დიდი ბრიტანეთი. ვექტორული ანალიზი


დიდი ბრიტანეთი. ვექტორული ანალიზი

დიდი ბრიტანეთის სისტემური განხილვა  

იმპერია სადაც არ ჩადის მზე. ასე ეძახდნენ ოდესღაც ქვეყანას რომელიც ახლა ერთ კუნძულზე ეტევა. ამიტომ როცა ინგლისსა და მის მენტალიტეტს შევეხებით უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში დღევანდელი გაერთიანებული სამეფო და გუშინდელი ინგლისი სხვადასხვაა და უძველესი ინგლისი ასევე განსხვავდება იმპერიისგან. თუმცა ამ განსხვავებების მიუხედავად ის მაინც იმავე ინგლისად დარჩა. მეორე მხრივ ჩვენთვის შეიძლება შეუმჩნეველიც იყოს დეტალები ამ კუნძულზე მაგრამ ინგლისელებისა და შოტლანდიელების და მით უფრო ირლანდიელების ერთმანეთში არევა დიდი შეურაცხყოფა და ფაქტიური შეცდომაცაა. ამის და ყველა სხვა სირთულის გათვალისწინებით გადავალთ მათი მენტალიტეტის განხილვაზე. 

ინგლისის კანური ზომა  

სვფ-ს კლასიკური გაგებით დასავლეთს კანური მენტალიტეტი აქვს (იუნევი აქ მნიშვნელოვან შეცდომას უშვებს, რადგან ფაზა, ერევა მენტალიტეტში. დასავლეთის ქვეყნებში მენტალიტეტი სხვადასხვაა, მაგრამ მათ დიდ ნაწილში დგას კანური ფაზა - ს.ღამბაშიძე), დიდი ბრიტანეთი კი დასავლეთის ერთ-ერთი სიმბოლოა. მაგრამ მოდი დაწვრილებით გავარჩიოთ. რა პირობებში ვითარდებოდა ინგლისის კანური ზომა? კუნძულის კელტური მოსახლეობა რომის იმპერიამ დაიპყრო მათი მმართველობის პერიოდის ბევრი ძეგლია შემორჩენილი.  

გარკვეული პერიოდი ინგლისის სამეფოები ალფრედ დიდმა გააერთიანა, მაგრამ იმავე წლებში ვიკინგების თავდასხმები დაიწყო. 1066 წელს ვილჰელმ დამპყრობელმა იგივე ვილჰელმ ბასტარდმა (ურეთრალ-ყნოსვა) ბრიტანეთის სანაპიროებზე დესანტი გადმოსხა და ამის შემდეგ მთელი ინგლისური დიდგვაროვნები მათი შთამომავლები არიან ვინც ვილჰელმ დამპყრობელთან ერთად მოვიდა. 

ამით ისტორია არ დამთავრებულა. ინგლისი გაერთიანდა, შემოიერთა უელსი, სასტიკი ომი მიდიოდა შოტლანდიასთან და ირლანდიასთან, მაგრამ მიუხედავად ამისა ინგლსი მაინც ძალას იკრებდა. ინგლისელებმა პირველებმა დაიწყეს ტექსტილის წარმოება, პირველებმა დააგეს რკინიგზა და ყველაფერი გააკეთეს, რომ მსოფლიოში უძლიერესი ფლოტი შეექმნათ.  

ელისაბედ (პირველის) ტიუდორის დროს, ქვეყანამ უდიდეს აღმასვლას მიაღწია. საუკუნეების განმავლობაში მათი სამფლობელოები ფართოვდებოდა, სიმდიდრე იზრდებოდა, საბოლოოდ ბრიტანეთის იმპერია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გახდა. ყველასთვის ცნობილია ინდოეთის, ავსტრალიის, ჩრდილოეთ ამერიკის, ჩინეთის და აფრიკის ნაწილის კოლონიზაციის შესახებ. ბრიტანეთი ის იმპერია იყო, სადაც არასოდეს ჩადიოდა მზე და მსოფლიოში პირველი წარმოებითა და ტექნიკური აღჭურვით. ბრიტანეტის ძლევამოსილების პიკი დედოფალი ვიქტორიას მმართველობა ე.წ. “ვიქტორიანული ეპოქა” იყო.  

რაში დაგვჭირდა ეს მოკლე ექსკურსი ისტორიაში? სწორედ ისტორია და ქვეყნის ფორმირება მოგვიყვება ბევრს თუ როგორ ვითარდებოდა მისი სხვა და ზომები და მათ შორის კანურიც. 

ინგლისის კანური საზომი განისაზღვრება - საომარი, დისციპლინირებული, ცივი და ბუნებრივი რესურსებით ღარიბი კუნძულის მკაცრ პირობებთან შეგუებით, გამუდმებული ომებით. ასეთ პირობებში კანის ვექტორი მაქსიმალურ მოქნილობასა და პრაგმატულოას იძენს, სწავლობს გავალოსნამდენიმენაბიჯით ადრე. ასე იყო ინგლისში, ამიტომაც სწორედ იქ გაეშვა მანუფაქტურები და პირველი რკინიგზები, სწორედ იქ განვითარდა ყველაზე უფრო ბურჟუაზია. 

ინგლისური მმართველობის კიდევ ერთი თავისებურება - მეფეებს მცირე ხანს ქონდათ მმართველობა. თავისუფლების დიდი ქარტია, 1215 წელს იოანე უმიწაწყლოს ნაჩუქარი, მათ საკუთარი სამფლობელოეის ერთპიროვნულად განკარგვის, საკუთარ მიწებზე გადასახადების დაწესებისა და სამართლის წარმოების საშულებას აძლევდა.  

რევოლუცია კრომველის მეთაურობით შორს წავიდა და არისტოკრატებს უფლებების ნაწილი ბურჟუაზიის სასარგებლოდ დაათმობინა. ბრძოლა დიდხანს თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე მიმდინარეობდა მაგრამ სწორედ ამ პროსესში იწრთობოდა დემოკრატია და დღეს მოქმედების თავისუფლებამ კანურ ზომას მქსიმალური ეფექტის გამოვლენის საშუალება მისცა. 

დიდი ბრიტანეთის კანური ზომა ცხოველურ დონეზეა, საომარ მდგომარეობაში, მაქსიმალური დისციპლინის, კონტროლის, თვითდისციპლინს, რესურსების განკარგვის და მიმდებარე ტერიტორიის საკმაოდ მტაცებლურ მიტაცების მდგომარეობაში.  

ინგლისის ანალური ზომა 

რატომ დათმო დიდმა ბრიტანეთმა ლიდერობა 20-21 საუკუნეებში? ამაზე ცალკე უნდა ვილაპარაკოთ.  

ინგლისი ტყუილად არ ითვლება უკიდურესად კონსერვატიულ ქვეყნად. ტრადიციების როლი უზარმაზარია - უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე დღემდე წითელი ხავერდის ბალიშზე ზის და კონსტიტუციის ერთ დოკუმენტში გადაწერაც ხომ წარმოუდგენელი თვითნებობაა. პირობითობის, ტრადიციების, ცერემონიებისა და რიტუალების უდიდესი რაოდენობა და ყოველ მათგანს სიმბოლური მნიშვნელობა და საკრალური აზრი აქვს.  

ტრადიციების გავლენა აღზრდისა და აურაცხელი რაოდენობის შეზღუდვებშიც დიდი იყო, განსაკუთრებით სქესობრივი ცხოვრება პურიტანობამდე იყო მისული. იცავდნენ დიდი რაოდენობით პირობითობას, ეტიკეტისასობით ნორმას, გალანტურობას, ზრდილობას, რასაც სხვები ხშირად ემოციების დათრგუნვას ეძახიან, თუმცაღა ეს სწორედ საომარ მდგომარეობაში მყოფი კანის თვისებაა. “ჩემი მეოცე მუხლის ნათესავმა ერთხელ ამ ქვას წამოკრა ფეხი და მერე ყველა მისი ნათესავი და შთამომავალი ისე არ ჩუვლის ამ ქვას რომ წიხლი არ მიარტყას და არ მიაფურთხოს.” ეს უტრირებაა, მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი თითქმის ასეა. ინგლისელები დიდი რუდუნებით უდგებიან თავიანთ წარსულს, ისტორიას და ცდილობენ არაფერი დაკარგონ აქედან.  

ინგლისური ტრადიციის ფანატიკოსი ჩესტერტონი ხანდახან კიდევაც დასცინოდა მათ (მარტო სუფრასთან სტუმრების განაწილების წვრილმანები რად ღირს, ანდა როიალის ფეხების დაფარვა, რადგან უხერხულია მათი სიშიშვლე თურმე სხვა შიშველ ფეხებზე ფიქრებს იწვევს) მაგრამ ერთხელაც დაწერა: “თქვენ, ინგლისელები ხელს კრავთ ნებისმიერს ვინც არ მიგიღებთ თქვენი ყოფის ყველა წვრილმანთან ერთად”.  

ინგლისელები დიდი ყურადღებით აკვირდებიან უცხოელებს - ისინი ან ყველაფერს იღებენ როგორც არის ანდა რჩებიან უცხოებად, ყველაზე უმნიშვნელო წვრილმანიც კი შეიძლება განხეთქილების ვაშლად იქცეს და სიტყვა “უცხოელიც“ კი თითქმის შეურაცხყოფის მნიშვნელობას იძენდა.  

ინგლისის მენტალიტეტში სწორედ ანალურმა ,,გაშეშებამ“ გამოიწვია ქვეყნის ჩამორჩენა. მამულებიანი არისტოკრატია, როგორც უკვე ეკონომიკურად ჩამორჩენილი ინსტიტუტი, მთელი ძალით ჩაებღაუჭა ძალაუფლებას, ცდილობდა ხელისუფლებაზე ბურჟუაზიის გავლენა შეესუსტებინა და ფინანსური ბერკეტებიც თავის ხელში აეღო. ამ ანალ-ყნოსვურმა ნაკრებმა ანალურ გაშეშებასთან ერთად, რომელიც არანაირ დათმობაზე არ წავიდა, არ მისცა საშუალება კანურ ზომას 20 საუკუნისთვის სათანადოდ აეწყო ფეხი.  

მათ გაუსწრო კაიზერის გერმანიამ, ყოფილმა კოლონია ამერიკამაც, სადაც ტიტულები კანონით აიკრძალა და კანური ზომა თავისუფლად განვითარდა, ინგლისი ისევ ძლიერ ინდუსტრიულ ქვეყნად რჩებოდა, მაგრამ ტექნოლოგიურ საუკუნეში ეს უკვე საკმარისი აღარ იყო. მეორე მსოფლიო ომის მერე იმპერია სერიოზულად დაზიანდა და მსოფლიო ბატონობის ამბიციებიც ერთხელ და სამუდამოდ ჩაცხრა.  

ანალური ზომა ჯერ კიდევ განიცდის შევიწროვებას 80-იანი წლების ბოლოს სკოლებში ფიზიკური დასჯა აიკრძალა, ტრადიციების დიდი ნაწილიც გაუქმდა, ადამიანებიც ისე იქცევიან როგორც უნდათ, ანალური ზომის სტრესი კი ძალიან ძლიან დიდია. 

ინგლისის კუნთური ზომა  

ინგლისის მენტალიტეტში კუნთური ზომის როლი საკმაოდ შეზღუდულია - აქცენტირება ძლიერებაზე, გამძლეობაზე, სპორტზე თუმცა ეს საომარი კანური ზომისთვისაც დამახასიათებელია, მაგრამ მაინც შეიძლება მენტალიტეტის კუნთურ ნაწილს მივაკუთვნოთ, კოლექტიურ პლანზე გამოვლენის გარეშე.  

ინგლისის ურთერალური ზომა  

ერთი მხრივ ურეთრალურობისკენ ორი რამ მიგვანიშნებს - უზარმაზარი იმპერიის შექმნა და სამეცნიერო განხრების უმრავლესობაში პირველობა (მსოფლიო არენაზე აშშ-ს გამოსვლამდე). მაგრამ ერთიცა და მეორეც საკუთარ თავში სულ სხვა - კანური, ყნოსვური და ნაწილობრივ ვიზუალური ზომებს ამჟღავნებს.  

ინგლისის ორალური ზომა 

თუ კარგად დავაკვირდებით შეიძლება ითქვას რომ ორალური ზომის როლი ბრიტანულ მენტალიტეტში არც ისე დიდია. პირველ რიგში ბრიტანული კულტურა ყოველთვის ხაზს უსვამს საკუთარ უნიკალურობას და უცხოელებისთვის მიუწვდომლობას. რა თქმა უნდა პარლამენტის დებატებისას ორალური ზომა თავს იჩენს, - ლამაზად, დახვეწილად და სხარტად საუბრის უნარი - ეს ბრიტანელი ჯენტლმენის პრიორიტეტია, რომლითაც ის ძალიან ამაყობს.  

ყველას მოეხსენება უინსტონ ჩერჩილის საჯარო გამოსვლებზე, როცა მან მძიმე გამოცდის დროს თავისი ხალხი და მოკავშირეები გააერთიანა. მაგრამ შეგვიძლია კი თვალი მივადევნოთ ინგლისის მენტალიტეტში ორალური ზომის განვითარებას? ზემოქმედებენ თუ არა ისინი ორალური სიტყვებით სხვებზე, ზოქმედებს თუ არა ორალური ზომა სხვა ქვეყნებზე? უფრო არა ვიდრე კი. მეტსაც მოგახსენებთ - მათზე მოქმედებს განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში ამერიკელების ორალური ზომა - კვდება თავდაჭერილობისა და მოწესრიგებულობის ტრადიცია, ხალხი ღია, კაშკაშა ფერის სამოსში და არაბუნებრივი ფერის თმით დადის, ტატუირებით, გარშემო უამრავი რეკლამაა, მედიაში ყველაზე გულახდილი თემები განიხილება, ეს ყველაფერი ორალურმა ზომამ მოიტანა. თუ სისტემურად უფრო დავაზუსტებთ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ორალურ ზომაზე არ გადის ის მხოლოდ აღვიძებს იმას რაც აქამდე შინაგანად “თვლემდა”.  

ინგლისის ყნოსვური ზომა  

გავრცელებულია მოსაზრება ინგლისური პოლიტიკის განსაკუთრებულ მზაკვრულობასა და უპრინციპობაზე. იმდენად, რომ ინგლისის მენტალიტეტს ყნოსვურადაც კი თვლიან ხოლმე. მაგრამ ასეა კი ეს? კიც და არაც. ერთი მხრივ ასეცაა, პირველ რიგში ამხელა ტერიტორიის დაპყრობა და მართვა შეუძლებელია მხოლოდ სუფთა საომარი ძალითა და ფინანსებით, ეს ყნოსვური ზომის დიდ მონაწილეობასაც მოითხოვს - რომ დაყო და იბატონო.  

რანჟირების ვექტორი ყოველთვის შინაგანად არ ვითარდებოდა, მაგრამ ქვეყნის შიგნითაც ხელისუფლებას უწევდა კონტროლის ქვეშ მრავალრიცხოვანი, დამოიკიდებლობის პრეტენზიის მქონე არისტოკრატია ჰყოლოდა, ეს უკანასკნელი დამოუკიდებლობისთვის იბძოდნენ და მიაღწიეს კიდევაც. მმართველობის დაყოფის განვითარებამ ყნოსვურ ზომასაც აიძულა განვითარებულიყო და თავისი მსგავსები მოეგერიებინა. უამრავი შინაგანი ძალის ცენტრი, ინტრიგები ძალისა და გავლენის მოსაპოვებლად, ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო ყნოსვურ ზომას ისე განვითარებულიყო, რომ შემდგომში შეექმნა და შეენარჩუნებინა უზარმაზარი იმპერია.   

მეორე მხრივ იყო კი ინგლისური პოლიტიკა სხვა ქვეყნებთან შედარებით განსაკუთრებულად რთული და მზაკვრული? ალბათ მაინც არა. გერმანელებიც და ფრანგებიც ზუსტად ასე იქცეოდნენ - ტერიტორიებს იპყრობდნენ, მოწინააღმდგეებს ერთმანეთზე აქეზებდნენ, ცრუ მანევრებს მიმართავდნენ.  

იგივე საფრანგეთმა აქტიურად დაუჭირა მხარი შტატებს, როცა მათ დამოუკიდებლობა მოინდომეს, ჰიტლერმა კი არაბებს გაუწოდა დახმარების ხელი, როცა ისინი ბრიტანეთის გავლენისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ.  

და ბოლოს მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ინგლისის როლი ევროპაშიც და მსოფლიოშიც განუხრელად ეცემოდა და არც ახლაა განსაკუთრებულ მაღალ დონეზე. ბრიტანელები უბრალოდ აშშ-ს პოლიტიკას მიყვებიან, ლონდონის როლი ფინანსურ სამყაროში რა თქმა უნდა ტრადიციულად დიდია, ეს გავლენის გარკვეული და შეიძლება ითქვას საკმაოდ ძლიერი მხარეა მაგრამ ვერც იმ ფაქტს გავექცევით რომ - კოლონიები საბოლოოდ დაკარგულია, ეკონომიკური ძლიერებაც ბევრ ქვეყანას ჩამორჩება და შესაძლოა კიდევაც განაგრძობს დაცემას, არანაირი მსხვილი ინტრიგები, შენაძენები… 

ინგლისის ვიზუალური ზომა  

გასული საუკუნის განმავლობაში ინგლისის მენტალიტეტში ვიზულალური როლი მკვეთრად შეიცვალა. ერთის მხრივ ის სულ იყო - უდიდესი პოეტები, ტრაგედიები, შექსპირის სონეტები. მეორეს მზრივ ვიზუალურ ზომას თრგუნავდა ყნოსვური, ემოციების დამალვა, სხვისი როლის თამაში და სახის შენარჩუნება კარგ ტონად ითვლებოდა. ეს ყველაფერი დიდხანს გრძელდებოდა და ვიზუალური თვისებების გამოვლენა მიუტევებელი სისუსტე იყო.  

მეოცე საუკუნეში კი ყველაფერი შეიცვალა. პირველმა მსოფლიო ომმა სუფრაჟისტების მოძრაობას შეუწყო ხელი და ქალებმა როგორც იქნა მამაკაცების თანასწორი უფლებები მოიპოვეს. მეორე მსოფლიო ომის მერე ყველაფერი უფრო შეიცვალა. ვიზუალური ზომა და მისი როლი წარმოუდგენლად გაიზარდა. შეიძლება ითქვას რომ იქამდე არსებული ანალ-კან-ყნოსვური მოსაზრებები, როგორც ხალხში ისე პოლიტიკაში ერთი ხელის დაკვრით შეიცვალა ვიზუალურით - გათავიფლდა კოლონიები, დასაშვები გახდა ნებისმერი ფორმით სახლხოდ თვითგამოხატვა. გინება, საჯაროდ გაშიშვლება, იდეალების ნგრევა, ახლის (ნებიმისერი ადამიანის უფლება ქვეყვების ინტერესებზე უფრო მეტია) დანერგვა და ბოლოს ყოფილი კოლონიებიდან მიგრანტების დიდი ნაკადი და დანაშაულის გრძნობა “გასრესილი“ ხალხების მიმართ. ყველაფერი ეს ვიზუალური ზომის მკვეთრ და ძლიერ გამარჯვებას ასახავს. ამ იდეებმა ყველა მოაზროვნე გონება მოიცვა - პროფესორები, სტუდენტები, მთელი ქვეყნის ინტელიგენცია. საჯარო შეურაცყოფა ყველაფერი იმისა რასაც წინამდებარე ანალური ეპოქა წმინდათა წმინდად თვლიდა.  

აქდან შეიძლება დავასკვნად რომ ვიზუალურმა ზომამ ინგლისის მენტალიტეტი საგრძნობლად შეცვალა, გვერდით გაწია ყველა ძველი მოსაზრება და ფასეულობა. მისი მდგომარეობა შეიძლება განვიხილოთ როგორც ისტერიული “შემიყვარეთ”. განვითარების დონე მცენრეულსა და ცხოველურ შორის. ერთის მხრივ დიდია ქველმოქმედების როლი, თითოეული ადამიანის ფასეულობის იდეა კანის ფერის, ეროვნების, სქესის და ა.შ მიუხედავად, მეორე მხრივ კი დემონსტრაციულობისა და გამოხატვის სიჭარბე, მთლიანობაში ეს უფრო მდგომარეობის საკითხია და არა განვითარების.  

ინგლისის სმენური ზომა 

როგორია ინგლისის მენტალიტეტში სმენის როლი? არც ისე მცირე. ის ხომ ცნობილია როგორც განვითარებული სამეცნიერო სკოლის ქვეყანა, მეორე ადგილის მფლობელი ნობელის პრემიის ლაურეტების რაოდენობით, დიდი აღმოჩენების უმრავლესობაც ხომ სწორედ ინგლისელმა მეცნიერებმა გააკეთეს. ინგლისი ევროპის უძველესი და საუკეთესო უნივერსიტეტებითაცაა ცნობილი - ოქსფორდი და კემბრიჯი - თითოეულმა ცნობილი პოლიტიკოსების, პოეტებისა და მწერლების პლეადები აღზარდა.  

მეცნიერებაში ყნოსვური ზომის როლიც ძალიან დიდია, უახლესი ტექნოლოგიები ხომ სტრტეგიულ უპირატესობასაც განაპირობებენ. მაგრამ სმენამაც როგორც საუნივერსიტეტო დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ტრადიციამ ინგლისის მენტალიტეტში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა.  

ინგლისის სმენური ზომა ადამიანურ დომენდეა განვითარებული და პრიორიტეტულად სამეცნიერი სფეროშია რეალიზებული.  

ინგლისის შინაგანი და გარეგნული რანჟირება  

მაშ საბოლოოდ როგორია სხვა და სხვა ზომების თანხვედრა გაერთიანებული სამეფოს მენტალიტეტში? ისტორიულად გასული საუკუნის შუა წლებადე ასეთი სურათი გავქვს - ფრთხილი და განვითარებული ყნოსვა, ძალიან კოსერვატიული და ტრადიციებისადმი ერთგული ანალი, მტაცებელი, საომარი დისციპლინირებული კანი და ამტანი კუნთი, ამას ემატებოდა მეცნიერებაში განვითარებული სმენა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ზომებს ექვემდებარებოდა - აი როგორი იყო ინგლისის მენტალიტეტი.  

ვიზუალი ყნოსვის კონტროლის ქვეშ იყო და პოეტურ ნაწარმოებებში სუბლიმირდებოდა ორალურობა კი მჭევრმეტყველების მკაცრ ჩარჩოებში იყო მოქცეული და თავს მხოლოდ ქვეყნის შიგნით და მხოლოდ მისი ინტერესების დასაცავად ავლენდა თავს, რასაც ყნოსვური ზომა აკონტროლებდა. ურეთრალური ზომა თითქმის არანაირად არ მჟღავნდებოდა - ანალურობის, კანურობისა და ყნოსვის მთელი ძალა ჯიუტი ანალური შოტლანდიელებისა და ურეთრალ-ვიზუალ-ორალ-სმენური თავისუფლების მოყვარული ირლანდიელების დამორჩილებაზე წავიდა.  

თავდაპირველად უცხო ფრანკული ელიტა, რომელმაც ხალხის ენა შეცვალა, იძულებული გახდა თვითდისციპლინისთვის და გადარჩენისთვის დახვეწილი ხერხებისთვის მიემართა, ანალური ტრადიციები მკაცრად დაცული და ერვნული სიამაყის რანგში იყო აყვანილი.  

გასული საუკუნის მეორე ნახევრში ყველაფერი შეიცვალა. მეორე მსოფლიო ომის დარტყმის მერე, კოლონიების დაკარგვა, სხვა ქვეყნების ორალური ზომის გავლენა და დიდი ბრიტანეთის აქამდე დათრგუნული ვიზუალი წინ გამოიჭრა და ფაქტიურად მიწასთან გაასწორა ანალური ტრადიცია, გაათავისუფლა ყველაფერი რასაც კანური და ყნოსვური ზომა აკავებდა.  

ბოლო ათწლეულში კანი აღარაა საომარ დგომარეობაში, მენტალიტეტში კი კან-ვიზუალური კონტურები გამოიკვეთა. ასე სხვა ქვეყნების გავლენით ანალ-კან-ყნოსვურიდან უფრო უკეთ რომ ვთქვათ დახვეწილი სიცრუისა და მკარი კონტროლიდან ვიზუალურში - დათმობები, მშვიდობიანი მოლაპარაკებები, ჰუმანიზმისა და მშიდობისადმი მოწოდებებში გადაიზარდა. 

საკითხი იმაში მდგომარეობს, შეძლებს თუ არა ქვეყნის სმენა-ვიზუალური ნაწილი - ინტელიგენცია რანჟირებას და საკუთარი ქვეყნის მსოფლიო სარბიელზე გავლენის დაქვეითებას შეეგუოს. გადაწყვეტს კი ახალი ეპოქის გამოწვევას - ასიმილირდება თუ წინ აღუდგება ამ პროცესს? ყველაფერი ეს დაფიქრებისკენ გვიბიძგებს რატომ განვითარდა ასეთი მკვეთრი ცვლილებები, შესაძლებელია კი მენტალიტეტის რეალური ცვლილება, თუ ეს უბრალოდ კანის და ყნოსვის რეაქციაა ძალაუფლების დაკარგვაზე სტუპორში გაყინული და ახალი გამოწვევებისადმი ვერ შეწყობილი ანალის გამო?  

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე 

წყარო: http://training8.ru/library/mentalitet-anglii

იხილეთ ასევე: აშშ. ვექტორული ანალიზი

  • დიდი ბრიტანეთი. ვექტორული ანალიზი

  • სამყარო ვერ მიტანს

  • ვინაა ალფა-მამრი? ფსიქოლოგია მამაკაცებისთვის

  • ომის და მშვიდობის მდგომარეობები კომბინირებულ ფსიქოტიპებში

  • ბიძგი ვექტორულ განვითარებაში - ზოგადი მიმოხილვა

  • პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (4)

  • დიაგნოსტიკა. ასაკი

  • მამაკაცებზე განაწყენება ანუ ყველა კაცი ერთნაირია