რატომ ვერ დაგისახელებთ ადამიანურ დონემდე განვითარებული ვიზუალის მაგალითს?
რატომ ვერ დაგისახელებთ ადამიანურ დონემდე განვითარებული ვიზუალის მაგალითს? ჩვენთან ხშირად სვამენ კითხვას: თუ შეიძლება გვითხარით ადამიანურ დონემდე განვითარებული ვიზუალის მაგალითი?
ასეთი მაგალითის დასახელება პრაქტიკულად შეუძლებელია. არა იმიტომ რომ ის არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ასეთი ვიზუალი ღიად არ გამოდის სცენაზე, ის არ აკეთებს თვითდემონსტრირებას, ის ცხოვრობს შინაგან სამყაროში. ასეთი ვიზუალები არ ჩანან ტელე ეკრანებზე და ჟურნალის ყდებზე, ამიტომ შეუძლებელია ჩამოთვალო ადამიანურ დონემდე განვითარებული ცნობილი ვიზუალები (ცნობილები თვითდემონსტრაციის დონეზე მაღლა არ ადიან). ვიზუალური ვექტორის ფუძე კერძოა, ცალკეულია, ერთი ცალკე აღებული ცხოვრებაა. ასეთი კან-ვიზუალი მდედრი თავის ცხოვრებას მთლიანად სხვას უძღვნის. მაქსიმუმ სადაც მას იცნობენ, არის მისი სანაცნობო წრე, ან მისი აღსაზრდელების გარემოცვა. ამიტომ შეუძლებელია დავასახელოთ ადამიანურ დონემდე განვითარებული კან-ვიზუალის ისეთი მაგალითი, რომელიც ყველასთვის იქნება ცნობილი. შეიძლება ასეთებს კიდეც ვიცნობდეთ, მაგრამ ისინი არ იქნებიან საყოველთაოდ ცნობილნი.
ეს ყველაფერი არ აგერიოთ ვიღაცის დახმარების სურვილში. ეს სურვილი შეიძლება ისეთ ადამიანსაც გაუჩნდეს, რომელსაც ვიზუალური ვექტორი არ აქვს. ასევე არ აგერიოთ ეს საქველმოქმედო საქმიანობაში. არც ისე რთულია შენს მიერ გამომუშავებული ფული ვინმეს გაუნაწილო, მით უმეტეს ადვილია დახარჯო სხვისი ფული. რატომაა მარტივი? იმიტომ რომ თქვენ აქაც საკუთარ თავზე მუშაობთ. თქვენ ყველაზე ფასეული საკუთარი დრო გაქვთ, რომელსაც სამსახურში ფულის შოვნაზე ხარჯავთ. როდესაც ას დოლარს შოულობთ, მაინცდამაინც რთული არ არის ათი დოლარი გასცეთ და 90 თქვენთვის დაიტოვოთ. თუ შეხედავთ აქ თქვენი სარგებელი 90% შეადგენს. მაგრამ სულ სხვაა, როდესაც თქვენ სხვების სასარგებლოდ ხარჯავთ საკუთარ სასიცოცხლო რესურსს, საკუთარ დროსა და ენერგიას. ამით შეიძლება ითქვას თქვენ სხვის გამო უარს ამბობთ საკუთარი დროის პირადი გემოვნებისამებრ განკარგვაზე. თქვენ აღარ შეგიძლიათ ეს დრო გამოიყენოთ მეგობრებთან ჭორაობისთვის, ან დისკოთეკაზე წასასვლელად. დახარჯოს საკუთარი დრო სხვების საკეთილდღეოდ – სწორედ ესაა თანაგრძნობის მდგომარეობაში მყოფი ვიზუალური ვექტორი. რა თქმა უნდა ასეთ ვიზუალს აღარ ექნება იმის დრო, რომ გარეგანი თვითდემონსტრირება მოახდინოს. ამიტომაცაა, რომ ადამიანურ დონეზე განვითარებული ვიზუალები არ ჩანან ტელეეკრანებსა და ჟურნალების გარეკანზე. ასეთ დონეზე განვითარებული ვიზუალის მთელი სიყვარული გადმოიღვრება მის ახლო გარემოცვაზე. ეს საკუთარი თავის, ან საკუთარი სხეულის სიყვარული კი აღარ არის, არამედ შიგნით მიმართული სიყვარული.
წყარო