ნიკოლა ტესლას ვექტორული ანალიზი


ნიკოლა ტესლას ვექტორული ანალიზი

დაბადების თარიღი და ადგილი: 10 ივლისი 1856, სმილიანი. სიკვდილის «ოფიციალური» თარიღი და ადგილი: 7 იანვარი 1943, ხორვატია.

ნიკოლა ტესლა დაიბადა 1856 წლის 10 ივლისს, დაბა სმილიანში (ხორვატია). მისი მამა იყო მილუტინა ტესლა, სერბი მართლმადიდებელი მღვდელი, ხოლო დედა გეორგინა, მეტსახელად დიუკა, გვარად მანდიჩი. ნიკოლა მეოთხე შვილი იყო, და როგორც ჩანდა მისთვის გამზადებული იყო სოფლელი მოზარდის ჩვეულებრივი ბედი, მითუმეტეს, რომ მამამისი ოცნებობდა შვილის სულიერ კარიერაზე და აუკრძალა გრაცის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩაბარება. მაგრამ აქ მოხდა ის, რასაც შეიძლება ვუწოდოთ «ღვთიური ჩანაფიქრი». ნიკოლა მძიმედ დაავადდა. როცა კრიზისი დადგა და ცხადი გახდა, რომ შეიძლებოდა ვერ გადარჩენილიყო, მამა დათანხმდა შვილის სურვილს და ნიკოლა გამოჯანმრთელდა. საოცარია, როგორ მოახდინა ნიკოლას ორგანიზმმა რეაგირება მამის აკრძალვაზე. შესაძლოა, ეს ყნოსვის ვექტორის მართვის მექანიზმებიდან ერთ-ერთია, ან შესაძლოა ვიზუალურის.

ამასთან, გონებრივი დაძაბულობის შემდეგ მას უცნაური დარღვევები გამოუვლინდა — მკაფიო გამოცხადებები, რომლებსაც ხშირად თან ახლდა ძლიერი სინათლის გამონათებები. აი, რას წერდა ამაზე თავად ტესლა:

«სინათლის ძლიერი აფეთქებები ფარავდნენ რეალური ობიექტების სურათებს და უბრალოდ ანაცვლებდნენ ჩემს აზრებს. საგნებისა და სცენების ამ სურათებს რეალობის თვისება ჰქონდათ, მაგრამ ყოველთვის ცნობიერდებოდენ, როგორც ჩვენებები... იმისთვის, რომ „უცნაური რეალობების“ გამოჩენით გამოწვეული ტანჯვისგან განვთავისუფლებულიყავი, კონცენტრაციის შედეგად გაცნობიერებულად გადავერთვებოდი ხოლმე ყოველდღიური ცხოვრების ჩვენებებზე. მალე აღმოვაჩინე, რომ ყველაზე უკეთ მაშინ ვგრძნობდი თავს, როცა ვდუნდებოდი და ვუშვებდი, რომ თავად წარმოსახვას წავეყვანე უფრო და უფრო შორს. გამუდმებით ჩნდებოდა ახალი შთაბეჭდილებები, და ასე დაიწყო ჩემი მენტალური მოგზაურობები. ყოველ ღამე, ზოგჯერ კი დღისითაც, საკუთარ თავთან დარჩენილი, ამ მოგზაურობებში მივემგზავრებოდი — უცნობ ადგილებში, ქალაქებში და ქვეყნებში, ვცხოვრობდი იქ, ადამიანებს ვხვდებოდი, ნაცნობებსა და მეგობრებს ვიძენდი, და რაც არ უნდა უჩვეულო ჩანდეს, ფაქტია, რომ ისინი ისეთივე ძვირფასნი იყვნენ ჩემთვის, როგორც ჩემი ოჯახი, და ეს სხვა სამყაროები ისეთივე ინტენსიურნი იყვნენ თავიანთ გამოვლინბებში».

ტესლა სიამოვნებით აღნიშნავდა, რომ შეეძლო მკაფიოდ მოეხდინა თავისი აღმოჩენების ვიზუალიზაცია ისე, რომ ექსპერიმენტები, მოდელები და ნახაზებიც კი არ ჭირდებოდა. ასე განავითარა მან შემოქმედებითი კონცეფციების მატერიალიზაციის თავისი მეთოდი. ტესლა ძალიან მკაფიოდ გამოჰყოფდა იმ იდეებს, რომლებიც აზრში ჩვენებების მეშვეობით ერთვებოდნენ იმ იდეებისგან, რომლებიც ჰიპერბოლიზაციის გზით ჩნდებოდნენ.

ძნელია სისტემურადმოვახდინოთ ასეთი ნიჭის ინტერპრეტირება. მაგრამ სმენის ვექტორს ეს ნაკლებად ჰგავს, ისევე როგორც სხვა ვექტორებს. რასაც ხედავდა, ეს უფრო ვიზუალურ ჰალუცინაციებს ჰგავს, მაგრამ არა ყნოსვის ნაზავის გარეშე. ექსპერიმენტების ვიზუალიზირება — აშკარად ვიზუალური უნრია, თუმცაღა, ასეთი სახით მათი ვიზუალიზაცია — რაღაც სმენის ან ყნოსვის მსგავსია.

«მომენტი, როცა ვიღაც წარმოსახვითი მოწყობილობის კონსტრუირებას ახდენს, დაკავშირებულია იდეის პრაქტიკაში განხორციელებასთან. ამიტომ ნებისმიერ ამგვარად გაკეთებულ აღმოჩენას აკლია დეტალები, და იგი როგორც წესი არასრულყოფილია. ჩემი მეთოდი განსხვავებულია.მე არ ვჩქარობ ემპირიულ შემოწმებას. როცა იდეა ჩნდება, მაშინვე ვიწყებ მის ბოლომდე დამუშავებას ჩემს წარმოსახვაში: ვცვლი კონსტრუქციას, ვსრულყოფ და „ვრთავ“ მოწყობილობას, რომ იგი ჩემს თავში ამუშავდეს. ჩემთვის სრულიად არა აქვს მნიშვნელობა ლაბორატორიაში ვტესტავ ჩემს გამოგონებას თუ გონებაში. იმის შემჩნევასაც კი ვასწრებ, თუკი რამე უშლის ხელს მის გამართულ მუშაობას. ამგვარად შემიძლია სრულყოფილებამდე განვავითარო იდეა ისე, რომ ხელებით არაფერს შევეხო. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვაძლევ სახეს ჩემი ტვინის საბოლოო პროდუქტს. ყველა ჩემი გამოგონება სწორედ ასე მუშაობდა. ოცი წლის განმავლობაში ერთი გამონაკლისიც კი არ ყოფილა. საეჭვოა, რომ არსებობდეს მეცნიერული აღმოჩენა, რომლის წინასწარგანსაზღვრა სუფთა მათემატიკურად, ვიზუალიზაციის გარეშე შეიძლებოდეს. ბოლომდე დაუმუშავებელი, უხეში იდეების პრაქტიკაში ჩართვა — ყოველთვის დროისა და ენერგიის კარგვაა».

მთელი ამ პასაჟის ინტერპრეტირება უზარმაზარი ვექტორალური პალიტრის მეშვეობით შეგვიძლია. ტესლას რა თქმა უნდა კანის ვექტორიც აქვს! რა სიხარულით საუბრობს დროისა და ენერგიის ეკონომიაზე. ექსპერიმეტების ასეთი მეთოდი... იგი სავარაუდოდ სმენა-ვიზუალ-ყნოსვაა. ვიზუალური ვექტორი ვიზუალიზაციას ახდენს, სმენა აბსტრაქტულად იჭერს არსს, ხოლო ყნოსვა მოქმედების ენერგიით აღავსებს. ტექნიკის ასეთ დონეზე ფლობა ანალურ ვექტორს უკავშირდება. რაც არ უნდა იყოს, თუგინდ ხუთჯერ ყნოსვა იყავი, ანალური ვექტორის გარეშე მეცნიერებაში შორს ვერ წახვალ.

ტესლამ კლასიკური განათლება მიიღო. რამდენიმე ენაზე საუბრობდა, დაასრულა გრაცის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1878 წელს) და პრაღის უნივერსიტეტი (1880 წელს). მისი პირველი თანამდებობა იყო სატელეგრაფო დაწესებულების მომსახურე პერსონალი ბუდაპეშტში. 1882 წელს ტესლა გადადის პარიზში, შემდეგ კი სტრასბურგში. მუშაობდა ინჟინერ-ელექტროტექნიკოსად, თავისი პირველი ნაბიჯები გადადგა, როგორც გამომგონებელმა და ინჟინერ-ელექტრიკოსმა, სტრასბურგში (1883 წელს) შექმნა თავისი პირველი ელექტრო-ძრავა. პარიზში მას ყურადღება მიაქცია ტომას ედისონმა, და ტესლა თავისთან მიიწვია. 1884 წელს ტესლა გადავიდა ნიუ-იორკში. ჩავიდა რა ნიუ-იორკში გროშის გარეშე, მაშინვე დარწმუნდა, რომ ეს დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. ბროდვეიზე ტესლამ დაინახა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ელექტრო-ძრავის შეკეთებას ცდილობდნენ. მან მაშინვე გამოიმუშავა 20 დოლარი. თუმცა ედისონმა თავის გუნდში აიყანა იგი, მათი ურთიერთობა მაინც არ აეწყო. ინჟინერი და ელექტრო-ტექნიკოსი — ანალური და სმენის ვექტორები. კანის ვექტორი — გამომგონებლობა. ენების ცოდნა — ასევე სმენის ვექტორი. ძალიან საინტერესოა ტესლას რეაქცია ზღვა შესაძლებლობებზე და იმაზე, თუ რა სწრაფად შეიძლება ფულის გამომუშავება — ასევე კანის ვექტორი.

ედისონის სისტემა იყენებდა მუდმივ დენს, რისთვისაც საჭირო იყო ყოველ რამდენიმე მილზე მძლავრი ელექტრო-სადგურების აშენება. ტესლა ცდილობდა, დაერწმუნებინა იგი, რომ ცვლადი დენი უფრო ეფექტური და იაფია. მაგრამ ედისონი ჯიუტობდა და ტესლაში ნიჭიერ კონკურენტს გრძნობდა. ამ ახალგაზრდა კაცის გენალურობა მართლაც აჭარბებდა თავად ედისონი ღირსებებს! ედისონმა არ დაუჭირა მხარი ტესლას რევოლუციურ იდეებს ცვლად დენთან დაკავშირებით. ბოლოს და ბოლოს მათ სერიოზულდ იკამათეს და ტესლამ განუცადა ედისონს, რომ პრაქტიკულად შეძლებდა დაემტკიცებინა ახალი მანქანების შექმნის სარგებლობა! ედისონი მას 50 ათას დოლარს შეჰპირდა ასეთი სამუშაოების ჩატარებისთვის ერთ-ერთ საწარმოში. ტესლამ 24 ტიპის მოწყობილობა მოამზადა და მთლიანად შეცვალა საწარმო. ამან ედისონზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ ფული არ გადაუხადა და თავის პირობას „ამერიკული იუმორის გრძნობის“ გამოვლინება უწოდა.

ანალის ვექტორიანი ედისონი, რომელსაც ასევე სმენაც ჰქონდა, გრძნობდა, რომ ტესლა უფრო სერიოზული ნიჭის პატრონი იქნებოდა თავის „ზედა არტილერიით“ და კანურად შურდა მისი ნიჭის.

ნიკოლა ტესლამ თავისი გამოგონებების მეშვეობით ფინანსური თავისუფლება და დიდი ყურადღება მოიპოვა. 1988 წელს მან აღმოაჩინა მბრუნავი მაგნიტური ველის მოვლენა, რომლის საფუძველზეც ააშენა მაღალი და ზე-მაღალი სიხშირის ელექტრო-გენერატორები. 1891 წელს შექმნა რეზონანსული ტრანსფორმატორი (ტესლას ტრნსფორმატორი), რომელიც საშუალებას იძლეოდა მიგვეღო მაღალი სიხშირის რხევა მილიონამდე ვოლტის ამპლიტუდით, და პირველად მიუთითა მაღალი სიხშირის დენის გავლენაზე ადამიანის ფიზიოლოგიაზე. მედისონ-სკვერ-გარდენში მან მოახდინა პატარა ნავების დისტანციური მართვის დემონსტრირება, მაგრამ მრავალმა ადამიანმა ეს ჯადოქრობად ჩათვალა. ჭექა-ქუხილის დროს დანახულმა ელექტრული ველის მდგრადმა ტალღებმა ტესლა მიიყანა იდეამდე, რომ შეიძლებოდა დენის გადაცემა დაშორებულ ადგილას სადენების გარეშე. შემდეგ ამ იდეამ უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა კოლორადო სპრინგსში (Colorado Springs) ექსპერიმნტების შემდეგ — მან სადენები ნათურებიდან სველ მიწას მიუერთა და ნათურები აინთო.

1899 წელს ტესლამ საჯაროდ მოახდინა ნათურებისა და ძრავების დემინსტრირება, რომლებიც მაღალი სიხშირის დენზე სადენების გარეშე მუშაობდნენ. ბოლოს და ბოლოს ტესლას ექსპერიმენტებმა გააფუჭა გენერატორი ადგილობრივ ელექტრო-სადგურზე და 1900 წელს იგი ნიუ-იორკში დაბრუნდა, სადაც ბანკირ მორგანის (J.P. Morgan) დავალებით შეუდგა კოშკის მშენებლობას ტრანს-ატლანტიკური კავშირისგაბმულობისთვის. პროექტი დაფუძნებული იყო იონოსფეროს რეზონანსული რხევის იდეაზე, ითვალისწინებდა 2000-მდე ადამიანის მონაწილეობას და მიიღო სახელწოდება «Wardenclyffe». მორგანმა 150,000$ და 200 აკრი გამოყო კუნძულ Long Island-ზე. იქ დაიწყო კოშკ Shoreham-ის მშენებლობა, რომლის სიმაღლეც 187 ფუტი იყო ფოლადის შახტათი 120 ფუტის სიღრმეზე მიწისქვეშ. ამ კოშკს თავზე ჰქონდა 55 ტონიანი და 68 ფუტიანი ლითონის გუმბათი. 1905 წელს ჩატარდა მისი საცდელი გაშვება, რომელმაც გრანდიოზული წარმატება მოიტანა: გაოგნებული ჟურნალისტები წერდნენ, რომ მან ათასი მილის მანძილზე გაანათა ცა ოკეანის ზედაპირზე. ეს ტრიუმფი და აპოგეა გახლდათ.

მაგრამ დასასრული შეუმჩნევლად მოეპარა. 1900 წლის 12 დეკემბერს მარკონიმ გაგზავნა პირველი ტრანსატლანტიკური სიგნალი, წერილი «S», ინგლისური კორნუელიდან კანადაში, ნიუფაუნდლენდში. მარკონის კავშირგაბმულობის სისტემა უფრო პერსპექტიული და უფრო იაფი აღმოჩნდა, ტესლამ კი აღიარა მორგანთან, რომ მისი მიზანი არა კავშირგაბმულობის სისტემა, არამედ ენერგიის პლანეტის ნებისმიერ წერტილში უკაბელო გადაცემა იყო. მაგრამ მორგანს სწორედ კავშირგაბმულობა აინტერესებდა და მან შეწყვიტა დაფინანსება. პროექტი გაკოტრდა და შერცხვენილი ტესლა ჩრდილში გავიდა. ენერგიის ნებისმიერ წერტილში გადაცემის ფრიად შესანიშნავი სმენური და ყნოსვური იდეა ტრაგედიად შემობრუნდა. კანურმა მორგანმა ვერ გაიგო ტესლას იდეის შესაძლო სარგებელი და ეფექტურობა. ეს გასაგებიცაა! აზროვნება ვერ გაუგებს ინტელექტს. სხვათაშორის, დამავიწყდა მეხსნებინა ტესლას ტემპერამენტი. ჩემი აზრით 9-10.

ვორდენკლიფის პროექტის დახურვის შემდეგ 1905 წელს ტესლა როგორც მეცნიერი ანონიმურად გამოდის, თავის სიკვდილამდე 87 წლის ასაკში - 1943 წლის 7 იანვრამდე. ამ ბოლო წლებში ტესლა განამრტოებით, ადამიანთა თვალებისგან მოშორებით მუშაობას ამჯობინებდა. მაგრამ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მისი ცხოვრების ამ პერიოდს ახალი აღმოჩენების გარეშე არ ჩაუვლია.

ჩვეულებრივ თანამედროვეებს ეშინოდათ მისი. იგი ძალიან იშვიათად ჩნდებოდა ქუჩაში, ითვლებოდა უცნაურ, განმარტოებულ ადამიანად ციებ-ცხელებიანი ელვარებით შავ თვალებში. მასზე დადიოდა საშიში ხმები, რომ იგი „გრაფ დრაკულას“ ნათესავი და ასევე ვამპირი იყო, რადგანაც მზის შუქს ვერ იტანდა... კიდევ ამბობდნენ, რომ ამ გიჟმა გამომგონებელმა-მილიონერმა თავის ლაბორატორიაში შექმნა იარაღი, რომელსაც შეეძლო დედამიწა ორად გაეხლიჩა... უნდა ითქვას, რომ ეს ლეგენდები ცარიელ ადგილას არ დაბადებულა. მართალია, მას არ ჰქონდა არანაირი კავშირი დრაკულასთან, მაგრამ იგი მართლა თავს არიდებდა მკაფიო მზის შუქს. მეცნიერ-გამომგონებელს უცნაური ავადმყოფობა სჭირდა, რომელიც თავისი ექსპერიმენტების დროს დაემართა. ტესლა ხშირად ხვდებოდა მძლავრი ელექტრო-მაგნიტური ველების ზემოქმედების ქვეშ. მისმა ნერვულმა სისტემამ განსაკუთრებული მგრძნობელობა შეიძინა. თვალები სიბნელეში ხედავდნენ, მზის სინათლე ძლიერ ტკივილ აყენებდა. მცირე ფაჩუნი მისთვის ჭექა-ქუხილივით ჟღერდა.

ჭორები ტესლას ლაბორატორიაში შექმნილი დამანგრეველი ირაღის შესახებ ასევე არ დაბადებულა ცარიელ ადგილას. მეცნიერი მართლაც ატარებდა უნიკალური ექსპერიმენტების სერიას და ავტო-რხევების პროცესს სწავლობდა. ერთ-ერთი ასეთი ცდის დროს მძლავრი ხელსაწყოები ერთმანეთთან რეზონანსში შევიდნენ. ლაბორატორიაში ყველაფერი ზანზარებდა. რხევების ამპლიტუდა იზრდებოდა. მალე მთელ შენობაში ვიბრირებდა იატაკი, ჟღარუნობდნენ შუშები ფანჯრებში... ტესლამ იფიქრა, რომ თუ ექსპერიმენტს არ შეწყვეტდა, ლაბორატორია შესაძლოა დანგრეულიყო. და როგორც კი მოწყობილობა გამორთო, ყველაფერი შეწყდა. სინამდვილეში იმ მომენტში ირყეოდა არა მხოლოდ ტესლას სახლი, არამედ ნიუ-იორკის ყველა ქუჩაში ისმოდა უცნაური გუგუნი, ვიბრირებდნენ შენობები, ფანჯრებიდან შუშები ცვიოდა, გაზის და წყლის მილები სკდებოდა. ეს იყო „ნიუ-იორკის დიდი მიწისძვრა“.

აი ისიც! ენერგიის კვარტელი — ტესლას მოხერხებული კანური გამომგონებლური ხელების მიერ მოქმედებაში მოყვანილი! რაც შეეხება მის უცნაურ რეაქციას შუქზე, ჩემი აზრით ამის მიზეზი იყო მეტისმეტად მგრძნობირე სმენა. ეშინოდათ რა თქმა უნდა ყნოსვის. ყველაფერი ეს მეტყვლებს იმაზე, რომ ტესლა ინტელექტით მუშაობდა და არა აზროვნებით. ცოლზე და შვილებზე სიტყვაც არაა ნახსენები, თუმცა ანალური და კანის ვექტორი რა თქმა უნდა ჰქონდა.

ფიქრობენ, რომ ეს შემთხვევითობა იყო — ტესლას ექსპერიმენტი უბრალოდ დაემთხვა დროში ბუნებრივ კატაკლიზმს. მაგრამ ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ მიწის რყევა გამოიწვია სწორედ ტესლას მოწყობილობების მუშაობამ. ამის გარკვევა უკვე შეუძლებელია. მაგრმ იმავე ჭორებით, ამერიკის მთავრობამ მოიპოვა ეს ნახაზები და დაადო მათ — გრიფი საიდუმლო, როგორც პოტენციურ იარაღს, რომელსაც შეუძლია ელექტრული რხევების მეშვეობით გამოიწვიოს რეზონანსის პროვოცირება დედამიწის ქერქში.

რადგანაც საქმე ეხება ნიკოლა ტესლას, ასეთი მოწყობილობის შექმნა არც ისე წარმოუდგენელია. რეზერფორდი ტესლას «ელექტროობის შთაგონებულ წინასწარმეტყველს» უწოდებდა. სწორედ მან იწინასწარმეტყვლა ავადმყოფების მკურნალობა მაღალი სიხშირის დენით, ელექტრო-ღუმლების, ლუმინესცენტური ნათურების, ელექტრონული მიკროსკოპის შექმნა. სწორედ მისი სახელი ეწოდა მაგნიტური ველის ერთეულს. სწორედ მან მოიგონა და შექმნა ცვლადი დენის გენერატორი. გაიხსენეთ ეს, როცა როზეტკაში ჩაიდანს ან კომპიუტერს აერთებთ. დღევანდელი ელექტრო-მომარაგების სისტემა განუყოფელია ტესლას სახელისგან. უსადენო კავშირგაბმულობისა და ენერგიის გადაცემის გამომგონებლად მარკონი ითვლება, მაგრამ სინმდვილეში ეს ტესლა იყო... კვლავაც დასტური იმისა, რომ ტესლას ყნოსვის ვექტორი ჰქონდა. ასეთი შედეგი უპირობოდ გამოწვეულია ორი ვქტორის კომბინციით (ყნოსვის და სმენის). კანის ვექტორი უზრუნველჰყოფდა იმ სივრცის, დროისა და ენერგიის ეკონომიას, რომლებიც კვლევებს სჭირდებოდა. ანალური ვექტორი კი — ინფორმაციულ ბაზას.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ტესლამ განაცხადა, რომ „სიკვდილის სხივები“ შექმნა, რომლითაც 400 კმ-ის მანძილზე ისეთი რაოდენობის ენერგია გადაეცემა, რომ შესაძლებელია 10 000 თვითმფრინავის ან მილიონიანი არმიის განადგურება. ეს საიდუმლო მან საფლავში წაიღო.

1931 წელს ტესლამ პუბლიკას საოცარი ელექტრო-მობილი წარუდგინა. ჩვეულებრივი ავტომობილიდან ამოიღეს ბენზინის ძრავა და ჩააყენეს ელექტრო-ძრავა. შემდეგ მან პუბლიკის თვალწინ კაპოტის ქვეშ მოათავსა მომცრო ყუთი, საიდანაც ორი სადენი გამოდიოდა, და რომლებიც მეცნიერმა ძრავს შეუერთა: „ახლა ჩვენ გვაქვს ენერგია“, — თქვა მან, მძღოლის ადგილას დაჯდა, პედალს დააჭირა და ავტომობილი დაიძრა. ეს ავტომობილი ანვითარებდა 150 კმ/სთ სიჩქარეს და რაც მთავარია, არ სჭირდებოდა დატენვა, ყოველ შემთხვევაში იმ ერთი კვირის განმავლობაში, რაც ის გამოსცადეს. იმ დროის გზეთები გაჰყვიროდნენ ამ საოცარი ექსპერიმენტის შესახებ. ყველა ეკითხებოდა ტესლას: «საიდან მოდის ენერგია?» იგი პასუხობდა: «ეთერიდან, რომელიც ჩვენს გარშემოა». ადამიანებმა დაიწყეს ლაპარაკი, რომ ტესლა უწმინდურ ძალასთან შევიდა კავშირში. განრისხებულმა მეცნიერმა ყოველგვარი ახსნის გარეშე ამოაძრო იდუმალი ყუთი მანქანიდან და თავის ლაბორატორიაში წაიღო. ამ მოწყობილობის საიდუმლოც ასევე არყოფნამ შთანთქა. კაკაოს ჭიქაზე და შოკოლადის ნამცხვარზე ტესლამ მუდმივი ძრავა შექმნა! გაბრაზდა უმეცარ ხალხზე და სახლში წაიღო იგი. ძალიან საინტერესოა განუვითარებელი ადამიანების რეაქცია მოქმედებაში მყოფ ყნოსვით ზომაზე.

ხალხის მისი შეხედულებებისადმი ფრთხილი დამოკიდებულება ჯერ კიდევ კოლორადო-სპრინგსის ექსპერიმენტის შემდეგ დაიწყო, ანუ დაახლოებით 1900 წლიდან, როცა ტესლამ გნაცხადა, რომ უცხოპლანეტელთა ცივილიზაცია კავშირშია მასთან და მათ სიგნალებს გრძნობს ყოველ ჯერზე, როცა ცაში მარსი ჩნდება.

იგივე მოხდა 1926 წელს, როცა მან დააყენა რადიომაჩტები ვალდორფ-ასტორიაში და თავის ლაბორატორიაში (ნიუ-იორკში). მისი სიტყვებით, მიღებული ინფორმაცია აუწყებდა, რომ იგი ხალხს დაკარგავდა, თუ ექსპერიმენტის პირობებში ცვლილებებს არ შეიტანდა. მას დროს სჭირდებოდა ახალი მოწყობილობების დასამზადებლად.

ერთ-ერთი ლეგენდა ტესლაზე სულაც ამტკიცებს, რომ ტექნიკურ სიახლეებს მას კარნახობდნენ... უცხოპლანეტელები. საქმე იმაშია, რომ რადიო-სქემებთან მუშაობისას, მეცნიერმა ერთხელ უცნაური სიგნალები დაიჭირა, რომლებიც როგორც ჩათვალეს კოსმოსიდან მოდიოდა. იმ დროის გაზეთებში შეგიძლიათ იპოვნოთ დამცინავი სტატიები ტესლას მარსიანელებთან კავშირის შესახებ. მაგრამ თავად მეცნიერი ამას სერიოზულად უდგებოდა. ამაზე შეგვიძლია თუნდაც იმით ვიმსჯელოთ, რომ მთელი თავისი კაპიტალი მან ჩადო ლონგ-აილნდზე გიგანტური კოშკის მშენებლობაში, რომელსაც «მსოფლიო სისტემა» უწოდა. მისი მეშვეობით ტესლას იმედი ჰქონდა, რომ უცხო ცივილიზაციასთან დაამყარებდა კავშირს. აქ ნიკოლას როგორც ჩანს ზედმეტი მოუვიდა. აქ გამოჩნდნენ „მარსიანელები“ და ყოველგვარი „უწმინდურება“. ეს გამოწვეული იყო გადაჭარბებული მუშობით და გაფრენილი სმენით. იდეებს ცნობილია ვისგან იღებდა — ყნოსვისგან.

«მაგიასა და ჯადოქრობაში» დადანაშაულება გამუდმებით თან ახლავდა ტესლას საქმიანობას. როცა იგი ლექციებს კითხულობდა, მასზე ყველაზე ხშირად ის ადამიანები მიდიოდნენ, ვინც შორს იყო ფიზიკისგან. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მეცნიერის გამოსვლები უფრო ფანტასტიურ შოუს ჰგავდა, ვიდრე სამეცნიერო მოხსენებებს. იგი ახდენდა იმ ექსპერიმენტების დემონსტრირებას, რომლებსაც დღესაც კი შეუძლიათ გაკვირვება გამოიწვიონ რადიო-ელექტრონიკის ფაკულტეტის სტუდენტებში, არათუ უბრალო ობივატელებში.

მაგალითად, ტესლა რთავდა ხოლმე მცირე ტრანსფორმატორს და ჰაერში ელვები ჩნდებოდა... პუბლიკას მოსწონდა ასევე ექსპერიმენტი ნათურებზე. ტესლა რთავდა თავის ტრანსფორმატორს და ჩვეულებრივი ნათურა მის ხელში იწყებდა ნათებას. ხოლო როცა პორტფელიდან იღებდა ნათურას, რომელსაც სპირალი არ ჰქონდა (უბრალოდ ცარიელი კოლბა), და ის მაინც ანათებდა, მაყურებლი გოცებას საზღვარი არ ჰონდა...

სულ ტესლას სახელზე გამოწერილია ას პატენტზე მეტი, რომელთაგან ყოველით შეუძლია ნებისმიერ მეცნიერს, რომ იამაყოს. 1900 წელს ტესლა მდიდარი გახდა, რადგან პატენტების ნაწილი 15 მილიონ დოლარად გაყიდა, რაც იმ დროისთვის უდიდეს თანხას წარმოადგენდა. მეცნიერი ატარებდა ყველაზე ძვირფას კოსტუმებს, ჩერდებოდა ყველაზე ძვირფას სასტუმრობში. იგი სასურველი სტუმარი გახლდათ ნებისმიერ არისტოკრატულ სახლში. მასზე ოცნებობდნენ საუკეთესო ამერიკელი სარძლოები. მაგრამ თავად იგი თავს არიდებდა საზოგადოებას. თავს არიდებდა, რადგანაც ძლიერი ინტროვერტი იყო. კანის ვექტორში როგორც შეეძლო რეალიზდა! ქალებს არ უყურებდა, ელექტროობაც ჰყოფნიდა! მთელი ეს შიკი, ბრწყინვალება, სილამაზე — სმენური ქედმაღლობა, ან შესაძლოა კანური სტატუსიც იყო.

გენიალური გიჟის დიდება, რომელიც თან სდევდა, რაღაცაში მართლაც შეესაბამებოდა სინამდვილეს. იგი ავადმყოფურად იპოქონდრიული და აზიზი ადამიანი გახლდათ. სასტუმროს მომსახურე პერსონალი იხსენებს, რომ იგი გამუდმებით იბანდა ხელებს და ყოველდღე თვრამეტ ახალ პირსახოცს ითხოვდა. დღევანდელი ფსიქიატრი იოლად დასვამდა დიაგნოზს — მეზოფობიის (მიკრობების შიშის) მწვავე ფორმა. და ამ ყველაფერთან ერთად ტესლა მართლაც უდიდესი ნიჭის პატრონი იყო. თავის აღმოჩენებს იოლად აკეთებდა, თითქოს ხუმრობით, და ამბობდა, რომ ტექნიკური გადაწყვეტები თავად მოდიოდნენ მის თავში. ტესლა სხვა არაჩვეულებრივ უნარებსაც ფლობდა. ერთხელ მან სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ძალით დააყოვნა მეგობრები, რომლებიც სტუმრად იყვნენ მასთან და აიძულა, რომ მატარებელზე დაეგვინათ. მალე კი ცნობილი გახდა, რომ ამ მატარებელმა კატასტროფა განიცადა. სხვა დროს მას დაესიზმრა , რომ მისი და — ანჟელინა გარდაიცვალა. და ეს მართალი აღმოჩნდა. ცოტამ თუ იცის, რომ ტესლა პოეტიც იყო. როცა აშშ-ში ჩავიდა, მისი მთავარი მიზანი ლექსების კრებულის გამოცემა გახლდათ. მეცნიერებით გატაცებამ ამის საშუალება არ მისცა, მაგრამ სერბი პოეტების თავისი თარგმნები ინგლისურ ნაზე მან მაინც გამოსცა. მე აღმოვაჩინე მისი ერთი ლექსი! იგი ძალიან ილუსტრაციულია:

Сплошное уныние, серость и быт

Научная слабость, житейская ложь

Но имя твоё над Вселенной парит

Ведь ты что-то новое людям несёшь...!

Господь продолжает смотреть свысока

И мир предстаёт у него под ногой

Он видит опять под собой смельчака

Который пытается спорить с судьбой!...

Который всё время идёт напролом

Который о страхе сумел позабыть

Который стремится всё знать обо всём

И знание в силу решил воплотить!!

ფრიად და ფრიად! ასე არაა? სხვათა შორის ყველა მისი წინასწარმტყვლება ყნოსვისა და სმენის კავშირის შედეგია. საერთოდ! ჩვეული ამბავი იყო საუზმეზე ერთი-ორი წინასწარმეტყველება, ვახშმზე კი ცვლდი დენის გნერატორი! აზიზობა კი კანის ვექტორიდან მოდის.

ტესლა კარგად გრძნობა მეტაფიზიკას. მან მემკვიდრეობად დაუტოვა კაცობრიობას გამოგონებები, რომლებიც წინასწარმეტყვლების მის უნიკალურ ნიჭზე იყო დაფუძნებული. ასაკის გადალახვის ტექნიკა საწყისს სწორედ ტესლას ნაშრომებიდან იღებს. დროის ნულოვანი სტანდარტის გენერატორი ტესლამ 20-იან წლებში შექმნა. იგი შედგებოდა ბორბლებისგან, რომლებიც ტრიალებდნენ და ბრუნავდნენ. ასეთ მოწყობილობას ჩვენ ჩვეულებრივ «ბზრიალას» ვუწოდებთ. ეს უცნაური მოწყობილობაა — რადგანაც როცა მას ატრიალებენ, შეიძლება მოვისმინოთ, რომ მასში მოკლე ჩართვისმაგვარი ხდება, თუმცა მასზე არაფერი მიუერთებიათ. იგი დედამიწის ბრუნვას უერთდება, რომელიც დროის მეორად ნულოვან სტანდარტს წარმოადგენს. მეორადს იმიტომ, რომ დედამიწის ბრუნვა დაკავშირებულია მზის სისტემის ბრუნვასთან, რომელიც დაკავშირებულია გალაქტიკის ბრუნვასთან, ის კი — სამყაროს ბრუნვასთან. სამყარო კი ნულოვანი დროის წერტილის გარშემო ტრიალებს.

მსურველებს თავად შეუძლიათ გაეცნონ ამ ყველაფერს, თუკი წაიკითხავენ თავად ტესლას ნაშრომებს იმის შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინა მან ცვლადი დენი, ეყრდნობოდა რა დედამიწის მაგნიტური ველების ბრუნვის პრინციპს. ნულოვანი დროის გენერატორი გარკვეული ხარისხით იმეორებს ამავე პროცესებს, თუმცაღა არაა დაკავშირებული დედამიწის ბრუნვასთან. იგი მხედველობაში იღებს მზის, ჩვენი გალაქტიკისა და უშუალოდ ჩვენი რეალობის ცენტრის ბრუნვას. ნუ, აქ უკვე ვლინდება კავშირი უმაღლეს მმართველ სისტემასთან. ნულოვანი დრო და სხვა საინტერესო მეტაფიზიკა. ყველაფერი ეს — სმენა, ვიზუალი და ყნოსვაა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად იგი გარდაიცვალა 1943 წლი 7 იანვარს. ყველა მისი ლაბორატორიული ჩანაწერი, წერილი და დიპლომები მემკვიდრეობად ერგო მის დიშვილს სავა კოსანოვიჩს, რომელმაც ბელგრადში ნიკოლა ტესლას მუზეუმი დააფუძნა. მაგრამ არსებობს არგუმნტირებული მოსაზრება, რომ იგი ინგლისში გადაასვენეს, დასაფლავების ორგანიზებისთვის კი ორეულის სხეული გამოიყენეს. სხეულის კრემაცია სიკვდილიდან მეორე დღეს მოახდინს, რაც ეწინააღმდეგებოდა ორთოდოქსული რწმენის იმ ტრადიციებს, რომლებსაც მის ოჯახში იცავდნენ. ამიტომ საკამათოდ რჩება, მოკვდა იგი თუ არა. საიდუმლო დოკუმენტები მისი სეიფიდან ამოღებულ იქნა და მათი ხსენება აღარასოდეს ყოფილა.

დღესდღეობით მრავალი მეცნიერი მიიჩნევს მას «უცნაური ჩვევების» მქონე ადამიანად, რომელსაც დაბადებიდან თან დაჰყვა ელექტრიკოსის ნიჭი. ძალიან მოსახერხებელი და შესაფერისი ახსნაა უმეცრებისა და იდუმალების ატმოსფეროს შესანარჩუნებლად. ტესლას მრავალი აღმოჩენა დღეს დავიწყებულია. მათზე მხოლოდ ფანტასტიური ლეგენდები დადის, როპმლებშიც ძნელია სიმართლის ტყუილისგან გარჩევა. მაგრამ ნაწყვეტი ცნობებიც კი, რომლებმაც ჩვენმდე მოაღწია, წარმოსახვას აღაგზნებს.

გამოთქმები სმენის ვექტორისგან:

„მე უკვე არ ვმუშაობ აწმყოსათვის, მე მომავლისთვის ვმუშაობ. რამდენი ადამიანი მიწოდებდა ფანტაზიორს, როგორ იცინოდა ჩემს იდეებზე ჩვენი დაბნეული ბეცი მსოფლიო. დაე დრომ განგვსაჯოს. მე სრულიად დაქანცული ვარ, მაგრამ არ შემიძლია მუშაობი შეწყვეტა. ჩემი ექსპერიმენტები იმდენად მნიშვნელოვანია, იმდენად საოცარია, რომ მიჭირს მათთან განშორება, თუნდაც იმისთვის, რომ საჭმელი ვჭამო. ხოლო როცა დაძინებას ვცდილობ, გამუდმებით მათზე ვფიქრობ. ვფიქრობ მანამდე განვაგრძობ, სანამ მკვდარი არ დავეცემი.“

„ჩვენი სამყარო ენერგიის უზარმაზარ ოკეანეშია ჩაფლული. ჩვენ მივქრივართ უსასრულო სივრცეში აღუწერელი სიჩქარით. გარშემო ყველაფერი ტრიალებს, მოძრაობს — მთელი ენერგია. ჩვენს წინ გრანდიოზული ამოცანაა — ვიპოვოთ ამ ენერგიის მოპოვების საშუალებები. მაშინ, ამ ამოუწურავი წყაროდან მისი მოპოვების შედეგად, ადამიანი გიგანტური ნაბიჯებით განვითარდება.“

გამოთქმები ყნოსვის ვექტორისგან:

„ყველაზე პაწაწუნა არსების მოქმედებაც კი მთელ სამყაროში იწვევს ცვლილებებს“.

„მე როგორც იქნა შევძელი ისეთი განმუხტვის შექმნა, რომლის სიმძლავრეც მნიშვნელოვნად აღემატება მეხის ძალას“.

„ჩემი ტვინი მხოლოდ მიმღები მექანიზმია. კოსმოსურ სივრცეში არსებობს ერთგვარი ბირთვი, საიდანაც ცოდნას, ძალებს, შთაგონებას ვიღებთ. მე არ შემიცვნია ამ ბირთვის საიდუმლო, მაგრამ ვიცი, რომ იგი არსებობს“.

მოკლედ... ძალიან საინტერესო ბიოგრაფიაა! ვფიქრობ, ასეთი შედეგი გვაქვს:

ანალური ვექტორი — ცხოველური დონეზე

კანის ვექტორი — ცხოველური დონეზე

კუნთის ვექტორი — არ აქვს [სავარაუდოდ აქ სტატიის ავტორი შეცდომას უშვებს, რადგან სმენა და ყნოსვა ერთად ხშირად გადაფარავს ხოლმე კუნთის ვექტორს - მთარგმნელის შენიშნვა]

ურეთრალური ვექტორი — არ აქვს.

სმენის ვექტორი — ადამიანურ დონეზე

ყნოსვის ვექტორი — შიშველი ეგოიზმის დონეზე

ვიზუალური ვექტორი — ცხოველურ დონეზე

ორალური ვექტორი — არ აქვს.

ტემპერამენტი: 9-10

წყარო

მთარგმნელი: მამუკა გურული

მსგავსი სტატიები

  • ზაალ უდუმაშვილის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • შეცდომები ურეთრალური ფსიქოტიპის დიაგნოსტირებისას

  • კამილა კლოდელის ვექტორული ანალიზი

  • ჯოან როულინგი - მოკლე ვექტორული ანალიზი

  • სერგო ღამბაშიძის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • კახა კალაძის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • სტივენ კინგის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • ფრანც კაფკა (ვექტორული ანალიზი)