კუნთური ფსიქოტიპის ხასიათი
კუნთური ფსიქოტიპის ხასიათი
შიდა სივრცის ადამიანი
(ნაწყვეტი წიგნიდან სისტემური თვითშემეცნების ფუფუნება)
“ჩვენებს ურტყამენ”
“ჩვენთან მხოლოდ მიცვალებულები უყვართ”
ეს ვექტორი დამახასიათებელია რუსეთისთვის, ნაციისთვის რომლის გენეოლოგია სლავიანური ტომებიდან ისე იღებდა სათავეს, როგორც აზიური ურდოებისგან. თუ ხასიათის ამ ტიპს გავიგებთ, შევძლებთ ახლოს მივიდეთ რუსული ხასიათის მთავარ საიდუმლოსთან. დღეს, ჩვენ ფარდას ავხდით ამ საიდუმლოს, რომელიც შემდეგში მდგომარეობს, ესენია: რუსი ხალხის პათოლოგიური სისასტიკე, პათოლოგიური სიძუნწე და პათოლოგიური სიზამრმაცე.
ცნობილია, რომ აქტიური მუსკულატურული ქმედება ბავშვის მოთხოვნილებაა, რომლის დაკმაყოფილებითაც ის განუმეორებელ სიამოვნებას იღებს. მკიცება, რომ ამას რაღაც საერთო აქვს სექსუალობასთან, რომ ეს სექსუალურ დაკმაყოფილებასაც მოიცავს და სექსუალური აღგზნების საბაბი შესაძლოა გახდეს, კრიტიკულ შენიშვნებს გამოიწვევს, რომელიც მიმართული იქნება ზემოთ გამოთქმული მოსაზრებების წინააღმდეგ, რომ პასიური მოძრაობების შეგრძნებით გამოწვეული სიამოვნება სექსუალურად მოქმედებს და იწვევს სექსუალურ აღგზნებას. სიზარმაცე – ორგაზმის დამაგვირგვინებელი ფაზაა.
მაგრამ ბევრი ჰყვება, რომ პირველი აღგზნების მდგომარეობა გენიტალიებში მაშინ იგრძნეს, როცა მეგობართან ჩხუბობდნენ. თუმცა მუსკულატურის საერთო დაჭიმულობის მიუხედავად აღგზნებაზე გავლენას ახდენს მოწინააღმდეგის კანის გარკვეულ უბნებზე შეხება.
შეიძლება ვივარაუდოდთ, რომ დაძაბული მონოტონური მუშაობისას კუნთი ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სისტემა არა მხოლოდ მოიხმარს აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, არამედ უკვე დამუშავებულ მასალასაც გამოტყორცნის. კუნთის ბიოქომიური “ფეკალიები” ბიოქომიური ტრანსფორმაციების კასკადს განიცდიან, ამასთან ერთად კი ამ რღვევის გვერდითა ეფექტები შესაძლოა ნარკოტიკული თვისებების მქონე ნვთიერებები იყოს.
ნებისმიერი ნარჩენები რაღაცას წამლავენ. მძიმე კუნთური ქმედებები და მისი თანხლები ცოცხალი ნივთიერების კაფსულის თვითნარკოტიზაციის მექანიზმი, ურთიერთდაკავშირებული პროცესებია. სწორედ ასე ინიცირებს და აქეზებს ბუნება დადებით ემოციებს და ორგანიზმს მონოტონური მუშაობისა და შრომისაკენ უბიძგებს. ამ კავშირისას ჩნდება მიდრეკილება განვიხილოთ კუნთური დადებით ემოციების მიღების მექანიზმი ეროგენული მექანიზმის ჭრილში. ეროგენული ზონებია სხეულის კუნთური ნაწილი (ბიცეპსი, ტრიცეპსი, ზურგისა და მკერდის კუნთები და ა.შ.). ზოგჯერ ძუძუს თავები და ჭიპიც.
ფიზიკური მუშაობისას ადამიანის ორგანიზმში იწვის თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონი – ადრენალინი. ამიტომაც ინტენსიური ფიზიკური მუშაობის შემდეგ სუბიექტი სიმშვიდეს გრძნობს. ხოლო ძლიერი გადაღლის მერე კი ნერვიული უჯრედების აქსონებში ენდოგენური მორფინების გამოტყორცნა ხდება, რაც ძალების სრულფასოვან აღდგენას უწყობს ხელს. სისტემატიურად ფიზიკურად მომუშავე ადამიანი ნარკოტიკულ დამოკიდებულებაში ვარდება მუშაობის შემდეგ სასიამოვნო სიმშვიდის გამო.
ამგვარად გამომუშავდება ეროგენული ზონების ინიციაციის მეთოდი – მონაცვლეობა სხეულის კუნთების ნაწილის დაძაბულობასა და მათი შემდგომი მოდუნებით რბილი ნაზი შეხებითა და მასირებით. ნელი, მონოტონური, დროში გაწელილი სექსი და რიტმული ფრიქციები ენაცვლება ვნებიან, აუცილებლად ძვლების ჭრიალამდე მძლავრ ჩახუტებას (თავისებური ორგაზმია).
მუცლადყოფნის პერიოდი – ტკბილი ცხოვრება
ინფორმაციის მიღების ყველაზე მგრძნობიარე არხია – კუნთები, ძარღვები და ჩონჩხი. კუნთური ენდოგენური ნარკოტიზაცია ჰიპერაქცენტირებულ ხასიათს უკვე პრენატალურ პერიოდში იღებს. ტერმინი პრენატალური (perinatal) ბერძნულ-ლათინური შედგენილი სიტყვაა სადაც თავსართი peri ნიშნავს “გარშემო, ახლოს” ხოლო ფუძე natalis დაბადებასთან კავშირზე მიანიშნებს. პრენატალური პერიოდი, რომელიც ნაყოფის მუცლადყოფნისას განვითარებასაც მოიცავს დაახლოებით ფეხმძიმობის 28-ე კვირას იწყება, ცოცხალი ნივთიერების კაფსულას (ჩვენს შემთხვევაში ნაყოფს) უკვე გააჩნია საკმარისი კუნთური მასა და კიდურები როგორც მონოტონური მოძრაობისთვის, ისე დადებითი ემოციების მისაღებად, არსი – ეროგენიკა. ნაყოფის ენერგიული და რიტმული ერთგვაროვანი მოძრაობების ხარჯზე მყარდება კუნთის მუშაობასთან დაკავშირებული დადებითი ემოციური მდგომარეობა.
პირობით-რეფლექტორიული მექანიზმი და იმპრინტინგი ხელს უწყობენ ფსიქიკის ამ მოვლენაზე გაუცნობიერებელ დაკავშირებას. ახლა მძიმე შრომა და კუნთური დატვირთვა “ეროგენიკის საიდუმლო მექანიზმი“ გახდება, რომელსაც სუბიექტი ვერც კი გააცნობიერებს.
კუნთური შეგრძნება – მუშაობის შედეგად გაჩენილი შეგრძნებათა კომპლექსი. კუნთური შეგრძნებები ჩნდება ქსოვილის მექანორეცეპტორების წყალობით, რომლების ტვინს უზრუნველყოფენ ინფორმაციით სხეული სხვა და სხვა ელემენტის მდგომარეობასა და მათი კომპონენეტების ორგანიზაციაზე.
კუნთის ვექტორიანის არქეტიპური როლი
რაც მეტს მუშაობენ კუნთი ეროტიკები მით მეტ სიამოვნებას იღებენ. ესენი ფიზიკური შრომის თავისებური ნარკომანები არიან. შეიძლება ითქვას რომ ფიზიკური შრომა მათთვის მასტურბაციის აქტია. კუნთური ეროტიკი ესაა ადამიანი-ხარი, ადამიანი-აგური.
მისი საყვარელი ფიგურა და სიმბოლო სწორედ “აგურია”.
ალბათ ადამიანის ბიოლოგიური ბიოგრაფია სპერმატოზოიდიდსა და კვერცხუჯრედის შეხვედრის მომენტიდან იწყება, თუმცა მისი ფსიქოლოგიური ბიოგრფია იქამდე ბევრად ადრე იწყება. ინდივიდის გენეტიკურ მატრიცაში მისი სახეობის მთელი ფსიქოლოგიური ისტორიაა ჩაწერილი.
კაცობრიობამ დედამიწაზე მიმიდინარე კლიმატურ და გეოგრაფიულ-ეკოლოგიურ გამოცდებს გაუძლო და გადარჩა სწორედ ჯოგური შემადგენლობით და არა სათითაოდ, ხოლო ჯოგში ყოველი ინდივიდი ამა თუ იმ მხოლოდ მისთვის თანდაყოლილ და დამახასიათებელ ფუნქციურ როლს ასრულებს.
ვიღაცას შეუძლია დიდხანს შეინახოს და უდარაჯოს კერას, ვიღაცას კი სირბილით შეუძლია ირემს დაეწიოს. ვიღაც ყველაზე კარგად ხედავს და დარაჯობს ჯოგს დღისით, ვიღაცას ყველაზე კარგად ესმის და ღამით დარაჯობს. ვიღაც ლიდერადაა დაბადებული, ვიღაცისთვის კი გადაწყვეტილების მიღება ყველაზე რთული რამაა.
ადამიანი-აგური… რისთის იყვნენ საჭირო პირველყოფილ ჯოგში?
დიდი ცხოველებისა და სხვა ჯოგებიდან მოსული “დაუპატიჟებელი სუმრების” დასახოცად და მძიმე ფიზიკური შრომისთვის. კუნთები ჯოგის ძალისმისერი სტრუქტურაა. ჯოგის “კუნთებია”. ესაა მათი უძველესი როლი საზოგადოებაში.
დამახასიათებელი კომპლექსი
დამინანტური კუნთური ფუნქციურ-როლური კომპლექსის ტიპის დამახასიათებელი პატერნი-უეშმაკო.
საყოფაცხოვრებო დონეზე ამოცანათა გადასაჭრელად ცალმხრივი მიდგომა, შეზღუდული აზროვნება განსაკუთრებით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას.
მიდრეკილება მონოტონური საქმიანობისკენ, დროში გათვლილი და გაწელილი დიდი ფიზიკური დატვირთვა.
ფიზიკური განადგურების გაუკონტროლებელი მოთხოვნილება, რისხვა სტრესის მდგომარეობაში.
“მომეცის” ტიპის ფსიქოლოგია, სამსახურშიც, სასიცოცხლო სცენარის საბაზისო საყრდენი ხდება.
კუნთების არაცნობიერი ამოცანაა “რაც შეიძლება ძნელად” ეს ხალხი რელსებს ხერხავენ, ხიდებს აგებენ მდინარის გასწვრივ. შრომითი გმირობა მთავარია და რას როგორ გააკეთებენ ეს მნიშვნელოვანი არაა.
“მრგვალს მივათრევთ, ბრტყელს მივაგორებთ” – არა არანაირი ბეჭდვითი შეცდომა არაა.
მთავარია რაიმე დასაძლევი იყოს. ამიტომაც სიამოვნებით იქმნიან მტრებსა და წინააღმდეგობებს. კუნთები ნებისმიერ ფრაზას “არა” -თი იწყებენ. ასე იქმნიან აზრობრივ წინააღმდეგობას და მერე წარმატებით ლახავენ მას. მენტალურ დონეზე მათ სჭირდებათ მტერი რომელიც შეიძლება და უნდა მოკვდეს კიდეც.
ფსიქიკური თვისებების დახასიათება
კუნთები დაბალი სენსიტიურობით გამოირჩევიან, ინერტულები, რიგიდულები, გარემო პირობების ცვლილებებისადმი უგრძნობები. მათი აქტიურობა მაღალი არაა, ფსიქიკური პროცესებისა და რეაქციების დაბალი ტემპი, ემოციური მდგრადობა. ესაა პიროვნების ინტრავერტული ტიპი.
კუნთები მოძრაობებით ურთიერთობენ როლურ თამაშებში სადაც ნებადართულია ერთმანეთსა და სხვა ნივთებზე გახახუნება.
ტემპერამენტი – ანტისანგვინიკური (მოგვიანებით აგიხსნით ეს რა არის). განსაკუთრებით გამოხატულია კუნთური სქესობრივ როლური ტიპი. ქალი/კაცი მხარზე გადებული მორით?! აბა სცადეთ და წაართვით ეს სიხარული.
კუნთები ბიოლოგიურად უძლებენ ღრმა სიბერეს და დიდხანს ცოცხლობენ. მიდრეკილნი არიან ფსიქიკური ინფანტილიზმისკენ. ახასიათებთ მოუმწიფებელი აზრები, ახალ სოციალურ წრეში ადაპტაცია უჭირთ “არ მინდა და არც შემიძლია პრინციპების დათმობა”
კუნთი მისი კალენდარული ასაკის შესაბამისად გამოიყურება. კულტურიზმი – კუნთური მასტურბაციაა, აგრეთვე კუნთური სექსიც.
მოტორიკა
როგორ საუბრობს და მოძრაობს კუნთი? მზერა მიმართული ქვემოთ და ნიკაპიც იატაკისკენაა მიმართული. საუბრობს ნელა, ხმადაბლა, დაურწმუნებლად (ვიდრე საუბრის ძაფს არ მიაგნებს). მოძრაობის ტემპი გამოკვეთილად ნელი და შებოჭილია. მიკრორიტორიკა და ჟესტები გამორიცხულია. საუბრაში ჭარბობს ასეთი შემასმენლები – ხელის ტაცება, შეგრძნება, შეხება, აზრის ქონა, გადატანა, ხელით მოსინჯვა, არის აზრი, რეკომენდირებული, ამბობენ, საჭიროა. და თუ საჭიროა მაშინ მას უკვე აღარაფერს ვეკითხებით, თუ საჭიროა – საჭიროა და მორჩა. კუნთის სხეული უძრავი და დაძაბულია, გარე სამყაროსთან მიმართებაში შებოჭილი. ის მოუხერხებელია და ეშინია გარე სამყარო არ დააზიანოს. კუნთი დედა ვერ იყვანს შვილს ხელში რადგან ეშინია რომ მას დააზიანებს და რამეს ატკენს.
მას ადვიალად იცნობთ.
მოდით, კუნთის პორტრეტი შევქმნათ. მაშ ასე, მისი თავი საიმედოდაა დამაგრებული განიერ მხრებზე. ფეხებს ფართოდ დგამს და სხეულის წონა თანაბრადაა გადანაწილებული. საუბრსას სხეულებრივი კონტაქტი მისთვის აუცილებელია. ჩაკეტილია, ძლიერი და ფიზიკურად განვითარებული. იმახსოვრებს მოძრაობებს და კარგად ორიენტირდება, წარმატებით მისდევს სპორტულ ორიენტირებას. მისი სიარულის მანერა ერთგავროვანია, ნელი, ფართო ნაბიჯებით, ტანი ამ დროს უძრავი რჩება. როცა მსჯელობს გულშიც კი იყენებს ჟესტებს და თვალებს ხრის. კარგად ესმის ბრძანებები.
“აიღე” “მიიღე”
მისი ხელის ჩამორთმევა ძლიერია და რაღაცით ხაფანგს მოგაგონებთ.
სახის ქვასავით გამომეტყველება აქვს, გაუცხოებული მზერა და დათრგუნული სიცილი, თითქმის უმოძრაო ტუჩები, ღიმილისას კბილებს უხმოდ აჩენს.
საუბრისას ლაკონურია. სიტყვების შერჩევა უჭირს, ბევრია შორისდებული (ჰო, აი, ის...) ყურადღების მისაქცევად ხელით შეგეხებათ. ინფორმაცია რომ უკეთესად აათვისებინოთ შეეხეთ და ტექსტის მნიშვნელოვან ადგილებში ჟესტებს მიმართეთ.
კითხვა კუნთების საყვარელი საქმიანობა ნამდვილად არაა. პროცესს თან ახლავს მონოტონური მოძრაობები. ვიმეორებ – მათთვის წიგნი საუკეთესო საძილე საშუალებაა.
ხელწერა მსხვილია ძლიერ დახრილი, გაკრულად წერს – ასე უფრო სწორად გამოსდის და აი თუ დაფიქრდა აუცილებლად შეცდომას დაუშვებს.
დაძაბულ მდგომარეობაში ახასიათებს მოძრაობის შეჩერება, შებოჭილობა, აუღელვებლობა, საკუთარ თავში ჩაკეტვა.
კუნთი გარე სამყაროს კუნთური გრძნობებით აღიქვამს, აქტიური ქმედებებით. კუნთური მეხსიერების წყალობით ის არასოდეს დაიკარგება ტყეში.
კუნთური სახიათის ტენდენციები
კუნთური ხასიათის ძირითადი ტენდენციები: კომფორტულობა, საიმედოობა, თავმდაბლობა, დამოკიდებულება, შრომისმოყვარეობა.
კუნთის ქმედებები ორიენტირებული საწარმოო მატერიალურ ფასეულობებზე – უპირტესობას ფიზიკურ შრომას ანიჭებს, მხოლოდ მისგან იღებს სიამოვნებას დასვენება არ შეუძლია. სამსახურს იშვიათად იცვლის, წარმოშობის ადგილის პატროტია.
ადამიანებს შორის კარგად გრძნობს თავს, უყვარს ხალხმრავლი ღონისძიებები.
ძნელად სწავლობს, უყვარს დაზუსტება. გაურბის ახალ ინფორმაციას, აშენებს ბარიერებს მითებისგან, რომელიც რეალური ცხოვრებისგან აშორებს. რწმენა მისი ქმედებებისთვის სრულიად საკმარისი საფუძველია.
კუნთური ტიპის ადამიანი კარგ შედეგებს აღწევს სპორტში, განსაკუთრებით იმ სახეობებში სადაც კუნთების დაძაბვაა საჭირო.
აზროვნება – პრაქტიკული, უნებურ-აუტისტური, ხატოვან-ქმედითი.
მისი საუბარი ღარიბია, მონოტონური, გამოიყენება ძირითადად ინფორმაციის გასაცვლელად. მცირე ლექსიკური მარაგი აქვს. უჭირს ქვეტექსტის გაგება, ახასიათებთ ფსიქოგენური სიმუნჯე.
ადამიანებთან ურთიერთობისას მჟღავნედება ისეთი თვისებები, როგორიცაა თვინიერება, მდგარდი მიჯაჭვულობა, მშვიდობის მოყვარეობა, სანდოობა, დამოკიდებულება.
საკუთარ თავთან მიმართებაში კუნთი თავმდაბალია, საკუთარ ინტერესებს საზოგადოების ინტერესებს უქვემდებარებს. ხოლო შრომასთან მიმართებაში გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით, კეთილსინდისიერებით და მორჩილებით.
ნივთებთან მიმართებაში კუნთი უპირატესობს ანიჭებს საიმედო ნივთებს რომლებიც “მთელი ცხოვრება” გამოგადგება.
სტრესულ სიტუაციებში კუნთი მიდრეკილია ჩაკეტილობისკენ. ოჯახურ ცხოვრებაში ეძებს მყარ ზურგს, რომლის უკანაც დაიმალება. კონფლიქტურ სიტუაციებში ახასიათებს ადაპტირება. დამახიათებელია აგრეთვე ფსიქოლოგიური დაცვა – უარყოფა, რათა თავი აარიდოს ახალ სახიფათო ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება მისთვის უკვე ჩამოყალიბებულ სურათს მასზეც და საკუთარ თავზეც.
მაქსიმალური ემოციური დაძაბულობის მდგომარებაში მიმართავს აგრესიის ფიზიკურ ფორმას. ცხოვრებისეულ კრიზისებს ძალიან რთულად უმკლავდებიან, საქმე სომატურ დაავადებამდეც მიდის, და გამუდმებით სვამს კითხვას “ამის მერე როგორ ვიცხოვრო?”
ხასიათის ფორმირება მიმდინარეობს გაუცნობიერებელი მოტივის მიხედვით “დაუბრუნდეს დედას”, თბილად, მაძღრად, უზრუნველად რომ იყოს და არანაირი გადაწყვეტილება არ ჰქონდეს მისაღები.
გადაწყვეტილების მიღების უნარი იმდენად დარღვეულია, რომ ნორმალურად ცხოვრება და მუშაობაც კი უჭირს. რაიმეს გადაწყვეტისას გამუდმებული ეჭვები შესაძლოა საკუთარი საქციელის სისწორის მუდმივ გადამოწმებაში გადაიზარდოს, უნაყოფო მსჯელობებში რომელიც პათოლოგიაში შესაძლოა პარანოიდულ ფსიქოზამდე განვითარდეს.
პიროვნების დამახასაითებელი თვისებები: კოლექტივიზმი, კეთილგანწყობა, ზომიერი ხასიათი და განწყობა, ემოციური მდგარდობა, მოთმინება, მაღალი სამუშაო უნარი, კეთილსინდისიერება, მოვალეობის გრძნობა, ბეჯითობა.
მენტალურობა
ამას მოჰყვება მსჯელობა რუსული ისტორიის გაუცნობიერებელი მოტივაციის პოლიტიკური ინტერპრეტაციის ჭრილში. ხოლო ვინც მტკივნეულად რეაგირებს რუსებისა და რუსეთის მდგომარეობაზე ისტორიაში და ბოლო ათწლეულში განსაკუთრებით შეუძლიათ ეს გამოტოვონ.
ცივი ჩრდილოეთ აზიის დაბლობებში მცხოვრებ ერში, ,,მეფე-მამის“ რწმენას ათასწლოვანი ისტორია აქვს. ეს კი კონტინენეტის ეკოლო-გეოგრაფიულ სიტაცისთანაა კავშირში. აქ არ იზრდება ბანანები, აქ ხოცავენ ნადავლს და სვამენ სამკურნალო სისხლს.
ნადირობისას კი დემოკრატიული დებატების ადგილი არაა. ბელადის უტყვი ნიშანი და ყველა თავს ესხმის ნადავლს. ხოლო თუ ნადავლი გაიქცა და ბელადი შეცდა, ნადირს მაშინვე ენაცვლება თავად… ბელადი! მას აუცილებლად შეჭამენ, უფრო ხშირას მკვდარს მაგრამ ხანდახან ცოცხალსაც! აბა როგორია?
ტენდენციები
1.კუნთი თვინიერება – კანი მომთხოვნობა
2.კუნთი უბრალოება – სმენა სიბრძნე
3.კუნთი ინერტულობა – ანალი სიჯიუტე
4.კუნთი პესიმიზმი – ორ. სიცოცხლითსავსე
5.კუნთი დოგმატიზმი – ვიზ. შემოქმედება
6.კუნთი უეშმაკობა – ყნოსვ. ეშმაკობა.
7.კუნთი კონფორმიზმი – ურ. დამოუკიდებლობა.
8.ნეკროფილია.
ნიშნები
საიმედოობა, საფუძვლიანობა, თავმდაბლობა, დამოკიდებულება, ცრურწმენა, ინტელექტუალური ინერტულობა, დესტრუქცია, მორჩილება, აუღელვებლობა, ესკაპიზმი, აუთენტურობა, ღარიბი მეტყველება, კეთილსინდისიერება, შემსრულებლობა, ადვილად მინდობა, კოლექტივიზმი, მოთმინება, ემოციური მდგრადობა.
ავტორი: ვიქტორ ტალკაჩოვი
თარგმანი: ეკატერინე სამხარაძე
წყარო: http://www.viktor-sistema.com/shop/index.php?ukey=auxpage_myshechnyj_vektor