კან-ვიზუალური კომბინაციის რეალიზაცია მამაკაცებში
კან-ვიზუალური კომბინაციის რეალიზაცია მამაკაცებში
არც ისე მამაკაცური
ზოგადად გავრცელებულია მოსაზრება, რომ მამაკაცი უნდა იყოს, ვაჟკაცური, ბრუტალური, წარმატებული, უნდა შეეძლოს თავისი კაცობის წარმოჩენა და ა.შ. ,,კაცი კაცს უნდა ჰგავდეს“ – ასეთია გავრცელებული მოსაზრება. მაგრამ ვიზუალის ვექტორიანი მამრის თვისებები ისტორიის მანძილზე უფრო ქალურ თვისებებად იყო მიჩნეული, ვიდრე – მამაკაცურად. თუ გახსოვთ ვიზუალური ზომის არსი ცალკეულია (კერძო), მისი ფუნქციაა შეინარჩუნოს თითოეული სიცოცხლე კაცთმოყვარეობის, თანაგრძნობის, ჰუმანიზმის ნიადაგზე. ვიზუალი ანტისიკვდილია. მამრების არქეტიპულ როლად ჯგუფში ითვლებოდა ნადირობა, ბრძოლა, ნადავლის მოპოვება, დაპყრობა. ვიზუალური ვექტორის მატარებელი მამრი კი მდედრობით და მამრობით ფუნქციებს შორის მერყეობდა. ის არ იყო კლასიკური გაგებით ბრუტალური მამრი, მაგრამ არც მდედრი იყო.
ვიზუალი მამრი (განსაკუთრებით კან-ვიზუალი) არ შეესაბამება მამრზე გავრცელებულ შაბლონს. ამიტომ გასაგებია, რომ მათთვის საკუთარი ადგილის პოვნა რთულია. ჯერ კიდევ ბავშვობაში კან-ვიზუალი ბიჭები გოგონების გარემოში უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, ვიდრე – ბჭებთან. ბიჭებთან ერთად ჩხუბს და ფეხბურთის თამაშს, მათ ურჩევნიათ ესმოდეთ ლამაზი სიტყვებით სიყვარულზე საუბარი და თავისუფლად გამოხატავდნენ ემოციებს.
ვიზუალი მამაკაცების შიშები
საერთოდ ვიზუალური ვექტორი – ეს შიშების საწყობია!
უმცირესმა ხმაურმა, ან ცერად შეხედვამ შეიძლება ისე შეიშინოს, რომ შიშისგან თვალები გადმოცვივდეს. შეესწრებიან როგორ შეასკდა მტრედი მანქანის საქარე მინას და ეს კადრი რამოდენიმე კვირა არ ამოდით თვალებიდან. ვიზუალის ვექტორიანების ყველაზე ძლიერი შიშია – სიკვდილის შიში, რომლის წინაშეც ვიზუალები ძრწიან.
ვიზუალური ვექტორის კიდევ ერთი მთავარი შიშია – ,,იყოს შეუხედავი“ (სიმახინჯის შიში), ვიზუალ მამრებში ეს შიში შედარებით ნაკლებადაა გამოხატული, თუმცა მაინც საკმაოდ ძლიერია. ვიზუალი ბიჭისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ლამაზად და მოდურად ჩაცმა, ხოლო თუ მაინცდამაინც ლამაზად ჩაცმას ვერ ახერხებს, მაშინ ისე მაინც უნდა ეცვას, რომ სხვებისგან გამოირჩეოდეს. სწორედ ვიზუალი მამრებისთვის არსებობს მამაკაცური მოდა და პარფიუმერია ბიჭებისთვის. სწორედ ვიზუალი ბიჭები იკეთებენ უცნაურ ვარცხნილობებს და ტატუებს. სხვადასხვა სუბკულტურის წარმომადგენლებიც (პანკები ჰიპები და ა.შ.) ძირითადად ვიზუალური ვექტორის მატარებლები არიან.
ვიზუალი მამაკაცი ძლიერ განიცდის განშორებებს, ადამიანების დაკარგვას, ამან შეიძლება მიიყვანოს ნერვულ გამოფიტვამდე, ან ისტერიულ ნევროზამდე.