ანალური ვექტორი - ურთიერთობა (პირველი ნაწილი)


ანალური ვექტორი - ურთიერთობა (პირველი ნაწილი)

ვიწყებთ ანალური ვექტორის ფსიქიკის შემდეგი ფენის განხილვას, რომელიც პასუხისმგებელია ურთიერთობებზე, იმ თვისებების, რომელთა მიხედვითაც ანალის ვექტორიანები ურთიერთობენ ერთი-ერთთან. არსებობს ურთიერთობების ორი კატეგორია, პირველი ესაა ერთის ურთიერთობა ერთთან, კაცი-ქალთან, მშობელი-შვილთან, მეგობარი-მეგობართან და ა.შ. ხოლო მეორე არის ურთიერთობა ჯგუფთან, იმ გარემოცვასთან რომელშიც არსებობს და რომელშიც რეალიზდება. ერთის-ერთთან ურთიერთობა განიხილება ფსიქიკის მესამე დონეზე. ჩვენი ფუნქცია ჩადებულია ფსიქიკური სხეულის მოცულობის დონეში, სწორედ იქ განისაზღვრება ვექტორი. შემდეგ ჩვენი ვექტორიდან (ჩვენი ფუნქციიდან) გამომდინარე ვიწყებთ გარკვეულ ძალისხმევას. იმისთვის რომ გავიგოთ სად ვართ და რა გვინდა, გვჭირდება გავიგოთ საერთოდ ვინ ვართ ჩვენ, ეს ყველაფერი პირველ ჯერზე ცნობიერდება აზროვნების დონეზე, როცა ადამიანი იწყებს თავის გარშემო არსებული გარემოცვის აღქმის მცდელობას და ცდილობს დაინახოს თავისი როლი ამ გარემოცვაში. ამ ყველაფრის ფონზე საჭიროა გაიაზროს ის თვისებები რომელიც ჩადებულია მასში და ეხმარება თვითრეალიზაციაში. ეს არის ადამიანის ფსიქიკის მეორე დონე, მაგრამ პირველია იმ დონეებს შორის, რომლებზეც მოდის ბუნებრივი ცნობიერება. ეს არის ადამიანის ბუნების არაცოცხალი დონე, მისი შესაძლებლობა, იფიქროს და რაღაც აზრით აღიქვას გარემომცველი სამყარო. ურთიერთობა არის მცენარეული დონე ადამიანის შიგნით, ის არის ფსიქიკის მესამე ფენა, ფსიქიკური სხეულის მოცულობის და აზროვნების დონის შემდეგ, მაგრამ მეორეა ცნობიერების დონეებს შორის, რადგან ფსიქიკური სხეულის მოცულობის დონეზე, არის მხოლოდ არაცნობიერი და ქვეცნობიერი, ცნობიერება კი იწყება აზროვნების დონიდან. რატომ შეესაბამება ურთიერთობა მცენარეულ დონეს? ამას ადვილად მიადევნებთ თვალს: ბუნებაში არსებობს არაცოცხალი (მინერალური) ნაწილი, რომელიც პრინციპში არ ცოცხლობს და არც კვდება, ის უბრალოდ არსებობს და ფორმას იცვლის, შემდეგ მოდის მცენარეული დონე, ის უკვე ცოცხალია, ვინაიდან ცოცხალია, აქვს ეტაპები, დაბადება, სიცოცხლის პერიოდი და სიკვდილი. რადგან მცენარე ცოცხალია, მას აქვს განსაზღვრული სასიცოცხლო დრო, დროის ამ მონაკვეთში რაღაც ხდება, ის იზრდება მაგრამ მეტი არაფერი, ამიტომ ქვია ამ დონეს მცენარეული დონე. ქვასავით კი არ არის რომელიც ათასწლეულების დონეზე უძრავად დევს, არამედ იზრდება, ხმება და კვდება, აქვს სასიცოცხლო ციკლი. თუ რომელიმე მცენარეს დადგამთ ფანჯარასთან, ის განახორციელებს ორ მოქმედებას, პირველი: ის შეიცვლის ლანდშაფტთან დამოკიდებულებას, შეიძლება მცენარე ვერ აზროვნებს, ყოველ შემთხვევაში ვერ აზროვნებს ამ სიტყვის ადამიანური გაგებით, მაგრამ მას შეუძლია აღიქვას გარემომცველი ლანდშაფტი, ეს კი პრინციპში ისაა, რაც შემდეგ ადამიანურ დონეში აზროვნების სახით ფორმირდა. მოკლედ მცენარე ,,ხვდება“, რომ ოთახის ფანჯარასთან მზე უკვე ზემოდან კი არ ანათებს, არამედ მარჯვნიდან, ამის შემდეგ მცენარე აკეთებს მეორე მოქმედებას, ეს არის სწორედ ის რასაც ჩვენ ურთიერთობის თვისებას ვუწოდებთ, მცენარე ,,შეაფასებს“ არსებულ ლანდშაფტს, ,,მიხვდება“ სად იმყოფება ამჟამად, ამის შემდეგ ის ახორციელებს ერთ მარტივ ქმედებას, ის თავის ფოთლებს მიაბრუნებს მზისკენ, იმისთვის რომ შეძლოს მეტი სინათლის მიღება. ქვა ამას ვერასოდეს შეძლებდა, რადგან არ აქვს ლანდშაფტის აღქმისთვის საჭირო თვისებები, ის უბრალოდ არსებობს, მცენარე კი ქვისგან განსხვავებით უკვე ცოცხალია. მცენარე მზარდია, ის იცვლება, პასუხობს გარემოში მომხდარ ცვლილებებს. არის ლანდშაფტი და არის თვითონ, მას უნდა გამოავლინოს საკუთარი თავის ლანდშაფტში, ეს უკვე სურვილის სულ სხვა დონეა.

ის ავლენს საკუთარ თავს, იზრდება, განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს, სწორედ ეს ცვალებადობა ეხმარება ჩანასახოვანი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. სად არის ლანდშაფტი, სად არის თვითონ და როგორ იურთიერთოს ამ ლანდშაფტთან. ნებისმიერი შემდგომი დონე მთლიანად მოიცავს წინას და პლიუს ამატებს რაღაც ახალ თვისებას. როგორც მცენარე თავის თავში მოიცავს არაცოცხალ დონეს და დამატებით ფლობს ურთიერთობის თვისებას, ისე შემდეგი, ცხოველური დონე, თავის თავში მთლიანად მოიცავს არაცოცხალ და მცენარეულ დონეებს და დამატებით ფლობს მოძრაობის თვისებას, არ უბრალოდ პასიურ მოძრაობას, როგორიცაა ფოთლების მზისკენ მიბრუნება, არამედ ცხოველურ დონეს შეუძლია მცენარეზე უფრო აქტიური ურთიერთობა გარემომცველ ლანდშაფტთან, ეს კი იძლევა ხარისხობრივად ახალ თვისებას, ამ ლანდშაფტში გადაადგილების უნარს. ხოლო ფსიქიკის დონეზე ეს ჩანს არა მხოლოდ მოძრაობის, არამედ წყვილებად და ჯოგებად რანჟირების უნარში. შესაბამისად, ადამიანური დონე მოიცავს თავის თავში ამ ყველაფერს და უმატებს სრულიად ახალ თვისებებს, ამიტომ ურთიერთობა ადამიანებს შორის არის სრულიად განსხვავებული მცენარეული, ან ცხოველური სამყაროს ურთიერთობებისგან. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ცხოველი და მისი ურთიერთობის შესაძლებლობა, მისი მცენარეული დონეა, ეს არის ის რაც ცხოველურ დონეზე იღებს უფრო ქვედა, მცენარეული დონიდან. ჯერ კიდევ შორეულ წარსულში, როდესაც ცხოველები არ არსებობდნენ და პლანეტაზე იყო მხოლოდ მცენარეები, ურთიერთობის ჩანასახოვანი შესაძლებლობა უკვე არსებობდა.

მაშ ასე დავუბრუნდეთ ადამიანს, მას აქვს მოცემული მოცულობის ფსიქიკური სხეული, რომელიც ადამიანს ეუბნება ვინ არის ის, როგორია მისი ფუნქცია ჯგუფში, რომელია არსებული რვა ზომიდან მისი ფუძე, რა დავალება აქვს ბუნებისგან მიცემული.

ამის შემდეგ ადამიანი იწყებს აზროვნებას, ხედავს ბევრ სხვადასხვა გამოვლინებებს, მაგრამ ისინი არ არიან მოწესრიგებულები, ეს არის ქმნილების მოუწესრიგებელი მასა, სადაც თავმოყრილია ყველანაირი ქმნილება, ადამიანები, ყვავილები, ნივთები, სუნები, სიტყვები, ერთი სიტყვით ყველაფერი. ადამიანს სჭირდება, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად დაალაგოს, ჩასვას საერთო სურათში, იმისთვის რომ გაიგოს თავისი ადგილი ამ ყველაფერს შორის. ამისთვის ადამიანი ეწევა ძალისხმევას, იწყებს ფიქრს. აქ ჩნდება კითხვა: რა კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს, რომ ამ ქაოსიდან შეიქმნას ერთიანი სურათი?! აქ ხდება უბრალო რამ, სინამდვილეში ეს კრიტერიუმები მასში უკვე ჩადებულია, რადგან როცა ადამიანმა მიიღო ფუნქცია, მისი აზროვნების სტილი მთლიანად ამ ფუნქციიდან გამომდინარეობს. ამიტომ თუ ადამიანი კანის ვექტორიანია, მან იცის რომ ყველაფერს რაოდენობრივად და რანგობრივად უნდა უყუროს. თუ ანალის ვექტორიანია მან არსად არ უნდა იჩქაროს, მას თავისი კრიტერიუმები აქვს, ის ყველაფერს ხარისხობრივად ანაწილებს, გაარკვევს საკუთარ ადგილს და შემდეგ ამის მიხედვით მოქმედებს. ადამიანი უკვე ხვდება საკუთარ ადგილს სამყაროში, ამის შემდეგ დგება დრო როცა რაღაც უნდა გააკეთოს, მან უნდა დაამყაროს ურთიერთობა გარმომცველ სამყაროსთან, უნდა ისწავლოს სწორი ურთიერთობა. ლანდშაფტი ზემოქმედებს ადამიანზე, ხოლო ადამიანი ახორციელებს საპასუხო ქმედებას.

თავიდან ვიღებთ საერთო შემთხვევას რვავე ვექტორისთვის. ერთი მხრივ არის ლანდშაფტი, მეორე მხრივ კი ადამიანი, ამ ორ კომპონენს შორის უნდა იყოს რაღაც ნიშანი. მოდით შევხედოთ როგორ მუშაობდა ეს კანის ვექტორიან ადამიანში. კანის ვექტორიანსა და ლანდშაფტს შორის არის ტოლობის ნიშანი, ანუ ის ლანდშაფტის ტოლფასია, კანის ვექტორიანი სწრაფი და მოძრავია, ამიტომ რაც არ უნდა მოხდეს ლანდშაფტში, ის ნებისმიერ ცვლილებას დაუყოვნებლივ ეწყობა, შეიცვლება ლანდშაფტი - შეიცვლება კანის ვექტორიანიც. მაგალითად: გაიცემა თუ არა ახალი ბრძანება ბრძოლის ველზე, კანის ვექტორიანი მაშინვე აიტაცებს და ადაპტირდება ამ ბრძანების შესაბამისად. რამდენადაც ლანდშაფტი მას დაშორდება თავისი ცვლილებით, იმდენად მზადაა დაუყოვნებლივ გადაეწყოს შეცვლილ ლანდშაფტზე და ადაპტირდეს მასთან, მაგრამ აუცილებლის გარდა, ზედმეტად არანაირ მოქმედებას არ ასრულებს, დროს და ენერგიას არასაჭირო საქმისთვის არ ხარჯავს. ანალურ ვექტორსა და ლანდშაფტს შორის ასევე ტოლობის ნიშანია. ანალის ვექტორიანები, ისევე როგოც კანის ვექტორიანები, თავს ლანდშაფტის ტოლად აღიქვამენ. მაგრამ ის ლანდშაფტთან აბსულუტურად სხვანაირად ურთიერთობს, კანის ვექტორიანები ლანდშაფტის შეცვლისას თავადაც იცვლებიან, მაგრამ ანალები უძრავი ხალხია, მათ არ შეუძლიათ შეიცვალონ, ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც მიჩვეულები არიან, ამიტომ ისინი გამუდმებით ცდილობენ შეცვლილი ლანდშაფტი თავისზე მოირგონ, ანუ თვითონ კი არ ერგებიან ლანდშაფტს, არამედ ცდილობენ ლანდშაფტი მოირგონ თავის თავზე. 

წინა სტატიებში ვახსენეთ, რომ ანალის ვექტორიანისთვის ძალზე მნიშვნელოვანია 100%-ით შეავსოს თავის გონებაში არსებული განყოფილებები, თანაც მაქსიმალური აკურატულობით. როდესაც ანალი ურთიერთობს ლანდშაფტთან, ცდილობს გარემო მოირგოს საკუთარ თავზე. რასაც არ უნდა შეეჯახოს ანალის ვექტორიანი, ყველაფერს აკეთებს ისე, რომ ეს ქმედება მიესადაგებოდეს მისი გონების განყოფილებებს, ზერელედ, ნაწილობრივ კი არა, არამედ სრულად, 100%-ით, ისე რომ არცერთი განყოფილება არ გამორჩეს. როდესაც ანალის ვექტორიანი უცხო გარემოცვაში მოხვდება, კანის ვექტორიანივით გარემოსთან ადაპტაციას კი არ იწყებს, არამედ ცდილობს ყველას აჩვენოს საკუთარი ავტორიტეტულობა და აუხსნას როგორ ჯობია მოქცევა, მოკლედ ცდილობს, რომ უცხო კოლექტივი თავის თავზე მოირგოს. კანის ვექტორიანი ახალ გარემოში მოიძიებს საჭირო ნაცნობებს, მათ დაუმეგობრდება და ყველანაირად ,,ეტენება“. ანალის ვექტორიანი კი ცდილობს ყველა თავის ჭკუაზე ატაროს, ამისთვის უხსნის, რომ ისე მოქცევა ჯობია როგორც თვითონ იქცევა და სხვები ცდებიან, იმოწმებს ავტორიტეტებს წიგნებიდან, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს სხვები რას როგორ აკეთებდნენ, ახლა ის მივიდა და უნდა, რომ ყველაფერი მისებურად იყოს. ის თვლის, რომ რაკი ასე მოქცევას შეეჩვია, თვითონ მართალია. კანის ვექტორის შესახებ ლექციებში ვახსენეთ, რომ ადამიანი ურთიერთობის გამოცდილებას იღებს ჯერ კიდევ ბავშვობაში, სხვა ბავშვებთან ურთიერთობისას. შეიძლება ბავშვის გარშემო იყვნენ მშობლები, ოჯახის წევრები, მაგრამ ეს გარე ლანდშაფტი კი არა, არამედ მისი მშობლიური გარემოა. საბავშვო ბაღში კი ისეთივე ბავშვები არიან როგორიც თვითონაა, ამიტომ პირველი უცხო კოლექტივი, რომლებთანაც ბავშვს უწევს ურთიერთობა, სწორედ საბავშვო ბაღია. კანის ვექტორიანი ბავშვობიდანვე აკვირდება ვინ რაში შეიძლება გამოადგეს და არასაჭირო ბავშვებთან დამეგობრებას არც კი ცდილობს. ანალის ვექტორიანი ბავშვები კი ლოიალურები არიან, დედა მას ყოველდღე ეუბნება, რომ ის კარგი ბიჭია, მის გარშემო არიან ბავშვები, მათთან არ უნდა იჩხუბოს, იმიტომ რომ სხვა ბავშვებიც კარგი გოგო-ბიჭები არიან. ანალის ვექტორიანი ყველას თავისი გადმოსახედით უყურებს, მე კარგი ვარ, ე.ი. სხვებიც კარგები არიან. საბავშვო ბაღში ყველა ცდილობს თავისებურად, საკუთარი თვისებების მიხედვით იურთიერთოს დანარჩენებთან, მაგრამ პატიოსანი, გულუბრყვილო ანალის ვექტორიანი ბავშვისთვის ეს ცოტა უფრო რთულია, ვიდრე სხვებისთვის, რადგან მისი ურთიერთობები დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ აქვს შევსებული გონებრივი განყოფილებები. მას შეიძლება მთელი ცხოვრება ეფიქრა, რომ ირგვლივ მხოლოდ კარგი ადამიანები ცხოვრობენ, მაგრამ საბავშვო ბაღში არიან კანის ვექტორიანი ბავშვებიც, კანის ვექტორიანი ბავშვი მიდის ანალის ვექტორიანთან, უამხანაგდება და სთავაზობს, რომ სათამაშოები გაცვალონ, ანალი ბავშვი თანხმდება, უხარია რომ ახალი მეგობარი ყავს, აძლევს თავის საყვარელ სათამაშოს და ელოდება რომ ისიც ასევე მოიქცევა, მაგრამ ,,მეგობარი“ კანის ვექტორიანია და სარგებელი თუ არ ნახა ისე არაფერს აკეთებს, ამიტომ კარგი სათამაშოს მაგიერ ძველ, გატეხილ სათამაშოს მიაჩეჩებს. ანალის ვექტორიანი ბავშვი ხვდება რომ მოატყუეს და გაბრაზებული ითხოვს, ჩემი სათამაშო დამიბრუნეო, მაგრამ კანის ვექტორიანი ეუბნება ჩვენ მოვილაპარაკეთ რომ სათამაშოებს გავცვლიდით, ხომ არ გვითქვამს ეს სათამაშოები როგორი უნდა ყოფილიყოო. ასე მთავრდება ორი განსხვავებული აზროვნების პირველი შეხვედრა, ორივე ხვდებიან, რომ გარშემო სხვანაირი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც მათგან განსხვავდებიან. კანის ვექტორიანი ხვდება, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ გათვლა და ადვილად ტყუვდებიან. ანალის ვექტორიანი კი ხვდება, რომ არსებობენ სხვადასხვა ხარისხის ადამიანები, არიან ადამიანები, რომლების ნდობაც არ შეიძლება. ამ ურთიერთობისგან, როგორც ეს ასეთ შემთხვევებში ხშირად ხდება, კანის ვექტორიანმა მიიღო სარგებელი, ანალის ვექტორიანმა კი გამოცდილება. როდესაც ხდება ამ ორი განსხვავებული განზომილების ურთიერთობა, 99% რეზულტატი სწორედ ასეთია, კანის ვექტორიანი იუმჯობესებს მატერიალურ მდგომარეობას, ანალის ვექტორიანი კი იძენს გამოცდილებას და იფიცება, რომ მეორედ თავს არავის გაასულელებინებს, მაგრამ დედამიწაზე სხვა კანის ვექტორიანებიც ცხოვრობენ და მათთან შეხვედრისას რეზულტატი ზუსტად იგივეა.

შევხედოთ როგორ მუშაობს ეს პრაქტიკაში. მოქნილი კანის ვექტორიანი ადაპტირდება სიტუაციის მიხედვით, ცდილობს მინიმალური დანახარჯით, მიიღოს მაქსიმალური სარგებელი. ანალი პირიქით, მოუქნელია, მძიმე, ტლანქი, არ შეუძლია სწრაფად შეიცვალოს, მაგრამ შეუძლია ზეწოლა ძალით, იმის მაგივრად რომ ლანდშაფტს მოერგოს, ცდილობს ძალით მოირგოს ლანდშაფტი საკუთარ თავზე. თუ ამ ორი ტიპაჟის ფსიქიკას შევადარებთ, ანალის ვექტორიანი გავს ტანკს, კანის ვექტორიანი კი სარბოლო ავტომანქანას, ერთი ხარისხია - მეორე რაოდენობა, ერთი ძალაა - მეორე სისწრაფე. კანის ვექტორიანი არ უყურებს თავის გამოცდილებას, ის აკვირდება როგორია შექმნილი სიტუაცია და როგორ შეიძლება ამ სიტუაციის გამოყენება, საით ჯობია წასვლა, სად გადაუხდიან მეტს. ანალის ვექტორიანს არ აქვს სისწრაფე, არ შეუძლია სიტუაციის აწონ-დაწონვა, ამიტომ არ შეუძლია სწრაფად გაერკვეს ახალ მდგომარეობაში, სამაგიეროდ მას აქვს უზარმაზარი ცოდნა და გამოცდილება, ამ გამოცდილებაში შეიძლება მოიძიოს შექმნილი მდგომარეობის ანალოგია. თუ ანალოგიის პოვნა შეძლო, მაშინ ყველაფერი რიგზეა და ხვდება როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ თუ ანალოგია თავის გონების ,,კარტოთეკაში“ ვერ იპოვა, მაშინ იბნევა. მაგალითად: ანალის ვექტორიანი პირველად წავიდა ფეხბურთზე, დაინახა, რომ როდესაც კარში ბურთი გავიდა, ყველამ ტაშის დაკვრა დაიწყო. ანალის ვექტორიანისთვის ეს გამოცდილებაა, მან ისწავლა როგორ უნდა მოიქცეს, ის მეორედაც წავიდა ფეხბურთის საყურებლად და როდესაც კარში ბურთი გავიდა, მან ტაში დაუკრა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბურთი მათ კარში გავიდა და მის გარდა ტაში არავინ არ დაუკრა, მას კი ამრეზით შეხედეს. მისმა გამოცდილებამ არ იმუშავა, ამის გამო ის თავს ცუდად გრძნობს, მას ეგონა რომ მთავარი ბურთის კარში გასვლა იყო, მაგრამ აღმოჩნდა რომ ისიც მნიშვნელოვანი ყოფილა თუ ვის კარში გადის ეს ბურთი. ის ახალ გამოცდილებას იძენს და უკვე იცის, რომ როცა მისიანები გაიტანებ ბურთს მაშინ შეიძლება ტაში დაუკრას და აღტაცება გამოხატოს, თუ მისიანებს გაუტანენ ტაში არ უნდა დაუკრას, მთავარია არ აერიოს ვინაა მისიანი. ანუ ანალის ვექტორიანი იძენს გამოცდილებას და ამ გამოცდილებას აკოპირებს შექმნილ ანალოგიურ სიტუაციაში. სწორედ ასეთი თვისებაა საჭირო კონკრეტულად მისი ფუნქციის შესასრულებლად. მან ხომ თავის ჯგუფს წარსულის გამოცდილება უნდა შეუნახოს.

ვნახოთ რა გამოდის. ანალის ვექტორიან ადამიანს ყველაზე დიდი მოცულობის ფსიქიკური სხეული აქვს, თუ ამ დიდ მოცულობას, ინფორმაციული მეოთხედის გადმოსახედიდან შევაფასებთ, მან ყველაზე დიდი ოდენობის ინფორმაცია (ცოდნა) შეიძლება დაიტიოს.

ანალის ვექტორიანის მიერ ინფორმაციის დამახსოვრების შესაძლებლობა, ნებისმიერ სხვა ვექტორთან შედარებით, უბრალოდ ფენომენალურია. რაც კიდევ უფრო საოცარია, ანალის ვექტორიანს შეუძლია დაიმახსოვროს ისეთი განსხვავებული ტიპის ინფორმაციები, რომლებსაც ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვთ. კანის ვექტორიანი ასეთი რამის დამახსოვრებას ვერასოდეს შეძლებდა, მას მხოლოდ ის შეუძლია ლოგიკური ჯაჭვის დახმარებით, ერთმანეთიდან გამომდინარე ინფორმაცია დაიმახსოვროს. კანს არ შეუძლია უბრალოდ დაიმახსოვროს ფაქტების ნაკრები, მაგალითად რა როდის მოხდა, ასეთი რამ კანის ვექტორიანებს არც კი აინტერესებთ. ანალის ვექტორიანებმა კი ჯგუფს გამოცდილება უნდა გადასცენ, უნდა მოუთხრონ იმის შესახებ რაც დღემდე მოხდა. მათ უნდა დაიმახსოვრონ ყველაფერი თავისი საქმიანობის სფეროს შესახებ, ამისთვის მათ გონებაში უზარმაზარი საწყობი აქვთ ინფორმაციის დასატევად, იქ შეიძლება ჩატიო ყველაფერი ყველაფრის შესახებ. მის გონებაში არის ფაქტების გროვა, სადაც თავმოყრილია მთელი მისი გამოცდილება, და თუ ანალის ვექტორიანი კარგ მდგომარეობაშია ახსოვს არა მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით შეძენილი ინფორმაცია, არამედ მთელი მთელი კაცობრიობის წარსულიც. თავად დაფიქრდით, როგორ უნდა დაამყაროს ანალის ვექტორიანმა ურთიერთობები სხვებთან, თუ ეს ცოდნა არ გამოიყენა?! ნებისმიერ შემთხვევაში ის მიმართავს თავის მიერ დაგროვილ გამოცდილებას, სწორედ ეს გამოცდილება და ასე ურთიერთობის შესაძლებლობა, ეხმარება მას შეასრულოს საკუთარი დავალება, კერძოდ: იყოს მასწავლებელი. ის იღებს თავის მიერ დაგროვილ ინფორმაციას, ამ ინფორმაციისგან აკეთებს ერთ უზარმაზარ ინფორმაციულ ნაკრებს და გადასცემს თავის მოსწავლეებს. ყველაფერი რაც მან იცის, ყველაფერს რაც კი უსწავლია, მთელ თავის ცოდნას ის უზიარებს სხვებს, ამით ეუბნება: მეგობრებო ეს არის ის, რასაც კაცობრიობამ დღემდე მიაღწია, მოიქეცით აი ასე! რადგან თქვენამდე მცხოვრები ადამიანები ასე აკეთებდნენ, თქვენ დღეს რომ აქ ხართ, ამისთვის თქვენი წინაპრების მადლიერები უნდა იყოთ. თავის მიერ დაგროვილი ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარებით, იცავს თანაბრობას ლანდშაფტთან. იმისთვის, რომ ანალის ვექტორიანმა რაღაც გააკეთოს, ის უნდა დაეყრდნოს საკუთარ გამოცდილებას, ამის გამო ხშირად ვერ ამჩნევს ცვლილებებს თავის ირგვლივ, ვერ ხვდება რომ სიტუაცია შეიცვალა, ყველა მის გარშემო უკვე მობილური ტელეფონებით დადის, ის კი თავის ძველ, სახლის ტელეფონს ვერ ელევა, მისთვის ის ძველი ტელეფონი უფრო კომფორტულია, მას შეჩვეულია. მისი გონების განყოფილებებში, ნამდვილ ტელეფონად ძველებური ტელეფონია ჩაბეჭდილი, ამიტომ მის გონებაში მობილურისთვის უკვე ადგილი აღარ არის.

ნებისმიერი ურთიერთობა რომელსაც ანალის ვექტორიანი ამყარებს, გამომდინარეობს იქიდან, რაც უკვე მის ტვინშია ჩაბეჭდილი. მათ არ შეუძლიათ რაღაცას ,,მოერგონ“, ამ სიტყვას საერთოდ ვერ იტანენ, ამიტომ თავის ნათქვამზე ყოველთვის მყარად დგანან, ჯიუტადაც კი. ვინ არიან სხვები, მათ აზრზე რომ გადავიდეს და მათ წესრიგს შეეწყოს.

არსებობს ნამდვილი ანალური მოვლენა, რომელსაც ეწოდება ჩვევა, ეს მკაფიო გამოხატულებაა ლანდშაფტთან ანალური თანაბრობისა, საყოფაცხოვრებო დონეზე. ესაა თანაბრობა დროში, ანუ როგორც ადრე აკეთებდა, ეს მოქმედება შენახული და დაარქივებულია მის გონებაში, ამიტომ ნებისმიერ მიმსგავსებულ სიტუაციაში იცის, რომ სწორედ ასე უნდა გააკეთოს. ანალის ვექტორიანის ფსიქიკა რაღაცით მოგაგონებთ ტროლეიბუსს, ის მუდამ ერთი და იმავე ხაზზე დადის, ერთი და იმავე გზით. ანალის ვექტორიანებს უყვართ როცა სახლში ყველა ნივთი თავის ადგილზე დევს, ანალის ვექტორიანის ყოველი მოქმედება გადმოღებულია წარსულიდან, ყოველი მოქმედება განმეორებადი და ნაცნობია. ყველაფერს ისე აკეთებს როგორც შეეჩვევა, თუ ორი წლისას დედა ჯერ მარცხენა ფეხსაცმელს აცმევდა ხოლმე და შემდეგ მარჯვენას, ის სიკვდილამდე ასე გააგრძელებს, რადგან ასეა შეჩვეული. თუ მშობლიური სახლიდან საცხოვრებლად სხვაგან გადასვლამ მოუწია, ის ახალ სახლს ზუსტად ისე მოაწყობს, როგორც ძველი სახლი იყო მოწყობილი. ანალის ვექტორიანები 100%-ით ჩვევის მონები არიან ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით. ისინი ყველაფერს ისე აკეთებენ როგორც შეეჩვევიან, შესაწვავ კარტოფილსაც კი მუდამ ერთნაირად ჭრიან, ძილითაც კი მუდამ ერთი და იმავე პოზაში ძინავთ. ანალის ვექტორიანებს უნდათ, რომ მათი შვილები ზუსტად მათსავით იქცეოდნენ. ანალებსაც უყვართ დღის განრიგის შედგენა, მაგრამ არა კანის ვექტორიანებივით. კანის ვექტორიანების რეჟიმი თვითშემოსაზღვრაა, დროის მართვა, საკუთარი თავის კონტროლი, კანის ვექტორიანი დღის რეჟიმის შედგენით ფორმას აძლევს საკუთარ მოქმედებებს დღის მანძილზე, ის შეფასებას უკეთებს დროის ყოველ მონაკვეთს და ანაწილებს დროს ისე, რომ დრო მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენოს. ანალის ვექტორიანებისთვის კი დღის რეჟიმი მოქმედებათა გამეორებაა, წარსულის მუდმივი კოპირება აწმყოში, ეს მათთვის შეჩვეული ცხოვრების წესის წყნარი და მუდმივი გამეორებაა. ერთი და იმავე მოქმედებების ყოველდღიური გამეორება მათთვის სტრესის მოხსნის ფაქტორიცაა და ამავე დროს ეს მათ მოულოდნელი სიახლისგან იცავს. მათ არ ჭირდებათ რაიმე ახლის გაკეთება, ისინი მხოლოდ ნაცნობ და შეჩვეულ მოქმედებებს მიმართავენ. ორი ვექტორი (კანი და ანალი) დღის რეჟიმთან დაკავშირებით, ერთი შეხედვით ერთი და იგივეს აკეთებენ, მაგრამ ამ მოქმედებაში სხვადასხვა აზრს დებენ და პრინციპში მათი რეჟიმები აბსოლუტურად განსხვავდება ერთიმეორისგან.

როგორც ალბათ მიხვდით, ანალის ვექტორიანისთვის ძალზე ძნელია ჩვევებს ,,უღალატოს“, ის ძნელად ეგუება სიახლეებს, მითუმეტეს ისეთ სიახლეებს, რომლის ანალოგიც მისი გონების განყოფილებებში არ არსებობს. როცა ცოლი მოყავს და ეს ცოლი საჭმელს პირველად უმზადებს, ერთვექტორიანი ანალი ძალიან განიცდის, რადგან პირველად ხდება, რომ საჭმელს დედა კი არა, სხვა ქალი ამზადებს. ყველა დეტალს ყურადღებას აქცევს, ხედავს რომ მისი ცოლი, სალათში კიტრს ,,კუბიკებად“ ჭრის, დედამისი კი მუდამ მრგვალად ჭრიდა, ის ამის გამო ცოლს შენიშვნას აძლევს, ვის გაუგია სალათში კიტრი კუბიკებად იყოს დაჭრილიო. ანალის ვექტორიანს აქვს რაღაც გამოცდილება, ამიტომ ის ფიქრობს, რომ მისი გამოცდილება სწორია და ყველაფერი მისებურად უნდა იყოს. ის ვერ იაზრებს, რომ ადამიანები განსხვავდებიან და ყველა თავისებურად იქცევა, მისთვის საკუთარი გამოცდილება ერთადერთია, ამიტომ ცოლს ტვინს უბურღავს სალათი ზუსტად ისე უნდა მომზადდეს როგორც დედაჩემი აკეთებსო. აქ ანალის ვექტორიანისთვის მხოლოდ ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ მისი გამოცდილება იქნეს გაზიარებული, არამედ ისიც, ცოლს აჩვენოს ვინ არის ოჯახში უფროსი. თუ ცოლი კანის ვექტორიანია, რაღაც გამოსავალს იპოვის, სიტუაციას მოერგება და პრინციპში ყველაფერი დალაგდება. მაგრამ თუ ცოლიც ერთვექტორიანი ანალია, მაშინ ეს ნამდვილ საომარ მდგომარეობას დაემსგავსება.

ანალის ვექტორიანებს ახასიათებთ ადამიანებზე მიჩვევა, მიჯაჭვულობაც კი. მაგალითად: როცა ანალის ვექტორიანი დადის სამსახურში იქ დადიან სხვა ადამიანებიც, დროთა განმავლობაში მათ ეჩვევა, სწავლობს მათ ჩვევებს, იცის ვინ როდის ისვენებს, ვინ როდის გადის საჭმელად, ვინ როგორ იქცევა. როდესაც ანალი მიდის ისეთ გარემოში სადაც მისთვის ყველაფერი ნაცნობია, ეს მას კომფორტის შეგრძნებას ანიჭებს. იქ ყველას იცნობს, ყველა სახე ,,მშობლიურია“, თუ ახალი თანამშრომელი მოვა, მასთან ურთიერთობა ცოტა ეძნელება. ანალის ვექტორიანი საკუთარ ჩვევებს აკოპირებს წარსულიდან მომავალში. თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ამ კოპირებას აკეთებს არა მხოლოდ საკუთარი წარსულიდან, საკუთარ მომავალში, არამედ ეს შეიძლება გაავრცელოს რამოდენიმე თაობაზე. მაგალითად: მისმა ბაბუამ, ბაბუამისისგან მიიღო მემკვიდრეობით სახლი, ეს სახლი მისმა ბაბუამ გადასცა მამამისს, მამამისმა კი მას, გამოდის რომ ეს სახლი თაობათა მანძილზე უფრო და უფრო მშობლიური ხდებოდა, ეს კი ამ სახლის ამჟამინდელ მფლობელს აკისრებს სერიოზულ მოვალეობას, პირველ რიგში მან აუცილებლად უნდა იყოლიოს მემკვიდრე ვაჟი, რომ შეძლოს ამ სახლის მისთვის გადაცემა, იმისთვის რომ ტრადიცია გაგრძელდეს. კანის ვექტორიანი ტრადიციას საერთოდ ,,დაიკიდებდა“, მისთვის მთავარი ქონების ,,დათრევაა“, თუ ვინმე კითხავს ამ სახლის შვილისთვის გადაცემას თუ აპირებო, შეიძლება უპასუხოს: იშრომოს და დაიმსახუროსო. შეიძლება კანის ვექტორიანმა ეს სახლი პირვლელივე სარფიანი შემოთავაზებისას გაყიდოს. ანალის ვექტორიანი ასე არასოდეს მოიქცევა, ის თვლის რომ წარსული არ იყიდება, ანალებისთვის ყველაფერი კარგი ძველია, ნამდვილი კინო ეს რეტრო, შავ-თეთრი კინოა, ნამდვილი პროდუქტები მის ბავშვობაში იყიდებოდა. ერთვექტორიან ანალებს უყვართ ბაბუის დანატოვარი ჩიბუხის გაბოლება, თავისი მამა-პაპეული ნივთების შენახვა და მათ არავითარ შემთხვევაში არ შეელევიან (რეალურად ერთვექტორიანი ანალები არ არსებობენ, რადგან ნებისმიერ ადამიანს ერთვის კუნთის ვექტორიც - ს.ღ). რაღაც კუთხით ანალებისთვის შვილის ყოლაც ტრადიციაა (გვარის გამგრძელებელი რომ ყავდეთ), ბაბუამისს ყავდა ვაჟი, მამამისსაც ყავდა ვაჟი, ჰოდა მასაც ვაჟი უნდა ჰყავდეს, რომ თავისი კაცობა დაამტკიცოს, ასე რომ ცოლმა თუნდაც ოთხი გოგო გაუჩინოს, მაინც აიძულებს კიდევ იყოლიონ შვილი, სანამ ბიჭი არ გაუჩნდებათ, აი ბიჭი უკვე ნამდვილი შვილია. მოკლედ ანალი იღებს გამოცდილებას წარსულიდან და აკოპირებს მომავალში.

ანალის გონებაში ახალი ინფორმაცია ძნელად შედის, ხშირად უწევს გადამეორება, მანამ სანამ ეს ინფორმაცია ბოლომდე არ ჩაჯდება მის ტვინში. როგორც თვითონ იღებს ინფორმაციას ძნელად, გონია, რომ ყველა ასეა, ამიტომ როცა ამ ინფორმაციას სხვებს გადასცემს, ძალიან ბევრჯერ უმეორებს ერთი და იმავეს, უმეორებენ ასჯერ, ერთნაირად, სიტყვის შეუცვლელად, ერთ ტონალობაში, თან ვისაც უხსნიან ეკითხებიან გაიგო თუ ვერა, გაიგე? მიხვდი? გესმის? და ისევ უმეორებენ თავიდან. თუ მისი ნათქვამის სიტყვა სიტყვით გამეორება ვერ შეძელით, ის ჩათვლის რომ ვერ გაიგეთ. კანის ვექტორიანებს ასეთ ახსნაზე მუდამ ნერვები ეშლებათ, რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივეს გამეორებაო, ეხვეწებიან ახალ თემაზე გადავიდეთ ეს საკმარისიაო. მაგრამ ანალის ვექტორიანი არავის რჩევას არ უსმენს, როდესაც ის რაღაცას ასწავლის, თვითონ იცის როგორაა უმჯობესი.

ანალური ,,ჩვევა“ კარგად წარმოაჩენს ანალების ურთიერთობას ლანდშაფტთან და აჩვენებს როგორ მუშაობს ეს დროში. მაგრამ ყველაზე საინტერესო ურთიერთობებში, არის ურთიერთობები აღქმული ენერგიის მეოთხედიდან, ურთიერთობები სხვა ადამიანებთან. ჩვენ ახლა გიჩვენებთ, თუ როგორ უთანაბრდება ანალის ვექტორიანი ლანდშაფტს, როგორ მუშაობს ეს თანაბრობა მის გონებაში, როცა ის ამყარებს ურთიერთობას ერთი - ერთთან. ის რასაც ჩვენ ახლა გავაკეთებთ, შეიძლება ეწოდოს ვექტორალური მათემატიკა, იმიტომ რომ ეს მუშაობს როგორც მათემატიკური ტოლობა. არის ორი სიდიდე A და B, ინდივიდი და ლანდშაფტი. განვიხილოთ შემთხვევები: ლანდშაფტი იცვლება და ინდივიდს უწევს რაღაც ქმედების განხორციელება, რომ მას გაუტოლდეს. თუკი მოქმედების ინიციატორი არის ადამიანი, ის ლანდშაფტისგან ელოდება ამ ქმედების ტოლ საპასუხო რეაქციას. როგორ მუშაობს ეს? შემთხვევა პირველი: არის ლანდშაფტი და მასში ხდება გარკვეული ცვლილება, დავუშვათ ეს ცვლილება არის უარყოფითი ხასიათის, მაგალითად ვიღაც ადამიანმა, ანალის ვექტორიანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ანუ ლანდშაფტიდან ამ ანალის მისამართით განხორციელდა ნეგატიური ქმედება, ვიღაცამ მას უწოდა დოყლაპია, რას აკეთებს ამ დროს ანალის ვექტორიანი ადამიანი? მანამდე მის გონებაში არსებობდა ბალანსი, მაგრამ ლანდშაფტიდან წამოვიდა ნეგატივი, მას დოყლაპია უწოდეს, ბალანსი დაირღვა, ანლის ვექტორიანი დაუყოვნებლივ პასუხობს: დოყლაპია თვითონ ხარ. უპასუხა და ყველაფერი ისევ გათანაბრდა, წამოვიდა ნეგატივი მის მიმართ, მანაც იგივე ოდენობის ნეგატივი გასცა და ბალანსი აღდგა. ახლა ეს გავართულოთ, ვთქვათ ვიღაცამ ანალს მოწერა წერილი, რომელშიც მას ასევე დოყლაპიას უწოდებენ, მაგრამ წერილის ბოლოში არ არის მითითებული გამომგზავნის მისამართი. რა ხდება ამ დროს? ლანდშაფტიდან წამოვიდა გარკვეული ნეგატივი მისი მისამართით, მაგრამ ამჯერად რადიკალურად სხვა სიტუაციაა, ანალს არ შეუძლია უპასუხოს, არ შეუძლია, რომ გაუთანაბროს, არ შეუძლია მიწეროს საპასუხო წერილი რომელშიც დაწერს დოყლაპია თვითონ ხარო, რადგან მისამართი არ იცის. მის გონებაში ხდება დაუყოვნებლივი დისბალანსი, მან მიიღო რაღაც ცუდი, მაგრამ დაბრუნება არ შეუძლია, ასეთ დისბალანსს ანალის გონებაში ეწოდება წყენა. თქვენ მას აწყენინეთ, მან კითქვენ ვერ გაწყენინათ, ამიტომ ის დარჩა ნაწყენი. როდესაც ანალის ვექტორიანს უვითარდება წყენა, მასში ავტომატურად წარმოიშობა შურისძიების სურვილი, უნდა რომ ეს წყენა უკან დაუბრუნოს ადრესატს და ამით აღიდგინოს დარღვეული ბალანსი. თუ გგონიათ, რომ დრო გავა და მას ეს წყენა დაავიწყდება, ძალიან ცდებით, ანალის ვექტორიანებს შესანიშნავი მეხსიერება აქვთ. მას აწყენინეს და დოყლაპია უწოდეს, მან კი პასუხის გაცემა ვერ შეძლო, გადის დრო, ანალს ყველაფერი ახსოვს, მას შეიძლება ღამეები აქვს ნათენები იმაზე ფიქრით როგორ უნდა უპასუხოს თავის შეურაცხმყოფელს. ანალის ვექტორიანის გონებაში ნებისმიერი დისბალანსი (იქნება ეს ნეგატიური, თუ პოზიტიური), დროის გასვლასთან ერთად იზრდება, რაც მეტს ფიქრობს ამ თემაზე, მით მეტად უღრმავდება ,,ჭრილობა“. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ანალი თავის შეურაცხმყოფელს ერთი კვირის შემდეგ შეხვდება, მისთვის ბალანსის აღსადგენად აღარ იქნება საკმარისი, შეურაცხმყოფელს მხოლოდ დოყლაპია დაუძახოს, ის კიდევ რაღაც საწყენ სიტყვას დაუმატებს, ვთქვათ ეტყვის დოყლაპიაც ხარ და კრეტინიცო, ამ დამატებაში ის თავის დროში დაგროვილ წყენას აქსოვს. ანალისთვის გათანაბრება ძალზე მნიშვნელოვანია, ეს თვით ანალურ რელიგიაში არსებულ გამონათქვამშიც კი ჩანს: ,,თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ!“ თუ თქვენ მას ერთი კბილი ჩამოუღეთ და მან მაშინვე ვერ შეძლო ამის გათანაბრება, რაც დრო გადის მისი წყენა იზრდება, ამიტომ ერთი კვირის შემდეგ, მისთვის საკმარისი არ იქნება თქვენ მხოლოდ ერთი კბილი რომ ჩაგიმტვრიოთ, მინიმუმ ორი. თუ ერთი თვე გავიდა, მაშინ სამი კბილი, ხოლო თუ ერთმა წელმა გაიარა, მაშინ უკვე სურვილი ექნება, რომ საერთოდ მთელი ყბა მოგინგრიოთ. ამიტომ ,,ოქროს წესია“, თუ ღმერთმა ნუ ქნას და შემთხვევით ანალის ვექტორიანს აწყენინეთ, დაუყოვნებლივ მოუბოდიშეთ, სანამ წყენის გააზრებას მოასწრებს, იმიტომ რომ რაც დრო გავა, მასში ამ წყენით გამოწვეული დისბალანსი მხოლოდ მოიმატებს, მასში ბრაზი იზრდება და რაც დრო გავა ამ წყენის საკომპენსაციოდ მისი პასუხი თქვენს მიმართ უფრო მეტად არაპროპორციული იქნება. ამიტომ სასურველია, თუ ანალის ვექტორიანს აწყენინეთ ბოდიში მაშინვე მოუხადოთ, ოღონდ ისე, რომ თვალთმაქცობა არ შეგამჩნიოთ, იმიტომ რომ თვალთმაქცობას ახალ შეურაცხყოფად მიიღებს, მას აწყენინეთ და კიდევ ატყუებთ, ეს მისთვის ორმაგად საწყენია. თუ ანალის ვექტორიანმა შეძლო და შეურაცხმყოფელს სამაგიერო გადაუხადა, მაშინ მისი დარღვეული ბალანსი აღდგება და უკვე ყველაფერი რიგზე აქვს, ხასიათიც მაშინვე გამოუკეთდება. სამაგიეროს გადახდის შემდეგ შეიძლება შეურაცხმყოფელს კიდეც შეურიგდეს. მაგრამ თუ იგრძნეს, რომ შურისძიებისას ზედმეტი მოუვიდათ, მაშინ ასევე დისბალანსი აქვთ იმის გამო, რომ იმაზე მეტი დააშავეს, ვიდრე დაუშავდათ, ამიტომ რცხვენიათ, სინდისი ქეჯნით. თუ ძალიან გადაამეტეს შურისძიებისას, მაშინ ძალიან რცხვენიათ და არ მოისვენებენ სანამ ამ გადამეტების გამო ბოდიშს არ მოიხდიან. ნებიმიერ დონეზე, ნებისმიერი ურთიერთობისას, ნებისმიერ ადამიანთან, ანალის ვექტორიანებს უნდათ იყვნენ თანაბრები.

ბალანს დარღვეულ ანალის ვექტორიანს ძალიან გაახარებთ, თუ აჩუქებთ ტუალეტის ქაღალდს მისი შეურაცხმყოფელის გამოსახულებით, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორი სიამოვნებით გამოიყენებს ის ამ ქაღალდს დანიშნულებისამებრ. ის თვლის, რომ ასეთი მოქმედებით შეურაცხმყოფელს ამცირებს. თუმცა ყველა ზემოთჩამოთვლილი, პრინციპში პატარა, უმნიშვნელო წყენებია. აი როდესაც ანალის ვექტორიანის წყენა უფრო დიდია, მას ყელში ბურთივით ეჩხირება ბოღმა, პირდაპირ შეკავებული ,,ბოღმისგან იგუდებიან“. ეს უკვე სულ სხვა დონის წყენისას ხდება, მაგალითად თუ მისი ამხანაგი მის ცოლთან იწვა. კანის ვექტორიანისთვის ასეთი რამ ჩვეულებრივი მოვლენაა, მან უბრალოდ თავისი პარტნიორების სიას კიდევ ერთი ქალი მიამატა, მან სხვისი ცოლით უფასოდ ისარგებლა. მაგრამ არ იცის რომ ამით ანალის ვექტორიანს ცხოვრება დაუნგრია, რადგან ანალის ვექტორიანის თვალში, საკუთარმა ცოლმა ხარისხი დაკარგა და ,,სუფთა ქალის“ განყოფილებიდან, ,,ბინძური კახპას“ განყოფილებაში გადაინაცვლა, ანალის ვექტორიანი ,,ვაჟკაცი“ შეარცხვინეს. ასეთი რამ ანალის ვექტორიანში იმდენად დიდ დისბალანსს იწვევს, რომ ამ ბალანსს ზოგჯერ მთელი სიცოცხლის მანძილზე ვეღარ აღიდგენს. მასში ფორმირდება ,,წყენა ცხოვრებაზე“, წყენა ყველა ქალზე, წყენა ყველა მეგობარზე. ეს წყენა იმდენად ძლიერია, რომ მთელი მისი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე გადევს (შესაძლოა ორივე მოკლას). ეს ანალის ვექტორიანისთვის იმდენად ძლიერი წყენაა, რომ არ შეუძლია რაიმეთი მისი გათანაბრება. თვითონაც რომ უღალატოს, მაშინ ისე თვითონ იქნება ,,ჭუჭყიანი“, რადგან ღალატი ერთვექტორიანი ანალის ფსიქიკაში არ დევს. ღალატი საშინელი იმითაც არის, რომ ის უკვე მომხდარი ფაქტია, ესაა ტალახიანი ლაქა მის ,,სუფთა“ წარსულზე და ამის გამოსწორება შეუძლებელია, ამას ვერ ეშველება მობოდიშებით, ნებისმიერი ამდაგვარი ფაქტი, ანალის ვექტორიანს მთელი ცხოვრება ნაწყენს ტოვებს. მაშინაც კი თუ ცოლი მოუბოდიშებს და დაარწმუნებს რომ ,,უნებურად მოუვიდა“, შეიძლება ეს ცოლი არც მოკლას და არც გააგდოს, მაგრამ მთელი ცხოვრება ,,ბინძურ კახპას“ დაუძახებს, მუდმივად ახსენებს ღალატს და ეუბნება უნდა მომეკალიო, შეიძლება პერიოდულად ცემოს კიდეც. ასე ფორმირდება ნამდვილი ანალური საყვედურით სავსე მზერა, დაბლა დაშვებული ნიკაპი, ტუჩის კუთხეები ქვემოთ იწვს, წყენა სახეზე ნიღაბივითაა შეყინული, რაღაცით სახე ბულდოგ ძაღლს უგავს.

უკვე გასაგებია ასეთი გამომეტყველების მიზეზი. თავიდან შეიძლება უბრალოდ ხელი ჩაიქნიოს, წავიდეს ერთი მაგისიცო, მაგრამ დროში ანალური წყენა უფრო და უფრო მომწიფდება და გაიზრდება. ასეთ შემთხვევაში კი არც თუ ისე დიდი ხანია საჭირო რომ ანალის გონებაში შურისძიების სურვილი მომწიფდეს. რაც უფრო იზრდება ანალის ვექტორიანის წყენა, მით უფრო ფართოვდება მისი სიძულვილის ადრესატთა წრე, ფართოვდება მისი წყენის საზღვრები. მაგალითად: მას უღალატა ერთმა კონკრეტულმა ქალმა, რა თქმა უნდა მის შემდეგ ქმედებას ბევრად განაპირობებს მისი განვითარების დონე, მაგრამ თუ ანალი განუვითარებელია ძალიან ხშირად ხდება, რომ მისი აზრი შემდეგ მიმართულებას იძენს: ის გაანაწყენა ,,ბინძურმა დედაკაცმა“, ის ქალი მის გონებაში ,,დედაკაცის განყოფილებაში“ იყო მოთავსებული, ამიტომ მისი სიძულვილი ვრცელდება უკლებლივ ყველა ქალზე. ის ფიქრობს რომ ცხოვრება მას უსამართლოდ მოექცა, ამიტომ უჩნდება სურვილი, რომ ცხოვრებაზეც და დედაკაცებზეც შური იძიოს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მისი სიძულვილის ობიექტად იქცეს ყველა ვინც ბედნიერია, ხოლო უბედურები ვინც არიან, მისი აზრით ,,ღირსები არიან“ და ასე უნდა იყვნენ. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ანალები სამწუხაროდ საკმაოდ ბევრია, დადიან, სახეზე საკუთარი თავის და სხვების სიძულვილი აქვთ შეყინული, და ირგვლივ სიბინძურეს და აგრესიას ავრცელებენ. თავისი ტანჯვისთვის მთელი კაცობრიობს დასჯა უნდათ, იმიტომ რომ ვიღაც ბედნიერია, თავად კი არ შეუძლიათ ბედნიერები იყვნენ. ნაწყენმა ანალმა თუ დაინახა, რომ ვიღაც მინდორში ამოსულ ყვავილზე ამბობს ლამაზიაო, ის ამ ყვავილს აუცილებლად გასრესს ფეხით. მისთვის ეს სამყარო დაბინძურებულია და აქ არ შეიძლება არსებობდეს რაიმე კარგი და ლამაზი. მას ყველა თავისნაირი უვარგისი გონია, მისთვის უკვე აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა ვინ არის დამნაშავე მის უბედურებაში, მისი სიძულვილი ადრესატს ყოველთვის პოულობს, ეს შეიძლება იყოს სხვა ნაციის, რასის, ან რელიგიის წარმომადგენელი, სხვა საფეხბურთო გუნდის გულშემატკივარი, ქალი, ბავშვი, მოკლედ ნებისმიერი. რადგან მთავარი აქ მისი ბალანსდარღვეული მდგომარეობაა, მას შინაგანი დისბალანსი აქვს. არსებობენ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ანალის ვექტორიანი ქალებიც, რომლებიც ზოგჯერ იქამდე მიდიან რომ თავისი დისბალანსის გამო შურს საკუთარ შვილზე ძიობენ, ეს გამოიხატება იმაში, რომ შვილს ხშირად ცემენ, ბინძურად ყავთ, ექვსი თვის ბავშვმა რომ ჩაისველოს ზოგჯერ საფენს არ უცვლიან როგორც დასველდი ისე იყავიო, ქმარი თუ ეტყვის ის ჯერ პატარაა რა ესმის ცოდოაო, შეიძლება უპასუხოს: ძალიანაც კარგად ესმის და სპეციალურად აკეთებს ნერვებზე რომ მომშალოსო.

თუ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ანალს ფიზიკური ტრავმაც აქვს, ის დადის განიცდის მუდმივ ტკივილს, თან ფსიქიკაში ნაწყენია, ამიტომ ცოფდება იმის გაფიქრებაზე რომ მას ტკივა, სხვებს კი არა. ხედავს, რომ სხვები მასზე უკეთესად არიან, თან თვლის, რომ თავისი ასეთი მდგომარეობა, თავის ბრალი არ არის. ამიტომ ვიღაც ხომ უნდა იყოს დამნაშავე?! ამიტომ თავის სიძულვილს მიმართავს ჯანმრთელ ადამიანებზე.

ისე არ იფიქროთ, რომ ყველა ნაწყენი ანალი კაცობრიობაზე ბრაზობს, ან ყველა ანალის ვექტორიანი ვისაც რაიმე ფიზიკური ნაკლი აქვს, ყველას მიმართ სიძულვილითაა გამსჭვალული, ასე არ არის, ჩვენ უბრალოდ წარმოგიჩინეთ რამოდენიმე უკიდურესობა და ვეცადეთ გვეჩვენებინა,ამის მიზეზები და ის, რომ ასეთებიც არსებობენ და არც თუ ისე ცოტა.

მოკლედ რომ ვთქვათ, როცა ანალის ვექტორიანის მიმართ გარედან ხდება ნეგატიური იმპულსი, მას აქვს სურვილი რომ ეს გაათანაბროს და ის თუ როგორ იძიებს შურს ანალი შეურაცხმყოფელზე, ბევრადაა იმაზე დამოკიდებული თუ რა დროა გასული შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ.

ახლა განვიხილოთ მეორე შემთხვევა: როდესაც ლანდშაფტის მხრიდან, ანალის ვექტორიანის მისამართით მოდის პოზიტივი. პრინციპი აქაც იგივეა, თუმცა არის გარკვეული სხვაობაც. ვთქვათ მოხდა რაღაც სასიამოვნო სიურპრიზი, რომელიც ანალის ვექტორიანისგან საჭიროებს სწრაფ რეაგირებას. ერთვექტორიან ანალებს სიურპრიზები ზოგადად არ უყვართ, მითუმეტეს თუ ეს სიურპრიზი მოდის მათთვის არცთუ კარგად ნაცნობი ადამიანისგან, ასეთ სიურპრიზებს ანალები ვერ ენდობიან. მაგრამ თუ სიურპრიზი ნაცნობისგან მოდის, მაგალითად მეგობრისგან, მაშინ უხარიათ.

მაშ ასე, ანალის ვექტორიანის მისამართით ლანდშაფტისგან წამოვიდა პოზიტივი, მოხდა რაღაც კარგი. ვთქვათ ვიღაცამ სიკეთე გაუკეთა. ანალის ვექტორიანებისთვის ყველაფერი უკუკავშირის პრინციპით მუშაობს, ვინმე თუ კომპლიმენტს ეტყვის, თვითონაც კომპლიმენტით უპასუხებს. ანალის ვექტორიანები უბრალო ხალხია და მათი გულის მოგება საკმაოდ ადვილია, ეტყვით რაღაც კარგს და ისინიც კარგით გიპასუხებენ. ეს აქაც ისევე მუშაობს, როგორც წყენის შემთხვევაში, თუ მაშინვე ვერ უპასუხა, ემოცია გროვდება. ანალის ვექტორიანის ფსიქიკა პოზიტივის გათანაბრებასაც ისევე ითხოვს, როგორც ნეგატივისას, უბრალოდ პოზიტივი ისეთ საშინელ მდგომარეობაში არ აგდებს. თუ რაღაცით ვინმეს მადლიერია, ის ეძებს მადლობის გადასახდელად ხელსაყრელ შემთხვევას, რომ პოზიტიური იმპულსის გათანაბრება შეძლოს. ვინც მას კარგს გაუკეთებს, ანალის ვექტორიანი მუდმივად ცდილობს მისი მისამართით პატივისცემა გამოხატოს, რაღაცით ასიამოვნოს. თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ასეთი სქემით მხოლოდ ანალური ვექტორი ურთიერთობს. კანის ვექტორიანი მადლიერების გრძნობისგან არასოდეს დაიტანჯება, არც სინდისის ქენჯნა შეაწუხებს, თუ კანის ვექტორიანს რამე აწუხებს, მხოლოდ ის, რომ საკმარისი ვერ მოიხვეჭა, ერთვექტორიანი კანი გამარჯობასაც არავის ეტყვის თუ მისგან სარგებელს არ ელოდება. ნებისმიერი ნორმალური კანის ვექტორიანის რეაქცია ლანდშაფტისგან წამოსულ პოზიტივზე იქნება: კიდევ მინდა. ანალის ვექტორიანს კი სურვილი აქვს გაათანაბროს ნეგატივიც და პოზიტივიც.

გასაგებია რომ თანასწორობისთვის უნდა იყოს ორი ობიექტი თვითონ და ლანდშაფტი, მაგრამ ქმედების ინიციატორი ყოველთვის ლანდშაფტი არ არის. ანალის ვექტორიანმაც შეიძლება რაღაც ქმედებას მიმართოს ლანდშაფტის მისამართით. აქაც ასევე ორი შესაძლო შემთხვევაა: პირველი, როცა ვიღაცას თვითონ უკეთებს ცუდს, მაგალითად: რაღაცის გამო ცოლს უსამართლოდ აწყენინა, ცოლი ტირის, ამ ანალის ვექტორიანს კი საკუთარი ცუდი საქციელის გამო სინდისი ქენჯნის. ცოლს მისთვის არაფერი დაუშავებია, მან კი აწყენინა, ამ შემთხვევაში ანალის ვექტორიანი ან ბოდიშს მოიხდის, ან ცოლს თხოვს შენც რამე საწყენი მითხარი და ბარი-ბარში ვიქნებითო. ეს რა თქმა უნდა სასაცილოდ ჩანს, მაგრამ ანალის ვექტორიანს ძალიან ჭირდება რომ თავისი ცუდი საქციელის გამო გაჩენილი დანაშაულის გრძნობა მოიშოროს. თუ არის ისეთი სიტუაცია, რომ ბოდიშის მოხდას დაუყოვნებლივ ვერ ახერხებს, ვთქვათ ცოლი ისე განაწყენდა რომ სახლიდან მანამ წავიდა, სანამ ანალი მობოდიშებას მოასწრებდა. ამის გამო ანალის ვექტორიანში წარმოიშობა დანაშაულის გრძნობა, ხვდება თავის დანაშაულს, უნდა რომ ბოდიში მოიხადოს და პატიება ითხოვოს. საერთოდ ბოდიშის მოხდა ანალის ვექტორიანისთვის რთულია. ძალიან იშვიათია, როცა ანალის ვექტორიანი აცნობიერებს, რომ თვითონ მართალი არ იყო. ეს იგივეა თქვას, რომ წარსული არასწორია. ამიტომ თუ ასეთი რამ ხდება, თუ ანალის ვექტორიანი ადამიანი იხდის ბოდიშს, ის ამას მთელი გულით აკეთებს (თუ თქვენ მრავალვექტორიანი ადამიანი ხართ, რომელსაც აქვს ანალური ვექტორი, როცა ბოდიში გაქვთ მოსახდელი, ეცადეთ ეს ანალურად გააკეთოთ).

ანალური შეგრძნებები ძალზე ეფექტურად გამოიყენება კინოფილმებში, თქვენ ალბათ არაერთი ფილმი გინახავთ, როდესაც მთავარი გმირი, ნამდვილი ანალი ,,ვაჟკაცი“, დანაშაულის გრძნობის გამო იტანჯება, უშვებს წვერს, თავს არ უვლის, სვამს, დარდობს რომ მისი შეცდომის გამო დაიღუპა მისი მეწყვილე, მეგობარი, ან ოჯახის წევრი. ასეთი ანალი პერსონაჟები მთელ დანაშაულს თავის თავს აბრალებენ. შემდეგ კი ბოროტმოქმედებზე ანალურად ძიობენ შურს. თვითონ ერთია, დამნაშავეები ბევრი და ის ამ ბოროტმოქმედებზე ერთიმეორის მიყოლებით ძიობს შურს და ყველას ხოცავს. ეს არის კლასიკური სცენარი რეალიზებულ, მაგრამ ნაწყენ ანალზე და განუვითარებელ, ბოროტმოქმედ კანის ვექტორიანებზე, ასეთი ფილმები ალბათ ათობით გინახავთ.

ეს ახლა ნაკლებ მნიშვნელოვანია, მთავარია ვიცოდეთ, რომ წყენა, შურისძიება, დანაშაულის გრძნობა, მადლიერების გრძნობა, ანალური ცნებებია. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ანალის ვექტორიანი ნაწყენი იყოს,სრულიად შესაძლებელია, რომ ის ჩვეულებრივი, ნორმალური ადამაინი იყოს ყოველგვარი წყენის და დანაშაულის გრძნობის გარეშე, მაგრამ თუ ვინმეს აქვს ასეთი მდგომარეობები, ის უპირობოდ ანალის ვექტორიანია.

შემდეგი შემთხვევა, როდესაც თვითონ ანალის ვექტორიანი უკეთებს ვინმეს კარგს, ანუ ლანდშაფტის მიმართ უშვებს პოზიტიურ იმპულსს. როდესაც კარგს აკეთებს, ამაზეც საპასუხო რეაქციას ელოდება, ანუ მან ვიღაცის მიმართ გააკეთა რაღაც პოზიტიური, ამიტომ იმ ვიღაცისგან ელოდება მადლობას, ელოდება რომ მის მიმართ გამოავლენენ მოკრძალებას. მან რაღაც კარგი გააკეთა, ამიტომ ელოდება, რომ საპასუხოდ მასაც კარგს გაუკეთებენ. თუ მადლობას არ გადაუხდიან, ანალის ვექტორიანებს წყინთ, მაგრამ ითმენენ, გულში იხვევენ, ეს წყენა დროთა განმავლობაში იზრდება, ერთ მშვენიერ დღესაც შეკავებული ბრაზი ამოხეთქავს და იტყვის: მორჩა! ჩემი მოთმინება ამოიწურაო! ეს ნიშნავს რომ ანალის ვექტორიანი მზადაა მოქმედებისთვის. არ იფიქროთ, რომ სიკეთის სანაცვლოდ ანალის ვექტორიანები თქვენგან ბევრს მოელიან, ყველაფერი რაც ამ სიკეთის სანაცვლოდ ჭირდებათ, არის მადლიერება და პატივისცემა.

საერთოდ, შექება ანალის ვექტორიანის გულის მოსაგებად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ანალის ვექტორიანები ბავშვობიდანვე მგრძნობიარენი არიან შექების მიმართ. ანალი პატარაობაში რაღაცას რომ გააკეთებს მიდის დედასთან, უყურებს თვალებში და ელოდება როდის შეაქებს დედა და ქების ნიშნად შუბლზე აკოცებს, ეს მისთვის იმის ნიშანია, რომ ყველაფერი კარგად გააკეთა, ის კარგი და დამჯერია, დედას უყვარს და ყველაფერი რიგზეა. მივლენ დედასთან და ეუბნებიან: დედა ოთახი დავალეგე, ხომ ყოჩაღი ვარ? თუ დედა შეაქებს ეს ძალიან სიამოვნებთ. თუ დედა მიხვდა, რომ მის შვილს შექება სჭირდება და ქება მისთვის მოქმედების მოტივატორია, ასეთი დედა შვილს ყოველთვის შეაქებს და ანალის ვექტორიანი ბავშვიც აუცილებლად გააკეთებს ყველაფერს რასაც დაავალებენ, რომ დედის ქება დაიმსახუროს. მაგრამ თუ დედას მისი შექება ზედმეტი მოუვიდა და მაშინაც კი აქებს, როცა ბავშვს ქება რეალურად არ დაუმსახურებია, მაშინ ანალურ ვექტორში წარმოიშობა ძალზე ცუდი სცენარი, რომელსაც ეწოდება ,,კარგი ბიჭის კომპლექსი“. ამ დროს ანალი ბავშვი ეჩვევა ბევრ და დაუმსახურებელ ქებას, ეს ისე არ გაიგოთ, თითქოს შექება ცუდია, ცუდი მხოლოდ დაუმსახურებელი ქებაა. ასეთი ქების გარეშე უკვე აღარაფერს აკეთებს, ეს კი ზრდასრულობისას მას არაქმედითუნარიანად აქცევს, რადგან მზადაა ყველაფერი გააკეთოს, ოღონდ ვიღაცისგან ქება და მადლობა დაიმსახუროს. შემდეგში როცა სამსახურს იწყებს, როგორც წესი შოულობს ისეთ სამსახურს, სადაც დაბალი ანაზღაურება და ბევრი სამუშაო აქვს, ამას კი ისევ საკუთარ თავს აბრალებს, მეტი უნდა ვიმუშაო რომ პატივისცემა და მადლობა დავიმსახუროო. ასეთი ანალები მაშინაც კი როცა უკვე ხანში შესული, მელოტი ბაბუები არიან, შექებისადმი ისევ ძალზე მგრძნობიარენი რჩებიან. ყველა სტუმარს ათვალიერებინებენ სახლს, ეუბნებიან, რომ ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთეს, შემდეგ კი სტუმრებს თვალებში შეციცინებენ და ელოდებიან როდის შეაქებენ ხელმარჯვეობისთვის. ამიტომ თუ თქვენ ანალის ვექტორიანი შვილი გყავთ, ძალზე ფრთხილად უნდა იყოთ მასი შექებისას, რადგან თუ ის ქებას მართლაც იმსახურებს, მაგრამ თქვენ არ შეაქეთ, ამის გამო მას განუვითარდება წყენა, ხოლო თუ დაუმსახურებლად შეაქებთ, ის გახდება შექებაზე დამოკიდებული. თყუილად არ თქვათ, რომ მას რაღაც კარგად გამოდის, რადგან მას აქვს შინაგანად იმის შეგრძნება თუ რეალურად რა შეუძლია და თუ იტყუებით ამას აუცილებლად იგრძნობს. ეს ნიშნავს რომ მას არასწორ ინფორმაციას აძლევთ, ანუ მასთან ურთიერთობაში არ ხართ გულწრფელი, ეს კი მას ასევე ანაწყენებს. მეორე მხრივ, თუ მას არ აქებთ, როცა ამას მართლა იმსახურებს, ეს ანალი ბავშვისთვის ნიშნავს, რომ თქვენ მისი ქმედებით უკმაყოფილო ხართ.

სწორედ ამ მახასიათებლებით აღიქმება ანალური ვექტორის ურთიერთობები ენერგიის მეოთხედის გადმოსახედიდან, ეს ჩანს როგორც მათემატიკური ტოლობა, ანალის ვექტორიან ინდივიდსა და ლანდშაფტს შორის. ნამდვილი ანალური გამოთქმაა: ,,რომელი აღიღებს მახვილს, მახვილითვე განიგმირება“, ეს ნიშნავს, რომ როცა რაღაცას დააშავებ, ამ დანაშაულის ტოლ საპასუხო რეაქციასაც უნდა ელოდე. როგორც მოექცევით, თავადაც ისე მოგექცევათ და მერე ამის გამო პრეტენზიები აღარ უნდა გქონდეთ. ეს ძალზე უბრალოდ მუშაობს კარგის წილ - კარგი, ცუდის წილ - ცუდი. ერთადერთი რაც ამ უბრალოებას ართულებს, ესაა დროის ფაქტორი. დროის ფაქტორი კანის ვექტორიანებისთვის მხოლოდ პროცენტებით მუშაობს, შენ ისარგებლე მისი ფულით, ამიტომ მან თქვენგან უნდა მიიღოს პროცენტული სარგებელი, კანის ვექტორიანებისთვის ფული შეფასების ძირითადი კრიტერიუმია. ანალის ვექტორიანები კი დროის მეოთხედს მიეკუთვნებიან, ამიტომ დრო მათთვის ხარისხის მატების ფაქტორია, ამიტომ ნებისმიერ ქმედებაზე საპასუხო რეაქცია, ანალის ვექტორიანების მხრიდან დროში მხოლოდ იზრდება და იბერება.

იბერება წყენა, ასევე მადლიერების გრძნობაც, ნებისმიერი დისბალანსი დროში მხოლოდ იზრდება და უფრო ძლიერ კომპენსირებას საჭიროებს.

როდესაც განვიხილავდით კანის ვექტორს, ჩვენ ვახსენეთ, რომ კანის ვექტორში ურთიერთობის დონეზე შეგვიძლია დავაკვირდეთ ორ გარემოებას, კანის ვექტორში ჩვენ ეს წარმოგიდგინეთ ტემპერამენტით (ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ: რომ ტემპერამენტი არის სურვილის ძალა). კანის ვექტორში ტემპერამენტი კანური თვისებების ძალაა, ანალის ვექტორში ანალურის, ამიტომ მაღალტემპერამენტიან ანალს ყველაფერი უფრო მეტად მოწესრიგებული აქვს, უფრო მოწესრიგებულია, ძალზე მცოდნე, იცის ყველაფერი. რაც უფრო მაღალტემპერამენტიანია ანალის ვექტორიანი, მით უფრო დიდ მასშტაბებს მოიცავს მისი ცოდნა, მით მეტ ,,განყოფილებებს“ მოიცავს მისი გონება, უწვრილმანეს დეტალებში ხვდება უმცირეს შეცდომასაც კი, ყველაფერს სწავლობს, ზედმეტად უკირკიტებს დეტალებს.

პირობითად: არის ნორმალური, სტანდარტული კანის ვექტორიანი, ეშმაკი, ცოტა მატყუარა, საშუალო ტემპერამენტით. მას აქვს სტანდარტული, კანური თვისებები, აზროვნებს გათვლით, ყველაზე მეტად კი ფულით ანგარიშობს. ის ძირითადად კონკურირებს თავისნაირი ტემპერამენტის მქონე კანის ვექტორიანებთან, იმათთან ვინც მის გარშემოა, რადგან მის ახლომახლო ძირითადად მისნაირი ტემპერამენტის ადამიანები ტრიალებენ. კანის ვექტორიანი ყველა მათგანს ეჯიბრება, ყველა ესენი კანურად რომ შევაფასოთ, მათ პირობითად ერთნაირი შემოსავალი აქვთ, ვთქვათ, თვეში ათასი ლარი, თუ ეს კანის ვექტორიანი დანარჩენებს არ ჩამორჩება მაშინ ყველაფერი ნორმაშია, ის ფორმას ინარჩუნებს, როგორც მინიმუმ ცუდად არ არის. თუ ის ასეთი ტემპერამენტით გამოიმუშავებდა სხვებზე ნაკლებს, მას ექნებოდა სტრესი, იფიქრებდა, რომ წარუმატებელია, ის ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის რომ ნორმალურ მდგომარეობას დაბრუნებოდა. ეს გადახვევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ გაიხსენოთ რას ნიშნავს გადახრა ფსიქიკაში. თქვენ უკვე იცით, რომ კანის ვექტორიანები ურთიერთობენ სასარგებლოობის პრინციპით, მაგრამ თუ მშობლებმა ზედმეტად, ან ზომაზე ნაკლებად ,,დატვირთეს“, მას ექნება სტრესი, რადგან თავს იგრძნობს ბუნებრივ ტემპერამენტზე მაღლა, ან დაბლა. ჩვენ ეს ყველაფერი უკვე გითხარით, მაგრამ საჭიროა დავამატოთ, რომ ბუნებრივ ტემპერამენტზე თავის მაღლაც და დაბლა აღქმაც, თავის მხრივ იყოფა ორ მდგომარეობად. ურთიერთობის დონეზე როგორც ანალს, ისე კანსაც აქვს ურთიერთობის გამომხატველი ორი სიტყვა, თანაბარი და ტოლი. ტოლი იმ მხრივ, რომ კანის ვექტორიანი ნებისმიერ სიტუაციას ერგება, ხოლო თუ თავს ბუნებრივ ტემპერამენტზე მაღლა, ან დაბლა აღიქვამს, გამოდის რომ არ შეუძლია სიტუაციასთან ადეკვატურად რეაგირება, სიტუაცია იცვლება, ამ კანის ვექტორიანს კი არაბუნებრივი აღქმის გამო სწორად რეაგირება არ შეუძლია, ანუ თავის კანურ თვისებებს სწორად ვერ იყენებს. თანაბრობა კი იმ მხრივ, რომ ნორმალურ მდგომარეობაში მყოფ კანის ვექტორიანს ნებისმიერ სიტუაციასთან სასარგებლო მიდგომა აქვს, კანი ყველაფერს ზომავს საკუთარ თავთან შეფარდებით და ურთიერთობას ამყარებს იმ პრინციპით, რომ მიიღოს მაქსიმალური სარგებელი. თუ ის თავს გრძნობს ბუნებრივ ტემპერამენტზე დაბლა, ის თავს მუდამ წაგებულად გრძნობს და პირიქით. კანის ვექტორი პირველი იყო ჩვენს მიერ აღწერილ ვექტორებს შორის, ამიტომ საკმაოდ ღრმად ვერ გავეცანით, არ ხერხდებოდა რაღაც საკითხების ისე სიღრმისეულად გადმოცემა, როგორც ახლა, ამიტომ პერიოდულად მოგვიწევს უკან დაბრუნება, იმისთვის რომ უფრო სიღრმისეულად ავხსნათ, ზოგიერთი შტრიხი, თუმცა არის მთელი რიგი საკითხები რომლებიც მხოლოდ მოგვიანებით გახდება გასაგები. ყოველი შემდეგი ვექტორის აღწერისას ჩვენ წავალთ უფრო ღრმად ვიდრე წინა ვექტორში. უფრო სიღრმისეულად განვიხილავთ ვექტორების არსს და შევხედავთ მათ უფრო სხვა დონიდან. ამიტომ ანალურ ვექტორში უკვე ურთიერთობის დონეზე, განვიხილავთ მის ზოგიერთ გადახრას, ორივე მიმართულებით.

ანალის ვექტორიანის ურთიერთობაშიც არის ზემოთხსენებული ორი ძირითადი სიტყვა, ტოლობა და თანაბრობა. მოცემულ, ურთიერთობის დონეზე ჩვენ აღვწერთ ანალური ვექტორის ლანდშაფტთან ტოლობას. შევხედოთ რა ხდება, როცა ანალის შინაგანი თვითშეგრძნება, განსხვავდება იმ დონისგან, რომელიც მას ბუნებრივად აქვს მიცემული. თქვენ იცით, რომ არის ფსიქიკის ხუთი ფენა, ყოველი მომდევნო ფენა, შენდება წინაზე, ამიტომ ფსიქიკის ყოველი ფენა ხარისხობრივად ახალ შესაძლებლობას აძლევს ცოცხალი ნივთიერების კაფსულას. მაგრამ ეს შესაძლებლობები, აბსოლუტურად, სრული მთლიანობით, შენდება იმაზე, რაც უკვე არსებობდა წინა დონეზე, იმაზე რაც უკვე მოხდა. ამიტომ ნებისმიერი ვექტორი, მოცემულ შემთხვევაში კი ანალური ვექტორი, ურთიერთობს, საკუთარი აზროვნებიდან გამომდინარე, ანუ იმის მიხედვით თუ როგორ აღიქვამს ის გარემომცველ სამყაროს. თქვენ უკვე იცით როგორ აღიქვამენ ანალის ვექტორიანები გარემომცველ სამყაროს, ისინი ყველაფერს ანაწილებენ გონების განყოფილებებში. მაგალითად: არის ბევრი ისტორიკოსი. ის რითიც ისინი განსხვავდევიან ერთმანეთისგან, ესაა ცოდნის ხარისხი, ცოდნის სიღრმე, რამდენად ბევრი წყაროდან აქვთ ინფორმაცია ათვისებული, რამდენად ბევრი წიგნი წაიკითხეს ისტორიის თემაზე და ა.შ. ვთქვათ ვიღაცას გონია, რომ ხინკალი არის ნამდვილი ქართული კერძი იმიტომ რომ ჯერ კიდევ მეთხუთმეტე საუკუნის წყაროებშია მოხსენიებული, ვიღაც წავა უფრო ღრმად და აღმოაჩენს, რომ ხინკალი ქართული კერძი არ არის, ვიღაც კიდევ უფრო ძველ წყაროებს ,,ამოქექავს“ და გაარკვევს, რომ ხინკალი საქართველოში შემოვიდა მონღოლებისგან, რომლებსაც ქონდათ ხინკლის მსგავსი საჭმელი, ვიღაც შემდეგ იმით დაინტერესდება თუ ვინ იყვნენ მონღოლები და როგორ მოხვდნენ საქართველოში, ვიღაც კი აქედან კი დაიწყებს კვლევა-ძიებას, მაგრამ ბოლოს გაარკვევს თუ პირველად ვინ და როდის დაამზადა ხინკალი, თან ამის გასარკვევად საერთოდ მთელი მსოფლიოს ისტორია შემოესწავლება. ეს კარგად აჩვენებს რას ნიშნავს ანალური გონება და ამ გონების განყოფილებების სიღრმე. ერთი სიტყვის აღსაწერად შეიძლება ქოდნეს ერთი ან რამოდენიმე დანაყოფი, გააჩნია მისი განყოფილებების დეტალიზაციის საფეხურს, ეს ასევე დამოკიდებულია მის ტემპერამენტსა და განვითარების დონეზე.

ახლა ვნახოთ როგორ ვლინდება ეს ყოველივე ანალის ვექტორიანში ადამიანებთან ერთი-ერთზე ურთიერთობისას. ანალის ვექტორიანის ურთიერთობები ასევე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მის განვითარებაზე, იმაზე რამდენად კარგად შეუძლია ცნებების დიფერენცირება. თუ ის განუვითარებელია, ყველაფერს უხეშად ალაგებს, მის გონებაში მხოლოდ ორი დანაყოფია ვაჟკაცი და დედაკაცი, ვაჟკაცი კარგია - დედაკაცი ბინძურია და მორჩა. ასეთი ანალის ვექტორიანი, სხვა, თავისთან შედარებით უფრო განვითარებულ ადამიანებთან ურთიერთობისას უხეშია, იმიტომ რომ მის გონებაში ცოტა განყოფილებაა, რის გამოც ყველას ერთნაირი საზომით ზომავს. თუ ოდესღაც ერთმა შავკანიანმა საფულე მოპარა, თვლის რომ ყველა ზანგი ქურდია, ამიტომ ისინი ძულს და სადაც შავკანიანი შეხვდება ცემს. მის გონებაში არის ორი მთავარი დანაყოფი, პირველში არის თვითონ და მისნაირები, ხოლო მეორეში ყველა დანარჩენი. ასეთი ანალი საკმაოდ უბრალო სიტყვებით მეტყველებს, მათ არ შეუძლიათ ცნებებს შორის განსხვავების დანახვა. თუ ასეთ ანალს ვინმესთან რამეზე მოლაპარაკება უწევს, ცდილობს საკუთარი მოსაზრება ძალით გაიტანოს. მისთვის არ არსებობს მტყუან-მართალი, ის მხოლოდ საკუთარ თავს აღიქვამს, ამიტომ აუცილებლად თავისი უნდა გაიტანოს, სხვა ალტერნატივა მისთვის არ არსებობს. თუ ანალის ვექტორიანი განვითარებულია, მაშინ მისთვის მთავარი ფასეულობა საკუთარის გატანა კი არა, არამედ ნამდვილი ჭეშმარიტების გარკვევაა.

სოციალიზმის ეპოქაში არსებობდა ანალების მიერ შემოღებული კლასობრივი დაყოფა, ერთ მხარეს იყვნენ ,,კარგი სოციალისტები“, ხოლო ყველა დანარჩენი იყო მათი მტერი, ანუ ცუდი ადამიანები. სხვებს ისინი ,,სისხლისმსმელ კაპიტალისტებს“, ,,წურბელა კულაკებს“, ,,მეშჩან ბურჟუაზიას“ უწოდებდნენ, ამ დამამცირებელი ეპითეტების მიკერებით, მათ ხარისხს შეურაცხყოფდნენ. თვითონ კი მაღალხარისხიანი ადამიანები იყვნენ, თავს სხვებზე უკეთესებად თვლიდნენ. ვინაიდან ,,სხვები“ ცუდები იყვნენ, საჭირო იყო მათი განადგურება, ამიტომ ხშირად ისმოდა მოწოდებები: ,,სიკვდილი კაპიტალისტებს“, ,,გავანადგუროთ ხალხის მტრები“ და სხვა. ხშირან ნახავთ ანალ პოლიტიკოსებს შეჭმუხნილი წარბებით, დაშვებული ნიკაპით, კბილს კბილზე რომ აჭერენ, საუბრობენ სიძულვილის ენით, აპელირებენ ტრადიციებზე, ხალხს მოუწოდებენ რაღაც ტიპის უმცირესობის დაგმობის, ან განადგურებისკენაც კი, ასეთი თუ ხელისუფლების სათავეში მოექცა, ყველას გაანადგურებს ვისაც ვერ იტანს. არ იფიქროთ რომ სოციალიზმი ანალური იდეოლოგიაა, თვით ეს იდეა არის ურეთრალ-სმენური, ის წამოიწყეს ურეთრალებმა, მაგრამ განხორციელეს, კანის და ანალის ვექტორიანებმა და გზა მისცეს საკუთარ შეკავებულ სიძულვილს.

განვიხილოთ მეორე უკიდურესობა ანალურ ვექტორში, როცა ანალის ვექტორიანს გონებაში საკმაოდ ბევრი განყოფილება აქვს. წინა შემთხვევაში ანალს ძალზე უხეში აღქმა ქონდა, რადგან რაღაც მიზეზის გამო ვერ შეძლო საკმარისად განვითარებულიყო. ამ შემთხვევაში საქმე პირიქითაა, თუკი საშუალო ტემპერამენტის მქონე ანალის ვექტორიანი ბავშვი თავს გრძნობს კარგად, სწავლობს გაკვეთილებს, სკოლაში თავს კომფორტულად გრძნობს. ის რეალურად აკეთებს იმდენს, რამდენზეც ყოფნის საკუთარი ტემპერამენტი, ეს ძალისხმევა შეიძლება ცოტა ყოფილიყო მაღალტემპერამენტიანი ანალისთვის, მაგრამ საშუალო ტემპერამენტიანისთვის საკმარისია. საშუალო ტემპერამენტიანს საკუთარი ფუნქცია აქვს და სურვილის ძალა ყოფნის იმდენზე რომ საკუთარი ფუნქცია შეასრულოს. მაგრამ ვთქვათ მისი მამა თვლის, რომ მისი შვილი საკმარისად არ მეცადინეობს და უნდა, რომ შვილი გენიოსად აქციოს. ამიტომ საშუალო ტემპერამენტიანი ანალი შვილისგან ითხოვს კიდევ უფრო მეტ მეცადინეობას და დამატებითი ლიტერატურის მეტად გაცნობასაც. აიძულებს მანამ არ დაიძინოს სანამ ყველაფერს ისე არ ისწავლის როგორც მამა უბრძანებს. ვიღებთ შემდეგ რეზულტატს: ეს ანალის ვექტორიანი ბავშვი თავის გონებაში ქმნის უამრავ განყოფილებას და შეუძლია ყოველი მოვლენა დეტალურად დაალაგოს გონებაში, რა სიტუაციაც არ უნდა შეიქმნას მას შეუძლია გაიხსენოს ანალოგი, თითქოს ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ასეთი ანალი ყველას ყველაფერს შეუსწორებს და ოდნავ შეცდომასაც კი არავის შეაჩენს. რასაც არ უნდა მოკიდოს ხელი, ყველაფრის დაგეგმვისას ცდილობს ზედმეტად ბევრი ფაქტორი გაითვალისწინოს, იმდენს ფიქრობს და გეგმავს, რომ რეალურად პაწაწინა ნაბიჯის გადადგმაც კი უჭირს. რაღაცის თქმაც კი ეძნელება, რადგან ფიქრობს ამას ვინმე ცუდად ხომ არ გაიგებს. მოკლედ იმ ზედმეტი ზეწოლის გამო რომელიც ბავშვობაში მასზე განხორციელდა, ის უბრალოდ ძალიან ნასწავლი კი არ გახდა (ის რაც მას დაემართა პრინციპში ჭკუასთან საერთოდ არ არის კავშირში), არამედ მისი გონება გადაიტვირთა, აქვს იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე მის გონებას შეუძლია გადაამუშავოს. ამიტომ არ იცის რა უყოს ამდენ ინფორმაციას. ის ცდილობს იყოს ძალზე ტაქტიანი და ზრდილობიანი, მაგრამ იმდენად არაქმედითუნარიანია, რომ დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია. თუ ასეთ ანალის ვექტორიანს ერთვის ვიზუალური ვექტორიც, ასეთი უკვე არა მარტო არაქმედითუნარიანია, არამედ პრინციპში დამოუკიდებლად არსებობასაც კი ვეღარ შეძლებს. სულ რაღაც აწუხებს, ხშირად ტკივა თავი, სახეზე ლაქები აქვს, თავს სულ ცუდად გრძნობს, თან რცხვენია ამ ცუდად ყოფნის შესახებ ვინმეს უთხრას და ფიქრობს, რომ უმჯობესია მოკვდეს. წყურვილით რომ იხრჩობოდეს, ისიც კი ერიდება, ვინმეს წყალი თხოვოს. თან ცოდნა და განათლება არ აკლიათ, მუდმივად ცდილობენ თავი სხვის ადგილზე წარმოიდგინონ და დაინახონ რაიმეს თხოვნით ვინმეს რაღაც პრობლემა ხომ არ შეექმნება, ან საკუთარი სუნთქვით ვინმეს ხომ არ აწუხებენ. ასეთები პრობლემას იქაც კი ხედავენ სადაც პრობლემა არ არსებობს, ისინი იმდენად ზედმიწევნით განიხილავენ ყველაფერს, რომ პრობლემას სადღაც მაინც მიაგნებენ. ასეთ ანალებს ყოველთვის ერიდებათ ვინმეს ,,შენობით“ ესაუბრონ და ამიტომ უმეტესობას ,,თქვენობითი“ ფორმით მიმართავენ. თუ ასეთი ანალ-ვიზუალი სკოლაში ასწავლის, ის საკუთარ მოწაფეებსაც მუდამ ,,თქვენობით“ მიმართავს. კუნთ-ანალ-კან-ორალი მოსწავლე რომელსაც კანი თავხედ მდგომარეობაში აქვს და გარეგნულადაც ნამდვილი ,,დინოზავრია“, ასეთ მასწავლებელს მუდამ თავხედურად ელაპარაკება და მასხარად იგდება, ანალ-ვიზუალები კი ზემოთხსენებული მდგომარეობით ძალზე მორიდებულები არიან, არ შეუძლიათ სიმკაცრე გამოიჩინონ. გაკვეთილის ახსნისას თუ რამე შეეშალა ეს მას საერთოდ მორალურად ანადგურებს. თუ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ანალ-ვიზუალს სიტყვით გამოსვლა უწევს სახალხოდ ეს საერთოდ საშინელებაა, ის წინასწარ გაიზეპირებს წარმოსათქმელ სიტყვას, ტრიბუნაზე ასული ნერვიულობს, ორიოდე წინადადების შემდეგ რაღაც ეშლება, ამის გამო საერთოდ ითიშება და რაც იცოდა ყველაფერი ავიწყდება, ის გრძნობს რომ თავი შეირცხვინა. ასეთი ანალ-ვიზუალუბის მორცხვობით ხშირად სარგებლობენ კანის ვექტორიანები, მაგალითად: შედის ასეთი ანალ-ვიზუალი მაღაზიაში, იქ მუშაობს კანის ვექტორიანი გამყიდველი, ანალ-ვიზუალი ყიდულობს 20 ლარის რაღაცას, აწვდის გამყიდველს 50 ლარიანს, გამყიდველი აწოდებს ნავაჭრს და ვითომც არაფერია ისე შებრუნდება, ეს კი დგას, ელოდება როდის დაუბრუნებენ ხურდას, თან ერიდება რომ თავისი ფული მოითხოვოს, ხომ შეიძლება გამყიდველს ძალით არ უნდოდა მისი ფულის მითვისება და უბრალოდ დაავიწყდა. ასეთს ქუჩაში ვინმე თუ დაეჯახება, ბოდიში შეიძლება თვითონ მოიხადოს, ჩემი ბრალია ცუდად ვიდექიო. მუდამ ისე იქცევა თითქოს რაღაცაში დამნაშავეა. ასეთები ზედმეტად მგრძნობიარეები არიან, არა მხოლოდ ცუდად ნათქვამი სიტყვა წყინთ, არამედ ისიც კი როცა ვინმე ალმაცერად შეხედავს. მხოლოდ შეხედავენ, ეს კი ცრემლებს გადმოღვრის, ვიღაცა ვერ მიტანსო.

ჩვენ ახლა წარმოგიდგინეთ ორი უკიდურესობა ანალურ ვექტორში უხეში და ტაქტიანი, პირველი: როცა გონებაში ძალზე ცოტა განყოფილება აქვს, მეორე: როცა გონებაში საჭიროზე მეტი განყოფილება აქვს. რა თქმა უნდა ჩვენს მიერ მოყვანილი ორივე მაგალითი უკიდურესობაა და მათ შორის არსებობს უამრავი გრადაცია, მაგრამ ამ უკიდურესობებით კარგად ჩანს სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფი ანალის ვექტორიანები როგორ ავლენენ თავს ურთიერთობებში. როგორც გითხარით ანალის ვექტორიანები (ისევე როგორც ყველა დანარჩენი) ურთიერთობენ იმის მიხედვით, თუ როგორ მოეწყო მათი აზროვნება, ანუ იმის მიხედვით თუ როგორ აღიქვამენ სამყაროს თავის გარშემო. მოცემულ ლექციაში ჩვენ აღვწერეთ ანალური ვექტორის რამოდენიმე ცუდი მდგომარეობა. ანალური ვექტორის ცუდ მდგომარეობებს შორისაა სადიზმი. თქვენ უკვე იცით რომ კანის ვექტორიანების ერთ-ერთი უკიდურესად ცუდი მდგომარეობა არის მაზოხიზმი, ანალურ ვექტორში კი არსებობს სადიზმი. ამ სადიზმის აღწერას ჩვენ გავყობთ ორ ნაწილად, რადგან არსობრივად ანალურ ვექტორში ვლინდება სადისტის ორი კატეგორია, ორივე ანალია, მაგრამ მათი გონება სხვადასხვანაირად მუშაობს. არსებობენ ღიად გამოხატული, უხეში სადისტები, მათი სადიზმი მხოლოდ უხეში, ფიზიკური, ძალისმიერი ზეწოლაა, ასეთი სადიზმი შეიძლება გამოვლინდეს მაშინ როდესაც აზროვნების დონეზე ანალის ვექტორიანი საკმარისად ვერ განვითარდა და გონებაში ძალზე ცოტა განყოფილება აქვს. თქვენ იცით, რომ კანის ვექორიანი განვითარების დონეზე, როდესაც ჯგუფთან ურთიერთობს, განკარგულებებით და კანონით. ანალის ვექტორიანი კი ჯგუფთან, ურთიერთობს ავტორიტეტულობით, ამ ავტორიტეტს შეიძლება მიაღწიოს სხვადასხვანაირად. როდესაც ანალის ვექტორიანი განუვითარებელია, ის ავტორიტეტის მოპოვებას ცდილობს უხეში, ძალადობრივი ზეწოლით, ფიზიკური ძალის გამოყენებით. ასეთი ანალი სხვებს აიძულებს მას პატივი სცენ, ამას აკეთებს ფიზიკური ზეწოლით, უბრალოდ ძალადობს სხვებზე, ფიზიკურად უსწორდება. სწორედ ესაა პირველი კატეგორიის სადიზმი, რომელიც ანალურ ვექტორში ვლინდება განუვითარებელი აზროვნების გამო. ეს არის მაშინ როდესაც ანალს უნდა რომ იყოს ავტორიტეტული, მაგრამ განუვითარებელი აზროვნება ამაში ხელს უშლის, ამიტომ ხდება მოძალადე.

თუ მოვლენებს ცოტა წინ გავუსწრებთ, გეტყვით, რომ არსებობს სხვა ტიპის სადისტიც, ის საერთოდ არ არის უხეში, ის აშკარა ფიზიკური ძალადობით არ ძალადობს, არავის არ ცემს, ასეთ უხეშობას საერთოდ ვერ იტანს, მაგრამ მას შეუძლია მთელი სხეულის ყოველ ნერვულ და მტკივნეულ დაბოლოებაში ნელ-ლენა ჩაარჭოს ნემსი, აწამოს დახვეწილად, ტკივილი მიაყენოს ადამიანის ყოველ უჯრედს და დატკბეს იმის ცქერით, თუ როგორ თრთის კუნთური ქსოვილი ტკივილისგან, შეიძლება მსხვერპლი ,,გაჭიმოს“ სპეციალურ დანადგარზე, დატანჯოს, ეს სულ სხვა კატეგორიის სადისტია, მისი გონება აბსოლუტურად სხვანაირად მუშაობს, ის სულ სხვა დარღვევის გამო ხდება ასეთი. ასეთი სადისტის ჩამოყალიბების მიზეზებს შემდეგ ლექციებში შემოგთავაზებთ. ახლა კი დავუბრუნდეთ ,,უხეშ“ სადისტებს, რომლებსაც გონებაში ცოტა განყოფილება აქვთ. ასეთები აშკარა სადიზმს ავლენენ, ხელის ჩამორთმევისას ხელს ზედმეტად ძლიერად უჭერენ, ტკივილი რომ მიაყენონ, რომ იგრძნოთ როგორი ძლიერია და მისი პატივისცემა რომ გქონდეთ. ცოლს იმდენად ძლიერად ხვევენ ხელს კისერზე, რომ მას შეიძლება სუნთქვა შეეკრას, თუ ასეთ ანალს რომელიმე ზედა ვექტორიც ერთვის, მისთვის ასეთი ქმედებები უკვე საკმარისი აღარ არის, მან შეიძლება იძალადოს არა მარტო ფიზიკურად, არამედ მორალურად და ვერბალურადაც. აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ სხვების ცემა, არამედ ცდილობს ისინი ,,დააჩმოროს“, ამცირებს, ქალს უწოდებს ,,კახპას“, ,,ამკობს“ შეურაცხმყოფელი ეპითეტებით. ასე გამოხატავენ საკუთარ განუვითარებლობას და უხეშობას, ამიტომ შეიძლება ასეთი იოლად სხვების ცემის გარეშეც გავიდეს.

თუ განვიხილავთ ანალის ლანდშაფტთან ტოლობას. ანალის ლანდშაფტთან ურთიერთობის პრინციპია, მისი ლანდშაფტთან ტოლობა. კანის ვექტორიანი ლანდშაფტის ცვლილებას თვითონ ერგება, ანალის ვექტორიანი კი თავის თავზე ცდილობს შეცვლილი ლანდშაფტის მორგებას. ყველაფერი რაც კი ანალური ურთიერთობების შესახებ აქამდე გითხარით, იყო ამ ტოლობის ილუსტრაციები. პრინციპში ისევ ამის ილუსტრირებას ვაგრძელებთ, რადგან ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი მდგომარეობაა განსახილველი ურთიერთობის დონეზე. ანალური ვექტორის ფუძე წარსული დროა, ეს კი ჯგუფურ დონეზე იმას ნიშნავს, რომ ანალურმა ვექტორმა უნდა შეუნახოს ჯოგს წარსულის მთელი გამოცდილება, ისე რომ არცერთი მნიშვნელოვანი დეტალი არ დაიკარგოს. ანალურმა ვექტორმა ჯერ უნდა აითვისოს ეს უზარმაზარი ინფორმაცია და გამოცდილება, შემდეგ კი უნდა გაუზიაროს გარშემომყოფებს. აი სწორედ აქ ჭირდება თავისი შესაძლებლობა, გასცეს ზუსტად ის, რაც არის მათ შიგნით, არც მეტი, არც ნაკლები, არაფერი არ უნდა დაამახინჯოს. სწორედ ამ დავალების შესასრულებლად ჭირდება ლანდშაფტთან ტოლობა და ამ ტოლობის დაცვა. ვინაიდან ანალის ფუნქცია გამოცდილების შენახვა და სხვებისთვის გაზიარებაა, არ შეიძლება გამოცდილების დამახინჯებით გადმოცემა, გამოცდილება შეიძლება გადასცეს მხოლოდ ზედმიწევნითი სიზუსტით. იმისთვის რომ ზუსტად გადაცემა შეძლონ, საჭიროა ინფორმაცია მოაგროვოს და ჩადოს რაღაც ბაზაში თავის შიგნით, ამ ბაზას კი თავის შიგნით აწყობენ პუბერტაციამდელ ასაკში და შესაძლოა რაღაც მცირე ნაწილს ოდნავ მოგვიანებითაც. შემდეგ კი მთელ ამ ინფორმაციას უზიარებენ თავის გარემოცვას.

საყოფაცხოვრებო დონეზე, ერთი ერთთან ურთიერთობისას, მათი მიდრეკილება ტოლობის შენარჩუნებისკენ, ქმნის ძალზე საინტერესო შტრიხებს. ერთვექტორიან ანალებს არ შეუძლიათ ინფორმაციის დამახინჯება, რაღაცის გამოგონება, ისინი ძალზე ალალები და გულწრფელები არიან, პათოლოგიურად სიმართლისმოყვარეები. ვიქტორ ტალკაჩოვი ანალებზე ხუმრობდა: ანალს დედამ რომ დაავალოს სტუმარს უთხარი რომ სახლში არ ვარო, ის სტუმარს ეტყვის: დედამ დამაბარა სტუმარს უთხარი, რომ სახლში არ ვარო. ანალის ვექტორიან ბავშვს ტყუილის თქმა საერთოდ არ შეუძლია, ასევე ვერ ახერხებენ ტყუილის თქმას ზრდასრული ერთვექტორიანი ანალები, რასაც ფიქრობენ - იმას ამბობენ. ანალები ფიქრობენ, რომ ტყუილს, ყველაზე უხეში და სასტიკი სიმართლის თქმა ჯობია. ზოგჯერ ანალებს თავისი სიმართლისმოყვარეობა უტაქტობაში გადასდით. ნორმალურად განვითარებული კანის ვექტორიანი არასოდეს მიახლის ქალს ,,ბოზი ხარო“, ურჩევნია თავისუფალი ყოფაქცევის ქალი უწოდოს, კანის ვექტორიანი სიმართლით მანევრირებს, ის უხეშად არასოდეს მიახლის ვინმეს სიმართლეს. ანალის ვექტორიანი კი უკან დასახევ გზას არ იტოვებს, ის პირდაპირ ,,გაჯახებთ“ სიმართლეს, ეს მისი ფუნქციიდან მოდის, მან თუ სიმართლე დამალა, ეს ნიშნავს, რომ ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია, ვერ შეძლო ინფორმაციის სწორად გადაცემა, ეს კი დამღუპველია მთელი ჯგუფისთვის. რაც შეეხება იმას თუ რამდენად ტაქტიანად შეძლებს სიმართლის თქმას, ეს უკვე მისი განვითარების დონეზეა დამოკიდებული. ანალის ვექტორიანს ისიც ძალიან აღიზიანებს თუ სადმე ტყუილს, ან არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფაქტს აწყდება. ყველაფერს თავისი ფუნქციიდან გამომდინარე აღიქვამს. არავითარი შელამაზება, არავითარი გაზვიადება, რადგან მისთვის ეს ყველაფერი ინფორმაციის დამახინჯებას ნიშნავს. ერთვექტორიან ანალებს საერთოდ არ შეუძლიათ რაღაც ტყუილი მოიგონონ, არ შეუძლიათ სიტყვებით ითამაშონ. ანალის ვექტორიანები მოუქნელები არიან ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც, ყველაფერი რაც კი ფსიქიკაშია გამოვლინებას პოულობს ფიზიკურ სხეულზე და პირიქით. მაგალითად ანალის ვექტორიანი ხვდება შეყვარებულს და ესალმება ,,ზდაროვა, რავა ხარო“, ქალი საყვედურობს, როგორ მესალმები ცოტა სინაზე მაინც გამოგეჩინაო, ანალის ვექტორიანი ამას თავისებურად ,,ითვალისწინებს“, მეორე პაემანზე ხელში რამოდენიმე ყვავილს დაიკავებს, მივა და ესალმება: ,,ზდაროვა, რავა ხარ, შენი ნახვა გამეხარდაო“, თან თვალებში შეყურებს მომლოდინით, შემომხედე როგორი ბიჭი ვარო. მათ არ შეუძლიათ თვალთმაქცობა და არც ესმით, საერთოდ რა საჭიროა ეს.

ერთვექტორიან ანალებს არ შეუძლიათ ვინმეს ქრთამი მისცენ, ან თავად აიღონ. თუ ვინმე რაღაცის სანაცვლოდ ქრთამს მოთხოვს, თავად ქრთამს ვერ იძლევიან, მაგრამ თუ ვინმე ,,საქმეს ჩაუწყობს“ და ეტყვის, რომ ყველაფერი მოგვარებულია, შენ მხოლოდ ამა და ამ ადამიანთან მიხვალ და ფულს მისცემო, ისინი ამ ქრთამს ისე უხეშად და სახალხოდ აძლევენ, რომ ყველაზე გაქნილი მექრთამეც კი თავს უხერხულად იგრძნობს. ერთვექტორიანი ანალები თვლიან, რომ ქრთამის მიცემა უსამართლობაა, ქრთამი კი არა, თავს მაშინაც კი უხერხულად გრძნობენ როდესაც ვინმეს საჩუქარს ჩუქნიან, ცუდი არაფერი იფიქროსო. ამიტომ თუ ადამიანს ძალიან კარგად არ იცნობს, ისე საჩუქარს არ აჩუქებს, არც თვითონ მიიღებს საჩუქარს უცნობისგან, ეტყვის უცხოსგან არაფერი მჭირდებაო. აი მეგობრისგან თუ იღებენ საჩუქარს, ეს ძალიან უხარიათ, რადგან მათი აზრით, ეს სუფთა გულით მოძღვნილი საჩუქარია. როდესაც ვინმესგან საჩუქარს იღებენ, ამ საჩუქარს მთელი ცხოვრება ინახავენ, სახსოვრად. თუ ანალის ვექტორიანს საჩუქარს ჩუქნით, უმჯობესია, ეს ისეთი რამ იყოს, რაც პოტენციურად დიდხანს შეინახება, მაგალითად: წიგნი, ჭურჭლის სერვიზი.

როდესაც რაღაცაა გასანაწილებელი, ანალის ვექტორიანები ყველას თანაბრად უნაწილებენ, სწორია თუ არა ასეთი განაწილება, ეს უკვე მათი გააზრების სფერო არ არის, მაგალითად: ანალის ვექტორიანს ყავს საქმიანი პარტნიორი, ეს კანური ფულზე გათვლილი ბიზნესპარტნიორობა კი არ არის, არამედ ანალური ორი კაცის მოლაპარაკება, ანალისთვის საქმიანი პარტნიორი მეგობარიც არის, ამიტომ აქ არ არის მნიშვნელოვანი ვინ რამდენი საქმე გააკეთა, ისინი თანასწორები არიან, ამიტომ შემოსავალიც თანაბრად უნდა გაიყონ.

ძველ ჯოგში, როდესაც მთელი ჯოგი საომრად, ან სანადიროდ მიდიოდა, ანალის ვექტორიანები გამოქვაბულში რჩებოდნენ, მათი მეთვალყურეობის ქვეშ რჩებოდნენ მთელი ჯოგის ქალები, სხვების ცოლები, ანალები კი მათ ხელსაც არ აკარებდნენ, იმიტომ რომ ის ქალები სხვებს ეკუთვნოდნენ, ანალებს კი სხვისი არაფერი უნდათ. როგორ წარმოგიდგენიათ, ანალების მაგიერ ამ ქალებთან კანის ვექტორიანები რომ დარჩენილიყვნენ? ისინი სიამოვნებით დატკბებოდნენ სხვისი ცოლებით. თუკი თქვენ ნამყოფი ხართ ეგვიპტეში, ან კარგად იცნობთ ეგვიპტურ კულტურას, იქ არსებობს მამაკაცის სტატუეტი, რომელსაც აქვს დიდი ,,მამაკაცური ღირსება“, ეს ძველი ეპოქის გამოძახილია. ეგვიპტის ისტორიაში არის ასეთი სასაცილო შემთხვევა, როდესაც ჯოგი მიდიოდა საცხოვრებლიდან შორს, საომრად, მოხდა ისეთი შემთხვევა, რომ ჯოგი დარჩა ყნოსვითი ზომის გარეშე, ამიტომ ჯოგში დარჩნენ არა ანალები, არამედ კანის ვექტორიანები, ამიტომ როცა ჯოგის მამრები ომიდან დაბრუნდნენ აღმოჩნდა რომ ქალების უმრავლესობა ორსულად იყო.

ერთვექტორიანი ანალები შორს არიან იუმორისგან, მათთვის იუმორი მხოლოდ გამოგონილი სისულელეა, ეს ტყუილია, ამიტომ ერთვექტორიან ანალებს, იუმორის გრძნობა პრინციპში საერთოდ არ აქვთ, იმასაც კი ვერ ხვდებიან სხვებს რა აცინებთ. სამაგიეროდ თუ მათ ერთვით ორალური ვექტორი, მაშინ საკმაოდ კარგად ხუმრობენ, ანალ-ორალი სამჯერ უფრო სასაცილოდ ყვება ისტორიას, ვიდრე ორალი ნებისმიერ სხვა კომბინაციასთან ერთად.

ერთვექტორიანი ანალები თუ რამეზე იცინიან, ეს მხოლოდ ტუალეტის თემებია. თუ მათ ამ თემის შესახებ ორალის ვექტორიანი უყვება, ანალები მთელი გულით როხროხებენ, თუკი ორალი უყვება რომ ვიღაც საჯდომით ცუდად დაეცა, ან რაიმე მსგავსი, მაშინ ასეთ რამეებზე ანალებს ეცინებათ. ანალები იცინიან მხოლოდ მათ ეროგენულ ზონასთან დაკავშირებულ თემებზე, მაგრამ სხვანაირ იუმორთან ,,მწყრალად“ არიან. ერთვექტორიან ანალებს თითქმის არასოდეს ეცინებათ ანეკდოტებზე, მათთვის ეს სულელური მასხარაობაა და მეტი არაფერი. თუ თვითონ ანალის ვექტორიანს დაჭირდა რამეში სასაცილო ამბის მოყოლა, ის ამას ისე გააკეთებს, რომ მის მიერ მოყოლილი სასაცილო ამბავი, საერთოდ არ იქნება სასაცილო. უმჯობესია თუ ერთვექტორიან ანალებთან საერთოდ არ იხუმრებთ, თორემ მერე შეიძლება მოგიწიოთ იმის ახსნამ, რომ მას კი არ დასცინოდით, უბრალოდ მეგობრულად გაეხუმრეთ.

თუ ანალის ვექტორიანი რაიმე პირობას იძლევა, ის ამას აუცილებლად შეასრულებს, ანალური სიტყვა მტკიცე და გაუტეხელია. ერთვექტორიანი ანალები აუცილებლად ასრულებენ პირობას, მაშინაც კი თუ ამ პირობის შესრულება არარაციონალურია. კანის ვექტორიანები პირობას მხოლოდ მაშინ ასრულებენ თუ ამ პირობის შესრულება ხელს აძლევთ. ანალების ბუნებაში არ არსებობს რაციონალურობის ცნება, ისინი ხარისხით აზროვნებენ, ამიტომ, ისინი მიცემულ სიტყვას მაშინაც კი ასრულებენ როდესაც ამის შესრულება არავის არაფერში ჭირდება (საერთოდ ანალის ვექტორიანები, ნებისმიერ ვექტორულ კომბინაციაში საკუთარი სიტყვის პატრონები არიან). მათთვის პირობის შესრულება პრინციპის ამბავია, ანალის ვექტორიანები პრინციპის გულისთვის მზად არიან წავიდნენ ომში, ციხეში, სიკვდილისთვისაც კი მზად არიან. ანალის ვექტორიანები ყველაზე პრინციპულები არიან, თუმცა არსებობს გარკვეული არარეალიზებული მდგომარეობები, როცა ანალის ვექტორიანები ვერ იჩენენ პრინციპულობას, ზოგ მდგომარეობაში კი მათი პრინციპულობა უაზრო სიჯიუტეში გადადის. მათი შინაგანი ტოლობა ლანდშაფტთან, მათ უბიძგებს იყვნენ მოწესრიგებულები. ანალის ვექტორიანები სახვა ადამიანებისგან ელოდებიან ისეთივე რეაქციას, როგორსაც თვითონ იჩენენ სხვების მიმართ. ანალის ვექტორიანები ნდობას იჩენენ სხვების მიმართ, რის გამოც ხშირად ზედმეტად გულუბრყვილონი ჩანან, მათ იციან, რომ ყველა მათნაირი არ არის, ამიტომ თუ მათ ვინმე მოატყუებს, ამით იგროვებენ გამოცდილებას და ხვდებიან რომ ყველა მათსავით პატიოსანი არ არის და მატყუარებიც არსებობენ, ამიტომ ადამიანების მიმართ უქრებათ ნდობა. ერთხელ რომ ვიღაც გააცურებს, იფიცებენ მეორედ თავს არავის გავასულელებინებთო, მაგრამ სხვა მატყუარები ისევ და ისევ სარგებლობენ მათი გულუბრყვილობით. ანალის ვექტორიანები უეშმაკოები არიან.

ანალის ვექტორიანებს უყვართ ნივთების მოფრთხილება. ინახავენ და უფრთხილდებიან ძველ ნივთებს. საერთოდ მზრუნველები არიან, ისინი ზრუნავენ საკუთარ ოჯახზე. იური ბურლანს აქვს ასეთი დაკვირვება: ანალის ვექტორიანები ცოლს ეძახის არა საკუთარ სახელს, არამედ მოფერებით შენიღბულ ცხოველების სახელებს, ჩემო ჩიუნია, ფისუნია, ცუგრუმელა, გაბრაზებულიც ასევე ხშირად ცხოველის სახელით მოიხსენიებს: საქონელო, გველო, და ა.შ. მოკლედ უწოდებენ ყველაფერს ადამიანის გარდა. ანალებისთვის ქალი მამაკაცზე დაბლა მდგომი არსებაა, თუმცა თვლიან, რომ ცოლზე ზრუნვა საჭიროა. ანალის ვექტორიანები განსაკუთრებით ზრუნავენ მშობლებზე. მოკლედ თუ ვიტყვით, ანალის ვექტორიანები უფრთხილდებიან ნივთებს, ზრუნავენ შინაურ ცხოველებზე და ცოლ-შვილზე, მშობლებს კი უდიდესი პატივისცემით უვლიან. თუმცა ვისზე როგორ ზრუნავენ, ეს დიდადაა დამოკიდებული მათი განვითარების ხარისხზე.

ანალის ლანდშაფტთან დამოკიდებულბაში ჩვენ განვიხილეთ სიტყვა ტოლობა. მოდით ამჯერად განვიხილოთ თანაბრობა. ერთმანეთში არ აგერიოთ კანური და ანალური თანაბრობა, ორივე უთანაბრდება ლანდშაფტს, მაგრამ ამას განსხვავებულად აკეთებენ. ამის დასაზუსტებლად ვექტორის ურთიერთობის თვისებას გავყოფთ ორ ნაწილად. პირველია თუ რას აკეთებენ ისინი, ეს არის ის, რომ უთანაბრდებიან ლანდშაფტს, კანის ვექტორიანი თავისებურად, ანალიც თავისებურად. მეორე საკითხია თუ როგორ აკეთებენ ამას, რა კრიტერიუმებით სარგებლობენ ამისთვის, კანის ვექტორიანი ამისთვის იყენებს სასარგებლოობას, ის ნებისმიერ სიტუაციას ეწყობა, განიცდის ცვალებადობას ისე, რომ ამ შეცვლამ მოუტანოს მაქსიმალური სარგებელი. ანალის ვექტორიანებს ასევე აქვთ თანაბრობა ლანდშაფტთან, მაგრამ ისინი თავად არ იცვლებიან, ისინი ცდილობენ სიტუაცია მოირგონ საკუთარ თავზე. ქართველი ერთვექტორიანი ანალი ჩინეთში რომ ჩავიდეს, ჩინურის სწავლის მაგიერ, ეცდება ჩინელებს აიძულოს ქართულის სწავლა. ეტყვის რა დაჯღანული ანბანი და სიტყვები გაქვთ, ნორმალურ, ქართულ ენაზე ისაუბრეთო. ანალის ვექტორიანები არ არიან მოქნილები, ამიტომ ცდილობენ, რომ ლანდშაფტზე საკუთარი წესრიგი გაავრცელონ. ანალებს აქვთ საკუთარი კრიტერიუმი, რომლითაც ამ ყველაფრის გაკეთებას ცდილობენ, ესაა აკურატულობა. თუ ანალის ვექტორიანებს გონებაში აქვთ განყოფილება, რომელშიც აღწერილია რაღაც სიტუაცია, ისინი ცდილობენ ლანდშაფტს თავს მოახვიონ საკუთარი შინაგანი წესრიგი, ანუ ის რაც აქვთ შიგნით, ცდილობენ დააკოპირონ მთელ გარემოცვაში და თუ ისინი ამ კოპირებას ახერხებენ, ამას აკეთებენ სრულფასოვნად, უწვრილმანეს დეტალებამდე.

თქვენ იცით, რომ ფსიქიკის ყოველი მომდევნო დონე მთლიანად შენდება წინაზე გამომდინარეობს მისგან. თუ ჩვენ ვისაუბრებთ ანალზე, ანალის აზროვნება მთლიანად შედგება გონებრივი განყოფილებებისგან, ამიტომ ანალის ურთიერთობა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოახერხებს ის აზროვნების დონეზე, ამ გონებრივი განყოფილებების განვითარება-შევსებას. თქვენ იცით, რომ ანალის ვექტორიანი თავის შინაგან მდგომარეობას აკოპირებს გარეთ, ის ამ ყველაფრის კოპირებას ახდენს ბოლო დეტალამდე, იდეალურად, ხარისხიანად, პროფესიონალურად. ჩვენ ახლა განვიხილავთ არ თვით ამ კოპირების პროცესს, არამედ იმაზე თუ როგორ ხდება ეს კოპირება. ანალისთვის ესაა თანაბრობა, ამიტომ გამოაქვს ზუსტად იმის თანაბრად რაც მის შიგნითაა. კანის და ანალის ურთიერთობა ლანდშაფტთან შეიძლება ერთი სიტყვით - თანაბრობით აღიწერება, მაგრამ ეს განსხვავებულად მუშაობს. კანის ვექტორს ცვლილება გარედან შეაქვს თავის შიგნით და იცვლება მის შესაბამისად, ანალურ ვექტორს კი გარეთ გამოაქვს ის რაც მის შიგნითაა და ასე ცდილობს გარემოს თავის თავზე მორგებას. თუ შინაგან კრიტერიუმებს შევადარებთ, კანის ვექტორის შემთხვევაში ურთიერთობის მთავარი კრიტერიუმი არის სარგებელი, ანალისა კი - აკურატულობა. მოდით შევხედოთ ამას პრაქტიკაში, თუ როგორ მუშაობს აკურატულობა ანალურ ვექტორში. პირველ რიგში ეს აისახება ანალური ვექტორის გიგანტური მეხსიერებით, ანალურ ვექტორს საკუთარ მეხსიერებაში ყოველნაირი ინფორმაცია დახარისხებული და განყოფილებებში დანაწილებული აქვს. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ანალის ვექტორიანი ჯანმრთელია (ფსიქიკურად), მას საკუთარი ბავშვობა ახსოვს უწვრილმანეს დეტალებში. როდესაც ნორმალურად განვითარებული ანალის ვექტორიანი ირჩევს პროფესიას, მან თავისი საქმე დეტალურად იცის, მაგალითად: თუ ანალის ვექტორიანი გახდა იურისტი, მას პუნქტობრივად ახსოვს მთელი სისხლის სამართლის, თუ სამოქალაქო სამართლის კოდექსი, მათ ზუსტად შეუძლიათ საჭირო კანონის, საჭირო მუხლის, ყოველი ქვეპუნქტის ციტირება. ანალის ვექტორიანებს სიბერეშიც კი კარგად ახსოვთ თავისი საბავშვო ბაღი, ახსოვთ როგორ გამოიყურებოდა მათი აღმზრდელი საბავშვო ბაღში, მოკლედ რომ ვთქვათ, ნორმალურად განვითარებულ ანალის ვექტორიანებს აქვთ ფენომენალური მეხსიერება, ახსოვთ თარიღები, მოვლენები და ა.შ. რაც უფრო კარგად რეალიზებულია ანალური ვექტორი, მით უფრო კარგად მუშაობს მისი მეხსიერება. ანალის ვექტორიანები ცდილობენ არ გაეპაროთ არცერთი ლაქა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ისინი იატაკს ისე აპრიალებენ, რომ პატარა ლაქაც არ დარჩეს, ასევე იქცევიან ცხოვრებაში, ისინი ცდილობენ მათ კარიერაში არ იყოს არცერთი ,,შავი ლაქა“, ცდილობენ ქონდეთ ,,სუფთა რეპუტაცია“. ანალის ვექტორიანები როდესაც სტუმრებს ელიან, წინასწარ ყოველთვის ალაგებენ სახლს, სტუმარს ბინძურად ხომ არ დახვდებიან. ჯანმრთელი ანალები განსაკუთრებულად სისუფთავის მოყვარენი არიან, ნებისმიერი უსუფთაობა, ნებისმიერი ლაქა, მათ კომფორტს ურღვევს. სახლში უმეტესად იდეალური სისუფთავე აქვთ. ანალის ვექტორიანები მაშინაც კი განსაკუთრებულად სუფთავდებიან, როცა იციან, რომ ომში მიდიან და შეიძლება ტალახში ხოხვამ მოუწიოთ, ან საერთოდ მოკვდნენ, აბა უფლის წინაშე ჭუჭყიანები ხომ არ წარდგებიან. ანალის ვექტორიანებს ღმერთიც ანალი წარმოუდგენიათ, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ღმერთის წინაშე სუფთები წარდგნენ (სწორედ აქედან წამოვიდა მიცვალებულის განბანვის რიტუალი). თუ ანალის ვექტორიანი ჯანმრთელია, თუ მისი ვექტორი დაზიანებული არ არის, ის თავის გარშემო ყოველთვის სისუფთავეს ავრცელებს, ნივთებსაც ასუფთავებენ და სამეტყველო ენასაც. ანალის ვექტორიანები ხშირად უსწორებენ სხვებს სიტყვებს, მათ აწუხებთ შეცდომები, თუ საუბრისას რომელიმე სიტყვა შეცდომით წარმოთქვით, ანალის ვექტორიანი მას აუცილებლად შეგისწორებთ, მაგ: მადლობა მოუხადა კი არა მადლობა გადაუხადაო. მათთვის არასწორი მეტყველება, ენის დაბინძურებას ნიშნავს. როდესაც თავად კარგად იციან რა როგორ უნდა გაკეთდეს, ამ დროს სხვების უცოდინრობა ძალზე აღიზიანებთ, ყოველთვის ცდილობენ სხვებს ასწავლონ, შეუსწორონ, დაუზუსტონ. ანალის ვექტორიანები კრიტიკოსები და მოკამათეები არიან, ასე ეჯიბრებიან სხვებს ცოდნაში, ამიტომ საკმაოდ ბევრს კამათობენ, საკუთარი აზრის დასადასტურებლად მოყავთ მტკიცებულებები, იმოწმებენ ავტორიტეტებს, ხშირად ხმარობენ სიტყვა: მაგრამს. მაგალითად: ,,თქვენ ეს კარგად იცით, მაგრამ...“. თუ ანალის ვექტორი განუვითარებელია მისთვის მთავარია თავისი გაიტანოს, მნიშვნელობა არ აქვს, მისი მოსაზრება სიმართლეა თუ არა, განუვითარებელი ანალები ყველას ეკამათებიან, მაშინაც კი თუ თქვენ ასეთ ანალს რაღაც ურყევ ჭეშმარიტებას ეუბნებით, ის სულ ჩასაფრებულია, ეგებ რამე შეცდომა მოგივიდეთ, რომ მან შესწორება, ან რამის ჩამატება შეძლოს და თავისი ცოდნა გამოამზეუროს, მოკლედ უკიდურსად კრიტიკოსები არიან. როცა პირველადი მათი მდგომარეობაა, ეს მუდამ ცუდ სიტუაციას ქმნის და ამ დროს ანალს შეგვიძლია ვუწოდოთ გამკრიტიკებელი, ამ მდგომარეობაში როცა არიან, მათთვის მთავარია იკამათონ, არ აქვს მნიშვნელობა რაზე კამათობენ. როდესაც რეალიზებულები არიან, ანალის ვექტორიანები მხოლოდ მაშინ შეგეკამათებიან თუ ზუსტად იციან, რომ მართალი არ ხართ, ამ დროს მათთვის მთავარი რეზულტატია. ამ დროს მხოლოდ იმიტომ კამათობენ, რომ რეალური შედეგი მიიღონ. ასეთი კამათი არის მსჯელობა კონკრეტული თემის არსზე, ეს უკვე აღარ არის კამათი კამათისთვის, ეს არის რეალური ახსნა საქმის ჭეშმარიტი მდგომარეობისა.

ანალური ეჭვიანობის საფუძველი არის სისუფთავე, ანალებს თავისთვის ,,სუფთა“ ქალი უნდათ, ეს არა მხოლოდ ფიზიკურ სისუფთავეს ეხება, ქალი რომელსაც მათ გაცნობამდე სხვა კაცი ყავდა, ანალის ვექტორიანების აზრით უკვე დაბინძურებულია, ამიტომ მათ თავისთვის ცოლად აუცილებლად ქალიშვილი უნდათ. თუ ანალის ვექტორიანი ნორმალურადაა განვითარებული, მისთვის უმნიშვნელოვანესია, თავისი ქალისთვის პირველი თვითონ იყოს. მაგრამ არის მდგომარეობა ანალში, რომელსაც ეწოდება ,,ბინძური ანალი“ (ამ საკითხს მოგვიანებით ისევ მივუბრუნდებით), ამ დროს ანალი პირიქით იქცევა და ეძებს ისეთ ქალებს, რომლებიც არიან მეძავები, ასეთ ანალს ფსიქიკაში სიბინძურე აქვს, ამიტომ რაც უფრო უარეს ქალს ნახავს იმას ირჩევს. ნორმალურად რეალიზებული, ერთვექტორიანი ანალები კი თავისთვის მხოლოდ ქალიშვილს ეძებენ, სამაგიეროდ თავადაც ერთგული ქმრები არიან. ეჭვიანობა ძირითადად კანის ვექტორიანებს ახასიათებთ, ისინი ცდილობენ ბოლომდე გააკონტროლონ საკუთარი პარტნიორი, სხვისკენ რომ არ გაიხედოს, პრინციპში ანალებიც ეჭვიანობენ მაგრამ მხოლოდ მაშინ თუ საფუძველი აქვთ. რაც შეეხება ურეტრალებს, მათ ბუნებაში ეჭვიანობა როგორც ასეთი საერთოდ არ არსებობს, ურეტრალთან ცოტა სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ესაა რანგის დაცვა, მის პარტნიორზე ხელის ხლება, მისი რანგის მისაკუთრების მცდელობას ნიშნავს, ურეტრალის პარტნიორი, ხომ ბელადის პარტნიორია. მაგრამ ის რომ მისმა პარტნიორმა სხვისკენ არ გაიხედოს ამიტომ გააკონტროლოს, ასეთი რამ ურეტრალის გონებაში არ არის. რაც შეეხება იმას, რომ თავისი ქალისთვის იყოს პირველი და ერადერთი, ეს მხოლოდ ანალის ვექტორიანს შეიძლება მოუვიდეს თავში. ერთვექტორიანი კანის ეჭვიანობა თავისუფლად შეიძლება გადაწონოს სარგებლის მიღების სურვილმა, ვთქვათ: ცოლმა უთხრა, რომ დირექტორი მთავაზობს თუ მასთან დავწვები ხელფასს სამჯერ მომიმატებსო, ამ დროს ერთვექტორიანი კანი ქმარი შეიძლება ისე დააბრმაოს სარგებლის მიღების სურვილმა (განსაკუთრებით მაშინ თუ არარეალიზებულია), რომ ცოლს უთხრას მერე წადი და დაუწექი, ამდენ ხანს რას ფიქრობო. ანალის ვექტროიანისთვის რომ ცოლს ასეთი რამის თქმა გაებედა, ის ცოლს მაშინვე მუშტს უთავაზებდა, ამაზე ფიქრიც არ გაბედოო.

ანალის ვექტორიანები ყურადღებას ამახვილებენ დეტალებზე, არცერთი უმნიშვნელო შეცდომა რომ არ გაეპაროთ, ცდილობენ ყველაფერი უწვრილმანეს დეტალებამდე გაითვალისწინონ, უნდათ, რომ თავიანთი სამუშაო ხარისხიანად შეასრულონ. სწორედ ამიტომ ანალის ვექტორიანები თავისი საქმის პროფესიონალები არიან, ანალური ვექტორის გარეშე არანაირი პროფესიონალიზმი არ არსებობს. თუ არ არის ანალური ვექტორი, ე.ი. არ არის შესაძლებლობა საქმის იდეალურად შესრულების. ყველგან სადაც საჭიროა დიდი მოცულობის ცოდნა, საჭიროა სწორედ ანალური ვექტორი. კანის ვექტორიანი ექიმი სანამ გიმკურნალებთ, ჯერ ფულს მოითხოვს, თან პროფესიონალურად მაინც ვერ მოგხედავთ. ანალური ვექტორის გარეშე, ექიმი აუცილებლად დაუშვებს შეცდომას. თუ ნახავთ ექიმს ანალური ვექტორის გარეშე, უმჯობესია მასთან მკურნალობაზე უარი თქვათ და გამოიქცეთ. ანალური ვექტორის გარეშე, მედდას კიდევ არა უშავს, მაგრამ ექიმი ანალის გარეშე, ეს კატასტროფაა პაციენტისთვის. საერთოდ ნებისმიერ პროფესიაში მუშაობა, რომელიც მოითხოვს დიდი მოცულობის ინფორმაციის დამახსოვრებას, აუცილებლად საჭიროებს ანალურ ვექტორს. ასევე ნებისმიერი ხელით სამუშაოს შესასრულებლად ანალური ვექტორი აუცილებელია.

არის წიგნის მკითხველი სამი ვექტორი: ანალი, ვიზუალი და სმენა. თითოეული მათგანი თავისებური მკითხველია, ვიზუალმა, ან სმენამ შეიძლება ელექტრონული წიგნებიც იკითხონ, მაგრამ ანალის ვექტორიანი ზედა ვექტორების გარეშე, მხოლოდ ჩვეულებრივ წიგნს წაიკითხავს. ერთვექტორიანი ანალებისთვის ელექტრონული წიგნი, წიგნი არ არის. სასურველია ანალის ვექტორიანი ბავშვობიდანვე შეეჩვიოს კითხვას, რადგან თუ ასე არ მოხდა, შემდეგ ინფორმაციის ათვისება სერიოზულად გაუჭირდება. ანალის ვექტორიანებს უყვართ წიგნი რომელსაც ხელში დაიკავებენ და ისე კითხულობენ.

თანამედროვე ეპოქაში ცხოვრება ანალის ვექტორიანებისთვის ცოტათი ძნელია. ყველაფერი რასაც დღეს თქვენ მუზეუმებში ხედავთ, სურათები, ქანდაკებები, კულტურის ძეგლები, ანტიკვარული ნივთები, თუ ამ ნივთებს კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ მათ დამზადებას ჭირდებოდა უზარმაზარი ძალა, მონდომება და მოთმინება. მთელი ეს შედევრები შექმნილია ანალური ვექტორის მიერ (რა თქმა უნდა ერთვექტორიანი ანალი ამ ყველაფერს ვერ შექმნიდა, ამის შემოქმედს უნდა ჰქონოდა კიდევ სმენა, ან ვიზუალი, ან ორივე მათგანი,მაგრამ ანალური ვექტორის ნებისყოფის გარეშე ამ ყველაფრის შექმნა უბრალოდ შეუძლებელია). კან-ანალ-ორალები, ხშირად აგროვებენ ასეთი ნივთების კოლექციას, მაგრამ აგროვებენ არა მხოლოდ კოლექციისთვის, არამედ ფინანსური ღირებულებისთვის, ასევე იმისთვის, რომ საკუთარი კოლექციით ერთმანეთში იტრაბახონ. შექმნით კი ამ შედევრებს ქმნიდნენ ანალის ვექტორიანები, რომლებიც მოგვიანებით მსოფლიომ გაიცნო, ანალის ვექტორიანებს აქვთ ხელნაკეთი ნივთების შექმნის საკუთარი მეთოდები, ფერების შერევისა და საღებავების მომზადების, ლითონის, ქვის, თუ ხის მასალის დამუშავების მეთოდები. მხოლოდ ანალის ხელებს შეუძლია ასეთი სამუშაოს შესრულება, ანალის ვექტორიანებს ყოველთვის ბოლომდე მიყავთ საქმე, განვითარებული ანალის ვექტორიანები სრულყოფილად ასრულებენ სამუშაოს. განვითარებულ ანალის ვექტორიანს რომ დაავალოთ ჩაარჭოს ფიცრებში ათასი ლურსმანი, ის ამას ისე გააკეთებს, რომ ერთი ლურსმანიც კი არ იქნება გაღუნული, ან ცერად ჩარტყმული, გაღუნული ლურსმნით რომ ჩაებარებინა, ეს სამუშაოს არაპროფესიონალური შესრულება იქნებოდა, ერთი გაღუნული ლურსმანი, შავი ლაქა იქნებოდა იდეალურად შესრულებულ სამუშაოში, ეს არ იქნებოდა სუფთა ნამუშევარი, განვითარებული ანალის ფსიქიკისთვის ეს გარკვეულ უხერხულობას შექმნიდა.

თქვენ იცით, რომ ანალები ინახავენ წარსულის გამოცდილებას და გადასცემენ მომავალ თაობას, თუ ამას ზუსტად, ბოლო დეტალამდე არ გააკეთებენ, თუ რომელიმე დეტალი დაიკარგა, საჭირო გახდება ამ დეტალის ხელახლა აღმოჩენა, ან გამოგონება, კაცობრიობა ამაში დაკარგავს ძვირფას დროს, დაიხარჯება ზედმეტი ენერგია იმის შექმნაზე, რაც ადრე უკვე შექმნილი იყო, ანალური ვექტორის მთავარი ფუნქცია სწორედ ისაა, რომ ეს არ დაუშვას, სწორედ ამისთვის აქვთ ბუნებისგან ბოძებული უზარმაზარი მეხსიერება, ინფორმაციით სავსე ჭურჭელი. ურეთრალებსაც დიდი მოცულობის გონება აქვთ, მაგრამ ისინი უკან არ იყურებიან, მათი ფუნქცია წინსვლაა, ამიტომ წარსული გამოცდილების შესახებ მათ არც თუ ისე ბევრი იციან, კანის ვექტორიანებს საერთოდ პაწაწინა მეხსიერება აქვთ. ამიტომ წარსული გამოცდილების მთლიანად დამახსოვრებას აუცილებლად ანალური მეხსიერება ჭირდება, სხვები ამ ყველაფერს უბრალოდ დაივიწყებდნენ, ან დაამახინჯებდნენ. მაგალითისთვის ავიღოთ რელიგია, რელიგიის მიყოლისთვის საჭიროა უამრავი ლოცვის ცოდნა, ნებისმიერი ერთვექტორიან კანს გული შეუწუხდებოდა იმის გაგებაზე, რომ ამდენი ლოცვის ზუსტად დამახსოვრებაა საჭირო და შეიძლება ამის გამო საერთოდ გული აეცრუებინა რელიგიაზე, კანის ვექტორიანებისთვის რომ დაევალებინათ ლოცვები თაობიდან თაობისთვის გადაეცათ, ისინი ამ ლოცვებს ნელ-ნელა შეამცირებდნენ და ბოლოს სამ სიტყვაზე დაიყვანდნენ, ,ღმერთო მომეცი ფული“, მათ ლოცვაში მადლობაც კი არ იქნებოდა გამოყენებული, კანის ვექტორიანები ხომ სიტყვების ეკონომიასაც კი აკეთებენ, იმაზე არაფერს ვამბობ, რომ კანის ვექტორიანები ხშირად იტყუებიან, მათთვის იმის დავალება, რომ რაიმე ინფორმაცია მომავალ თაობას ხელუხლებლად შეუნახონ, გულუბრყვილობა იქნებოდა. აი ანალები კი სიტყვასიტყვით, ბოლო დეტალამდე ინახავენ და გადასცემენ ინფორმაციას, ეს ძველად კარგად ჩანდა ანალურ მოწაფე-მასწავლებლის დამოკიდებულებაში, როდესაც ,,ბრძენი“ ანალი მასწავლებელი, თავის მოწაფეს უზიარებდა თავის პროფესიულ საიდუმლოებებს, ისეთებს მის გარდა რომ არავინ იცოდა, ეს ცოდნა მას მემკვიდრეობით ქონდა მიღებული თავისი მამისგან, ან მასწავლებლისგან, უზიარებდა სიტყვასიტყვით, ზუსტად ისე როგორც თვითონ მას ასწავლეს.

ანალის ვექტორიანები ახლის ყიდვის მაგიერ, ხშირად ძველი ავეჯის რესტავრაციას აკეთებენ, მაშინაც კი თუ ეს რესტავრაცია იმდენი დაუჯდებათ, რომ ამ ფასში თავისუფლად მოუვიდოდათ ახალი ავეჯი და ხურდაც დარჩებოდათ, მაგრამ ანალებს უყვართ ყველაფერი ნაცნობი, ამიტომ ხელოსანს აჩვენებენ თავისი ავეჯის ძველ სურათს და ეუბნებიან: ზუსტად ასეთი მინდა იყოსო. როდესაც ანალის ვექტორიანი ამბობს, რომ რაღაც ზუსტად ისეთი უნდა იყოს, როგორიც ადრე იყო, მიმსგავსებულს კი არ გულისხმობს, არამედ იგულისხმება, რომ ეს ნივთი უნდა იყოს ზუსტად ისეთი როგორიც ადრე, არცერთი უმნიშვნელო რამ არ უნდა შეიცვალოს. ნებისმიერი კანის ვექტორიანი ასეთ ავეჯს უბრალოდ გადაყრიდა, ეს კი უფრთხილდება და მის აღდგენაზე ფულს ხარჯავს. წარმოიდგინეთ როგორ მდგომარეობაში უნდა იყოს ნივთი, რომ კანის ვექტორიანმაც კი გადააგდოს, ანალის ვექტორიანები კი უფრთხილდებიან, რადგან ეს მათ წარსულის ნაწილია.

ანალის ვექტორიანებს ახასიათებთ ,,პროფესიული სიამაყე“, ეს პრინციპში ნიშნავს, რომ ის ყველა ანალს შორის, ყველაზე უფრო ანალია, ანუ ის ყველაზე საუკეთესო პროფესიონალია, მან თავის საქმე ყველა სხვა პროფესიონალზე უკეთესად იცის, მას სხვებზე მეტი გამოცდილება აქვს. ნებისმიერი გამომძიებელი ყურადღებას ამახვილებს ისეთ დეტალებზე რასაც სხვები ვერ ამჩნევენ, ცნობილი ლიტერატურული დეტექტივები, შერლოკ ჰოლმსი, ერკიულ პუარო და სხვები სწორედ ამ მახასიათებლით გამოირჩევიან, რა თქმა უნდა ამ პერსონაჟებს მხოლოდ ანალური ვექტორი არ აქვთ, მაგრამ ნებისმიერ კარგ დეტექტივს ანალური ვექტორი აუცილებლად ჭირდება. ანალის ვექტორიანი ხელოსნები სხვა ხელოსნის ნამუშევრებს უმეტესად ზედაპირულ და არაპროფესიონალურ ნამუშევრებად მოიხსენიებენ, ეს ნიშნავს, რომ თვითონ ყველა სხვა ხელოსანზე უკეთესია.

თუ ქვედა ვექტორების თვისებებზე ვისაუბრებთ, ურეთრალი-პირველია, კანი-წარმატებული, კუნთი - ისეა როგორც ყველა, ანალები კი არიან საუკეთესოები (პროფესიონალური კუთხით).

ავტორი: ვ.იუნევი

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე

 

მსგავსი სტატიები

  • ნეგატიური სცენარები ანალურ ფსიქოტიპში (1)

  • ნეგატიური სცენარი ანალურ ფსიქოტიპში (3)

  • 5 რჩევა ანალის ვექტორიანი ბავშვის მშობლებს

  • ურეთრალური და ანალური ვექტორების შეთავსება

  • ანალური ფსიქოტიპის სტრესები

  • ანალური ვექტორი - აზროვნება

  • ანალური ფსიქოტიპის ხასიათი

  • როგორ აღვზარდოთ ანალური ფსიქოტიპის ბავშვი