ალეკო ელისაშვილის მოკლე ვექტორული ანალიზი
ალეკო ელისაშვილის მოკლე ვექტორული ანალიზი
ალეკო (ალექსანდრე) ელისაშვილი (დ. 17 იანვარი, 1978 წელი) – თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“დამფუძნებელი, ქართველი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, საბურთალოს დამოუკიდებელი დეპუტატი თბილისის საკრებულოში. თბილისის მერობის კანდიდატი.
აქვს ხუთი ვექტორი: კუნთის, ანალური, კანის, ორალური და ვიზუალური. სცენარით – კან-ორალი.
ანალური ვექტორი – განვითარების მცენარეულ დონეზე (ცხოველურთან ახლოს).
კანის ვექტორი – განვითარების ცხოველურ დონეზე. აქვს კარგი მენეჯერული უნარები. სცენარზე შეიმჩნევა ანალური ფასეულობების ძლიერი გავლენა, ამიტომ რიგ შემთხვევებში შესაძლოა ანალ-ორალსაც წააგავდეს, მაგრამ მისი ძირითადი საქმიანობა და მიდგომები კან-ორალურია. კარგად შეუძლია ანალურ ფასეულობებში კანური ლავირება.
ორალური ვექტორი – განვითარების მცენარეულის ადამიანურ დონეზე (ცხოველურთან ახლოს), იყო ტელე- და რადიო-გადაცემების წამყვანი. აქვს კარგი ორატორული უნარები. კან-ვიზუალის სცენარით ადაპტირება ანალური მენტალიტეტის ქვეყანაში (მითუმეტეს ჟურნალისტიკაში და პოლიტიკაში) გაუჭირდებოდა, ვიზუალი კი არასაკმარისად აქვს განვითარებული, შესაბამისად ადაპტირდა კან-ორალის სცენარში.
ვიზუალური ვექტორი – განვითარების მცენარეულის ადამიანურსა და ცხოველურის არაცოცხალ დონეს შორის. ასრულებდა თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქრი“-ს თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს. 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის აპრილამდე მსახურობდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ. იცავს კულტურულ, მორალურ და ეთიკურ ფასეულობებს, თუმცა სტრესულ სიტუაციებში (ცხარე კამათების დროს) ორალური ვექტორის გავლენა ჭარბობს.
ტემპერამენტი – 6 (ათბალიანი შკალით)
ავტორი: მამუკა გურული