ინფარქტი და არითმია (ორიოდე სიტყვა ანალური ფსიქოტიპის შესახებ)


ინფარქტი და არითმია (ორიოდე სიტყვა ანალური ფსიქოტიპის შესახებ)

36 წლის მამაკაცი სულ უფრო ხშირად მიდიოდა ექიმთან. საავადმყოფოს მთელი მედპერსონალი სცნობდა, ყველა ისე ესალმებოდა როგორც ძველ ნაცნობს. ექიმთან კი მას საშინლად გახშირებული არითმიის შეტევები მიათრევდნენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ექიმის ყველა რჩევა გაითვალისწინა და შედეგი მაინც არაფერმა გამოიღო. საუკეთესო წამლები უზარმაზარი დოზითაც კი სულ მცირე შვებასაც ვერ აძლევდნენ. იმედგადაწურული ინვაზიურ მკურნალობაზეც კი დათანხმდა – წინა გულის მოციმციმე არითმიის აბლაცია. ყოველდღიური შეტევებით დაღლილი ის მაინც დადიოდა პროცედურებზე.

ოდნავ ენა ებმოდა. ამ ასაკში ისევ დედასთან ცხოვრობდა. სისტემურად კი ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ის ანალის ვექტორიანი მამაკაცი იყო. ვერავინ ვერ ხვდებოდა როგორ დახამარებოდა. ასეთი დარღვევების გამომწვევი არც ერთი თვალსაჩინო მიზეზი არ არსებობდა. მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი თავის ადგილას დადგა.

ერთხელ ჩემს კაბინეტში ხანშიშესული ქალი შემოვარდა. ის ფაქტიურად თმებს იგლეჯდა ისტერიკისგან. ერთი წამითაც კი ვერ ჩერდებოდა სკამზე, ემოცია პიკს აღწევდა, თითქოსდა ამით ამოავსო ჩემი კაბინეტის კუთხე კუნჭული.

როგორ ფიქრობთ, ვინ იყო ეს ქალი? დიახ, დიახ, არ შემცდარხართ ეს სწორედ იმ არითმიით დატანჯული პაციენტის დედა გახლდათ. დედამისი კან-ვიზუალი ქალი იყო, მოუსვენარი კანის ვექტორით, უფრო მეტიც ნერვიული და გაღიზიანებული. ამას ვიზუალის ვექტორში შიშიც ემატებოდა.

ანალის ვექტორიანი ადამაინისთვის კი ყოველდღიურად ასეთი ემოციური დატვირთვა ნამდვილი კატასტროფაა, დედის მოუსვენრობა, მისი გაუწონასწორებელი ხასიათი, გამრავლებული შიშნარევ ემოციურ ფონზე და მივიღეთ მისი ვაჟის არითმიის გამომწვევი მთავარი მიზეზი. მისი ენის დაბმაც დედის კანის ვექტორის მდგომარეობით იყო გამოწვეული. ხოლო ის, რომ მთელი ცხოვრება შეკრულობა აწუხებდა განხილვის საკითხიც კი აღარ იყო.

ვიდრე ისინი ერთად იცხოვრებდნენ, ერთ ბინაში ერთ ამოციურ ფონზე, ვაჟი ყოველდღიურად მიიღებდა მისი გულისთვის გაუსაძლისი დარტყმების წილს. ხოლო მედიკოსები ერთხმად გამოხატავენ გაოცებას რატომ ვერ შველის მას ვერც ერთი მედიკამენტი და ვერც ერთი თანამედროვე და მოწინავე მკურნალობის მეთოდი.

ის ჩემთან ქირურგიული ჩარევის შემდეგ დაბრუნდა, კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში. ჩემს წინ იდგა ადამიანი რომელსაც უკვე ყოველგვარი იმედი გადასწურვოდა. არითმია არათუ გაქრა, გახშირდა კიდევაც. ფსიქოლოგის დასკვნის გაუთვალისწინებლად ასეთი დაავადების მკურნალობა შეუძლებელია.

ფიზიოლოგიის ვექტორალურად განპირობებული თავისებურებები

ნერვიული კანი ქალი ანალი მამაკაცის გვერდით ნამდვილი გამოცდაა ანალური გულისთვის.

გარკვეული ვექტორული ნაკრების მქონე ადამიანისთვის ნებისმიერი ორგანო ფუნქციონირებს თავისებურად. ვექტორი განსაზღვრავს სახეობრივ როლს და ორგანიზმიც შესაბამისი უნდა იყოს. ანალი პედანტური და საფუძვლიანია, გულმოდგინე და მოზომილი მის ყველა ქმედებაში – ის ხომ ხარისზე მუშაობს. სიჩქარეში კი როცა მას სიტყვასა და ქმედებას აწყვეტინებენ, ის ამ თვისებებს კარგავს დ ძალიან განიცდის ამას. მისი დინჯი ბიორიტმის გამო, ანალის გული მშვიდად სცემს, დაახლოეით 60 დარტყმა წუთში. ეს მისი კომფორტის მდგომარეობაა. მოუქნელობა და ნელი მოქმედება როგორც ფსიქიკურ ისე ფიზიკურ პლანზე პირდაპირაა დაკავშირებული მის სახეობრივ როლთან.

კანი სულ სხვანაირია, მოხერხებული მოძრავი, ყველგან უნდა მიირბინოს, ყველაფერი მოასწროს, მოიპოვოს რაიმე ნებისმიერ ფასად. და რაც უფრო ჩქარობს მით უკეთესია. გულისცემაც სხვანაირია აქვს, ისევე როგორც მთელი ორგანიზმი – მან ადვილად უნდა გადაიტანოს დიდი დატვირთვა, რაც ფიზიკურ აქტიურობასა და ლანდშაფტზე სწრაფ ადაპტაციასთანაა დაკავშირებული. კანის გული მოქნილად ადაპტირდება გარმოს პირობებეზე, ისევე როგორც მისი ფსიქიკა. უფრო სწრადაც სცემს – საშუალოდ 80 დარყმა წუთში, რაც კანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს ასახავს.

რა ხდება როცა ასეთი სრულიად განსხვავებული ფსიქოტიპის ადამიანი ერთად ცხოვრობს? თუ ორივე რეალიზებულია ძალიან კარგ წყვილს ქმნის. წინააღმდეგ შემთხვევაში იწყევენ ერთმანეთის განადგურბას არაცნობიერ დონეზე.

ანალური რითმი და მიოკარდიუმის ინფარქტი

კანი რომელმაც ვერ შეძლო საკუთარი თვისებების ლანდშაფტზე რეალიზება აუტანელი ხდება. მისი არამოტივირებული აკრძალვები გაუსაძლის მაკონტროლებლად აქცევენ. ასე ახდენს ის შინაურებზე თავისი შინაგანი უკმარისობების კომპენსაციას. ეკონომიას აკეთებს ყველაფერში, მათ შორის დროშიც, კანი ცოლი გამუდმებით აჩქარებს ქმარს და შვილებს. ისინი მას ძალიან ნელები ეჩვენებიან, და ეს აღიზიანებს. ის საუბარს შუა გზაზე წყვეტს, არ შეუძლია დიდხანს ისაუბროს. ის გამუდმეით ჩქარობს, მაგრამ მის მოქმდებებს არანაირი სასარგებლო შედეგი არ მოაქვთ. ის ხან ერთ საქმეს ჩაეჭიდება ხან მეორეს, ღამეც კი მოუსვენრად სძინავს, ამით კი ქმარს ანალურ რიტმს ურღვევს როგორც ფიზიკურ ისე ფსიქიკურ პლანზე.

ანალური ფსიქოტიპის ორგანიზმისთვის და განსაკუთრებით მისი გულსისხლლძარღვთა სისემისთვის ეს განუზომელი დარტყმაა. მას უბრალოდ არ შეუძლია ამ ყველაფერთან ადაპტირება. ამ ტიპის ძლიერი სტრესი, დიდი ხნი რიტმიდან ამოვარდნა, გარდაუვლად იწვევს გულის კუნთის ინფარქტს. რა თქმა უნდა ანალის რეალიზების დონეც დიდ როლს თამაშობს ამ შემთხვევაში, თავის პროფესიაში შემდგარი ანალი გაცილებით უფრო მდგრადია სტრესების მიმართ. მისთვის ჩვეულ რიტმში მუშაობისას ის ადვილად ახდენს კანისგან წამოსული სტრესის ნიველირებას. თუ სახლში მოუსვენარი ცოლი ჰყავს ის ქვეცნობიერად ეცდება გული სამუშაოს გადააყოლოს და სამსახურში უფრო დიდხანს დარჩეს.

ასეთი ადამიანები ხშირად უჩივიან ტკივილებს მკერდში. თუ თქვენთან ანალური ფსიქოტიპის მამრი მოვიდა მსგავსი ჩივილებით, მის სიტყვებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. მით უფრო თუ მოუსვენარი კანი მეუღლეც ახლავს.

დღეს – კანურ ფასეულობებსა და კანურ სამყაროში ანალებისთვის სულ უფრო ძნელია საკუთარი ადგილის პოვნა – გარანტირებული ეს მხოლოდ მაღალი კლასის სპეციალისტებისვისაა. ხოლო თუ განვითარება არასაკმარისია, რეალიზაციას კი კანური ლანდშაფტი ართულებს, ასეთ ხალხს ცხოვრებაში დასაყრდენის პოვნა ძალიან უჭირთ. მთელი მათი ცხოვრება გარკვეული სცენარით მიდის, სადაც ყველაფერი სისტემურად ზუსტადაა გათვლილი.

ნაწყენი ანალი მამაკაცები როგორც წესი გარკვეული ტიპის ცოლებს ირჩევენ – არასამკარისად განვითარებულ კან-ვიზუალ ქალებს. რასაც სამწუხაროდ უცილობელი სიკვდილისკენ მიჰყავს.

ანალ-კანური შეთავსება ერთ ადამიანში

როგორ ცხოვრობენ ის ადამიანები რომელებსაც ეს ორი საწინააღმდეგო ვექტორი ერთდროულად აქვთ მოცემული?

მათი ორგანიზმი თავიდანვე ისე მოწყობილი რომ ორივე მათგანისთვის უზრუნველყოფს ბუნებრივ პირობებს. და ამგავრი ადამიანიც ყველაფერს კარგად ართმევს თავს თუ ორივე ერთნაირად განვითარებული აქვს, ასეთ შემთხვევაში სიტუაციისდა მიხედვით ადამიანი ხან კანურ თვისებებს ამჟღავნებს, ხან ანალურს.

მათი კონტრასტულობა მხოლოდ არასათანადოდ განვითარების შემთხვევაში იჩენს თავს. მაშინ ვექტორები იწყებენ კონკურირებას გამოვლენაში. როცა ანალური საფუძვლიანი მიდგომაა საჭირო, დასტრესილი კანი ადამიანს ერთ ადგილას ჯდომის საშუალებას არ აძლევს, ის მას აუჩქარებელი ანალური რიმიდან აგდებს და არ აცლის სიღრმისეულად ჩასწვდეს საკითხს ანდა დაამავროს დაწყებული საქმე.

ამგავარად ადამიანი საკუთარ ანალურ ვექტორს ურტყამს რაც შედეგად არითმიას და გულის იშემიურ დაავადებებს იწვევს.

ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენივე ხელში იქნება როცა ჩვენი ფსიქიკისა და ორგანიზმის სისტემური თავისებურეები გვეცოდინება. საკუთარი დისკომფორტისა და მისი გამომწვევი მიზეზების გაცნობიერება საშუალებას მოგვცემს არასასურველი შედეგები თავიდან ავიცილოთ.

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

სტატია თარგმნილია ი.ბურლანის ლექციებიდან.

YOU MAY ALSO LIKE

  • როგორ უთანაბრდება ანალის ვექტორიანი ლანდშაფტს

  • 5 რჩევა ანალის ვექტორიანი ბავშვის მშობლებს

  • ანალური ფსიქოტიპის ხასიათი

  • ინფარქტი და არითმია (ორიოდე სიტყვა ანალური ფსიქოტიპის შესახებ)

  • ანალური ვექტორი. ოჯახური ურთიერთობები და ლიბიდო

  • ნეგატიური სცენარები ანალურ ფსიქოტიპში (1)

  • ანალური ვექტორი - აზროვნება

  • ანალური ვექტორი - ფსიქიკური სხეულის მოცულობა