ილია II-ს ვექტორული ანალიზი


ილია II-ს ვექტორული ანალიზი

ილია_II ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური–შიოლაშვილი; დ. 4 იანვარი, 1933) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1977 წლიდან. 

2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის. 

აქვს შვიდი ვექტორი: კუნთის, ანალური, კანის, ურეთრალური, ვიზუალური, ყნოსვის, სმენის (ყველა ვექტორი, გარდა ორალურისა). 

სცენარით – ურეთრალ-სმენა. 

ტემპერამენტი – დაახლოებით 8 (ათბალიანი შკალით). 

ქვედა ვექტორები განვითარების თითქმის უმაღლეს საფეხურზეა. ურეთრალურ ვექტორში შემდგარია ბელადად და სხვა ქვედა ვექტორები სწორედ ურეთრალურ ვექტორს მიჰყვება.

 

ანალური ვექტორის განვითარებაზე მეტყველებს ის, რომ „ირაკლი შიოლაშვილს ყველა საგანში აქვს „ფრიადი“, II კურსზე მხოლოდ ბერძნულში აქვს „4“, III კურსზე იგი კვლავ ფრიადოსანია.“ (ინფორმაცია აღებულია ვიკიპედიიდან). ასევე ძალიან კარგადაა განსწავლული ღვთისმეტყველებაში (და არა მხოლოდ). 

კანის ვექტორის განვითარებაზე მეტყველებს მისი კარგი დიპლომატიური უნარები, მოქნილობა, ლავირება, ორგანიზატორული თვისებები და ა.შ. 

თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვა ქვედა ვექტორები ილია II-ს შემთხვევაში ურეთრალურ ვექტორს მიჰყვებიან, ამიტომ თავს სტანდარტულად არ ავლენენ. ურეთრალურ ვექტორში მაღალ განვითარებაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ თუნდაც მხოლოდ იმით, რომ იგი გახდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერი ბელადი (ურეთრალ-სმენური ბელადი). 

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ურეთრალ-სმენური ფსიქოტიპისთვის (განსხვავებით კან-სმენურისგან) არაბუნებრივი და რთულია ბერული ცხოვრება, რადგან ურეთრალური ვნება, როგორც წესი „თავისას ითხოვს ხოლმე“. თუმცა ოფიციალური ცნობებით, სტუდენტობაში ბერად აღკვეციდან მოყოლებული, ილია II ბერულ ცხოვრებას ეწევა. 

გადავიდეთ ზედა ვექტორებზე: 

 

ვიზუალური ვექტორი – საქართველოს პატრიარქს განვითარების თითქმის ცხოველურის ადამიანურ (3.4) დონეზე აქვს, რაც თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ყნოსვის ვექტორიც აქვს, ვიზუალური ვექტორის საკმაოდ კარგ განვითარებაზე მიუთითებს. არის ხატმწერი, აქვს მაღალი ვიზუალური ინტელექტი, ქადაგებს ჰუმანურ და კულტურულ ფასეულობებს (არა მხოლოდ ქრისტიანული იდეის გადმოსახედიდან) აქვს თანაგრძნობისა და ემპათიის კარგი უნარი, თუმცა ადამიანურ დონემდე ეს უნარი ვერ ადის (ზემოთნახსენები მიზეზის გამო) და თანაც ამ შემთხვევაში ვიზუალური ვექტორი მხოლოდ შემავსებელია კარგად განვითარებული სმენისა და ყნოსვის ვექტორებისთვის (და რიგ შემთხვევებში ემოციური მანიპულაციის კარგი დამატებითი ინსტრუმენტიც – ყნოსვის ვექტორისთვის). მასზე ამბობენ, რომ პირად ურთიერთობებში თბილი, ყურადღებიანი და მზრუნველია. 

ყნოსვის ვექტორი – პატრიარქს სხვა ვექტორებთან შედარებით ყველაზე განვითარებული აქვს. როგორც ვიცით, სხვა ვექტორებისგან განსხვავებით, ყნოსვის ვექტორში განვითარება ხდება პირიქით – ზემოდან ქვემოთ – ადამიანურიდან არაცოცხალ დონემდე. პატრიარქის ყნოსვის ვექტორი განვითარების მცენარეულის არაცოცხალ (2.1) დონეზეა, არაცოცხალის ადამიანურთან (1.4) ახლოს. ყნოსვის ვექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო სიტყვაა ძალაუფლება – და ფაქტია, რომ პატრიარქს საქართელოს მასშტაბით დღეს ყველაზე დიდი ძალაუფლება აქვს. (არსებობს მოსაზრებები, რომ მის პატრიარქად კურთხევაში უშიშროების კომიტეტის ხელი ერია, და ეს ლოგიკურიცაა, რადგან 1977 წელს საქართველოში ძალიან ძნელი იყო რელიგიაში მაღალ იერარქად, მითუმეტეს პატრიარქად დანიშნვა უშიშროების კომიტეტის მიერ ხელდასმის გარეშე, მაგრამ რადგან დოკუმენტური მკიცებულება ამის შესახებ არ გააგვაჩნია, ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დავტოვოთ). 

ასევე ხაზი უნდა გავუსვათ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს: უძველესი დროიდან მოყოლებული, ყნოსვის ვექტორიანები მიდიოდნენ და ფეხს იკიდებდნენ იქ, სადაც მეტი ძალაუფლება იყო, იქ, სადაც ხალხის მართვისთვის მეტი ბერკეტი იყო. დღეს, განვითარებულ ქვეყნებში ეს სფერო ბიზნესი, ფინანსები და მედიაა, მაგრამ ძველ დროში ყველაზე დიდი ძალაუფლება რელიგიებს ჰქონდათ, და განვითარებად ქვეყნებში (რომლებიც დღესაც განვითარების ანალურ ფაზაში არიან), და მათ შორის საქართველოშიც, რელიგია კვლავაც ძალაუფლების უპირველეს პლაცდარმად რჩება. 

არ ვამბობ, რომ ირაკლი ღუდუშაურის დედა-ეკლესიის გზაზე შედგომის მთვარი მიზეზი ყნოსვური ძალაუფლების მოპოვება იყო. ცალსახად – მისი მოტივები უპირატესად სმენური გახდლათ, მაგრამ ყნოსვის ვექტორი, და მისი კარგად განვითარება დამატებით ხელსაწყოდ გამოადგა წარმატების მისაღწევად და თავისი რელიგიური მისიის – ერის ერთი იდეის (მართლმადიდებლობის) ქვეშ გამთლიანების მისაღწევად. განსხვავებით სტალინისგან, რომელსაც ასევე ერთდროულად ჰქონდა სმენის და ყნოსვის ვექტორი, მაგრამ წამყვანი ყნოსვა იყო (და შესაბამისად მთავარი არაცნობიერი მოტივი – ძალაუფლება), ილია II-ს შემთხვევაში ძალაუფლება და სხვა ყნოსვური თვისებები მხოლოდ საშუალებას წარმოადგენს სმენური იდეისთვის. თუმცა მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდებში ეს აქცენტები სმენასა და ყნოსვას შორის მეტ-ნაკლებად მერყეობდნენ. 

ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი შტრიხი მისი ყნოსვური თვისებებიდან – ესაა ორაზროვნება, რომელსაც ხშირად ატარებდნენ მისი სიტყვები, და ურთიერთსაწინააღმდეგო მიდგომები. იგი თითქოს „არც მწვადს წვავდა და არც შამფურს“. 

ერთი მხრივ იგი ტოლერანტულია სხვა კონფესიების მიმართ, რაც ამ ციტატებშიც კარგად ჩანს: 

„ქრისტიანობა და თავის თავში ჩაკეტილობა ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია. ქრისტიანისათვის ყოველი ადამიანი, რა ეროვნებისა და სარწმუნოებისაც არ უნდა იყოს იგი, მოყვასია და ღვთის წინაშე ვალდებულია უყვარდეს ის. მოწყალე სამარიტელის იგავი ამის ნათელი დადასტურებაა. ამიტომაც, ერთი შეხედვით სადაო არაფერი უნდა გვქონდეს მათთან, რომელნიც უარყოფენ ნაციონალურ-სახელმწიფოებრივი განსხვავების აუცილებლობას და მსოფლიო ერთიანი ოჯახისა და მსოფლიო მოქალაქის ცნებების დამკვიდრებას ცდილობენ". 

ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) [გვ. 128] 

“სოფელ ვალეში კათოლიკური ეკლესიაც მოილოცა ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელმა. მან თავის სიტყვაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სრული ურთიერთობის მნიშვნელობას მართლმადიდებელ და კათოლიკე მორწმუნეებს შორის: “ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. გვწამს ერთი მამა, ძე და სული წმიდა. თქვენში არ უნდა იყოს განყოფა. როცა ლოცვა აქ არის, აქ უნდა იყოთ, როცა იქ, მართლმორწმუნე ეკლესიაში, იქ უნდა იყოთ და ილოცოთ… ალბათ იცით, რომ საქართველოში კათოლიკე მღვდლები კარგა ხანია აღარ არიან. მათი მომზადება რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ხდება და რიგ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში….თქვენს მხარეში ხშირად კამათობენ, რომ მე კათოლიკე ვარ, შენ მართლმადიდებელი და ამიტომ სხვანი ვართო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და გვწამს სამება-მამა, ძე და სულიწმინდა. და თუ მაინც მოხდა რომსა და ბიზანტიას შორის განხეთქილება 11 საუკუნეში, ეს უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და არა დოგმატურ-ღვთისმეტყველურს, თანაც ამ განხეთქილების მიუხედავად არ მომხდარა განხეთქილება რომსა და საქართველოს შორის…საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა.” (“ჯვარი ვაზისა,” 1988, #4, გვ.22-42) 

 მეორემ მხრივ კი მკაცრად უპირისპირდება მათ: 

,,ქართველი ხალხი პირველი საუკუნიდან მოყოლებული ქრისტიანია და ქრისტიანადვე უნდა დარჩეს. ჩვენი ერი არ უნდა მოექცეს სექტებისა და უცხო რელიგიათა გავლენის ქვეშ. საქართველო მართლმადიდებლურმა ქრისტიანობამ გადაარჩინა და კიდევაც გადაარჩენს. ჩვენმა ხალხმა ამ გზით უნდა იაროს და ყოველი, რომელიც მართლმადიდებლობას, ჩვენს ეკლესიას, სვეტიცხოველს უღალატებს, მოღალატე იქნება მშობელი ერისაც, ამიტომ ყოველი კაცი, რომელიც ხელს შეუწყობს „ჩვენში სექტანტური მოძღვრებებისა და სხვადასხვა რელიგიის გავრცელებას, ქართველი ერის მტრად გამოცხადდება. ამ მიზნით დაარსდა ეს განყოფილება, რომლის თავმჯდომარეც არქიმანდრიტი დანიელი (დათუაშვილი) იქნება, მის მოადგილედ კი მამა პავლეა (ფაჩუაშვილი) დანიშნული“. … 

12 მოციქულის ხსენების დღე სვეტიცხოველი 13 ივლისი, 1991 წ. … 

„სარგებლობენ რა დღეს საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით, დემოკრატიის ლოზუნგს ამოფარებული მრავალი უცხო რელიგიის და პროტესტანტული სექტის წარმომადგენელნი (იეღოველები, ბაპტისტები, კათოლიკები, კრიშნას მიმდევრები, ორმოცდაათიანელები, ე.წ. ხსნის არმიის წარმომადგენლები და სხვანი) რელიგიური ექსპანსიის განხორციელებას ცდილობენ“. … 

საშობაო ეპისტოლე თბილისი 1993–1994 წ. … 

,,დღეს ბევრს მსჯელობენ, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, საითკენ უნდა წარიმართოს იგი: აღმოსავლეთისკენ თუ დასავლეთისკენ. დასავლეთი არის სამყარო, სადაც ყველაფერი ნებადართულია და სადაც ძალმომრეობა ბატონობს. იგი მატერიალურად ძლიერია, მაგრამ სულიერად მწირი, რადგან ფული იქ კერპადაა ქცეული. მიწიერმა კეთილდღეობამ არ უნდა მოგვხიბლოს… რა თქმა უნდა ევროპაში კარგიც ბევრია, მაგრამ ეს კარგი ჩვენთვის უცხოა და ძნელად მისაღები. სულიერად ასევე უცხოა ჩვენთვის აღმოსავლეთი. ჩვენი მწუხარება და სიხარული ვერ ერგება მისი აზროვნების წესს, თუმცა მიმზიდველია მისი კულტურა და უძველესი ფილოსოფია. მაღალი კულტურა და განვითარებული ტექნიკა ხალხის ბედნიერებისთვის არ არის საკმარისი; არის ღირებულებანი, რომელიც ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში საუკუნეობით იქმნებიან და ყალიბდებიან და რომელთა დაკარგვაც დანაშაულია. ჩვენთვის ასეთია: მართლმადიდებლური სარწმუნოება, მოციქულთაგან ბოძებული, მუსიკა, – ყველას რომ აღაფრთოვანებს, ჩვენი ენა და დამწერლობა, იდუმალებით სავსე და დიდებული; გასაოცარი ხელოვნება, ხატწერა, არქიტექტურა, ჩვენი მშვენიერი წეს–ჩვეულებანი. აღმოსავლეთის ან დასავლეთის რომელი ტრადიციები შეედრება ამას? სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რომ სიმდიდრის მფლობელნი ვართ" … 

საშობაო ეპისტოლე თბილისი 1994–1995 წ. … 

,,დასავლეთის ქვეყნებისაგან საქართველოს პოლიტიკურად ისეთი დიდი საშიშროება არ ემუქრება, რამდენადაც მორალური და ზნეობრივი. ჩვენთვის ასევე დამაბრკოლებელია მათი ინდიფერენტულობა ეროვნული და სარწმუნოებრივი საკითხებისადმი" … 

საშობაო ეპისტოლე. 1992 წ. … 

,,აუცილებლად კარგად უნდა გავიაზროთ და დავფიქრდეთ იმის შესახებ, თუ ვინ ვიყავით, ვინ ვართ და საით მივდივართ. მე ვფიქრობ, რომ ის პროცესი, რაც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს, ვითომც თავისუფლება და ვითომც დემოკრატია, არის ცრუ,რადგან ადამიანი ამ შემთხვევაში ყველაფერს კისრულობს, აკეთებს როგორც ცუდს, ასევე კარგს, უფრო მეტად კი ცუდს. ამიტომ ამ პრცესს არ შეიძლება ვუწოდოთ თავისუფლება და დემოკრატია, ის, რაც ამ სიტყვების არსში დევს, არის თავისუფლების ბოროტად გამოყენება. ამიტომ ჩვენ დიდი სულიერი ხედვა გვჭირდება, რომ გავარჩიოთ, სად არის კეთილი და სად არის თეთრი და სად შავი" …

საკვირაო ქადაგება. 2002 წელი

და რა თქმა უნდა ხაზი უნდა გავუსვათ მის პოლიტიკურ კეთილგანწყობას რუსული ეკლესიისადმი და რუსეთისადმი (მიუხედავად საერთო ანტი-რუსული ფონისა 1989 წლის 9 აპრილის და 2008 წლის ომის შემდეგ)… 

პატრიარქის ორაზროვანი და არამკაფიო დამოკიდებულება კარგად ჩანს თუნდაც იმ ფაქტით, რომ იგი ერთი მხრივ კეთილგანწყობილ დახვედრას უწყობს რომის პაპს, მეორე მხრივ კი – არ ეწონააღმდეგება და არ აქვს გამოკვეთილად მკაცრი დამოკიდებულება მმკ-ს და მსგავსი ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მწვავე და ნეგატიური განცხადებებით დახვდნენ რომის პაპს. 

პატრიარქის ორაზროვნებას და „ბუნდოვან საუბარს“ ხაზს უსვამს ზვიად გამსახურდიაც შემდეგ ვიდეოში: 

პატრიარქმა იცოდა, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება მის ძალაუფლებას საფრთხეს შეუქმნიდა (პირველ რიგში ზვიად გამსახურდიას განსხვავებული სმენური მიდგომების გამო), ამიტომ მხარს უჭერს ჯაბა იოსელიანს და ედუარდ შევარდნაძეს. ეს შეგიძლიათ კარგად დაინახოთ შემდეგ ორ ვიდეოში: 

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის არსებულ ქართველ მოღვაწეებს შორის ყნოსვის ვექტორში ილია II ყველაზე კარგადაა განვითარებული. 

სმენის ვექტორი – ილია II-ს განვითარების დაახლოებით ცხოველურის ადამიანურ (3.4) დონეზე აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლობა იმ ფორმით, როგორსაც მას დღეს ვხედავთ, ბოლომდე სმენური იდეა არაა და მასში ბევრია ანალური და ვიზუალური ზეგავლენები, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოსთვის, როგორც ანალური მენტალიტეტის ქვეყნისთვის (განვითარების ანალურ ფაზაში) – ეს იდეა კიდევ დიდი ხნით მთავარ გამაერთიანებლად დარჩება. და ილია II-მ ძალიან კარგად შეძლო თავისი, როგორც სულიერი ბელადის ფუნქციის შესრულება. მან მატერიალურად დააყენა ფეხზე ქართული ეკლესია და დიდი ძალაუფლება მიანიჭა მას. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ხელისუფლებაზე დიდი რეალური ძალა სწორედ ეკლესიას აქვს, და ამაში ლომის წვლილი სწორედ ილია II-ს მიუძღვის. ფაქტობრივად დღეს იგი საქართველოს „უგვირგვინო მეფეა“, და მის სიტყვას ყველაზე დიდი წონა აქვს. და მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერში ძალიან დიდი როლი ითამაშა არა სმენის, არამედ ყნოსვის ვექტორმა, ძირითადი მოტივი და იმართულება მაინც სმენური იყო. 

იმაზე, რომ პატრიარქი სცენარით სმენაა და არა ყნოსვა, მეტყველებს ასევე ის ფაქტიც, რომ წერს მუსიკას, საგალობლებს… 

ალბათ ბევრისთვის უცნაური იქნება, რომ პატრიარქის სმენის ვექტორს „ცხოველურის ადამიანური“ დონე მივანიჭეთ, და არა ვთქვათ ადამიანური, ან მითუმეტეს სულიერი. ბევრი (განსაკუთრებით მართლმადიდებლური მრევლიდან) ამას ბუნებრივია არც დაეთანხმება, მაგრამ სმენის ვექტორში იდეის სიმაღლის უფრო ზუსტ საზომს და ზოგადად სვფ-ს მიხედვით სხვადასხვა რელიგიებისა და სულიერი სწავლებების სისტემურ ანალიზს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მანამდე კი ეს საკითხი ღიად დავტოვოთ. 

რაც შეეხება ტემპერამენტს – როგორც სტატიის დასაწყისში ავღნიშნეთ, პატრიარქის შემთხვევაში იგი დაახლოებით რვაა, რადგანაც მან სრულიად მოიცვა საქართველოს მასშტაბი, მაგრამ არ არის მსოფლიო მასშტაბში იმ დონის მოღვაწე, რომ 9 ან 10 ბალიან ტემპერამენტად ჩაითვალოს.

სტატიის ავტორი: მამუკა გურული  

  • ზაალ უდუმაშვილის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • დიაგნოსტიკა (ტემპერამენტი)

  • ფრანც კაფკა (ვექტორული ანალიზი)

  • კახა კალაძის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • შეცდომები ურეთრალური ფსიქოტიპის დიაგნოსტირებისას

  • ზიუსკინდი და ბოსხი

  • ელენე ხოშტარიას მოკლე ვექტორული ანალიზი

  • ბიძინა ივანიშვილის მოკლე ვექტორული ანალიზი