ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე


ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე

ანალ-ორალი ის მხეცია, რომელიც მზადაა ნებისმიერს ჩაასოს კბილები. სცენარით ანალ-ორალები რომლებსაც სხვა ზედა ვექტორი არ ერთვით, ცხოვრობენ მთლიანად ცხოველური ბუნების სამყაროში. ისინი ვიზუალებივით და სმენებივით ღრუბლებში არ დაფრინავენ.  მაღალმორალურობა, სულიერება, ეს მათი მახასიათებელი არ არის. მათი სამყარო შედგება უხეში, ცხოველური სამყაროსგან, მათთვის სამყარო რანჟირდება სასტიკი, ცხოველური წესებით, ჯუნგლების კანონებით, უხეში ფიზიკური ძალით, ზეწოლით. თუ გინახავთ სერიალი ,,სამეფო კარის თამაშები“ მასში არის უამრავი ძალადობა, მკვლელობა, ბევრი და უხეში სექსი. როდესაც ანალ-ორალები ასეთ რამეს უყურებენ ისინი ტკბებიან, რადგან იქ მათი შინაგანი ბუნებაა ასახული, ძლიერი, წვერიანი მამაკაცები, ბევრი სისხლი და ბევრი უხეში სექსი. რა თქმა უნდა არიან სმენები, რომლებიც ამ ყველაფრის მიღმა ხედავენ იდეებს, არიან ვიზუალები, რომლებიც ემოციური კუთხით აფასებენ და ამ მძაფრ სიუჟეტებზე მათი ემოციური ამპლიტუდა პიკს აღწევს. მაგრამ ანალ-ორალებს ატკბობს მასში ასახული უხეში ძალადობის ნახვა, ისინი საკუთარ თავს ცნობენ.

დღევანდელ ეპოქაში ანალ-ორალები ხშირად არიან ,,ინტერნეტ ტროლები“. მაგალითად თქვენ ინტერნეტში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნეთ თქვენი ნაშრომი, რომლის წაკითხვასაც სულ ცოტა ნახევარი საათი ჭირდება. ხუთი წუთის შემდეგ მის ქვემოთ ჩნდება კომენტარი: ,,რა სისულელეებს წერ, შ.. ხომ არ გაქვს?“, ან რაიმე მსგავსი. რეალურად თქვენ ვერც ხვდებით ამას რატომ გაკადრებენ, რა დაუშავეთ, ან რა დაწერეთ ასეთი. ამას აკეთებს ანალ-ორალი, რომელიც ამ ბილწსიტყვაობით მხოლოდ საკუთარ შინაგან მდგომარეობას გამოხატავს. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ანალ-ორალი იგივე ჯალათია. უბრალოდ მან ფორმა შეიცვალა და ინტერნეტ ტროლად მოგვევლინა. უბრალოდ ამჯერად სხვების ნერვების ჭამითაა დაკავებული. სინამდვილეში მას საერთოდ ,,კიდია“ რა დაწერეთ, კიდია, რომ თქვენ ამაში შრომა ჩადეთ. შემოვა, გაგინებთ, შემდეგ სხვა ფორუმზე გადავა და სხვებს აგინებს.

გასვრისკენ მიდრეკილების ფსიქოლოგია

ყოველი ჩვენგანი ერთხელ მაინც შეხვედრია ადამიანს, რომელიც ლანძღავს და ლაფში სვრის ყველაფერს, იქნება ეს სახელმწიფო, ხელისუფლება, უფროსი, მეუღლე ან სრულიად უცხო ადამიანი ინტერნეტიდან. ქსელში მათ ტროლები შეარქვეს. ჩვენ მათ გამსვრელებს ვუწოდებთ. სახელი არსს ასახავს: ასეთ ადამიანებს განასხვავებთ დაჟინებული მისწრაფება – დააბინძურონ და ლაფში ამოსვარონ.

სამწუხაროდ, ხშირად ანალურ ბავშვს არ აძლევენ ნორმალურად განვითარების საშალებას. როგორ ხდება ეს? ყველაფერი იწყება ქოთნიდან აგდებით: «მალე! ადექი დროზე!», შეძახილები ტუალეტში: «ჩქარა გამოდი! ბუასილი დაგემართება!» და უფრო უარესებიც. როცა ანალურ ბავშვს „ტაკოზე“ შემოსცხებენ ხოლმე, საშუალებას არ აძლევენ, რომ ბოლომდე თქვას რაღაც, აჯანჯღარებენ, არ აქებენ, არ ეუბნებიან, რა ყოჩაღია, მაშინ მისი თვისებები არ ვითარდება ან (განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში) ნევროზში გადადის.

ნევროზი

ნევროზი – ეს ის ცნება არაა, რაც ყველას ჰგონია. ნევროზი – ესაა მდგომარეობა, როდესაც ყველა თვისება «მინუსში» გადადის, თავის საწინააღმდეგო მხარედ იქცევა. ანუ ანალი სუფთადან – პათოლოგიურ ბინძურად იქცევა როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ დონეზე. იგი თავის გარშემო სიბინძურეს ამრავლებს – სვრის განურჩევლად ყველაფერს. როცა ანალი მართლა ნევროზიანია, იგი ყველაფერში ბინძური იქნება – დასანახავადაც კი საზიზღარი. გარდა ფიზიკურისა, იგი თავის გარშემო ფსიქოლოგიურ სიბინძურესაც ქმნის – საზიზღარი სიტყვები, ბინძური მინიშნებები. თუ ადრე თავისი ბინძური თითებით მხოლოდ ქალს ეხებოდა, ახლა ამავე თითებით შეუძლია კლავიატურას შეეხოს და სისაძაგლეები ბეჭდოს. ადრე მხოლოდ ერთ ქალზე, ერთ ბავშზე შეეძლო ზემოქმედება, ერთი საზოგადოებრივი ტუალეტის გასვრა შეეძლო, ახლა კი მათ მიერ ინტერნეტის მასშტაბით გავრცელებული სიბინძურე მრავალჯერ იზრდება – იგი ერთდროულად ყველას სვრის, თქვენც, ჩვენც. ნევროზის ეს სახე – მძიმე მდგომარეობაა. მისი მიღება მხოლოდ განვითარების პერიოდში შეიძლება, ანუ პუბერტატამდე (12-15 წლამდე). და ამისგან გამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ანალების ფასეულობათა სისტემა – სახლი და ოჯახია. ასეთ ანალებს კი ოჯახი არ ყავთ (ცოლმა ვერ გაუძლო და წავიდა) – სექსი არ აქვთ (ან ძალზე იშვიათად აქვთ მეძავებთან) – უმძიმესი მდგომარეობაა ანალური ადამიანისთვის. ანალები, ყველა ქალს ორად ყოფენ: სუფთებად და ბინძურებად. სექსუალური ფრუსტრაციის შემთხვევაში განაცხადებენ: «ყველა ქალი – ბოზია, მყავდა ერთი ეგეთი!» ანალი – ყოველთვის პირველი გამოცდილების ტყვეა. ჩნდება წყენა, უკმარისობა. სექსუალური ფრუსტრაცია. ამ შემთხვევაშ კი ყოველ ქალს ამკობენ იარლიყით: «ბოზი!»

გაბრაზებულმა მამაკაცმა, თუ იგი კანურია ან ურეთრალური, შესაძლოა გამოხატოს თავისი უკმაყოფილება ქალთან მიმართებაში, შეუძლია შეურაცხყოფა მიაყენოს მას. კანი იტყვის: «მიმიფურთხებია, წავიდეს ერთი!..» ურეთრალი – საფერფლეს ესვრის. აი, ანალი კი, სწორედ გასვრას დაიწყებს.

თუ ასეთ ანალს ერთვის ორალიც, მაშინ ისინი ხშირად არიან ბილწები, ხშირად იგინებიან, საუბრობენ უცენზუროდ. ასევე ხშირად არიან ინტერნეტ-ტროლები, შედიან სხვადასხვა ცნობილი ადამიანის კედელზე, ან დიდ ჯგუფებში და ილანძღებიან, იგინებიან, ვერც გააგებინებთ რაიმეს, რადგან მას შინაგანი მოთხოვნილება აქვს გარეთ გამოიტანოს საკუთარი სინაგანი სიბინძურე.

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე

სტატია თარგმნილია ვ. იუნევის ლექციებიდან

  • ომის და მშვიდობის მდგომარეობები კან-ორალურ ფსიქოტიპში

  • როგორ დავძლიოთ შიში და დავიწყოთ ლაპარაკი

  • რამდენიმე კითხვაზე პასუხი ყნოსვის ვექტორთან დაკავშირებით

  • როცა არ იცი რატომ ყვირის ბავშვი.

  • ორალური ზომის როლი და რაობა

  • ორალური ფსიქოტიპი – ვერბალური ინტელექტი

  • იტყუება თუ არა?!

  • ორალური და სმენითი ფსიქოტიპების კომბინაცია