ურეთრალური ვექტორის ზოგადი მიმოხილვა


ურეთრალური ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

რაოდენობა: 5%

მიეკუთვნება დროის მეოთხედს.

ფუძე - მომავალი.

ფუნქცია - კაცობრიობის წაყვანა მომავლისკენ, ბელადობა.

ნებისმიერ გამოვლინებას აქვს მხოლოდ ორი გზა: იმოძრაოს და განვითარდეს ან დეგრადირდეს და დაიღუპოს. კაცობრიობა როგორც სისტემა - არის იდეალურად გამართული ორგანიზმი, განსაზღვრული კანონებით, რომლებიც მუშაობს ლანდშაფტის მუდმივად გართულების ფონზე. სისტემის ნებისმიერი ელემენტი ასრულებს თავის უნიკალურ ფუნქციას. ვექტორთა სისტემაში ურეთრალური (სასქესო) ვექტორის არსია - პასუხისმგებლობა მომავალზე, წაიყვანოს კაცობრიობა წინ, ახალი მიღწევებით და ახალი ტერიტორიების დაპყრობით (ათვისებით).

ბელადის ძირითადი სურვილი - ესაა მიზანმიმართული მოძრაობა წინ უცნობი ტერიტორიებისკენ და ჯოგის თან გაყოლიება, შეუქმნას ჯგუფს (კაცობრიობას) მომავლისკენ სვლის საშუალება. შინაგანი ფოკუსირება ურეთრალი ადამიანის აზრების, ყოველთვის მიმართულია მომავლისკენ - ე.ი. ის შეიგრძნობს ჯოგს არა აწმყოში (არა მის გარეგნულ მდგომარეობას), არამედ იმ პოტენციალურ შესაძლებლობებს რისი მიღწევაც შეუძლია ჯოგს მომავალში. ეს გარედან შეიძლება ჩანდეს როგორც გამოუსწორებელი ოპტიმიზმი, რადგან ურეთრალი ყოველთვის ხედავს მხოლოდ მომავალ გამარჯვებებს, მომართულია ახალი მიღწევებისკენ. ურეთრალური ვექტორის ფუძეა მომავალი, დროის მეოთხედის გარე ნაწილი.

ურეთრალი ადამიანები არც თუ ისე ბევრი იბადებიან (დაახლ: 3-5%) და კიდევ უფრო ნაკლები აღწევს ზრდასრულ ასაკს - მოსახლეობის მხოლოდ 3-5% აქვს ურეთრალური ვექტორი, (დაახლოებით 2/5 პატარა ასაკშივე კვდება ზედმეტად რისკიანობის გამო. 2/5 გადადის სტრესში ან მინუსში.) რომელთაგან ძალიან ცოტა (მხოლოდ 1/5) ახერხებს თავისი ფუნქციის სრულ რეალიზაციას. ადრეული ბავშვობიდანვე ურეთრალები ამოწმებენ საკუთარ თავს და შესაძლებლობებს, მიდიან რისკზე და სპეციალურად იგდებენ თავს სხვადასხვა რთულ და ექსტრემალურ სიტუაციებში. მათი დაუოკებელი ენერგია ხანდახან მიმართულია გაუმართლებელი რისკისკენ რაც მიზეზი ხდება მათი ხშირი სიკვდილისა.

ზრდასრული, რეალიზებული ურეთრალური ვექტორის ადამიანები, როგორც წესი, საკმაოდ იოლად აღწევენ სოციალურ სიმაღლეებს - მატერიალურ კეთილდღეობას, მდგომარეობას, მაგრამ მათთვის მთავარი მაინც მათი გარემოცვაა. ურეთრალი ორიენტირებულია თავის გარშემომოფ ადამიანებზე, ჯგუფზე, რომელსაც ის აღიქვამს როგორც ადამიანებს ვისზეც მას (ურეთრალს) ეკისრება პასუხისმგებლობა, ურეთრალი ფიქრობს ჯგუფური კატეგორიებით, ცხოვრობს ჯგუფური ინტერესებით და აღიქვამს საკუთარ თავს ჯგუფთან ერთდ. ურეთრალური ვექტორი დომინირებს გარემომცველ ქვედა ვექტორიანებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ვექტორის თვისებები ყოველთვის მკაფიოდაა წარმოჩენილი, რაც შესამჩნევს ხდის მის მატარებელს.

გარეგნული იერი

არის რამდენიმე მკაფიო შტრიხი გარეგნობაში, რითაც შეგვიძლია გამოვარჩიოთ ურეთრალური ვექტორის მქონე ადამიანი სხვების ფონზე: მუდმივი, მდგომარეობის მიუხედავად (იქნება ეს გასეირნება თუ საომარი ოპერაცია), ფართე, გახსნილი ღიმილი სახეზე, რაღაცით მიმსგავსებული მხეცის ღრენასთან. მოძრაობს ხელების ქნევით, ურიტმოდ, გახსნილად, მოდუნებულად და თავისუფლად მაგრამ არა მოშვებულ - მოღვენთილად. ერთვექტორიან ურეთრალს აქვს მხურვალე სხეული, ამიტომ ხშირად ზამთარშიც კი გახსნილი ქურქით დადის. მოუწესრიგებელი და არააკურატულია, მაგრამ არა ბინძური. გარეგნობასთან ასეთი დამოკიდებულება არანაირად არ აისახება მის მიმზიდველობაზე. ურეთრალის ვექტორიან ყოველთვის აქვს განსაკუთრებული მიმზიდველობა, საზოგადოება ამას ქარიზმატულობას უწოდებს. ურეთრალის ბუნებრივი სექსუალურობა და მომხიბვლელობა, გამოირჩევა ყველა ქვედა ვექტორისგან.

მთლიანობაში ურეთრალები არ ესწრაფვიან ყურადღება მიაქციონ თუ როგორ გამოიყურებიან. როგორც წესი ურეთრალ ქალებს საერთოდ არ აღელვებთ მოდური ტენდენციები. ურეთრალ ადამიანს თავად შეუძლია გახდეს მოდის კანონმდებელი, თუ რა თქმა უნდა მას ამის სურვილი გააჩნია (თუ ვიზუალური ვექტორი არ ერთვის ურეთრალი არ გახდება დიზაინერი).

ურეთრალებს ხშირად უყვართ ამაღლებულ ადგილზე ჯდომა, როგორც ტახტრევანზე (სამეფო სკამზე). საკუთარი ბუნებრივი როლის შინაგანი შეგრძნება, პასუხისმგებლობა დანარჩენებზე, აიძულებს მას დაიკაოს ნებისმიერ სიტუაციაში სტრატეგიული მდგომარეობა. ბუნებრივი რანგის შეგრძნება, ბელადის მდგომარეობა, ხსნის მისი მოქმედების მანერასაც და მისი ცხოვრების სტილსაც. ფუფუნების საგნებს მისთვის არ აქვს იმდენად დიდი მნიშვნელობა როგორც სხვებისთვის - მაგრამ მაინც იკრებს მათ (ფუფუნების საგნებს) თავის გარშემო როგორც საკუთარი ძალაუფლების ატრიბუტებს. თუმცა თუ აუცილებელი გახდა ადვილად შეელევა მათ - შეიძლება დაუნანებლად აჩუქოს ძვირფასი ნივთი ისეთ ადამიანს რომელსაც ჭირდება.

ურეთრალი ადამიანის სახლი - არის როგორც სიმბოლური თავშესაფარი, ნებისმიერს მისი ჯოგიდან შეუძლია იქ თავის შეფარება. ურეთრალი არ მიესწრაფვის პირად კომფორტს ან მყუდროებას. მას ნამდვილი კომფორტი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ მის გარემოცვაში ყველაფერი რიგზეა.

სახეობრივი როლი

ურეთრალი ადამიანის როლი ნათელია: იყოს პირველი, წაიყვანოს თავისი ჯგუფი მომავლისკენ, დაეხმაროს მათ რომ გადარჩნენ დროში. ურეთრალის ვექტორიანი ადამიანის როლი ისტორიის მანძილზე იცვლებოდა კაცობრიობის განვითარებასთან ერთად, და სწორედ ასევე თითოეული ურეთრალის ცხოვრებაში იცვლება მისი აქტივობის პერიოდები - გამრავლებიდან მსოფლიოს დაპყრობამდე.

პირველყოფილ ეპოქაში კაცობრიობის მთელი ძალისხმევა მიმართული იყო გადარჩენისა და გამრავლებისკენ. წინამძღოლი პირველყოფილ ჯოგში პასუხისმგებელი იყო სასიცოცხლო სივრცის გაფართოებაზე, ახალი მიწების ათვისებაზე ცხოვრების უკეთესი პირობებისთვის და გარე საფრთხეებისგან დაცვაზე. ამის გარდა ბელადი ეწეოდა ფიზიკურ აქტივობას ჯოგის გასამრავლებლად, უზრუნველყოფდა სპერმით გაუნაყოფიერებელ მდედრებს. ურეთრალი მდედრის როლი პირველყოფილ ფაზაში ასევე იყო სუსტი მამაკაცებისგან (ისეთებისგან რომლებიც მეწყვილის გარეშე იყვნენ) ბავშვების გაჩენა.

განვითარების შემდეგ ფაზაში დაიწყო ახალი მიწების აქტიური ათვისება და საზღვრების გადანაწილება. გაჩნდა სფეროები სადაც ურეთრალს შეეძლო საკუთარი ძალის გამოჩენა: მებრძოლები; დამპყრობლები; სახელმწიფოს მმართველები; მხედართმთავრები; მეამბოხეები და მეკობრეები (როგორც ქალები ისე კაცები). პირველყოფილი თემები გარდაიქმნენ სახელმწიფოებად, ბელადი კი - მეფედ; იმპერატორად.

დღეისთვის ურეთრალის როლი კავშირშია საკაცობრიო გაერთიანების იდეებთან. ურეთრალმა შეიძლება რეალიზაცია იპოვოს ნებისმიერ საქმეში, რომელიც კავშირშია განვითარებასა და ინოვაციასთან, ასევე საზღვრების მოშლასა და ექსტრემალურ პირობებში მუშაობასთან. განსაკუთრებულ როლს თანამედროვე ყოფაში იძენენ ურეთრალი ქალები - შექმნილია კარგი პირობები, რომ ბუნებრივი რანგი არ იყოს დამოკიდებული ფიზიკურ ძალაზე. დღეს ურეთრალ ქალებსაც და კაცებსაც ჩვენ ვხვდებით: სპორტში; ბიზნესში; მეცნიერებაში; შოუ ინდუსტრიაში, არმიაში; კოსმონავტიკაში და სხვა.

აზროვნება

ურეთრალი მთლიან ჯგუფს აღიქვამს როგორც ერთ მთლიან მექანიზმს რომლის თითოეული ელემენტიც თანაბარმნიშვნელოვანია, თითოეული გამორჩეულია საკუთარი პოტენციალით. ყოველი ცალკეული ინდივიდი საჭიროა ჯგუფისათვის: თითოეულს შეუძლია შეასრულოს თავის დავალება და განვითარდეს. განვითარება აუცილებელი მომენტია ურეთრალი ადამიანის აზროვნებისთვის - შეიგრძნობს რა ჯგუფის პერსპექტივებს, მის შესაძლო მდგომარეობას მომავალში, ურეთრალი ხედავს ყოველი ცალკეული ადამიანის სამომავლო პერსპექტივას და მათ გამოსადეგობას ჯგუფისთვის.

ადამიანის დადებითი ან უარყოფითი პოტენციალიდან გამომინარეობს ურეთრალის მათთან დამოკიდებულება. ყოველი ელემენტი, რომლის გავლენაც სახიფათოა ჯგუფისთვის, დაუოვნებლივ უნდა მოიკვეთოს ჯგუფისგან.

საკუთარ თავს ურეთრალის ვექტორიანი ადამიანი ხედავს ჯგუფისგან ცალკე, ამ მექანიზმის მეთაურად, რომელიც პასუხისმგებელია მთლიანობის განვითარებაზე. ბელადის ფუნქციის მატარებელი ადამიანი დამოუკიდებლად ირჩევს გზას თავისთვისაც და ჯგუფისთვისაც, შეიგრძნობს მოქმედების თავისუფლებას და არაფრითაა შეზღუდული, ისე კი არა თითქოს სისტემის ნაწილი იყოს, არამედ როგორც სისტემის ზემოთ მდგომი. ასეთი ადამიანი ფლობს მასშტაბურ ხედვას, არა ჯარისკაცის, არამედ მხედართმთავრის ხედვას და შეუძლია დაინახოს ჯგუფის ლანდშაფტში გადაადგილების მთლიანი სურათი. ამიტომ მისი ხედვა ყოველთვის წინ უსწრებს მისი გარემოცვისას, ურეთრალი ყოველთვის ფიქრობს ხვალინდელ დღეზე.

ჯგუფზე დომინირების შესაძლებლობა აიძულებს ბელადს იგრძნოს პასუხისმგებლობა მთელ თავის ჯოგზე. ურეთრალი ადამიანის ყველა ინტერესი - არის ჯგუფის ინტერესები რომელსაც ის ხედავს, ამითომ ცხოვრებისეულ სიამოვნებას მაშინ იღებს როცა დანარჩენებისთვის ცოცხლობს. ნაკლები მასშტაბის სიამოვნებას არ შეუძლია მისი დაკმაყოფილება და ვერ მისცემს მას სრულფასოვან რეალიზაციას.

ბელადის დავალებაა შეკრას და წაიყვანოს ჯგუფი როგორც ერთიანი მექანიზმი, ისე რომ ყოველი ელემენტი იყოს თავის ადგილზე. ამ ჯგუფის ზომა დამოკიდებულია მისი აზროვნების განვითარების დონეზე და მომწიფების ხარისხზე. ურეთრალის ვექტორიანი ადამიანი ზრდის პროცესში აგროვებს ძალას თავისი ჯგუფის გასაფართოებლად.

ურეთრალურ ვექტორიანი ადამიანი გარემომცველ ადამიანებს უყურებს ჯგუფისთვის მათი პოტენციური სასარგებლოობის კუთხით. ამას მიყავს იქამდე რომ თავისი ჯოგის ყოველი წევრისადმი ბელადი ხდება ტოლერანტული და სამართლიანი, თუმცა ერთიერთობაში შეიძლება იყოს უკომპრომისოც: ჯოგის განვითარების გზის მისეული ხედვა დაუშვებლად მიიჩნევს კურსიდან გადახვევას. ერთადერთი, რასაც ურეთრალი ადამიანი არ ითმენს - არის რანგის შეურაცხყოფა (დაქვეითება), ე.ი. მის ბუნებრივ როლში ეჭვის შეტანა და ასევე ვინმეს მიერ საკუთარი ინტერესებისათვის ჯგუფის ინტერესების უგულებელყოფას. ასეთ გამოხტომებზე ბელადი ყოველთვის რეაგირებს მყისიერად და მრისხანედ.

ურთიერთობა

ურეთრალის ვექტორიანის დამოკიდებულებას ჯგუფთან აყალიბებს მისი შინაგანი მექანიზმი, რომლის საფუძველიცაა ბუნებრივი რანჟირება. ასეთი დამოკიდებულება ბუნებრივია - ჯოგი ბელადს მისდევს როგორც ერთიანი ორგანიზმი. ჯგუფის სათავეში ურეთრალის ვექტორიანი ადამიანის დგომისას ამ ჯგუფის წევრებს უმეტესად აქვთ განცდა, რომ საქმე სწორად მიდის და ყველაფერი კარგადაა. ბელადი ბუნებრივად ალტრუისტია, მისი მიზანი ის კი არაა რომ ჯგუფისგან სარგებელი მიიღოს, არამედ პირიქით, მზადაა ასი პროცენტით, სრულფასოვნად ჩააყენოს ჯგუფის სამსახურში თავისი თვისებები, მზადაა მისცეს მათ ყველაფერი რაც გააჩნია, სიცოცხლეც კი. ადამიანი რომელიც თავს შეიგრძნობს ჯგუფის სათავეში, არ საჭიროებს მიითვისოს ამ ჯგუფიდან რაიმე პირადი სარგებლისთვის. პირიქით, დაინტერესებულია გააფართოვოს ჯგუფი და მოუტანოს კეთილდღეობა მას. სხვა ადამიანები გრძნობენ, რომ ბელადი მოქმედებს არა პირადი, არამედ ჯგუფური ინტერესებით, ის ზრუნავს მათზე და არა საკუთარ თავზე, ამიტომაც მიყვებიან მას, რადგან ბელადი ერთადერთია ვინც გრძნობს რა ჭირდება მთლიან ჯოგს. ურეთრალის ვექტორიანი ბელადი გულმოწყალეა თავისი ჯგუფის ყოველი წევრისადმი, თითოეული მათგანი საჭირო და ფასეულია, მათგან ის მოითხოვს მხოლოდ მისი რანგის აღიარებას, რადგან მას ჭირდება საკუთარი დომინანტობის შეგრძნება.

ურთიერთობის თვისებები ურეთრალურ ვექტორში განსაზღვრავენ მის შესაძლებლობას მოაწყოს მომავალი საკუთარი მოქმედებებით, გარდაქმნას ჯგუფი და წაუძღვეს მათ სასურველი მომავლისკენ. მიზანი, რომლისკენაც იღებს კურსს ურეთრალის ვექტორიანი, სრულად იმორჩილებს მას და მთლიანად იპყრობს მის ყურადღებას, სწორედ ამიტომ იგი ვერ ამჩნევს წვრილმან დეტალებს. გარეგნულად ეს შეიძლება გამოჩნდეს როგორც მოუთოკავობა და გაუფრთხილებლობა.

ურეთრალის ვექტორიანი ადამიანი არ კონკურირებს სხვებთან, რადგან მას მუდმივად აქვს საკუთარი პირველობის შინაგანი შეგრძნება. მხოლოდ პერიოდულად თავისი ჯგუფით შეიძლება წარმატებულობაში შეეჯიბროს სხვა ურეთრალის ჯგუფს.

ურეთრალის ვექტორიანი ადამიანის პასუხისმგებლობა წაიყვანოს ჯგუფი წინ, ვლინდება მის სექსუალურობაშიც - ბელადი არის პოლიგამი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია ერთდროულად ჰქონდეს რამოდენიმე სრულფასოვანი ურთიერთობა. პოლიგამიის თვისება ეხმარება მას მომავალში უზრუნველყოს ჯოგი ახალი ადამიანებით (შვილებით). ურეთრალის ვექტორიან ადამიანებს აქვთ ყველაზე დიდი სექსუალური სურვილი და ყველაზე დიდი სექსუალური მიმზიდველობა საწინააღმდეგო სქესისათვის. ამიტომ ურეთრალის ვექტორიანი მამრი ხშირად ისეთ ქალებთანაც ამყარებს სქესობრივ ურთიერთობას, რომლებსაც არ შეუძლიათ მიიზიდონ სხვა მამრი (წვება მახინჯებთან და ბებრებთანაც), ხოლო ურეთრალის ვექტორიანი მდედრი კი უარს არ ეუბნება სხვა ქალებისგან დაწუნებულ მამაკაცებს და ნაყოფიერდება მათგან. ურეთრალის ვექტორიანების ასეთი შესაძლებლობა მთელ ჯოგს უზრუნველყოფდა მომავალი თაობით.

თანამედროვე ეპოქაში აღარ დგას გამრავლების განსაკუთრებული საჭიროება (აღარ არის გამრავლების დეფიციტი), ამიტომ ჩვენს დროში ურეთრალური ვექტორის პოლიგამია შემოიფარგლება მხოლოდ სექსით, ბავშვების გაჩენის აუცილებლობის გარეშე. კერძოდ ეს გამოიხატება იმაში, რომ ურეთრალის ვექტორიანმა მდედრებმა, დედობის ნაცვლად, შეიძინეს ნამდვილი წინამძღოლების, ბელადების ფუნქცია.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისება ურეთრალის ვექტორიან ადამიანს აძლევს შესაძლებლობას შეასრულოს თავისი სახეობრივი როლი, ე.ი. შექმნას მომავალი მთელი ჯგუფისთვის.

მოძრაობა

ურეთრალის საქმიანობა - ყოველთვის მთელი ცხოვრების საქმეა, დიდი მასშტაბისა, რომელიც არაა შეზღუდული ერთი ვიწრო სპეციალობით ან პროფესიით. ურეთრალის საქმიანობა მთელი მისი ჯგუფის საქმეა, ამიტომ რეალიზებული ურეთრალის ვექტორიანი ადამიანი ყოველთვის მეთაური და წინამძღოლია, იქნება ეს ჯარი თუ რაიმე დიდი კომპანია. არჩეული მიმართულებით მოძრაობისას ყოველთვის ენერგიული და შეუჩერებელია. ის ბუნებისგან დაჯილდოებულია აზროვნების და რეაქციის მახსიმალური სისწრაფით, რომელიც ეხმარება მას რომ იყოს მდგომარეობაზე სწრაფი (შეეძლოს ნებისმიერ შექმნილ სიტუაციაში მყისიერად რეაგირება). ურეთრალის ვექტორიანის აზროვნება არაა შეზღუდული დადგენილი ნორმებით და სტერეოტიპებით, რაც აძლევს მას ისეთ რანგს, რომ შეუძლია იყოს ნოვატორი და გამბედავი გადაწყვეტილების მიღებისას. აზროვნების ასეთი სტილი ურეთრალის ვექტორიან ადამიანს ხდის ძალიან მოქნილს და ეხმარება იპოვოს ახალი, უფრო შესაფერისი გზები მთელი ჯგუფის წინსვლისთვის. ერთადერთი რაშიც ის ვერ ავლენს მოქნილობას - ესაა მისწრაფება მიზნისკენ, რომელის მიღწევაც ნებისმიერ ფასად უნდა, ასევე უნდა ბუნებრივი რანგით დარწმუნდეს იმაში, რომ მას თავად შეუძლია უწინამძღოლოს საკუთარ ჯგუფს. ურეთრალის მიზნისკენ სვლა ხასიათდება სიტყვებით: ,,მყისიერი", ,,არათანაბარი", ,,რევოლუციური".

ურეთრალის ვექტორიანი ადამიანი ბავშვობიდანვე სინჯავს შეუძლია თუ არა მიზნისკენ მოძრაობა და საკუთარი ხედვის შესაბამისი მომავლის შექმნა. ეს ვლინდება როგორც საკუთარი თავის გამოცდა გამძლეობაზე, მიდრეკილია ექსტრემალური გართობისა და ხშირად გაუმართლებელი რისკისკენ. ის ხშირად გვეჩვენება გაუწონასწორებელ ადამიანად, რომელიც მზადაა სრულიად უმიზეზოდ ჩაიგდოს თავი საფრთხეში. თუკი ჯგუფს ვერ აგროვებს, ან მის მიერ შეკრებილი ჯგუფი არ შეესაბამება მის ბუნებრივ ტემპერამენტს, ის თავის ფსიქიკას იკმაყოფილებს სპორტით, ან თუ სტრესშია ყაჩაღობით, აზარტული თამაშებით, ალკოჰოლით, აწყვეტილი სექსით ან სხვა დამღუპველი ჩვევებით.

დარღვევები არსებობს მოძრაობის საფეხურზეც, ესაა როცა ურეთრალის ვექტორიანი ადამიანი ვერ იკმაყოფილებს თავის ბუნებრივ რანგს, ვერ შედგება ბელადად და ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ დავალებას. ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მიზეზების გამო, კერძოდ, თუ მას ერთვის ვექტორი ინფორმაციის მეოთხედიდან (სმენა ან ვიზუალი), ხდება ურეთრალის ცხოველური, მოუთოკავი ბუნების დამუხრუჭება. ასეთ შემთხვევაში, ურეთრალის ვექტორიანი ვარდება სტრესში: ამ დროს შეიძლება გახდნენ ყაჩაღური ბანდის მეთაურები ან პათოლოგიური მშიშრები და მარტოხელები. იმის მაგივრად რომ გახდნენ ბელადები, უბრალოდ ლოთდებიან. ურეთრალის ვექტორიანი ქალები კი სტრესისას (განსაზღვრულ მდგომარეობაში) შეიძლება გახდნენ ლესბოსელები. (პ.ს. ისე არ გაიგოთ თითქოს ურეთრალის ვექტორიანისთვის ყოველთვის საშინელება იყოს როცა ინფორმაციის მეოთხედიდან ერთვის რომელიმე ვექტორი (სმენა ან ვიზუალი). თუ ის სწორად რეალიზდა და მასში დომინირებს ვექტორები ინფორმაციული მეოთხედიდან ის შეიძლება გახდეს გენიალური მსახიობი, პოეტი, მეცნიერი ან სულიერი ლიდერი).

განვითარება

განვითარების თვისებები ურეთრალის ვექტორიან ადამიანს შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად გააფართოვოს საკუთარი ჯგუფი და შეუქმნას მას (ჯგუფს) იდეალური პირობები. ყოველი ურეთრალის ვექტორიანი ბელადი ხედავს საკუთარი ჯგუფის მომავალს, მდგომარეობას რომლის დაკავებასაც შეაძლებინებს ჯგუფს სირთულეების მიუხედავად. რაც მეტად იყენებს ურეთრალის ვექტორიანი განვითარების თვისებებს, მით უფრო მკაფიოდ და მასშტაბურად ხედავს მომავალს და მით უფრო თვდაჯერებულად მიუძღვის წინ ადამიანებს.

მდგომარეობა რომელიც ურეთრალში წარმოიშობა განვითარების დონეზე არის ვნება. იმისთვის რომ გული აუნთოს სხვებს და გაიყოლოს დიადი მიზნისკენ, თვითონვე უნდა იყოს ამ მიზნით შეპყრობილი. ურეტრალის ვექტორიანი ადამიანი მთელი ცხოვრება მტკიცედ მიყვება თავის გლობალურ მიზანს და ურყევად მიდის წინ. რაც უფრო წინ მიდის, მით უფრო დიდი და ძლიერი ხდება მისი ჯგუფი. მაგრამ კონკრეტული მიზანი ურეთრალური ბელადისთვის არაა საბოლოო რეზულტატი, რადგან მომავალი ყოველთვის რჩება მიუღწეველ მომავლად. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ურეთრალის მიზნები, მისი მოქმედება და მისი ჯგუფის განვითარების პროცესი უსასრულოა.

დამხმარე შტრიხები დიაგნოსტიკისთვის

ერთვექტორიანი ურეთრალები თანამედროვე ეპოქაში ძალზე იშვიათია, რადგან მათი სურვილის დონე არასაკმარისია ნორმალური სოციალიზაციისთვის. უფრო ხშირად გვხვდებიან მრავალვექტორიანი ადამიანები დართული ურეთრალური ვექტორით. ურეთრალის ვექტორიანი ადამიანები ყოველთვის გამოირჩევიან - მათი აქტიურობა არ აძლევს მათ შეუმჩნევლად დარჩენის საშუალებას. ისინი არ ცნობენ არანაირ საზღვრებს - არც ფსიქიკურს და არც გეოგრაფიულს - მით უმეტეს არ ზღუდავენ საკუთარ სურვილებს. გარშემომყოფები მათ აბრალებენ ,,ამჩატებულობას". თუკი ურეთრალის ვექტორიანი მიგიღებთ საკუთარ ჯგუფში, მასთან ურთიერთობა იოლია: ურეთრალები არიან გულუხვები, სამართლიანები, გახსნილები ყველანაირი სიახლისთვის. მაგრამ მათ შეუძლიათ გამოავლინონ სიმტკიტე და სისასტიკე საკუთარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ასევე ავლენენ საშინელ მრისხანებას, თუკი ვინმე დაეჭვდება მათ რანგში ან თუ ვინმე საფრთხეს უქმნის მის ჯგუფს.


ავტორი: ვ.იუნევი

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე

  • პოლიგამია ურეთრალურ ვექტორში

  • ურეთრალური და ანალური ვექტორების შეთავსება

  • ურეთრალური ფსიქოტიპის ხასიათი. მომავლის ადამიანი

  • მეფე ქალი - ფარით ან ფარზე

  • ურეთრალური ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

  • ურეთრალური ფაზა

  • გონებაში მეფის გარეშე. საკუთარი შვილის რეგენტობა

  • შეცდომები ურეთრალური ფსიქოტიპის დიაგნოსტირებისას