ყნოსვის ვექტორის ფუძე და როლი


ყნოსვის ვექტორის ფუძე და როლი

როგორც იცით, სვფ-ს დამფუძნებელი ვიქტორ ტალკაჩოვი, შემდეგ იური ბურლანი და ვიაჩესლავ იუნევიც თვლიან, რომ ყნოსვის ვექტორის ფუძე – ესაა რანჟირება. სვფ-ს ქართული ჯგუფი თვლის, რომ ეს შეცდომაა. რანჟირება – ესაა ყნოსვის ვექტორის ერთ-ერთი თვისება მოძრაობის დონეში. შეუძლებელია, რანჟირება ფუძე იყოს, რადგანაც ფუძე – ესაა ფუნქცია, რომელიც ფუნდამენტალურია ვექტორისთვის და მისგან ვლინდება ყველა სხვა თვისება.

ყნოსვის ვექტორის ფუძე – ესაა სისტემის (მატერიის) შენარჩუნება. გადაარჩინოს სისტემა (მატერია) ნებისმიერ ფასად – ესაა სამყაროში ყნოსვური ზომის უმაღლესი ფუნქცია და დანიშნულება. სწორედ ამ ფუნქციიდან ამოიზრდება ყნოსვის ვექტორისთვის დამახასიათებელი ყველა ის თვისება, რომლის საშუალებითაც იგი თავის სახეობრივ ფუნქციას ასრულებს, და რანჟირება – ერთ-ერთი რგოლია ყნოსვის ვექტორის 40 თვისებას შორის.

რანჟირებაც, ინტუიციური აზროვნებაც, ფარული მმართველობაც, ძალაუფლების ქსელის შექმნაც და ყველა სხვა თვისებაც, მას ამ უმთავრესი – ფუძისეული ფუნქციიის შესასრულებლად სჭირდება. და ყოველი კონკრეტული ყნოსვის ვექტორიანი ადამიანი მეტ-ნაკლებად და სხვადასხვა მასშტაბით განაპირობებს მთლიანი ყნოსვური ზომის მასშტაბით ამ ფუნქციის შესრულებას – დაწყებული პატარა ჯგუფის (სისტემის) შენარჩუნებით, დამთავრებული კაცობრიობის გადარჩენით.

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ყნოსვური ზომა სისტემის ერთგვარი ანტივირუსია.

ყნოსვის ვექტორი ყველაზე სასურველია მათთვის ვინც სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიას შეისწავლის. რა ვექტორია ასეთი, ან რატომაა ასეთი რთული? შორიდან მოვუაროთ. ადამიანი ზარმაცი არსებაა და განძრევაც ძალიან ეზარება.წარმოიდგინეთ ცხვრების ფარა რომელმაც თავის მინდორზე უკვე მთელი ბალახი მოძოვა,მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას და სხვა მინდორზე გადასვლისს საჭიროებას ვერ ხვდებიან. ასე რომ ფარას ყოველთვის სჭირდება მწყემსი და ყნოსვა სწორედ ისაა. უფრო მეტიც ის არა მარტო მწყემსი ის უხილავი მწყემსია.რაც არ უნდა გააკეთოს ის ფარის მზერის მიღმა რჩება.ყნოსვის ვექტორი ერთადერთია რომლის წყალობითაც სამყაროში ყველაფერი მოძრაობს. მის გარეშე არავინ არაფერს გააკეთებდა. ყნოსვები ყველაზე მეტად სძულთ და ეშინიათ მათი და ამავე დროს მხოლოდ მათი წყალობით ვცოცხლობთ და ვვითარდებით.

როგორც ზევით აღვნიშნეთ, ყნოსვის ვექტორის ერთ-ერთი თვისებაა მოძრაობის დონეში. მოდით, კარგად განვმარტოთ, თუ რას გულისხმობს ის. რანჟირება გულისხმობს იერარქიულ მოწყობას. ზემგრძნობიარე ეროგენული ზონის მეშვეობით ყნოსვის ვექტორს აქვს უნარი იგრძნოს სხვებისათვის შეუმჩნეველი სუნი. ეს თავისებურება ანიჭებს მას შესაძლებლობას „დაშალოს და იბატონოს“.

ყნოსვის ვექტორიანის ეროგენული ზონა არის ცხვირი, და ყნოსვით-სასუნთქი სისტემა. საერთოდ ცხვირს ახასიათებს უცნაური თავისებურება – მას არასოდეს სძინავს. ორალური პირი ძილისას დუმს, თვალები დახუჭულია, ყურებს არაფერი ესმით, ხოლო ცხვირი განაგრძობს მუშაობას. ის ნებისმიერ ვითარებაში განაგრძობს მუშაობას, როგორც თავად ყნოსვის ვექტორიანი, რომელსაც რეალურად ხელთ უპყრია ძალაუფლების სადავეები და ერთი წამით არ ადუნებს ყურადღებას. სიფხიზლის, მოდუნების, მუშაობისა თუ დასვენების დროს – არასოდეს! ყნოსვის ვექტორიანი სისტემის რანჟირებას ახერხებს მათრახის და თაფლაკვერის მეშვეობით, ორივე მუდმივად ხელში აქვს. ეროგენული ზონის მეშვეობით ყველა ვაგროვრბთ ინფორმაციას, ყნოსვა კი აკეთებს ამას მაშინაც კი როცა სხვებს ღრმად სძინავთ.

ყნოსვის საზომი მუშაობს სუნებზე, მაგრამ არა ცხოვრებისეულ არომატებსა თუ სიმყრალეებზე, რასაც ყველა გრძნობს. ყნოსვის ადამიანი სულ სხვა სუნებს შეიგრძნობს. ყნოსვა, როგორც იარაღი, ენერგიის მეოთხედს წარმოადგენს. ესაა ჩვენი მამოძრავებელი სურვილები. ყნოსვით ზომას შეუძლია სუნის მეშვეობით აღიქვას ადამიანთა მდგომარეობა, მათი ფარული სურვილები და შეგრძნებები.

სიმშვიდის მოსაპოვებლად ადამიანმა უნდა მოახდინოს თავისი სურვილების რეალიზება. ჩვენი სურვილების სუნს კი მკაფიოდ შეიგრძნობს ყნოსვის ადამიანი. ლაპარაკია არა ფიზიკურ, არამედ ეგოიზმის სუნზე. რაღაც დოზით ეს ბუნების კანონების სუნია, სწორედ ის გვკარნახობს ჩვენ სურვილებს. მამაკაცის ეგო ქალის სურვილის სუნის მატარებელია, ქალის ეგო – მამაკაცის სურვილის. სწორედ ამიტომ, ყნოსვამ ზუსტად იცის რომელ სიმებზე ჩამოკვრით გვაკეთებინოს ის, რაც სურს თავად.

  • ყნოსვის ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

  • ყნოსვის ვექტორი (მოკლე მიმოხილვა)

  • ყნოსვითი ფსიქოტიპის გამოვლინებები (ანალ-ყნოსვა სმენით)

  • «რუხი კარდინალი», ანუ ვინ გვმართავს ყველას

  • ყნოსვური ფსიქოტიპის ხასიათი - ნაწილი I

  • სისტემურად რუხ კარდინალებზე

  • ზედმეტი სიტყვების გარეშე - პირდაპირ ათიანში

  • ყნოსვის "დაბნელება