კანის ვექტორის ზოგადი მიმოხილვა


კანის ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

რაოდენობა: ადამიანების 24%

მიეკუთვნება სივრცის მეოთხედს

ფუძე - ფორმა

ფუნქცია - ორგანიზება, დაყოფა, შეზღუდვა (შემოსაზღვრა) და კონტროლი.

ადამიანის სხეული - ესაა მთელი სამყაროს სისტემის გამოსახულება. სხეული, შედგენილი მატერიისაგან, საჭიროებს შემოსაზღვრას (საზღვარს), რომელიც აძლევს მას ფორმას. ასეთი ბუნებრივი ბარიერი ადამიანში არის კანი - ის იცავს კუნთებსაც და შინაგან ორგანოებსაც გარეგანი ზემოქმედებისაგან. ამავდროულად ადამიანის კანი - ძალიან ნაზი/თხელი ორგანოა: მას შეუძლია რეაგირება გარემოს ნებისმიერ ცვლილებაზე, თავისი მდგომარეობით გადასცემს ინფორმაციას სხეულის დანარჩენ ორგანოებს. კანური ზომა იგივე ფუნქციას ასრულებს საკაცობრიო მასშტაბითაც: შემოსაზღვრავს, აძლევს ფორმას და რეაგირებს გარემოს ცვლილებებზე. კანის ვექტორის ფუძეა - ფორმა. ცვლილება, რომელიც ხდება კაცობრიობის განვითარების პროცესში, საჭიროებს მუდმივ კონტროლს, მკვეთრ კოორდინაციას. კანის ვექტორი ავლენს ორგანიზების საწყისს ერთიანი საკაცობრიო სხეულისთვის. მუდმივი მოქმედების (მოძრაობის) შეგრძნება მომავლისთვის, მუდმივ ტონუსში ამყოფებს კანის ხალხს, ისინი კი თავისი რიგით შემოსაზღვრავენ და ორგანიზებას უკეთებენ მოქმედებას დანარჩენებისთვის.

კანის ვექტორიანების მიღწევაა პროგრესი სიცოცხლის ყველა სფეროში: ტექნოლოგიაში, საზოგადოებრივ ურთიერთობაში, ბიზნესსა და მოხმარებაში. კანის ვექტორი მიისწრაფვის წარმატებისკენ, ლიდერობისკენ. კონკურენცია - ეს ყველაზე ჭეშმარიტია მისი ცხოვრების სტილისა და აზრების გამოხატვისთვის. კარგ, წარმატებულ რეალიზაციას კანის ვექტორისა, საზოგადოებისათვის მოაქვს სარგებელი - ისინი არიან ბიზნესმენები, ვაჭრობის ორგანიზატორები, გამომგონებლები, ინჟინრები, ტექნიკური ნოვატორები, აი-ტი ტექნოლოგები, ხელმძღვანელები და მმართველები. ადამიანები კანის ვექტორით მიესწრაფვიან მოაწყონ ცხოვრება მაქსიმალურად კომფორტულად, მიიღონ სარგებელი და ეფექტურობა ნებისმიერი ცხოვრებისეული პროცესისგან. კანის ვექტორის ფასეულობები ეყრდნობა მოხმარებაზე და სარგებლის მიღებაზე და დამოკიდებულია ადამიანის განვითარების დონეზე, მისი სურვილია მოიხმაროს, გაიუმჯობსოს და ოპტიმალურად ჩართოს თავი მთლიან, დიდ ჯგუფში.

გარეგნული იერი

გარეგნული ნიშნები ნებისმიერი ვექტორისა - ესაა ფარული მასალები დაკვირვებისათვის. ვექტორის აზრი და ფუნქცია გამოხატულია ადამიანის გარეგნული იერით. ერთი მხრივ ვექტორის დიაგნოსტიკა ეწყობა მისი აზრებისა და ფუნქციის გაგებაზე, ამავე დროს გარეგნული გამოვლინება ემსახურება დიაგნოსტიკის დამტკიცებას.

სინაზე და მოქნილობა, მოძრაობა, ასევე მიდრეკილება თვითშემოსაზღვრისაკენ - მთელი ეს მახასიათებლები კანის ვექტორში ასახავს გარეგნული იერის ნიშნებს. ვექტორის ბუნებაში დევს მოთხოვნილება სწრაფი რეგირების, სწრაფი მოძრაობისა. კანის ადამიანის სხეული, როგორც წესი, შეესაბამება ამის ხარისხს. დაჭიმულები, სპორტულები, ხმელი აგებულებისა - ასე გამოიყურებიან კანის ვექტორის ტიპიური წარმომადგენლები.

თვითშეზღუდვის შესაძლებლობა ძლიერად ვლინდება კანის ადამიანის საკვებ რაციონზე. განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე და განსაკუთრებული სიამოვნებითაც კი, ის იცავს ყველა შესაძლო დიეტას. ბალანსირებული მდგომარეობისთვის კანურ ფსიქიკაში აუცილებელია სიმსუბუქის შეგრძნება. კანის ადამიანის რეაქცია სტრესზე - ესაა მადის დაკარგვა, უარი კვებაზე. სასიხარულო მოვლენაც, როგორი უცნაურიც უნდა იყოს იწვევს ასეთივე რეაქციას. ამიტომ სხეული მთელი ცხოვრება რჩება მწყობრში, როგორც ქალებში, ისე კაცებში.

კანის ვექტორიანებისთვის აუცილებელია მოძრაობა, მათ არ შეუძლიათ ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა. თვითდისციპლინის შესაძლებლობა აიძულებს მათ წლობით იყვნენ სპორტით დაკავებული - სირბილი დილაობით, ტანვარჯიში, იოგა, სეირნობა გორგოლაჭებით, მთის თხილამურები - მთელი ეს პოპულარული მეცადინეობები ათვისებულია კანის ვექტორიანების მიერ. გარეგნული მოწესრიგებულობა, თავშეკავება, გამოისახება ტანსაცმელშიც, მოძრაობაშიც და სახეზეც. მისი პორტრეტი - ესაა მოკუმული, ძაფივით თხელი ტუჩები და ბასრი, მჩხვლეტავი თვალები. ჩაცმის სტილშიც ასევე გამოსჭვივის თავშეკავება ფერებსა და ფორმაში, მაგრამ არა ღირებულებაში. ზოგიერთ მდგომარეობაში კანის  ვექტორიანები  იცვამენ ხაზგასმით ძვირადღირებულ ტანსაცმელს, საზოგადოებაში საკუთარი სტატუსის სადემონსტრაციოდ.

კანის ვექტორის ეროგენული ზონა - არის წყარო განსაკუთრებული კმაყოფილებისა. კანი საჭიროებს მოვლას, ფრთხილ მოპყრობას, ამიტომ კანის ვექტორიანები  სიამოვნებით სარგებლობენ კოსმეტიკური ინდუსტრიის მიღწევებით. სწორედ კანის ვექტორიანებმა მოიგონეს სპა სალონებში დასვენება. კანის ადამიანებისათვის ყოველთვის მნიშვნელოვანია სხეულებრივი კონტაქტი, მათ ძალიან უყვართ ყველანაირი შესაძლო მოფერება (შეხება), მასაჟები, პროცედურები, აქედან ისინი შეიგრძნობენ ნამდვილ ნეტარებას.

სახეობრივი როლი

ვიქტორ ტალკაჩოვის მიერ შემოღებული ტერმინები აღნიშნავს ვექტორის ფუნქციას ჯგუფში. ჯგუფის როგორც სისტემის სიცოცხლე (თვითგადარჩენა) და განვითარება დამოკიდებულია მასში რვავე ზომის (ვექტორის) არსებობაზე, თითოეული ყველადან პასუხისმგებელია თავის დავალებაზე. დამოკიდებულება კაცობრიობის განვითარების ფაზების ცვლილებებზე, ართულებს ვექტორის ფუნქციასაც. ჯგუფის მოძრაობისათვის მომავალში, ერთი მიმართულება ცოტაა, ჯგუფი საჭიროებს ფორმას გარეგნული ორგანიზებისთვის. მისცეს ფორმა მატერიას - სწორედ ესაა კანის ვექტორის ფუძისეული ფუნქცია. ფორმა არა მხოლოდ აორგანიზებს, არამედ გამოყოფს და შემოსაზღვრავს მატერიას, ასევე უზრუნველყოფს კონტროლს. კანის ვექტორიანების  პირველყოფილი ფუნქცია არის - აორგანიზოს ჯოგის მოძრაობა საკვების მოსაპოვებლად (მოსანადირებლად) და შეინახოს მოპოვებული საკვების რეზერვი. ,,მონადირე-ალიმენტატორი“ - ასე ეწოდება კანის  ვექტორიანების  პირველყოფილ როლს. მისი შესაძლებლობა (უნარი) სწრაფად გადაადგილდეს, დაიმორჩილოს თავისი სხეული და იარაღი, ეხმარება აორგანიზოს მთელი ჯგუფი. ჯგუფის გადარჩენისთვის აუცილებელია რესურსების ეფექტური გადანაწილება, ეკონომია და დაგროვება რეზერვებისა, სწორედ ამაში მდგომარეობს კანის ვექტორის ძირითადი ფუნქციონალური როლი.

განვითარების შემდეგ ფაზაში გადასვლა, დაკავშირებულია პირადი კონტროლის გამოვლენასთან. კანური საზომის გავლენის ქვეშ ვითარდება ვაჭრობა, დგინდება ზუსტი საზღვრები. კანის ვექტორიანი  პოულობს სარგებელს (გამოყენებას) მიმტაცებლურ (დაპყრობით) ომებში, ახალი მიწების ათვისებით. მათი მისწრაფება - აკონტროლონ ნებისმიერი პროცესი, ვლინდება საბრძოლო შენაერთის ხელმძღვანელობაში, ბიზნესის ორგანიზებაში - ვაჭრობაში შიგნით და თავისი სამფლობელოების საზღვრებს გარეთ.

ამჟამად (ჩვენს დროში) კანური ზომა პასუხისმგებელია რომ მისცეს ფორმა საერთაშორისო ურთიერთობებს. კანონმდებლის ფუნქცია კანური ზომით შესაძლებლობას აძლევს საყოველთაო განვითარებას, ერთიანი კანონის (წესის) განსაზღვრით უზრუნველყოს თანაარსებობა ადამიანთა დიდი ჯგუფისთვის.

აზროვნება

თვისება, რომელიც განსაზღვრავს გარემომცველი სამყაროს შეთვისებას და წარმოადგენინებს საკუთარ თავს მასში იწოდება აზროვნებად ქვედა ვექტორებში და ინტელექტად ზედებში. განასხვავებენ განვითარევის 4 საფეხურს (დონეს) აზროვნებაში/ინტელექტში, განმსაზღვრელს ადამიანის ფასეულობებისა - არაცოცხალს, მცენარეულს, ცხოველურს და ადამიანურს. განვითარების საფეხური - ესაა თუ რა ადგილი ეკუთვნის ადამიანს საზოგადოებაში, ჯგუფის სიფართე, რომლის ნაწილადაც შეიგრძნობს ადამიანი თავს.

კანის ვექტორიანებისთვის  სამყარო დაყოფილია მკაფიო საზღვრებად: თავის და უცხო ტერიტორიად. კანის ვექტორის აზროვნების არსი - ესაა შესაძლებლობა გათანასწორების, რაოდენობრივი შეფასების, რათა შეადაროს და მიიღოს მეტი. მკაფიო კონტროლისთვის აუცილებელია ყველანაირი საარსებო რესურსების ზუსტი რაოდენობის ცოდნა. სწორედ ასე შენდება კანის ვექტორის აზროვნება: რაოდენობრივი განსაზღვრა ნებისმიერი გამოვლინებისა ცხოვრებაში. გაქვითვა, შეპირისპირება, გათანაბრება, აწონვა, შეფასება, - ეს ყველაფერი არის ერთი და იგივე ინსტრუმენტი კანის ადამიანის აზროვნებაში.

თავისი პირადი სივრცის აღნიშვნით, კანის ვექტორი ეცდება თავისი თავის შევსებას, რათა მიიღოს რაც შეიძლება მეტი. ეს მისი აზროვნების ძირითადი პრინციპია: როგორ მივიღოთ მინიმალური მოქმედებით მაქსიმალური სარგებელი. ამიტომ ყოველი გამოვლინება გარშემო მისი ხედვით შეფასდება პირადი გამორჩენისთვის, კანისვექტორიანი ადამიანის სასარგებლოდ. სამყარო, რომელშიც არსებობს კანის ვექტორიანი  - ესაა ერთიანი საკაცობრიო მასა, რომლის ნაწილიც მდებარეობს მის ტერიტორიაზე, მისი კონტროლის ქვეშ. ყოველი ადამიანი - ესაა რესურსი დავალების გადასაწყვეტად. სწორედ ასე აღიქვამს გარემოს კანის ვექტორი. მისი აზროვნება - ესაა შესაძლებლობა შეაფასოს რესურსების რაოდენობრივი სარგებელი, შეაჯეროს დანარჩენებთან და გამოთვალოს პირადი მოგება. მუდმივი შინაგანი შეპირისპირება და გათვლა, ლოგიკური მოწყობა და მიზეზების გამოძიება, გარეგნულადაც აჩენს როგორ პრაგმატულად უდგება ნებისმიერ საქმეს ცხოვრებაში, თუნდაც ეს იყოს პროფესიული საქმიანობა, პირადი განვითარება ანპიროვნებათშორისი დამოკიდებულება.

კანის ვექტორის აზროვნების განვითარება კავშირშია მისი შინაგანი საზღვრების სიფართესთან: თუკი ის მოიცავს ადამიანთა დიდ ჯგუფს, მაშინ სურს დააგროვოს, მიიღოს და ასევე გაუნაწილოს მთელ ამ ჯგუფს, მისი ყოველი წევრის სასარგებლოდ. განუვითარებელი აზროვნება - ესაა როცა არ შეუძლია არავის აღქმა, გარდა საკუთარი თავისა. გათვლა მხოლოდ პირადი სარგებლისთვის და რესურსების პირადისთვის დაგროვება, მინიმალური ძალისხმევით ვლინდება როგორც ბანალური ქურდობა.

ურთიერთობა

ურთიერთობის თვისებები ეწოდება ვექტორის თვისებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე თუ როგორ გამოავლენენ საკუთარ თავს ჯგუფში ადამიანები სხვა ადამიანებთან მიმართებაში, იურთიერთებენ განსხვავებულ ადამიანებთან და პარტნიორთან.

ყოველი კანის ვექტორიანი მოქნილია სულით და სხეულით, როგორც თავად კანი ადამიანის სხეულზე. როგორც კანის ვექტორიანი ტანმოვარჯიშეები და იოგები ხრიან საკუთარ სხეულს, ადემონსტრირებენ საოცარ პლასტიკას და მოქნილობას, ასევე მათი ფსიქიკაც მოქნილია და მუდმივად ცდილობს შეეწყოს გარემომცველ სამყაროში მომხდარ ცვლილებებს. შეიცვალა რაღაც გარშემო და მაშინვე შეიცვლება კანის ვექტორიანიც, რომელიც მუდმივად მზადაა ყოველგვარი ცვლილებებისთვის. თვითკონტროლი და შეპირისპირება კანის ვექტორიანის თავში გამუდმებით ხდება. მსოფლიო ყოველ წამს იცვლება და კანის ვექტორიანიც მუდმივად მზადაა ფეხი აუწყოს ამ ცვლილებებს.

ყოველი ადამიანი კარგად გრძნობს თუ როგორაა მოწყობილი ურთიერთობები: რაღაც უნდა გავცეთ რომ რაღაც მივიღოთ. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული სარგებელი აღემატებოდეს გაცემას. მისცეს სამყაროს თავისი ენერგია, რესურსები, მდგომარეობა, - კანის ვექტორიანს ეს უბრალოდ, სარგებლის მიღების გარეშე, არ სურს, ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ პერსპექტივაში მიიღოს უფრო მეტი სარგებელი.

კანის ვექტორიანი ადამიანის ურთიერთობა მის გარშემომყოფებთან მთლიანად დამოკიდებულია იმაზე თუ რა სარგებელს ელის მათგან. ნაცნობები სარგებლისთვის, მეგობრები კარიერისთვის და ქორწინება ანგარებით - ეს ყველაფერი კანის ვექტორიანის ურთიერთობაა სამყაროსთან და გარემოცვასთან. ადამიანები უპირველეს ყოვლისა ჯგუფისთვის გამოსადეგი რესურსია. ყველაფერი რასაც კანის ვექტორიანი პირველ რიგში აღიქვამს - ესაა ჯგუფი, მისი სიდიდე და სისავსე. ადამიანი კი მხოლოდ ჯგუფის ნაწილია. ვერ აღიქვამს ცალკეულ ადამიანს მაგრამ ხედავს იმ სარგებელს რისი მიღებაც შეუძლია მისგან, კანის ვექტორიანი ამყარებს ურთიერთობებს ასევე ჯგუფის კონტექსტში.

მისი შესაძლებლობა შეეწყოს გარემომცველ სამყაროში მომხდარ ცვლილებებს გარეგნულად არც ისე სასიამოვნოდ გამოიყურება სხვა ვექტორებისთვის. კანის ვექტორიანი ადამიანი გაქნილია, შეუძლია ნებისმიერი სიტუაცია თავის სასარგებლოდ შემოაბრუნოს, მოახდინოს სწრაფი რეაგირება, რომ შეძლოს სარგებლის მიღება. კანი ვერ უძლებს ზეწოლას, ამიტომ კანის ვექტორიანი მზადაა იცრუოს, იმლიქვნელოს.

კონკურენცია კანის ვექტორში ხდება თავისი და სხვისი რესურსების რაოდენობრივი შედარებით. იმის სურვილი რომ ქონდეს სხვებზე მეტი მას აიძულებს იმოქმედოს. ,,კანური სიძუნწიდან" (განუვითარებელი კანის ვექტორიანი ხასიათდება სიძუნწით) მოქმედებაზე გადასვლა იწვევს კონკურენციას. კანის ვექტორიანი ყველა გარშემომყოფს ეჯიბრება.

მოძრაობა

მოძრაობის თვისებები არის ვექტორის თვისებები, რომლებიც პასუხისმგებელია მისი მოქმედების და რეალიზაციის სფეროს არჩევაზე, მისი ადგილის განსაზღვრაზე გარემოში (ადამიანის შესაძლებლობა გამოირჩეოდეს ჯგუფში თავისი მოქმედებით სხვებთან მიმართებაში).

კანის ვექტორიანი მოძრავია ფიზიკურადაც ფსიქიკურადაც. ბავშვობიდანვე არ შეუძლია ერთ ადგილზე გაჩერება და ერთი რამის დიდხანს კეთება. კანის ვექტორიანს ბავშვობაში ხშირად უსვამენ ,,ჰიპერაქტიურის" (ჰიპერაქტიური - ზედმეტად აქტიური) დიაგნოზს. ზრდასრულ კანის ვექტორიანს ფსიქიკურად ასევე ჭირდება გარემოს შეცვლა, მოძრაობა, რაც აიძულებს მათ ხშირად შეიცვალონ მანქანები, სამუშაო, ავეჯი, პარტნიორები და ა.შ. მათ უყვართ ყველაფერი ახალი. ახალი ტელეფონი ყოველთვის ჯობია ძველს, მაშინაც კი თუ ახალ ტელეფონს მხოლოდ ღილაკები აქვს სხვანაირი. თუ გსურთ ასიამოვნოთ კანის ვექტორიანს, აჩუქეთ მას რაიმე ახალი.

კანის ვექტორიანი ადამიანები ადრენალინის ნარკომანები არიან. ყველაფერი რაც გარისკვას უკავშირდება, ითრევს და დამოკიდებულს ხდის მათ. პარაშუტით ხტომა, რალი, აზარტული თამაშები, - ყველაფერი ეს ანიჭებთ სიამოვნებას, რადგან შესაძლებლობა ეძლევათ სწრაფი რეაგირების და მოქმედების.

კანის ვექტორიანები სწრაფად ადაპტირდებიან ახალ კოლექტივში, ადვილად წყობიან არსებულ კანონებს. კანის ვექტორიანი ადამიანები იღებენ არსებულ თამაშის წესებს და ასევე თვითონვე მიესწრაფვიან რომ დაუწესონ ჯოგს კანონები.

კანის ვექტორიანები ფსიქიკურად და ფიზიკურად არიან სწრაფები ბუნებრივად, აღიქვამენ რეაქციის სისწრაფეს ისე როგორც ლანდშაფტში წარმატების მიღწევის მთავარ საშუალებას. მათზე სწრაფი მხოლოდ ურეთრალის ვექტორიანია. ანალის ვექტორიანის სიდინჯე გამაღიზიანებელია კანის ვექტორიანისთვის. ანალური ვექტორის ბუნების ვერგაგების გამო, კანის ვექტორიანი დედები ხშირად უმახინჯებენ ფსიქიკას თავის ანალის ვექტორიან შვილებს, მუდმივად აჩქარებენ მათ და არ აძლევენ საქმის დამთავრების საშუალებას (რაც თრგუნავს ანალის ვექტორიან ბავშვებს და ისინი ზრდასრულ ასაკში ვეღარ ახარხებენ გახდნენ პროფესიონალები). კანის ვექტორიანი ცოლები ასევე მძაფრად რეაგირებენ ანალის ვექტორიანი ქმრის სიდინჯეზე - ცდილობენ მათ გამოფხიზლებას, დაჩქარებას, რაც შეიძლება ანალის ვექტორიანი ადამიანისთვის გახდეს ინფაქტის მიზეზი.

კანის ვექტორიანები (განსაკუთრებით ვიზუალურ ვექტორთან ერთად) - არიან კარგი იმიტატორები, მათ შეუძლიათ დააკოპირონ სხვა ადამიანების მოძრაობები (ხოლო ვიზუალებს შეუძლიათ ემოციების კოპირება). სწორედ ამიტომ კანი და ვიზუალი (თუ ორივე აქვს ერთ ადამიანს) არის ის ვექტორები რომლის ქონაც აუცილებელია მსახიობისთვის.

მოძრაობის დონეზე კანის ვექტორში არსებობს ორი ტიპის გადახრა. პირველ შემთხვევაში კანის ვექტორიანი ადამიანი ხდება ,,ცანცარა" და მუდმივად ფიქრობს რომ რაღაცას ვერ ასწრებს ამიტომ სულ ჩქარობს და მაინც მუდმივად აგვიანებს, სულ მოუწესრიგებელია. მეორე შემთხვევაში კანის ვექტორიანი ზედმეტან დარწმუნებულია (თავის ძალებში) თავის სისწრაფეში. ორივე შემთხვევაში უყალიბდება ცხოვრების ნეგატიური სცენარი.

განვითარება

განვითარების თვისებები ეწოდება ვექტორის თვისებებს, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის რეალიზაციას მის მიერ არჩეულ სფეროში, (ვექტორის მატარებლის ადგილი შესაბამისობაში ამავე ვექტორის სხვა წარმომადგენლებთან) ასევე მის მონაწილეობას ჯგუფის განვითარებაში.

კანის ვექტორიანის განვითარების სფერო - ესაა კონტროლისა და თვითკონტროლის თვისებების განვითარება, შემდეგ კი სწრაფი გადასვლა ერთი დავალებიდან მეორეზე.

თვითონტროლის განვითარება აძლევს საშუალებას აკონტროლოს სხვა ადამიანები. კანის ვექტორის დავალებაა - მისცეს ფორმა მატერიას. ჯგუფის ორგანიზების და კონტროლისთვის კანის ვექტორს აუცილებლად სჭირდება სისწრაფე, იმ მიზნის ზუსტად მისაღწევად, რომელიც დასახულია ურეთრალი ბელადის მიერ. თავისი დავალება რომ შეასრულოს, საჭიროა იცოდეს თუ როგორ აკონტროლოს, აორგანიზოს და შემოსაზღვროს - უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავი.

კანის ვექტორიანის კონტროლის დონე დამოკიდებულია მისი აზროვნების განვითარებაზე. თუ მისი განვითარების დონე დაბალია, მაშინ შეუძლია აკონტროლოს მხოლოდ საკუთარი სხეული. ამ დონეში შედის ცეკვები, აკრობატიკა, ტანვარჯიში, ასევე ის საქმიანობები რომლებიც მოითხოვს ხელების მოქნილობას - ფოკუსების კეთება, შულერობა, ასევე ჯიბის ქურდობა. რა თქმა უნდა არ შეიძლება ერთ რიგში დავაყენოთ აზროვნება განვითარებული კანის ვექტორიანი სპორტსმენი და კანის ვექტორიანი ჯიბის ქურდი, მაგრამ ამ მათთვის ხელობათა მიმცემი მექანიზმი ერთი და იგივეა.

განვითარების მაღალ დონეზე კანის ვექტორიანი სწავლობს არა მხოლოდ სხეულის, არამედ სხვა რესურსების კონტროლსაც: დროის; სივრცის; ენერგიის; ინფორმაციის; ადამიანების. ამიტომ განვითარებული კანის ვექტორიანი ადამიანები არიან შესანიშნავი მენეჯერები; ეკონომისტები; ბიზნესმენები; ინჟინრები; ტექნოლოგები; მმართველები და ა.შ.

კანის ვექტორიანს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება. ფაქტია რომ კანის ვექტორიანის ტვინს შეუძლია სწრაფად გადაერთოს ერთი საქმიდან მეორეზე, ისე რომ არ დაკარგოს კონტროლი დანარჩენი საქმეებისა. თითქოს რამდენიმე ინფორმაციას ერთდროულად გადაამუშავებსო. მხოლოდ კანის ვექტორიან ადამიანს შეუძლია ერთდროულად ილაპარაკოს ტელეფონზე, მისცეს ხელქვეითებს დავალებები, რაღაც ჩაიწეროს ბლოკნოტში და იყუროს ფანჯარაში. ასეთი რამ შეუძლია ერთი პირობით: საქმეები რომელსაც აკეთებს უნდა იქოს მსუბუქი და სწრაფი (როგორც თავად კანის ვექტორიანია) და მოითხოვდეს სწრაფ რეაგირებას. რაც უფრო კარგად აკონტროლებს თავს და განკარგავს რესურსებს კანის ვექტორიანი, მით უფრო მაღალი რანგი აქვს სხვა კანის ვექტორიანებთან მიმართებაში და წარმატებულია სხვების თვალში. კანის ვექტორიანი  დაბადებიდანვე განსაკუთრებულად შეიგრძნობს დროს, მითუმეტეს თუ განვითარებულია. მას მაღვიძარაც კი არ ჭირდება - მისი შინაგანი საათი ანიშნებს მას, რომ გაღვიძების დროა. განვითარებული კანის ვექტორიანი არასოდეს იგვიანებს და ვერც იმას იტანს როცა სხვები იგვიანებენ. მისთვის დრო ისეთივე მნიშვნელოვანი რესურსია როგორც ფული.

თუ კანის ვექტორიანი ადამინი ვერ განვითარდა ფსიქიკის ამ დონემდე, ის იტანჯება, იმიტომ რომ კონტროლის მოთხოვნილება კი აქვს მაგრამ იმდენად განვითარებული არ არის რომ ეს შეძლოს. ამ შემთხვევაში კონტროლზე თავის მოთხოვნილების რეალიზაციას ის მოახდენს ურთიერთობის დონეზე, მოახდენს ტოტალურ კონტროლს ოჯახის წევრებზე. მაშინ ოჯახში დაიწყება მუდმივი აკრძალვები (,,არ შეიძლება!"), მისი სისტემა ხდება არა აკრძალვა რაიმე აზრით, არამედ აკრძალვა აკრძალვისთვის. კანის ვექტორიანები ბრწყინვალე მომთვინიერებლები არიან - ,,მოათვინიერონ" თავისი ახლობლები მათ ასევე კარგად გამოსდით. ხშირად განუვითარებელი კანის ვექტორიანებს ზედმეტად სურთ კონტროლი და ხდებიან თავხედი სკანდალისტები, განსაკუთრებით კან-ორალები. ასეთებმა არაფრისგან შეიძლება შექმნან უზარმაზარი სკანდალი და ჩაითრიონ მასში ხალის დიდი მასა.

თუკი კანის ვექტორიანი ვერ აღწევს საკმარის რეალიზაციას, მაშინ თვითშეზღუდვის მოთხოვნილებას ის მიმართავს საკუთარი სხეულისკენ. ამ მდგომარეობაში ის ხდება მიდრეკილი დაიცვას დიეტები; გამაჯანსაღებელი შიმშილობები; სხვადასხვა სუნთქვით პრაქტიკებს (განსაკუთრებით კან-სმენა); თვითგამოწრთობას და ა.შ. სხეულის რესურსების ეკონომიისთვის და ორგანიზმის სისტემათა ეფექექტური გამოყენების მიღწევისთვის, ის იღებს მხოლოდ სასარგებლო საკვებს. ზოგიერთი კანის ვექტორიანი იმდენად ღრმად ეფლობა სხეულის თვითშეზღუდვაში, რომ სექსუალური აქტისთვისაც კი მკაცრ რეგლამენტს აწესებენ. კანურმა შეზღუდვამ მითუმეტეს თუ მას ერთვის ასექსუალი სმენის ვექტორი შეიძლება მიიყვანოს ცელიბატამდე ან სექსის საერთოდ აკრძალვამდე. განვითარებული კანის ვექტორიანი (ბიზნესმენი, მენეჯერი, მეთაური) ძალზე პასუხისმგებლიანია, მას შეუძლია მის ხელთ არსებული რესურსები გამოიყენოს მახსიმალურად სასარგებლოდ, არა მხოლოდ თავისთვის არამედ იმ ჯგუფისთვის რომელიც აძლევს მას რანგს.

დამხმარე შტრიხები დიაგნოსტიკისთვის

 კანის ვექტორიანი ადამიანი შესამჩნევია თავისი მოქმედების სისწრაფით: სწრაფები, მსუბუქები, მოქმედებისთვის მზადმყოფები, თუკი ეს მათ მოუტანს სარგებელს ან სიამოვნებას. კანის ვექტორიანს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს დროსთან: ის ან ძალზე პუნქტუალურია ან ყველგან აგვიანებს. ფული მეტისმეტად მნიშვნელოვანია მათთვის, ისინი ძალიან ძნელად ასესხებენ ფულს (თუ ასესხებენ პროცენტით), ეკონომიურად ხარჯავენ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ზედმეტად მფლანგველები არიან. ფასეულობები რაზეც კანის ვექტორიანი ადამიანი საუბრობს არის - ფული, დრო, წარმატება.

ავტორი: ვ.იუნევი

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე

  • ფრთხილად, სკანდალისტია!

  • სტოკჰოლმის სინდრომი – მსხვერპლის ცნობიერების პარადოქსები

  • როგორ აღვზარდოთ კანის ვექტორიანი ბავშვი

  • კანის ვექტორი - გარეგნული იერსახე

  • ქალი მომავლიდან

  • კანური და ვიზუალური ფსიქოტიპები, მსგავსებები და განსხვავებები

  • კულტურული აღმასვლა მასებში

  • ქვედა ვექტორები კომბინაციებში