წითელი (ურეთრალური) და იისფერი (ყნოსვის) ვექტორების შეთავსება


წითელი (ურეთრალური) და იისფერი (ყნოსვის) ვექტორების შეთავსებაავტორი: მიხაილ ბოროდიანსკი

პირადი ურთიერთობები

ურეთრალისა და ყნოსვის კავშირი საკმაოდ იშვიათი მაგრამ სამაგიეროდ ძალიან გამოკვეთილია. ეს ორი ვექტორი თითქოს სხვა და სხვა სამყაროებში ან უფრო სწორად სამყაროს სხვა და სხვა შრეებზე ცხოვრობს. მათი წინააღმდეგობრივი თვსებების ჩამონათვალი წითლისა და ნარინჯისფერზე ნაკლები არ არის. აი ზოგიერთი მათგანი.

აქტიურობა - პასიურობა

ცხელი ბიოქიმია - ცივი ბიოქიმია

მიისწრაფვის ყურადღების ცენტრში ყოფნისკენ - მიისწრაფვის ჩრდილისკენ

იზიდავს ფუფუნება - კმაყოფილდება მინიმალური კომფორტით

ქმნის, აგებს სიტუაციას - ერგება სიტუაციას

თუ პირად ურთიერთობებზე იისფერის კუთხიდან ვილაპარაკებთ - ერთი მთავარი მიზეზი გამოიკვეთება - რაც ამ ორს წყვილად აქცევს. რა თქმა უნდა ეს სუნია. ურეთრალი საერთოდ “არომატული” ადამიანია - ეს მისი ნივთიერებათა ცვლის თავისებურებებითა, ცხოვრების ტემპითა და წვრილმანებისადმი უყურადღებობითაა გამოწვეული. გასაგებია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ყნოსვები ასეთ ხალხს გაურბიან. მაგრამ როცა წითელს სწორედ ის სუნი აქვს, რომელზეც იისფერი მთელი ცხოვრება ოცნებობდა, მაშინ ყნოსვა ყველაფერს გააკეთებს, რათა თავისი ოცნების გვერდით იცხოვროს.

ასეთი წყვილი დიდხანს ცხოვრობს ჰარმონიაში. იისფერს ბედნიერებისთვის მხოლოდ გულისსწორის გვერდით ყოფნა უნდა, “გვერდით” - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თავისი სიტუაციებისადმი მორგების ნიჭის წყალობით, წითლის უამრავ გამოხტომას უძლებს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ იისფერი ყველა წყენას დაივიწყებს, მაგრამ ვიდრე შეყვარებულია, მისი მიღების უნარი თითქმის უსასრულოა. მაშინაც კი როცა ურეთრალი ზღვარს გადადის და ყნოსვაზე ფეხების წმენდას იწყებს, ყნოსვას მასთან განშრება მაინც არ შეუძლია.

გაიხსენეთ რომან პოლანსკის - “მწარე მთვარის”«Bitter Moon», Roman Polanski, 1992) გმირი-ქალი მიმი - “რაც გინდა ის გააკეთე ოსკარ, ვისთანაც გინდა იმასთან დაწექი, მხოლოდ შენს გვერდით ყოფნის საშუალება მომეცი.”

მაგრამ თუ საბოლოოდ ურთიერთობა მაინც ინგრევა, იისფერს შეუძლია სულ სხვანაირად წარმოაჩინოს თავი. ამ დროს წითელი პარტნირის მიერ მიყენებული ყველა ტკივილი ახსენდება და მზადაა “ბალანსი აღადგინოს”. ეს ნამდვილი შურისძიება იქნება! საოცარი ისაა რომ მხოლოდ ასეთი სამაგიეროს მერე შეუძლია ურეთრალს პატივი სცეს თავის ყოფილ ყნოსვა პარტნიორს, მაგრამ უკვე ძალიან გვიანაა…

ოსკარი, რამოდენიმე თვის შემდეგ - “ღმერთო რა ნაძირალა ვიყავი, საკუთარი თავი მეზიზღება, მძულს ის იმაზე მეტადაც კი ვიდრე შენ.”

მაგრამ ეს იისფერის მხრიდან - წითელი კი? წითელს რაღაში სჭირდება ასეთი კავშირი?

ურეთრალისთვის საკუთარი რანგის შეგრძნება ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. გარდა ამისა ამ ვექტორს საკუთარ თავში დაურწმუნებლობის ფარული კომპლექსი აქვს. ასე რომ ყნოსვა ერთადერთია ვისაც მისი ,,მტკივნეული ადგილების” გვერდის ავლა ყველაზე კარგად გამოსდის. მას უმცირეს ნიუანსებში შეუძლია ძალიან დახელოვნებულად გაუსვას ხაზი იმას, რაც ურეთრალისთვის ასე მნიშვნელოვანია, მისთვის მტკივნეულ მომენტებს კი დიპლომატიურად აუქცევს გვერდს. მის არსენალში ძალიან ბევრი ისეთი ხელსაწყოა, რაც ურეთრალის ღირსებას ცამდე აიყვანს და ამავე დროს, მის მიწასთან გასასწორებლადაც გამოდგება - მხოლოდ ერთი სიტყვით, მზერით ან ჟესტით.

წარმოგიდგენიათ ასეთი კავშირის დროს რას გრძნობს ურეთრალი? ერთი მხრივ მოწოდების სიმაღლეზეა, მთელი თავისი პოტენციალის რეალიზება შეუძლია და ეს ძალიან მაგარია, მეორე მხრივ ისიც იცის, რომ ეს ყველაფერი მის გვერდით მცხოვრები ყნოსვის დამსახურებაა და მას კი ვინ იცის ხვალ თავში რა მოუვა…

ეს კი წასაყრუებელი საკითხი სულაც არაა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სუნებისადმი სიყვარული საკმაოდ მდგრადია ყნოსვას მაინც შეუძლია გადაიყავროს ის არომატი, რომელსაც ოდესღაც მიელტვოდა. ურეთრალური პარტნიორის სუნიც შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს (კვების რაციონის, სხვა და სხვა დაავადებების, ცხოვრების წესის ცვლილებისას). ასეთ დროს იისფერი წითლის მიმართ ინტერესს კარგავს, გარდა ამისა ეს უკანასკნელიც თავისი ქცევებით, სიტყვებით და გარეგნობით უკვე აღიზიანებს. ბოლოს და ბოლოს უკვე “ყარს”… ყნოსვას ასეთ დროს შეუძლია გამანადგურებელი იყოს.

ასეთი კავშირის გადარჩენა კი უკვე შეუძლებელია და წყვილიც განწირულია. მაგრამ ზემოთხსენებულის გათვალისწინებით ყნოსვის მხრიდან კავშირის გაწყვეტა გაცილებით ნაკლებად ტრავმულია ვიდრე ურეთრალის მხრიდან.

ერთ ადამიანში

წითელი-იისფერის (ურეთრალ-ყნოსვა) კომბინაცია (ერთ ადამიანში) ერთ-ერთი ყველაზე რთულია. მას ბავშვობიდან ტანჯავს შეუთავსებელი წინააღმდეგობები, რომლებიც ხშირად არც თუ ჰარმონიული გზით იხსნება, უფრო სწორედ კი ერთი ვექტორის, მეორის ხარჯზე დაკმაყოფილებით. როგორ ფიქრობთ უფრო ხშორად რომელი ვექტორი იმარჯვებს?

მოდით ურეთრალური ვექტორის რეალიზაციის ძირითად სფეროებს გადავხედოთ და რა გავლენას ახდენს მათზე თანდართული ყნოსვა.

ჰიპერსექსუალურიბა

ტიპიური ურეთრალი, როგორც ამბობენ, რაც მოძრაობს არაფერს ხელიდან არ უშვებს. ის პოლიგამიისადმი გენეტიკურადაა მიდრეკილი. მაგრამ თუ ადამიანს ყნოსვის ვექტორიც აქვს, არანაირ პარტნიორების ცვლაზე საუბარიც კი არ შეიძლება. რა თქმა უნდა, იმ სიტუაციაში, როცა მან უკვე იპოვა თავისი საყვარელი ადამიანი სწორედ ის საოცნებო არომატით. ამ შემთხევაში ის მთელ თავის სექსუალურ პოტენციალს მისკენ მიმართავს, დატკბება მისი ყოველი ამოსუნთქვით და ბუნებრივი სუნების მთელს იმ მრავალფეროვნებას შეიგრძნობს, რასაც ადამიანი ინტიმურ სიტუაციებში ავლენს.

თუ ურეთრალის ვექტორიანის ორგაზმი ძირიათადა სასქესო ორგანოებზეა ორიენტირებული, წითელი-იისფერი კომბინაციისას ის მთელს სხულს მოიცავს და მის ფარგლებს გარეთაც გადის (ე.წ “ტანტრული ორგაზმი”).

მაგრამ თუ ის საოცნებო ჯერ არ უპოვია, მაშინ ეს ადამიანი არომატების გამუდმებულ, დაძაბულ ძიებაში ცხოვრობს. როგორც კი პარტნიორში რაღაცა ოდნავ მიმზიდველს გრძნობს, უკვე მზადაა მასთან სექსით დაკავდეს, თან ქვეცნობიერად იმედოვნებს რომ სწორედ საწოლში შეძლებს მისი არომატების მთელი თაიგულის გახსნას, და ჰოი საოცრება! - ეს სწორედ ის სუნი აღმოჩნდება, რომელსაც ჩვენი გმირი მთელი ცხოვრება ეძებდა. მაგრამ ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. ამიტომაც მორიგ წარუმატებლობას ახალი ძიებები მოსდევს და ასე უსასრულობამდე…

რისკისადმი მიდრეკილება

ეს თვისება, თუ ის ბავშვობაში არ ჩაახშეს, ურეთრალს დიდი საქმეებისკენ და გაუაზებელი საქციელებისკენაც უბიძგებს და სწორედ ეს უწყობს ხელს ხელოვნებაში, ბიზნესაა თუ მართვაში უმაღლეს დონეზე გავიდეს.

რამ შეიძლება ამას ხელი შეუშალოს? თანდართულ ყნოსვას. იისფერი ვექტორი ფარგლებს გარეთ გაჭრის ყოველ მცდელობას ამუხრუჭებს. ”ეს სახიფათოა! არ იცი ეს რას მოგიტანს! შეჩერდი, დაფიქრდი. გახსოვს მაშინაც რომ არ დამიჯერე!” - ყნოსვის ამ შინაგან მონოლოგს შეუძლია ურეთრალის მთელი კეთილშობილური წამოწყებები ჩაშალოს. მისთვის წინააღმდეგობის გაწევა კი ძალიან ძნელია. ერთად ერთი რჩევა აქ ყნოსვის ვექტორის რომელიმე სხვა სფეროში რეალიზება იქნება. ამ შემთხვევაში ის წითელი ვექტორის აღვირახსნილობას უფრო შემწყნარებლურად შეხედავს, მის საქმიანობაშიც მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობისას ჩაერევა.

ძალაუფლებისადმი ლტოლვა.

აქ წინააღმდეგობა წინა შემთხვევაზე მეტია. წითელი ვექტორი ხალხის ღია და აშკარა მმართველობით იღებს სიამოვნებას. როცა ის ყურადღების ცენტრშია, გული ადრენალინის ნაკადით ევსება, ან უფრო უკეთესია თუ ყველას ცხენზე შემჯდარი მიუძღვის წინ - ნათელი მომავლისკენ. ეჭვგარეშე - მხოლოდ წინ!

ამ დროს კი ვერ მოგართვეს… შიგნიდან რაღაც ღრღნის - უნდა დაიმალო, ასეთი ხისტი ნუ იქნები, დიპლომატია რბილი საქმეა. ყნოსვისთვის დირექტიული ტიპის მართვის ყველანაირი მეთოდი უცხოა, ის დახვეწილი და მოხერხებული პოლიტიკოსია, ადამიანების ჭეშმარიტი მოტივებიც იცის, ამიტომაც მართვის ყველა საიდუმლო ბერკეტი იცის. მაგრამ ყველას თვალწინ აბა როგორ გამოიყენებ მათ?

ურეთრალ-ყნოსვას განწყობა თვეში, კვირაში და ხან დღეში რამდენიმეჯერ ეცვლება. სცენაზე ანდა ტრიბუნაზე მდგომი ადამიანი უცებ ხვდება, რომ ყველასგან დამალვა უნდა, აღარ სურს ვინმეს წინ გაუძღვეს, მხოლოდ მოხერხებულ ადგილს ეძებს რომ ყოველივეს შორიდან უყუროს, და სულ ოდნავ ჩაყოფს თავის ასე მგრძნობიარე ცხვირს.

როგორ “შევარიგოთ” ეს ორი სრულიად საწინააღმდეგო მისწრაფება? ეს მხოლოდ მათი ცალცალკე დაკმაყოფილებითაა შესაძლებელი.

ბიზნესში

ბიზნესში წითლისა და იისფერის კონფლიქტს, მათივე ურთიერთდამოკიდებულება აღვივებს. წითელს იქნებ ძალიანაც უნდა რუხი კარდინალი მოიშოროს მაგრამ ესმის, რომ ყნოსვის გარეშე ის თავისი გიჟური სიჩქარით ისე გადააწყდება ხიფათს, რომ ვერც კი შენიშნავს. ამისი კი წითელს ძალიან ეშინია - თუ ხალხი გაიგებს რომ მან გუნდი მცდარი მიმართულებით წაიყვანა, მისი რანგი შეილახება. ამიტომაც ითმენს გვერდით საიდუმლო მრჩეველს, რომელსაც არაერთი რთული სიტუაციიდან გამოუყვანია.

გულუბრყვილო არც საიდუმლო მრჩეველია, მასაც უნდა სტატუსი და გავლენის სფეროების გაფართოება, მაგრამ ხალხის დასანახად ნამდვილად არა. ის თავისუფლად დათანხმდება მთავარი ბუღალტრის ან კადრების დირექტორის პოსტს, ანდა სულაც უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ადგილს. მისი მიზანი რესურსების მართვაა (ადამიანური, ფინანსური, ინტელექტუალური), ფარულად, წითელი ბელადის ზურგს უკან. ამიტომ მასაც სჭირდება ურეთრალი - ვიღაცამ ხომ უნდა შეასხას ხორცი მის ჩანაფიქრებს და პასუხიც აგოს მათზე.

ამ მიზნებისთვის იისფერს ყვითელი (ორალი) ხელმძღვანელი უფრო გამოადგებოდა, ის ხომ ლიდერის ადგილის დასაკავებლად მიისწრაფვის და თან კარგად არც იცის რაში სჭირდება ეს. მაგრამ ეს სხვა ისტორიაა.

წითელმა რაღა ქნას ასეთი არაერთმნიშვნელოვანი სიტუაციისას? კარგი რჩევაა იისფერის გამუდმებული კონტროლი - მაგრამ ეს ძალიან ძნელია და როგორც წესი რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი პირიქით ხდება ხოლმე. პირველ რიგში აუცილებელია რუხი კარდინალის გავლენის სფეროს მკაცრი შემოსაზღვრა, თუ ეს ფინანსებია მაშინ ის პერსონალის არჩევაში აღარ ჩაერევა. და პირიქით, გასაგების რომ თავად იისფერი მოხარული იქნება კომანიის სხვა და სხვა დონეზე მოქსოვოს თავისი ბადეები.

მეორე - მას რეალური უფლებამოსილებები უნდა მიანიჭოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ისე აიღებს მათ, რომ ვერც შეამჩნევთ.

მესამე - გახსოვდეთ, რომ იისფერი რაც არ უნდა კმაყოფილი იყოს სამუშაოთი, მაინც სათადარიგო გასასვლელებს მოძებნის. ეს მისი თანდაყოლილი თვისებაა და ხელმძღვალნელს, რომელსაც ის სამსახურში აჰყავს, ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეს. ამ შემთხვევაში ის შეძლებს თავიდან აიცილოს სიტუაცია როცა ბიზნესი მხოლოდ ერთი ადამიანის წასვლის გამო იშლება.

ზოგიერთი ხელმძღვანელი კრეატიულ, მაგრამ ძლიან სარისკო ვარიანტს ამჯობინებს - სხვა და სხვა მიმართულებების მმართველებად, ორ სხვადასხვა იისფერს ნიშნავენ. მაღალი რისკების მიუხედავად ეს იდეა კარგად მუშაობს, გავლენის სფეროები გადანაწილებულია და ისინი ერთმანეთსაც აკონტროლებენ. საქმე მაშინ რთულდება, თუ ისინი ერთიანდებიან. ასეთ შემთხვევაში ბელადი შეიძლება სერიოზულ უსიმოვნებებში გაეხვეს.

იისფერი ცოლი და წითელი ქმარი ბიზნესში

ამ შემთხვევაში ყველაფერი ორივე მხარის გაგებისა და სიტუაციის მიღების უნარზეა დამოკიდებული. და რა თქმა უნდა ბალანსზეც. თუ წითელი მამაკაცი, თავისი ბელადური სულისა და ქარიზმის მიუხედავად, დათანხდება რომ ბიზნესს სინამდვილეში არა ის არამედ მისი იისფერი ცოლი უხელმძღვანელებს, მაშინ ყველაფერი წესრიგში იქნება. მაშინ ქალიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ყველა გარშემომყოფი დაარწმუნოს რომ სინამდვილეში ყველაფერს ქმარი მართავს. მაგრამ თუ მამაკაცი დროზე ვერ მიხვდება ვინ წყვეტს ყველაფერს და ეცდება თავისი მეორე ნახევრის მისთვის საჭირო თვისებები გამოიყენოს, მას დიდი იმედგაცრუება ელოდება.

ეს კალსიკური სიტუაცია კარგადაა გაშლილი რომალ პოლანსკის “ მოჩვენებაში” ( «The Ghost Writer», Roman Polanski, 2010). ურეთრალი პრემიერ-მინისტრი რომელიც ერთდროულად ცოლთანაც წევს და მდივანთანაც, სინამდვილეში მარიონეტია ცოლის (ცსდ აგენტი) ხელში. ეს კავშირი ათწლეულები გრძელდება და ერთი მხრივ ორივეს აწყობს, მეორე მხრივ კი სავსეა სიძულვილითა და ზიზღით რასაც ფორმალური ლიდერი და რუხი კარდინალი ერთმანეთის მიმართ განიცდიან.

წითელი მშობლები და იისფერი ბავშვი

წარმოიგდინეთ ენერგიული ურეთრალი მშობლები - სწრაფი, წარმატებული, მომავლისკენ მტკიცედ მიმავალი წყვილი. არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესმენები არიან თუ კოსმონავტები წითელი ვექტორი მათ გამოჩენილებად აქცევს. ისინი მზად არიან თავიანთი ეს სასიცოცხლო ენერგია ახალშობილ შვილს მისცენ რომელიც როგორც წესი მოულოდნელად ჩნდება მათ ცხოვრებაში. აი პატარაც დაიბადა და ისინი თრთოლვით შესცქერიან მის სახეს. და რას ხედავენ? სამწუხაროდ იმას არა რასაც ელოდნენ.

იმის მაგივრად, რომ სიცოცხლე უხაროდეს, ყნოსვის სახე ემოციების ისეთ ნაკრებს გამოხატავს, რომელსაც ძნელია პოზიტიური უწოდო. მას დედ-მამის სურნელი არ მოსწონს, ურეთრალური ფერომონების მოტკბო-მომწარო არომატი, რომლის ჩამორეცხვა შეუძლებელია. მათი ცხოვრების რიტმიც არ მოსწონს, სწარფი მოძრაობებისგან ისინი უფრო მეტ სურნელს აფრქვევენ. არ მოსწონს გამუდმებული გადაადგილებები, აი როგორც იქნა რაღაცას შეეჩვია და ისევ სხვა ოთახში, სახლში, ქალაქში და ა.შ. გადაიყვანეს, იქაც ახალი სუნები და ახლიდან ძალის ხარჯვა და ადაპტაცია. ასეთ სიტუაციაში უნებურად დაფიქრდები, როგორ მართო ეს მოძრაობები, რომლებიც ასე ძალიან “აღიზიანაბენ” ცხვირს.

რამოდენიმე თვის შემდეგ იისფერი გაიგებს, რომ მშობლები ყველაფერს გააკეთებენ მის მუდმივად უკმაყოფილო სახეზე ღიმილის დასანახად. ამ დროს დაიწყება ოჯახთან პირველი ურთიერთობის ფაზა - მანიპულაცია. ბავშვი ნაბადივით ,,მოთელავს“ მშობლებს. ურეთრალ დედ-მამას, რომლებიც საკუარი ცხოვრების მართვას მიეჩვიენ, უცებ საკუთარი შვილი ითრევს ბუნდოვან თამაშებში და მათ უკვე აღარ იციან რა გააკეთონ. ხანდახან ოჯახში გარკვეული დაძაბულობებიც ჩნდება და მშობლების ურთიერთობები ირღვევა. მთავარი პრობლემა ამ დროს საზღვრების დაცვაა.

თუ წითელი ბავშვი საზღვრებს გადადის, ის ამას ადვილად და ენერგიულად აგეთებს და ადვილი გამოსაცნობიცაა და პრინციპში არც მისი გაჩერებაა რთული. იისფერი კი ისე ნელა და შეუმჩნევლად გადალახავს საზღვრებს, რომ ვერც შეამჩნევთ და თითქოსდა გასაბრაზების მიზეზსაც არ მოგცემთ - ღირს კი წვრილმანებზე ნერვიულობა? ჯობს დათანხმდეთ ვიდრე დახვეწილი და მრავალფეროვანი ნიუანსები უხსნათ. მაგრამ პრობლემაც სწორედ ამაშია. გარკვეული დროის შემდეგ უცებ აღმოაჩენთ, რომ ისეთ დიდ დათმობაზე წახვედით, რომ უკვე რთულია განსაზღვრა სინამდვილეში ვინ მართავს თქვენს ოჯახს. აი ამ დროს კი ურთიერთობის მეორე ფაზა - გაუცხოება იწყება.

მშობლები ხვდებიან რომ შვილს ვერ გააბედნიერებენ (ბედნიერების ურეთრალური გაგებით). მათი მთავარი ამოცანა საკუთარი ფასეულობების, მიზნებისა და ბოლოს და ბოლოს საკუარი თავის გადარჩენა ხდება. მათ შინაგანი გაუცხოება ეწყებათ, მათი ყველა გრანდიოზული გეგმითა და წამოწყებით უკმაყოფილო შვილის მიმართ. პატარას კი მართლა არ ესმის რა აზრი აქვს ფულს, სოციალური სტატუსს, პოპულარობას და ურეთრალური ცხოვრების წესების სხვა ატრიბუტებს. გაუგონარი სექსუალური ენეგრიის რეალიზების გამუდმებულ მოთხოვნილებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. “არ გეხებით - არ გვეხები” აი ურთიერთობების ყველაზე ხშირი ვარიანტი ამგვარ ოჯახებში, განსაკუთრებით როცა შვილი უკვე მოზარდია.

მაგრამ თუ მშობლები შეძლებენ შვილთან კონტაქტის შენარჩუნებას და მისი იისფერი ვექტორის მიღებას, მსოფლმხედველობის ასეთი რადიკალური განსხვავების მიუხედავად, მაშინ მათი ურთიერთობები გადადის მესამე ფაზაში - თანამშრომლობა. წითელი მშობლები ამჩნევენ, რომ მათ შვილს შეუძლია ძალიან ზუსტად განსაზღვროს მოვლენები და თუ მასზე ზეწოლას შეამცირებენ და მისთვის მიუღებელ რეაქციებსა და საქციელს არ გამოყვებიან, მაშინ მასთან ურთიერთობას თავისუფლად შეძლებენ. თუმცა წითელი მშობლებისთვის შვილთან ურთიერთობის “ენა” მაინც დიდხანს დარჩება გამოცანად.

იისფერი მშობლები და წითელი შვილი

იისფერი მშობლებს ძალიან უჭირთ შვილის გაჩენის გადაწყვეტილების მიღება. ისინი მოცემულ სუნში ცხოვრებას მიეჩვივნენ და ოჯახში ყოველ ცვლილებას სიფრთხილით უდგებიან. ქალმა ყნოსვამ კი იცის, რომ ორსულობისას სუნებისადმი მგრძნობელობა შეეცვლება, შეიძლება საკუთარი სურნელიც კი უჩვეულოდ მოეჩვეოს, მაგრამ ასეთს მაინც არ ელის - მის საშოში მცხოვრები პატარა ურეთრალი თითქოს უკვე “ყარს” - მისი სუნი ყველა იმ გარსს არღვევს, რაც ჯერ კიდევ გარე სამყაროსთან აშორებს. სწორედ ასე აღიქვამს თავის წითელ შვილს ორსული იისფერი დედა.

ბავშვის დაბადების მერე რაღა ხდეა? 75% დედის ინსტინქტი იმარჯვებს და ბავშვის სუნი, როგორიც არ უნდა იყოს ის, დედისთვის მისაღები ხდება, ყოველ შემთხვევაში რამდენიმე წლით მაინც. რასაც ვერ ვიტყვით ყნოსვა მამაზე. ის დიდი სიამოვნებით გაექცეოდა ბავშვზე ყოველგვარ ზრუნვას, მით უფრო ისეთ სურნელოვანზე როგორიც ურეთრალია. ის ხომ თანატოლებისგან განსხვავებით 4-5 თვიდან უკვე გამოყოფს ფერომონებს.

დარჩენილ 25% რაღა ხდება? მათ არ გაუმართლათ. ისინი ვერ იღებენ იმ სითბოსა და სინაზეს რასაც მათი ნაკლებად არომატული თანატოლები. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ურეთრალები ყველაზე ნაკლებად საჭიროებენ მშობლებთან სხეულებრივ კონტაქტს, თუმცაღა ყველაფერი შედარებითია. (თუკი თქვენ თქვენი შვილის სურნელი არ მოგწონთ არ იჩქაროთ მათი წითელ იისფრად “გაფერადება”. მე არაერთხელ მყოლია პაციენტი ვისაც ბავშვის ღრმა, სისტემური ვერ მიღება სწირედ სუნის ზიზღით გამოეხატებდათ. ამის ნამდვილი მიზეზი ვექტორების სისტემაზე ღრმადაა მოცემული).

მაგრამ იისფერი მშობლების წითელ შვილებთან ურთიერთობის პრობლემა მხოლოდ სუნი არ არის. ისინი ძლივს ახერხებენ ისეთი ბავშვრის აღზრდის ზუსტი მეთოდის პოვნას რომელიც ვერ გრძნობს დახვეწილ ნიუანსებს, ცხოვრობს ისე როგორც მოსწონს და სულ არ უნდა უფროსებს დაუჯეროს. უკვე 2-3 წლის ასაკში მას ყოფნის ქარიზმა, რომ დაიცვას თავისი უფლებები და მგრძნობიარე მშობლებს ის გააკეთებინოს რაც უნდა. ასეთ მკაცრ პირობებში ჩაყენებულმა მშობელმა რაღა უნდა ქნას? გასაგებია რაც - ხალხზე ზემოქმედების ჩვეული ხელსაწყო - ნატიფი მანიპულაცია გამოიყენოს. ურეთრალებზე ეს მშვენივრად მოქმედებს. თუმცა წითელ ბავშვს ეს მაინც აცოფებს. მისი თვალსაჩინო და აშკარა ენერგია უხილავი კედლით ისაზღვრება, ის თითქოსდა არ არის მაგრამ თითქმის ყველაფერში იგრძნობა - სწორედ ასე აღწერს ბავშვობას ურეთრალების უმარვლესობა ეს ემოციურ არასტაბიულურიბას აჩენს, რაც ასე დამახასიათაებელია იისფერ ოჯახებში აღზრდილი წითლებისთვის.

ამ შემთხვევაში ბავშვს ორი გზა რჩება - საკუთარ თავში წითელი ვექტორი დათრგუნოს და იისფერი მშობლების შექმნილ ჩარჩოებში ჩაჯდეს, ან ემოციური და ენერგეტიკული დამოიკიდებლობა და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება. მეორე ვარიანტი მოზარდობის ასაკამდე შეუძლებელი შესასრულებელია თუმცა კი ზოგიერთი შვილი თითქმის 30 წლისა იღებს ამ გადაწყვეტილებას.

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო  

იხილეთ ასევე: ურეთრალური და ყნოსვის ვექტორების კომბინაცია


მსგავსი სტატიები

  • ყნოსვითი ფსიქოტიპის გამოვლინებები

  • ომის და მშვიდობის მდგომარეობები ყნოსვით ფსიქოტიპში

  • ყნოსვა შეიგრძნობს ეგოს სუნს

  • სამყაროს მბრძანებელი და კაპრიზული ქალბატონი

  • ფსიქოტიპების გარეგანი გამოვლინებები - ყნოსვა

  • პოკერი ბედთან

  • ყნოსვის ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

  • ყნოსვის ვექტორის დამახასიათებელი დაზიანებები და სტრესები