როგორ გვეხმარება ყნოსვის ვექტორი მოვლენების მართვაში


როგორ გვეხმარება ყნოსვის ვექტორი მოვლენების მართვაში

ყნოსვა ერადერთია რვა ვექტორიდან, რომელიც თითეულ ადამიანში წინააღმდეგობრივ ასოციაცებს აღძრავს - სრულ მიღებასა და სიყვარულს და აბსოლუტურ ზიზღსა და სიძულვის შორის.

იგივე შეიძლება ითქვას საკუთარი ცხოვრების მოვლენების მართვაზეც - ზოგიერთი ყნოსვის ვექტორიანი ადვილად და სიამოვნებით მართავს მომავლის მოვლენებს (საკუთარსაც და სხვისასაც) მაშინ როცა სხვები გამუდმებულ ტანჯვაში ცხოვრობენ.

მოდით ის ძირითადი მოვლენები განვიხილოთ რომლების განკარგვაც შეგიძლიათ.

ინტუიცია - კარგი ყნოსვა თუ რაიმე სხვა?

ისე ნუ ვიფიქრებთ, რომ ყნოსვითი ფსიქოტიპი მხოლოდ სუნების მიმართაა მგრძნობიარე, ისევე როგორც ცსმენა, ისიც იღებს ინფორმაციას გარე სივრციდან მიმდინარე და მოსალოდნელ მოვლენებზე და მასთან ინფორმაციის ძირითადი ნაწილი სულაც არ მოდის არომატული მოლეკულების სახით, არამედ მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ აუხსნელი რაღაც მეთოდით.

აბა დაფიქრდით განა რა სუნი უნდა ჰქონდეს ორ მანქანას რომლებიც სულ რაღაც ათი წუთის შემდეგ ერთმანეთს შეასკდებიან? მაგრამ ყნოსვა მაინც გადაუხვევს ამ დროს სწორი გზიდან და შემოვლითზე გადავა მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა ასე მოეჩვენა უფრო მართებულად. თქვენ ვერასოდეს მიიღებთ მისგან ამის ლოგიკურ ახსნას, რადგან ეს თავადაც არ იცის. მან იცის მხოლოდ ის რომ მსგავს სიტუაციებში მის სხეულში ჩნდება ოდნავ შესამჩნევი შეგრძნება რომელსაც ის ენდობა.

შეიძლება ამ შეგრძნებას ვუწოდოთ შინაგანი ნიშანი რომელიც რაღაცაზე მიგვანიშნებს.ამგავრად ჰარმონიული (მიღებული) ყნოსვის ვექტორი გამოირჩევა იმით, რომ გაუცნობიერებლად რეაგირებს ნიშებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ატარებს გონების ფილტრში - “სწორია - არასწორია”. სწორედ ამაშია მისი უპირატესობა!

როგორც გამოცდილი მძღოლი ოდნვ შესამჩნევი მოძრაობით აკავებს მანქანას გზის საჭირო ზოლში, ისე მიცურავს ჰარმონიული ყნოსვა სიცოცხლის ნაკადში და მინიმალური მოძრაობით არეგულირებს თავის გზას. მოვლენათა სამართავად ის ძალიან ცოტა ენერგიას იყენებს, მას ხომ ისევე როგორც ყველა ზედა ვექტორს არც ისე ბევრი ენერგია აქვს. ამიტომაც მფლანგველი ვერ იქნება.

მაგრამ აი როცა ყნოსვითი ფსიქოტიპი არაა ჰარმონიულად განვითარებული. წარმიქმნება შემდეგი ორი ვარიანტი:

1. ადამიანი საერთოდ ვერ გრძნობს წინასწარ მოვლენებს, ვერ ამჩნევს ნიშნებს, ამიტომაც ცხოვრებას ბრმად მიუყვება და გამუდმებულ წინააღმეგობას აწყდება. ეს დამალობანას თამაშს გავს დახშული ყურებითა და ცხვირით, თქვენ არა მხოლოდ ყველაფერს ეჯახებით არამედ ისიც არ იცით ვინ დაგცინით ახლა.

2. ადამიანი წინასწარ გრძნობს მოვლენებს (განსაკუთრებით ნეგატიურებს) და ეს მასში საშინელ შფოთვას იწვევს. ”სასწრაფოდ რაღაც უნდა ვიღონო, რომ ეს არ მოხდეს”, მაგრამ ასეთი “ჰიპერქტიურობა” ვერ წყვეტს ყნოსვის პრობლემას, არამედ უფრო აღრმავებს. სიტუაცია ავტოსკოლის იმ მოსწავლეს გვაგონებს, პირველად რომ მიუჯდა საჭეს, როგორც კი მანქანა ოდნავ მარცხნივ წავა ის მკვეთრად მარჯვნივ ატრილებს საჭეს და მერე ამჩნევს, რომ ახლა მარჯვნივ გადაიხარა და საჭის საწინააღმდეგო მხარეს ატრიალებს, საბოლოოდ კი თხრილში ვარდება. გარდა ამისა გადამეტებული აქტივობა სწრაფად წვავს ყნოსვის ისედაც მცირე ენერგიას. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! დისჰარმონიულ ყნოსვას უბრალოდ არ შეუძლია სწორად მიუდგეს ინტუიციურ გამონათებებს.

მოცემული წესი ვრცელდება ზედა ვექტორებზე - ყნოსვა, სმენა, ვიზუალი - ნებისმიერი სიტუაციის გამოსწორება თქვენგან მინიმალურ წერტილოვან მოქმედებას ითხოვს, მაშინაც თუ პრობლემა სერიოზულია. ხოლო თუ გგონიათ, რომ სიტუაციის შესაცვლელად მთების გადალახვა გჭირდებათ, ეს თქვენი ვარიანტი არ ყოფილა, ეს ვერ დაგეხმარებათ.

შესაძლებელია ინტუიციასთან დამეგობრება თუ ისფერი ვექტორის ამ უპირატესობას ჯერ კიდევ არასაკმარისად იყენებთ? დარწმუნებული ვარ რომ კი. და ახლა არა მხოლოდ ამ ვექტორის საკუთარ თავში მიღებაზეა საუბარი.

საქმე იმაშია რომ ყნოსვა ბუნებაში ყველაზე ადრეული შეგრძნებაა - მას მიკრობებიც კი ფლობენ, რომლებსაც არ აქვთ “ტვინი” და მხოლოდ “სხეულისგან” შედგებიან. გაცნობიერებულ დონეზე ხალხიც ხშირად ვერ ამჩნევს სუსტ სუნებს, მაგრამ ჩვენი სხეული მათზე რეაგირებს. მათ შორის სუნებზე და სხვა სიგნალებზე რომლებიც სერიოზულ საფრთხესა და დაბრკოლებაზე მიგვანიშნებენ. ამიტომაც ვიტყოდი, რომ ჩვენი სხეული უფრო მეტადაა მოსალოდნელი მოვლენების ,,საქმის კურსში”, ვიდრე ჩვენი გონება.

სცადეთ და ნებისმიერი გაუგებარი სიტუაციისას ჰკითხეთ თქვენს თავს “რას გრძნობს ახლა ჩემი სხეული? რამდენად კომფორტულადაა?”.

როდესაც რთული არჩევანის წინაშე დგახართ, ორივე ვარიანტი ცალცალკე წარმოდგინეთ და შეადარეთ თქვენი სხეულის შეგრძნებები ერთმანეთს ორივე შემთხვევაში. შესაძლოა თავიდან ვერც იგრძნოდ შესამჩნევი სხვაობა, მაგრამ ექსპერიმენტს ნუ შეწყვეტთ. ორიოდე კვირის შემდეგ აღმოაჩნეთ, რომ სხეული სავსებით სწორ სიგნალებს გაძლევთ “სად უნდა წახვიეთ და სად არა”.

ვიღაც აუცილებლად იკითხავს: “ნუთუ შეიძლება ბრმად ვენდოთ სხულის შეგრძნებებს? იქნებ რამე ისეთი შევჭამე ანდა უბრალოდ ცუდი ამინდია.”

არცაა საჭირო ბრმად მინდობა. უბრალოდ დაიმახსოვრეთ ან ჩაიწერეთ. ხოლო იმოქმედეთ ისე როგორც მიჩვეული ხართ “გონების კარნახით”. მერე კი შედეგი შეაფასეთ. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული დროის შემდეგ თქვენ ცოტა მეტად ენდობით თქვენს ინტუიციას.

და ყველაზე საინტერესო იცით რა არის? ცოტა ხანში შეამჩნევთ, რომ უფრო კარგად აღიქვამთ სუნებს, ეს კი იმას ნიშნავს რომ ყნოსვის ვექტორის მიღებაც გაუმჯობესდა.

  • სამყარო - მეგობარია თუ მტერი?

  • ყნოსვის ვექტორის ფუძე და როლი

  • წითელი (ურეთრალური) და იისფერი (ყნოსვის) ვექტორების შეთავსება

  • ფსიქოტიპების გარეგანი გამოვლინებები - ყნოსვა

  • ყნოსვური ფსიქოტიპის ხასიათი - ნაწილი I

  • როგორ გვეხმარება ყნოსვის ვექტორი მოვლენების მართვაში

  • ომის და მშვიდობის მდგომარეობები ყნოსვით ფსიქოტიპში

  • შინაგანი მრჩეველი