5 რჩევა ანალის ვექტორიანი ბავშვის მშობლებს


5 რჩევა ანალის ვექტორიანი ბავშვის მშობლებს

1. დაიცავით ბალანსი აღზრდისას

განასხვავეთ თქვენი წარმოსახვა და ამბიციები – ბავშვის ბუნებრივი სურვილებისაგან. დატვირთეთ ის საკუთარი ტემპერამენტის შესაბამისად. ნუ მოაკლებთ ყურადღებას, მაგრამ ნურც გადაამეტებთ.

2. ეცადეთ განავითაროთ ბავშვის ბუნებრივი უნარები

თუ თქვენს შვილს აქვს ანალური ვექტორი, ეცადეთ მასში განავითაროთ ანალიზის და სისტემატიზაციის უნარები. ყურადღება გაუმახვილეთ ისეთ თამაშებზე, რომლებიც მოითხოვს ყურადღებას და დინჯ მუშაობას (მაგალითად პაზლის, ან კონსტრუქტორის აწყობა), ეცადეთ მიაჩვიოთ წესრიგს. უკითხეთ შემეცნებითი წიგნები. ეცადეთ ყველაფერი აუხსნათ სწორად და დაწვრილებით – ეს მისი სწორად განვითარების გარანტია.

3. ნუ დაავალებთ ერთდროულად რამოდენიმე საქმეს

მიაჩვიეთ ბავშვი დაწყებული საქმის დასრულებას, მაშინაც კი თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ ეს ძალიან დიდხანს გრძელდება. არ ააჩქაროთ და არ შეაწყვეტინოთ, მაშინც კი, თუ საქმე უბრალოდ საუბარს ეხება.

4. მიეცით მიმართულება და უკარნახეთ

გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება, მოუყევით როგორ ჯობია მოქცევა ამა თუ იმ სიტუაციაში, მაგრამ მის მაგივრად ყველაფერი თქვენ არ გააკეთოთ.

5. რასაც დათესავთ, იმას მოიმკით

ნებისმიერ ბავშვს ჭირდება დედის სიყვარული, ყურადღება და მზრუნველობა, მაგრამ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანალის ვექტორიანი ბავშვისთვის. მიეცით მას ეს ყოველივე და თქვენ გაზრდით მზრუნველ, განვითარებულ შვილს და საზოგადოების ღირსეულ წევრს.

ავტორი: სერგო ღამბაშიძე

  • ანალური ფსიქოტიპის ხასიათი

  • დედაა დამნაშავე! ანუ წყენა როგორც ცხოვრების სცენარი!

  • ყნოსვითი ფსიქოტიპის გამოვლინებები (ანალ-ყნოსვა სმენით)

  • მამაკაცებზე განაწყენება ანუ ყველა კაცი ერთნაირია

  • ანალური ვექტორი. ოჯახური ურთიერთობები და ლიბიდო

  • ანალური ვექტორი - ფუძე

  • როგორ სარგებლობს კანური ზომა ანალური აზროვნებით

  • ინფარქტი და არითმია (ორიოდე სიტყვა ანალური ფსიქოტიპის შესახებ)