«რუხი კარდინალი», ანუ ვინ გვმართავს ყველას
«რუხი კარდინალი», ანუ ვინ გვმართავს ყველას
თუკი ნებისმიერი მსხვილი კომპანიის მმართველობის მწვერვალს შეხედავთ, იქ შეამჩნევთ ადამიანს, რომელიც თავისი გარეგნული იერსახით (ტანსაცმლით, ხმით, ქარიზმით და ა.შ.) აბსოლუტურად არ შეესაბამება ლიდერის როლს. ადამიანს, რომელსაც აზრობრივადაც კი ვერ წარმოიდგენთ ფირმის სათავეში, მაგრამ რომელიც ყოველთვის ხელმძღვანელობასთან ახლოს იმყოფება. გაიცანით, ეს ყნოსვითი პერსონაჟია, რომელიც არასოდესაა მმართველობაში, მაგრამ ყოველთვის მასთან ახლოს იმყოფება.
რას აძლევს მას ასეთი საინტერესო მდგომარეობა? ფლობს რა ბრწყინვალე ინტუიციას, ყნოსვითი ადამიანი გრძნობს ყველა შეზღუდვას, რომელსაც აშკარა ძალაუფლებით მოსილი ურეთრალური ლიდერი განიცდის. ამიტომ ორგანიზაციის პირველი პოსტებისკენ იგი არასოდეს მიისწრაფვის. ამას რომ საშტატო განაწესი უშვებდეს, ამ როლისთვის «ფარული მრჩეველი» უნდა ეწოდათ. სინამდვილეში ხომ სწორედ მას, რომელიც მშვენივად ერკვევა ადამიანთა სულების ყველა ფაქიზ დეტალში, შეუძლია ჩააწვეთოს ხელმძღვანელს საჭირო მომენტშ საჭირო აზრი ისე, რომ საერთოდ არ ჰქონდეს პრეტენზია მის ავტორობაზე.
თუ გახსოვთ, ჩვენ ვწერდით, რომ ურეთრალი ვერ იტანს ვერავის რჩევას. სწორედ ყნოსვებს შეუძლიათ ისე შეაჩეჩონ იდეა თავიანთ შეფს, რომ ის თავიდან ბოლომდე დარწმუნებული იქნება, რომ სწორედ მან მოიფიქრა. ადამიანებზე ზეგავლენის უნარში ყნოსვებს ბადალი არ ჰყავთ. ამასთან, ეს ზეგავლენა მართვის «ურეთრალური» მეთოდებისგან განსხვავებით ყველაზე ხშირად შეუმჩნეველია ადამიანთა მხრიდან.გამოცდილი «ფარული მრჩეველი» სასხვათაშორისოდ ჩააგდებს ერთი-ორ საჭირო სიტყვას საუბრის შუაში, და სიტუაცია უკვე ცოტა სხვაგვარად გამოიყურება. ამის შემდეგ უკვე ვერავინ ვერასოდეს გაიხსენებს, «საიდან იზრდება ფეხები». სხვათაშორის გენიალური ნიჭია (გამოყენების უნარის არსებობისას).
მაგრამ ყნოსვის ვექტორის მთავარი ღირსებაა — სიტუაციის სტრატეგიულად ხედვის უნარი. შესაძლოა სწორედ ამას უკავშირდება ასეთი ადამიანების სიყვარული ჭადრაკისადმი, და ცნობილ მოჭადრაკეებს ეს ვექტორი საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული. თუ მუდმივად მომავალზე მოფიქრალი ურეთრალი გრანდიოზულ გეგმებს აწყობს და სჯერა წარმატების, ყნოსვა ხვალინდელი დღისადმი სრულიად სხვაგვარადაა განწყობილი. მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება საფრთხეების ან უბრალოდ სიტუაციების გაუთვალისწინებელი, უეცარი ცვლილებების წინათგრძნობა.
ინტუიტიური აზროვნების უნარის გამო როგორც წესი მასთან ურთიერთობა უჭირთ გონების ლოგიკური წყობის ადამიანებს – პირველ რიგშ კანის-, და ასევე ანალის ვექტორიანებს. ისინი მზად არიან გამუდმებით ჩაეძიონ: «გვითხარი, რატომ ფიქრობ ასე? დაამტკიცე! რაშია აქ ლოგიკა? როგორ მიხვედი ასეთ დასკვნამდე?». მას კი მხოლოდ ერთი პასუხი აქვს: «უბრალოდ ასე ვგრძნობ, ასე მგონია…». სერიოზულ ბიზნესში ასეთი არგუმენტები იშვიათადაა ღირებული, და ყნოსვის შეხედულებას ზოგჯერ უგულვებელჰყოფენ. შედეგად ზოგიერთ სიტუაციაში მთელი «კანური ლოგიკა», «ანალური ანალიზი» და «ურეთრალური გამომგონებლობა» უსუსური ხდება და სიტუაცია სწორედ ისე ვითარდება, როგორც ყნოსვამ იწინასწარმეტყველა.
არც ისე განვითარებული ხელმძღვანელი ამბობს: «ეს შემთხვევითობაა», და იგივე სტილში აგრძელებს მოქმედებას. მაგრამ ერთიდაიგივე შეცდომის რამდენჯერმე დაშვების შემდეგ ხვდება, რომ არსებობს ცხოვრებაში მოვლენები, რომლებიც ანალიზს, ლოგიკურ გაგებას და ა.შ. არ ექვემდებარება. და მაშინ დგება «ყნოსვების ერა». სწორედ ამიტომ ასეთი ადამიანი ადგილს პოულობს ასევე ანალიტიკურ განყოფილებაში ან უსაფრთხოების სამსახურში. რა თქმა უნდა ის არ დგას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ან ადამიანების დაცვაში, არამედ მყუდრო ოფისში ზის და ინფორმაციის უზარმაზარ რაოდენობას ამუშავებს. ამასთან არა იმდენად ტვინით (ინტელექტით), არამედ თავისი შინაგანი «ყნოსვით» და ინტუიციით. გარკვეულ მომენტშ ის დგება, მიდის ხელმძღვანელთან და აძლევს ინფორმაციის ნამცეცს, მაგალითად: «მე ვფიქრობ, რომ დღეს ამ აქციების გაყიდვა და ამ აქციების ყიდვა ღირს» ან «შეგრძნება მაქვს, რომ ხვალ ყველა დოლარის ევროზე გადაცვლა ჯობია». განვითარებული შეფი არ დაუსვამს სულელურ კითხვას: «რატომ?». იგი ხვდება, რომ გასაგებ ახსნას ყნოსვისგან მაინც ვერ მიიღებს. შეუძლია მხოლოდ დაუჯეროს ან არ დაუჯეროს, სულ ესაა…
სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=bookmarks