ანალური ვექტორი - გარეგნული იერსახე


ანალური ვექტორი - გარეგნული იერსახე

გადავდივართ ანალური ვექტორის შესწავლაზე. წინა ლექციებში ჩვენ განვიხილეთ კანის ვექტორიანები, ეშმაკები, მოქნილები, გაქნილები და ა.შ. დღეს ჩვენ ვიწყებთ აბსოლუტურად განსხვავებული ვექტორის შესწავლას. რას ნიშნავს განსხვავებული ვექტორი? თუ სხეულზე ვისაუბრებთ, ნებისმიერ სხეულს გააჩნია მხოლოდ საბაზისო თვისებები. ამიტომ ნებისმიერი ვექტორის სხეული აგებულებით ერთნაირია, მაგრამ თვით სხეულის დონეზეც კი შეინიშნება განსაზღვრული განსხვავებები. მაგალითად: ანალებს აქვთ ოდნავ უფრო კოტიტა ფეხები, არიან უფრო ხელმარჯვეები, აქვთ განსხვავებული სიარულის და ქცევის მანერა. ეს ფიზიკური განსხვავებები მოდის მათი ფსიქიკიდან, რადგან ანალური ვექტორი ატარებს საკუთარ, ყველასგან განსხვავებულ ფუნქციას. თუ კანის ვექტორის ფუძე იყო ფორმა, ანალური ვექტორის ფუძეა: წარსული დრო. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფსიქიკაზე, მთავარი რაც ფსიქიკაში დევს არის ჩვენი დავალება, ჩვენი ფუნქცია. ოღონდ ჩვენ კი არ ვცხოვრობთ ფუნქციაში, არამედ ფუნქცია ჩვენში, ეს საკმაოდ დიდი სხვაობაა, ეს გარკვეულწილად იძლევა პასუხს რომელია პირველადი, მატერია თუ ცნობიერება. ის რაც ჩვენშია, მას ძნელად შეიძლება ეწოდოს ცნობიერება, მაგრამ ის ერთმნიშვნელოვნად არ არის მატერია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვუყურებთ სხეულს, ჩვენ მას ვხედავთ იმ დავალების ფონზე, რა ფუნქციაც მას შესასრულებელი აქვს. ყოველი ვექტორის სურვილი ქვეცნობიერად არის საკუთარი ფუნქციისგან ნაკარნახევი. ნებისმიერი ვექტორის ფსიქიკა შეიცავს 5 ფენას: მოცულობა; აზროვნება (ინტელექტი); ურთიერთობა; მოძრაობა (ქმედება); განვითარება (რეალიზაცია), მაგრამ თითოეულ ვექტორს აქვს განსხვავებული თვისებები. ანალური ვექტორის არცერთი თვისება, არცერთი მოქმედება, არცერთი სურვილი არ არის არცერთი სხვა ვექტორის სურვილების იდენტური და არ ემთხვევა მათ სურვილებს და მისწრაფებებს არც ერთი პროცენტით. ყოველი ვექტორის მატარებელი განსხვავებული ადამიანია, რადგან განსხვავდება მათი ფუნქციები, ამიტომ მათ აქვთ განსხვავებული აგებულება და განსხვავებული აზრები. ყოველი ვექტორის მეტაფიზიკური სტრუქტურა აწყობილია მსგავსი ჩონჩხით, მაგრამ ამ სტრუქტურაში შემავალი ყოველი თვისება, ყოველ ვექტორს ერთმანეთისაგან განსხვავებული აქვს. თითოეულ ვექტორში არის 36 უნიკალური მეტაფიზიკური თვისება.

არსებობს ერთი ძველი რუსული სიმღერა, სადაც ერთი ადამიანი დარდობს, რომ ვერ ეწევა დროს და მას ეძახის შეჩერდიო. წარმოიდგინეთ, გარემო იცვლება, ყველაფერი სხვანაირია, დრო გადის, ამ ცვლილებების ყოველი წამი მისთვის უცხო და მტკივნეულია, ამიტომ მთელი თავისი არსებით, განწირული ხმით ევედრება ბუნებას შეჩერებას.

ჯერ კიდევ ასი წლის წინ გარემო აბსოლუტურად განსხვავდებოდა დღევანდელობისგან, მაშინ არ არსებობდა მობილური ტელეფონები, ინტერნეტ კავშირი, ტელევიზია და ერთი ადგილიდან მეორემდე გამგზავრება რამდენიმე დღიანი თავგადასავალი იყო. წარმოიდგინეთ რამდენად ნელა გადიოდა მაშინ დრო, რომ შეგვეძლოს მაშინდელი ეპოქისთვის შეხედვა, ვიფიქრებდით რომ დრო მკვდარია და გარშემო არაფერი არ ხდება, თქვენთვის არ იარსებებდა იმ მასშტაბის სიახლეები როგორიც დღეს, არ გვეცოდინებოდან რა ხდება მსოფლიოში, თქვენი უმრავლესობისთვის სამყარო შემოფარგლული იქნებოდა მაქსიმუმ იმ ქალაქით, ან სოფლით სადაც თქვენ იცხოვრებდით. დღევანდელი გადასახედით მოგეჩვენებოდათ რომ მაშინ დრო უბრალოდ კუს ნაბიჯით მიედინებოდა.

ჯოგში მუდამ იყვნენ ადამიანები, ვინც ვერ ეწეოდნენ ლანდშაფტის ცვლილებებს, ადამიანები ვისი ფსიქიკაც ცვლილებების გამო განიცდიდა კოლოსალურ დისკომფორტს. ასეთი ადამიანები სათუთად ინახავენ წარსულის მოგონებებს, იხსენებენ სახლს, სადაც ბავშვობაში ცხოვრობდნენ, პირველ ნამცხვარს, რომელიც ბებიამ გამოუცხო. წარსული სწორედ ის მდგომარეობაა, რომელში დაბრუნებაც მუდამ სურთ ასეთ ადამიანებს. კანის ვექტორიანებივით სიახლეს არ ესწრაფიან, არამედ ყოველთვის იყურებიან უკან, წარსულისკენ და მიაჩნიათ, რომ ყველაფერი კარგი წარსულში იყო. სწორდ ამიტომ თუ მის ქუჩაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტის სახლი აშენდა, ის მისთვის უცხოა, იმიტომ რომ არ არის ისეთი როგორიც ადრე იმ ადგილას იდგა, ეს კი მას ტკივილს აყენებს, ამის გამო დარდობს, წუხს, რომ ის რაც წარსულში იყო აღარასოდეს დაბრუნდება. სწორედ ასეთი შეგრძნებები ეუფლება თანამედროვე ქალაქში ანალის ვექტორიანს. რაც დრო გადის, ანალის ვექტორიანების დისკომფორტი უფრო და უფრო იზრდება, რადგან დღეს კანურ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი სიახლეს მოასწავებს და ცვლილებები უფრო სწრაფი ტემპებით ხდება.

მაშ ასე, ანალის ვექტორიანი ადამიანები, ადამიანები რომლებისთვისაც გუშინდელი დღე ყოველთვის უკეთესია დღევანდელზე, ადამიანები ვინც თვლის, რომ მამა ყოველთვის უფრო ჭკვიანია ვიდრე შვილი, ადამიანები ვისაც მიაჩნია, რომ ძველი ხალხი უფრო ბრძენი იყო ვიდრე თანამედროვეები, ადამიანები, ვისთვისაც წიგნი ნამდვილი ცოდნის წყაროა და ვინც თვლის, რომ ისეთი სისულელე როგორიც ინტერნეტი, ან ელექტრონული ბიბლიოთეკა, წიგნს ვერასოდეს ჩაანაცვლებს, ადამიანები ვისი ფუნქციაც არის ჩვენი ,,დიადი წარსულის“ შენახვა-შენარჩუნება. მათი ფუნქციაა შეუნარჩუნონ კაცობრიობას წარსულის გამოცდილება და ეს გამოცდილება გადასცენ მომავალ თაობას. რა შეიძლება იყოს წარსულში გამოსადეგი? წარსულიდან შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ გამოცდილება და ინფორმაცია, ამიტომ სიტყვები: წარსული, გამოცდილება, ცოდნა, ნებისმიერი ანალის ვექტორიანის ცხოვრების მთავარი აზრია.

ანალის ვექტორიანების კომფორტის ფიგურა, არის ის, რაც აღწერს მათი ფსიქიკის მდგომარეობას, ესაა კვადრატი, მათი კომფორტის ფერია ყავისფერი. შემთხვევითი სულაც არაა, რომ ძველად სამგზავროდ ძირითადად გამოიყენებოდა დიდი, ყავისფერი ჩემოდნები. ერთვექტორიან ანალს ყოველთვის გაახარებს კვადრატულ, ყავისფერ ყუთში შეფუთული საჩუქარი. ანალის ვექტორიანია დედამიწის მოსახლეობის 20%, ანუ ყოველ მეხუთე ადამიანს აქვს ანალური ვექტორი, შეიძლება ეს იყოს ერთვექტორიანი ანალი, ან ანალი სხვა ვექტორებთან კომბინაციაში. მთაში მცხოვრებ ნებისმიერ ხალხს, ყოველთვის აქვს ანალური მენტალიტეტი და ფასეულობები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათში მეტი ანალის ვექტორიანია ვიდრე სხვა რომელიმე ხალხში. ვექტორების სწორი პროცენტული გადანაწილება უზრუნველყოფს ჯგუფის სიცოცხლეს. ნებისმიერი ელემენტის (ვექტორის) გარეშე ჯგუფი უბრალოდ დაიღუპება, შეიძლება ამის არსი ამჟამად თქვენთვის გაუგებარია, მაგრამ როდესაც წინ წავალთ და ავხსნით ყოველ ვექტორს, ამ ყველაფერს უფრო საფუძვლიანად გაიაზრებთ, დაინახავთ, რომ ჯგუფში ვექტორების სწორ განაწილებაზე პასუხისმგებელია ყნოსვის ვექტორი, სწორედ მისი დახმარებით ხდება ჯგუფში ელემენტების მართვა. ამჟამად მხოლოდ იმას გეტყვით, რომ როგორც ყველაფერი სხვა, ესეც ბუნების კანონებიდან გამომდინარეობს, ისევე როგორც ის, რომ ნებისმიერ ერში დაცულია სქესთა ბალანსი. დღეს ადამიანებმა კანის ვექტორიანების დახმარებით, რომლებიც ადვილად ადაპტირდებიან ლანდშაფტთან და სმენის ვექტორიანების დახმარებით რომლებიც ნებისმიერი მოვლენის არსს იაზრებენ, ისწავლეს ბუნების კანონების თავის სასარგებლოდ გამოყენება, ამიტომ მცირე ჯგუფის დონეზე ამ ბალანსის დაცვა აუცილებელი არ არის. მაგალითად თუ თქვენ შეხვალთ რომელიმე კომპიუტერული პროგრამირების კომპანიაში, დაინახავთ, რომ იქ მომუშავე პროგრამისტების აბსოლუტური უმრავლესობა სმენის ვექტორიანია, რეალურ ცხოვრებაში კი სმენის ვექტორიანი მხოლოდ 5%, მაგრამ საკაცობრიო, ან ნაციონალურ დონეზე ვექტორების სწორი პროცენტული გადანაწილების პრინციპი აუცილებლად დაცულია.

დავუბრუნდეთ ანალურ ვექტორს. ერთვექტორიანი ანალების უმეტესობა ცხოვრობს სოფლებში, ერთვექტორიანი ანალი ქალაქში უბრალოდ ვერ გაძლებს, ქალაქი კანური ცივილიზაციაა და უფრო დიდ სისწრაფეს მოითხოვს, ქალაქში ცხოვრების განსხვავებული რიტმია, რომლის აყოლაც ანალის ვექტორიანს არ შეუძლია. თუ სოფლებში ჩახვალთ, დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ იქ დრო გაიყინა, ნახავთ ძველ სახლებს, ისეთ მანქანებს რომლებიც ჯერ კიდევ წინა საუკუნეში გამოვიდა ხმარებიდან, იქ ყველაფერი თითქოს ხელუხლებლად დარჩა. საერთოდ დრო რა თქმა უნდა სოფელშიც გადის, მაგრამ რიტმი იქ მნიშვნელოვნადაა შენელებული, რაც კომფორტულია ანალის ვექტორიანი ადამიანისთვის. ერთვექტორიანი ანალისთვის ქალაქი ყოველთვის სტრესია, პოლიმორფ ადამიანს ანალური ვექტორით კი ქალაქში ანალი უმეტესად დასტრესილი აქვს, იმიტომ, რომ ანალური ვექტორი ითხოვს თავის ლანდშაფტს ქალაქი კი მისთვის სტრესია, ისევე როგორც კანის ვექტორიანისთვისაა სტრესი სოფელში ცხოვრება.

როგორ გამოიყურებიან ანალები, ან რა ნიშნებით უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენს წინაშე დგას ანალის ვექტორიანი ადამიანი? (შეგახსენებთ, რომ გარეგნული ნიშნები მხოლოდ დამხმარე საშუალებაა დიაგნოსტიკისთვის, ამიტომ ნუ იხელმძღვანელებთ მხოლოდ გარეგნობით - ს.ღ.). ანალური ვექტორის ბევრი გარეგნული ნიშან-თვისება გამომდინარეობს მისი ფუნქციიდან, ანალური ვექტორის ეროგენული ზონა არის საჭმლის გადამამუშავებელი და მომნელებელი სისტემა, თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ სწორედ ფროიდის მიერ ანალური ტიპაჟი აღმოჩენით დაიწყო სვპ-ს ისტორია, ფროიდმა შენიშნა, რომ ადამიანთა გარკვეული კატეგორია დიდ ყურადღებას უთმობდა დეფეკაციის (მონელების) აქტს, ასეთი ბავშვები ძალიან დიდხანს იჯდნენ ღამის ქოთანზე. სწორედ ასეთ ადამიანებს ფროიდმა შენიშნა სამი ძირითადი მახასიათებელი, რომლებსაც დღეს ვუწოდებთ ანალური ვექტორის თვისებებს, ესენია: აკურატულობა, სიჯიუტე და საგნების მოფრთხილება. ანალის ვექტორიანები ზრდასრულობის ასაკშიც კი დიდ დროს ატარებენ ტუალეტში, ზოგჯერ იქ წიგნებს და გაზეთებსაც კითხულობენ, ან კროსვორდებს ავსებენ. საერთოდ ტუალეტი ანალის ვექტორიანების წმინდა ადგილია, აქ მათ შეუძლიათ დაჯდნენ, მოდუნდნენ, წაიკითხონ და მიიღონ სიამოვნება, ან უბრალოდ სტრესი მოიხსნან. ანალები ხშირად ინახავენ და უფრთხილდებიან ძველ წიგნებს, ჟურნალ-გაზეთებს, საერთოდ უყვართ ინფორმაციის დაგროვება. ანალის ვექტორიან ბავშვებს პატარაობიდანვე უყვართ ღამის ქოთანზე საათობით ჯდომა, მათთვის მნიშვნელოვანია მონელების აქტის ბოლომდე დასრულება, ამიტომ ისინი კანის ვექტორიანებივით სწრაფად არასოდეს წამოხტებიან ღამის ქოთნიდან. თუ ოჯახში ყველა ანალის ვექტორიანია, მაშინ ბავშვს არც არავინ აჩქარებს, მაგრამ თუ ანალ ბავშვს ყავს კანის ვექტორიანი დედა ომის მდგომარეობაში, ეს უკვე რთული საკითხია, ასეთი დედა ცდილობს ბავშვი დისციპლინას და წესრიგს შეაჩვიოს, ამიტომ სწრაფად აიძულებს ღამის ქოთნიდან ადგომას, თუ ბავშვი დროზე არ ადგა ასეთი დედა უყვირის, შეიძლება კიდეც წამოარტყას. კანის ვექტორიანები ცხოვრების შედარებით სწრაფი რიტმით ცხოვრობენ, ამიტომ ომის მდგომარეობაში მყოფი კანის ვექტორიანი დედა ვერასოდეს გაუგებს ანალის ვექტორიან შვილს რომელსაც უყვარს ღამის ქოთანზე დიდხანს ჯდომა. თუ ანალის ვექტორიან ბავშვს ხშირად აიძულებენ სწრაფად მოისაქმოს და არ დააცლიან ,,საქმის“ ბოლომდე მიყვანას, დროთა განმავლობაში მათ ემართებათ ლოგონევროზი. ნებისმიერი ვექტორის სტრესი აისახება მის ეროგენულ ზონაზე, კანის ვექტორიანებს სტრესისას აქვთ გამონაყარი კანზე. ანალებს კი თავისი ეროგენული ზონა აქვთ, ესაა საჭმლის გადამამუშავებელ-მომნელებელი სისტემა, თუკი ანალის ვექტორიანებს აქვთ სტრესი, მათ მაშინვე ტუალეტში უნდებათ, შეიძლება კუჭი აეშალოთ (დიარეა), სტრესისას ანალები ბევრ საჭმელს ჭამენ, შეჭამენ, გაიქცევიან ტუალეტში, გამოვლენ, ისევ შეჭამენ და ა.შ. ზესტრესისას ემართებათ ისეთი შეკრულობა, რომ მონელების აქტი უკვე მტკივნეული ხდება. დიარეა შეიძლება გამოუვლინდეს ნებისმიერი უმნიშვნელო სტრესისას, მაგალითად თუ მალე სიტყვით უნდა გამოვიდეს ხალხის წინაშე, ეს განსაკუთრებით ხშირი მაშინაა თუ ერთვის ვიზუალური ვექტორი. შეკრულობა კი მხოლოდ მნიშვნელოვანი და ხანგრძლივად სტრესული მდგომარეობის დროს ემართებათ, მაგალითად მაშინ: თუ არის ნაწყენ მდგომარეობაში, ან თავს მოტყუებულად თვლის. როდესაც ანალს არაფერი აწუხებს, მისი ორგანიზმი გამართულად მუშაობს. ანალები ყველაფერს დიდხანს არჩევენ, საჭმელს, ავეჯს, განსაკუთრებული გულმოდგინებით ანალები ირჩევენ სკამს და სავარძელს, უმოწმებენ სირბილეს (ანალებს ძირითადად ჯდომითი ცხოვრების წესი აქვთ), გარკვეული მიზეზების გამო ანალებს არ უყვართ ფუმფულა ავეჯი, ურჩევნიათ საშუალოდ რბილი. ნებისმიერი დაავადება რაც კავშირშია მონელებასთან, ან ანალურ ხვრელთან, უმეტესად ანალის ვექტორიანებს ემართებათ.

ანალის ვექტორიანებს აქვთ საკუთარი, განსაკუთრებული სექსუალურობა, რომელიც გარკვეულწილად მიბმულია მათ ეროგენულ ზონასთან, აი სწორედ აქ რაღაც რიგზე არ არის, ნებისმიერ ეროგენულ ზონასთან მის მატარებელს თავისუფლად შეუძლია შეხება, შეიძლება კანი მოიქავო, თვალები მოისრისო, შეიძლება ეს არც ისე სასიამოვნო სანახავია, მაგრამ მაინც არაუშავს, ყველა ხომ თავის ეროგენულ ზონას წარმოაჩენს, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანი სახალხოდ შეეხოს თავის ანალურ ეროგენულ ზონას, მითუმეტეს ბავშვი, დედა მაშინვე მიუთითებს, ფუ რა სიბინძურეს აკეთებო, ყველასთვის შეიძლება ეროგენული ზონა წარმოაჩინოს, მას კი ეკრძალება, თან ეს მხოლოდ შეხებაზე, ახლა წარმოიდგინეთ ისეთი მოვლენა როგორიცაა ანალური სექსი. ანალის ვექტორიანების გარკვეული ნაწილი, უპირატესობას სწორედ ასეთ სექსს ანიჭებს, მაგრამ ამას ადევს ბუნებრივი ტაბუ (აკრძალვა), პირველყოფილ ჯოგშიც კი ასეთი ურთიერთობა აკრძალული იყო, რადგან პირველ რიგში ეს მიიჩნეოდა მამაკაცური ეაკულატის (სპერმის) უაზრო ფლანგვად, ჯოგის მიზანი იყო გამრავლება, შთამომავლობის დატოვება, რათა გადარჩენილიყვნენ დროში, ასეთი ურთიერთობით კი ბავშვი არ ისახებოდა, მეორეც ასეთი სექსი უძველეს მამრებს ართმევდა ძალზე დიდ დროსა და ენერგიას და ხელს უშლიდა მათ ყოფილიყვნენ ჯოგის სრულფასოვანი მეომრები, ან მონადირეები. სწორედ ამიტომ უძველესი ეპოქიდანვე ანალურ ეროგენულ ზონას დაედო ტაბუ, ეს ერთადერთი ტაბუირებული ეროგენული ზონაა. ამ ტაბუირების შესახებ კიდევ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ.

ეს ანალის ვექტორიანებისთვის და არა მარტო მათთვის წარმოშობს საკმაოდ ბევრ, არც თუ ისე სახარბიელო ცხოვრებისეულ სცენარს. ერთადერთი რაც ამჯერად უნდა ვიცოდეთ ისაა, რომ ანალური ვექტორი თავისი სექსუალურობით არათანაბარ პირობებშია სხვა ვექტორებთან.

ანალის ვექტორიანებს აქვთ შენელებული მეტაბოლიზმი (მონელება). ანალის ვექტორიანები კანის ვექტორიანებივით ვერ აყოლებენ ფეხს ლანდშაფტის ცვალებადობას, რადგან ეს მათი ფუნქცია არ არის, ანალების ფსიქიკა მიმართულია წარსულისკენ, ამიტომ ანალები დიდ ყურადღებას უთმობენ წარსულის შესწავლას. ანალები დიდ დროს უთმობენ წარსულში დაგროვილი ინფორმაციის შესწავლას და მომდევნო თაობისთვის გადაცემას, ამას კი ჭირდება სიდინჯე, ასევე საკმაოდ ნელი ცხოვრების რიტმი. ასეთი ცხოვრების წესის და შენელებული მეტაბოლიზმის გამო, ანალის ვექტორიანები მიდრეკილნი არიან სიმსუქნისკენ, ხოლო თუ ანალს ერთვის ორალიც მაშინ ეს სიმსუქნე 5-ჯერ უფრო მეტია.

მხოლოდ ანალები ასე კატასტროფულად არ სუქდებიან, მაგრამ მაინც ზანტები, მოუქნელები და არასპორტულები არიან. ანალის ვექტორიანებს გასუქების შემთხვევაში ძალიან უჭირთ წონაში დაკლება, ისევე როგორც ყველაფერი მათთან წონაში დაკლებაც ძალიან ნელა ხდება. ანალებს ჭამის შემდეგ უყვართ წამოწოლა. ძალიან ნელა გადადიან ერთი საქმიდან მეორეზე, ისინი ყველა საქმეს დინჯად აკეთებენ და ლანდშაფტის ცვლილებებზეც ასევე ნელა რეაგირებენ.

ერთვექტორიან ანალს რომ უთხრას ცოლმა ფულს არიგებენ დროზე გაიქეციო, შეიძლება უპასუხოს სხვისი არაფერი მჭირდებაო. ანალები არ არიან კანის ვექტორიანებივით მომხვეჭელები. ძველ ჯოგში ანალები არ დადიოდნენ საომრად ან სანადიროდ (თუ ამას აუცილებლობა არ მოითხოვდა), როცა ჯოგი ნადირობდა, ანალის ვექტორიანები ისხდნენ შინ, დარაჯობდნენ ქალებს და ბავშვებს და ელოდნენ როდის დაბრუნდებოდნენ დანარჩნები. თუ კანის ვექტორიანისთვის სტრესული ისაა, რომ რაღაც არ ყოფნის, ანალის ვექტორიანისთვის სტრესია როდესაც თავის კუთვნილს ვერ იღებს. ანალის ვექტორიანი ბავშვები არ დარბიან კანის ვექტორიანებივით, შეიძლება საათობით ისხდნენ და თამაშობდნენ. არ აქვს მნიშვნელობა მოქმედება იქნება ფიზიკურ თუ ფსიქიკურ დონეზე, ნებისმიერი აქტივობა სტრესულია მათი ფსიქიკისთვის, ეს კი მათ ფიზიკურ სხეულზეც აისახება, ერთვექტორიან ანალებს აქვთ მსხვილი, ოდნავ მოხრილი ფეხები და ბაჯბაჯა სიარული, მთელი მათი აგებულება მიანიშნებს, რომ ისინი სირბილისა და აქტიური ცხოვრების წესისთვის არ არიან შექმნილები.

საერთოდ ფეხები ანალების სუსტი ადგილია, ხშირად უცივდებათ. უძველესი ანალები იშვიათად გადიოდენ გამოქვაბულიდან, იჯდნენ და ეფიცხებოდნენ კოცონს, ანალებს როგორც წესი ძალიან უყვართ ცეცხლი (კოცონი). ერთვექტორიანი ანალები ხშირად დადიან სახლში ოთახის ,,ჩუსტებით“, არ უყვართ ოთახში ორპირი ქარი, ზაფხულშიც კი.

ანალის ვექტორიანები მომთბენები არიან, მაგრამ თუ გაბრაზდენ მტრისას. ანალები იშვიათად მოქმედებენ, მათ მოქმედება რომ გადაწყვიტონ, ამისთვის განსაზღვრულ მდგომარეობამდე უნდა მივიდნენ, ამისთვის ან თავად უნდა მოემზადონ შინაგანად, ან ვინმემ უნდა უბიძგოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმა მათთვის რთულია. სწორედ ამიტომ ანალის ვექტორიანებს ძალიან უყვართ დედები, ანალის ვექტორიანებისთვის, ბავშვობაში დედა სიცოცხლის გარანტია, ეს პრინციპში ყველა ბავშვისთვის ასეა, მაგრამ ანალის ვექტორიანებისთვის განსაკუთრებით, რადგან ანალები სხვებზე ნელები არიან და ძნელად ეწყობიან ახალ მდგომარეობებს. დედა კი მათ ამ ყველაფერში ეხმარება, თუ დედა ნორმალურად განვითარებულია და ანალის ვექტორიან ბავშვს უხსნის როდის როგორ უნდა მოიქცეს, ანალები ამის წყალობით აგროვებენ გამოცდილებას, რაც უფრო მეტი გამოცდილება აქვს ანალს დაგროვილი, უფრო თავდაჯერებული ხდება ის. ანალის ვექტორიანები მთელი ცხოვრების მანძილზე აგროვებენ ინფორმაციას, იღრმავებენ ცოდნას და იძენენ გამოცდილებას, რაც უფრო მეტი გამოცდილება აქვთ დაგროვილი, მით უფრო თავდაჯერებულნი არიან ისინი თავის მოქმედებებში და უფრო მეტი ადამიანი უცხადებს ნდობას მათ პროფესიონალიზმს. დედა კი ამ ყველაფერს ასწავლის, ეხმარება პირველი ნაბიჯების გადადგმაში. დამოუკიდებლად რაიმე საქმის გაკეთება ანალის ვექტორიან ბავშვებს ეძნელებათ, მაგრამ დედა თუ ეტყვის წადი ჭიდან წყალი ამოიღეო, უჯერებს. როდესაც პატარაობაში დედა დაწვრილებით უხსნის რა როგორ გააკეთონ, ამ შემთხვევაში ანალებს დედა ძალიან უყვართ, საერთოდ ანალის ვექტორიანებისთვის დედა წმინდა ადამიანია. თუმცა როდესაც დედა ანალებს ბავშვობისას ტრავმას აყენებს, სიტუაცია იცვლება, ამ დროს მათ აქვთ წყენა დედაზე, რა თქმა უნდა დედას მაინც პატივს სცემენ, იმიტომ რომ მან გააჩინა, მაგრამ მის მიმართ განიცდიან სიღრმისეულ წყენას. როდესაც დედაზე ნაწყენი ანალის ვექტორიანი ვითარდება ურთიერთობის დონემდე, არაფერი საქმის კეთება არ შეუძლიათ ოხვრა-ხვნეშის გარეშე.

ანალებს უყვართ ცეკვა, მაგრამ ძალიან მოუქნელები და ტლანქები არიან, ამიტომ როცა ცეკვავენ, მათი ცეკვა დათვის ბაჯბაჯს უფრო წააგავს, ხშირად ადგამენ ფეხს პარტნიორს და ცეკვის დროს ხვნეშიან. თუ მას მოქნილი კანის ვექტორიანი ეცეკვება, მათი ცეკვა ცნობილი მულტფილმის გოგონას და ურჩხულის ცეკვას მოგაგონებთ.

აი თუ ორი ანალი ცეკვავს, უკვე ძალიან სასაცილო სანახავია, ეს ძალიან გავს ორი დათვის ჭიდაობას. ანალის ვექტორიანების აგებულება მაშინვე მიანიშნებს, რომ ისინი მოძრავი ადამიანები არ არიან. ერთვექტორიანი ანალები ძალზე მოუქნელები არიან, იმდენად, რომ ხშირად რაღაცას ეხლებიან და ამტვრევენ. შეიძლება ეს ცოტა სასაცილოდ ჩანს, შეიძლება ანალები მოუქნელები არიან და ვერ დარბიან, კანის ვექტორიანებივით, სამაგიეროდ მათ აქვთ საკუთარი უნიკალური თვისებები, რომლებიც მათ გარდა არცერთ ვექტორს არ გააჩნია.

თუ ანალის ვექტორიანს რომელიმე ზედა ვექტორი ერთვის, თავისუფლად შეიძლება გახდეს ექიმი, მას აქვს საკმარისი ნებისყოფა იმისთვის, რომ აითვისოს უზარმაზარი სამედიცინო ინფორმაცია, აი კანის ვექტორიანი ანალური ვექტორის გარეშე ექიმი ვერასოდეს გახდება.ანალური ვექტორის სიდინჯე სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ შეძლოს აითვისოს დიდი მოცულობის ინფორმაცია ხარისხიანად და ნაბიჯ-ნაბიჯ შეისწავლოს უწვრილმანეს დეტალებამდე, ეს ანალის ვექტორიანების გარდა არავის შეუძლია, ანალური ვექტორის გარეშე არ არსებობს არანაირი პროფესიონალიზმი, ხარისხი, დეტალიზაცია.

წინა ლექციებში ვთქვით, რომ კანის ვექტორიანი ზოგიერთ სტრესულ მდგომარეობაში აკეთებს ბევრ ზედმეტ მოძრაობას და აქეთ-იქით აწყდება, ანალის ვექტორიანები კი მოძრავები არ არიან, ამიტომ სტრესისას შეშდებიან, ისინი ისედაც საკმაოდ დინჯები არიან, მაშინ კი როცა ლანდშაფტიდან ხორციელდება ზეწოლა მათ ფსიქიკაზე და საჭიროა დაუყოვნებელი მოქმედება, ისინი ამ დროს ითიშებიან და საერთოდ ეკარგებათ ყველანაირი ქმედების უნარი.

ანალის ვექტორიანებს ძალიან უყვართ ძველი ნივთები, მაგალითად ურჩევნიათ შეაკეთონ ძველი 15 წლის ნახმარი მანქანა, ვიდრე ახალი იყიდონ, ისინი ეჩვევიან და ეჯაჭვებიან ძველ მანქანას, ამიტომ ცდილობენ მის შეკეთებს სანამ სულ არ დაიშლება. ანალები არ არიან ფიზიკური აქტივობის მოყვარულები, ამიტომ უყვართ ყველანაირი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მათ გადაადგილებაში ეხმარება, გარდა თვითმფრინავისა. ანალის ვექტორიანები შინაგანად ყოველთვის გრძნობენ, რომ სისწრაფით სხვებს, განსაკუთრებით კანის ვექტორიანებს ჩამოუვარდებიან, ამიტომ ავტომობილი მათ ამის კომპენსირებას უკეთებს.

ანალის ვექტორიანებს ძალიან უყვართ იარაღი (რეალურად იარაღი კანებს უფრო უყვართ, განსაკუთრებით თავხედ კანებს. ანალებს უყვართ ნადირობა, შესაბამისად უყვართ მხოლოდ სანადირო თოფები - ს.ღ). ეს ნადირობის დროს ასევე სიჩქარის კომპენსირებაა, სანამ კანის ვექტორიანი მიდევს ნადირს, ანალი დაჯდება, დაუმიზნებს შორიდან თოფს და მოკლავს ნანადირევს. იარაღი მათთვის საშუალებაა გაათანაბრონ სიჩქარე იმათთან ვინც მათზე სწრაფია.

როდესაც ანალის ვექტორიანები დადიან, ხშირად ბეჭებში არიან მოხრილები და კისერიც წინ აქვთ წაწეული. მისალმებისას ხელს ძლიერად ართმევენ, თუ ნაწყენი ანალი ართმევს ხელს, ის იმდენად ღონივრად უჭერს, რომ ტკენს. ანალებს საერთოდ ღონიერი ხელები აქვთ და ხელის ჩამორთმევისას ღონივრად ართმევენ ხელს, ამით საკუთარ სიძლიერეს უსვამენ ხაზს.

ანალებს უყვართ ისეთი გახუმრება, რასაც ნებისმიერი სხვა სულელურ ხუმრობად ჩათვლიდა, მაგალითად მისალმების დროს ნაცნობისთვის მეგობრულად ,,წათაქება“, ეს ხანდახან ზედმეტად ღონივრად მოსდით, ცუდი განზრახვით კი არა, უბრალოდ დარტყმის ძალას ვერ მოზომავენ ხოლმე. ანალებს უყვართ ნაცნობების შეშინება, მაგალითად მიეპარებიან და მოულოდნელად შეუძახებენ ,,ვუფ“. ეს ანალური ხუმრობებია და თუ არ გესმით მათი აზრით ეს თქვენი პრობლემაა.

ანალის ვექტორიანებს როდესაც იმედგაცრუებულები არიან, ან რაღაც არ აინტერესებთ, ხშირად ახასიათებთ ხელის ჩაქნევა, ამ ჟესტით ისინი ხაზს უსვამენ, რომ კითხვა რომელიც მათ დაუსვეს უინტერესოა. ანალებს ასევე ხშირად ახასიათებთ დამრიგებლური ჟესტი, თითის ნელი დაქნევა, არა კანის ვექტორიანებივით თითის სწრაფი ქნევა, არამედ დამრიგებლურად. უყვართ ძველი ავტორების ციტატების მოშველიება, ხშირად შეიძლება ბერძნული, ან ლათინურენოვანი გამოთქმებიც გამოიყენონ, ამით საკუთარ ერუდირებულობას უსვამენ ხაზს, თუ ის ლათინურად იტყვის რამეს და თქვენ შეეკითხებით ეს რას ნიშვავსო, მათ უხარიათ, რომ საშუალება მიეცათ რაიმე გასწავლონ და ამას დიდი სიამოვნებით აკეთებენ, თანაც ხაზს უსვამენ, რომ თქვენზე ჭკვიანები და ნასწავლები არიან.

ანალებს უყვართ როდესაც ვინმეს უკანალზე ჩქმეტენ, თუ ორალიც ერთვის აღტაცების შეძახილსაც დააყოლებს: ,,ოხ რა ტრაკია!“ ასეთი რამ მხოლოდ ანალებს ჩვევიათ, ასევე ჩვევიათ საჯდომზე ხელის წამორტყმა.

იური ბურლანი ამბობს, რომ პედოფილურ მდგომარეობაში მყოფი ანალის ვექტორიანები ხშირად იფშვნეტენ ხელებს. ანალებს ხელებთან დაკავშირებული ბევრი ჟესტი ახასიათებთ, ერთვექტორიანი ანალები დიდხანს და აკურატულად იბანენ ხელებს საპნით. 

ანალის ვექტორიანებს ნამდვილი ,,ოქროს ხელები“ აქვთ, ამიტომ ხშირად აკეთებენ ხელით საკეთებელ საქმეს, ნებისმიერი ხელობა ანალურ ვექტორთანაა კავშირში, ამიტომ ანალური ვექტორის გარეშე კარგი ხელოსანი არ არსებობს. ძველ დროში ,,ხელობის საიდუმლო“, ხშირად მამიდან შვილზე გადადიოდა. ანალის ვექტორიან ქალებს კარგად გამოსდით ხელსაქმე, განსაკუთრებით ისეთი ხანგრძლივი და დეტალური მუშაობა რომ ჭირდება და ამ საქმის შესრულება დიდ ნებისყოფას მოითხოვს, საერთოდ ნებისმიერი ხელსაქმე ანალის ვექტორიანებისაა. ანალებს მკრივი ხელები აქვთ, მაშინვე ეტყობა ამ ხელებს საქმის სრულყოფილად შესრულება რომ შეუძლიათ. თუ კანის ვექტორიანებს რიტმული საკრავები და პატარა ვიოლინოები უყვართ, ანალებს დიდი როიალები ურჩევნიათ, კლავიშებზე რომ შეძლონ თითების დარტყმა, თუ მაინცდამაინც სიმებიან საკრავზე მოუწევთ დაკვრა, ურჩევნიათ ეს დიდი ვიოლონჩელო იყოს.

ანალის ვექტორიანი ქალები ხშირად თმას ან თავს ზემოთ იკრავენ, ან ნაწნავს იკეთებენ, ანალის ვექტორიანი კაცები კი როგორც წესი ადრე მელოტდებიან, ისე რომ თმები მხოლოდ გვერდზე და კეფაზე აქვთ შერჩენილი, მითუმეტეს მაშინ თუ სხვა ვექტორები არ ერთვით 25-30 წლის ასაკში თმის მასიურად ცვენა ეწყებათ, თუმცა სხვა ვექტორების არსებობის შემთხვევაშიც საკმაოდ ხშირად მელოტდებიან. ხშირად ხდება, რომ როდესაც ანალის ვექტორიანებს თმის ცვენა ეწყებათ, განსაკუთრებით თუ რომელიმე ზედა ვექტორი ერთვის, ამის ცხვენიათ და თავს მთლიანად იპარსავენ. ანალის ვექტორიან ბავშვებს არ უყვართ მოკლედ შეჭრილი თმები, ისინი შინაგანად გრძნობენ, რომ საკმაოდ მალე თმასთან დამშვიდობება სამუდამოდ მოუწევთ, ამიტომ სანამ შეუძლიათ უყვართ დიდი თმის ტარება, კანის ვექტორიან ბავშვებს პირიქით, უყვართ თმის მოკლედ გადაკრეჭა. ანალის ვექტორიანებს ასევე ძალიან უყვართ ,,ბეწვი სახეზე“, იქნება ეს ბაკენბარდები, ულვაში, ბლანჟე თუ წვერის მოშვება, ეს მათთვის გამოცდილებასთან ასოცირდება. თუ ანალს რომელიმე ზედა ვექტორი ერთვის თავის წვერს ფორმას აძლევს და ერთვექტორიანი ანალივით გაბურძგნილი წვერით აღარ დადის. თუმცა მხოლოდ მოშვებული წვერით ანალი არ უნდა ადიაგნოსტიროთ, რადგან წვერი შეიძლება ქონდეს ვიზუალსაც, თუ ეს მოდაშია. თუ ანალს სმენის ვექტორი ერთვის, ის როგორც წესი, თავის გარეგნობას ყურადღებას საერთოდ არ უთმობს, ის შეცნობაზეა ორიენტირებული და ფიქრობს, რომ როგორ გამოიყურება ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

ანალის ვექტორიანებს აქვთ გახსნილი, ნებისყოფიანი სახე, ხშირად დადიან წარბშეჭმუხნილები, მაგრამ გამოხედვა პირდაპირი აქვთ, თუ ნაწყენ მდგომარეობაში არიან - პირიქით დაბღვერილები იყურებიან, ამ მხედველობში ჩანს საყვედური და უნდობლობა. როდესაც ანალები გრძნობენ, რომ რაღაცაში მოტყუვდნენ, წყენისგან ტუჩები უვიწროვდებათ, მათი ქვედა ტუჩი კი ოდნავ ქვემოთ ეშვება, როდესაც ანალი ნაწყენია, მისი ტუჩის კუთხეები ქვემოთაა დაშვებული, ქვედა ტუჩი წყენისგან ოდნავ წინ წამოწეულია, მზერა კი ქვემოთაა მიმართული. განსაკუთრებით ანალის ვექტორიან ბავშვებს უყვართ გაბუტვისას ქვედა ტუჩის გადმოკიდება.

ანალის ვექტორიანები საუბრობენ დინჯად, აუჩქარებლად, გამართულად, თუ განუვითარებლები არიან ყოველ სიტყვას ხაზგასმით, ოდნავ გაბრაზებული ტონით წარმოთქვამენ, როდესაც რაღაცას ყვებიან, ამას აკეთებენ მონოტონური ხმით და ძალზე აჭიანურებენ სათქმელს (ორალის ვექტორიანის ამბის გაზვიადებაში არ აგერიოთ), ყველაფერს დაწვრილებით ყვებიან, ყოველ წვრილმან დეტალს ახსენებენ, საშინლად ღიზიანდებიან როდესაც ვინმე საუბარს აწყვეტინებს, ამის გამო მოგვიანებით აუცილებლად იძიებენ შურს. საუბრისას ხშირად იყენებენ სიტყვებს: სამშობლო, ტრადიცია, მეგობრობა, სამართლიანობა, პატიოსნება, ერთგულება, ნაძირალა, ტყუილი, ცოდნა, სწავლა, გამოცდილება, პროფესიონალიზმი, დედა. სოფლებში და პატარა ქალაქებში გავრცელებული იყო საღამოს კოცონთან მოეყოლათ ზღაპრები, ლეგენდები, თქმულებები, ეს ყველაფერი ნამდვილი ანალური ფასეულობებია. განსაზღვრულ მდგომარეობაში ანალის ვექტორიანებს უყვართ კნინობითი სიტყვების გამოყენება, მაგალითად სახლის მაგივრად სახლუკა, ძაღლის მაგიერ ძაღლუკა და ა.შ. ანალების ნებისმიერ მოქმედებას თან სდევს ოხვრა, ხვნეშა, ქოშინი, განსაკუთრებით მაშინ როცა ტრანსპორტზე აგვიანდებათ და ცოტა ძუნძული მოუწევთ, თუ მიასწრეს პირველივე ცარიელ სკამზე მოწყვეტით დაენარცხებიან და პირველივე ახლოს მჯდომს ქოშინით გადაულაპარაკებენ: უხ, ვერ ვიტან ასეთ მარათონულ სირბილს! (არადა სულ 30-40 მეტრი ირბინეს). ანალების სხეული სირბილისთვის შექმნილი არ არის, ამიტომ ეს მათთვის ზედმეტი აქტიურობაა და თუ სირბილი მოუწევთ რაღაცნაირად განწირული ქოშინი უვარდებათ. ძალიან ხშირად ხმარობენ სიტყვას მაგრამ, მაგალითად: შენ ჭკვიანი ხარ, მაგრამ ჩემსავით არა... ან რამე ასეთს. ანალები პირდაპირები არიან, არ უყვართ ტყუილის თქმა, არც მიკიბულ-მოკიბული საუბარი. ბრაზისას ხშირად იყენებენ ანალურ სიტყვებს, ან ანალურ მუქარებს, მაგალითად ხშირად აგზავნიან ადამიანებს უკანალში, ასევე როდესაც ბრაზობენ, საუბარში ხშირად ახსენებენ ფეკალიებს და სხვა ანალურ ხვრელთან დაკავშირებულ სიტყვებს. შიშის დროს უკანტანში ბეწვი ყალყზე უდგებათ, როცა უნდათ ხაზი გაუსვან იმას რომ რაღაც არ შეგიძლიათ, ანალის ვექტორიანები იტყვიან, რომ მაგის ,,ტ...ი არ გაქვთ“, ერთვექტორიანი ანალები ძილისას, როცა მათი სხეული მოდუნებულია, ხშირად უშვებენ გაზებს. როდესაც უწევთ ფიზიკურად დაიტანონ ძალა, ზედმეტი ძალდატანებისგან ჰაერები ეპარებათ. საერთოდ ფიზიკური სამუშაოს შესრულება ყველაზე კარგად კუნთის ვექტორიანებს შეუძლიათ, როდესაც კუნთის ვექტორიანებს მძიმე ტვირთი გადააქვთ შეიძლება არც კი შეისვენონ.

ნებისმიერ ანალურ შედარებებს იგონებენ არა ერთვექტორიანი ანალები, არამედ ანალ-ორალები, შემდეგ კი ამას უკვე გამოყენებას აძლევენ უბრალოდ ანალები, რადგან ნებისმიერი ანალის ვექტორიანის გულში დევს ანალური სიტყვების გამოყენების სურვილი და როცა ანალ-ორალები ასეთ ფრაზებს ამბობენ, ამით ყველა ანალი ხარობს, რადგან ვიღაცამ შეძლო მათი ფარული სურვილის გამოხატვა.

ანალის ვექტორიანებს უყვართ კუბიკებიანი და ხაზებიანი ტანსაცმელი, ტრადიციული სამოსი, ასევე წინსაფრები, კომბინიზონები, უყვართ სახელოების აკაპიწება, უყვართ თბილი ხალათები და მოსაცმელები, ასევე თავისუფალი ტანსაცმელი, ისეთი ტანზე რომ არ უჭერთ, კანის ვექტორიანებს პირიქით ტანზე მოტმასნილი ტანისამოსი ურჩევნიათ. ნებისმიერი პროფესიის ადამიანებს სადაც კი ძირითადად ანალის ვექტორიანები მუშაობენ, აცვიათ სამუშაო ხალათები, ექიმებს, მეცნიერებს და ა.შ.

ანალის ვექტორიანებს უყვართ ,,პანამა“ სტილის ქუდები და კეპები, ასევე ბერეტი. ფეხზე ჩასაცმელად ყველაზე მეტად უყვართ ოთახის ჩუსტები, ჩუსტები ანალისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ატრიბუტია, როგორც გვირგვინი ურეთრალისთვის, ან ჰალსტუხი კანის ვექტორიანისთვის. ფეხები ანალის ვექტორიანების სუსტი ადგილია, ამიტომ თბილი ჩუსტები მათ იცავს ფეხის გაყინვისგან, მაზოლებისგან. ანალებს უყვართ მოვლილი და გასუფთავებული ფეხსაცმელი, ხშირად თან დააქვთ ფეხსაცმლის საწმენდი ღრუბელი, რომ მათი ფეხსაცმელი ყოველთვის სუფთა იყოს. ანალის ვექტორიანები ძალიან დიდ დროს ანდომებენ ფეხსაცმლის არჩევას, შეიძლება ამას მთელი დღე მოანდომონ. ნებისმიერი რამის ყიდვისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ხარისხს, კანის ვექტორიანები ყურადღებას ფასზე ამახვილებენ, ანალები კი ხარისხზე, გამძლე რომ იყოს. ანალის ვექტორიანებს ხშირად წლების მანძილზე აცვიათ ერთი და იგივე ფეხსაცმელი. ანალის ვექტორიან ქალებს უყვართ დაბალქუსლიანი, ან საერთოდ უქუსლო ფეხსაცმელი, ანალის ვექტორიანები კანის ვექტორიანებივით კარგად ვერ ფლობენ საკუთარ სხეულს, ამიტომ არ შეუძლიათ კანის ვექტორიანებივით მაღალ, წვრილ ქუსლებზე სიარული, ამიტომ ანალი ქალები ან საერთოდ უქუსლო ფეხსაცმელს იყენებენ, ან ისეთ ქუსლიანს რომელსაც ბრტყელი, განიერი ქუსლი აქვს, თანაც არც ისე მაღალი. ანალის ვექტორიანებს ფეხზე სქელი თითები აქვთ, ამიტომ თუ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვეს, მთელი სხეულის წონა, მათ თითებს აწვება და ეს ფეხის ფორმას უმახინჯებს. ანალის ვექტორიანებს ფეხები ოდნავ შიგნით აქვთ შეღუნული, ამიტომ მათი ფეხსაცმელი ხშირად ცალ მხარეს მეტად ცვდება, ვიდრე მეორე მხარეს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ სანამ კარგად არ გაეცნობით მთელ სისტემას, ნუ ადიაგნოსტირებთ ადამიანებს მხოლოდ გარეგნული ნიშნების საფუძველზე, უმჯობესია გარეგნული ნიშნები მხოლოდ დამხმარე შტრიხად გამოიყენოთ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ადამიანების უმეტესობა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მრავალვექტორიანია, მრავალვექტორიანი ადამიანის შემთხვევაში კი ვექტორის გამოვლინება ცოტა განსხვავებულია ერთვექტორიანისგან.

ავტორი: ვ.იუნევი

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე


მსგავსი სტატიები

  • ქვედა ვექტორები კომბინაციებში

  • გადადებული ცხოვრების სინდრომი

  • რას გვატყობინებენ ჩვენი შიშები

  • როგორ მუშაობს კანური და ანალური ვექტორების აზროვნება

  • 5 რჩევა ანალის ვექტორიანი ბავშვის მშობლებს

  • დედაა დამნაშავე! ანუ წყენა როგორც ცხოვრების სცენარი!

  • ნეგატიური სცენარები ანალურ ფსიქოტიპში (1)

  • წყენის 4 დონე ანალურ ვექტორში