კუნთის ვექტორის ზოგადი მიმოხილვა


კუნთის ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

რაოდენობა - ადამიანების 38% (სხვა ვექტორებთან კომბინაციაში 100%)

მიეკუთვნება - სივრცის მეოთხედს

ფუძე - მატერია.

ფუნქცია - ცოცხალი ნივთიერების შენარჩუნება სხეულში (ფიზიკურ სხეულზე ზრუნვა). ფიზიკური მუშაობა მშვიდობიანობისას და მკვლელობა ომის დროს

[თვისებები, რომლებიც ქვემოთაა აღწერილი, ეხებათ ძირითადად იმ ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ კუნთის ვექტორი აქვთ. სხვა ვექტორებთან კომბინაციაში კუნთური თვისებები მთლიანად ამ ვექტორების სამსახურში დგება და უძლიერებს მათ სურვილის ძალას.(მთარგმნ. შენიშვნა)]

ყოველ ადამიანს გააჩნია სურვილების ნაკრები, რომლებიც ნაკარნახევია იმ ვექტორების თვისებებით, რომლებიც ვლინდება მასში. მთელი კაცობრიობა - ესაა მკაფიოდ ფუნქციონირებადი სისტემა, რომელსაც თითოეული ელემენტი ავსებს თავისი ბუნებრივი დავალების შესრულებით. კუნთის ვექტორი საკაცობრიო სისტემაში ვლინდება საბაზისო ელემენტად, რომელიც უზრუნველყოფს სიცოცხლეს და ცხოვრების გაგრძელებას.

კუნთური ქსოვილი ადამიანის ორგანიზმში არის ჩაკეტილი სივრცე, რომელიც შემოსაზღვრულია კანით. კუნთური კორსეტი მტკიცედ იცავს შინაგან ორგანოებს გარეგანი ზემოქმედებისგან. ადამიანის შესაძლებლობა იცოცხლოს, იმოძრაოს და შეეგუოს გარემოპირობებს, დიდადაა დამოკიდებული კუნთურ მასაზე, რომელიც შეადგენს ადამიანური სხეულის ფუნდამენტს.

ადამიანის სხეული არის ზესისტემური წესრიგის პროექცია, რომელიც არის მკაფიო დემონსტრაცია თუ როგორ მუშაობს კუნთის ვექტორი საკაცობრიო მასშტაბით. კუნთის ხალხი ქმნის ჯოგის მატერიას, ისინი არიან ცოცხალი ნივთიერების ფუნდამენტი. მათი ფუნქციაა შექმნან ერთიანი ჯგუფი და უზრუნველყონ მისი სიცოცხლისუნარიანობა.

თანამედროვე ქალაქში ერთვექტორიან კუნთებს შეიძლება შევხვდეთ ფაბრიკებსა და ქარხნებში (რიგით მუშად), მშენებლობაზე, იქ სადაც საჭიროა მონოტონური ფიზიკური მუშაობა. სხვა ვექტორულ კომპლექტში კუნთის ვექტორი აქვს ყველას. კუნთის ვექტორი კომპლიმენტარულია, ის შეერწყმის სხვა ქვედა ვექტორებს, აძლიერებს მათ თვისებებს და ანიჭებს სხეულს დამატებით სიცოცხლისუნარიანობას.

გარეგნული იერი

ნებისმიერი ვექტორის გარეგნული ნიშნები - ესაა ფასეული მასალა დაკვირვებისთვის. ვექტორის აზრი და ფუნქცია გამოხატულია ადამიანის გარეგნულ იერში. ერთი მხრივ ვექტორის დიაგნოსტიკა შენდება მისი აზრებისა და ფუნქციის გაგებაზე, ამავდროულად გარეგნული გამოვლინება ემსახურება დიაგნოსტიკის დამტკიცებას.

როგორც ცხოვრებაში ისე ჩაცმაში კუნთის ვექტორი უბრალო და უპრეტენზიოა. კუნთის ვექტორიანის მისწრაფებაა იყოს ისე როგორც ყველა. კუნთის ვექტორიანი ადამიანი ყველაზე კარგად თავს გრძნობს შინ, ნაცნობ გარემოცვაში. ესაა უბრალო ხალხი რომლებიც ცხოვრობენ წყნარი, შეუმჩნეველი ცხოვრებით.

კუნთის ადამიანის ემოციური ფონი ყოველთვის თანაბარია, მაგრამ მისი პოლარობა დამოკიდებულია შინაგან მდგომარეობაზე, რომელიც, როგორც წესი განისაზღვრება გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით. არსებობს კუნთის ვექტორის მხოლოდ ორი მდგომარეობა: მონოტონია და მრისხანება, ანდა სხვანაირად, მშვიდობის და ომის. სწორედ ეს განსაზღვრავს კუნთის ვექტორიანის ორ რადიკალურად განსხვავებულ საქმიანობას - მშვიდობიანობისას ფიზიკური სამუშაო და მკვლელობა (მეომარი) ომის მდგომარეობაში.

ერთვექტორიანი კუნთი ძნელად აყალიბებს თავის აზრებს, ვერ განავრცობს. მისი ინტერესების სფეროა სხეულის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება: ჭამოს, სვას, ისუნთქოს, დაიძინოს. კუნთი იღებს სიამოვნებას მონოტონური, მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულებით. მძიმე შრომით იღებს საკვებს როგორც თავისთვის, ისე მთელი ჯოგისთვის.

სახეობრივი როლი

კუნთის ვექტორის ძირითადი საკაცობრიო როლია - ჯგუფის ფიზიკური სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა. მშვიდობიან დროს კუნთი ასრულებს მძიმე ფიზიკურ სამუშაოს, მოიპოვებს საკვებს, ომის დროს კი კლავს მტრებს, ეხმარება თავის ჯგუფს გადარჩენაში. კაცობრიობის არსებობის მანძილზე კუნთის ვექტორის როლი თითქმის არ შეცვლილა.

პირველყოფილ ფაზაში კუნთის ვექტორი პასუხისმგებელი იყო ეწარმოებინა ადამიანის სხეულები, ახალი ელემენტები ჯოგისთვის, ჯოგის გამრავლებისთვის. ასევე კუნთის ვექტორი კანური და ურეთრალური საზომის ხელმძღვანელობის ქვეშ, ითვისებს ახალ სასიცოცხლო სივრცეებს. საფრთხის დროს როცა მოსალოდნელია გარე აგრესია, კუნთის ვექტორიანები საკუთარი სხეულით იცავენ ჯოგის უსაფრთხოებას.

ახლაც კუნთის ვექტორის როლი იგივეა. ტექნიკურმა პროგრესმა კუნთის ვექტორის მოქმედება უფრო რთულ გარემოში: დანადგარებთან, საამქროს მოწყობილობებთან. ესეც იგივე, მძიმე ფიზიკური, მონოტონური სამუშაოა, რომელიც მოითხოვს კუნთური საზომით მოქმედებას.

აზროვნება

კუნთის ვექტორიანის აზროვნების კატეგორიაში არ არის ,,მე". ის შეიგრძნობს სრულ შერწყმას მის გარემომცველ ადამიანებთან, ერთობას, გადაჯაჭვულს საერთო ცხოველურ სურვილებთან და ბაზისეულ ფიზიკურ მოთხოვნილებებთან - ჭამა; სმა; სუნთქვა; ძილი. საერთო ,,ჩვენ" - ესაა ღრმა ფსიქიკური შეგრძნება.

კუნთის ვექტორიანთა შერწყმა დანარჩენებთან განისაზღვრება საერთო საარსებო სივრცით, რომელშიც ცხოვრობს მათი ჯოგი. ერთიან განუყოფელ კოლექტივად, ერთვექტორიანი კუნთის ადამიანები ერთად ღებულობენ საკვებს, ერთად მუშაობენ, ერთად ძინავთ, ერთად ცხოვრობენ. კუნთის ვექტორის გარემოცვა - ესაა ერთიანი, მონოლითური სხეული. თვითონ ის - ერთი ბევრიდან, ამ სხეულის შიგნით, თავს შეიგრძნობს მისგან განუყოფლად. მისი ,,მე" - ესაა გეოგრაფიული ერთობის ცენტრი, ერთიან საარსებო გარემოში, რომელსაც ის ეკუთნის.

კუნთის ვექტორიან ადამიანს არ გააჩნია დამოუკიდებლობა აზროვნებაში, მისი აზროვნების კატეგორიები კოლექტიურია. მთელ თავის წარმოდგენებს საკუთარ თავზე ის ავრცელებს სხვებზეც. ნებისმიერ განსხვავებას, რომელიც აღმოცენდება მისი ჯგუფის ფარგლებში, კუნთის ვექტორიანი  ვერ იგებს და არ იღებს. ერთვექტორიან კუნთს არ გააჩნია საკუთარი მოსაზრება: ,,როგორც სხვები იტყვიან, მეც ისე მოვიქცევი!". კუნთური კოლექტივის განსაკუთრებულობა ჩანს გამოთქმაში ,,როგორც სხვები, ისე მე". თუკი ხდება გადახვევა ტრადიციული ნორმებიდან, კუნთის ადამიანს ეს უქმნის დისკომფორტს, ეს მისთვის არაადამიანურია (ნორმა არ არის).

მის აზროვნებას განაპირობებს გარე ფაქტორების ზემოქმედება. მიდრეკილია ცხოვრების ტრადიციული სტილისკენ. ჩვეულებები და ქცევები ფორმირებული ერთ ადგილზე მცხოვრებ მრავალ თაობაში, იძლევა გარანტიას იცოცხლონ კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოში.

ერთადერთი დარდი, რაც შეიძლება კუნთის ვექტორიანმა  ფსიქიკურ დონეზე განიცადოს - ესაა მისი ხელოვნურად მოწყვეტა ერთიანი ჯგუფური სხეულიდან, ეს იწვევს კრიზისს მის აზროვნებაში. კარცერში მოთავსება დასჯის სისტემაში ეფუძნება ქვეცნობიერ ზეწოლას კუნთურ ფსიქიკაზე. ჩვეულებრივ საკანში ყოფნას ის განსაკუთრებულად არ განიცდის, რადგან ახერხებს დაამყაროს სხვებთან (თანამოსაკნეებთან) კუნთური კავშირი და ხდება მათი ერთობის ნაწილი.

ქსენოფობიის გამოვლენა ეფუძნება კუნთურ აზროვნებას. ესაა მიუღებლობა (ვერატანა) ვინმე ან რაიმე უცხოსი, უცნობისა; უცხოს აღიქვამს როგორც გაუგებარს, მიუწვდომელს, ამიტომ თვლის მას მტრად და სახიფათოდ. კუნთურ აზროვნებაში ყალიბდება კოლექტიური ქსენოფობია გეოგრაფიული ნიშნით, ხოლო შემდეგ სხვა ქცევით მოდელების მიუღებლობა (განსხვავებულის სიძულვილი). ეს გამოვლინება განსხვავდება ნაციონალიზმისგან და რასიზმისგან, ეს არ არის ზიზღი ადამიანის კანის ფერის, გარეგნული იერის, მისი სალაპარაკო ენის, ან მისი ნაციონალური კუთვნილების გამო. აქ არის მისი მიუღებლობა განსხვავებული ქცევის წესის ან გეოგრაფიული კუთვნილების გამო. გავრცელებული გამოვლინება კუნთური ქსენოფობიის გამოვლენისა არის დაპირისპირება უბნებს ან რაიონებს შორის პატარა ქალაქებში - არის ორი კუნთური კოლექტივის დაპირისპირება, რომლებიც დაჯგუფებულნი არიან გეოგრაფიული ნიშნით (ამ შემთხვევაში).

კუნთის ვექტორის აზროვნების მექანიზმი არ განსაზღვრავს ფასეულობათა განვითარებას. არ არის ,,მე" ე.ი. არ არის აზროვნება, ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით.

ურთიერთობა

კუნთის ვექტორი გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობისას აბსოლუტურად მოქნილია, მას შეუძლია შეეწყოს ნებისმიერ სიტუაციას. ერთადერთი რაც კუნთის ვექტორიანი ადამიანისთვის ფასეულობას წარმოადგენს - ესაა ჭამა, სმა, სუნთქვა, ძილი და არსებობა. თუკი ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთის დაკმაყოფილება დადგება საფრთხის წინაშე, მაშინ კუნთის ვექტორიანის მოქნილობა გადაიქცევა აბსოლუტურ მოუქნელობად, - მან შეიძლება მკვლელობაც ჩაიდინოს, ყოველგვარი ზედმეტი ემოციების გარეშე, უბრალოდ შეასრულებს როგორც ბუნებრივ დავალებას. ერთადერთი ფასეულობა რასაც ერთვექტორიანი კუნთი დაიცავს - არის ერთიანი ჯოგის და საკუთარი სხეულის სიცოცხლე. ყველანაირი სოციალური კეთილდღეობა - იქნება ეს ხელფასი, პრემია, განათლების მიღება და სხვა - ერთვექტორიანი კუნთისთვის არ წარმოადგენენ ფასეულობას, მისთვის მთავარია ჰქონდეს საკვები და თავშესაფარი. თანამედროვე ქალაქურ ცხოვრებასთან კუნთის ვექტორიან ადამიანებს უჭირთ შეგუება, იმისთვის რომ გადარჩნენ ისინი ერთად სახლდებიან და ერთ კოლექტივად ერთიანდებიან (ერთიან სხეულად). ასეთი ერთი შეხედვით უაზრო ცხოვრება მიუღებელია ნებისმიერი სხვა ვექტორისთვის, გარდა ერთვექტორიანი კუნთისა - იმიტომ რომ ასეთი ცხოვრების წესი საკმარისია მისი მთავარი მოთხოვნილებების (ჭამა; სმა; სუნთქვა; ძილი) დასაკმაყოფილებლად. ისინი მთელი სიცოცხლე ცხოვრობენ კოლექტიურად და მონოტონურად, საფრთხის შემთხვევაში კი ასევე კოლექტიურად ამჟღავნებენ სიბრაზეს.

ურთიერთობაში კუნთის ვექტორიანი ადამიანი 100% და ყოველგავარი კითხვების გარეშე ასრულებს სხვების მიერ მიცემულ ბრძანებებს. მის თვისებებს შორის არ არის უნარი გააანალიზოს, იმსჯელოს, დაეჭვდეს, იფიქროს ბრძანების ეფექტურობაზე. ასეთი ამორფულობა (ამორფულობა - ამ შემთხვევაში თვისებათა არქონა), რომელიც სხვა ადამიანების მიერ აღიქმევა როგორც აზროვნების განუვითარებლობა, სინამდვილეში გამართლებულია ბუნებრივი დავალებით და ვლინდება მის ბაზისეულ (ბაზისეული-ძირითადი) თვისებებში, რომლებიც აუცილებელია კაცობრიობის გადარჩენისათვის.

არმიაში ჯარისკაცთა ურთიერთობა კარგი ილუსტრაციაა კუნთის ვექტორიანი ადამიანების გარემომცველ სამყაროსთან ერთიერთობისა. წოდებით უფროსები გასცემენ ბრძანებას - რიგითები კი უსიტყვოდ ასრულებენ მას: ,,ბრძანება ბრძანებაა" ან უფრო კუნურად ,,თუ გვიბრძანეს ე.ი. ასეა საჭირო". ნებისმიერი საჯარისო ფორმირება კარგად ასახავს კუნთურ ურთიერთობებს: ადამიანთა ძირითადი მასა ასრულებს ,,ცოცხალი სხეულის" ფუნქციას და ემორჩილებიან მეთაურის ბრძანებას.

ერთვექტორიან კუნთს პასიური ლიბიდო აქვს. პარტნიორებს არ ირჩევენ, წყვილდებიან სიტუაციიდან გამომდინარე, ან გარემო პირობების ზეწოლის შედეგად - სწორედ აქედან მოდის სოფლებში ,,გარიგების" (მაჭანკლობის) ტრადიცია. ოჯახის შესაქმნელად კუნთის ვექტორიანს ჭირდება ნათესავებისა და ოჯახის წევრების ლოცვა -კურთხევა, ძირითადად მთელ ცხოვრებას ატარებს მშობლიურ სოფელში, იცავს ტრადიციებს და ამრავლებს ქვეყნის დემოგრაფიულ ფონდს (აჩენს ბევრ ბავშვს). ერთვექტორიანი კუნთი მონოტონიას ავლენს ყველაფერში, სექსშიც კი: არასოდეს იცვლის პარტნიორს, წყნარი ცხოვრება და ბევრი ბავშვი, ასე 8-10 ბავშვი ოჯახში.

მოძრაობა

ერთვექტორიანი კუნთი დამოუკიდებლად არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებს, არც ინდივიდუალურად, არც კოლექტიურად. მოძრაობის მიმართულებას მას აძლევენ სხვა ვექტორები. კუნთის ვექტორიანი აბსოლუტურად ვერ ერკვევა ვერაფერში რაც სხეულის მოთხოვნილებებს არ ეხება. ბრაზის მდგომარეობაშიც კი ის საჭიროებს წინამძღოლს, ის ვინც მის ბრაზს მისცემს მიმართულებას.

სხვებზე დამოკიდებულება, მზადყოფნა დააკოპიროს გარშემომყოფთა მოქმედებები, ფსიქიკის უფორმობა და საკუთარი ემოციური შკალის არქონა, კუნთის ვექტორს ხდის მზადმყოფს მოექცეს ნებისმიერის გავლენის ქვეშ. კუნთის ვექტორიანები ემორჩილებიან განუვითარებელ კანის ვექტორიან ჯიბგირსაც, ანალის ვექტორიან მოძღვარსაც და ურეთრალის ვექტორიან ბელადსაც. ამიტომ ერთვექტორიანი კუნთის რეალიზაცია მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გარემოში მოხვდება ის (ვისი გავლენის ქვეშ მოექცევა).

საუკეთესო რეალიზაცია ერთვექტორიანი კუნთისთვის არის ფიზიკური სამუშაო. ერთვექტორიანი კუნთის სპორტული მომზადება უფრო ნაკლებ სარგებელს მოუტანს კაცობრიობას, ვიდრე ფიზიკური სამუშაო (თუ არის კან-კუნთის, ან კან-ანალ-კუნთის კომბინაცია მაშინ პირიქით, ის შეიძლება იყოს ბრწყინვალე სპორტსმენი). ჯგუფისთვის საზიანო იქნება - ფიზიკურად მომზადებული ერთვექტორიანი კუნთი, რომელიც არ არის ჩართული სასარგებლო შრომაში, რადგან ის შეიძლება გახდეს რომელიმე კრიმინალური ბანდის წევრი (მუშაობისთვის მზადმყოფი კუნთი რომელიც არაფერს აკეთებს ზარმაცდება და მუშაობის სურვილს იკმაყოფილებს კრიმინალური ლიდერის ბრძანებათა შესრულებით).

გარემოს ნებისმიერ ცვლილებაზე კუნთის ვექტორიანი რეაგირებს ერთნაირად - ისე როგორც ასწავლეს ბავშვობაში. მისი რეაქციის სისწრაფე დამოკიდებულია მის ლიდერზე. კუნთის ვექტორიან მეომრებს შეუძლიათ სრულიად გადაეწყონ კანის ვექტორიანი ლიდერის ან ურეთრალის ვექტორიანი ბელადის სიჩქარეზე. იმისთვის რომ ერთვექტორიანმა კუნთის ადამიანმა იმოძრაოს, მას აუცილებლად ჭირდება ჰყავდეს ხელმძღვანელი ან ერთვოდეს რომელიმე სხვა ვექტორი.

განვითარება

ერთვექტორიანი კუნთი განვითარება ხდება კოლექტიურად, მთლიანი ჯოგის ჩარჩოში. ვითარდება ერთიანი კუნთური სხეული - ჯგუფში ადამიანთა სიმრავლის წყალობით იზრდება ჯგუფის შესაძლებლობები.

კუნთის ვექტორიან ადამიანს არ აქვს თვისებები ისეთი განსაკუთრებული სწავლებების გასაგებად, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა მას ყოფილიყო სხვებისგან გამორჩეული. ერთადერთი შინაგანი ცვლილებაა, რომელიც ერთვექტორიან კუნთში ხდება მთელი ცხოვრების მანძილზე, არის ფიზიკური ძალის მატება (ხდება უფრო ღონიერი). მისი განვითარება ხდება უბრალო და ყოველდღიური სამუშაოს მუდმივად გამეორების ხარჯზე: მუშაობა-ჭამა-ძილი.

კუნთის ვექტორიანი ადამიანის ცხოვრება ჩაკეტილი პროცესია, ის დღიდან დღემდე იმეორებს ერთფეროვან სამუშაოს, კმაყოფილებას იღებს მუშაობის პროცესიდან და არა მისი რეზულტატისგან. თუკი მიზანი შინაგანად აქვს დასახული - კუნთის ვექტორიანი იმუშავებს ამ მიზნისთვის, ე.ი. გაიმეორებს იმ მოქმედებას რომელიც მიიყვანს მიზნის მიღწევამდე. თუკი მიზანი არაა დასახული - მაშინ კუნთის ვექტორიანი გარშემომყოფთა მოქმედებას და თანდათან ეშვება იმ მდგომარეობამდე რომ ერთიანი ჯოგის ნაცვლად, იცავს მხოლოდ საკუთარ სხეულს, ან სხვანაირად რომ ვთქვათ ხდება მოჩხუბარი.

დამხმარე შტრიხები დიაგნოსტიკისთვის

ერთვექტორიანი კუნთები იშვიათად ტოვებენ შეჩვეულ ადგილს და გარემოცვას. ისინი ცხოვრობენ კოლექტიურად, მათი ცხოვრების წესი უბრალოა. მათთვის ძნელია თანამოსაუბრეს გააგებინონ საკუთარი აზრი, ურჩევნიათ უჩვენონ ან მიუთითონ იმ საგანზე რომლის შესახებაც საუბრობენ. მათი საუბრის საგანი მარტივია და შეეხება სამუშაოს ან სხეულის მოთხოვნილებებს. გაურბიან სიტყვა ,,მეს" ხმარებას, ურჩევნიათ თქვან ,,ჩვენ". ერთვექტორიანი კუნთის ადამიანები დამყოლები და გულკეთილები არიან, სანამ არ გადადიან ბრაზის მდგომარეობაში. ისინი არიან კარგი მუშები, მეომრები, ისინი მზად არიან დაიცვან ყველა, ვინც მათთან ერთად ცხოვრობს (ყველა ვისაც თავისი ჯოგის წევრად აღიქვამენ). აზრი არ აქვს ერთვექტორიანი კუნთისგან ელოდო ინიციატივის გამოჩენას. კუნთის ვექტორიანები ემორჩილებიან მათზე ძლიერებს, ჭკვიანებს და აქტიურებს, ისინი ბუნებრივად მორჩილები არიან. მთავარი რაც უნდათ ერთვექტორიან კუნთის ადამიანებს - არის საჭმელი და საცხოვრებელი.

პ.ს. გაითვალისწინეთ, რომ ეს სტატია ეხება ერთვექტორიან კუნთს. თუ კუნთს ერთვის სხვა რომელიმე ვექტორი, მაშინ კუნთური თვისებები მთლიანად ამ ვექტორის სამსახურში დგება და უძლიერებს მას სურვილის ძალას.

მასალა თარგმნილია ვ.იუნევის ლექციებიდან

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე

  • როგორ გვეხმარება კუნთის ვექტორი ცხოვრებისეული მოვლენების მართვაში

  • კუნთური ფსიქოტიპის ხასიათი

  • კუნთის ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

  • კუნთის ვექტორის აზროვნება

  • დაბადების ფაზა & ადამიანები კუნთის ვექტორით

  • რა დგას კან-ვიზუალი ქალის მაცდურობის უკან?

  • კუნთის ვექტორის საბაზისო თვისებები

  • კუნთის ვექტორიანის სურვილები