ბინძური ლექსიკის საიდუმლოებები


ბინძური ლექსიკის საიდუმლოებები

რატომ არის ბავშვისათვის ყველგან და ყველაფერში „ფეკალიები“.

დაახლოებით ოთხი წლის ასაკიდან ბავშვი მოულოდნელად იწყებს სწორედ იმ სიტყვების გამოყენებას, რომელიც საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, არც ისე სასიამოვნოდ ჟღერს და უზრდელობად აღიქმება. ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვმა ისინი „ბაღიდან მოიყოლა“, ეზოში თამაშისას სხვა ბავშვებისგან დაიმახსოვრა – ვეძებთ ყველანაირ გარე მიზეზს ბავშვის ამ „ულამაზო საქციელისა“ და ცუდი სიტყვების გამოყენების ასახსნელად. ჩვენს ოჯახებში ხომ, ასეთ რამეს ხმამაღლა არავინ იტყვის!

„აუუ, ნახე, კურკლები!“

„ნახე ახლა ყაყას დავინახავთ!“

ხშირად გავიგონებთ და ამას ბავშვების ერთიან მხიარულ სიცილს.

არაა სასაცილო. პირიქით, ძალიან სამწუხაროა – სამწუხაროა, სურათი, როცა წყობიდან გამოსული დედა დაჰყვირის თავის პატარა შვილს: „ახლავე გაჩუმდი! ჩქარა, ვის ვეუბნები! ტუჩებში მოგხვდება, იცოდე!“ ხოლო შემდეგ ჩაავლებს ხელს და უხეშად მიათრევს თავისთან ერთად, რათა პატარამ კიდევ უფრო მეტად იგრძნოს საკუთარი დანაშაული და გაიგოს, რა ცუდად მოიქცა.

უკულტურო სიტყვები – ნორმა თუ პათოლოგია?

საქმე იმაშია, რომ 4-6 წლის ასაკის ბავშვებში ამ სიტყვების გამოყენება არც საშინელია და არც საეჭვო. სინამდვილეში ისინი საკუთარ ლექსიკურ მარაგს ავსებენ, რასაც ძირითადად საკუთარ თანატოლებთან ერთად ახერხებენ და მათთანვე აზიარებენ. ეს უბრალოდ სამყაროს შეცნობის კიდევ ერთი ეტაპია. ბავშვები იგებენ სხეულის სხვადასხვა ნაწილების შესახებ, და, რადგანაც, ჯერ კიდევ არ არიან შეზღუდულები კულტურული ჩარჩოებით, საკუთარ ინტერესებს ღიად გამოხატავენ.

რა თქმა უნდა, ამისათვის ბავშვის დასჯა არ შეიძლება. მათ უბრალოდ, რბილად და მშვიდად უნდა ავუხსნათ, რომ ხალხში ასე საუბარი არ შეიძლება. სწორედ ასე, მშვიდად და საუბრის გზით უნდა ჩამოვუყალიბოთ პატარა პიროვნებებს კულტურული ნორმები და საზოგადოებაში მოქცევის წესები.

თუმცა, არსებობს ერთი მომენტი, რომელზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება. არსებობენ განსაკუთრებული ბავშვები, რომელთათვისაც „ღამის ქოთნის“ თემა შეიძლება პრობლემური გახდეს. ასეთი ბავშვებისათვის ისეთი უწყინარი სიტყვები, როგორიცაა „ტაკუნა“ და „განავალი“ ასაკის მატებასთან ერთად გაცილებით უფრო დახვეწილ, თუმცა ბინძურ გამონათქვამებში გადაიზრდება ხოლმე. რაც, თავის მხრივ, მაჩვენებელია ღრმა და სერიოზული შინაგანი პრობლემებისა, რომლებიც ადამიანს ნორმალურ ცხოვრებაში უშლის ხელს.

ზრდასრული ადამიანის მიერ მოსაქმებასთან დაკავშირებული სიტყვების უხეშ ფორმებში გამოყენება დაკავშირებულია განსაკუთრებით მგრძნობიარე ანალურ ზონასთან. სვფ-ს მიხედვით, ამ ზონის თავისებურებები, განსაკუთრებით კი სფინქტერის შეკუმშვა და გაშლა, მისი დაძაბვა და მოდუნება გავლენას ახდენს ანალური ვექტორის მქონე ადამიანის ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე.

მოდი, ვნახოთ, როგორ ხდება ეს.

დედა, მტკივა!

ერთხელაც, რომელიმე მშობელი შეამჩნევს, რომ ბავშვი ცდილობს ტუალეტში წასვლის გადავადებას, თავს არიდებს ქოთანზე დაჯდომას. შემდეგ ეს რეგულარული ხდება. პატარას აშინებს პროცესის დაწყება, რადგან მან ერთხელ უკვე გამოსცადა, რა ძნელი იყო „ტუალეტში გასვლა“, როცა პირველად აარიდა თავი დროზე შესვლას – იცის, რა რთულია ნაწლავების გათავისუფლების დაწყება ასეთ დროს და გაურბის მას. ეს არ გავს ნატკენი მუხლის ტკივილს, რომელიც მალე გაივლის და არც კვალს დატოვებს, ეს რაღაც უფრო ღრმა, გაუგებარი და მძიმე შეგრძნებაა, რომელიც განგაშს იწვევს. „და ეს რომ სამუდამოდ ასე იყოს?“ – ბავშვი განწირულად უარყოფს და არ სურს ქოთანზე დაჯდომა.

ანერვიულებული მშობელი იწყებს გამოსავლის ძებნას- უკვე მეორე დღე გადის, რაც ბავშვი ტუალეტში არ ყოფილა! საქმეში ერთვება დარწმუნებები, შეშინებები, მუქარა. პატარას რამენაირად ხომ უნდა გავაგებინოთ, რომ საჭიროა საპირფარეშოში სიარული და თუ ის ახლავე და სასწრაფოდ არ იზამს ამას „ძალიან, ძალიან ცუდად იქნება, მისი საქმე!“ ამას უკვე მოყვება ოყნა, სანთლები და სხვა მედიკამენტები. მშობლები ცდილობენ უმკურნალონ შედეგს და იშვიათად უფიქრდებიან პრობლემის ღრმად ჩამალულ მიზეზებს.

როგორც წესი, ყველაფერი შემოიფარგლება მცდელობით, გაიხსენონ, რა შეჭამა პატარამ წინა დღეს, ან რამეს ხომ არ გაკრა კბილი საბავშვო მოედანზე თამაშისას. კი, რა თქმა უნდა, არსებობს ნაწლავური ინფექცია, თუმცა, თუ ეს პერიოდულ სახეს იღებს – დროა დავფიქრდეთ.

სადაა დამარხული პრობლემის თავი

ანალური ვექტორის მქონე ადამიანები ხასიათდებიან, როგორც თანმიმდევრული ადამიანები, რომლებსაც უყვართ დეტალებამდე ჩაღრმავება, ყველაფრის სრულყოფილებამდე მიყვანა, დაწყებულის დასრულება, მიისწრაფვიან, იყვნენ ყველაფერში საუკეთესოები. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია შექება და მხარდაჭერა.

როგორც კი ბავშვი მოახერხებს საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებას, მშობელი თვლის, რომ ის უკვე გაიზარდა. „როგორ, შენ კიდევ არ შეგიძლია მაისურის სწორად ჩაცმა?! შენ რა, კბილები ისევ არ გაგიხეხავს? აბა ჩქარა, რამდენ ხანს შეიძლება ტუალეტში ჯდომა! რას ჰქვია, სათამაშოთი ითამაშო ქოთანზე ჯდომისას? საკმარისია უკვე, მორჩა, წავედით!“

როგორც წესი, ანალური ვექტორის მქონე პატარა აუჩქარებელია, არ დადის სწრაფად, მალე იღლება, ნელა, ძააალიან ნელა იცვამს ფეხსაცმელს… კანის ვექტორიან დედას/მამას რომელიც სულ სხვა რიტმით ცხოვრობს, ეს სიზანტე აღიზიანებს. „ღმერთო, რა ნელი ხარ! სწრაფად, სწრაფად, დავაგვიანებთ უკვე!“ კანის ვექტორიანი მშობელი ბრაზდება, ღიზიანდება, ანალის ვექტორიანი პატარა კი, ვექტორის ბუნებიდან გამომდინარე შეშდება, იბნევა და საერთოდ ვეღარ ახერხებს ამ საცოდავი ფეხსაცმლის ჩაცმასა თუ შეკვრას.

ფორიაქი, სიჩქარე და რაიმეს სწრაფად გაკეთების საჭიროება, ანალის ვექტორიან ბავშვს აყენებს მდგომარეობაში, როცა ის ვერ ახერხებს გაუმკლავდეს თავს დამტყდარ მოვალეობებს, ვერ ახერხებს უფროსის მიცემულ დავალებებში ორიენტირებას, მათ დალაგებას და ამ ყველაფერზე სხეულში შეკუმშვებით რეაგირებს.

მას აღარ შეუძლია ტუალეში სრულფასოვნად შესვლა, უკვე ზრდასრული კი ვეღარ მოახერხებს დაიწყოს რაიმე საქმე, გადაავადებს მას ისევე, როგორც ბავშვობაში დეფეკაციის აქტს, რადგან არ ექნება უნარი, დროულად და ხარისხიანად დაასრულოს ის.

ქოთანი – მნიშვნელოვანია

დეფეკაციის, გასუფთავების აქტი – ორგანიზმში მიმდინარე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია, განსაკუთრებით ანალის ვექტორიანებისათვის. თუმცაღა, რატომღაც უსიამოვნოა ამ ღრმა პირადული საკითხის ღიად განხილვა. ყველაფერს, რაც ითვლება საზოგადებაში დახურულ საკითხებად, თან ერთვის სირცხვილი, უხერხულობა განსაკუთრებით ანალის ვექტორიანი ადამიანებისათვის, რომლებსაც განსაკუთრებით ეშინიათ შერცხვენის.

კანური დედა/მამა მოითხოვს შვილისაგან მის სწრაფ ტემპთან აწყობას, უნდა, რომ ხაზი გაუსვას თავის მდგომარეობას, დაუმტკიცოს საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც, რომ ყველაფერში წარმატებულია. ის უნდა მივიდეს დროზე, უნდა მოასწროს ყველაფერი, უნდა იყოს ყველაზე პირველი. პატარას კი მისგან დაცულობის გრძნობის მიღება სჭირდება, რომელიც, ნაწილობრივ, ბავშვის თავისებურებების გაგებაში ვლინდება.

ანალის ვექტორიანი პატარა ქოთანზე ჯდომისას ითავისებს დაწყებული საქმის ბოლომდე ხარისხიანად მიყვანის უნარს, სწავლობს სისუფთავეს. მისი ფსიქიკა სწორედ ასე იღებს სიამოვნებას – მას სურს, ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე, მიაღწიოს იდეალს, მისცეს დასრულებული, სრულყოფილი სახე.

როდესაც მას აწყვეტინებენ დეფეკაციის პროცესს, ზემოქმედებენ მასზე ავტორიტეტით, დაწყებულის ბოლომდე მიყვანაში უშლიან ხელს. მას ჰგონია, რომ ის არაა „სუფთა“. და რადგანაც, ანალური ვექტორის მქონე ადამიანი აზროვნებს კატეგორიებით სუფთა-ბინძური, ასეთ შემთხვევაში, „ბინძური“ გადაწევს საპირწონეს. ბინძური ლექსიკა, მოსაქმებასთან დაკავშირებული ბინძურსიტყვაობა, იმ ანალების მახასიათებელია, რომელსაც ბავშვობაში საშუალებას არ აძლევდნენ, მათთვის უნიშვნელოვანესი პროცესი ბოლომდე მიეყვანათ (ან მათი, ვისი მშობლებიც ხშირად ბინძურსიტყვაობდნენ – მთარგმნელის შენიშვნა). ასევე მათი, ვინც დაბნეულია და ცხოვრებით უკმაყოფილო.

ვინ შეიძლება დაეხმაროს ასეთ ბავშვს სანამ იზრდება? და რა გზით შეიძლება დახმარება?

საკუთარი და შვილის თავისებურებების შეცნობის სუპერეფექტი

როდესაც მშობელი სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგიის მიდგომების საშუალებით იაზრებს როგორც საკუთარ, ისე შვილის მახასიათებლებისა და საჭიროებებს, ის ახერხებს, ბოლომდე გაუგოს პატარას. მიიღოს მისი ბუნებრივი მოთხოვნილებები და ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს. მშობლები უკვე აღარ ღიზიანდებიან ანალი ბავშვის აუჩქარებლობაზე, არამედ ერგებიან საჭირო რიტმს. გარშემომყოფებს ხანდახან ეჩვენებათ, რომ დედას/მამას განსაკუთრებული უნარი აქვს ჯადოსნური ხერხებით გაწელოს დრო, არც ბაღში დააგვიანდეს და არც საცობში მოყვეს.

თავად მშობელიც ამჩნევს, რომ ასწრებს, შვილთან ერთად გაიხაროს აკურატულად გაფერადებული სურათით, კარგად გასწორებული ლოგინით, ალაგებული ოთახითა და თაროზე კოხტად დაწყობილი სათამაშოებით. მშობელიც გრძნობს თავს ბედნიერად, როცა აკვირდება ამ მარტივს დეტალებს, რომელსაც აქამდე ვერ ამჩნევდა.

ბავშვს აღარ უჩნდება აღნიშნული ზონის ფიზიკური ხასიათის პრობლემები, ფსიქიკაც მისთვის საჭირო რიტმში ვითარდება – სწორად და დროულად. გარშემო დაჭერილი „უკულტურო“ სიტყვები კი გადამფრენი ფრინველების სიჩქარით გადაიფრენენ და იკარგებიან, გაუჩერებლად და არასასურველი კვალის დაუტოვებლად ჩვენთვის დაფარულ ფსიქიკურ სამყაროში.

წყარო: 

მთარგმნელი: ნუცა ნიკოლიშვილი

  • ანალური ვექტორი. ოჯახური ურთიერთობები და ლიბიდო

  • ნეგატიური სცენარი ანალურ ფსიქოტიპში (2)

  • გადადებული ცხოვრების სინდრომი

  • როგორ უთანაბრდება ანალის ვექტორიანი ლანდშაფტს

  • ბინძური ლექსიკის საიდუმლოებები

  • ანალური და ვიზუალური ფსიქოტიპები, მსგავსებები და განსხვავებები

  • ყნოსვითი ფსიქოტიპის გამოვლინებები (ანალ-ყნოსვა სმენით)

  • როგორ სარგებლობს კანური ზომა ანალური აზროვნებით