ვიზუალების შესახებ
ვიზუალების შესახებვიზუალურ ვექტორს ახასიათებს ერთგვარი კაპრიზული მანერულობა, შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ასე მხოლოდ ამ ვექტორის მატარებელ ქალებს აქვთ, მაგრამ ასე არ არის. საერთოდ ვიზუალური ვექტორი უფრო მეტად ქალური რეალიზაციის მატარებელი ვექტორია, ამიტომ აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენს მიერ მოყვანილი მაგალითების უმრავლესობა სწორედ ვიზუალი მდედრების შესახებ იქნება. მაგრამ რეალურად ვიზუალური ვექტორის მატარებლები ორივე სქესში აბსოლუტურად ერთნაირი ინტენსივობით ავლენენ თავს და ასევე თანაბარი პროცენტით იბადებიან. რატომ ითვლება ეს საკითხი არამამაკაცურ თემად? პასუხი მარტივია: ჩვენ უკვე აგიხსენით, რომ კაცობრიობამ განვლო სამი ფაზა: კუნთური, ანალური და დღეს კანურ ფაზაში ვიმყოფებით. უკვე უკან დარჩა ანალურ ფასეულობათა ფაზა. რომელიც ითვლებოდა ანალური გაგებით ,,ნამდვილი მამაკაცების” ფაზად. ანალური გაგებით ითვლებოდა რომ ნამდვილი ვაჟკაცი უნდა ყოფილიყო წვერებიანი, ძლიერი, ვაჟკაცური. ანალური გაგებით მამაკაცს არ შეჰფერის მოდური კოფთები, ლამაზი ვარცხნილობები, ამდაგვარად ჩაცმულ მამრს ანალის ვექტორიანები ,,პედერასტად” მოიხსენიებენ. ეს მხოლოდ გარეგნული მხარეა, რომ აღარაფერი ვთქვათ შინაგან ფასეულობებზე. ანალები თვლიან რომ შინაგანად ნამდვილი ვაჟკაცი კლდესავით უდრეკი უნდა იყოს, მას უნდა შეეძლოს თავის სიტყვაზე მტკიცედ დგომა, ვაჟკაცი არ უნდა ტიროდეს, უკიდურეს შემთხვევაში თუ დედა მოუკვდა შეუძლია ერთი შეკავებული კურცხალი გადმოღვაროს. მაგრამ ვექტორს სქესი არ აქვს, ნებისმიერი ვექტორი შეიძლება ჰქონდეს ქალსაც და კაცსაც. ვიზუალური ვექტორი ანალურს არაფრით ჰგავს. ვიზუალი იმდენად მგრძნობიარეა, რომ ყველაფერზე შეუძლია იტიროს.
ვიზუალებისთვის ცხოვრება თეატრივითაა, ისინი ოცნებით დაფრინავენ ზეცაში, წარმოსახვით აცოცხლებენ საყვარელ პერსონაჟებს, მათთვის მთელი ცხოვრება ფარფატია, ხან ზემოთ, ხან ქვემოთ. ვიზუალებს არასოდეს შეუძლიათ იყვნენ გულგრილნი არც კარგის და არც ცუდის მიმართ. სწორედ ვიზუალური ვექტორი გვასწავლის როგორ ვაფახულოთ თვალები, როგორ მოვპრუწოთ ტუჩები ბანტივით, ამის დამნახავი ნებისმიერი თავმოყვარე ანალი ჭკუიდან გადავიდოდა. ასე იქცევიან არა მხოლოდ ვიზუალი გოგონები, არამედ ხშირად ვიზუალი ბიჭებიც, ეს კი საკმაოდ არამამაკაცურად ჩანს, განსაკუთრებით იქ, სადაც დომინანტი ანალური ფასეულობებია. ამიტომ როდესაც ასეთი ვიზუალი ბიჭები ჩნდებიან, ანალები მათ მაშინვე მიაკუთვნებენ შესაბამის სახელს. ამიტომ ნუ ჩათვლით, რომ ვიზუალური ვექტორი მხოლოდ ქალებს აქვთ, ის აქვთ მამაკაცებსაც, უბრალოდ ამ ვექტორის მატარებელი მამაკაცების დიდ ნაწილში, ეს ვექტორი დამალულია სხვა ვექტორების ზეგავლენით. რადგან კაცობრიობა ჯერ კიდევ არაა მზად ასეთი მამრების მისაღებად (აქ სულაც არ ვგულისხმობ იმას, რომ ყველა ვიზუალი მამრი გეია, სულაც არა, უბრალოდ ვიზუალი მამრები უფრო მეტად ნაზები და მგრძნობიარენი არიან, ვიდრე სხვა მამრები). არიან ისეთი ანალ-ვიზუალის ვექტორიანი მამიკოები, რომლებსაც გული მისდით თუ შვილის თითიდან გამოსულ ერთ წვეთ სისხლს დაინახავენ. არიან ისეთი მამრებიც, რომლებიც როდესაც რომანტიკული მუსიკის ხმას გაიგონებენ, მაშინვე თავისი სიყვარული ახსენდებათ და ცრემლებს აღვარღვარებენ. ვიზუალის ვექტორიანი მამრის ამოსაცნობად შეიძლება გამოვიყენოთ მკაფიო კრიტერიუმები. განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ დიდ ქალაქებში, სადაც ჩვენ ირგვლივ ძალიან ბევრი ვიზუალური ვექტორის მატარებელია. ვიზუალები ხასიათდებიან რბილი ხასიათით, ანალი მამრების შემხედვარე ვიზუალი მამრი მაშინვე ხვდება რომ ის მათნაირი არ არის. ვიზუალები არ არიან ანალებივით უხეშები. ხშირად მშიშრებიც კი ჩანან.
ვიზუალის ვექტორიანი ადამიანები, სიყვარულის ადამიანები არიან. ისინი არიან სილამაზის, კულტურის, ეთიკის, ესთეტიკის მატარებელი ხალხი. ვიზუალები არიან სათუთი, ფაქიზი ნატურები, მგრძნობიარეები და ნამდვილად კეთილი ადამიანები, რომლებიც ყველას მოუწოდებენ სიბრალულის, სიყვარულისა და თანაგრძნობისკენ. ვიზუალური ზომა ჩვეულებრივ ადამიანებს საშუალებას არ აძლევს გასაქანი მისცენ ბუნებრივ სიმხეცეს. ვიზუალური ზომა ადამიანებს უკრძალავს გინებას, ფურთხებას, თითების კვნეტას, ხმამაღლა ყვირილს, მოკლედ კრძალავს უკულტუროდ მოქცევას. თუ დღეს ადამიანთა შორის ასე მოიქცევით, ისინი თავს მაშინვე არასასურველ პერსონად გაგრძნობინებენ. ეს ვიზუალური ვექტორის დამსახურებაა.
ვიზუალის ვექტორიანები ძალზე მგრძნობიარენი არიან და კარგად შეიგრძნობენ სხვების ემოციებს. შეიძლება შემეცნება არც ისე მაღალი აქვთ, მაგრამ თავად ასე არ ფიქრობენ. ვიზუალები კავდებიან ფსიქოთერაპიით, ხშირად მისდევენ ასტროლოგიას, ადგენენ ჰოროსკოპებს, მაგრამ როგორც წესი ყოველგვარი ფანატიზმის გარეშე. თუ თქვენ ნახავთ ვინმეს ვინც ასეთ სწავლებებს ისე აფანატებს, რომ მის გარდა ირგვლივ ვერაფერს ხედავს, ეს უკვე მხოლოდ ვიზუალი არ არის, მას სმენის ვექტორიც აქვს. მაგრამ თუ ყველაფერს ცოტ-ცოტას მისდევენ, ასეთები უკვე ვიზუალები არიან.