სმენის ვექტორი და იდეა


სმენის ვექტორი და იდეა

ავტორი: მამუკა გურული

სმენის ვექტორიანი იდეებით ცხოვრობს. არასაკმარისად განვითარებული სმენა მიჰყვება იდეებს (ძირითადად სხვა ვექტორებიდან აღებულს) და მათი გამტარია. განვითარებული სმენა იდეების სამჭედლოს ჰგავს. იგი ჭედავს იდეებს, ცეცხლში ატარებს და ფორმას უცვლის, და საბოლოოდ იმ სახით აყალიბებს, რომ ბოლომდე აინთოს მისით და სხვებიც აანთოს. მისი იდეა ჰგავს მახვილს, რომელსაც აბსტრაქციის დონეზე კაცობრიობისთვის მომავალი მოაქვს და მის მასშტაბურ განვითარებას განაპირობებს. ესაა ბელადი ინტელექტის დონეზე, რომელიც დროს უსწრებს და სხვებისთვის წარმოუდგენელ მიზნებს სახავს.

იდეების გამოჭედვაში ყველა სხვა ვექტორი (ჯგუფი) ეხმარება სმენის ვექტორიანს. მხოლოდ მარტო ვერ შეძლებს საკმარისი დონის და მასშტაბის იდეის გამოჭედვას. მას ეხმარება:

1. ყნოსვური ზომა, რომელიც უსაფრთხოების ტესტზე ამოწმებს იდეებს;

2. ვიზუალური ზომა, რომელიც ჰუმანურობაზე და ლამაზ ფორმაზე ამოწმებს იდეებს;

3. ორალური ზომა, რომელიც ვერბალურ გამოხატულებაზე ტესტავს მათ (თუმცა სმენურ ზომასთან პირდაპირი კავშირი არ გააჩნია);

4.ურეთრალური ზომა, რომელიც ჯგუფის მატერიალური მომავლის გარანტიას უმოწმებს;

5. კანური ზომა, რომელიც პრაქტიკულობას და "აქ და ახლა" სარგებლიანობაზე ტესტავს, და

6. ანალური ზომა - რომელიც დეტალიზაციის და ხარისხის ფილტრში ატარებს.

7. კუნთური ზომა, რომელიც უშუალოდ არა, მაგრამ სხვა ვექტორებზე გავლით ინთება ამ იდეებით და საბოლოოდ ასხამს ხორცს.

8. და რა თქმა უნდა თავად სხვა სმენები, რომლებთანაც იდეური პაექრობა და იდეის გატანა უწევს. სმენებიც და მათი იდეებიც ბუნებრივ გადარჩევას გადიან, და მხოლოდ ძლიერი და ვარგისი იდეები გადარჩებიან. სხვაგვარად კაცობრიობა ვერ განვითარდებოდა.

სმენა მთელი ჯგუფის იდეური ბელადია, მაგრამ ამ რანგს მხოლოდ მას შემდეგ მოიპოვებს, როცა ჯანსაღი და პროგრესული იდეის გამოწრთობას ან მისთვის ბრძოლას სწავლობს. სხვა შემთხვევაში იგი პოტენციურ ბელადად რჩება და მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვს აუვსებლობ ის შეგრძნება, რომ რაღაც ვერ გააკეთა, რაღაც თავისი "მისია" ვერ აღასრულა... განსაკუთრებით მტკივნეული ეს მისთვის მაშინაა, თუ იგი სცენარითაა სმენა...

  • კან-სმენა მდედრი

  • სმენის ვექტორის განსაკუთრებულობები ქალებში

  • ორალური და სმენითი ფსიქოტიპების კომბინაცია

  • სმენა ქალი – ვინ არის ის?

  • ვირუსი ჩემი შვილის თავში, გაყინული გული და შუშის თვალები

  • მუსიკის სიკვდილი თუ სიკვდილის მუსიკა

  • სმენის ვექტორი სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში

  • სმენის ვექტორიანის დამოკიდებულება სიკვდილთან