ნეგატიური სცენარები კანის ვექტორში
ნეგატიური სცენარები კანის ვექტორში
ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი სცენარი. ადამიანის ცხოვრების საერთო სცენარი ეწყობა მასში არსებული ყველა ვექტორის თვისებებიდან გამომდინარე. გარდა ვექტორის თანდაყოლილი თვისებისა, სცენარს განაპირობებს ორი შემადგენელი: სურვილის შინაგანი ძალა (ტემპარამენტი) და გარე ზეწოლა (ლანდშაფტის ზეგავლენა). ეს ორი ძალა მუდმივ ურთიერთჭიდილში არიან. თუ რაღაც მომენტში ერთერთმა დაძლია მეორე: აქედან გამომდინარეობს შესაბამისი თვითშეფასება (გადაჭარბებული ან დაქვეითებული). ადამიანი, რომელშიც ლანდშაფტის ზეწოლა გადაწონის ტემპერამენტს, ხდება ზეწოლისგან გასრესილი და უქვეითდება თვითსეფასება, ხოლო თუ ტემპერამენტი გადაწონის ლანდშაფტის ზეწოლას – მაშინ პირიქით, ადამიანს უჩნდება გადამეტებული თვითშეფასება. იშვიათია შემთხვევა, როცა ამ ორ ძალას შორის დაცულია ბალანსი, შედეგად კი ვიღებთ ადექვატურ თვითშეფასებას.
თუ ჩვენ უბრალოდ შევხედავთ კანს ჩვენს სხეულზე, დავინახავთ რომ ის ძალზე ნაზი, მოქნილი და ელასტიურია, მაგრამ ამ კანით გვიადვილდება შეხება სხვადასხვა სიმყარის საგნებთან და კანის გამოსადეგობის დიაპაზონი საკმაოდ ფართოა, მაგრამ საკმარისია კანზე მოხდეს ზედმეტი ზეწოლა, რომ ის ზიანდება, იფხაჭნება, იჭრება, შეიძლება დივანზე ჯდებოდე 30 წლის მანძილზე და ამით შენს კანს არაფერი დაემართება, მაგრამ საკმარისია ინტენსიურად უხახუნო ხელი იგივე დივანს 30 წუთი, რომ კანი შეიძლება სისხლის დენამდე გაიხეხოს, იმიტომ რომ მასზე ხორციელდება ჭარბი და არასაჭირო ზეწოლა, სწორედ ასევე მუშაობს კანის ვექტორიანის ფსიქიკაც. კანის ვექტორიანის ფსიქიკა განსაკუთრებით ფაქიზი და მსუბუქია, ამიტომ ის ადვილად შეიძლება გადაიტვირთოს, ეს კი მას სტრესამდე მიიყვანს. ასევე სტრესი განუვითარდება, თუ მასზე იქნება არასაკმარისი ზეწოლა (ეს მას გააზარმაცებს), ეს ძალზე მერყევი ბალანსია და შესანარჩუნებლად საკმაოდ რთულია, ეს სწორედ ისეა როგორც მჭედლის მიერ ხმლის წრთობა, თუ არასაკმარისად აწრთობს ხმალი მყიფე და მსხვრებადი იქნება, ხოლო თუ წრთობა ზედმეტი მოუვიდა ლითონი ზედმეტად დარბილდება, ამიტომ საჭიროა ოქროს შუალედის დაცვა, როდესაც კანის ვექტორიანზე ვსაუბრობთ უნდა გვახსოვდეს, რომ მას ძალზე ფაქიზი ფსიქიკა აქვს და ბალანსის დაცვა უმნიშვნელოვანესია.
ერთი ვექტორის უკიდურესობები
ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ვექტორული წყობიდან გამომდინარე შეიძლება ჰქონდეს ერთდროულად რამოდენიმე სცენარი, რომლებიც გავლენას ახდენენ მის ცხოვრებაზე. სცენარის ნიუანსები დამოკიდებულია ადამიანის თანდაყოლილ თვისებებზე და აღზრდაზე: ეს ორი მხარე ახდენს გავლენას პიროვნებაზე, უმატებს მის ხასიათს გარკვეულ შტრიხებს და კორექტივები შეაქვს მის თვითშეფასებაში. ამ ლექციაში განვიხილავთ კანის ვექტორის სცენარებს.
არაეფექტურობა
ეფექტურობა კანის ვექტორის ერთერთი უმთავრესი თვისებაა, თუმცა დარღვევა ამ თვისებაშიც არსებობს. ამ მხრივ შეინიშნება ორი უკიდურესობა: სიძუნწე და მფლანგველობა. პირველი უკიდურესობა, აქვთ ზუსტად მათ, ვისაც ,,ზამთარში თოვლსაც ვერ თხოვთ“. ასეთები ერთჯერადი ცაის პაკეტს რამოდენიმე დღე ხმარობენ, თან ბოლოს საგულდაგულოდ გამოწურავენ (მაშინაც კი, თუ ფინანსურად არ უჭირთ), ხშირად შაქარს ტომრით ყიდულობენ, მაშინაც კი, თუ შაქარს იშვიათად მოიხმარენ, მათთვის მთავარია გრძნობდნენ, რომ ხვალინდელი დღე უზრუნველყოფილი აქვთ. თუ გასხოვთ ზღაპარი ,,მეთევზესა და ოქროს თევზზე“, მასში აღწერილი ქალი, კარგი მაგალითია, ამ სცენარის მქონე კანის ვექტორიანისა, რომელსაც სურდა სულ უფრო და უფრო მეტი და მნისვნელობა არ ჰქონდა რის ფასად.
მეორე უკიდურესობაა მფლანგველობა. ასეთებს ფული ხელში თოვლივით ადნებათ, მაშინაც კი, თუ რამოდენიმე ათასი ცაუვარდათ ხელში, რამოდენიმე დღეში ისე შემოეხარჯებათ, რომ ვერც გაიგებენ რაში დახარჯეს. მათ არ შეუძლიათ ფულის გადანახვა, როცა აქვთ მთლიანად ხარჯავენ (ზოგჯერ კიდეც აგებენ), შემდეგ კი უფულობაზე წუწუნებებენ. (სხვათა შორის ცოტა ხნის წინ დაწყებული კრიზისი საბერძნეთში, სწორედ კანური მფლანგველობის შედეგია. ისინი ცდილობდნენ ჰქონოდათ იმაზე მეტი კომფორტი, ვიდრე ეკონომიკა ამის საშუალებას იძლეოდა – მთარგმნელის შენიშვნა. სწორედ მფლანგველ მდგომარეობაში მყოფი კანები იღებენ ბანკიდან ჭარბ კრედიტებს სხვადასხვა ნივთების შესაძენად (რომლის ღირებულების გადახდის საშუალება რეალურად არ აქვთ), შემდეგ კი ვალებში იხრჩობიან.
ზეწოლისგან გასრესილი კანის ვექტორი
ზეწოლისგან გასრესილ კანის ვექტორიან ადვილად გამოარჩევთ: წარმოიდგინეთ ხედავთ მოშვებულ, მოხრილ კანის ვექტორიანს, მოკვნეტილი ფრჩხილებით, დახრილი თვალებით, ტუჩებს იკბენს – მაშინვე გასაგები ხდება, რომ თქვენს წინაშე ზეწოლისგან გასრესილი კანის ვექტორიანი დგას. თუ ხედავთ, რომ ადამიანი თვალებს აქეთ-იქით სწრაფად აცეცებს, აქვს შემფასებლის მზერა, სულ ცქმუტავს – ესეც კანის ვექტორიანია, მაგრამ სცენარი სრულიად სხვაა. ნებისმიერი კანის ვექტორიანი მუშაობს მხოლოდ საშოვრისთვის: კომპანიის ისტორია, კორპორაციული კულტურა და სხვა მსგავსი დეტალები მას არ აინტერესებს (მაშინაც კი თუ ამ თემებზე საუბრობენ, ეს მხოლოდ პიარის ნაწილია). კანის ვექტორიანის ერთარდერთი სტიმული ხელფასია, რაც მეტი – უკეთესი.
კოლექტივთან ურთიერთობა კანის ვექტორიანებს აქვთ ასეთივე შეფასებითი სისტემით: ახალ სამსახუში უკვე ერთი-ორი კვირის შემდეგ, კანის ვექტორიანმა ყველას შესახებ ყველაფერი იცის (რაც სჭირდება). ვინაა უფროსი, ვის ენდობა უფროსი, რა უყვარს მის ზემდგომს, ვისთან მეგობრობაა სასარგებლო და ვინ შეიზლება საერთოდ დააიგნოროს. კანის ვექტორიანებს კარგად შეუძლიათ ,,შეეტენონ“ მას, ვისთან ურთიერთობაც სახეიროდ მიაჩნიათ. ისინი დროს ტყუილად არ კარგავენ. კანურ პიროვნებას ადვილად შეუძლია ჯგუფიდან გამოარჩიოს ანალ-ვიზუალი ადამიანი, რომლის გულსაც მოიგებს და შემდეგ მთელ თავის საქმეს მას აკეთებინებს.
მტაცებელი და უიღბლო: მოქნილობის ორი უკიდურესობა
აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია კანის ვექტორიანს ეხმარება თავის გარშემო ლანდშაფტის მუდმივად ცვლაში, მოსინჯოს სიახლე, იპოვოს საჭირო ადამიანები. თუმცა ამის შესაძლებლობა დამოკიდებულია ორ თვისებაზე: მოქნილობასა და ეფექტურობაზე. კანის ვექტორიანები მოქნილები არიან არა მარტო სხეულით, არამედ ფსიქიკითაც: მათ შეუძლიათ ნებისმიერი სიტუაცია თავის სასარგებლოდ შემოაბრუნონ. იმის მიხედვით, თუ რამდენად მოქნილია კანის ვექტორიანი (ფსიქიკურად), შეიძლება გამოვყოთ ორი ძირითადი ტიპაჟი. ზეწოლანაკლული კანი – ესაა მტაცებელი. მასზე ამბობენ ,,რწყილს გაატყავებსო“, გირჩევთ ასეთი ადამიანის საკუთრებას არ შეეხოთ. სულის სიღრმეში ასეთ კანებს ყოველთვის შურთ მათზე წარმატებულების და მუდმივად აქვთ უფრო მეტის მოხვეჭის სურვილი. ასეთი კანი სახალხოდ მუდმივად ცდილობს საკუთარი სიმდიდრე წარმოაჩინოს და ფული აფრიალოს, ამ ყველაფრით ცდილობს აჩვენოს, რომ ,,მაგარი ტიპია“ და მისი უნდა გშურდეთ. დამოკიდებულება ასეთია: ,,გასკდით გულზე თქვე მათხოვრებო, თქვენ რას წარმოადგენთ ჩემთან შედარებით“. თუმცა რეალურად ასეთები საკმაოდ ძუნწები არიან.
ამის საწინააღმდეგო მხარეა ზეწოლის სიჭარბისგან გასრესილი კანები. მათ ვერ ისწავლეს საკუთარი კანური თვისებების გამოყენება. ასეთებისგან ხშირად გაიგონებთ ,,ირგვლივ ყველა იყიდება“, ,,თუ ვინმეს არ იცნობ სამუშაოსაც ვერ დაიწყებ“, ,,არაფერი გამომივა“. ასეთ კანის ვექტორიანს ფორმირებული აქვს უიღბლოს სცენარი. ასეთი კანის ვექტორიანები ხშირად იკვნეტენ ფრჩხილებს, წამდაუწუმ იქექებიან, აქვთ საკუთარ თავში დაურწმუნებელი გამოხედვა, ხშირად ძაბავენ კუნთებს (ასევე ხშირად შეენიშნებათ კანის სხვადასხვა დაავადებები გართულებულ ფორმებში. ფსორიაზი, ეგზემა და ა.შ. -მთარგმნელის შენიშვნა) – ის მთელი არსებით ასხივებს, რომ წარუმატებელია. ხშირია შემთხვევა, როდესაც ამ სცენარს ერთვის მაზოხიზმის სხვადასხვა ფორმაც. ასევე შეინიშნება ერთი უცნაურობა: ასეთ კანებს ხშირად აქვთ ,,მოუშუშებელი ჭრილობები“. გაიჭრიან ხელს შემთხვევით, ან რაღაც უკბენს, შემდეგ კი ამ ჭრილობას მუდმივად იქავებენ და იღიზიანებენ.
კანი ადვილად ადაპტირებადია: თუ მას ბავშვობაში ანალი მშობლები სცემენ, თავიდან ეს სტკივა, შემდეგ ეგუება, რაღაც ეტაპზე, კი ტკივილი მისთვის კომფორტული ხდება და იწყებს ამისგან სიამოვნების მიღებას. ზოგჯერ ეს იღებს ისეთ უკიდურეს ფორმებს, როცა მას უბრალოდ არ შეუძლია ტკივილის გარეშე ცხოვრება (ზოგჯერ კი ეს გადადის ფსიქიკურ მაზოხიზმშიც, ასეთებს როგორც წესი ჯერათ, რომ ცხოვრებაში ტანჯვისთვის ვიბადებით, რომ მას არ აქვს ბედნიერების უფლება და ა.შ. – მთარგმნელის შენიშვნა). ზოგჯერ ვხვდებით ასეთ შემთხვევასაც: ,,უიღბლო“ სცენარის მქონე კანის ვექტორიანი, რომელსაც ერთვის ფსიქოლოგიური მაზოხიზმი. შესაძლოა თქვენს ირგვლივ გინახავთ ადამიანი, რომელსაც აწუხებს რაღაც განუკურნებელი (მაგრამ არა სასიკვდილო) დაავადება და ის ამას მუდმივად ყველას ახსენებს: მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ებრალებოდეთ, ეს მისი კანური უიღბლობის ქვეცნობიერი მოთხოვნილებაა. რომც მოიძებნოს მისი განკურნების საშუალება, ის უკან დაიხევს, რადგან მან არ იცის როგორ იცხოვროს ამ ტანჯვის და საკუთარი თავის შებრალების გარეშე. ქალები, რომლებიც ეგუებიან მოძალადე ქმრის გვერდით ცხოვრებას, ასევე კანის ვექტორიანები არიან, მოძალადე ქმარი კი როგორც წესი სადიზმის მდგომარეობაში მყოფი ანალია.
წყარო: http://training8.ru/library/kozhnye-scenarii
მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე