სამყარო - მეგობარია თუ მტერი?


სამყარო - მეგობარია თუ მტერი?

ჩვენ უკვე ვიცით, რომ ადრეული ბავშვობიდან, ყნოსვითი ფსიქოტიპი სიცოცხლესთან განსაკურებული დამოკიდებულებით გამოირჩევა. ეს სიფრთხილისა და უნდობლობის გარკვეული ნაზავია, რაც უკიდურეს შემთხვევაში ზიზღში გადადის.

ამ შეგრძნებათა საფუძველში უცნაური დებულება დევს - “სამყარო ჩემს მიმართ კეთილი ვერ იქნება”. სწორედ ამიტომ გამოირჩევიან ყნოსვები დიდი შინაგანი სიფრთხილით და მთელი მათი მანიპულაციები და ინტრიგები - მხოლოდ სახიფათო სამყაროსგან თავის დაცვაა.

მოდით, გავერკვეთ როგორაა მოწყობილი “სიცოცხლის მექსნიკა” ამ სფეროში და როგორ დავეხმაროთ ჩვენს ყნოსვის ვექტორს, რომ ჰარმონიულად იგრძნოს თავი.

თუ მოვლენებს ყურადღებით დავუკვირდებით ერთ საინტერესო დეტალს შევამჩნევთ. სიცოცხლეს “არ აწყობს” ჩვენი ეკლიანი გზაზე და წინააღმდეგობების გადალახვით სიარული, ასეთ შემთხვევაში სამყარო ჩვენზე ენერგიის გადამეტებულ დოზას ხარჯავს. და პირიქით სიცოცხლეს აწყობს, რომ წინ საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან სრულ ჰარმონიაში მივიწევთ, ასე ხომ სასურველის მიღწევა მინიმალური დანახარჯებით შეიძლება.

მაშინ რატომ არ გვეხმარება სამყარო ენერგიის ეკონომიაში? რატომ ხვდება ადამინების უმრავლესობას უამრავი ხანდახან გადაულაავი წინააღმდეგობები? ხომ არავინ შემედავება იმაში, რომ დედამიწაზე უბედური ადამიანების რიცხვი ბედნიერებზე გაცილებით დიდია?

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ამის მიზეზი დისჰარმონიული ყნოსვის ვექტორია.

ცნობილია, რომ ჩვენს ცხვირს ასეულობით სხვა და სხვა სასიამოვნო სუნის აღქმა შეუძლია. ხოლო უსიამოვნო სუნების ანდა მათი კომბინაციების რიცხვი რომლებსაც ცხვირი ღიქვამს ათასეულებია. გამოდის, რომ ჩვენი ცხვირი სამყაროდან მომავალი უსიამოვნო სიგნალების მიღებისკენ გაცილებით უფროა მომართული ვიდრე სასიამოვნოსი? სწორედ ასეა - ასე იყო საჭირო ევოლუციის ადრეულ ეტაპზე, რათა მკაცრ პირობებში სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. გადარჩებოდა ის, ვინც სხვებზე ადრე შემჩნევდა საფრთხეს და არა ის ვიც უფრო ძლიერ ორგაზმს განიცდიდა.

გახსოვდეთ ძველი შეგონება.

ორი მგზავრი მიდის ჯუნგლებში და უცებ ვეფხვი გამოეკიდებათ. როდესაც ერთი სირბილით უშველის თავს, მეორე ეტყვის “შენ ვეფხვზე სწრაფად ვერ გაიქცევი” რაზეც მეორე უპასუხებს “არცაა საჭირო, რომ ვეფხვზე სწრაფად ვირბინო, ისიც საკმარისია თუ შენ გაგისწრებ.”

ამაშია ყნოსვის მთელი აზრი - გაექცეს საფრთხეს ყველაზე სწრაფად. ამიტომაც დღევანდელობის “ჯუნგლებში” მისი ბადალი არაა. მაგრამ სამყაროს მიმართ ასეთი დამოკიდებულება ყნოსვით ფსიქოტიპს სრულიად დაუცველს ხდის მაშინ, როცა არანაირი რეალური საფრხე არაა და უბრალოდ ჰარმონიულად ცხოვრება უნდა.

რა გამოდის - ის ვინც ჯოგს მოსალოდნელი საფრთხისაგან იცავს, თავად იძულებულია მუდმივ დაძაბულობაში იცხოვროს? სამწუხაროდ ბევრი ყნოსვისთვის ეს უდავო ფაქტია.

“აბა რა ფუჭდება?” - ცნობილი მულტფილმის ,,მესამე პლანეტის საიდუმლოს” პერსონაჟის ფრაზა სულაც არაა შავი იუმორი არამედ ყნოსვის დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ.

მოდით, ვცადოთ ამის შეცვლა ვექტორული ფსიქოლოგიის ძირითადი პოსტულატით.

თუ ჩვენ ვაკმაყოფილებთ (ვავსებთ) ვექტორს მაშინ ის მშვიდდება და გვაცლის ვიმოძრაოთ იმ მიმართულებით რომლითაც გვინდა. ეს განსაკუთრებით დისჰარმონიულ (ვერ მიღებულ) ვექტორს ეხება.

როგორც ნებისმიერ სხვას, ყნოსვის ვექტორსაც აქვს მოთხოვნილებათა ორი ძირითადი ჯგუფი - პირდაპირი (ფიზიოლოგიური) - სასიამოვნო სუნები და ირიბი (ფსიქოლოგიური) - უსაფრთხოების შეგრძნება. პირველი მარტივია - მოძებნეთ სასიამოვნო სუნები და დაამატეთ ისინი თქვენს ყოველდღიურობას. ესაა ყნოსვის ვექტორისთვის სტრესის 30% მოხსნის გამოცდილი საშუალება (რეალურად ეს მხოლოდ მაშინ იმუსავებს, თუ ყნოსვას ერთვის ვიზუალიც, სხვა შემთხვევაში ყნოსვისთვის, უბრალოდ ყველა სუნი ,,ყარს“ - ს.ღ). მეორე შემთხვევაში საქმე ცოტა რთულადაა - თუ თქვენ უკვე წლები გაატარეთ შფოთვაში უსაფრთხოების შეგრძნება ერთ დღეში ვერ დადგება. აქ საჭიროა განსაკუთრებული ალგორითმი რომელიც ამ პრობლემას სიღრმისეულად გადაჭრის.

რა სჭირდება ყნოსვით ფსიქოტიპს, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს? იცოდეს რომ სათადარიგო ვარიანტიც აქვს.

მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ყნოსვა ხშირად სათადარიგო ვარიანის შექმნას გადაყვება ხოლმე, მერე სათადარიგოს სათადარიგოსი და ა.შ. როგორ დავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე?

1. გამოყავით ყოველდღე რამოდნიმე წუთი, როცა ამ სავარჯიშოს გააკეთებთ და ხელს არავინ შეგიშლით. ეს შეიძლება დღე-ღამის ნებისმიერი მონაკვეთი იყოს და პარალელურად ყოველდღიური საქმეებითაც დაკავდეთ.

2. ამოარჩიეთ ის შეგრძნებები რომლებიც თქვენთის დღეს უფრო აქტუალურია - მოვლენათა განვითარების როგორი სცენარის გეშინიათ ყველაზე მეტად?

3. ამოიჩიეთ თქვენი ნებისმიერი ვექტორი (ერთ-ერთი) და 3 წუთის განმავლობაში წარმოიდგინეთ როგორ დაიტანჯება ის, თუ მოვლენები სწორედ ამ ნეგატიური სცენარით განვითრადება. მაგალითად უმუშევრობისა და ფინანსური კრიზისის შიშისთვის აირჩიეთ მწვანე (ვიზუალის) ვექტორი.

“მე ყვავილებისა და სხეულის გასალამაზებელი ნივთების ფული აღარ მექნება, რა საშინელებაა!”

მხოლოდ სამი წუთი!..

4. მეორე დღეს სხვა ვექტორი აირჩიეთ და წარმოიდგინეთ როგორ დაიტანჯება ის ასეთ შემთხვევაში.

მაგალითად იგივე ყნოსვა

“ისევ მშობლებთან დაბრუნება მომიწევს და იქ კი ის საშინელი სუნია” - 3 წუთი საკმარისია.

5. მესამე დღეს ორალის ვექტორისთვის

,,საყვარელ პროდუქტებს ვეღარ ვიყიდი”...

შეასრულეთ ეს სავარჯიშოები მსუბუქად, თამაშ-თამაშით, თითქოს ერთობით, თქვენ ხომ ურალოდ თქვენს წარმოსახვას ავარჯიშებთ. სცადეთ თანდათან გაიაროთ ყველა ვექტორი ისინიც კი რომელიც განსაკუთრებით გამოკვეთილი არაა. შედეგი გაგაოცებთ.

როგორ მუშაობს ეს?

პირველ რიგში თქვენ ადგილი დაუთმეთ იმ შიშებსა და შფოთვას, რაც გაწუხებთ და რაშიც უნებურად ვარდება ყნოსვის ვექტორი. ის რასაც გაცნობიერებულად უთმობთ ადგილს გაცილებით ნაკლებ გავლენას ახდენს თქვენს სიცოცხლეზე.

მეორე - თქვენ ამაზე მაშინ კი არ ფიქრობთ როცა მღელვარება მოგაწვებათ, არამედ იმ დროს რომელიც თქვენ თავად განსაზღვრეთ ამისთვის. ის, რასაც საკუთარი სურვილით ვაკეთებთ, ვერ გვმართავს - პირიქით ჩვენ ვაკონტროლებთ მას.

მესამე - ჩვენ ბუნდოვანი ყნოსვა წარმოდგენა საფრხეზე ნაწილებად დავყავით ანუ ყნოსვური არასტრუქტურირებული მსჯელობისთვის გარკვეული სტრუქტურა დავაწესეთ. ამით თქვენ საბოლოოდ დააკარგვინეთ მას ძალა და გავლენს თქვენს ცხოვრებაზე.

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო: https://www.psy8.ru/articles/kak-fioletovyi-obonyatelnyi-vektor-pomogaet-nam-upravlyat-sobytiyami

  • ყნოსვის ვექტორის ფუძე და როლი

  • ყნოსვის ვექტორი – ზოგადი მიმოხილვა

  • შინაგანი მრჩეველი

  • ინტროვერტი. ადამიანი, რომელიც ისწრაფვის საკუთარი შინაგანი სამყაროს სიღრმეებისკენ

  • წითელი (ურეთრალური) და იისფერი (ყნოსვის) ვექტორების შეთავსება

  • ფსიქოტიპების გარეგანი გამოვლინებები - ყნოსვა

  • ომის და მშვიდობის მდგომარეობები ყნოსვით ფსიქოტიპში

  • რამდენიმე კითხვაზე პასუხი ყნოსვის ვექტორთან დაკავშირებით