პიროვნების ობსესიურ-კომპულსური აშლილობა – რა არის ეს?


პიროვნების ობსესიურ-კომპულსური აშლილობა – რა არის ეს?

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სიმპტომები.

ამ სიმპტომების გამოვლენის მერე ცხოვრება ძველებური უკვე ვეღარ იქნება. ერთხელ უკვე დაზიანებული ტვინი ადექვატურობას კარგავს და გვაიძულებს წარმოუდგენელი ქცევები ჩავიდინოთ. აზრები და მოქმედებები რეალობასთან კავშირს კარგავენ. რატომ ხდება ასე?

ხშირად პაციენტს ობსესიურ-კომპულსურ აშლილობასთან ერთად აქვს იპოქონდრია, პანიკური, მშფოთვარე და სხვა ნერვიული აშლილობები. როგორია ობსესიურ-კომპულსური აშლილობის სიმპტომები და როგორ გავუმკლავდეთ მას დამოუკიდებლად წაიკითხეთ ამ სტატიაში.

პიროვნების ობსესიურ-კომპულსური აშლილობა – რა არის ეს?

ობსესიურ-კომპულსური აშლილობა ეს აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზია – ესაა ნევროტული დაავადება რომელიც მოიცავს ობსესიას და კომპულსიას. თუ კომპულსია არ არის მაშინ ამბობენ ობსესიურ-ფობიური აშლილობა.

გამუდმებული უკონტროლო აზრები და რიტუალები ნორმალურ ცხოვრებას გვწყვეტს. პაციენტი გამოძინებას ვერ ახრხებს, არ ჰყოფნის დრო ყოველდღიურ საქმეებზე. ვერ სწავლობს, ვერ მუშაობს. ის გამუდმებით დაკავებულია დალაგებით, ხელების დაბანით, ნივთების მოწესრიგებით, საკუთარი უსაფრთხოების დაცვით და გადამოწმებით. მის გვერდით ყოფნა რთულია. პაციენტს თავადაც ესმის ეს და უკვე იძულებითი სოციალური იზოლაციითაც იტანჯება.

ობსესიურ-კომპულსური აშლილობის სიმპტომები.

-ობსესია – არასასურველი აზრები, რომელბიც მეორდება, იდეები და ხატები რომელბიც ძლიერ შფოთვას იწვევენ და რომელთაგან გათავისუფლებც შეუძლებელია.

-კომპულსია – იძულებითი გამეორებადი მოქმედებები, რითაც პაციენტი ცდილობს შინაგან შფოთს დააღწიოს თავი მაგრამ უშედეგოდ.

ობსესიურ-კომპულსური აშლილობისთვის დამახასიათებელია მოვლენათა ქრონიკულობა. სიმპტომები შესაძლოა ჩაცხრეს და მერე სტერისას, უძილობისას ან გადაღლისას ისევ განახლდეს. ერთ აკვიატებულ ქმედებას მეორე ებმის, შიშები იზრდება და მრავლდება. იბადება კითხვა “რატომ მე?”. ეს ყველაზე უფრო საშიშია – ვერ აკონტროლებდა შენს ტვინს. რატომ გამიჩნდა ობსესიურ-კომპულსური აშლილობის სიმპტომები? ამაზე სვფ გაგცემთ პასუხს.

ობსესიურ-კომპულსური აშლილობის მიზეზები.

ყოველი ადამიანის ფსიქიკა ვექტორების ნაკრებია. ვექტორი ფსიქიკის ნაწილია სურვილების ნაკრებით. მათი რეალიზაცია ადამიანს ბედნიერს ხდის, ხოლო ვერ რეალიზაცია – უბედურს. თუმცა არარეალიზაციის შემთხვევაში ვექტორი მაინც ცდილობს “თავისი მიიღოს” ნებისმიერი გზით და თავს არაჯანსაღად ავლენს.

ყოველ ვექტორში არის თავისი სურვილები და თვისებები რომლებიც ერთმანეთს არ ჰგავს. სულ 8 ვექტორი არსებობს, თანამედროვე ადამიანს საშუალოდ 3-5 ვექტორამდე აქვს. ობსესიურ-კომპულსური აშლილობის სიმპტომები უჩნდებათ ადამიანებს კანის, ანალის, სმენის და ვიზუალის ვექტორების სხვა და სხვა შეთავსებით – ზესტრესის, თვისებათა ხანგრძლივი დროით ვერ რეალიზაციის, ან ბავშვობის დროინდელი ძლიერი ფსიქოტრავმის დროს. ხოლო კონკრეტულად რომელი ვექტორის “ბრალია” ეს სიმპტომების მიხედვით დგინდება.

ობსესიურ-კომპულსური აშლილობის მაგალითები.

კანის ვექტორი – სოციალური და ქონებრივი უპირატესობისკენ სწრაფვა.

კანის ვექტორიანი ადამიანი მიდრეკილია თვითდისციპლინისა და თვითკონტროლისკენ. მისი თვისებები სწრაფი თვლა, ლოგიკური აზროვნება, დროის, რესურსების, სივრცის ეკონომია, “შავი დღისთის” მარაგების შექმნა, ამბიციურობა, შეჯიბრი, კარიერიზმი. კანები საკუთარ თავს პოულობენ ბიზნესში, ვაჭრობაში, მართვასა და ორგანიზებაში, ინჟინერიაში, კანონმდებლობაში. მოკლედ ყველაგან სადაც ამ ვექტორის თვისებების გამოყენებაა საჭირო. როდესაც ვერ აგროვებენ ქონებას, ვერ იწყობენ კარიერას, იწყება სტრესი. კანისთვის ძლიერი სტერსის მიზეზია ასევე ფინანასური კრახი, სამსახურის დაკარგვა, ძარცვა, ძვირფასი ნივთების დაკარგვა. თანდაყოლილი შიშია – კანის მიკრობებით დასნებოვნება. როცა ვექტორის თვისებები არა სოციუმში გამოყენებული, მაშინ იწყება ობსესიურ-კომპულსური აშლილობის შემდეგი სიმპტომები

-მიზოფობია – დასნებოვნების შიში, ხელების ხშირი დაბანა.

-არითმომანია- აკვიატებული თვლა.

-კვების რეჟიმის, დღის განაწესის და წყლის სმის აკვიატებული კონტროლი.

-წარუმატებლობის და ნივთებისა და ფულის დაკარგვის აკვიატებული შიში.

-უსაფრთხოების აკვიატებული გადამოწმება, კარი დაკეტილია თუ არა, უთო ხომ გამორთო, გასაღები თავის ადგილზეა და ა.შ.

ანალური ვექტორი – სწავლისკენ სწრაფვა, მოზარდი თაობისთვის ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა.

ანალური ვექტორის თვისებები კანის საპირისპიროა. თუ კანი სწრაფი და მოხერხებულია, ანალი დინჯი და დაკვირვებულია. ამ ორი ვექტორის შეხამებისას შესაძლოა წინააღმდეგობები გაჩნდეს. ანალის ვექტორიანი დეტალებს ეკიდება, ეჭვდება, რიგიდულია, საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს და პერფექციონიზმისკენაა მიდრეკილი. განწმენდა, სისუფთავისკენ სწრაფვა – ანალური ვექტორის ძირითადი ასპექტებია. მისი ფასეულობა ოჯახი და შვილებია, ისინი შესანიშნავი ცოლები და ქმრები არიან. ანალის ვექტორიანი ადამიანები თავიანთი საქმის პროფესიონალები ხდებიან, საუკეთესო ოსტატები, მასწავლებლები, ისტორიკოსები. თანდაყოლილი შიში – შეცდომის დაშვება, შერცხვენა. მისთვის ზესტრესია – ღალატი, პატივისცემის დაკარგვა, შერცხვენა, სწრაფი ცვლილებები (სამსახურის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ა.შ) ასეთ შემთხვეაში ჩნდება ობსესიურ-კომპულსური აშლილობის შემდეგი სიმპტომები.

-აკვიატებული პერფექციონიზმი

-წესრიგის აკვიატებული დაცვა – საგნების დახარისხება.

-აკვიატებული წმენდა-დალაგება

-აკვიტებული შიში ზიანი მიაყენოს ახლობლებს ან საკუთარ თავს.

კანის და ანალური ვექტორების ერთად ქონის შემთხვევაში სიმტომებიც შერეულია.

ვიზუალი – მძაფრი ემოციების განცდისკენ სწრაფვა.

ვიზუალის ვექტორიანი ადამიანები ძალიან ემოციური, შთაბეჭდიელებიანი, ადვილად შთაგონებადი, თვითშთაგონებისკენ მიდრეკილი, კარგი წარმოსახვის უნარიანები არიან, აფასებენ სილამაზეს და კაშკაშა ფერები უყვართ. ყველას ეშინია სიკვდილის, მაგრამ ვიზუალს ეს შიში თანდაყოლილად აქვს, ეს მისი ყველაზე ძლიერი ემოციაა. მათ შესაძლოა ყველა სახეობისა და ჯურის ფობია განუვითარდეთ, შფოთვის მდომარეობები, პანიკური შეტევები. შფოთვა ვიზუალში აძლიერებს სტრესს კანისა და ანალის ვექტორებში და მთლიან სტრესმედეგობას ამცირებს. მაგალითად ჩნდება შიში ხელებიდან მიკრობებით დასმენობნების და ხელების ხშირი დაბანა დროებით ამცირებს შფოთვას ვიზუალის ვექტორში. პიროვნების ობსესიურ-კომპულსური აშლილობის სტრუქტურაში შესაძლოა გაჩნდეს ფობოფობია (შიშის შიში).

სმენის ვექტორი – სწრაფვა პირველმიზეზის, ცხოვრების აზრისა და საკუთარი თავის შეცნობისკენ.

სმენის ვექტორიან ადამიანს აბსტრაქტული ინტელექტი აქვს – ესაა მოაზროვნე, ფილოსოფოსი, იდეოლოგი. ჩაკეტილი ინტროვერტი, საკუთარ თავში მომზირალი. სმენა დომინანტი ვექტორია. სმენის ვექტორის თავისებურებებიდან გამომდინარე ობსესიურ-კომპულსური აშლილობის სიმპტომები არც თუ იშვიათად პათოლოგიურ ხასიათს იძენს და ბოდვითი იდეების სახით ტრანსფორმირდება.

არარეალიზებული სმენის ვექტორის შემთხვევაში სიმპტომებს ემატება დეპრესია, ცხოვრების უაზრობის შეგრძნება, უძილობა, ან გადამეტებული ძილიანობა, დეპერსონალიზაციისა და დერეალიზაციის სინდრომი. სმენას განსაკუთრებით აშინებს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა გაგიჟების თანდაყოლილი შიშიდან გამომდინარე.

ობსესიურ-კომპულსური აშლილობის მკურნალობა.

ობსესიურ-კომპულსური აშლილობის მედიკანეტოზური მკურნალობა და ფსიქოთერაპია ადამიანს ნორმალურ ცხოვრებას ვერ უბრუნებენ, მხოლოდ სიმპტომებს უმსუბუქებს. ავადმყოფობის პროცესში შესაძლოა გამომჯობინების პერიოდებიც დადგეს. ეს კი ვექტორთა რეალიზაციისა და სტრესის დონის დაწევის ხარჯზე ხდება. ხელმეორედ დაავადება უკვე გატკეპნილი ბილიკით ბრუნდება და ახალი სიმპტომებითაც მწვავდება. პიროვნების სტრუქტურა და რეაგირების ტიპი ხომ არ შეცვლილა.

ნებისმიერი ვინც ობსესიურ-კომპუსური აშლილობით იტანჯება ხვდება, რომ ეს ნორმალური მდგომარეობა არ არის, მაგრამ ვერაფერს უხერხებს. დაპროგრამებულით მიისწრაფვის ამ აზრებისკენ, ამ საქციელისკენ და თან ეშინია. გაუცნობიერებელი ნების მართვა შეუძლებელია, პირიქით ის მართავს ადამიანს. ადამიანი მოცემული აშლილობით ამას ყველაზე უკეთ გრძნობს. დაავადებასთან ბრძოლაში წლები გადის და სრული გამოჯანმრთელება მაინც ვერ მიიღწევა. ადამიანი უკვე ნებდება და დაავადებაზეც მშვიდად ლაპარაკობს, როგორც პროცესზე რომელზეც გავლენის მოხდენა შეუძლებელია.

ობსესიურ-კომპულსური აშლილობის დიაგნოზი თავის თავში განსხვავებულ სიმპტომებს მოიცავს. სვფ გვიხსნის როგორ თავსდება ეს სრულიად განსხვავებული სიმპტომატიკა ერთ დიაგნოზში. ხოლო ვექტორების ცოდნით შეგვიძლია ყველაფერი დავახარისხოთ ისე, რომ ზუსტად გავიგოთ რომელი სიმპტომი საიდან მომდინარეობს. მხოლოდ ასე შეიძლება არა მხოლოდ გააზრებულად ვიმსჯელოდ პრობლემაზე, არამედ გადაჭრის გზებიც დავსხოთ.

როგორ შველის სვფ ტრენინგი ობსესიურ-კომპულსურ აშლილობას? საქმე იმაშია, რომ ამ დროს ადამიანი თავის ვექტორულ წყობას იგებს – არაცნობიერში დამალული ფსიქიკის არსს. ფსიქიკურის ან ნაწილის გააზრება კონკრეტული დააადების მიზეების გარკვევაში გვეხმარება. ხოლო გაცნობიერებული უკვე ადვილად კონტროლდება და აღარ საჭიროებს განსაკუთრებული ძალისხმევის მიმართვას. სიბნელეში ყურებისას ხომ ვერ ვიგებთ რა იმალება იქ, ამ ადგილის განათებისას კი უკვე ვხვდებით რა სადაა. სწორედ ასეთი სინათლეა ტრენინგი და თქვენც უკვე აღარ გიწევთ სიბნელეში ხელის ცეცებით სიარული.

ობსესიურ-კომპულსური აშლილობის სიმპტომები ჩნდება სტრესისას, თვისებების ვერ რეალიზაციის და ვექტორთა ფსიქოტრამვების დროს. საჭიროა გავარკვიოთ რომელი პროგრამა დაზიანდა.ვინ ვარ, როგორ მდგომარეობაშია ჩემი ფსიქიკა, რა ხდება ჩემს ვექტორებში,რატომ ვიქცევი ასე? სვფ-ს ტრენინგი დგეხმარებათ გაიგოთ რა გახდა ობსესიურ-კომპულსური აშლილობის მიზეზი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში.

მთარგმნელი ეკატერინე სამხარაძე

წყარო


მსგავსი სტატიები

  • მომავლის შიში: შეიცნო თავი და არ გეშინოდეს

  • წყენის ფსიქოლოგია გამრუდებული სულის ამბავი

  • აუტიზმი (მეხუთე ნაწილი).

  • აუტიზმი (მეექვსე ნაწილი).

  • სომატიზაცია, სხეულის დაავადება თუ სულის ტანჯვა?

  • ევოლუციის იმედი - ჰიპერაქტიური ბავშვები

  • რატომ იკარგებიან ბავშვები? მეორე ნაწილი

  • სასიცოცხლო სცენარის ტყვეობაში