რისხვა და მონოტონია


რისხვა და მონოტონია

დღეს ვისაუბრებთ კუნთურ ფსიქოტიპში მონოტონიისა და რისხვის მდგომარეობებზე. ეს ვექტორი უფრო ხატოვნად  რომ გამოჩნდეს, მოდით, ის გასაუბრებაზე წარმოვიდგინოთ. თუ კანი თავის მიღწევებზე და წარმატებებზე მოგიყვებათ და მხოლოდ ერთ გვერდიან რეზიუმეს წარმოგიდგენთ, ანალი პირიქით, მთელ სამ გვერდს დაუთმობს ამას, დაწვრილებით და რაც მთავარია პატიოსნად გადმოგცემთ, თუ როგორი საჭირო კადრია მოცემული სამუშაოსთვის. აი, კუნთები გასაუბრებას საერთოდ არ გადიან, ისინი კოლექტიური ადამიანები არიან და დირექტორთა საბჭოსთან საუბარს მხოლოდ მათი უშუალო მმართველის ხელმძღვანელობით შეძლებენ. ამასთან ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ თუ დირექტორის კაბინეტში კუნთების ჯგუფი შევიდა მათ ხელძღვანელთან ერთად, მაშინ მხოლოდ ხელმძღვანელი ილაპარაკებს, დანარჩენები უბრალოდ იდგებიან, ანდა თავის ქნევით დაადასტურებენ ყველაფერს, რასაც ის იტყვის. ამის ახსნა ძალიან მარტივია – კუნთურ ფსიქოტიპს არ გააჩნია საკუთარი აზრი, რადგან მას არ აქვს თავისი ინდივიდუალური ,,მე“.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ კუნთური გუნდის ,,კაპიტანი” შეიძლება ნებისმისმიერი იყოს – ანალიც, კანიც და ურეთრალიც. ანალთან ერთად ისინი ყველაფერს თავისი რიგის მიხედვით და სწორად გააკეთებენ, კანით აღფრთოვანებულები იქნებიან – ის ყოველთვის აძლევს სამუშაოს და ურთიერთობა კი შეიძლება სულაც არ ჰქონდეს. ახალ კოლექტივთან მიჩვევაც ადვილია – კუნთი უბრალოდ ეჩვევა ახალ კოლექტიურ “ჩვენს”, მოცემულ ჯგუფში უკვე არსებული წესრიგს ემორჩილება უფრო სწორად რომ ვთქვათ, “სხვის საქმეში ცხვირს არ ყოფს”.

კუნთის ვექტორიანები ინტროვერები არიან და ამასთან ყოველგვარი შინაგანი ,,მეს” გარეშე. ამიტომაც პასური და მორჩილი ქცევა ახასიათებთ, არ ეჯიბრებიან არავის ქალებში, ფულში, მოსავალში… წარმოიდგინეთ სიტუაცია: კ ა ნ ი მანქანით გაიჭედა მინდორში – ერთხელ სცადა გამოსვლა არ გამოუვიდა, არც მეორედ. უცებ დაინახა, რომ რამოდენიმე კაცი მინდორში რაღაცას თხრიან და დახმარება სთხოვა, კაცებმა (კუნთებმა) თხოვნა ყურად იღეს თავიანთი ბარებით მიეშველნენ ამოთხარეს კ ა ნ ი კი ჩაჯდა მანქანაში დაძრა და მადლობის ნიშნათ ხელი დაუქნია, ფულიც კი არ გადაუხადა დახმარებისთვის. კუნთებს კი ეს არც სჭირდებოდათ, დაუბრუნდნენ ისევ თავის სამუშაოს და განაგრძეს თხრა თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო.

მდგომარეობის ღერძი

დავუბრუნდეთ კუნთის ვექტორიანების სცენარების აღწერას. უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველაზე მკვეთრად მათ ინსტინქტები აქვთ გამოხატული. საქმე იმაში კი არ არის, რომ ისინი კუნთებს მეტი აქვთ, არამედ იმაში, რომ მათ სხვა არც არაფერი არ აქვთ. თუკი კანს, ანალს და კუნთს მათლიანი შინაგანი მეს გათვალისწინებით კიდევ აქვთ დამატებითი მოთხოვნილებები, სურვილები, ამბიციები და ა.შ კუნთებს მხოლოდ შეგრძნებები და ინსტინქტები გააჩნიათ. სწორედ ეს ქმნის უნიკალურ სიტუაციას – კუნთურ ადამიანებს ფსიქიკური გადახრები, ნერვოზები და სხვა დაზიანებები არ აქვთ. კუნთი ყოველთვის გაწონასწორებულია.მას ორი ძირითადი მდგომარეობა აქვს (არა გადახრა ანალივით – წყენა, შურისძიება, მადლიერება, არამედ სწორედ მდგომარეობები )– რ ი ს ხ ვ ა  და  მ ო ნ ო ტ ო ნ ი ა.

მონოტონია – უცვლელი სიტუაცია, მუდმივი ფონი. ეს ძილს ჰგავს, ადამიანი გამუდმებით იმეორებს ერთსა და იმავე რიტმს – ადგა, ჭამა, სამსახურში წავიდა, დაბრუნდა, ჭამა, დაიძინა, მერე ისევ ადგა, ჭამა… კუნთურ ფსიქოტიპს შეუძლია ასეთ მდგომარეობაში წლები გაატაროს და მხოლოდ იმიტომ, რომ შინაგნი მე არ აქვს. დროის შეგრძნებაც შეიძლება გამორჩეს. სხვა ადამიანებს დროის შეგრძნება აქვთ რადგან სწორედ ის “მე “ იცვლება. იცვლება სურვილები, ამბიციები, უნარები… კუნთს კი ასეთი არფერი აქვს. ნებისმიერი სხვა ფსიქოტიპი იტანჯება მონოტონიით, კუნთი – არა. ის ხომ სწორედ ამისთვისაა შექმნილი. იცნობთ ისეთ ხალხს ვინც სოფლად ან ქარხანაში მთელი თავსი ცხოვრება გაატარა? წლების განმავლობაში ყოველ დღე ერთსა და იმავე დავალებას ასრულებს და არ ბეზრდება – ის ხომ მუშა-კუნთია.

მონოტონიის საპირისპირო მდგომარეობაა – რ ი ს ხ ვ ა. ნებისმიერ ცხოველს აქვს მსგავსი მდგომარეობები – ძაღლი არაფერს დაგიშავებთ, ვიდრე ქვას არ ესვრით. აი, მაშინ კი ნამდვილად მოგვარდებათ (ეს ასე უნდა გავიგოთ – “შეუქმენი საფრთხე საბაზისო სურვილებს – ჭამა, ძილი, სმა, სუნთქვა). ზუსტად ასე ხდება კუნთებთანაც, მათ შეუძლიათ ათობით წელი მშვიდად იარონ სამსახურში, მაგრამ როგორც კი მათ ტერიტორიაზე მტერი გამოჩნდება, (ვინც ბაზისურ სურვილებს დაემუქრება) მაშინ მას კუნთური მთლიანობის რისხვა ემუქრება. გახსოვთ საბჭოთა სიმღერა ,,წმინდა ომი”? იქ ასეთი სიტყვებია – “დაე ტალღასავით აზვირთდეს რისხვა დიდებული”. აი, სწორედ ასე აზვირთდება კუნთური ადამიანის რისხვა, როგორც კი ძირითად სურვილებს საფრთხე დაემუქრება. განრისხებული კუნთი აუცილებლად რაღაცისკენ უნდა მიმართოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კოლექტიური “მე” რაიმე გამოუსწორებელს ჩაიდენს.

რისხვის მდგომარეობა

ვის შეუძლია კუნთების მონოტონიიდან რისხვაში გადაყვანა? პირველ რიგში ო რ ა ლ ს. ის მეტყველებაში განგებ იყენებს შეურაცხმყოფელ სიტვებს. თუ ჩავუფიქრდებით ნებისმიერი გინების სიტყვა თავის თავში სექსთან კავშირს გულისხმობს, ამიტომაც მსგავსი სიტყვები კუნთებს პირდაპირ ეხებათ. ისინი ფსიქიკას აღაგზნებენ და მათში მთვლემარე მხეციც იღვიძებს. შემთხვევითი არ არის, რომ კანი ოფიცერი, ანდა ორალი ზედამხედველი სწორედ ამ ენით მიმართავს კუნთებს, ამ დროს ორი მდგომარეობის – რისხვისა და მონოტონიის მანიპულირებას ახდენს.

არსებობს კიდევ ერთი პირობა: რისხვის გამოწვევა – საფრთხეა. საკმარისია დანის გახსნა, ყელში წაჭერა ან კუნთისადმი სხვა ნებისმიერი აგრესიის გამოვლენა, რომ თქვენ უმალ საკუთარ ტყავზე იგრძნობთ მის რისხვას. ალკოჰოლსაც შეუძლია მათი მონოტონია რისხვით შეცვალოს. საქმე იმაშია, რომ ინსტინქტების ზემოთ თითქმის არაფერი არაა და როგორც კი რაღაც ისე არ მიდის მხოლოდ ინსტინქტებიღა რჩებიან და ადამიანიც საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებს. საყოფაცხოვრებო მკვლელობები, არაფხიზელ მდგმარეობაში გარჩევები… ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. უკანასნელი პირობაა ქალი. როცა კუნთური მამაკაცი კეკლუც გოგონას ხედავს, რომელიც უღიმის და არაოზროვან მინიშნებებს აძლევს მაშინვე ეგზნება და ცხოველური რისხვა ეუფლება.

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო https://archive.is/DFlub#selection-2755.39-2755.46

  • პრიმიტიული აზროვნება

  • რა დგას კან-ვიზუალი ქალის მაცდურობის უკან?

  • ცოტა რამ, კუნთის ანუ შავი ვექტორის მქონე ადამიანზე

  • კუნთის ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

  • კუნთური ფსიქოტიპის ხასიათი

  • კუნთის ვექტორიანი ბავშვები

  • დაბადების ფაზა & ადამიანები კუნთის ვექტორით

  • როგორ გვეხმარება კუნთის ვექტორი ცხოვრებისეული მოვლენების მართვაში