დანაშაულის მსხვერპლი


დანაშაულის მსხვერპლი

მომაკვდინებელი სცენარები

თანამედროვე კრიმინოლოგია დიდი ხანია ცდილობს პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:

-ვინ და რატომ წარმოადგენს დანაშაულის მსხვერპლს?

-როგორია მსხვერპლის როლი დანაშაულის ხდომილების მექანიზმში?

როგორც დაკვირვებებიდან სჩანს დანაშაულის რაოდენობა დღეს ოდნავადაც არ მცირდება, მსხვერპლიც უწინდებურად მსხვერპლად რჩება. როგორც იტყვიან ურემი ისევ იქ დგას და საქმეც წინ არ წასულა.

ვიქტიმურობის პრობლემის გადასაწყვეტად შექმნილია მთელი მეცნიერება დანაშაულისა მსხვერპლზე – ვიქტიმოლოგია (ლათ.viqtima – ცოცხალი არსება, რომელიც მიჰყავთ ღმერთისთვის შესაწირად, მსხვერპლი და ბერძნ. logos-სიტყვა, სწავლება). მთელ რიგ ქვეყნებში დაფორმირდა ვიქტიმოლოგიური საზოგადოეებები და დაფუძნდა კიდეც ვიქტიმოლოგთა მსოფლიო საზოგადოება. წიგნის მაღაზიების თაროები აჭრელებულია თემით: თუ როგორ დავიცვათ თავი, ჩვენი ოჯახი, ჩვენი საცხოვრებელი და ჩვენი საკუთრება დანაშაულებრივი ხელყოფისაგან. მაგრამ მსხვერპლის ფსიქოლოგია მათში ასევე არ არის ახსნილი.

რატომ ხდება ისე, რომ დანაშულის მსხვერპლნი ხდებიან მაინცდამაინც ერთნი, მეორენი კი არა? ამაზე პასუხს იძლევა სვფ. ვინაიდან ის განასხვავებს ადამიანთა ტიპებს, რომლებიც თავიანთი ბუნებით მიდრეკილები არიან ვიქტიმურობისაკენ და რომლებსაც განსაზღვრულ პირობებში უფორმირდებათ ვიქტიმილოგიური კომპლექსი. ეს კომპლექსი ხსნის მიზეზს, რომელიც მოჩანდა ერთი შეხედვით თითქოსდა აუხსნელ მოვლენად, როცა ერთი და იგივე ადამიანი ხდება დანაშულის მსხვერპლი; ხან საფულეს ააცლიან, ხან მანქანა ეჯახება, ხან თავს ესხმიან ბნელ მოსახვევში. სვფ პირველი იძლევა იძლევა დღეს გარკვეულ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა შწყდეს დანაშულის პროვოცირება საკუთარ თავთან დამოკიდებულებაში. განასხვავებს რა ბუნებრივ და სიტუალოგიურ ვიქტიმურობას, სვფ კრიმინოლოგებისთვის ხსნის ახალ ჰორიზონტებს, ასევე პრაქტიკული გამოყენების მთელ დარგებს ამ სფეროში მომუშავეთათვის.

არის თუ არა ვიქტიმურობის კომპლექსი დაბადებიდანვე მოცემული?

ყოველი ადამიანის ფიზილური სხეული თავისი ანატომიური აგებულებით ერთნაირია, სქესობრივი ნიშნების გათვალისწინებით. ზ.ფროიდმა დაადგინა, რომ ადამიანის მრავალი მოქმედება, რომელთა რელიზაციის დროს ადამიანი შეუგნებელია და გაუაზრებელ ხასიათს ატარებს არ შეიძლება იქნას ახსნილი ქმედებებისკენ სწრაფვის ანგარიშზე. ყოველი ადამიანის პირველადი სურვილია თავისი მთლიანობის შენარჩუნება: ჭამა, სმა, სუნთქვა, ძილი პლიუს სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება. სვფ ადამიანის ხასიათის ყველა თვისებას, ყოფს რვა ტიპად (ვექტორად). ყოველი ვექტორი ხასიათდება აზროვნების საკუთარი ტიპით, თვისებებებისა და სურვილების ნაკრებით. თავიანთი ერთობლიობით ეს სურვილები ერთიანდებიან ინდივიდუალურ “მე-ში”

ყოველი ცოცხალი არსება ისწრაფვის შეინარჩუნოს საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი სხეულის მთლიანობა, და მთელი ძალით ცდილობს სიკვდილისაგან თავის დაღწევას.მაგრამ სიკვდილისადმი შიში მხოლოდ ვიზუალურ ვექტორში არის მხოლოდ დაბადებიდანვე ჩადებული, რომელსაც განსაკუთრებით მნშვნელოვანი ფუნქცია აკისრია და წარმოადგენს ბაზას, საიდანაც ვიზუალური ვექტორის მქონემ უნდა განახორციელოს თავისი არქეტიპური ამოცანა. სიკვდილის შიში, წარმოიქმნა ძირეული შიშისგან, იმის გამო, რომ უნდა შეჭმულიყო (მტაცებელი ცხოველების მიერ – გოგონები, კანიბალების მიერ – ბიჭები). სწორედ ასეთ მდგომარეობას ატარებს საკუთარ თავში განუვითარებელი ვიზუალური ვექტორი, მაზოხისტური ტენდენციის მქონე კანის ვექტორთან კავშირში ეს ხდება ვიქტიმოლოგიური სცენარის მიზეზი.

დღესაც, ვიზუალურ ბავშვებს, დაწყებული 3-6 წლის ასაკიდან, აშკარად უვლინდებათ სიკვდილისადმი განსაკუთრებული შიში, სწორედ ამ ასაკში მჟღავნდება გააზრება, სიკვდილის ცნების ემოციური განცდა. შეშფოთებულნი ამით, ისინი ხშირად სვამენ კითხვებს: ნუთუ ყველა ჩვენთაგანს მოუწევს სიკვდილი? მე მოვკვდები? დედა და მამა მოკვდებიან? მათ აუტანელად აწუხებთ საყვარელი სათამაშოს დაკარგვა ან შინაური ცხოველის სიკვდილის ნახვა, რადგან ვიზუალი ბავშვი მათთან ქმნის ემოციურ კავშირს, აცოცხლებს მათ და ლაპარაკობს მათთან. გავუსწროთ მოვლენებს და დავამშვიდოთ მშობლები: თუ ვიზუალურ ბავშვს აღრზდისას შთავუნერგავთ შემბრალებლობას, ემპათიის გრძნობას, ეს დაეხმარება მას შიშის გადალახვაში და არ გახდება მომავალში პოტენციური მსხვერპლი. როცა ბავშვს თავადვე გამოაქვს შიში გარეთ, ის ტრანსფორმირდება შიშში სხვა ადამინისა, გამოვლინდება შემბრალებლობა სხვებისადმი, ემპათია, სიყვარული.

პრაქტიკაში ადგილი ჰქონდა შემთხვევას, როცა კან-ვიზუალი ქალი ვიქტიმოლოგიური კომპლექსით ცხოვრობდა ანალ სადისტთან, რომელიც მას მუდმივად გუდავდა, გამეტებით სცემდა. ის განმარტავდა, რომ ეშინია მისი, მთელი ცხოვრება მუდმივ შიშში ცხოვრობს, მის თავში გამუდმებით მოდის გაგუდვის სულ ახალ და ახალი სცენარები, რომლებიც სისტემატიურად განსხეულდებიან რეალობაში. შეუძლებელი იყო იმის გაგება, თუ რატომ აგრძელებს ის თავის ცხოვრებას ასეთ ადამიანთან, რა აიძულებს მას მასთან კავშირს? სვფ იძლევა გასაღებს ასეთი საქციელის ამოსახსნელად.

ვიქტიმოლოგიური სცენარები ვითარდებიან იმ შემთხვევაში, როცა ვიზუალური ვექტორი “შიშის” მდგომარეობიდან ვერ გადადის “სიყვარულის” მდგომარეობაში. შიში ასეთ შემთხვევაში რჩება ვიზუალური სურვილის ერთერთ შემთავსებლად, მთლიანად მისი ემოციური ამპლიტუდით. მიდის რა ემოციური გადახრა შიშში – თვითონვე ვერ ვაცნობიერებთ, თუ რატომ მივრბივართ უცებ ქალაქის ყველაზე მიყრუებულ უბანში ღამით.

აქ იხსნება “სტოკჰოლმური სინდრომის” საიდუმლო, როცა მძევლები სიკვდილის შიშის ძლიერი ზეგავლენით იწყებენ თავდამსხმელების თანაგრძნობას, ამართლებენ მათ საქციელს. ჯამში კი თავს აიგივებენ მათთან, მათი იდეების გადმოღებით და “ზოგადი” მიზნის მისაღწევად მსხვერპლსაც კი თვლიან საჭიროდ. არსებული სიტუაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მძევლად აღმოჩენილი ვიზუალები გაუცნობიერებლად ირგებენ მსხვერპლის როლს, იძირებიან რა შიშის მდგომარეობაში, ამითვე ივსებიან.

იმის მიხედვით, თუ შიშის რა წილს ფლობს ვიზუალი შეუძლია მოიქცეს ვიქტიმურად ცალკეულ შემთხვევებში. მსხვერპლის კომპლექსი – ეს ვიზუალის ხშირი მდგომარეობაა. რაც უფრო ნაკლებადაა განვითარებული და რეალიზირებული, მით უფრო ხშირად და ღრმად შედის ვიზუალი ადამიანი ვიქტიმურ მდგომარეობებში. განვითარებული ვიზუალური ვექტორის შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, მსხვერპლის კომპლექსი არ ვითარდება. გამონაკლისს წარმოადგენს ზესტრესიული მდგომარეობა, რომლის დროსაც შეიძლება გამოვლინდეს ვიქტიმურობა (როგორც არქეტიპის დროებითი გამოვლენა). თანამედროვე მსოფლიოში, განუვითარებელი და შიშის მდგომარეობაში მყოფი კან-ვიზუალები, მუდამ პოტენციალური მსხვერპლნი არიან.

ვიქტიმოლოგიური კომპლექსის განვითარება კან-ვიზუალ ბიჭებთან

მიზეზები და პირობები, რომლებიც ხელს უწყობენ მსხვერპლის კომპლექსის ფორმირებას, ჯერ კიდევ კაცობრიობის ცხოვრების გარიჟრაჟზე, პირველყოფილ ჯოგში დაიწყო და მოქმედებს დღემდე, თვით ახალ, თანამედროვე ლანდშაფტის პირობებშიც კი. პირველყოფილ საზოგადოებაში არსებობდა კანიბალიზმი, მაგრამ ის, მაინც იყო რეკომენდებული: მსხვერპლნი ხდებოდნენ გამონაკლისად მხოლოდ კან-ვიზუალი ბიჭუნები (თუ არ ჩავთვლით ომში აყვანილი ტყვეების შეჭმის შემთხვევებს). ყნოსვის ვექტორიანები, პირველყოფილი “ჯოგის შამანები”, ჯოგის საერთო რაოდენობიდან სუნით განსაზღვრავდნენ სწორედ კან-ვიზუალ ბიჭებს. იმდენად რამდენადაც მათ (კან-ვიზუალ ბიჭებს) არ შეეძლოთ ჯოგისთვის არავითარი სარგებლობის მოტანა, მათ “სწირავდნენ მსხვერპლად” და შესაჭმელად აძლევდნენ ორალ კანიბალს. შემდგომ, როცა პირველყოფილი ჯოგი მოსწყდა ცხოველურ დონეს, კან-ვიზუალი მდედრი ძალისხმევით კანიბალიზმი კულტურულად აიკრძალა, კაცობრიობამ პირველად მიიღო შეგრძნება ადამიანური სიცოცხლის ფასეულობების. მაგრამ უწინდელივით, კან-ვიზუალმა მამრმა მაინც ვერ შეძლო გამხდარიყო ვერც მეომარი, ვერც მონადირე. ისეთები, რომლებსაც არ გააჩნიათ არქეტიპები, არ ფლობენ ლანდშაფტის ათვისების უნარს, ვერ ახდენენ გადარჩენას როგორც ასეთები, კაცობრიობის ისტორიული ფაზის დამთავრებამდე.

მხოლოდ კაცობრიობის ახალ, კანურ ფაზაში გადასვლასთან ერთად, სადაც კანური სტანდარტიზირებული კანონი იძლევა ყოველი ადამიანის სიცოცხლის გარანტიის უფლებას, ვიზუალურმა ჰუმანიზმმა საბოლოოდ გამოაცხადა ნებისმიერი სიცოცხლე უმაღლეს ფასეულობად. და რადგან საზოგადოებრივი მოთხოვნილება ცხოვრობს სრულყოფილი შეძლებით და უნარიანია ყველას სიცოცხლე გამონკლისის გარეშე, კან-ვიზუალმა მამაკაცმა პირველად დაიწყო მასიური გადარჩენა. არ გააჩნიათ რა გამომუშავებული “მამაკაცური” არქეტიპი, ასეთი მამაკაცები თავის ქმედებებს მიმართავენ იმ სფეროებში, სადაც მანამდე რეალიზაცია ნახა კან-ვიზუალმა ქალმა: მათი ნახვა ძირითადად შეიძლება თეატრების სცენებზე, ტელევიზორების ეკრანებზე, ისინი ხდებიან ყველაზე მოთხოვნადი მსახიობები, მომღერლები, სტილისტები და ა.შ. ამ განსაკუთრებული ტიპის მამაკაცს დღეს უწოდებენ მეტროსექსუალს. განუვითარებელი კან-ვიზუალი ბიჭები “კანიბალების” ეს პოტენციური მსხვერპლნი, სწორედ ისინი “შეიჭმებიან” მათ მიერ თანამედროვე სამყაროში. იყოს შეჭმული კანიბალისგან – ეს მათი ძირეული შიშია.

მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი სისხლის სამართლის საქმიდან, სადაც დაზარალებულად გამოდის 37 წლის კან-ვიზუალი მამაკაცი. მას აქვს სტაბილური შემოსავალი სამეწარმეო საქმიანობიდან. მოსაჩვენებლად იგი თაცხოვრობს ურეთრალ-კუნთ ქალბატონთან, რომელსაც ვერ იტანს. საღამოობით ერთობა ღამის კლუბში, სადაც იგი ეცნობა 23-25 წლის ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებსაც ჰპატიჟობს სპირტიან სასმელზე. ისინი ბოლოს ერთად ჯდებიან მანქანაში. აქ ეს მამაკაცი ერთ-ერთ ახალგაზრდას სთავაზობს მასთან სექსუალურ კონტაქტში შესვლას. პასუხად მთელი ჯგუფი სასტიკად უსწორდება მას და საშინლად ნაცემს გზის პირას მიაგდებენ.

იმათთვის, ვინც გაცნობილია სვფ-ს, ნათელია, რომ ვიქტიმოლოგიური სცენარის მიყოლით, მოცემულმა კან-ვიზუალმა მამაკაცმა მოახდინა დანაშაულის პროვოცირება საკუთარი თავის მიმართ.

ვიქტიმოლოგიური კომპლექსის ფორმირება კან-ვიზუალ გოგონებთან

პირველყოფილ საზოგადოებაში ის ასრულებდა ჯოგის დღის დარაჯის არქეტეპულ როლს. განსაკუთრებულად მახვილი მხედველობის წყალობით, ის დროულად ამჩნევდა საშიშროების მოახლოებას (ვთქვათ ლეოპარდის). სიკვდილისადმი თანდაყოლილი შიშის გამო და აგრეთვე იმის გამო, რომ არ შეჭმულიყო მტაცებლის მიერ, იგი ცხოვრობდა მუდმივ შიშში. მტაცებლის მოახლოებისას იგი საშინლად ჰკიოდა, ამასთანავე გარეთ გამოჰყოდა შიშის ფერომენებს და ამით აფრთხილებდა ჯოგს მოსალოდნელ საფრთხეზე.

იგივე მდედრები, რომელთა თვისებები საკმარისად არ იყო განვითარებული, წარმოადგენდა სერიოზულ საშიშროებს ჯოგის უსაფრთხოებისათვის. ასეთ დღის დარაჯს შეიძლება ძალიან გვიან შეენიშნა საფრთხე და ჯოგიც, რომელიც უკანასკნელ მომენტში მოსწყდებოდა ადგილს, მტაცებელს სწორედ მას უტოვებდა, იმისათვის, რომ მოეგო ზედმეტი დრო თავის შესაფარებლად. ვერ შეამჩნია ლეოპარდი – აღმოჩნდა მის კლანჭებში.

გართულებულ ლანდშაფტში ეს ფუნქცია, რა თქმა უნდა, არ არის მოთხოვნადი. მაგრამ, რადგან მსგავსი სცენარი განსაზღვრული სახით იცვლებოდა კაცობრიობის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე, ყალიბდებოდა ვიკტიმურობის გასალაშინებული სცენარი. ასე თუ ისე საზოგადოება თავიდან იცილებდა ასეთ უუნარო დღის დარაჯებს, რომლებსაც შეეძლოთ ეღალატათ არასათადანოდო მომენტში: როცა არ იყო მოსავალი, იმისათვის, რომ ღმერთებს წყალობა მოეღოთ, მას მსხვერპლად სწირავდნენ. შავი ჭირისა თუ ქოლერის ეპიდემიები -ამჯერადაც ის იყო დამნაშავე, კოცონზეც მას წვავდნენ, როგორც ალქაჯს. განუვითარებელი კან-ვიზუალი მდედრი მუდამ იღუპებოდა ამ დამუშავებული ვიქტიმურობის პროგრამით, როგორც არ უნდა ყოფილიყო მისთვის გარეგანი “მიზეზი”.

კან-ვიზუალი მდედრი “შიშს” მდგომარეობაში მუდამ წარმოადგენს დანაშაულის პოტენციურ მსხვერპლს. მისი შიში ხდება სატყუარად ისეთი ვექტორების მქონეთათვის, რომლებისთვისაც ბუნებას მიუნიჭებია ვიქტიმოლოგიური ქალების თავიდან მოცილება. დღემდე ყველა ჩვენთაგანი ქვეცნობიერად “აღვიქვამთ” შიშის მდგომარეობას ფერომენების დონეზე, ყოველი ჩვენთაგანი შეუცდომლად განსაზღვრავს, რომელი ადამიანი იმყოფება შიშის მდგომარეობაში.

განუვითარებელ კან-ვიზუალ მდედრში არსებობს მოთხოვნილება, რომ განიცადოს შიში, ამიტომ მისი საქციელი მიმართულია იქითკენ, რაც შეიძლება ძლიერ დაირწეს მასში, რომელსაც თან ჰყვება ფერომენების და შიშის სუნის გარეთ გამოტყორცნა. მიჰყვება რა არქეტიპურ სცენარს, ის გარბის ბნელ ხეივანში, რომ აღივსოს შიშით, სადაც მას სუნით გამოითვლის სერიული მკვლელი. რჩება რა შიშში, ის იქცევა განსაზღვრული სახით, მუდამ ხდება გაუპატიურების (კანის, ანალის თუ ყნოსვის ვექტორიანის) ანუ დანაშაულის მსხვერპლი. მას თავისი დამუშავებული პროგრამა აქვს ყოველი ჯოგისგან – აქედან კი სხვადასხვა სახის დანაშაული.

განვითარებულ მდგომარეობაში კან-ვიზუალ მდედრსაც შეუძლია განიცადოს სიკვდილის ცხოველური შიში, მაგრამ მხოლოდ ზესტრესულ მდგომარეობაში, სხვა დროს კი ეს ეს შიში მთლიანად ტრანსფორმირდება სიყვარულის მდგომარეობაში.

მუდამ არის უკუკავშირი მსხვერპლისა დამნაშავესთან და დამნაშვისა მსხვერპლთან. ეს კავშირი არაცნობიერ დონეზე, ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. ამის გაგება ზუსტად და ნათლად შეიძლება, მხოლოდ თუ განვიხილავთ ყველაფერს მოცულობით, მაგალითად, ვიზუალური ვექტორის კავშირით დანარჩენ შვიდ ვექტორთან, და არასდროს ცალცალკე.

მთარგმნელი: რუსლან ლორჩოშვილი

წყარო

  • ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე (ანალ-ვიზუალი)

  • ვიზუალური ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

  • როგორ აწყობს ურთიერთობებს ვიზუალის ვექტორიანი

  • კან-ვიზუალური კომბინაციის რეალიზაცია მამაკაცებში

  • ვიზუალური ფსიქოტიპის მრწამსი

  • სამყაროს მბრძანებელი და კაპრიზული ქალბატონი

  • გრძნობა და გონება

  • ვიზუალური ვექტორის თვითშეფასება და მისი სცენარები