როგორ დავძლიოთ შიში და დავიწყოთ ლაპარაკი


როგორ დავძლიოთ შიში და დავიწყოთ ლაპარაკი

როდესაც ადამიანს ვექტორულ ნაკრებში აქვს ვიზუალიც და ორალიც, დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთი მათგანი მეტად აქვს განვითარებული, მეორე ნაკლებად. საქმე ისაა, რომ ორალური ვექტორის ბუნებრივი მოთხოვნა თრგუნავს ვიზუალური ვექტორის ბუნებრივ მოთხოვნას და პირიქით. ამიტომ მკვეთრად გამოხატული ორალის მატარებელი ხშირად კულტურული ღიერებულებების დაბალი აღქმით ხასიათსება. მორალურ ღირებულებებს ქმნის ვიზუალური ზომა – სხვათა სიცოცხლის გადარჩენის მიზნით. ორალური ზომა კი აერთიანებს ადამიანებს ცხოველური სურვილებით. მათი ხუმრობა ასუსტებს და “დაბლა” ჩამოყავს ადამიანის ბუნება, ცხოველურ დონეზე,სადაც მორალური ღირებულებები ფასს კარგავს.

გადაკვეთის წერტილები

თუმცა ეს ორივე ვექტორი მსგავსი სურვილებით იმართება. ორივე ექსტრავერტია, ორივეს აქვს ურთიერთობის მოთხოვნილება: ვიზუალები დემონსტრაციულები არიან – თავის ფუნქციას ისინი ზუსტად ამის მეშვეობით ასრულებენ. ორალური ვექტორის ფუნქცია კი ადამიანების გაერთიანებაა, რაც მათ კომუნიკაბელურს ხდის. თუ ვიზუალი შიშის მდგომარეობაშია, ორალი შესაძლოა ვერ განვითარდეს, იმიტომ, რომ მის მფლობელს აქვს პუბლიკის წინაშე დემონსტრაციის შიში. ეს ვიზუალის ნეგატიური სცენარის მრავალ შიშთაგან ერთ-ერთია.

ასეთი წყობის დროს ორალს უნდა განვითარება, მაგრამ არ შეუძლია. ორალის ვექტორის მფლობელი ეს ყველაზე მკვეთრად გამოხატული ექსტრავერტია. მას გარეთ გამოაქვს შინაგანი შეგრძნებები, მაგრამ შიშის მდგომარეობაში მყოფი ვიზუალის წყალობით ადამიანს ეშინია მათი გამოხატვა, ვაითუ სხვებმა ის სუსტად, ზედმეტად ემოციურად ან სულაც ულამაზოდ ჩათვალონ? რა მოვოქმედოთ? უნდა ვუმკურნალოთ ვიზუალს – განვკურნოთ ის შიშებისგან, რადგან სანამ ეშინია პუბლიკის შესაძლო არაკეთილგანწყობის – ვიზუალი ვერასოდეს გამოავლენს თავის ტალანტს.

შევეგებოთ ორატორის ხელოვნებას

ერთ-ერთი მეთოდი შევცვალოთ ვიზუალის ნეგატიური მდგომარეობა – ესაა შევეგებოთ შიშს. არა ერთხელ, არამედ ყოველ ჯერზე როდესაც შიშის ტალღა იკრებს ძალას, მას მედგრად უნდა შევხვდეთ, რომ ბოლოს და ბოლოს მოხდენილად და მამაცურად დავამარცხოთ. მალე შიში დათმობს პოზიციებს და შედეგი დადებითად აისახება როგორც ვიზუალის ასევე ორალის მდგომარეობაზე. ბონუსად კი – თქვენ განავითარებთ თქვენ შესაძლებლობებს, გააფართოვებთ საკუთარ ჰორიზონტს და მოქმედების საზღვრებს, და მიღებული სიამოვნება იქნება იმაზე მეტი ვიდრე მოელოდით.

სხვათა შორის სახალხოდ გამოსვლისას ყველა ვიზუალი განიცდის გარკვეულ სტრესს. ეს მდგომარეობა შეიძლება გარდავქმნათ თუ ენერგიას მივმართავთ გარეთ, აუდიტორიაზე – ამ შემთხვევაში ადამიანი პირიქით – ენერგიის მოზღვავებას, შთაგონებას გრძნობს. განგაშის მდგომარეობა ვერ იქნება სტატიური, ის ან გადაიზრდება შიშში ან ტრანსფორმირდება მოქმედების ენერგიად.

ლაპარაკი და სიმღერა

როგორ განვავითაროთ ორალური ვექტორი. მისი განვითარება შესაძლებელია იგივე მეთოდით როგორც კუნთის – მუდმივი ვარჯიშით. ორალი ადამიანი გამუდმებით უნდა ლაპარაკობდეს – ეს საუკეთესო პრაქტიკაა. დასაწყისისთვის სასურველი პუბლიკაა მეგობეების წრე, შემდეგ თანდათან გაიზრდება აუდიტორია. ორატორული ხელოვნება დაიხვეწება ტექნიკის დაუფლებისა და გამოსვლების პროცესში – საბედნიეროდ ინფორმაციის დეფიციტი დღეს არ გვაქვს. არსებობს კიდევ ერთი საშუალება ორალის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ვიზუალთან ერთად – ესაა სიმღერა. ვოკალის დემონსტრაცია სცენიდან ავითარებს როგორც ორალს ასევე ვიზუალს, სიმღერას ესაჭიროება ის მდიდარი ემოციური პალიტრა რომელსაც ფლობს ვიზუალი. ორალის განვითარებისთვის ეს საწყისი, მცენარეული დონეა. რაც მაღალია განვითარების დონე – მით მეტია სიამოვნება.

ორალის მაქსიმალური განვითარება ესაა ცხოველური დონე. ამ დონეზე ადამიანი მგრძნობიარეა და დახვეწილად შეუძლია ქვედა ვექტორების სურვილები და ემოციები გამოზაროს. იდეალური მდგომარეობა ორალური ვექტორისთვის, რომელიც ფსიქიკაში კომბინირებულია ყნოსვასათან, ვიზუალთან ან სმენასთან – ესაა ორალის “დამორჩილების” მდგომარეობა ზედა ვექტორებზე. იგულისხმება, რომ ორალი ეხმარება ზედა ვექტორებს მათი ფასეულობების გაჟღერებასა და ფუნქციის რეალიზებაში. ვიზუალის ფუნქცია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, მათი თანაგრძნობაა. პრაქტიკაში ეს გამოიხატება დარწმუნებისა და მოტივაციის შესაძლებლობით. განვითარებულ ორალ-ვიზუალს შეუძლია ადამიანს საკუთარი თავის რწმენა გაუმტკიცოს ან ჩაუნერგოს კიდეც, და პარალელურად დაარწმუნოს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია – გვიყვარდეს ერთმანეთი.

წყარო

მთარგმნელი: Ekoterine Sagittarius

  • კანური და ვიზუალური ფსიქოტიპები, მსგავსებები და განსხვავებები

  • ვინ არის სნობი?

  • ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე (ანალ-ვიზუალი)

  • ვიზუალური ფსიქოტიპის მრწამსი

  • კან-ვიზუალური კომბინაციის რეალიზაცია მამაკაცებში

  • ნიშნები და ცრურწმენები

  • კან-ვიზუალი ბიჭები

  • გრძნობა და გონება