოლითურ მასას.

სახის გამომეტყველება ქვასავით აქვს, მზერა - გათიშულივით. ტუჩები ნაკლებად მოძრავი. საუბრისას ლაკონურია. უჭირს სიტყვების შერჩევა. ყურადღების მისაპყრობად ხელით შეგეხებათ. იმისთვის, რომ კარგად გაითავისოს მიღებული ინფორმაცია, შეეხეთ ხოლმე და დასვით „ღუზები“ ტექსტის მნიშვნელოვან ადგილებში. გამოიყენეთ ჟესტები. დაძაბულობის დროს ახასიათებთ მოტორული შებოჭილობა, უშფოთველობა, საკუთარ თავში ჩაძირვა. ემოციური ფონი თანაბარი აქვს, ხასიათი იშვიათად ეცვლება. სიტუაციებში, რომლებიც სწრაფ რეაგირებას მოითხოვს, იბნევა, შეშდება. გაურბის პასუხისმგებლობას, ინფორმაციის სიჭარბეს.

ყველაზე მეტად უყვართ ფიზიკური სამუშაო, რომელიც დიდ ძალას და ამტანობას მოითხოვს. თუმცა მუშაობა ურჩევნიათ ნელ ტემპში და მონოტონურად. იმისთვის, რომ სამუშაო სწორად შეასრულოს, სჭირდება, რომ თვალსაჩინო მაგალითით ასწავლოთ, თუ რა უნდა გააკეთოს. თეორიული და მითუმეტეს წერილობითი ახსნა შესაძლოა ვერ გაიგოს. ხშირად გვხვდებიან ფაბრიკა-ქარხნებში, მშენებლობებზე, სოფლის მეურნეობაში.

თავს არიდებენ სიტყვა „მე“-ს ხმარებას, ხშირად იყენებენ სიტყვა - „ჩვენ“-ს.

ურჩევნია, რომ თმა მოკლედ ჰქონდეს შეჭრილი. უყვარს შავი ფერი და მუქი სისხლისფერი (რომელიც შავში გადადის). ცდილობს, ჩაიცვას, მოიქცეს და ზოგადად ყველაფერი აკეთოს ისე, როგორც ყველამ. მისი მთავარი ინტერესი სხეულებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა: ჭამის, სმის, სუნთქვის და ძილის. შეგახსენებთ, რომ კუნთის ვექტორის ჩამოთვლილი და სხვა მახასიათებლები ვლინდება ძირითადად მხოლოდ მაშინ, როდესაც კუნთის ვექტორს სხვა არცერთი ვექტორი არ ერთვის (მხოლოდ ერთ ვექტორიან კუნთებში). თანდართულ ვექტორად კუნთის ვექტორი ადამიანთა 99%-ზე მეტს აქვს.

გაცილებით უფრო რთულია კუნთის ვექტორის არარსებობის დიაგნოსტიკა. ასეთი ადამიანების მყეს-ძარღვოვანი სისტემა ძალიან სუსტია, კუნთური სისტემა თითქმის ატროფიამდეა მისული. ხშირად სხეული თითქოს დაშლილია.

სოციალური ქსელებით პრაქტიკულად არ სარგებლობენ.

ანალური ვექტორი

ანალური ვექტორის მქონე ადამიანის (განსაკუთრებით ერთვექტორიანის) ამოცნობა ადვილია. აქვთ ფართე სახე, ხშირად განიერი ყბები, დიდი, ზოგჯერ ორად გაყოფილი „ნებისყოფიანი“ ნიკაპი. არიან ძვალმსხვილები, ჯმუხები, სრულები, ხშირად ჭარბწონიანებიც. აქვთ მოკლე, ოდნავ მოღუნული ფეხები (თუ კანის ვექტორი არ ერთვის), რომლებიც ერთი შეხედვით მძლავრები ჩანან, მაგრამ სინამდვილეში მათი ფეხები სუსტია და ვერ უძლებს მძიმე დატვირთვას. მათი სიარული „ბაჯბაჯს“ მოგაგონებთ. დადიან ხვნეშით, თითქოს სხეულის ტარება უჭირთო. არ ეხერხებათ ცეკვა (თუ კანი არ ერთვის) და მათი ცეკვა ასევე დათვის მოუხეშავ მოძრაობებს მოგაგონებთ. სამაგიეროდ აქვთ მძლავრი და ენერგიული ხელები. „ოქროს ხელები“ სწორედ ანალების ხელებია.

ანალური ვექტორის ფუძე წარსულია. შესაბამისად ისინი წარსულის ადამიანები არიან და უყვართ ყველაფერი ტრდიციული. მათ შორის ჩაცმულობაც, წვერ-ულვაშის ტარების სტილიც (მამაკაცებში) და ვარცხნილობაც (ქალებში). მამაკაცები წვერს ატარებენ არა მოდურად (ვიზუალებივით), არამედ უფრო ტრადიციულად, როგორც მამა-პაპები ატარებდნენ. ამით ხაზს უსვამენ თავიანთ მამაკაცურობას და ასაკს (ანალური ვექტორის წარმოდგენებში მამაკაცი ცალსახად დომინანტია, განსაკუთრებით ანალური მენტალიტეტის ქვეყნებში, ასაკი კი შესაბამისად ანალური ავტორიტეტულობის მაჩვენებელია). თუ თან ახლავს ვიზუალური ვექტორი, წვერის ტარებას ემატება გარკვეული მოდურობა და სილამაზე (კარგად მოვლილი და გაკრეჭილი, ან ორიგინალური სტილის წვერ-ულვაში). ხშირად მელოტდებიან (როგორც წესი გამელოტება ეწყებათ თხემის მიდამოდან), და სიმელოტის დასაფარავად თმას ხშირად საერთოდ იპარსავენ. ასევე უყვართ ქუდის ტარება. ქალებს უყვართ უკან გაშვებული ან თავზე შემოხვეული ნაწნავი (კოსა). ხშირად, გარკვეულ ნაციონალურ თუ რელიგიურ ტრადიციათა შემთხვევებში, და განსაკუთრებით ხანშიშესულ ასაკში, ხმარობენ თავსაბურავს.

მათი ჩაცმულობა გამოირჩევა მორიდებულობით და აკურატულობით. არ აქვთ პრეტენზია ბრწყინვალებაზე, მოდურობაზე და ორიგინალურობაზე (თუ ვიზუალი არ ერთვის). არამედ აცვიათ უფრო მეტად ის, რაც „არ ძველდება“. არ უყვართ სამკაულები, განსაკუთრებით იაფფასიანი. ურჩევნიათ ერთი ოქროს ჯაჭვი ან ყელსაბამი გაიკეთონ, ისიც მაშინ, თუ თეატრში მიდიან, ან სტუმრად. მხოლოდ ახალგაზრდულმა ასაკმა შეიძლება შეიტანოს ამაში კორექტირება, მაგრამ აკურატულობა აქაც უცვლელია. უყვართ ყველაფერი კლასიკური, შესაბამისად ჩაცმის სტილიც. აცვიათ იდეალურად სუფთა, იდეალურად დაუთოვებული ტანსაცმელი (თუ სტრესში არ არიან). უპირატესობას ანიჭებენ ნატურალური მასალისგან შეკერილ ტანსაცმელს. მეტ აქცენტს აკეთებენ ხარისხზე. განსაკუთრებით საგულდაგულოდ არჩევენ ფეხსაცმელს. უყვართ თბილი და მასიური (ხშირად ტყავის, ყავისფერი, ან შავი) ფეხსაცმელი. ყიდულობენ ისე, რომ მინიმუმ 2 წელი გაუძლოთ (გამომდინარე იქიდან, რომ ფეხები ანალებს სუსტი აქვთ, და ამით უფრო მეტად დაცულად გრძნობენ თავს). ფატალურად უყვართ ფეხსაცმლის გასუფთავება. ბინძური ფეხსაცმლით არასოდეს გამოვლენ სახლიდან (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ანალური ვექტორი ბინძურ მდგომარეობაშია).

უყვართ ყავისფერი და ფერფლისფერი. ხშირად ატარებენ ძველებურ ყავისფერ ჩემოდნებს ან კვადრატულ ტყავის პორტფელებს. ანალური ადამიანის ფსიქიკა მოითხოვს დიდ მოცულობას. თავის საცხოვრებელ სივრცეს ისინი ასევე მასიური დეტალებით აფორმებენ, რომლებთანაც მიჯაჭვულნი არიან მთელი ცხოვრების მანძილზე - საყვარელი ტყავის სავარძელი, საყვარელი მასიური და თბილი ჩუსტები, საყვარელი საათი (მამისგან სახსოვრად დატოვებული). უყვართ რაც შეიძლება დიდი ზომის მანქანები (ჯიპები).

ანალის ვექტორიანებს განსაკუთრებით უყვართ ბუხარი. პირველყოფილ ჯოგში მათი ერთ-ერთი ფუნქცია ცეცხლის კერის დაცვაც იყო. ლაშქრობებშიც კი, მათ განსაკუთრებით უყვართ ცეცხლის გაჩაღება და მისთვის თვალ-ყურის დევნება (ზოგადად ანალებს ლაშქრობები და შორეული მოგზაურობები არ უყვართ, თუ კანის ვექტორიც არ ერთვის, ან თუ საქმე არ ეხება რომელიმე ისტორიული ძეგლის მონახულებას).

ანალის ვექტორიანების ფუნქციაა ასევე მასწავლებლობა (წარსული ინფორმაციის მომავალი თაობისთვის გადაცემა), ამიტომ მათ ჟესტებში ხშირია საჩვენებელი თითის დამრიგებლური მოძრაობები. არა მკვეთრი და ამკრძალავი (როგორც კანებში), არამედ დინჯი და დამრიგებლური. ასევე ახასიათებთ მუქარა, და დამუქრების მანიშნებელი ჟესტიკულაცია (ხშირად მუშტით მუქარა, ან გულში მჯიღის ცემა).

იდეალურ შემთხვევებში მათ არ უყვართ ბილწსიტყვაობა და უცენზურობა, და იუმორთანაც მწყრლად არიან (თუ ორალი არ ერთვის) მაგრამ სტრესის შემთხვევაში ხშირად ხმარობენ წელსქვემოთა იუმორს. არ უყვართ ტყუილები (თუ ორალი არ ერთვის) და თვალშისაცემია მათი ხშირად გადაჭარბებული გულწრფელობა და პატიოსნება. არიან მორცხვები და გაუბედავები (თუ ორალი არ ერთვის). ხშირად იყენებენ მოსაფერებელ სიტყვებს: „შვილიკო“, „გიორგუნა“... მამაკაცებს განსაკუთრებით უყვართ თავიანთთვის საყვარელი ქალების მოფერებით ცხოველებთან შედარება: „ფისუნია“, „გოჭუნია“... ამით ხაზს უსვამენ (ქვეცნობირად), რომ ხარისხით ქალი მამაკაცზე დაბლა დგას (ერთვექტორიანი ანალისთვის მამაკაცი უპირობოდ დომინანტია). მსგავს მოფერებით სიტყვებს ვიზუალებიც იყენებენ, და ამ შემთხვევაში ქვეცნობიერი მოტივი შედარებით განსხვავებულია.

მათ სახლში ხშირად ნახავთ სხვადასხვა სახის კოლექციებს (წიგნების, მარკების, საათების, პეპლების და ა.შ.) მათი ჰობია თევზაობა, ნადირობა (თუ კანიც ერთვის). სპორტი დიდად არ იზიდავთ (გარდა კრივისა), მაგრამ კანის ვექტორთან კომბინაციაში უპირატესობას ანიჭებენ ველოსიპედს, ნიჩბოსნობას, მკლავჭიდს, კრივს, ჭიდაობას და რაგბს (უმეტესად ისეთ სახეობებს, რომლებიც ძალას და გამძლეობას მოითხოვს).

ანალური ვექტორის მქონე ადამიანებს ძალიან უყვართ ტუალეტში დიდხანს ჯდომა. ეს მათთვის ერთგვარი სტრესის მოხსნის და განტვირთვის საშუალებაა, და ვერ იტანენ, როცა აჩქარებენ (დაჩქარებას ანალები ვერაფერში ვერ იტანენ).

უპირატესობას ანიჭებენ ტრადიციულ და ფოლკლორულ, ან უბრალოდ ძველ და დროით გამოცდილ პოპ მუსიკას, ხოლო სმენასთან ერთად მძიმე როკს, ბლუზს და კლასიკას. უყვართ მუსიკის ჟანრის ამოჩემება, და მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვთ ნოსტალგია იმ მუსიკაზე, რომელიც ბავშობაში და ახალგაზრდობაში უყვარდათ. თუ ავტორიტეტულმა პირმა არ ურჩია, რაიმე ახალ ალბომს და მათთვის უცნობ ჟანრს არ მოუსმენენ (თუ სმენა არ ერთვის).

სხვადასხვა ანალური სტრესების გამოვლინებებია: ენაბლუობა, მუდმივად უკმაყოფილო და ნაწყენი სახე ქვემოთ დაშვებული ტუჩის კუთხეებით (რაღაცით ბულდოგს ჰგვანან), შეკრული კოპები. საუბრისას უყვართ მეტისმეტად ჩაკირკიტება და „ტვინის ბურღვა“. ინტერნეტ-ტროლინგი და ყველაფრის გასვრისკენ მიდრეკილება სწორედ დასტრესილი ანალური ვექტორის გამოვლინებაა (როგორც წესი ორალთან კომბინაციაში). თანაც, თუ კარგი განვითარების შემთხვევაში არგუმენტირებულად მსჯელობს, განუვითარებლობის ან სტრესის შემთხვევაში პირიქით, სრულიად უარგუმენტო და უსაფუძვლო კრიტიკას მიმართავს (და რა თქმა უნდა თვითონ ჰგონია, რომ აქვს ამის საფუძველი). ხშირად აქვთ აუდიტორიის წინ, ან ტელევიზიით საჯაროდ გამოსვლის კომპლექსი.

ძლიერ სტრესზე რეაგირებენ გაშეშებით, ანალური უძრაობით (სტუპორით). სტრესისას ხშირად უზიანდებათ მომნელებელი სისტემა, ემართებათ დიარეა, ზოგჯერ კი ყაბზობა (შეკრულობა). თუ აწყენინეს, უჩნდებათ საპასუხო რეაგირების (შურისძიების) გადაულახავი სურვილი, რაც პირველ რიგში გამოიხატება სიტყვიერი მუქარით, შემდეგ კი მოქმედებით.

ანალების დამახასიათებელი მოძრაობაა - ხელების ფშვნეტა და სრესვა (თუ ამ ჟესტს მეტისმეტი ჩაციებით ხმარობს, ეს შესაძლოა პედოფილური გადახრისაკენ მიანიშნებდეს), ისე, თითქოს ხელებს საპნით იბანენ (საპნით ხელების ხშირად დაბანა ასევე ანალების მახასიათებელია).

მათი კომფორტის ზონა უფრო მეტად სოფელია, ვიდრე ქალაქი. მიჯაჭვულნი არიან თავიანთ მშობლიურ კერაზე, ან განსაკუთრებით იმ სახლზე, რომელიც თვითონ ააშენეს.

სოციალურ ქსელებში მათი აქტივობა გამოიხატება ძირითადად ნათესავებთან, ახლობლებთან და ბავშვობის მეგობრებთან ურთიერთობით. „ფრენდ-ლისტს“ აგროვებს ხარისხობრივად, და არა რაოდენობრივად. შესაბამისად მათი მეგობრების სია მცირეა (თუ არ ერთვის სმენის, ან კანის ვექტორი).

კანის ვექტორი

კანის ვექტორის ფუძე - ფორმაა. შესაბამისად „ფორმაში ყოფნა“ - საკვანძო ფრაზაა კანის ვექტორიანებისთვის (ხოლო სტრესების ან განუვითარებლობის შემთხვევაში - „ფორმაში არყოფნა“). ნორმალურ მდგომარეობაში არიან მოქნილები, სწრაფები, ელასტიურები, ელეგანტურები. აქვთ ნაზი და მგრძნობიარე კანი. აქვთ მოკუმული, ძაფივით თხელი ტუჩები (თუ ანალი, ორალი ან ვიზუალი არ ერთვის). ხშირად ზედა ტუჩი თითქმის იკარგება. აქვთ ბასრი, მჩხვლეტავი თვალები (თუ არ ახლავს ვიზუალი). აქვთ ნატიფი, მგრძნობიარე და ფაქიზი თითები (განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთვის ვიზუალი). თითების ტაქტილური შეგრძნებები მათში ყველაზე მეტადაა განვითარებული.

განსაკუთრებით უყვართ სპორტი, და შესაბამისად აქვთ სპორტული აღნაგობა. უყვართ ტან-ვარჯიში, ჰათჰა-იოგა (თუ ვიზუალი ან სმენა ერთვის), თაი-ძი და სხვადასხვა აღმოსავლური და საბრძოლო ხელოვნებები. ასევე უყვართ ფიტნესი (თუ ანალური და კუნთის ვექტორებიც ერთვის). და საერთოდ, პრაქტიკულდ არ არსებობს სპორტსმენი კანის ვექტორის გარეშე. განსაკუთრებით იზიდავთ ექსტრემალური სპორტის სახეობები. უყვართ ადრენალინი, „დრაივი“ და სტრესის დროს ხშირად სვამენ ენერგეტიკულ სასმელებს.

ასევე უყვართ და ძალიან კარგად გამოსდით ცეკვა. ხშირად არიან პროფესიონალი მოცეკვავეები (როგორც წესი ვიზუალურ ვექტორთან ერთად). არიან დისკოთეკების ხშირი სტუმრები (განსაკუთრებით კან-ვიზუალები). უპირატესობას ანიჭებენ რიტმულ, თანამედროვე ელექტრონულ მუსიკას. ორალთან ერთად რეპს და ჰიპ-ჰოპს.

ხშირად არიან დაჭიმულები და ხმელები. უყვართ ფორმების ტარება. განსაკუთრებით მაშინ, როცა კანის ვექტორი საომარ მდგომარეობაშია, უყვართ კორპორაციული თუ სამხედრო უნიფორმები. ბიზნესმენებისთვის - ელეგანტური შარვალ-კოსტუმი მჭიდროდ მომდგარი ჰალსტუხით - ერთგვრი უნიფორმაა.

უპირატესობას ამჯობინებენ, როდესაც ტანსაცმელი ელასტიურია და მჭიდროდაა კანზე მომდგარი. როგორც წესი, მათი ჩაცმულობა მათ რანგს შეესაბამება. სამხედრო სისტემაში ეს გამოიხატება კონკრეტული რანგის ფორმით, სამხრეებზე ვარსკვლავების რაოდენობით და მუნდირით, ხოლო ბიზნესში და სხვა კანურ სისტემებში ადამიანი თავის რანგს ხაზს უსვამს რანგის შესაბამისი ღირებულების ტანსაცმლით, ავტომობილით, სხვადასხვა აქსესუარებით და ა.შ. ამის გამო ზოგჯერ მაღალი რანგის კანური მამაკაცი ან ქალი ისე მოდურად, ან არაორდინალურად იცვამს, რომ შესაძლოა ვიზუალურ ვექტორშიც კი აგერიოთ. აცვიათ ყოველთვის ახალი და თანამედროვე ტანსაცმელი (თუ ანალი არ ერთვის). ხშირად თავიანთ რანგს ხაზს უსვავენ ძვირფასი და მაღალი ხარისხის სავიზიტო ბარათებით.

თუ მათ სახლში შეხვალთ, ნახავთ, რომ ყველაფერი მინიმალისტურად აქვთ მოწყობილი. ზედმეტი, უსარგებლო და დაბალი ღირებულების მქონე ნივთები ნაკლებად შეგხვდებათ (თუ არ ერთვის ანალური ვექტორი). ამის კარგი მაგალითია იაპონური ტიპის სახლები (საერთოდ იაპონია კან-სმენური მენტალიტეტის ქვეყანაა).

მათთვის სტრესის მოხსნის ერთ-ერთი საშუალებაა „შოპინგი“ (განსაკუთრებით ვიზუალთან ერთად), და მათი მიზიდვა ადვილად შეიძლება ფასდაკლებებით. ყოველთვის ცდილობენ, უფრო იაფად იყიდონ და უფრო ძვირად გაყიდონ, ვიდრე სინამდვილეში ღირს (განსხვავებით ანალებისგან, რომლებიც ვაჭრობის დროსაც კი პატიოსნებას ინარჩუნებენ). თუკი სადმე რამე უფასო (მთავარია სასარგებლო იყოს) ღონისძიებაა, ან დიდი ფასდაკლებაა, ჩათვალეთ, რომ იქ მყოფთა 99%-ს კანის ვექტორი აქვს.

მამაკაცებს, როგორც წესი, წვერი მუდამ გაპარსული აქვთ (თუ ანალური ან ვიზუალური ვექტორი არ ერთვის). გამელოტება ეწყებათ შუბლის გვერდებიდან და ანალის ვექტორიანებზე უფრო ნაკლებად მელოტდებიან. ატარებენ მოკლედ შეჭრილ, ან ბოლომდე გადაპარსულ (განსაკუთრებით სიმელოტის შემთხვევაში) თმას.

ქალებს უყვართ თმის ერთ გროვად, რეზინით შეკვრა ისე, რომ თმა კარგად იყოს უკან გადაჭიმული. ასევე ხშირად ატარებენ მოკლე თმას.

ყველა სახის დიეტა - კანი ვექტორიანების მოგონილია. მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს თვითშეზღუდვა, და ხშირად ეს სიამოვნებასაც კი ანიჭებთ. კან-სმენის კომბინაციაში ხშირად შეიძლება შევხვდეთ გადაჭარბებულ ასკეტიზმს. კანის ვექტორიანს ფსიქიკაში აუცილებლად სჭირდება სიმსუბუქის შეგრძნება, ამიტომ სტრესზე იგი რეაგირებს მადის დაკარგვით და საკვებზე უარის თქმით. ასეთივე რეაქციას იწვევს სასიხარულო მოვლენებიც. შესაბამისად მათი სხეული მთელი ცხოვრების განმავლობაში „ფორმაშია“. მითუმტეს, რომ კანის ვექტორიანები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცეენ ჯანმრთელობას. არიან თავშეკავებულნი (და არა ანალებივით) მორიდებულნი.

არ არსებობს ვეგანი ან ვეგეტარიანელი კანის ვექტორის გარეშე (თუ ეს მათი ნაციონალური ტრადიცია არაა). როგორც წესი მათ დიდ უმრავლესობას ერთდროულად აქვს კანის და ვიზუალური ვექტორები. ასევე არ არსებობს კარგი მენეჯერი, იურისტი და ეკონომისტი კანის ვექტორის გარეშე.

მათთვის კანის თითქმის მთელი ზედაპირი ეროგენული ზონაა. აღმერთებენ სხვადასხვა სახის მასაჟებს და კანის პროცედურებს, სპა სალონებს. კანური ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხეულებრივი კონტაქტი, მოფერება (შეხება), ალერსი. ასევე უყვართ, როდესაც თვითონ ეალერსებიან.

საუბრისას არიან ლაკონურები. იყენებენ მხოლოდ საჭირო სიტყვებს (თუ ორალი არ ერთვის). საუბრობენ მოკლე ფრაზებით. არიან ძუნწები ემოციების გამოხატვაზე (ზოგჯერ მაშინაც კი, როცა ვიზუალი ერთვის) იყენებენ შემოკლებებს (მაგალითად ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტროსი, იტყვიან შსს-ს, „ნინოს“ ნაცვლად - „ნი“-ს) უყვართ ბრძანებითი ტონი (განსაკუთრებით ხელქვეითების მიმართ) და მათი საყვარელი სიტყვაა - „არა!“.

შესაბამისად ჟესტიკულაციი დროს იყენებენ საჩვენებელ თითს, როგორც ამკრძალავ ჟესტს (უყვართ თითის ამკრძალავი დაქნევა). ზოგადად მათი ჟესტიკულაცია და ხელის მოძრაობები სწრაფია და ხშირად განმეორებადი. რაღაცის ახსნის დროს ხშირად იყენებენ ხელის „ჩეხვით“, „დამანაწევრებელ“ მოძრაობებს. თუ სხვა ქვედ ვექტორი არ ერთვით აქვთ პატარა, თხელი ტუჩები, წვრილი თვალები და დაცქვეტილი ყურები. საუბრობენ წვრილი ხმით, ზოგჯერ კი წიკვინა ,,ფალცეტით“.

სტრესები და გადახრები კანის ვექტორში გარეგნულად შემდეგნაირდ ვლინდება: ახასიათებთ აჩქარებული, ნევროზული მეტყველება და მოძრაობები, განსაკუთრებით ძლიერი სტრესის დროს. ნერვული „წიკები“ - უკონტროლო მიმიკები და ხელების ან ფეხების უკონტროლო ნევროზული მოძრაობები. ერთ ადგილზე მშვიდად ვერ ჩერდებიან. იკვნეტენ ფრჩხილებს და იჭამენ თითებს. უყვართ თითების ტკაცუნი, თითებით თმების წვალება. უყვართ სავარძლიდან ან ბეწვიანი ტანსაცმლიდან ბეწვების და ბუსუსების მოწიწკვნა. ხშირად იქექებიან. კანური თვითკონტროლის განუვითარებლობის შემთხვევაში ხშირად არიან ალკოჰოლზე და თამბაქოზე დამოკიდებულნი, არიან აზარტული მოთამაშეები. „სწერვა“ ქალის (ასევე მამაკაცის) სხვადასხვა სცენარი სხვა ვექტორებთან ერთად პირველ რიგში სწორედ კანის ვექტორს უკავშირდება.

მათი კომფორტის ზონა დიდი ქალაქებია, სადაც ბევრია მოძრაობა და აქტიურობა. არ არიან მიჯაჭვულნი ერთ ადგილზე (თუ ანალი არ ერთვის) და ადვილად შეუძლიათ საცხოვრებელი სახლის ან ქალაქის გამოცვლა, თუ რა თქმა უნდა, უკეთეს პირობებში მოხვდებიან. სასტუმროებში მომთაბარე ცხოვრების სტილი სწორედ კანებს ახასიათებთ.

 სოციალურ ქსელებში მათი აქტივობა ეფუძნება სარგებელის და ეფექტურობის პრინციპებს. მეგობრებში იმატებენ განურჩევლად ყველას (რა იცი, რაში გამოადგეს), განსაკუთრებით მათ, ვისაც მასზე მაღალი ან მისი მსგავსი კანური რანგი აქვს. თანაც, განსხვავებით სატელეფონო საუბრებისგან, ინტერნეტით ურთიერთობა უფასოა, ინფორმაციის მოპოვება კი უფრო სწრაფად და იაფად შეიძლება. როგორც წესი საკუთარ თავზე მცირე ინფორმაცია და ნაკლები ფოტო უდევთ (თუ ვიზუალი არ ერთვის) და მაღალი რანგის შემთხვევაში კარგად აქვთ ხაზგასმული თავიანთი პროფესია, რანგი და იმიჯი.

ურეთრალური ვექტორი

 პირველი, რაც ურეთრალური ვექტორის მქონე ადამიანის დანახვისას თვალში მოგხვდებათ, ესაა მუდმივი, გახსნილი ღიმილი, რომელიც რაღაცით მგელის ღრენას წააგავს. მისი მოძრაობები თავისუფალია, ლაღი, გახსნილი, მოდუნებული, მაგრამ არა მოღვენთილი. არ არის კანივით დაჭიმული და ანალივით აკურატული. თითქმის არ აქცევს ყურადღებას თავის გარეგნობას (თუ ვიზუალი არ ახლავს).

ურეთრალ ქალს შეუძლია დილით ისე ადგეს საწოლიდან, რომ თმა არც კი დაივარცხნოს, და ასე იაროს მთელი ერთი კვირის განმავლობაში. თუმცა მისი მოუწესრიგებლობა და არააკურატულობა არ გადადის სიბინძურეში. ურეთრალ ქალს ასევე არ აღელვებს მოდის ტენდენციები.

მას შეუძლია თავად შექმნას ახალი მოდა (თუ ვიზუალი ახლავს). და საერთოდ, ურეთრალი არ ღელავს იმაზე, რომ ყურადღება გარეგნობით მიიქციოს. მას თავისთავად აქვს განსაკუთრებული მიმზიდველობა. ხშირად ამას ქარიზმატულობასაც უწოდებენ. იგი ძალზე სექსუალურია და ასხივებს ამ სექსუალურ ვნებას.

მას მუდმივად მხურვალე სხეული აქვს (თუ ვიზუალი ან სმენა არ ერთვის). ბელადებად დაბადებულნი, ბუნებამ ისინი სხვებზე მეტი ცეცხლოვანი ენერგიით დააჯილდოვა.

ურეთრალის ვექტორიანი ყველაზე ეგოცენტრულია, ყველაზე ამაყია სმენის ვექტორიანის შემდეგ, მაგრამ განსხვავებით სმენური ეგოცენტრულობისგან, რომელიც ინტრავერტული და გარეთ ნაკლებად გამოიხატება, ურეთრალი აშკარად და ღია გამოხატავს თავი ბელადობას. შექება ძალიან სიამოვნებს, და ამას ხშირად იყენებენ ინსტრუმენტად ყნოსვის ვექტორიანი მანიპულტორები. ერთადერთი, რაც არ უნდა დაგენანოთ ურეთრალთან - ესაა შექება და ხოტბის შესხმა. „უშენოდ რა გვეშველება?!“- ეს ფრაზა აფრთიანებს ურთრალს, უძლიერებს პასუხისმგებლობას და შედეგად იგი უფრო სწრაფად და ეფექტურად პოულობს გადაწყვეტილებას, რომელიც გუნდს წინ წაიყვანს. და განსხვავებით სხვა ბავშვებისგან, რომლებისთვისაც ზედმეტი და არაადეკვატური შექება საზიანოა, ურეთრალი ბავშვის შექება არასოდესაა ზედმეტი.

ურეთრალებს ხშირად უყვართ ამაღლებულ ან ყველასთვის გამოსაჩენ ადგილზე ჯდომა, როგორც ტახტრევანზე (თუმცა ეს ზოგჯერ ანალებსაც ახასიათებთ, განსაკუთრებით ანალ-სმენებს). ფუფუნების საგნებს და ძვირადღირებულ ნივთებს მისთვის არ აქვს ისეთი მნიშვნელობა, როგორც სხვებისთვის, მაგრამ მაინც იკრებს მათ თავის გარშემო, როგორც ძალაუფლების ატრიბუტებს, თუმცა საერთოდ არაა მიჯაჭვული მათზე თუ აუცილებელი გახდება, დაუნანებლად აჩუქებს მას, ვისაც მეტად სჭირდება. უყვარს დიდ და კომფორტულ სახლში ცხოვრება, მაგრამ მისი სახლის კარი ყოველთვის ღიაა და თავშესაფარია მთელი ჯოგისთვის. და ამასთან თავს მხოლოდ მაშინ გრძნობს კომფორტულად, თუ მის გარემოცვაში (გუნდში) ყველაზფერი რიგზეა და არავის არ უჭირს. ურეთრალი ბუნებით სამართლიანია, და ეს არ ჰგავს ანალურ სიმართლისმოყვრეობას. მას ასევე გამოარჩევთ გულუხვობით და გულმოწყალებით, რომელსაც მთელი თავისი გუნდის (ჯოგის) მიმართ ავლენს.

ურეთრალი უპირობო დომინანტია როგორც წყვილში, ასევე ჯგუფში. და განსხვავებით ანალებისგან, რომლებიც დომინაციას პროფესიონალიზმის, გამოცდილების და ავტორიტეტულობის ხარჯზე მოიპოვებენ ხოლმე, ან კანებისგან, რომლებიც ამას თვითკონტროლის, სხვების კონტროლის და რანგისა და რესურსების თანდათანობითი გაზრდით ახერხებენ, ურეთრალი დაბადებიდანვე დომინანტია, და ბავშვობიდანვე საკუთარ თავს მშობლებზე მაღლაც კი აღიქვამს. ბავშვობიდანვე დამოუკიდებელია, ადრეულ ასაკშივე შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. არ ცნობს შეზღუდვებს, ჩარჩოებს. მისთვის არ არსებობსავტორიტეტები და წესები.

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შტრიხი, რითაც შეგიძლიათ ურეთრალი ამოიცნოთ, ესაა ურეთრალური მრისხანება, რომელსაც მაშინ ამჟღავნებს, როდესაც მისი, როგორც ბელადის რანგს ეხებიან, ან მის გუნდს საფრთხე ემუქრება. რანგის ხელყოფას ელვისებური რეაქციით (მრისხანებით) პასუხობს და უკიდურეს შემთხვევაში შეუძლია მოკლას კიდეც ადამიანი. თუმცა მცირე დროის შემდეგ გადაუვლის ხოლმე და ანალის ვექტორიანივით წყენას არ იდებს გულში. მისი, როგორც ბელადის რანგის დაცვა გამომდინარეობს ჯოგზე პასუხისმგებლობიდან და ეს არ ჰგავს კანურ კონკურენციას. მას შეუძლია კონკურენციაში იყოს მხოლოდ სხვა ჯოგის ბელადთან, თავის ჯოგში კი თავს ბუნებრივად გრძნობს ბელადად და არავის ეჯიბრება, სწორედ ამიტომაც გამოიყურება, როგორც ყველაზე ლაღი და უდარდელი.

ურეთრალი ხშირად თავაწყვეტილია თავის მოქმედებებში. თუ სვამს - ბოლომდე, თუ სექსი აქვს - მთელი ვნებით, ძილითაც კი შეუძლია გადაბმულად ორი დღე-ღამე ეძინოს, ან პირიქით - საერთოდ არ ეძინოს რამდენიმე დღე, თუ ეს მის გუნდს სჭირდება. და მიუხედავად იმისა, რომ მთელი არსებით იძირება დროსტარებასა და ვნებაში, როგორი მთვრალიც არ უნდა იყოს, საომარ ვითარებაში ყოველთვის მზადყოფნაში იქნება მტრის დასახვედრად.

ავტომობილის მართვისას ხშირად აჭარბებენ იჩქარეს, და ეს არაა კანურად სხვებთან შეჯიბრების გამო, არამედ ესაა მისი არაცნობიერი მოთხოვნილება, იაროს რაც შეიძლება სწრაფად წინ - მომავლისკენ.

ურეთრალი ბუნებით პოლიგამია. იგი ყოვლთვის იზიდავს საწინააღმდეგო სქესს, და შეუძლია ურთიერთობა ჰქონდეს ბევრთან ერთდროულად, ამასთან ყველა თავის პარტნიორთან ბოლომდე და მთელი ვნებითაა.

ურეთრალ მდედრს, ხშირად რამოდენიმე პარტნიორი ერთდროულად ჰყავს (რომლებიც მას ისე შეჰყურებენ, როგორც ქალღმერთს), გარკვეულ შემთხვევებში კი (განსაკუთრებით ვიზუალურ ვექტორთან ერთად) მეწყვილედ ჰყავთ კან-ვიზუალი მდედრი. რაც შეეხება ურეთრალ მამრს, განსაკუთრებით მას, რომელიც ბელადად რეალიზდა, მის გვერდით ყოველთვის დგას კან-ვიზუალი მდედრი, რომელიც ჯგუფში ყველაზე მეტად ბრწყინავს. ასევე რეალიზებულ ურეთრალ ბლადს ადვილად ამოიცნობთ ყნოსვის ვექტორიანი მრჩეველიც, რომელიც მის უკან დგას. დიდ კომპანიაში ეს შეიძლება გამოიყურებოდეს, როგორც კომპანიის დირექტორი და ფინანსური მრჩეველი (თუმცა ხშირად დირექტორები კანებიც არიან).

ურეთრალი ბელადია (სქესის მიუხედავად), მდედრიც ისეთივე ბელადია, როგორც მამრი, და ქალი ურეთრალისთვის რანგის დაკნინება იმით, რომ იგი მდედრია და „სუსტი სქესია“, როგორც წესი ცუდი შედეგით მთავრდება ხოლმე შეურაცხმყოფელისთვის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ანალური მენტალიტეტის ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში) ურეთრალი მდედრი ხშირად ვერ რეალიზდება ბელადად მათზე ბავშვობიდანვე ზეწოლის, ოჯახური და საზოგადოებრივი მენტალური დაშენებების და შესაბამისად ვექტორში დარღვევების გამო.

ჟესტიკულაციისას ურეთრალი ხშირად იყენებს ჟესტს, რომელიც გამოხატავს გულმოწყალებას და გაცემას (ორივე ხელის მკერდთან მიტანა და შემდეგ სხვების მიმართულებით გაშლა). ასევე ხელებით კრავენ სფეროს, მაგრამ განსხვავებით სმენის ვექტორული გამთლიანების ჟესტისგან, მათი ეს სფერო წინისკენაა მიმართული და უფრო წინ მიმართული სამკუთხედის ფორმას იღებს.

ძლიერ სტრესზე და ლანდშაფტი ზეწოლაზე რეაგირებენ ელვისებურად და ნახტომისებურად. მათი ელვისებურობა უფრო მეტია, ვიდრე კანური სისწრაფე, ხოლო ნახტომურობა საპირისპიროა ანალური უდრეკობისგან (ურეთრალებისთვის საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა).

ურეთრალ ბავშვებს ხშირად აქვთ შარდის შეუკავებლობა (თუმცა იგივე შესაძლოა ანალ ბავშებსაც ჰქონდეთ, თუ სათანადო ჩვევა ვერ გამოუმუშავეს). ასევე შედარებით მოზრდილ ასაკში ხშირად ბოლო წამამდე იგროვებენ შარდს და შემდეგ სიამოვნებას ანიჭებთ შარდვის პროცესი. ამით შარდ-სასქესო არხის ინიცირებას ახდენენ (ეცადეთ, რომ მხოლოდ ამ, ან რომელიმე სხვა ერთი ნიშნით არ მოახდინოთ ურეთრალური ვექტორის დიაგნოსტიკა).

სტრესები და გადახრები ურეთრალურ ვექტორში ასევე ადვილად ამოსაცნობია. თუ რეალიზებული ურეთრალი მთელ ჯოგზე იღებს პასუხისმგებლობას და საოცრად უშიშარი და გამბედავია, არარეალიზებულ ურეთრალს ეშინია ჯგუფზე პასუხისმგებლობი აღება და ზოგჯერ ეს პათოლოგიური სიმხდალის სახით ვლინდება (ხშირად ფობიების სახითაც, თუკი ვიზუალიც ერთვის). ასევე ძალიან ხშირია არარეალიზებულ ურეთრალებში პროტესტის სცენარი. იმის გამო, რომ ბავშვობაში მეტისმეტად აწვებოდნენ და თრგუნავდნენ მათ ბელადურ თვისებებს, ისინი უჯანყდებიან ყველაფერს, რაც წინ უდგებათ.

არიან დესტრუქციულები და ანგრევენ, ნაცვლად იმისა, რომ აშენონ, ახდენენ რევოლუციებს, ნაცვლად ევოლუციისა. ხალხმრავალ ადგილებში პათოლოგიურად ცდილობენ მიიპყრონ ყურადღება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ჩანან, მათ მაინც აქვთ სურვილი, რომ ბელადად გამოჩნდნენ. და არ აინტერესებთ, აღიარებენ თუ არა სხვები ბელადად, მთავარია, რომ თვითონ ასე ხედავენ საკუთარ თავს.

სოციალურ ქსელებში მათი აქტივობა დამოკიდებულია სხვა ვექტორებზე. მთავარი, რაც თვალში მოგხვდებათ, ესაა ორიგინალურობა, არაშაბლონურობა, ვნება და წითელი ფერი. ხოლო თუ ვიზუალიც ერთვის, ხშირად გადაჭარბებული (ანალებისთვის გამაღიზიანებელი) ეროტიზმი.

და ბოლოს, აუცილებელია ავღნიშნოთ, რომ გარკვეული თვისებებით სმენაც წააგავს ურეთრალს (თავისუფლებისადმი სწრაფვით, ჩარჩოების და საზღვრების არარსებობით, ეგოცენტრულობით, ალტრუიზმით), და ხშირად ეს ორი ვექტორი ერთმანეთში ერევათ, მაგრამ სმენა იდეური ბელადია (მეტაფიზიკურ დონეზე), ხოლო ურეთრალი მატერიაში მიუძღვის ჯგუფს. და ასევე ურეთრალს ხშირად ურევენ ანალ-კან-კუნთ-ორალის კომბინაციასთან, მაგრამ ვექტორების თვისებების საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ დაინახავთ, რომ ყოველ ვექტორს თავისი უნიკალური თვისებები აქვს და სხვა ვექტორის არცერთ თვისებას არ ემთხვევა.

ორალური ვექტორი

მასხარა, „მოღადავე“, მოშაირე, მოლაქლაქე, განთქმული თამადა, კარგი ორატორი, კარგი მომღერალი, კარგი მზარეული და გურმანი - ეს ის ეპითეტებია, რომლებითაც ადვილად შეამკობთ ორალური ფსიქოტიპის ადამიანს. ხშირად აქვთ განიერი და დიდი პირი, სქელი ტუჩები, მკაფიოდ გამოხატული არტიკულაცია, გრძელი ენა.

იცვამენ მკაფიოდ, გამოსაჩენად. უყვართ ჭრელი ტანსაცმელი, ფერადი სათვალეები, უცნაური ვარცხნილობა. მათი კომფორტის ფერია - ყვითელი. აქვთ მკვეთრად გამოხატული მიხვრა-მოხვრა და ცვალებდი ჟესტიკულაცია.

მათი ბუნებრივი ფუნქციაა - მიიპყროს ჯგუფის ყურადღება, „იმაიმუნოს“, იუმორით მოუხსნას ჯგუფს დაძაბულობა და ვერბალურად გააერთიანოს. თითქმის სულ ღიმილიანია. იცინის ხმამაღლა და გულიანად, და ამ სიცილით სხვებს იწვევს, რომ ერთად იცინონ, გაერთიანდნენ.

ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ ძალიან ემოციურები არიან, მაგრამ სინამდვილეში მათი ეს ემოციურობა მოჩვენებითია. ამას მაშინ დააფიქსირებთ, როცა ორალს მარტო მყოფს, ჯგუფის გარეშე დაინახავთ. იგი მხოლოდ სხვებისთვის იცინის, სხვებისთვის ლაპარაკობს, ხოლო თუ მსმენელი ყურები არ ჰყავს, შინაგანად უემოციოა (თუ ვიზუალი არ ერთვის).

საუბრობს ხმამაღლა, ამ დროს მისი მთელი სხეული ვიბრირებს. უყვარს წამოყვირებები, და საერთოდ, ყველაზე ხმამაღლა და სულისგამყინავად ორალები ყვირიან. იყენებს მსუყე სიტყვებს, მისი ფრაზები მდიდარია მძაფრი ეპითეტებით და ხატოვანი გამოთქმებით. მისი იარაღი გინებაა: გინებით ნებისმიერს მიწასთან გაასწორებს. განსაკუთრებით ხშირად ახასიათებს ბილწსიტყვაობა ბინძურ მდგომარეობაში მყოფ ანალურ ვექტორთან კომბინაციაში.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ორალური ვექტორის მქონე ადამიანის პირის აპარატი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. ბავშვობაში, და ხშირად ზრდასრულ ასაკშიც გამუდმებით რაღაცას აცმაცუნებენ, ყველაზე მეტად უჭირთ საწოვარას გადაგდება, უყვართ საღეჭი რეზინი, ან ლაპარაკობენ, ან ჭამენ (პირს ვერ აჩერებენ). პირიდან ხშირად დუჟიც კი მოსდით, ან ხშირად იფურთხებიან. ორალური სექსიც ყველაზე მეტად მათ მოსწონთ.

ორალური ფსიქოტიპისთვის მთავარია - მონახოს საშუალება, რომ ინტერესი გამოიწვიოს თავისი ლაპარაკისადმი. ამ მისწრაფებით იბადება ტყუილი, ყველაზე წვრილმანიდან ყველაზე მსხვილმანამდე. მათი ტყუილის სიმართლისგან გარჩევა ძალიან ძნელია. ორალის საუბარი ყოველთვის დამაჯერებლად ჟღერს. შესაძლოა არასწორად მეტყველებდეს, ან ცუდი დიქცია ჰონდეს, ჩლიფინებდეს, სიტყვებში მახვილებს არასწორად სვავდეს, მაგრამ მისი სიტყვები მაინც ყველას თავში იბეჭდება.

თუ იგრძნო, რომ არ უსმენთ, ორალი ჯერ ყველა შესაძლო ხერხით ეცდება თქვენი ყურადღების მიპყრობას, შემდეგ კი თუ მან არ გაჭრა ხელითაც შეგეხებათ.

ხშირად მათი საუბრის შემდეგ რჩება შეგრძნება, რომ „ყოველთვის ასე ვფიქრობდი, უბრალოდ სიტყვებით ვერ გამოვხატავდი“.

ორალი ყველაზე ადვილად იჭრება სხვების პირად სივრცეში. 5 წუთის წინ გაიცანით, ის კი უკვე ხუმრობს თქვენთან, მხარზე ხელს გადაგხვევთ, ყურში რაღაცას ჩაგჩურჩულებთ. ყველასთან ადვილად პოულობს საერთო ენას (ხშირად ყველაზე ინტრავერტი სმენებითვის ეს ძალიან გამაღიზიანებელია).

ჭორაობა - ასევე ორალის ვექტორიანების საყვარელი საქმიანობაა, ამიტომ ნუ ანდობთ მას თქვენს სანუკვარ გრძნობებს და საიდუმლოებებს.

არიან დიდოსტატები მეტსახელების შერქმევაში. თუ ორალმა მეტსახელი შეგარქვათ, ეს მეტსახელი მთელი ცხოვრების განმავლობაში შეგრჩებათ.

ორალი ბავშვი - კლასში ყველაზე საყვარელია. მის ხუმრობაზე ყველა იცინის, მასწავლებლის ჩათვლით. თანაკლასელები ყოველთვის ელიან მისგან მორიგ ხოხმას. ხშირად ორალის ხუმრობები დაცინვაში გადადის, განსაკუთრებით დასცინიან ანალებს და სმენებს. ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩამორჩებიან ჯგუფის საერთო რიტმს, გარიყულნი და ინტროვერტულნი, ან ჩაძირულნი არიან თავიანთ სამყაროში (განსაკუთრებით სმენები).

ორალი ბავშვები ყველაზე ადრე იწყებენ სექსუალურ თემებზე ხუმრობას და უხამსი ისტორიების მოყოლას. სწორედ ისინი წერენ უცენზურო სიტყვებს მერხებზე, ღობეებზე, ლიფტის კედლებზე.

არ არსებობს კარგი მომღერალი, იუმორისტი, ორატორი ორალური ვექტორის გარეშე. მსახიობების დიდი უმრავლესობაც ორალური ვექტორის მატარებელია.

ასევე არსებობს დაკვირვება, რომ თითქმის არ არსებობს წითური ადამიანი ორალური ვექტორის გარეშე.

სტრესები და გადახრები ორალურ ვექტორში ხშირად ვლინდება ჩლიფინით, ლიყიანობით, პათოლოგიური მატყუარობით, ღორმუცელობით (რის გამოც ხშირად ჭარბი წონაც აქვთ), გარკვეულ შემთხვევებში ორალი შესაძლოა პათოლოგიურად ჩუმიც იყოს (თუ სმენა ან ვიზუალი ახლავს). ასევე გარკვეული გადახრების შემთხვევაში არიან პათოლოგიური მატყუარები და მათი სიტყვის ნდობა არ შეიძლება.

სოციალურ ქსელებში ორალები გამოირჩევიან იუმორით (უხეშით, ან დახვეწილით). რა თქმა უნდა ვირტუალურ და წერილობით იუმორს გაცილებით ურჩევნიათ ცოცხალი გამოსვლები, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვიზუალიც ერთვის, პუბლიკის გამხიარულებას ინტერნეტითაც ცდილობენ. მათ პროფილზე ხშირად ნახავთ თავისივე Live ვიდეოებს, სხვადასხვა იუმორისტულ სკეჩებს, და თუ ცოტათი მაინც გამოსდით სიმღერა, საკუთარი სიმღერების ჩანაწერებსაც. თუმცა თუ ვიზუალური ან სმენის ვექტორი არ ახლავს, სოც. ქსელებში მათი აქტივობა ძირითადად ინტერნეტ-ტროლინგით შემოიფარგლება.

აქვე განსაკუთრებით უნდა ავღნიშნოთ, რომ ორალური ვექტორი კონტრარულია (წინააღმდეგობრივია) სმენის და ვიზუალურ ვექტორებთან, ამიტომ თუ ორალთან ერთად ეს ვექტორებიც აქვს ადამიანს, ამ შემთხვევაში განვითარებული და სცენარით წამყვანი სმენა ან ვიზუალი (ან ორივე ერთად) ხშირად „აჩუმებენ“ ორალურ ვექტორს, შედეგად შესაძლოა ორალის დიაგნოსტიკაც კი გაგიჭირდეთ საკუთარ თავში. არის მეორე ვარიანტი, როდესაც ორალია წამყვანი, და ეს როგორც წესი აფერხებს ან ერთი საფეხურით ქვემოთ სწევს სხვა ზედა ვექტორების განვითარებას.

ვიზუალური ვექტორი

ვიზუალური ვექტორის მთავარი თვისება, რომელიც მას ყველასგან გამოარჩევს - ესაა დემონსტრაციულობა. მას სურს, რომ გამოირჩეოდეს სხვებისგან, როგორც გარეგნობით, ჩაცმულობით, ასევე ინტელექტით, კულტურული ღირებულებებით. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ვიზუალური ვექტორის ამოცნობა ყველაზე ადვილია.

დემონატრაციულობა სხვადასხვა განვითარების მქონე ვიზუალში სხვადასხვაგვარად ვლინდება. ნაკლებად განვითარებული ადემონსტრირებს მხოლოდ თავის გარეგნობას, სხეულს, ჩაცმულობას. შედარებით უკეთ განვითარებული ადემონსტრირებს უფრო შინაგან სილამაზეს, ვიდრე გარეგნულს. ადემონსტრირებს, თუ როგორ უყვარს ცხოველები (უკეთეს შემთხვევაში ადამიანები), ხოლო მაღალი განვითარების შემთხვევაში მასში მეტია რეალური სიყვარული ყოველი კონკრეტული ადამიანის მიმართ და ნაკლებია ამ ყველაფრის დემონსტრაციის სურვილი.

უფრო ზუსტად თუ ვიტყვით ვიზუალი განვითარების ნებისმიერ მდგომარეობაში ადემონსტრირებს საკუთარ შინაგან მდგომარეობას და ფასეულობებს. მაღალი განვითარების პირობებში კი ის ხდება სიყვარულის მდგომარეობის გამტარი, უბრალოდ ამ ფასეულობის დემონსტრირება სახეს იცვლის და გარეთ საჯარო დემონსტრირების ნაცვლად ახდენს სიყვარულის მდგომარეობით საკუთარი თავის განმსჭვალვას, ამ დროს მისი სიყვარული და თანაგრძნობა მოიცავს თითოეულ ცოცხალ არსებას, ოღონდ არა ყველას ერთიანობაში, არამედ თითოეულ ცალკეულს.

დემონსტრაციულობა ვლინდება იმაშიც, რომ სურვილი აქვს ისაუბროს, მოყვეს საკუთარ თავზე, საკუთარ ფასეულობებზე. მისი საუბარი შეიცავს დამახასიათებელ სიტყვებს: ლამაზი; მახინჯი; კეთილი; ბოროტი; მკაფიო; აშკარა; საშინელება; შეხედეთ; ვერ ხედავთ?.. საუბრისას ვერბალურად გადმოსცემენ თავიანთ ემოციებს: „აღფრთოვანებული ვარ“, „მეშინია“, „შოკში ვარ“, „დათრგუნული ვარ“...

დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ გარშემო უმეტესობა ვიზუალები არიან. ეს განპირობებულია იმით, რომ დიდ ქალაქებში, და განსაკუთრებით დედაქალაქებში ვიზუალების პროცენტული რაოდენობა გაცილებით მეტია ვიდრე სხვაგან. ასევე მათი აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც გვიმზერს ტელეეკრანებიდან, ჟურნალებიდან, სოც. ქსელებიდან - ვიზუალები არიან.

ვიზუალებს ადვილად იცნობთ დიდი, მგრძნობიარე თვალებით. განვითარებული ვიზუალების შემთხვევაში (რომლებსაც სიყვარულის, თანაგრძნობის და ემპათიის დიდი უნარი აქვთ), მათი თვალები წყლიანია, ოდნავ ცრემლიანია. მათი თვალები მათი სულის სარკეა. ვიზუალებს ყველაზე მეტყველი და გამოკვეთილი თვალები აქვთ. და მაინც, ვიზუალ ქალებს უყვართ თვალების უფრო მეტად გამოკვეთა მაკიაჟით. ასევე ხშირად გამოკვეთენ ხოლმე თავიანთ ფახულა და დიდ წამწამებს.

მათი კომფორტის ფერი მწვანეა, მაგრამ უყვართ ყველა ფერი, და ძალიან კარგად შეუძლიათ ფერების ერთმანეთთან შეხამება. პრაქტიკულად არ არსებობს მხატვარი ვიზუალური ვექტორის გარეშე. ასევე ვიზუალურ ვექტორს შეხვდებით ყველა სტილისტში, დიზაინერში. მოდის სამყარო - ვიზუალების სამყაროა.

ასევე არ არსებობს კარგი რეჟისორი, ოპერატორი და ფოტოგრაფი ვიზუალის გარეშე. მსახიობური უნარები, და განსაკუთრებით ემოციური მანიპულირების უნარი - ყველა ვიზუალის დამახასიათებელი თვისებაა. მსახიობების აბსოლუტური უმრავლესობა ვიზუალური ვექტორის მატარებელია (კანთან კომბინაციაში). უყვართ ემოციური და მგრძნობიარე მუსიკა. და საერთოდ, უყვართ ყველაფერი, რაც ემოციებს ეხება. სხვადასხვა რელიგიური მრევლის დიდი უმრავლესობა ასევე ვიზუალური ვექტორის მატარებელია.

მათ ჟესტიკულაციაში ყველაზე მეტად შეიმჩნევა ემოციურობა, თეატრალურობა, დემონსტრაციულობა. როცა საკუთარ თავზე ან საკუთარ გრძნობებზე საუბრობენ, ხშირად მიაქვთ ხელი გულ-მკერდის ცენტრთან. ვექტორებს შორის აქვთ მიმიკებისა და ჟესტების ყველაზე ვრცელი პალიტრა. თუ ორალიც ერთვის, ამას ემატება მაღალი ემოციურობა ვერბალურ გამოხატულებებშიც.

სტრესები და გადახრები ვიზუალურ ვექტორში ვლინდება სხეულის გადამეტებულ ქირურგიულ სახეცვლილებებში, უცნაურ და არაორდინალურ იმიჯებში (პანკები, ჰიპები, გოთები, ემოები და ა.შ.), უჩვეულო ჩაცმულობაში, ექსჰიბიციონიზმში. შიშის მდგომარეობაში მყოფ ვიზუალებს აქვთ ზედმეტად გაფართოებული თვალები. უყვართ საშნელებათა ფილმები და დიდ სიამოვნებას განიცდიან ამ სახით შიშის ემოციის მიღებისგან. არიან კაპრიზულები. ისტერიული ნევროზი - სწორედ ვიზუალებისთვის დამახასიათებელი მდგომარეობაა. ხშირად არიან უაზროდ მტირალები ან უაზროდ მხიარულები. უჭირთ ემოციების კონტროლი. მაზოხისტურ მდგომარეობაში მყოფ კანთან კომბინაციაში ხშირად აქვთ მეტისმეტად ბევრი ტატუ, პირსინგები.

სტრესის დროს ახასიათებს თვალების ხშირი სრესა (ამოჩიჩქნამდე). ემოციების მოზღვავებისას მარჯვება ხელის მიტანა მკერდთან, თითქოს გული უვარდება და ხელით უნდა დაიჭიროსო. ძლიერი ემოციური შოკისას ერთი და იგივე ნაწილაკს ან შორისდებულს დაახლოებით ასე იმეორებს: „მე, მე, მე ა, ა, არ ვიცი...“ ოღონდ ეს გამოწვეულია არა ანალური ენაბლუობით, არამედ სიტყვების ემოციური დაფანტვით.

სოციალური ქსელები - ძალიან კომფორტული სივრცეა ვიზუალებისთვის (განსაკუთრებით თუ სმენაც ერთვის), რადგანაც აქ გაცილებით ადვილად შეუძლიათ ადემონსტრირონ თავიანთი გარეგნობა (კარგად შერჩეული ან დამუშავებული ფოტოებით), დაბალ-, ან მაღალ-კულტურული ფასეულობები. აქ გადმოსცემენ თავიანთ განწყობებს, ემოციებს, აღშფოთებებს, შეშფოთებებს, აღფრთოვანებებს, აზიარებენ (ადემონსტრირებენ) თავიანთ საყვარელ მუსიკას, ფილმებს და ა.შ.

ზოგადად სოციალური ქსელი - თუმცა არა მთლიანი ინტრნეტი, სმენური სამყაროა - როგორც მოვლენა, ვიზუალური ვექტორის სამყაროა, ურთიერთობების, საკუთარი პიროვნების, განწყობების, თუ ემოციების დემონსტრირება და სხვათათვის გაზიარება. აღიარების და უკუკავშირის მიღების სურვილი, ერთიანი დიდი სამეგობრო, ინტერეს ჯგუფები. ეს ყოველივე ვიზუალურ ფასეულობათა ნაწილია.

სწორედ ვიზუალები წარმოადგენენ აბსოლუტურ უმრავლესობას სხვადასხვა ეზოთერულ, რელიგიურ, მისტიურ, ასტროლოგიურ ჯგუფებში, განსაკუთრებით უყვართ ფსიქოლოგიური ჯგუფები. და რა თქმა უნდა არტის სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირებული ჯგუფები.

ბოლოს განსაკუთრებით უნდა ავღნიშნოთ, რომ ვიზუალური ვექტორი პროცენტულად ზუსტად იმდენივეა მდედრებში, რამდენიც მამრებში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო მამაკაცებში ვიზუალური ვექტორის განვითარება და რეალიზაცია შედარებით ნაკლებია, ვიდრე ქალებში, შესაბამისად შედარებით უფრო რთულია მათში ამ ვექტორის ამოცნობაც განსაკუთრებით ეს ეხება ანალური მენტალიტეტის ქვეყნებს (მათ შორის საქართველოს), სადაც ემოციების გამოხატვა, ტირილი და სხვადასხვა ვიზუალური გამოვლინებები მამაკაცისთვის სამარცხვინოდ ითვლება. მამაკაცებში ვიზუალური ვექტორის სტრესებისა და გადახრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ესაა.

შეიმჩნევა ერთი ტენდენციაც, კერძოდ: ვიზუალური ვექტორის მატარებელი მამრები, როგორც წესი უფრო რეალიზებულები არიან ანალთან კომბინაციაში, ვიდრე კანთან, ამას განაპირობებს ის, რომ კან-ვიზუალი მამრის არქეტიპი მსხვერპლი იყო, მას ყველაზე ხშირად წირავდნენ მსხვერპლად. ამ და სხვა მიზეზთა გამო, რომლებზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ მათ არ ჰქონდათ ჯგუფში სრულფასოვანი რეალიზაციის საშუალება, მეტიც ისინი პრაქტიკულად ვერ ახერხებდნენ ჯგუფში გადარჩენას. ამის გამო დღემდე არ არსებობს კან-ვიზუალი მამრის სარეალიზაციო არქეტიპული ფუნქცია, რის გამოც მათ სარეალიზაციო და ფუნქციური სფეროს მოძიება, მხოლოდ დღეს, კანურ ფაზაში უწევთ.

ყნოსვის ვექტორი

ჯონ როკფელერი

ყნოსვა - ყველაზე ძნელად სადიაგნოსტიკო ვექტორია, რადგანაც განსხვავებით ვიზუალისგან, ყნოსვის ვექტორიანი ადამიანის მთავარი მისწრაფებაა - იყოს შეუმჩნეველი. მისი გარეგნობაც ხშირად შეესაბამება ამ მისწრაფებას (თუ ვიზუალი არ ერთვის). თვალის ერთი შევლებით ვერც კი გამოარჩევთ სხვა ადამიანებში. სახის კუნთები ატონიური აქვს, რაღაცნაირად ქვემოთ დაშვებული. ხმა ჩუმი და უემოციო აქვთ (თუ ორალი არ ერთვის).თვალები პატარა და შიგნით ჩამჯდარი (თუ ვიზუალი არ ერთვის), მზერა მსუსხავი და ზიზღნარევი (თითქოს მთელი კაცობრიობა ეზიზღებაო). უახასიათებს გამჭოლად ყურება, თითქოს ადამიანს მთლიანად ხედავსო, მის წინ მდგარ ადამიანს ხშირად ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს რენტგენით ასკანერებენ. მთლიანობაში სახეზე აწერია რაღაც საშუალო ქედმაღლობას, გულგრილობასა და ცბიერ ღიმილს შორის. სიტყვაძუნწია, საუბრობს ნაწყვეტ-ნაწყვეტ(თითქოს საუბარი ტანჯავსო),ორაზროვნად, მინიშნებებით. ყოველთვის შეუძია „გამოძვრეს“ სიტუაციიდან და თქვას, რომ მას არასწორად გაუგეს, და საერთოდ სხვა რამეს ამბობდა.

ჰილარი კლინტონი

მისი ეროგენული ზონა - ცხვირი - ხშირად გრძელი და მოკაუჭებულია, თუმცა შეიძლება პატარა და ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულიც იყოს. მთავარი, რაც სხვა ადამიანთა ცხვირებისგან განასხვავებს - ესაა მისი სიმძაფრე. თითქოს ცხვირი უფრო აქცენტირებულია და მთელი სახე მის გარშემოა განლაგებული. თუ კარგად დააკვირდებით, ყველა შემთხვევაში - მისი ცხვირი რაღაცით იპყრობს ყურადღებას.

ხშირად აქვთ ცხვირთან დაკავშირებული პრობლემები: პოლიპები, რინიტი. ხშირად სრუტუნებენ (მაშინაც კი, როცა არაფერი აწუხებთ). ასევე ხშირად ეხებიან ცხვირს ხელით, იქავებენ, ისრესენ.

აქვთ მიდრეკილება, რომ ცხვირი დამალონ. თუ ვიზუალიც ახლავს, უყვართ საკარნავალო ნიღბების გაკეთება, სადაც სახეს, და განსაკუთრებით ცხვირს დამალავენ.

ყნოსვის ვექტორიანს სპეციფიური გამომეტყველება აქვს: ოდნავ შესამჩნევი ზიზღნარევი, იქედნური გრიმასა. თითქოს მისთვის ყველაფერი უსიამოვნოა, თითქოს სიცოცხლით იტანჯება. მისი ამპარტავნული გარეგნობა ბოლომდე შეესაბამება მის ბუნებას, რადგან მხოლოდ მას შეუძლია შეიგრძნოს ადამიანების ცხოველური ბუნება, მათი ეგოიზმის მდგომარეობა. ადამიანებს გადაშლილი წიგნივით კითხულობს.

სახე ცივი და არაფრისგამომხატველი აქვს, თითქოს უემოციო ნიღაბი აქვს აფარებული. მასზე ვერ ამოიკითხავთ ემოციებს. იგი გარეგნულად საერთოდ უემოციოა (თუ რა თქმა უნდა ვიზუალი არ ერთვის). ერთადერთი ყველაზე მთავარი ემოცია, რაც მთელი ცხოვრება გასდევთ, მელანქოლიაა.

ანგელა მერკელი

მელანქოლიისადმი მიდრეკილი ყნოსვის ვექტორიანი ბავშვი გაურბის ურთიერთობებს. ეზოში, კლასში, სკოლაში იგი არავის არ უყვარს. ბუნებრივია გაურბის ამ ყველაფერს და ცდილობს, რომ სახლში დარჩეს ამა თუ იმ მიზეზით.

უსიამოვნო, ამოუცნობი, ამაზრზენი, ძრწოლისმომგვრელი... ხშირად ასე აღწერენ მას, თუ რა თქმა უნდა შეამჩნიეს, მაგრამ როგორც წესი პირველ შეხვედრაზე ვერც ამჩნევენ ხოლმე.

ყნოსვის ვექტორის (ასევე ორალურის) დამახასიათებელი თვისებაა, რომ იგი არ არჩევს ერთმანეთისგან ტყუილს და მართალს. შეუძია ისე იცრუოს, რომ სინდისი ოდნავაც არ შეაწუხებს. ეს გამომდინარეობს მისი ბუნებრივი ფუნქციიდან - გადაარჩინოს ჯგუფი ნებისმიერ ფასად. განვითარებულ მდგომარეობაში ყნოსვები ელემენტარულად არიან ადაპტირებულნი სიმართლისა და ტყუილის, სიკეთისა და ბოროტების ცნებებთან, მაგრამ თავის შიგნით ამას ვერ შეიგრძნობენ, და თავის სახეობრივ როლს ამ კატეგორიების გარეთ ასრულებენ. ისინი მუშაობენ სფეროებში, სადაც მორალის, სიმართლის და ტყუილის ცნებები ნაკლებადაა საჭირო, და სადაც უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამაა - ჯოგის გადარჩენის უზრუნველყოფა. ეს სფეროებია: პოლიტიკა, შპიონაჟი, ფინანსები, მეცნიერება. ყველა ფინანსური სისტემა შექმნილია ერთმნიშვნელოვნად ყნოსვების მიერ, და დღემდე მათ მიერ იმართება.

ამ ფოტოზე სამივე ყნოსვის ვექტორიანია: ილია მეორე, იოანე-პავლე მეორე და ედუარდ შევარდნაძე.

ძველ ეპოქებში, როდესაც ხალხის მართვა რელიგიებით იყო შესაძლებელი, ყნოსვები ძირითადად მღვდელმთავრებად გვევლინებოდნენ (იმ ქვეყნებში,სადაც რელიგიას დიდი გავლენა აქვს, ახლაც ასეა), მაგრამ ამჟამად განვითარებულ ქვეყნებში მართვის მთავარი საშუალება ფულია, შესაბამისად ყნოსვებიც ფინანსისტებად მოგვევლინენ.

საკვანძო სიტყვები, განსხვავებით სხვა ვექტორებისგან, ყნოსვებს არ გააჩნიათ. არა მხოლოდ სიტყვები, არამედ სუნთა ზუსტი დასახელებებიც კი არ აქვთ მსოფლიოს არცერთ ენაში. ეს კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს ყნოსვის ვექტორის დაფარულობას.

ბევრს შეიძლება ეგონის, რომ ყნოსვის ვექტორიანი სუნების ყველაზე დიდ პალიტრას განასხვავებს, მაგრამ რელურად ასე არ არის (სუნების ყველაზე დიდ პალიტრას ვიზუალების განასხვავებენ), მათთვის ყველაფერი ყარს და რაც უფრო მძაფრია სუნი, მით მეტად ყარს ის ყნოსვის ვექტორიანისათვის (თუ ვიზუალი და სმენა არა ერთვის და მასზე სმენა არ ახდენს დომინაციას), ყარს ნაკელიც და ფორთოხალიც, ყველაზე მძაფრად კი მისთვის ადამიანის ფერომონები და მისი ეგოიზმი ყარს.

კიდევ ერთი დამახასიათებელი შტრიხი, რაც ყნოსვის ვექტორიანებზე შეიძლება ითქვას, ისაა, რომ თითქმის მთელი ცხოვრება ავად არიან, ძლივს ცოცხლობენ, მაგრამ მაინც ყველაზე ბოლოს კვდებიან. ხშირად თავისი ერთი შეხედვით უმწეო და ავადმყოფური მდგომარეობით ერთგვარ ნიღაბს იქმნიან და გარკვეულ შემთხვევებში ამით მანიპულირებენ კიდეც.

ყველა ვექტორს შორის ყველაზე ფხიზელი ძილი აქვთ. მუდამ მზად არიან საფრთხისთვის და ბოლომდე არასოდეს დუნდებიან. ხშირად აქვთ წინასწარმეტყველური სიზმრები. ასევე გაცნობიერებული სიზმრებიც (Lucid Dreaming) ყველაზე იოლად მათ გამოსდით (განსაკუთრებით სმენის ვექტორთან კომბინაციაში). ყველა ცნობილ წინასწარმეტყველს ყნოსვის ვექტორი აქვს - ეს გამომდინარებს მათი ბუნებრივი როლიდან - წინასწარ შეიგრძნონ საფრთხეები.

სწორედ ყნოსვები არიან საუკეთესო ფსიქიატრები, და ესეც გამომდინარეობს მათი ბუნებრივი ფუნქციიდან - მოახდინონ ჯგუფისთვის სახიფათო ელემენტების იზოლირება და მათში არსებული ფსიქიური დარღვევების შეძლებისდაგვარად გამოსწორება.

ჰიპნოზი ყველაზე კარგად ყნოსვებს გამოსდით (განსაკუთრებით ვიზუალთან და ორალთან კომბინაციაში), თავად კი საერთოდ არ ექვემდებარებიან ჰიპნოზს. როდესაც ყნოსვის ვექტორიანთან ურთიერთობთ, ისეთი შეგრძნება გრჩებათ, რომ იგი თქვენს ტვინში „ხელებს აფათურებს“ და მანიპულირებას ცდილობს (როგორც წესი, ამას ყველაზე მეტად სმენის ვექტორიანები ამჩნევენ ხოლმე). ნეირო-ლინგვისტური პროგრამირებაც ყნოსვის ვექტორიანების საყვარელი სფეროა, და ყველაზე ჰიპნაბელურები მათ მიმართ ვიზუალები არიან.

ნებისმიერი მსხვილი კომპანიის მმართველობის მწვერვალში შეამჩნევთ ყნოსვის ვექტორიანს, რომელიც თავისი გარეგნობით, ჩაცმულობით, საუბრით, ქარიზმით და ა.შ აბსოლუტურად არ შეესაბამება ლიდერის როლს. ესაა ადამიანი, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდით კომპანიის სათავეში, მაგრამ რომელიც ყოველთვის ხელმძღვანელობასთან (განსაკუთრებით ურეთრალ ბელადთან) ახლოს იმყოფება. ორგანიზაციის პირველი პოსტებისკენ იგი არასოდეს მიისწრაფვის. ამას რომ საშტატო განაწესი უშვებდეს, ასეთ როლს „ფარულ მრჩეველს“ დაარქმევდნენ, რადგან გამოდის, რომ კომპანიას ურეთრალი, ან კანი დირექტორი კი არა, ყნოსვითი თანაშემწე მართავს. დაკავებული თანამდებობის მიხედვით, მისი რჩევები შეიძლება ეხებოდეს პერსონალს, ფინანსებს, უსაფრთხოებას, პარტნიორებთან და კონკურენტებთან მუშაობას, რისკების ანალიზს და ა.შ. განსაკუთრებით ხშირად ისინი არიან თანაშემწეები და ფინანსური კონსულტანტები. მათ კიდევ ერთი უცნაურობა ახასიათებთ. შეიძლება სხვადასხვა გარემოებათა გამო კომპანიის ან ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი შეცვალონ, თან რამდენჯერმე, ყნოსვის ვექტორიანი კი მუდამ რჩება. და თუ შეამჩნიეთ, რომ კომპანიიდან ყნოსვის ვექტორიანებმა წასვლა დაიწყეს, იქ თქვენი გაჩერებაც აღარ ღირს. ცხოვრების ყველა სახიფათო სიტუაციიდან ყნოსვები პირველები გარბიან.

სტრესები და გადახრები ყნოსვის ვექტორში ყველაზე იშვიათია. არქეტიპული ყნოსვა სადისტ ანალთან კომბინაციაში შესაძლოა მანიაკ მკვლელად მოგვევლინოს (ჩიკატილო). არქეტიპული და განუვითარებელი ყნოსვის კარგი მაგალითია გრინუი - მთავარი პერსონაჟი პატრიკ ზუსკინდის „პარფიუმერიდან“. აქვთ მიდრეკილება მოგუდვისადმი (უკნიდან მოხრჩობისადმი). არიან მიზანთროპები. აქვთ მუდმივად დანგრეული ჯანმრთელობა, ზოგჯერ კოორდინაციის პრობლემები. ზოგიერთი დარღვევის დროს ემოციათა სრული არქონა.

დამახასიათებელი ჟესტები ყნოსვის ვექტორიანებს როგორც წესი არ აქვთ, თუმცა ზოგჯერ ახასიათებთ თავის ფხანა ერთი თითით და ხშირი კონტაქტი ცხვირის გვერდითა ნაწილებთან.

სოციალური ქსელებით ყნოსვები ინტერესდებიან პირველ რიგში ინფორმაციული რესურსის გამო. ინფორმაცია ადამიანებზე, მათი მართვის საშუალებას იძლევა, და შესაბამისად ძალაუფლების ერთ-ერთი ატრიბუტია. დაზვერვა, სპეც-სამსახურები, შსს - საკმარის ინფორმაციას ღებულობენ ადამიანთა უმრავლესობაზე - სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით. სმენის ვექტორიანების მიერ შექმნილ ინტერნეტ-სივრცეს ისინი თავისი ძალაუფლების ერთ-ერთ ინსტრუმენტად იყენებენ. საკუთარი პროფილზე როგორც წესი ძალიან მწირი ინფორმაცია უდევთ (არცერთი ფოტო), ან ინკოგნიტო პროფილები აქვთ, უფრო სხვებზე დასაკვირვებლად, ვიდრე საკუთარი თავის სადემონსტრაციოდ (ვიზუალებივით). სხვა მიზნით კი სოციალური ქსელებით ნაკლებად სარგებლობენ (თუ რა თქმა უნდა სმენა ან ვიზუალი არ ერთვით).

სმენის ვექტორი

სმენის ვექტორიანი თავისი ბუნებით ყველაზე ღრმა ინტროვერტია, ყველაზე ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს სხეულს და ხშირად ავიწყდება იგი, მთლიანად თავის შინაგან შეგრძნებებზეა კონცენტრირებული, საკუთარ თავშია ჩაძირული და ეს მის გარეგნულ იერზეც აისახება. სახე ხშირად ემოციების გარეშეა, გაფანტული მზერა თითქოს შუშისა და სივრცისკენაა მიმართული (თითქოს არაფრისკენ). არაგამომსახველი მიმიკები (თუ ვიზუალი ან ორალი არ ერთვის), მის სახეს უსიცოცხლო ნიღბად აქცევს.

ხშირად აქვს ასთენიური აღნაგობა, გრძელი კიდურები, ვიწრო მკერდი, მაღალი და გამხდარი ტანი (თუმცა მისი სხეულის აგებულება ძირითადად მაინც საყრდენ ქვედა ვექტორზეა დამოკიდებული). სხეულის პროპორციები თითქოს დარღვეული აქვს. ხშირად ავიწყდება სხეულებრივი მოთხოვნილებები (განსაკუთრებით მაშინ, თუ არ ერთვის კუნთი, ანალი ან ორალი). უპრეტენზიოა კვების რაციონის მიმართ (თუ არ ერთვის ორალი) და შეუძლია მთელი დღე მშიერიც იყოს, სანამ რაღაც ან ვიღაც არ გაახსენებს ჭამას. საერთოდ არ აქცევს ყურადღებას არც გარეგნობას (თუ ვიზუალი არ ერთვის), არც ვარცხნილობას, არც ჩაცმულობას. შეიძლება პირიც კი არ დაიბანოს და ისე გავიდეს ქუჩაში.

იმდენად არ აინტერესებს გარესამყარო, იმდენადაა კონცენტრირებული აზრებზე, რომ მისთვის სულერთია ფიზიკური წვრილმანები. გაურბის ფიზიკურ სამყაროს, რადგან იგი ტკივილს აყენებს, ღლის, ზედმეტად ხმაურიანია მისთვის. ხშირად სუსტი ჯანმრთელობა აქვს, ადვილად ცივდება. ლამაზი სხეული, რომელსაც ვიზუალები ეთაყვანებიან, სმენისთვის უბრალოდ ხორცის ნაჭერია, რომელიც მუდამ ხელს უშლის, ტვირთია, რომელსაც დაათრევს. თითქოს აქ არაა, სადღაც, საკუთარ განზომილებაში დაფრინავს.

უშუალოდ სმენით იდეებში მყოფი სმენა ადვილი ამოსაცნობია. ბევრად ადვილი, ვიდრე ანალის, კანის ან სხვა ვექტორის მდგომარეობაში ჩასული სმენა. ერთ-წერტილზე მიშტერებული მზერა, თითქოს თანამოსაუბრის მიღმა იხედებაო. ესაუბრებით, ის კი თქვენსკენ იყურება, მაგრამ გამოხედვაში ატყობთ, რომ აქ არ არის, ან სულაც სხვა მხარეს, სიცარიელეში იმზირება. რაღაცას ეკითხებით და პასუხს ელოდებით, ის კი არ რეაგირებს. სადღაც თავის ფიქრებშია ჩაკარგული.

დღე და ღამე არეული აქვს. დღის ხმაური აღიზიანებს, ამიტომ ხშირად სარგებლობს ყურსასმენებით, ამით ცდილობს გარესამყაროს გაემიჯნოს. გვიანობამდე სძინავს, მთელი დღე ეძინება და ფხიზლდება მაშინ, როცა ყველა დანარჩენი იძინებს. შეუძლია მთელი ღამე კომპიუტერთან გაატაროს. თვალებდაქაჩული მიშტერებია მონიტორს და შეიძლება მოსაშარდადაც არ ადგეს. განსაკუთრებით უყვარს ვიდეოთამაშები და ისეა ჩართული, ვერც შიმშილს გრძნობს, ვერც წყურვილს. სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც, სამსახურშიც რაღაცნაირად გამოთიშულია. შეიძლება დაავიწყდეს დაძინება, ან უძილობა დაემართოს. ასევე შეუძლია მთელი დღე-ღამე იძინოს. ხშირად დღეც მძინარეს წააგავს, მოშვებულია, შენელებულად აზროვნებს. დილა მისი დრო ნამდვილად არ არის. საწოლიდან თავს ვერ წევს. ცოცხლად კვდება. ურჩევნია, რომ ღამით იმუშაოს, ღამით იცხოვროს, როცა არაფერი დაურღვევს კონცენტრაციას.

როცა რაღაცას კითხავთ, გათიშული სახით შემოგხედავთ და გეკითხებათ: „ჰა?“ ამით დროს იგებს, რომ გააზრება და პასუხის მოცემა შეძლოს. განსაკუთრებით მაშინ ცოცხლდება, როცა მისთვის საინტერესო იდეებზე საუბრობს ან ფიქრობს. „აზრს ვერ ვხედავ“, „რა აზრია ამაში?“ „იდეა მომივიდა“, „მესმის“... - მისი ტიპიური გამოთქმებია.

დამახასიათებელი ჟესტებია: ხელებით სფეროს გაკეთება, რაც აღნიშნავს გაერთიანებას, გამთლიანებას; მასშტაბის მაჩვენებელი ჟესტები - როგორც წესი გაშლილი ხელებით; თავს უკან გადაჭდობილი ორივე ხელის დადება და ისე გადაწოლა (მჯდომარე მდგომარეობაში).

განსაკუთრებით ხშირად და ხაზგასმით ხმარობს სიტყვა „მე“-ს. რეალურად იგი მხოლოდ თავის თავს ხედავს (განსაკუთრებით განუვითარებელ მდგომარეობაში), სხვებს ვერც ამჩნევს. სიტყვებს არ ამახინჯებს. ვიზუალივით შეყვარებულს თიკუნიას ან გიუნას არ დაუძახებს. იგი ხვდება, რომ სიტყვა არსის გამომხატველია, ამიტომ შეგნებულად არასოდეს დაამახინჯებს (თუ ორალი არ ერთვის, ან ვიზუალის მდგომარეობაში არაა).

არ უყვართ ემოციების და ალერსის ვიზუალებივით გამოხატვა. ვიზუალი ეკითხება: „გიყვარვარ“? და ალერსიან სიტყვებს ელოდება, სმენის ვექტორიანი კი უბრალოდ პასუხობს: „კი“, ან „აჰა“. მისი არაემოციურობა, გაფანტულობა, უყურადღებობა გარესამყაროსადმი, გამოწვეულია ერთი მარტივი რამით: ისინი ცხოვრობენ არსთა სამყაროში.

იგი ყველაზე ეგოისტია, ყველას ზემოდან უყურებს, მაგრამ არ გამოხატავს ამას. მისი ეგოიზმი ინტრავერტულია და სხვებს არ აწუხებს. მხოლოდ მაშინ გამოავლენს თავის ამპარტავნებას, თუკი მის იდეას, მისი იდეათა ფასეულობებს შეეხებით. ამ დროს არაფერს გეტყვით, არ შეგეკამათებათ, კამათის ღირსადაც კი არ ჩაგთვლით, ისეთ არარაობად გაგრძნობინებთ თავს თავისი ამაყი და ცივი მზერით.

მუსიკა ყველაზე მეტად სმენის ვექტორიანს უყვარს. ის, თუ რას უსმენს, დამოკიდებულია სხვა დართულ ვექტორებზე და ასევე იმაზე, თუ რამდენად დასტრესილია. ყველაზე დახვეწილი სმენები უპირატესობას ანიჭებენ კლასიკურ მუსიკას, ჯაზს, ფოლკლორს და მუსიკის თანამედროვე, ალტერნატიულ მიმართულებებს. არ არსებობს კარგი კომპოზიტორი სმენის ვექტორის გარეშე. პროფესიონალი მუსიკოსების აბსოლუტური უმრავლესობაც ასევე სმენის ვექტორიანები არიან (თუმცა იშვიათად გვხვდებიან მომღერლები ვიზუალური და ორალური ვექტორით, სმენის გარეშე).

ასევე არ არსებობს კარგი მოჭადრაკე სმენის ვექტორის გარეშე.

სტრესები და გადახრები სმენის ვექტორში ხშირად ძალიან რთულ და მძიმე ფორმებს იღებს. ნამდვილი დეპრესია მხოლოდ სმენის ვექტორს ახასიათებს. აუტიზმიც, შიზოფრენიაც - მხოლოდ სმენის ვექტორისთვის დამახასიათებელი მოვლენებია. ნარკომანია, სუიციდისკენ მიდრეკილება - ძირითადად სმენის ვექტორიანებში გვხვდება. რელიგიური ფანატიზმი, რასიზმი, კაცობრიობის სიძულვილი, შიშების და ფობიების იდეების დონემდე ატანა, სამყაროს განადგურების სურვილი, უცხოპლანეტელებისადმი პათოლოგიური ლტოლვა... ამ ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

სოციალური ქსელები, და საერთოდ, ინტერნეტი, სმენების სამყაროა. და საერთოდ, კომპიუტერიც და ინტერნეტიც მათი შექმნილია. შეუძლიათ, რომ ფაქტიურად იცხოვრონ ინტერნეტ სივრცეში. განუვითარებელ მდგომარეობაში განსაკუთრებით იზიდავთ ვიდეო-თამაშები, და მთელ დროს ამაში ფლანგავენ, უფრო განვითარებულ შემთხვევებში ეძებენ და ამუშავებენ ინფორმაციას, იკვლევენ, უყურებენ ფილმებს, უსმენენ მუსიკას.

ხშირად ირქმევენ უცნაურ სახელებს, ავატარის ფოტოდ აყენებენ მისტიურ და კოსმიურ ხატ-სახეებს. არიან სხვადასხვა ფილოსოფიური, მეცნიერული, ეზოთერული, რელიგიური ჯგუფის წევრები (შემქმნელებიც). ვიზუალთან კომბინაციაში ინტერესდებიან ოკულტიზმით, ასტროლოგიით, მაგიით. ძალიან იტაცებთ აღმოსავლური ფილოსოფია. ურთიერთობის ყველაზე მოსახერხებელი ფორმა მათთვის ჩატია. შესაძლოა მის გვერდით იჯდეთ, მან კი მოგწეროთ. აზრებს წერილობით უფრო კარგად გადმოსცემენ, ვიდრე ვერბალურად (თუ ორალი არ ერთვის). არ არსებობს ჰაკერი სმენის ვექტორის გარეშე.

  • ბელადის აზროვნება და დამოკიდებულებები

  • კუნთის ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

  • კანის ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

  • მოკლედ რვა ვექტორის შესახებ

  • ორალური ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

  • ანალური ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

  • ვექტორული ფსიქოლოგიის მოკლე განმარტებითი ლექსიკონი

  • სმენის ვექტორის ზოგადი მიმოხილვა