კანის ვექტორი - ურთიერთობა


კანის ვექტორი - ურთიერთობა

 განვიხილოთ კანის ვექტორიანი ადამიანის ფსიქიკის შემდეგი დონე, რომელიც ეხმარება მას იქონიოს ურთიერთობა სხვებთან. ურთიერთობა ერთი ერთთან: ის და დედა, ის და მამა, ის და ნაცნობი და ა.შ. ეს დონე საკმაოდ განსხვავდება იმ ყველაფრისგან რაც უკვე გავიარეთ, ეს არის არა მხოლოდ არსებობა ან აზროვნება, არამედ ის დონე რომელიც ის ამყარებს კონტაქტებს, ეს არის ის არხი სადაც ხდება გაცვლა ინფორმაციის, ენერგიის, დროის და სივრცის.

ნებისმიერი ვექტორი ურთიერთობას ამყარებს იმის მიხედვით თუ როგორ ისწავლა აზროვნება, როგორი შინაგანი ხედვა ჩამოუყალიბდა, როგორ უყურებს და რით ზომავს ადამიანებს, რა ნიშნით ალაგებს იერარქიას. კანის ვექტორი ურთიერთობას ამყარებს იმის მიხედვით, თუ რას მიიღებს თავისი მოქმედების სამაგიეროდ, მნიშვნელობა არ აქვს რა არის მიღება-გაცემის ობიექტი, მნიშვნელოვანია ის, რომ მან რაღაც გასცა და აუცილებელია რაღაც სამაგიერო მიიღოს. როგორც ვიცით კანის ვექტორის აზროვნება ეფუძნება დათვლას და გათვლას, ამიტომ მისი ურთიერთობის პრინციპია: მიიღოს თქვენგან უფრო მეტი, ვიდრე მოგცათ.

კანის ვექტორიანი ბავშვობიდანვე ეძებს სასარგებლო ნაცნობებს. მაგალითად კანის ვექტორიანი ბავშვი მიიყვანეს საბავშვო ბაღში, ის პირველივე დღეს შეაფასებს სიტუაციას, ერთს ბევრი სათამაშოები აქვს, მეორე ღონიერია, მესამეს არაფერი აქვს, პირველ ორთან თამაში ღირს, მესამე უსარგებლოა. ბავშვობიდანვე ხვდება როგორ მიიღოს სხვებისგან სარგებელი, შეიძლება უსარგებლო ნივთი ან კევი გულუბრყვილო ანალის ვექტორიან ბავშვებს მიაჩეჩოს და სანაცვლოდ რაიმე კარგი სათამაშო გამოართვას, პატარაობაშივე იციან როგორ დაითრიონ რაიმე თავისკენ, სწავლობენ როგორ შეიძლება მინიმუმის გაცემით მიიღონ მაქსიმალური სარგებელი. სწორედ იმ ეტაპზე როცა ისინი პირველად შეაბიჯებენ ჯგუფში ბავშვებს უჩნდებათ სხვებთან ურთიერთობის სურვილი, ისეთივე პატარებთან როგორებიც თვითონ არიან, ბავშვობიდანვე სწავლობენ ურთიერთობებს და ცდილობენ საკუთარი ადგილის პოვნას, ამ გამოცდილებით გადიან შემდეგ ცხოვრების გზაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვს ქონდეს თანატოლებთან ურთიერთობის საშუალება, ეს დაეხმარება საკუთარი ფუნქციის და რანგის პოვნაში.

კანის ვექტორიანი ურთიერთობს სხვებთან გათვლა-შედარების პრინციპით, მისი ურთიერთობა შეიძლება აღიწეროს სიტყვებით: წონასწორობა და ეფექტურობა. ნებისმიერ სიტუაციაში კანის ვექტორიანი ადამიანი, ცდილობს ადაპტაცია გაიაროს იმ ადგილთან და მდგომარეობასთან სადაც იმყოფება, შეეგუოს არსებულ ვითარებას. ისინი არიან მოქნილები სხეულითაც და ფსიქიკურადაც, სხეულზე გარეგნულ ზემოქმედებას პირველად ეგუება კანი, ფსიქიკაც სწორედ ასევე უმუშავებთ, ნებისმიერ ცვლილებას პირველად კანის ვექტორიანები ეგუებიან. არის ერთგვარი წონასწორობა კანის ვექტორის შინაგან სამყაროსა და გარე ლანდშაფტს შორის. ლანდშაფტი გამუდმებით იცვლება, კანის ვექტორიანი ადამიანი გარე სამყაროს ცვლილებებს აკომპენსირებს თავისი შინაგანი სამყაროს შეცვლით, ამიტომ ნებისმიერი ცვლილება მაშინვე აისახება მის აზროვნებაზე, ის იწყებს გათვლას როგორ მოახერხოს, რომ ამ ცვლილებიდან, მინიმალური ძალისხმევით მიიღოს მაქსიმალური სარგებელი (სწორედ ესაა წონასწორობა ლანდშაფტთან). რაც შეეხება ეფექტურობას, ეს ის თვისებაა რომელსაც კანის ვექტორი იყენებს ურთიერთობისას. ურთიერთობის ასეთი თვისება შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ ისეთ აზროვნებაში, რომელიც აწყობილია გათვლასა და შედარებაზე. მაგალითად: საწარმოში სადაც მუშაობს კანის ვექტორიანი მოდის ახალი დირექტორი, კანის ვექტორიანი ფიქრობს რომ ახალ დირექტორთან საჭიროა ურთიერთობა, ამიტომ დირექტორს პატიჟებს სადილზე, ამ სადილზე ურთიერთობის გასაღრმავებლად კანის ვექტორიანი წამოაყენებს რაღაც ინიციატივებს და ყველანაირად ემლიქვნელება ახალ უფროსს, ეს იმის მცდელობაა რომ რაღაცნაირად მიიღოს სარგებელი და თუ შესაძლებელია აიმაღლოს თანამდებობა. ანალის ვექტორიანი ასე არასოდეს მოიქცეოდა, ის ათი წელი ერთ კომპანიაში მუშაობს, მუდამ ერთ მაგიდასთან ზის და ტანსაცმელსაც კი ერთი და იგივე საკიდზე კიდებს, ის პროფესიონალია და თვლის რომ ამას ყველა უნდა ამჩნევდეს, მისთვის მიუღებელია კარიერული წინსვლა მლიქვნელობით. მიდგომები აბსოლუტურად განსხვავებულია.

გადავხედოთ როგორ ურთიერთობს კანის ვექტორიანი, როდესაც ის მიდის ახალ სამსახურში, ზუსტად ისე იქცევა როგორც ბავშვობისას იქცეოდა საბავშვო ბაღში, ერთ კვირაში ყველა თანამშრომელს იცნობს, ყველა და ყველაფერი შეაფასა, იცის რა როგორ მუშაობს, უკვე აცნობიერებს ,,თამაშის წესებს" და ძალიან სწრაფად ხვდება ვისთან უნდა იქონიოს ურთიერთობა, რომ შეძლოს წინსვლა კარიერაში. ახალი კომპანია მათთვის ახალი სიტუაციაა, ახალი ლანდშაფტი რომელშიც საჭიროა ადაპტაცია. როგორც იცით კანის ვექტორიანები ადვილად ეგუებიან ცვლილებებს, გარემოს ცვლილება მათთვის ნიშნავს, რომ საჭიროა თავადაც შეიცვალონ, ისინი ზოგჯერ ისეთ ცვლილებებსაც ეგუებიან რომლის შეგუებაც თითქოს კანისთვის წარმოუდგენელია (თუმცა ასეთ დროს ხშირად ნეგატიური სცენარი უყალიბდებათ). მაგალითად: კანის ვექტორიან ბავშვს ყავს ანალის ვექტორიანი მამა, ანალი მამა მას ეუბნება რომ საჭიროა იყოს გულმართალი, აკურატული, პატივი უნდა სცეს ტრადიციებს, აძლევს რჩევას ,,ბრძნული" გამონათქვამის მოშველიებით ,,ასი ლარის ქონას, ასი მეგობრის ყოლა გერჩიოს" და ა.შ. კანის ვექტორიანი ბავშვის აზროვნება სხვანაირადაა აწყობილი, ის თვლის რომ მამამისი სისულელეს როშავს, ფიქრობს: ,,თუ ასი ლარი მაქვს ამდენი მეგობარი რაღა ჯანდაბად მინდა". მამა აღშფოთებულია კანის ვექტორიანი შვილის მოუსვენარი გამოხტომებით, უყვირის: ,,ვის გავხარ ასეთი გაიძვერა?", რაღაც ეტაპზე შეიძლება ჩათვალოს რომ მოუსვენარი შვილი საჭიროა მოარჯულოს, ამიტომ პერიოდულად ქამარს გადაარტყამს ხოლმე ზურგზე, ანალი მამაფიქრობს რომ ასე მისი შვილი კანური მოუსვენრობისგან განიკურნება. კანის ვექტორიანები კი არიან ფსიქიკურად მოქნილები, მათ შეუძლიათ ნებისმიერ სიტუაციას შეეგუონ, ამიტომ თუ ანალი მამა ხშირად ცემს, ხდება ის რომ მდგომარეობა რომელთან შეგუებაც მათ ბავშვობაში მოუწიათ არის ფიზიკური ტკივილი, თუ ისინი პატარაობისას შეეჩვიენ ტკივილით ცხოვრებას, როდესაც იზრდებიან ტკივილი მათთვის ხდება კომფორტული მდგომარეობა, ამიტომ მათ უნდებათ რომ რაღაც, ან ვიღაც მათ ტკივილს აყენებდეს,

ხშირად ისინი სექსუალურ პარტნიორს თხოვენ ტკივილი მიაყენოს, რადგან მათთვის ცუდი სიტუაცია ხდება ნორმა. ეს ნეგატიური მდგომარეობაა, კანის ვექტორს აქვს რამდენიმე ამდაგვარი ნეგატიური მდგომარეობა: მაზოხიზმი, უიღბლობა, რანგის შემცირება და სხვა.

კანის ვექტორი მუდმივად ურთიერთობს სასარგებლოობის პირინციპით, მათ არ ახასიათებთ ანალური ერთგული მეგობრობა, ან კუნთური ერთიანობა. მას უყვარს ისეთი ნაცნობების ყოლა რომლებისგანაც რაღაცას გამოელის. როცა რაღაცის გაკეთება უნდა ურეკავს ყველა ნაცნობს და თხოვს გაკეთებას, თუ იაფად გაუკეთებთ თქვენ კარგი ადამიანი ხართ, თუ საერთოდ არ გამართმევთ ფულს უკვე ნამდვილი მეგობარი ხართ. ანალები მაგალითად ძალზე ერთგული მეგობრები არიან და მეგობარს ყველაფერს უანგაროდ უკეთებენ, ამიტომ კანის ვექტორიანებს უყვართ ანალებთან მეგობრობა, იმიტომ რომ ისინი უფასოდ ეხმარებიან. რამის გაკეთება თუ უნდათ პირდაპირ ტყავიდან ძვრებიან რომ თავისას მიაღწიონ. კანის ვექტორს უყვარს ფასდაკლებები. ურთიერთობის მთავარი მექანიზმი ანალის ვექტორიანებისთვის მეგობრობაა, კანის ვექტორიანებისთვის კი კავშირები, კანის ვექტორიანებსაც ყავთ მეგობრები, მაგრამ ამ მეგობრების შესანარჩუნებლად საკმაოდ დიდი ძალისხმევა ჭირდებათ.

თუ კანის ვექტორს ზედა ვექტორებიდან ერთვის ვიზუალი, მაშინ მას ხშირ შემთხვევაში ძალიან უყვარს ,,ტუსოვკებზე" სიარული, ვიზუალებს უყვართ საკუთარი თავის წარმოჩენა, ნამდვილი ,,ტუსოვშიკები" მხოლოდ კან-ვიზუალები არიან.

ასეთ წვეულებებზე სიარული კან-ვიზუალებს გამორჩეულობის და ელიტარულობის განცდას აძლევს. თუ კან-ვიზუალები მამრობითი სქესის არიან და თან განუვითარებლები (ასეთ დროს როცა ვიზუალური ვექტორი ცუდ მდგომარეობაშია, ძირითადად კანური თვისებები ჭარბობს), საუბრისას ხშირად მანჭავენ ტუჩებს და საუბრობენ ნელა და სიტყვების ხაზგასმით, ამით ქვეცნობიერად აჩვენებენ საკუთარ გამორჩეულობას, ასეთ სისულელეს აუცილებლად ჭირდება ორი ვექტორი კანი და ვიზუალი, თან ორივე არარეალიზებული. რაც შეეხება გოგონებს, როცა კანს ერთვის განუვითარებელი ვიზუალი, აქ იგივე მიდგომაა ოღონდ ოდნავ განსხვავებული გამოვლინებით, ანუ კანურ გამოვლინებას ჭარბობს ვიზუალური, ასეთები არიან ,,ძაან სვეტსკები და ძერსკები" (ბოდიშს ვიხდი სლენგისთვის), აქვთ საუბრის პრანჭია მანერა, ხშირად ,,პრუწავენ" ტუჩებს.

სცენარი იგივეა განუვითარებელი კანი და განუვითარებელი ვიზუალი ერთად. საუბრის ასეთი მანერით ხაზს უსვამენ, რომ სხვებზე აღმატებულები არიან.

კანის ვექტორის ურთიერთობის თვისებაა მოქნილობა ადაპტაციისაა და სარგებლის მიღება, კანის ვექტორიანები ჭამენ იმდენს რამდენიც საჭიროა, ძინავთ იმდენი რამდენიც სასარგებლოა, სექსი გამოზომილად აქვთ, ქორწინებითაც კი გათვლით ქორწინდებიან, გათვლით ქორწინება მხოლოდ კანის ვექტორის დამახასიათებელი თვისებაა. დაოჯახდება და მერე ფიქრობს ხომ არ შეცდა, თუ უკეთესი ვარიანტი გამოუჩნდა დაუყოვნებლივ განქორწინდება, ანუ იპოვის ამჟამინდელზე უფრო წარმატებულ პარტნიორს, მისი აზრით ცხოვრება მოკლეა და არ ღირს სიცოცხლის უიღბლოს გვერდით გატარება. კანის ვექტორიანების ოქროს წესია: ჭამე ცოტა და იყავი მდიდარი. მათთვის მნიშვნელოვანია დროის და სხვა რესურსების ეფექტური გამოყენება. ვთქვათ ღარიბი კანის ვექტორიანი კაცი ჯარიდან, შეათვალიერებს გარშემო გოგონებს, იპოვის სადმე ანალ გოგონას, რომელსაც საკუთარი ბინა აქვს, დაპატიჟებს იაფფასიან კაფეში და პირველივე პაემანზე სიყვარულს აუხსნის და მასზე ბინის ხათრით დაქორწინდება. ანალებისთვის მაგალითად ანგარებით ქორწინება წარმოუდგენელია, მათთვის ოჯახი წმინდაა, მათი ოცნებაა სახლი, ოჯახი და ბევრი შვილი. კანის ვექტორიანებისთვის კი ბევრი შვილი ბევრი მუქთამჭამელია, ამიტომ ერთვექტორიანმა კანმა შეიძლება იყოლიოს მაქსიმუმ ერთი შვილი. კანის ვექტორიანებს ყველაფერი გაანგარიშებული და გამოზომილი აქვთ. ვიქტორ ტალკაჩოვი წერდა, რომ კანის ვექტორიანებისთვის ყველაზე სასიამოვნო განცდაა, როცა მათ კანს ფულის კუპიურები ეხება, ეს მათ მენტალურ ორგაზმს ანიჭებს, სასურველია ფულის ამ კუპიურებზე დიდი რიცხვები ეწეროს. ისინი ყველაფერზე მიდიან ფულის საშოვნელად. მეძავები, სუტენიორები, ჟიგოლოები, ყველა ესენი განუვითარებელი კანის ვექტორიანები არიან. თქვენ ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ეს სიტუაციები გარკვეულ უკიდურესობებს წარმოადგენენ, ეს არის მდგომარეობები როცა კანის ვექტორი მკაფიო არქეტიპულ მდგომარეობაშია (არქეტიპულობა - პირდაპირი ავსება ვექტორის სურვილისა, თანამედროვეობასთან მიმართებაში არაადექვატური დაკმაყოფილება), როდესაც ვსაუბრობთ უკიდურესობებზე აქეთ, ან იქით, უნდა გვახსოვდეს რომ მათ შორის არის უამრავი კარგი, ან ნაკლებად ცუდი სცენარი და ნამდვილად არ არის ყველა კანის ვექტორიანი ქალი კახპა, ხოლო ყველა კანის ვექტორიანი მამრი ჟიგოლო, მაგრამ თუ ასეთი არსებობს ეს მხოლოდ განუვითარებელ კანის ვექტორში ვლინდება. სხვა ვექტორებში ფულის შოვნის სურვილი ასე არ მუშაობს, ერთ ვექტორიანი კუნთის ქალი მაგალითად, ფულზე საერთოდ არ ფიქრობს, ანალის ვექტორიანი ქალი ასევე პატიოსანია ყელამდე ფულში რომ ჩასვათ ქორწინების გარეშე მაინც არ ,,იძლევა", ურეთრალი ქალი კი ფულს საერთოდ ვერ ამჩნევს და ხშირია შემთხვევა როცა პარტნიორ მამაკაცს თვითონ უზრუნველყოფს ყველაფრით, რაც შეეხება კანის ვექტორს მას აღელვებს ფული, საჩუქრები, კანის ვექტორიანებს უყვართ საჩუქრები, ოღონდ მხოლოდ მაშინ როცა ჩუქნიან, სამაგიეროდ არ უყვართ გაჩუქება, ყველაფერი გაზომილ-აწონილი აქვთ, თუკი მათ აჩუქებთ ძვირადღირებულ საჩუქარს ისინი აღფრფოვანდებიან, თუ მათ საშუალო ფასიან საჩუქარს აჩუქებთ მათი სიხარულიც საშუალო იქნება და შეიძლება მერე ის საჩუქარი თავადაც ვინმეს აჩუქონ, სხვა რამის ყიდვა რომ არ მოუწიოთ, მათ მაგალითად სულელურ საჩუქრად მიაჩნიათ ანალის ვექტორიანი ბაბუის მიერ ნაჩუქარი ძველი წიგნი (მოსაზრება ასეთი აქვთ: ვიღას უნდა ახლა ეს ნაგავი, ახალი მაინც რომ იყოს გავყიდდი ან ვინმეს მივცემდი), მაგრამ თვითონ ახალი წიგნი შეიძლება სხვას აჩუქონ (ანალებისთვის პირიქით, წიგნი საუკეთესო საჩუქარია). საერთოდ როდესაც კანის ვექტორიანი საჩუქარს გჩუქნით, უნდა იცოდეთ რომ აქ რაღაც რიგზე არ არის, ეს იმას ნიშნავს რომ ის თქვენგან რაღაცას გამოელის, განსაკუთრებით მაშინ თუ კანის ვექტორიანი კაცი ჩუქნის საჩუქარს ქალს. რაც შეეხება იმას თუ ვინ როგორ იგებს ამ საჩუქარს: ურეთრალის ვექტორიანმა ქალმა ეს შეიძლება მინიშნებად აღიქვას, ეს საჩუქარი უკან მიუგდოს და შეიძლება მუშტიც უთავაზოს,

ანალ ქალს ეს შეიძლება საქორწინო საჩუქრად მოეჩვენოს, კანის ვექტორიან ქალს რაც შეეხება, ის უბრალოდ ტკბება საჩუქრით, თვით ძალზე განვითარებული კანის ვექტორიანიც კი ვერ რჩება საჩუქრის მიმართ გულგრილი.

კანის ვექტორიანის შემთხვევაში საჩუქარში ვგულისხმობთ არა ყვავილებს, ან რაიმე მსგავსს, არამედ ფასიან საჩუქარს.

წარმოიდგინეთ ურეთრალური მენტალიტეტის რუსეთი, ან ანალური მენტალიტეტის საქართველო, ორივე შემთხვევაში კაცი რომელიც ქალთან ერთად მიდის კაფეში ან რესტორანში თავს ვალდებულად თვლის ამ ქალის დანახარჯი გადაიხადოს. ერთვექტორიანი კანისთვის კი ეს სისულელეა, ის ფიქრობს: -მე არ ვიცი ,,მომცემს" თუ არა ეს ქალი, თუ დამთანხმდა კი ბატონო, მაგრამ თუ არ დამთანხმდა ფული რატომ გადავყარო, რა ავანსი მივცე? კანის ვექტორიანები ავანსს არავის უხდიან, მაგრამ თვითონ ავანსის გარეშე არაფერს გააკეთებენ. არსებობს ნამდვილი კანური გამოთქმა: ,,გაძლევენ-აიღე, მოგდევენ-გაიქეცი". კანის ვექტორიანებს ხშირად ახასიათებთ თხოვნა ერთი ღერი სიგარეტი მომეცი, ხომ არ დაგაქცევს და სხვა ამგვარი, თვითონ კი მათხოვარს 5 თეთრსაც არ მისცემენ, ეტყვიან: რა ჩემ ხარჯზე გამდიდრება გინდა, იმუშავე და იშოვე! საკმაოდ ბევრს აკრიტიკებენ იმათ ვინც მათზე მეტს შოულობს, ისინი თვლიან რომ ვინც მათზე მდიდარია ყველა ქურდი, თაღლითი და ნაძირალაა. თუ კანის ვექტორიანს სანაცნობოში ყავს ვინმე მილიონერი, მისი არსებობა ამ კანის ვექტორიანის თავმოყვარეობაზე მათრახის გადარტყმაა, ეს ისეთ შურს წარმოშობს, რომ შეიძლება შურით ინსულტი დაემართოს და მოკვდეს.

კანის ვექტორიანს ყოველთვის შურს ლატარიაში მოგებულის, ან მასზე მდიდრის.

თუ კანის ვექტორიანს რამეს ჩუქნით ეს მისთვის სასიამოვნოა, მაგრამ თუ რამის გამორთმევა გინდათ ეს პრობლემაა. ზედმეტად არაფერს გააკეთებენ, მაგალითად სამუშაო დღის ბოლოს, სამუშაო საათებს ერთი წამითაც არ გადააცილებენ, მოვა თუ არა წასვლის დრო მიატოვებენ საქმეს და წამოვლენ, სიტყვას რომ წერდეს იმასაც არ დაამთავრებს, რატომ უნდა იმუშაოს ზედმეტი?

კანის ვექტორიანებს ძალიან უყვართ შოპინგი და ფასდაკლებები, თუ გაიგეს რომ რაიმეზე ფასდაკლებაა მის საყიდლად შეიძლება ქალაქის მეორე ბოლოში წავიდნენ. ფასდაკლებების კატალოგი კანის ვექტორიანების ,,წმინდა წიგნია". ანალის ვექტორიანი ტანსაცმლის შერჩევისას ფიქრობს ტრადიციულ ჩაცმულობაზე და ყურადღებას აქცევს როგორ იცვამდნენ მისი მამები და ბაბუები, კანის ვექტორიანები კი სიამოვნებით დადიან ,,სეკენ ჰენდებში" და ყიდულობენ იმ ტანსაცმელს რომელზეც ყველაზე დიდი ფასდაკლებაა. ყოველგვარი ფასები სადაც წერია 99 ლარი და 99თეთრი, ასევე სარეკლამო მოწოდებები ფასდაკლებებზე, მაგალითად ასეთი: თუ თქვენ ჩვენთან შეიძენთ ველოსიპედს, საჩუქრად გადმოგეცემათ კალენდარი, ეს ყველაფერი სწორედ კანის ვექტორიანებისაა. ქრთამის ამღებებიც და მიმცემებიც ასევე კანის ვექტორიანები არიან. პოლიციელობა, კონტროლიორობა, რევიზორობა, უმეტესად კანური პროფესიებია, წარმოიდგინეთ იქ ფორმას უფასოდ აძლევენ. კანის ვექტორიანები ძალზე პრაქტიკული ხალხია, ისინი უბრალოდ მადლობისთვის არაფერს გააკეთებენ, როგორც იტყვიან მადლობა არ იჭმევა. არიან ადამიანები, ანალური ვექტორით, რომლებისთვისაც მადლობის თქმა მნიშვნელოვანია, მაგრამ კანის ვექტორიანს ასეთი სისულელეები არაფერ ხეირს არ აძლევს, ამიტომ ურჩევნია მადლიერება მის მიმართ ფულის ჩუქებაში გამოხატონ. თუ განუვითარებელია სამსახურიდან შეიძლება ჭიკარტიც კი მოიპაროს, რა იცი რაში გამომადგებაო, თუ ამაზე რამეს ეტყვიან ის ამბობს: -რა ჩემ მოპარულ ჭიკარტს ხედავთ, იმას რატომ არ უყურებთ სხვები მილიონებს რომ ხვეტავენ, ყველანი ქურდები ხართ გარშემო!

არარეალიზებული კანის ვექტორიანი ბრუნდება ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან, თუ ჩემოდანს უნახავთ იქ აღმოაჩენთ სასტუმროდან მოპარულ ხალათს, პირსახოცს, საპონს, შამპუნს, სარეკლამო ბუკლეტებს, თუ კითხავთ ეს ბუკლეტი რაღად გინდოდაო, გიპასუხებთ რომ მაკულატურაში ჩააბარებს. კანის ვექტორიანისთვის მთელი სამყარო აუთვისებელი რესურსების უზარმაზარი სივრცეა. განუვითარებელი კანი ყველაფერს ყველაფერს სახლში მიარბენინებს, მოღუნული ლურსმანი რომ იპოვოს იმასაც წაიღებს გავასწორებ და გამომადგებაო, ფიქრობს რატომ ვიყიდო ის რაც ქუჩაში უფასოდ ყრიაო.

კანის ვექტორიანები ხშირად საუბრობენ მოკლედ, ლაკონურად, აბრევიატურების გამოყენებით, ზედმეტად სიტყვებსაც კი არ ხარჯავენ, საკუთარ შემოსავლებზე ლაპარაკს განსაკუთრებით ვერ იტანენ. საერთოდ კანის ვექტორიანებს უყვართ ლაპარაკი, ოღონდ სხვებზე, თუ საკუთარ თავზე კითხავთ: -ჩემ პირადში ნუ ერევით! ისინი ფიქრობენ რომ ყველას მათი გაძარცვა უნდა და არავის არ უნდა ენდო. პარტნიორსაც კი არ ენდობიან, უმოწმებენ მესიჯებს, ელ-ფოსტას. თვითონ საკმაოდ ხშირად იტყუებიან, მაგრამ სხვამ თუ მოატყუა სკანდალს უწყობენ. ზოგჯერ შეიძლება სხვისი ნივთიც მიითვისონ, მაგალითად: დაარიგეს სამსახურში საჩუქრები და რომელიმე თანამშრომელი იქ არ არის, კანის ვექტორიანი იტყვის მომეცით მე წავუღებო, თუმცა ადრესატთან მიტანა აზრადაც არ მოდის, ორი კვირის შემდეგ თანამშრომელი რომელთანაც საჩუქარი გაატანეს შინ მიაკითხავს და ეკითხება, საჩუქარი რომ გამოგატანეს ჩემთან სად არისო, კანის ვექტორიანს სხვა გზა არ რჩება და რა თქმა უნდა აძლევს, თუ თანამშრომელი კითხავს აქამდე რატომ არ მითხარიო, ის უპასუხებს: იმიტომ რომ შენ არაფერი გიკითხავსო.

კანის ვექტორიანები ზედმეტად არაფერს აკეთებენ, მათთვის დრო ფულია. შემთხვევითი არ არის რომ სწორედ კანურ მენტალიტეტში გამოიგონეს ,,ფას-ფუდი", ჭამამ დიდი დრო რომ არ წაიღოს.

განუვითარებელი კანის ვექტორიანები ხშირად არიან თაღლითები, ჯიბის ქურდები, ხელგამკრავები, მათ უყვართ ხელს გააყოლონ სხვისი სახლიდან ის, რაც მათი აზრით ,,ცუდად დევს", თუ ამაზე შენიშვნას მისცემთ, ის გეტყვით: ,,მე კი არ ვიპარავ ჩემსას ვიღებ, მოპარვით ისინი იპარავენ მილიონები რომ აქვთ, აბა ეს რა ქურდობაა, მიმოიხედეთ ირგვლივ ყველანი ქურდები არიან, მე ამას ცოლ-შვილის გულისთვის ვაკეთებ, მათ ხომ ჭამა უნდათ". სინამდვილეში შეიძლება ცოლ-შვილს საერთოდ გაშორებული იყოს და ალიმენტსაც არ იხდიდეს. ასეთები არიან განუვითარებელი კანის ვექტორიანები, მატყუარები, ქურდები, თაღლითები. მინუსები ყველას თავისებურად უვლინდება, ანალის შემთხვევაში ის ხდება სადისტი, სექსუალური მოძალადე, ან პედოფილი, ურეთრალს მინუსისას შეიძლება გამოუვლინდეს ყაჩაღობა მკვლელობით, ყნოსვის ვექტორიანი შეიძლება გახდეს მანიაკი მკვლელი, რომელიც მიპარვით გუდავს ხელით, მოკლედ მინუსისას ყველას თავისებური კრიმინალური გადახრა აქვს, კანის ვექტორიანისთვის ეს ძირითადად არის წვრილმანი ქურდობა, როგორც იური ბურლანი ამბობს კანის ვექტორი მიდრეკილია წვრილმანი ქურდობისკენ. თვით ჰოლივუდის ისეთ კანის ვექტორიან ვარსკვლავებსაც კი რომლებსაც ასიათასობით დოლარი აქვთ შემოსავალი, მაგალითად უაინონა რაიდერს და პერის ჰილტონს, ახასიათებთ ხელგამკრავობა (ამას კლასიკურ ფსიქოლოგიაში კლეპტომანიას უწოდებენ). მინუსში მყოფ კანის ვექტორიანებს როცა უნდათ ისეთი რამ, რისი აღებაც მათთვის არ შეიძლება, ისინი უბრალოდ იპარავენ. ისინი იპარავენ ყველაფერს, ცარცებს სკოლიდან, სამსახურიდან სკრეპებს, ჭიკარტებს, პრინტერის ქაღალდებს, საწერ კალმებს. ეკითხებიან: -შენ რა მოიპარე? ის კი ჩხუბობს: -რა ქურდობაზე მელაპარაკებით, მე ჩემი ავიღე, მათხოვრული ხელფასი მაქვს და ესეც არ წამოვიღო? საერთოდ კანის ვექტორიანები თვლიან რომ მათ გარდა ყველა დამნაშავეა. კანის ვექტორიანებს უყვართ სხვის ხარჯზე ხელის მოთბობა, ამიტომ მინუსში მყოფი კანის ვექტორიანი ქალები ხშირად წვებიან მეგობრის ქმართან, მხოლოდ იმიტომ რომ მეგობრის შეშურდათ და ამით ქვეცნობიერად მის ბედნიერებას იპარავენ. ანალის ვექტორიანი ქალი ამას არასოდეს ჩაიდენდა, თუ რამე ეწყინა თავის მეგობარს ამაზე გულწრფელად დაელაპარაკება, მაშინაც კი თუ მეგობრის ქმარი შეუყვარდა და მისგანაც საპასუხოს გრძნობს, მეგობარს მაინც არ უღალატებს და მის ქმარს ეტყვის: -მე შენ ძალიან მიყვარხარ მაგრამ შენ ჩემი მეგობრის ქმარი ხარ, ამიტომ დაბრუნდი შენს ცოლ-შვილთან. კანის ვექტორიან ქალს მეგობრობა ,,ფეხებზე კიდია", მან შეიძლება კაცი არჩევანის წინაშე დააყენოს.

კანის ვექტორიანებისთვის ყველაზე საშინელი მდგომარეობაა როცა ვინმესთან კონკურენციაში მარცხდებიან, ისინი მუდმივად ყველას ეჯიბრებიან და ყველასთან კონკურირებენ, ამიტომ წაგება მათ უზარმაზარ ტკივილს აყენებს, რადგან ეს საკუთარი რანგით ჩამოქვეითების გაცნობიერებაა, იმის გააზრებაა რომ საკუთარ მოედანზე დამარცხდა. როდესაც მუდმივად წარუმატებლები არიან, მუდმივად მარცხდებიან, ეჩვენებათ რომ მთელი მსოფლიო მათ წინააღმდეგაა განწყობილი, ასე ცხოვრბა ძალზე რთულია, ამითომ მათი თვისებები განიცდის უკიდურეს დაძაბულობას და გადადის ,,ომის მდგომარეობაში", ანუ მუდმივად ყველა თავის მტერი გონია და თავისი მოქნილი თითებით იწყებს მათ გაქურდვას, ანუ მათი ქონების მითვისებას. ზოგჯერ ასეთი კანის ვექტორიანები საკუთარ საცხოვრებელს უკეთებენ ძალზე ,,დაცულ" კარს, ისეთს რომლის ჩამოსაღებადაც მთელი კედლის დანგრევა იქნება საჭირო, უყენებენ რამდენიმე სხვადასხვა ფირმის საკეტს, აყენებენ სათვალთვალო კამერას, სახლში ყველაფერი (იქნება ეს ფული თუ სხვა ნივთები) გადამალული აქვს ისე რომ კაციშვილი ვერ მიაგნებს, თითონაც კი არ იყენებს და მხოლოდ პერიოდულად ამოწმებს ადგილზე დევს თუ არა მისი ,,საგანძური". ეფერება თავის ფულებს და ზოგჯერ ელაპარაკება კიდეც. თუ რამე დაუმალავი დარჩათ ეს მათში დისკომფორტს იწვევს. მაგალითად: წვება საწოლში, მაგრამ ვერ იძინებს, ბორგავს, ფიქრობს რომ რაღაც დაავიწყდა, თან იხსენებს: კარი დავკეტე, ველოსიპედიც შევინახე, რა დამავიწყდა? უცებ განწირული ხმით იბღავლებს: -დავიღუპე ჩემი ძირგავარდნილი ვედროს შენახვა დამავიწყდა, მომპარავენ, გარშემო ხომ ყველა ქურდია! სინამდვილეში ის საკუთარი შეხედულებების მიხედვით აღიქვამს ყველაფერს, თვითონ თუ სადმე დაინახავდა ასეთ ვედროს დაუფიქრებლად მოიპარავდა და გონია რომ ყველა ასე იქცევა, ამიტომ ძილის წინ ამოწმებს საკუთარ ,,ქონება" და როცა ყველაფერი ადგილზეა მშვიდდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს უკიდურესი მდგომარეობებია და ყველა კანის ვექტორიანი ასეთი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ ასეთი შეგხვდათ ის აუცილებლად კანის ვექტორიანია. გასაგებია რომ განვითარებული კანის ვექტორიანი ასე არ მოიქცევა. განვითარებული კანის ვექტორიანები ხდებიან ბალერინები, სპორტსმენები, მენეჯერები და ისინი რაღაც თეთრებს არ დაუწყებენ იატაკქვეშ მალვას. ქურდი ხდება მხოლოდ ცუდ მდგომარეობაში (არქეტიპში) მყოფი კანის ვექტორიანი. თუ ქურდია, ეს იმას ნიშნავს რომ მან ვერ მოახერხა საკუთარი თვისებების სწორად რეალიზება. უკვე აღვნიშნეთ რომ ქურდობა პირველყოფილ ჯოგში არც ისე ცუდი იყო, მაგრამ თანამედროვეობაში საჭიროა ამ თვისების ტრანსფორმაცია, ყოველნაირი ქურდობა და მომხვეჭელობა კი კანის ვექტორში არის სწორედ არქეტიპულობის გამოვლინება.

მოდით ყოველი შემთხვევისთვის დავაზუსტოთ რატომ არიან კანის ვექტორიანები მაინცდამაინც ასეთები. თქვენ უკვე იცით რომ კანის ვექტორი არის საზღვარი წარსულსა და მომავალს შორის, ანუ არის აწმყო, ამიტომ ყველა რესურსი რაც აქვს ჯოგს, აქვს აწმყოში, არავინ იცის ხვალ რა იქნება, შეიძლება მოხდეს ცუნამი და ყველა დაიხოცოს, კანის ვექტორის ფსიქიკაში არ არის გუშინდელი, ან ხვალინდელი დღე, მისთვის ყველაფერი არის მხოლოდ აქ და ახლავე, სწორედ ამოტომ კანის ვექტორი პასუხისმგებელია მოცემულ დროზე და ჯოგში არსებული რესურსების ეფექტურად გამოყენებაზე. კანის ვექტორიანები იმდენად ეფექტურად იყენებენ რესურსებს, რომ 100 გრამი ლიმონიდან შეიძლება გამოწურონ 120 გრამი წვენი, სწორედ კანის ვექტორიანები არიან ისინი ვის ნაკვალევზეც არაფერი სასარგებლო და გამოსაყენებლად ვარგისი აღარ რჩება. ხუმრობით თუ ვიტყვით, როცა კანის ვექტორიანი ტყეში შედის 5 კილომეტრის რადიუსზე, ერთ სოკოსაც კი არ ტოვებს და მისი გამოსვლის შემდეგ ცხოველებს საკვების კრიზისი აქვთ. ეს მხოლოდ ხუმრობა არ არის, ჩვენ ბუნებამ მოგვცა უამრავი რესურსი, ეს რესურსი იმისთვის არსებობს რომ ჭკვიანურად გამოვიყენოთ, ჩვენ ვიმყოფებით მსოფლიოში სადაც რესურსები შეზღუდულია, ეს ეკონომიკის პირველი პოსტულატია, ეკონომიკა კი სწორედ კანის ვექტორიანების მოღვაწეობის სფეროა. კანის ვექტორიანები ბოლომდე იყენებენ ყველა რესურსს, გაუტდებათ მაგიდა - მისი ნაწილებით სკამს გააკეთებენ, სკამი გაუტყდებათ - შეშად გამოიყენებენ, თვით ნაცარსაც კი არ ყრიან, გაზაფხულზე მინდორში შევიტანთ და კარტოფილს ჭია არ გაუჩნდებაო. ყოველგვარ რესურსს ბოლო გრამამდე იყენებენ, თვით მინუსში მყოფი, გალოთებული კანის ვექტორიანიც კი თავის რესურსს (ანუ არაყს) ბოლო წვეთამდე სვამს. თუ კანის ვექტორიანი რამეს გადააგდებს, უნდა ვიცოდეთ რომ მისი გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია (მხოლოდ სხვა კანის ვექტორიანმა შეიძლება ნახოს იმ ნივთში რაიმე გამოსადეგი დეტალი). კანის ვექტორიანი თუ ფასდაკლებით ნახავს, შეიძლება სამი ვიდეოკამერა იყიდოს, ფირების 20 წლიანი მარაგით, გათვლა ასეთია: ,,აი გავა წლები და ასეთი ფირების მარაგი მხოლოდ მე მექნება", სინამდვილეში კი ტექნიკა ვითარდება და 20 წლის შემდეგ ასეთი კამერა ძალზე მოძველებული და გამოუსადეგარი ხდება (თუმცა კანის ვექტორიანი რესურსს გამოუყენებელს ხომ არ დატოვებს? ამიტომ მუზეუმს მიყიდის ძვირად).

კანის ვექტორიანები ძირითადად იყოფიან ორ ჯგუფად: ნაკლებად განვითარებულები, რომლებიც თვლიან რომ რამდენიმე თეთრის დაზოგვით შეიძლება გამდიდრება, ასეთები შუქსაც კი არ ანთებენ ზედმეტად, ფული რომ დაზოგონ, მეორე კატეგორია კი თვლის რომ გასამდიდრებლად საჭიროა მეტის გამომუშავება შეძლონ, არსი იგივეა, მაგრამ განვითარების დონე განსხვავებული. პირველი კატეგორია ცდილობს არსებული რესურსები დაზოგოს, მეორე კი ცდილობს სტრატეგიულად გათვალოს და შეძლოს მომავლის დაგეგმარება.

ფსიქიკური სხეულის მოცულობა, აზროვნება და ურთიერთობა, არის ის ბაზისი, რომელიც გვეხმარება გადავიდეთ ფსიქიკის შემდეგ დონეზე რომელსაც ეწოდება მოძრაობა (მოქმედება), ეს ის თვისებებია რომელთა დახმარებითაც ჩვენ ვმოქმედებთ ჯგუფში. შემდეგ ლექციაში ჩვენ სწორედ კანის ვექტორის მოძრაობას (მოქმედებას) აღვწერთ.

სტატიის ავტორი: ვ.იუნევი

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე


მსგავსი სტატიები

  • კანის ვექტორის ფუძე და მოცულობა

  • როგორ აღვზარდოთ კანის ვექტორიანი ბავშვი

  • განსხვავება კანური და ურეთრალური ფსიქოტიპის ბავშვებს შორის

  • კანის ვექტორიანი ბავშვები

  • როგორ აყალიბებს სტრესი მდგომარეობებს

  • კანის ვექტორი - განვითარება

  • კულტურული აღმასვლა მასებში

  • კან-სმენური ფსიქოტიპის რეალიზაცია