შეცდომები ურეთრალური ფსიქოტიპის დიაგნოსტირებისას
შეცდომები ურეთრალური ფსიქოტიპის დიაგნოსტირებისასურეთრალური ვექტორის დიაგნოსტირებისას, ვაწყდებით ერთ პრობლემას, საქმე იმაშია, რომ ურეთრალური ვექტორი ძალიან მიმზიდველია უმეტესობისთვის და უმრავლესობა ცდილობს ადიაგნოსტიროს საკუთარ თავში ურეთრალური ვექტორი. განსაკუთრებით ანალური ვექტორის მქონე წევს დივანზე და ფიქრობს: - მე ნამდვილად ურეთრალი ვარ! მე ხომ კაცი ვარ! მე ისეთი ნებისყოფიანი, ისეთი ჯიუტი ვარ, რასაც ვამბობ იმას ვაკეთებ! ქალებსაც მოვწონვარ და მუშტიც შემიძლია მოგარტყა! აი ახლა ვიგორავებ დივანზე, დავლევ ჩაის აკურატულად ლამბაქიდან, და შემდეგ შევუბერავ ურეთრალურად. მხოლოდ ჯერ სწავლას დავამთავრებ და მერე… სახლს დავამთავრებ და მერე… აი დავქორწინდები და მერე… გაჩვენებთ რა არის ურეთრალი! და ასე მთელი ცხოვრება. ამასთან ერთად ურეთრალურად ვიქნები რომანტიული ურეთრალური მარტოხელა მგელი, ან როდესაც ვწევარ დივანზე და მარტოსულად ვგრძნობ თავს, ასე აღიქვამენ ანალური ვექტორის მქონე ადამიანები, მოკლედ საშინელებაა, საშინელება.
მე კი არ ვცდილობ თქვენ რაღაც გადაგათქმევინოთ, მხოლოდ მოგიწოდებთ, რომ არ აჩქარდეთ! ჩემს გარშემო იქმნება ისეთი სიტუაცია, თითქოს ირგვლივ ყველა ურეთრალია, აი მე თვითონ კი მე ერთადერთი არ ვარ ურეთრალი. ფიქრობენ: მე ვიცვავ წითელ ტრუსებს, ამიტომ ურეთრალი ვარ, მე ურეთრალი ვარ, მაგრამ ამას უბრალოდ ვმალავ, ჯერ დრო არ მოსულა, აი დრო რომ მოვა, დრო რომ დადგება, მე გავიხსნები და ყველა მიხვდება და იტყვიან: - აი ეს არის ბელადი, ის უბრალოდ მორიდებულად ცხოვრობდა ჩვენს გვერდით, არ წარმოაჩენდა თავს, არანაირად არ ჩნდებოდა ოცი წლის მანძილზე, ოცდაათი წლის მანძილზე და ერთხელაც მან მოიკრიბა მთელი ნებისყოფა და ყველამ წამოიყვირა: აი ვინ არის ჩვენთან, ბელადი! ბელადი ყოფილა! უბრალოდ არავინ არ იცოდა! როგორც აინშტაინი, რომელიც ექვს წლამდე არ ლაპარაკობდა, რადგან თვლიდა რომ ლაპარაკი სისულელეა და სალაპარაკოც არაფერია. ამიტომაც თავდაპირველად მე შემიძლია მოგცეთ ორი კრიტერიუმი, რათა შეძლოთ ურეთრალური ვექტორის უკეთ დიაგნოსტირება. პირველად რაშიც ეშლებათ არის რამდენიმე დაკავშირება, თავიდან ეშლებათ კანის ვექტორში, განსაკუთრებით თავხედ, მომხვეჭელ კანის ვექტორიანში, კანის ვექტორიანში რომელიც მზადაა ნებისმიერს წაგლიჯოს და პირიდან კბილებიც კი ამოაცალოს. მაგრამ ეს შეცდომა მალე სწორდება, იმიტომ რომ ურეთრალი საერთოდ არაა ის ვინც ვინმეს რამეს წაგლიჯავს, ის პირიქით გასცემს საკუთარს, თავის კბილებსაც კი. ურეთრალი წაგლიჯავს მხოლოდ მტერს, მაგრამ ის ყველას ვისთანაც ურთიერთობს მტრად არ აღიქვამს. ამიტომ ეს დიდი განსხვავება სწრაფად იგრძნობა. შემდეგ ერევათ ანალ-კან-ორალში, ამ შეცდომის აღმოჩენა გაცილებით უფრო რთულია. ისინი როგორც წესი უფრო გამწევები, ძალიან გახსნილები, ძალიან ფართო მსოფლმხედველობის მქონენი არიან და სინამდვილეში მართლა ძალიან გვანან ურეთრალებს, ადვილია შეგეშალოს, მაგრამ თუ ვისწავლით თითოეული ვექტორის კარგად დიაგნოსტირებას ესეც გაივლის. არის კიდევ ძლიან ზუსტი მინიშნება ადიაგნოსტიროთ ურეთრალი საკუთარ თავში, თუ თქვენ ურეთრალი ხართ, შეხედეთ სად არის თქვენი ჯოგი, თეატრალური წრე კი არა რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ როგორც უფროსი, ან როგორც უფრო ნიჭიერი, უფრო დაჯილდოებული, უფრო პატივსაცემი მსახიობი. ფეხბურთის გუნდი კი არა სადაც თქვენ კაპიტანი ხართ, მაგრამ ის ასე თქვენი ძალის გამო კი არ რანჟირდა არამედ იმიტომ, რომ თქვენ უფრო მეტი დამსახურება, უფრო სწრაფი ფეხები გაქვთ და რაღაც კიდევ ამდაგვარი. არა ბიზნესმენი, არა საქმიანი ადამიანი რომელსაც აქვს ბიზნესი და ყავს თანამშრომლები, რომლებიც მას ემორჩილებიან ხელშეკრულების ძალით, ან შრომითი ურთიერთობის ძალით ან რაღაც ამდაგვარით. მე მხედველობაში მაქვს სახელდობრ ჯოგი. ურეთრალურ ვექტორს როგორც ყველა სხვას, ცხოვრებაში აქვს ორი პერიოდი, ანალური ვექტორი აგროვებს და გადასცემს ცოდნას, კანის ვექტორი სწავლობს თვითკონტროლს, შემდეგ სხვების კონტროლს. ურეთრალის ვექტორიანი მთელი ბავშვობა აყალიბებს თავის ჯოგს, შემდეგ კი მიუძღვის.
კიდევ ერთხელ, მე არავის ვუკრძალავ, რომ თავის თავში ადიაგნოსტიროს ურეთრალური ვექტორი, უბრალოდ არ აჩქარდეთ. ბევრად ცუდია იყო ანალ-კან-კუნთი, ადიაგნოსტირო თავში ურეთრალი და იცხოვრო სხვისი ცხოვრებით. უმჯობესია გქონდეს უბრალოდ ანალური ვექტორი, იცოდე რომ ანალი ხარ და ყველა სიტუაციაში საერთოდ არ გაქრე, საერთოდ არ არსებობდე, უბრალოდ იცოდე, რომ ანალური ვექტორი გაქვს და მოძებნო შენთვის ნორმალური ანალური სამსახური და ყოველი მოქმედებიდან აირჩიო ისეთი გზა როგორიც შენთვის ბუნებრივია. არანაირი ისეთი როგორიც ,,მინდა ვიყო”, არამედ ისეთი როგორიც ვარ მე სინამდვილეში. ესაა ორი ცხოვრება ერთი ბედნიერი, მეორე - უბედური.
ძალიან დიდი ხნის წინ როცა ფერადი ტელევიზორები სიახლე იყო, ტელევიზიაში აჩვენეს ფილმების სერია ანჟელიკაზე, იქ არის ნამდვილი კან-ვიზუალი მდედრი, ბელადის მდედრი ანჟელიკა და ამ მდედრს ყავს თავისი ოცნების მამრი, ჩანაფიქრით, სცენარით ნამდვილი ბელადი, მის როლს კი თამაშობს ანალის ვექტორიანი მსახიობი, და უნდა ითქვას რომ ნაწყენი ანალის ვექტორიანი, რომლის ცხოვრების სცენარია წყენა. აი ეს ურეთრალური ბელადი სცენარით რომელსაც ეძახდნენ ჟოფრეის იგი უშიშარი მეზღვაური და ბრწყინვალე მოფარიკავეა, ის არის უნიკალური შესაძლებლობის მქონე პიროვნება, სადაც არ უნდა მოხვდეს ყოველთვის პირველია. მაგრამ როგორც კი მსახიობს შეხედავ, როგორც არ უნდა გასკდე მაინც ნაწყენი ანალის ვექტორიანია.
,,მე ვისვრი ცეცხლოვან მზერას, წარბებს ვჭმუხნი (ჩვენ ანალის ვექტორიანები ასე ვფიქრობთ ურეთრალზე), ჩვენ გარშემო ყველანი კაცები ვართ, ხოლო ურეთრალი კი, რომელიც ბელადია და მუდამ წინაა, ვაჟკაცთა შორის ვაჟკაცია. ყველაზე დაბღვერილი, ყოველთვის გაბრაზებული, ყველას უჯიკავებს და ყოველთვის ჩხუბობს, ყოველთვის ჩხუბობს – აი ასე ვხედავთ ჩვენ ანალები, ჩვენგან გამომდინარე ურეთრალური ვექტორის მქონეს და ასეც გამოვსახავთ. მტკიცე სიტყვა, მაგრამ ურეთრალურად, ასე ვფიქრობთ ჩვენ ანალის ვექტორიანები, რომ ურეთრალი ყოველთვის მოღუშულია და ყველას ეჩხუბება და აუცილებლად მტკიცე სიტყვით რათა ხაზი გაუსვას თავის ურეთრალობას”. და ასე მთელი ფილმი, ის ყველაფერს ასე აკეთებს, ასე გამოხატავს და რამდენადაც უფრო ცდილობს მით მეტად გამოსდის ნაწყენი ანალი. ეს იგივე აზრით საუკეთესოდ, ჯობია სწორად ადიაგნოსტიროთ ერთი ან ორი ვექტორი, ვიდრე არასწორად ხუთი ან რვა. თუ კანის ვექტორიანი ხართ, ჯობია ადიაგნოსტიროთ თქვენში კანის ვექტორი და იყოთ ნამდვილად რეალიზებული, ლამაზი, სრულფასოვანი კანის ვექტორიანი, ვიდრე ადიაგნოსტიროთ ურეთრალური ვექტორი და იყოთ არავინ იცის ვინ.
ავტორი: ვ.იუნევი
მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე