სისტემურად რუხ კარდინალებზე


სისტემურად რუხ კარდინალებზე

სვფ ადამიანებს თანდაყოლილი თვისებებით – ვექტორებით ასხვავებს. ერთი ვექტორის გარშემო კი გარკვეული მიზეზების გამო უამრავი მითი და ლეგენდა გაჩნდა. არც ისე ხშირად, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე, რომ ცხოვრება იმ ადამიანებს გვახვედრებს, ვისაც რუხ კარდინალებად მოიხსენიებენ. ამასთან “მეთოჯინეები” სრულიად განსხვავებულ პოსტებზე შეიძლება ვნახოთ. იდუმალი და ძლევამოსილი, საშიში და გავლენიანი, ბნელი დიდებით გარემოცული, ისინი ჩრდილში რჩებიან. მაშ ვინ არიან რუხი კარდინალები? როგორ მოვიქცეთ მათთან? რისთვის ჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში? რა აქცევთ ასე ძლევამოსილებად?

ალექსანდრე დიუმას “სამი მუშკეტერის” წყალობით, პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ასეთი კარდინალის ყველაზე ცნობილი სახე, რაღა თქმა უნდა რიშელიეა. ისტორიკოსების მტკიცებით ეს გმირი მწერალმა თითქმის ზუსტად გადმოიტანა ცხოვრებიდან წიგნის ფურცლებზე, თუმცა თავად რომანში ბევრი რამ უდავოდ მოგონილია.

ბელადის ჩრდილი.

კლასიკური რუხი კარდინალი თავისი ბელადის ჩრდილია, ინრიგებისა და მახეების მხლართავი ჩრდილი. მრჩეველი, მოკარნახე, “მეთოჯინე”, მთელი რიგი ეპითეტები ამოტივტივდება მეხსიერებაში. ერთის მხრივ რიშელიეს სახე როგორც ლიტერატურის “გავლენიანი აჩრდილისა” საჩველებელია – ინტრიგები, მახეები, კინკლაობა, დაბეზღება, “კარგი” მუშკეტერების წვალება… თუმცაღა ნამდვილი რუხი კარდინალი, არასოდეს გახდება წამქეზებელი, მას არა მხოლოდ ჩრდილში დარჩენა კონფლქტებიადან თავის ოსტატურად დაძვრენაც ეხერხება. იმ შემთხვევაშიც კი თუ ის კონფლიქტური სიტუაციის აშკარა ინიციატორია ის პირადა მონაწილეობას არ მიიღებს, მის ნამდვილ ინტერესებს ისე თუ გამოიცნობ.“გავლენიანი მრჩევლის” ყველა ჩვევას ფარული მნიშვნელობა აქვს, სარჩული, ინტიგანი -ობობას კარგად გამოკვეთილი მიზნები. რომანტიკოსმა – დიუმამ თავის ბესტსელერში დაწვრილებით ახსნა კარდინალის არაჯენტლმენური საქციელი ანა ავსტრიელისადმი ნაზი გრძნობების გამო. რაც გახდა კიდევაც ძირითადი სიუჟეტის მიზეზი. რეალურ ცხოვრებაში “რუხ კარდინალებს” სულ სხვა მიზნები ამოძრავებთ და სვფ-ს ცოდნით მათი გამომჟღავნება ძალიან იოლია და ამასთან კერძოდ ყნოსვური ბუნების გაცნობაც.

მაგრამ მოდი ცოტა ხნით რიშელიე დავტოვოთ და ლიტერატურული ღრუბლებიდან მიწაზე დავეშვათ. ერთხელ ერთმა ნაცნობმა თავისი მეგობრის მამასთან შემთხვევით შეხვედრაზე მომიყვა, ეს ადამიანი “ორგანოებში“ მუშაობდა გაურკვეველ თანამდებობაზე. მონათხრობი სიტყვა სიტყვით მომყავს: “შეუარე მეგობარს, ვსხედვართ ვსაუბრობთ. უცებ შემოსასვლელი კარი დაჯახუნდა. ჩემი მეგობარი წამოხტა შეძახილით: “ოი მამა მოვიდა”. გამოვდივართ დერეფანში დგას მაღალი ჩასხმული კაცი სანათის ქვეშ და სახეზე ჩრდილი ეცემა. ხელი გავუწოდე, ის ჩემსკენ გადმოხარა და თითქოს მზერით გამხვრიტა. აი ეს იყო მზერა! თითქოს სადღაც ჩემს შიგნით ჩაიხედა. გულმაც კი მიჩხვლიტა. ხელი კი მაინც არ ჩამომართვა… მშიშარა არ ვარ მაგრამ კანზე მაინც ეკალმა დამაყარა.”

ეს რა მზერაა? თანდაყოლილი თავისებურება? ნავარჯიშევი უნარი? სხვისი გავლენისგან თავის ასარიდებლად გამომუშავებული ჰიპნოტიზიორის მზერა? როგორც მერე გაირკვა “მამიკომ” არც თუ ისე ცუდი კარიერა გააკეთა წოდებიდან წოდებისკენ მიიწევდა და ყოველგავრი აშკარა პროტექციის გარეშე. უფრო მეტიც სფეროში სადაც ყველაფერზე დაეჭვებას ასწავლიან, სარკეში საკუთარი გამოსახულების ჩათვლით, მან შეძლო ისეთი ნაცნობობები და კავშირები შეექმნა რომ მინისტრსაც კი შეშურებოდა. როგორც მისი ქალიშვილი ყვებოდა, მან სრულიად მშვიდად გადაიტანა რამოდენიმე შინაგანი “წმენდა” და მშრალი გამოვიდა ყველა იმ სიბინძურიდან, რაც მის თანამშრომლებს დაატყდათ თავს.

გაუმართლა? იქნებ ადამიანს მძლავრი ინტელექტუალური გონება აქვს, რომელიც კამპიუტერივით თვლის წინასწარ ყველა სიტუაციას. ან წლობით ნავარჯიშევი პროფესიონალური ყნოსვა? ან იქნებ თანდაყოლილი ინტიუცია? შეგვიძლია დიდხანს ვიმკითხაოთ და ვარაუდები ავაგოთ, მაგრამ რისთვის? ამ კითხვაზე ხომ უკვე არსებობს ზუსტი პასუხი – ძალიან მოკლე ორი სიტყვით – ეს ყნოსვის ვექტორია.

რა ვექტორია ეს?

ძალიან მოკლედ თუ ვიტყვით, ეს ის ძალაა, რომელიც სოციალურ ერთეულში (ადამიანების ჯოგში) შეუძლია ბელადის მძვინვარების დაცხრობა თავისი ცივი გველისებური ყნოსვით. ამ ძალის ცოცხალი განსხეულებები და მატარებლები – ემოცია მოკლებული რუხი კარდინალები არიან. ადამიანი რომელიც ყოველი გვერდით მყოფის ნამდვილ სახეებს ხედავს. ადამიანი რომელიც უმცირეს საფრთხესაც კი იქამდე გრძნობს ვიდრე ის სიშიშროება გახდება. ერთადერთი ვისაც ქვეცნობიერად შეუძლია სვფ-ს კანონზომიერებები გამოიყენოს მაშინაც კი როცა მათზე არც კი სმენია.

ყნოსვების ზე-უნარების თეორიული განმაპირობებლები ძალიან საინტერესოა, დაინტერესებულებს შეუძლიათ უშუალოდ სვფ-ს გაეცნონ, რადგან ამ საკითხის უკეთ ახსნა არავის შეუძლია. ყნოსვის ვექტორის დამახასიათებელი თვისება ცივი უცერემონიობაა. ცხოვრებაში რუხი კარდინალის მთავარი მამოძრავებელი ჯოგის მეშვეობით საკუთარი თავის გადარჩენაა. ეს ფაქიზი მომენტი ყნოსვის პიროვნების სიღრმისეული საიდუმლოს ამჟღავნებს. როგორ ხედავს ხალხს გამჭოლად. რატომ აქვს გავლენა ბელადზე. რატომ არ ასდის სუნი. რატომ არა არასოდეს არაფერში გარეული. და კიდევ უამრავი რატომ.

ყოფნა – არყოფნა… მსხვერპლად.

რა საქმე აქ ჩვენთან უბრალო მოკვდავებთან ბელადთან დაახლოებულ რუხ კარდინალს, რომელსაც ცოდვილი მიწიდან ვერც კი მივწვდებით? სავსებით პირდაპირი.

“ადამიანები მისთვის ნაგავია” ამბობს ერთი კინოგმირი თავის მჩაგვრელზე. ეს ფრაზა კარგად აღწერს ყნოსვის ადამიანებთან დამოკიდებულებას. მას საკუთარი სუნი არ აქვს და სხვების “არომატის” სულ მცირე ჩქამსაც კი აფიქსირებს. ის გრძნობს და ამჩნევს, რომ ხალხი სიმყრლითაა სავსე. მას შიშის სუნიც სცემს. ის მოუხელთებელი არაცნობიერის ,,სუნების“ სპეციპიური გამოტყორცნებებით შეუცდომლად იგებს რომ ადამიანი იტყუება.

ყნოსვის ვექტორის მატარებელი ცოტაა, მაგრამ მაინც გვხვდებიან. ცივილიზაციამ მათში ჯოგის გადარჩენის ინსტიქტი ჩადო – თუნდაც საკუთარი თავის გადასარჩენად. ამიტომაც ადამიანების ნებისმიერ საზოგადოებაში ისინი თანაბრადაა გადანაწილებული. ცხოვრებაში არაერთ “რუხ” კარდინალს შეხვდებით, განსაკუთრებით თუ ძალაუფლებისკენ სწრაფვა იმატებს. ანდა ძალაუფლებისგანა ძალიან შორსაც შეიძლება ყნოსვის ნახვა – თუნდაც სტუმრად ნაცნობთან. რა შეიძლება ყნოსვის საპირწონედ გამოვიდეს? შერლოკ ჰოლმსის დედუქცია? ეს ცნობილი მაძებარიც ცდებოდა და საკუთარ მეთოდებს ვერ ეყრდნობოდა. ერთხელ ვატსონთან ზურგით მხდომმა მისი ტროსტის აღწერა დაიწყო. ვატსონი კინაღამ გადარია მისმა გამჭრიახობამ, ვიდრე მისის ჰოლმსმა არ “ჩაუშვა”; “ის თქვენს ანარეკლს ყავადანში ხედავს”. ყნოსვასთან ასეთი ხუმრობები არ გაგივათ – ის ნებისმიერ სიყალბეს მაშინვე გრძნობს. არც კი ეცადოთ მათ დონეზე თამაშს. ეს ის შემთხვევა არაა. სვფ-ს გარეშე მხოლოდ ყნოსვას შეუძლია მსგავსი დასკვნის გაკეთება. სხვებს კი შეცდომის დაშვების რისკი აქვთ – და ძალიან ძლიერიც.

მაშ როგორ უნდა მოვიქცეთ ყნოსვის ვექტორიანთან? თავი როგორ უნდ დავიცვათ თუ უეცრად “შავ სიაში” მოხვდით? და თუ საკუთარი ძალის იმედიც არ გაქვთ სხვა რიღას იმედი უნდა გქონდეთ? აქ ორი პასუხის არსებობა შეუძლებელია – მხოლოდ სვფ-სა და ყნოსვის ვექტორის ძირითადი საყრდენის გააზრების იმედი უნდა გქონდეთ. რაც უფრო ნაკლები სარგებლობა მოგაქვთ ჯოგისთვის მით უფრო მეტად გერჩით ყნოსვა. პარადოქსულია მაგრამ აბსურდულობამდე მარტივია პასუხი სანამ ჯოგისთვის სასარგებლო ხარ არ შეგჭამენ. ეს უბრალო დასკვნა ყნოსვის მთავარი ცხოვრებისეული მიზნითაა განპირობებული, არც მეტი არც ნაკლები. ასე რომ თუ რუხ კარდინალს პირდაპირ არ გადაუჭრი გზას, მაშინ არც ერთ შენს უსიამოვნებაში ის დამნაშავე არ იქნება – ჯგუფში შენი როლი უფრო საჭირო უნდა გახადო. მხოლოდ ამაშია საქმე და მხოლოდ ესაა მთავარი. ამიტომაც სხვისი კბილებით გღრღნის ყნოსვური “მეთოჯინე”.

იმაზე თუ როგორ უნდა იპოვო შენი ადგილი საზოგადოებაში გაუგო საკუთარ თავს განსაზღვრო შენი ვექტორები და მათი მდგომარეობები სვფ-ს ლექციებზე გაიგებთ.

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო: http://www.yburlan.ru/biblioteka/o-seryh-kardinalah-sistemno

  • ყნოსვური ფსიქოტიპის ხასიათი - ნაწილი II

  • შინაგანი მრჩეველი

  • ურეთრალური და ყნოსვითი ფსიქოტიპების კომბინაცია

  • ყნოსვითი ფსიქოტიპის გამოვლინებები

  • პოკერი ბედთან

  • სამყარო - მეგობარია თუ მტერი?

  • ყნოსვის ვექტორის დამახასიათებელი დაზიანებები და სტრესები

  • ყნოსვის ვექტორის ფუძე და როლი