ზურაბ ჯაფარიძის მოკლე ვექტორული ანალიზი


ზურაბ ჯაფარიძის მოკლე ვექტორული ანალიზი

ზურაბ ჯაფარიძე – საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გირჩიდან. 

აქვს ექვსი ვექტორი – (კუნთი, კანი, ანალი, ორალი, ვიზუალი, სმენა) 

სცენარი – კან-ორალი (სმენა ორალის მდგომარეობაში) 

ტემპერამენტი – დაახლოებით 7 (ათბალიანი შკალით) 

 

განვიხილოთ თითოეული ვექტორი: 

ანალური ვექტორი – განვითარების ცხოველური დონე. საკმაოდ კარგი განათლება აქვს – დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი ზოგადი პროფილის ექიმის სპეციალობით, შემდეგ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი სახელმწიფო მმართველობის სპეციალობით, შემდეგ კი ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა. აგრეთვე, 2005 წლიდან მოყოლებული, კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 

კანის ვექტორი  – განვითარების ცხოველური დონე. ეს ვექტორი ანალურზე უკეთ აქვს განვითარებული, ამიტომაც ამოვიდა სცენარში. გაიზარდა კანურ გარემოში და ახლაც მოღვაწეობა უწევს კანურ სფეროებში. მის ბიოგრაფიას რომ გადავხედოთ, უამრავი სამუშაო ადგილი და საქმიანობის სფერო აქვს გამოცვლილი და ერთდროულადაც არაერთხელ უმუშავია რამდენიმე ადგილას. ახლა პრეზიდენტობის კანდიდატია და აქვს სრულიად კანური იდეები: კანონონმდებლობის მოდიფიცირება, თავისუფალი საბაზრო სივრცე, ლიბერტარიანიზმი. 

ორალური ვექტორი – განვითარების ცხოველური დონის ცხოველური ქვედონე. მჭევრმეტყველური უნარები, კარგი იუმორის გრძნობა, დებატებში მუდამ აშკარა უპირატესობით სარგებლობს. საუბრობს ენერგიულად, არგუმენტირებულად, დამაჯერებლად და მკაფიოდ, ვერბალური გზით შეუძლია ფართო აუდიტორიის აყოლიება. 

ვიზუალური ვექტორი – განვითარების მცენარეული დონის ადამიანური ქვედონე. ერთ-ერთი პროფესიით გახლავთ ექიმი, რაც ვიზუალური პროფესიაა. მისი მთავარი ლოზუნგი წინასაარჩევნოდ არის მარიხუანას ლეგალიზაცია, როგორც არაჰუმანური და ძალადობრივი კანონის შეცვლა და მოდიფიცირება, რადგანაც, თვლის, რომ დიდი ბოროტებაა ვინმეს იჭერდნენ ნარკოტიკული ნივითიერებების მოხმარების გამო. ასევე, საკმაოდ დემონსტრაციულია, გავიხსენოთ თუნდაც მისი კანაფის ფესტივალი, სადაც მთელი სახელმწიფოს დასანახად არიგებდა მარიხუანას. 

სმენის ვექტორი – განვითარების მცენარეული დონის ცხოველური ქვედონე. სმენა აქვს ორალის მდგომარეობაში, კერძოდ ორალის თვისებაში და არა მის უმაღლეს ფასეულობაში. 

იხილეთ ასევე:

ალეკო ელისაშვილის მოკლე ვექტორული ანალიზი

 

ავტორი: მაგდა სხიერელი  

  • იოზეფ მენგელი – ექიმი სიკვდილი.

  • კახა კალაძის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • ფრიდა კალოს ვექტორული ანალიზი

  • ილია II-ს ვექტორული ანალიზი

  • გრიგოლ ვაშაძის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • სალომე ზურაბიშვილის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • ზიუსკინდი და ბოსხი

  • ზურაბ ჯაფარიძის მოკლე ვექტორული ანალიზი