თავნებას აღზრდა


,,თავნებას" აღზრდა

გაქცევა.

ბავშვის გაქცევა ეს ყოველთვის შოკია. საინტერესო ისაა რომ ბელადები ძალიან ხშირად წარმატებული მშობლებისგან, ე.წ “ კარგი ოჯახებიდან “ გარბიან. გაქცევა ამ შემთხვევაში ტრადიციულ, ერთი შეხედვით სტანდარტულ აღწრდაზე საპასუხო რეაქციაა; “სამან არ ისწავლი სასეირნოდ არ წახვალ”. “ მე ხომ გითხარი ამ ნაგავთან არ იმეგობრო მეთქი”. ურეთრალისთვის ეს იმის თქმას გავს - “სანამ ტრანშეას არ გათხრი ვერ ისუნთქებ” ანდა “არ გაბედი შენს სხეულში ყოფნა” აბა სად წავიდეს? და აი ისიც მიიწევს იქ სადაც წესით უნდა იყოს - ჯოგში. თქვენ ამ ხალხს ნაგვებად თვლით? კარგი, რადგან ოჯახში ბელადის რანგი არ აღიარეს ის უფრო გამგებ კონტიგენტს მოძებნის თქვენ კი შეგიძლიათ უსასრულოდ ითვალოთ. მერე მის მოსაძებნად წახვიდეთ. პოვნის შანსებზე კი ქვემოთ მოგახსენებთ.

ყველა ბავშვი გამოუვალი მდგომარეობისა და ადაპტაციის შეუძლებლობის გამო გარბის. ასეთი გაქცევის პროგნოზირება შეიძლება. გაქცეულ კანს საკმაოდ სწრაფად იჭერენ როგორც წესი ის ქურდობაზე ან უბილეთოდ მგზავრობაზე წამოეგება და ხშირად მარტო იტანჯება. ანალები ძალიან იშვიათად გარბიან და სწრაფადაც ბრუნდებიან, მაქსიმუმ 24 საათი. საღამოს სახლის მონატრება უმძაფრდება და ბავშვი თავად დაბრუნდება თუ ამას არავინ დაუშლის.

ბელადი კი ყოველთვის მოულოდნელად გარბის. სახლში ბრუნდებით და მაგიდაზე წერილი გხვდებათ - წავედი არ მეძებოთ, ხშირად კი სულაც წერილის გარეშე.

სამიანი ძლიერი ფერომონებისთვის

ჯერ კიდევ გუშინ ყველაფერი კარგად იყო. დიდი ამბავი თხზულების გადაწერა აიძულეს, ხომ უნდა ისწავლოს. ჩვენც ზუსტად ასე გვაძალებდნენ, ვინ გვეფერებოდა?

ურეთრალლური ბავშვი მხოლოდ იმას აკეთებს რასაც საჭიროდ თვლის,სწავლობს მხოლოდ იმას რაც მოსწონს (როგორც წესი ორ-სამ საგანს).ამ საგნებში დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია.თუ საგანი საინტერესო არ მოეჩვენა წიგნს საერთოდ არ გადაშლის.მასზე მასწავლებლები ხშირად ამბობენ “ ნიჭიერია მაგრამ მხოლოდ სამიანები ყავს”. სამიანი და ეს მაშინ როცა სულ არ წაუკითხია.თუ ფრაზის “ლამაზი თვალებისთვის” სისტემურ პერიფრაზს გავაკეთებთ შეიძლება ითქვას “ძლიერი ფერომონების გამო”.მასწავლებლებიც ხომ ადამიანები არიან და ბელადის მომნუსხველობას ვერ უძლებენ.

როგორ მოვერგოთ ჯოგს

გაქცევას დავუბრუნდეთ. ძალიან ცუდი ამბები გვაქვს - ბელადის დაჭერის შანსი 0,00. ის ხომ ზუსტად ისეთის ჯოგშია თქვენთვის რომ ურთიერთობაც კი შეუძლებელია. აი ასე და ყოველი ეს ნაგავი მზადაა ბელადი თავისი ყოფილი შეყვარებულის დის მეგობრის შეყვარებულის აგარაკზე ჩაწეროს. თქვენ რა უკვე გყავთ ორი-სამი ყნოსვური მაძებარი? აი ზუსტადაც - მორიგე პოლიციელი კი ქონმოდებული და ქოშინაა.

თქვენს ყველა გადაადგილებას ამცნობენ განდევნილ ბელადს, “ჩაწერებს” ცვლიან. პოლიციის მთელი განყოფილებაც რომ დააყენოთ ფეხზე - სანამ თადავ არ დაბრუნდება ვერაფრით იპოვით. შეგიძლიათ სიბრალულზე ითამაშოთ, ხანდახან ამართლებს. ურეთრალური სიბრალული იშვიათი რამაა. არაფერი აქვს საერთო “ჩიტუნია მეცოდებასთან”. დაიწყეთ ყველა მეგობართან დარეკვა და ყველაზე წარმატებულებით დაიწყეთ. მაშინაც კი თუ გეუბნებიან რომ მასზე არაფერი იციან (და სწორედ ამას გეტყვიან) ტირილი გააგრძელეთ და გულწრფელად მოუყევით თქვენს უიმედო მდგომარეობაზე.

ბოლობს და ბოლოს ამბავს მიუტანენ. თუ ჩათვლის რომ გამოსწორდით დაბრუნდება. მხედველობის არეშიც გამოჩნდება. მაგალითად სკოლაში, ანდა ისევ ჯოგში. და აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია ისევ არ დაუწყოთ წამება.მაშინ ის ისევ გაიქცევა და ახლა უკვე სამუდამოდ.

ჯოგიდან მოკვეთილი ან განადგურებისკენ მიმართული სიცოცხლე

ურეთრალის ცემა - ცალკე თემაა. საერთოდ მისთვის მხოლოდ ერთხელ შეიძლება დარტყმა. ამის შემდეგ განრისხებული ან მოგკლავთ ან გაიქცევა ან ეს ბელადი არაა. როცა ურეთრალური ბელადი პატარა ის ფიზიკურად ვერ გცემთ, რჩება გაქცევა და სცენარის მთლიანად შეცვლა. ნაცემი (რანგში დამცირებული) გაქცეული ბელადი მარტოსული ხდება. უჯოგოდ ისე როგორც უსხეულოდ - თითქოსდა არცაა.

უშიშარი დაბრკოლებების გადამლახავიდან ასეთი ადამიანი პათოლოგიურ მშიშარად გადაიქცევა და ნებისმიერ რამეზე შეიძლება დამოკიდებული გახდეს. თვითმკვლლობა სავსებით რეალურია და საკმაოდ სწრაფიც, ანდა განადგურებისკენ მიმართული სიცოცხლე - ნარკოტიკები, ალკოჰოლი, გაუმართლებელი რისკი.

მისი ჯოგი - თქვენი ოჯახია

თუ სწორად მიუდგებით ურეთრალური ბავშვი ყველაზე იოლი აღსაზრდელია. მისთვის შესაფერი პასუხისმგებლობა დააკისრეთ და დაინახავთ როგორ მოსალოდნელზე ბევრად უკეთ გაართმევს თავს ამოცანას. ეცადეთ ისე გააკეთოთ რომ ურეთრალურმა პატარამ ოჯახი თავის ჯოგად მიიღოს. ვიდრე ის პატარაა ამის გაკეთება ძალიან იოლია, იკითხეთ მისი აზრი, რჩევა გააგებინეთ რომ მის გარეშე არაფერი გამოგივათ. არანაირი სიყალბე ეს ხომ მართლაც ასე. თქვენ ხომ მის გარეშე სიცოცხლე მართლაც ვერ წარმოგიდგენიათ და დაე ეს სრულად გააცნობიეროს; “ უშენოდ როგორ?” “ბებოს უშენოდ წამლის დალევა ავიწყდება”. “მამა უშენოდ ვერ წყვეტს დღეს სად წავიდეს”, “უმცროს ძმას მიხედე ის ხომ მხოლოდ შენ გიჯერებს”. არ შეაქოთ, აღფრთოვანდით მისით: ”ამასთან გამკლავება მხოლოდ შენ შეგეძლო! მშვენიერი იდეაა! რა კარგად მოიფიქრე!”

ისწავლე ძმაო

მოემზადეთ - ურეთრალური პატარა გამუდმებით ეცდება თავისი უბრალო არსენალიდან რაღაცეების შემოთავაზებას: სათამაშოებს, ნახატებს, სასუსნავს. პატარა ბელადებს ძალიან უყვართ რაღაცის ჩუქება დაახლოებული პირების საკუთარი ხელით გამოკვება. ეს შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ნუ დაამცირებთ მას სიცილით. მიიღეთ როგორც საჭიროება არანაირი “ ოი მადლობა, მადლობა რა კარგი ბიჭი ხარ!”

ის კარგი ბიჭი კი არა თქვენი მარჩენალია. ირძენით განსხვავება. უბრალოდ შეჭამეთ და გრძნობით უთხარით - “ძალიან გემრიელი იყო”. ნურასოდეს ეტყვით რომ თვიტონ ჭამოს და დედა უკვე ნაჭამია. აუცილებლად უნდა აიღოთ. მადლობის თქმა კი საჭირო არაა. ურეთრალისთვის გაცემა ისევე ბუნებრივია როგორც სხვებისთის მიღება. მართლაც ხომ სულელური ქნება იმის თქმა “მადლობა რომ ჩვენი სადილი შეჭამეთ”. ბელადსითის მადლიერება თქვენი კმაყოფილი სახე, ბედნიერი ღიმილი და სიტყვები ;” როგორი გემრიელი საჭმელი იყო” იქნება.

დაეხმარეთ ჯოგს მის პოვნაში

ყურადღება მიაქციეთ ურეთრალის სამეგობრო წრეს. ნებისმიერ ჯოგს სჭირდება ბელადი მაგრამ რაც უფრო განვითარებულია ის მით უფრო განვითარებულ ჯოგს უდგება სათავეში. მოუვლელი, საკუთარი თავის ანაბარა გაშვებული ის ძალიან იოლად ხდება სავსებით არქეტიპური ქურდბაცაცების ჯოგის სათავეში და დიდი კრიმინლისკენ გაიკვლევს გზას.

არავითარ შემთხვევაში არ შეზღუდოთ ის საშინაო განათლებით და აუცილებლად ატარეთ საბავშვო ბაღში. ის ყველაზე მეტად საჭიროებს თანატოლებთან ურთიერთობას სხვაგვარად როგორ მიაგნებს თავის ჯოგს ანდა ჯოგი როგორ იპოვის მას? როცა ბავშვს კოლექტივს ჩააბარებთ მოემზადეთ იმისთვის რომ ხშირად მოგიწევთ მასწავლებლებისა და აღმზრდელების ნახვა.

მათთვის, სისტემური ცოდნის არ მქონეთათვის თქვენი შვილი ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნება. მასწავლებელთან ურთიერთობისას მკტიცედ იდექით პოზიციაზე რომ თქვენი შვილი ყოველთვის მართალია, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეჭვი გეპარებათ.მთელი გარჩევები მხოლოს სახლში,ჯოგში - “ქვემოდან ზემოთ’ როგორ ძნელიც არ უნდა მოგეჩვენოთ - “დარწმუნებული ვარ ამის გაკეთების მიზეზები გექნებოდა, მითხარი რომ მეც გავიგო?” არ დაუშვათ არანაირი პედსაბჭო სადაც თქვენ და მასწავლებლები ბარიკადის ერთ მხარეს იქნებით ხოლო ბავშვი მეორე მხარეს.პატივცემულ მასწავლებლებს ასეთების მოწყობა უყვართ.გახსოვდეთ, ვიდრე მასთან ხართ, თქვენ ხართ მისი ჯოგი.როგორც კი მტრების მხარეს გადახვალთ სამუდამოდ მტერი გახდებით.მაშინ ყველაფერი უაზროა

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო  


მსგავსი სტატიები

  • გონებაში მეფის გარეშე. საკუთარი შვილის რეგენტობა

  • ურეთრალური და სმენის ვექტორების კომბინაცია

  • ბელადის აღზრდა - მითი თუ რეალობა

  • ურეთრალური ფსიქოტიპის გარეგნული იერსახე

  • თავნებას აღზრდა

  • ურეთრალური ფსიქოტიპის დარღვევები

  • შინაგანი მრჩეველი

  • ურეთრალური ვექტორის დაზიანებები და სტრესები