რატომაა კლოუნი საშიში?


რატომაა კლოუნი საშიში?

რატომ ეშინია ზოგ ბავშვს ჯამბაზების და რატომ მიიჩნევს ზოგი მშობელი სახალისოდ კლოუნის მოქმედებაზე ბავშვის ტირილით რეაგირებას? კოულროფობია არაა სახუმარო საკითხი, რადგან საკმაოდ რთულია ამ შიშსაგან გათავისუფლება.

ბევრ მოზარდს არ მოსწონს ან ეზიზღიბა კიდეც კლოუნები. შინაგანი დაძაბულობისა და სტრესის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს იძულება დაესწროს ღონისძიებას, სადაც კლოუნი ან ვინმე ნიღბითა და არაბუნებრივად დიდი წითელტუჩებიანი ღიმილით ართობს სტუმრებს.

ვიზუალური ფსიქოტიპის ბავშვები ხშირად იწყებენ ტირილს „მოხატული მონსტრის“ დანახვისას, ამგვარი ქცევის უკან ღრმა ფსიქოლოგიური შეგრძნებები იმალება.

ვიზუალი პატარასთვის კლოუნი კანიბალთან ასოცირდება [ორალური ვექტორი], კაცი, რომელიც მოდის, რათა „შეჭამოს“ იგი. ამგვარი აღქმა ზრდასრულობაში თავს იჩენს კლოუნის ნახვისას დისკომფორტის შეგრძნებით. ყველა კლოუნი განსხვავებულია, თუმცა ტიპური კლოუნი ესაა ადამიანი ორალური ვექტორით. ორალური ფსიქოტიპის სახეობრივი როლია ჯგუფში სტრესის შემცირება, ამას ორალის ვექტორიანი ადამიანი ხშირად ხალხის გაცინებით ახერხებს. მას თითქმის ყველასთან შეუძლია საერთო ენის გამონახვა, შესაბამისად ადვილად იჭრება ადამიანთა პირად სივრცეში.

ორალური ფსიქოტიპის ადამიანები ერთი მაგიდის გარშემო კრებენ საზოგადოებას. ისინი ყველაზე მეტს საუბრობენ და ხშირად ყურადების ცენტრში ექცევიან. პირველყოფილ სავანაში, 50000 წლის წინათ ადამიანი ორალის ვექტორით ჯგუფის მთავარი კანიბალი იყო, იგი პასუხისმგებლობას იღებდა საჭმლის მომზადებაზე (მათ შორის იგულისხმება ვიზუალი ბავშვები). რა თქმა უნდა, ისინი დღემდე ინარჩუნებენ საუკეთესო მზარეულების წოდებას.

ბავშვებს ვიზუალური ვექტორით განსაკუთრებით ეშინიათ კლოუნების (ეს მათი არქეტიპული შიშია), ასევე გაღებულ პირიანი თოჯინებისა და სათამაშოების (ზვიგენების, ნიანგების და ა.შ ). მათში ამგვარი სათამაშოები იწვევს შეჭმის, მსხვერპლად ქცევის შიშს. ეს ბავშვები ასევე არ კითხულობენ და არ უყურებენ კანიბალიზმთან დაკავშირებულ ისტორიებსა და ფილმებს. ,,სამი გოჭი“, ,,წითელქუდა“ (ზღაპრები, სადაც პერსონაჟები ერთმანეთს ჭამენ) ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკის განვითარებაზე. იზრდება შინაგანი შიში, რაც მომავალში შესაძლოა ნებისმიერი სახის ფობიის გამომწვევი მიზეზი გახდეს.

როგორ გავიგოთ აქვს თუ არა ბავშვს ვიზუალური ვექტორი? ყველას აქვს თვალები, თუმცა ყველას არ აქვს განსაკუთრებული უნარი შეამჩნიოს სილამაზე. ჩვეულებრივ, ამ ბავშვებს ძალიან ლამაზი, წყლიანი თვალები აქვთ, ხშირად თითქოს ტირილის ზღვარზე არიან. მათ უყვართ, როდესაც ემოციურად უკავშირდებიან სათამაშოებს, ცოცხალ თუ არაცოცხალ ობიექტებს. ისინი ემოციების წყარონი არიან. როდესაც რამესთან ან ვინმესთან ემოციურ კავშირს დაამყარებენ, მტკივნეულად განიცდიან დანაკარგს, განშორებას. ვიზუალური ფსიქოტიპის ადამიანები იტანჯებიან ყველა სახის შიშით: დაწყებული სიბნელის შიშიდან დასრულებული სიკვდილის შიშით.

ზრდასრულებში შიში ყველაზე ხშირად ბავშვობიდან იღებს სათავეს. ეს შეიძლება იყოს საყვარელი ადამიანის დაკარგვა, მშობლებთან ემოციური კავშირის უქონლობა, სათამაშოს დაკარგვა, შინაური ცხოველის გარდაცვალება ან თუნდაც კლოუნთან შეხვედრა. სიყვარულის ობიექტი ვიზუალის ვექტორიანისთვის შეიძლება განსხვავებული იყოს განვითარების მიხედვით, რანჟირება შესაძლებელია ამგვარად – მცენარეები, ცხოველები, გარშემომყოფი ადამიანები თუ მთელი კაცობრიობა.

ამრიგად, თუ თქვენს შვილს აქვს ვიზუალური ვექტორი, უკეთესი იქნება, არ მოიწვიოთ გასართობად კლოუნი. ნუ შეაშინებთ მას, ნუ მოუყვებით საშინელებათა ისტორიებს. აჩვენეთ და ასწავლეთ თქვენს პატარას თანაგრძნობა, მიეცით საშუალება, იყოს ემპათიური.

წყარო

მთარგმნელი: მარიამ მოსიაშვილი

  • ურეთრალური ვექტორის დაზიანებები და სტრესები

  • გადადებული ცხოვრების სინდრომი

  • ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე (ანალ-ვიზუალი)

  • აუტიზმი (მესამე ნაწილი)

  • ვიზუალური ვექტორის დამახასიათებელი დაზიანებები და სტრესები

  • ბინძური ლექსიკის საიდუმლოებები

  • დეპრესია, სიბნელე და სიჩუმე მარტოხელა გულში.

  • აუტიზმი (მეორე ნაწილი)