ნეგატიური სცენარი ანალურ ფსიქოტიპში (3)


ნეგატიური სცენარი ანალურ ფსიქოტიპში (3)

პედოფილია და მისი ქვესცენარები

ლტოლვა მცირეწლოვან ბიჭებზე

ანალური ვექტორის დაზიანებებს შორის ერთ-ერთი უმძიმესი სცენარია პედოფილია. იმისთვის, რომ სიღრმისეულად გავიგოთ რას მიჰყავს ანალური ფსიქოტიპი პედოფილიამდე, თავად ამ მოვლენის და მისი ქვესცენარების განვიხილვამდე საჭიროა ჩავუღრმავდეთ თავად ანალური ფსიქოტიპის არსს და მის არქეტიპულ როლს პირველყოფილ ჯოგში. შეგახსენებთ, რომ ანალური ვექტორის ფუძეა წარსული დრო, ანალების ფუნქციაა გადმოიტანონ წარსული აწმყოში, გადასცენ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მომავალ თაობას. არსებობს დრო სწავლისთვის და არსებობს დრო ნასწავლის გამოყენებისთვის. სწავლის, საბაზისო ინფორმაციის ათვისების დრო არის მანამ, სანამ ადამიანი ჯერ კიდევ პატარაა.

ლექციაში ,,ასაკი“ ჩვენ ვწერდით, რომ: ,,თუ დავაკვირდებით ასაკს სიმწიფემდე, ესაა პერიოდი, რომელშიც ინდივიდი იწყებს თვითაღქმას, აყალიბებს აზროვნებით-მსოფლმხედველობრივ მოდელს, ავითარებს საკუთარ ვექტორულ თვისებებს, ხოლო სიმწიფის შემდგომ ასაკში ახდენს თვითრეალიზებას ამ ყველაფერზე დაყრდნობით. სხვანაირად თუ ვიტყვით: მომწფებამდე ასაკი, ის ასაკია, რომელშიც ადამიანი ვითარდება და ემზადება ზრდასრულობისთვის. ხოლო სიმწიფის შემდგომი ასაკი, ის დროა, როდესაც ჩვენ უნდა დავიწყოთ იმ თვისებების რეალიზება, რაც მანამდე ჩვენში განვავითარეთ.“

არაცოცხალი; მცენარეული; ცხოველური და ადამიანური ბუნება ვლინდება არა მარტო გარე ლანდშაფტში, არამედ ადამიანის შიგნითაც, როგორც ადამიანის ფსიქიკური მომწიფების დონეები. პუბერტაციის ასაკში (ანუ განვითარების მცენარეულ დონეზე) მყოფი ბავშვი, ჯერ მოუმწიფებელია, ბევრი რამ არ იცის, მას ჭირდება მასწავლებელი, ვინც გაუზიარებს ინფორმაციას და ასწავლის როგორ რეალიზდეს ჯგუფში. სწორედ ასეთი ბიჭების მიმართ ანალის ვექტორიან მამრებს აქვთ მიზიდულობა. ამასთან მიზიდულობა ლიბიდოს დონეზე, მთლიანად გამომდინარეობს ანალური ვექტორის ფუძიდან, ანალური ვექტორის ფუნქციიდან. აქ ვხვდებით ერთ ნიუანსს, რაც გამომდინარეობს არქეტიპიდან: კუნთურ და ანალურ ფაზებში ჯგუფში ქალის როლი ძირითადად ოჯახზე და ბავშვებზე ზრუნვით შემოიფარგლებოდა (ამის მიზეზები დაწვრილებით იხილეთ ლექციებში ,,კაცობრიობის განვითარების ფაზები“ და ,,მენტალიტეტი“), მათ არ ჰქონდათ უფლება მამრის თანაბრად რეალიზებულიყვნენ. ამის გამო მასწავლებლის როლი ძირითადად მხოლოდ ანალის ვექტორიან მამრებს ჰქონდათ (ანალის ვექტორიანმა მდედრებმა იგივე ფუნქცია მხოლოდ კანურ ფაზაში შეიძინეს). სწორედ ამიტომ ანალ მდედრებში ხშირია ბავშვებზე მზრუნველობა, მაგრამ ისეთი ხარისხის სწრაფვას ბვშვებისადმი, როგორც ეს ანალ მამრშია, პრაქტიკულად არ ვხვდებით.

შეიძლება შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ეს მისწრაფება ანალის ვექტორიანებს გარდაუვლად აქცევს პედოფილებად, მაგრამ ასე არ არის. ანალის ვექტორიანები ბუნებრივად, მუდმივად ბავშვების გარემოცვაში არიან, ძველ ჯოგში სწორედ როცა დანარჩენი მამრები საომრად, ან სანადიროდ მიდიოდნენ, ანალის ვექტორიანები გამოქვაბულში რჩებოდნენ, რათა ქალები და ბავშვები დაეცვათ. თანამედროვე ეპოქაშიც კი ანალები ყველაზე მზრუნველი მამები (მათ შეუძლიათ იდეალური მამობა გაუწიონ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვის შვილებსაც) არიან. მხოლოდ მათ შეუძლიათ აუხსნან ბავშვებს ყველაფერი დეტალურად, დაწვრილებით. სწორედ ამიტომ აქვთ მისწრაფება პატარა ბიჭებზე, ოღონდ ბუნებრივას ეს მისწრაფება არის არა სექსუალური არამედ მზრუნველობითი ხასიათის ანალი მამრი ესწრაფვის გადასცეს საკუთარი ცოდნა ბავშვებს, მომავალ თაობას.

ანალის ვექტორიანების გარდა არავის არ შეუძლია ბავშვს წარსულში დაგროვილი გამოცდილება სრულფასოვნად გაუზიაროს. რა თქმა უნდა ანალის ვექტორიანის განვითარებაზე დიდადაა დამოკიდებული შეუძლია თუ არა მას საკუთარი ფუნქციის შესრულება. თუ ანალური ფსიქოტიპი რეალიზებულია, ამ მოვალეობას შესანიშნავად ასრულებს, ის არის ბავშვების მასწავლებელი, აძლევს რჩევა-დარიგებებს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ანალის ვექტორიანები განვითარების სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვანაირები არიან. ანალის ვექტორიანებს ურთიერთობის საკუთარი მექანიზმი აქვთ, ისინი ურთიერთობენ ავტორიტეტით, იმის მიხედვით თუ ვინ იცის მეტი. მოძრაობის (მოქმედების) დონეზე, ეს თვისება გადადის მოწაფე-მასწავლებლის ურთიერთობაში. ეს ურთიერთობა ერთი ბევრთან, არის ერთი ავტორიტეტული მასწავლებლის, ბევრ მოწაფესთან ურთიერთობა.

ანალების გარკვეული ნაწილი ახერხებს მოქმედების დონემდე სწორ განვითარებას და ადის მოწაფე-მასწავლებლის ურთიერთობების დონემდე, მაგრამ ზოგი ანალის ვექტორიანი ამ დონემდე რეალიზებას ვერ ახერხებს და რჩება განვითარების რომელიმე ქვედა დონეზე. განუვითარებელი ანალის ვექტორიანი მამრი ვეღარ ახერხებს იყოს მასწავლებელი, მას არ აქვს საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ ვინმეს გადასცეს, მაგრამ მასწავლებლობის, ავტორიტეტად ყოფნის, ბავშვებისთვის ,,ჭკუის დარიგების“ სურვილი მასში მაინც რჩება, თუმცა როგორც წესი ეს უმეტესად წვრილმანებზე კირკიტში ვლინდება. თუ ამას ემატება სრული სექსუალური არარეალიზებულობა, ან ნეგატიური სექსუალური გამოცდილებები, შესაძლოა პატარა ბიჭებზე მისმა მისწრაფებამ სექსუალური ლტოლვის ხასიათი მიიღოს. ქვეცნობიერად მას ამოძრავებს სურვილი გადასცეს რაიმე სახის ინფორმაცია მაინც, თუმცა ვინაიდან ამას ვერ ახერხებს, ქვეცნობიერად ის ცდილობს გენეტიკური ინფორმაცია მაინც გადასცეს.

ლტოლვა მცირეწლოვან გოგონებზე

არის შემთხვევები, როდესაც ანალის ვექტორიან მამრს უჩნდება ლტოლვა მოზარდი გოგონების მიმართ. როგორც წესი ეს ლტოლვა ვლინდება შვიდიდან თოთხმეტ წლამდე ასაკის გოგონების მიმართ. თუმცა უფრო რთულ შემთხვევებში, ლტოლვა შეიძლება გამოუვლინდეს ისეთი გოგნების მიმართ, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ პუბერტატის ასაკამდე.

ლექციებში ,,ასაკი“ და ,,კაცობრიობის განვითარების ფაზები“: ჩვენ ვსაუბრობდით, რომ თანამედროვე ეპოქაში ადამიანებში სქესობრივი სიმწიფე რამდენადმე უსწრებს წინ ფსიქიკურს. რას ნიშნავს ეს? თუ შევხედავთ ცხოველებს, სქესობრივი შეწყვილების საკითხი მათთან ინსტინქტების დონეზეა მოწესრიგებული. სქესობრივად მომწიფებული მდედრი გამოყოფს სპეციფიურ სუნს, რაც იმის ნიშანია, რომ ეს მდედრი მზადაა მამრთან შეწყვილდეს (მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ მამრი ცხოველი არასოდეს მიდის ისეთ მდედრთან, რომელიც არაა მზად შეწყვილებისთვის, ეს ბუნებრივი ტაბუა. ცხოველი გრძნობს, რომ უმწიფართან შეწყვილება არ შეიძლება).

თუ ისტორიას გადავხედავთ და დავაკვირედებით პირველყოფილი ადამიანების ცხოვრების წესს, იქაც ზუსტად იმავეს აღმოვაჩენთ. პირველყოფილ ჯოგში (კუნთურ ფაზაში), ისევე როგორც ცხოველებში, შეწყვილება ინსტიქტებით ხდებოდა. მამრები სუნით გრძნობდნენ როდის იყო მდედრი მზად შესაწყვილებლად… ადამიანი სხეულებრივად 11-15 წლის ასაკში უკვე მზად არის შეწყვილებისთვის. ამ ასაკის გოგონას უკვე ეწყება ციკლი, მას შეუძლია დაორსულდეს, გააჩინოს ბავშვი, ანუ ფიზიკურად აქვს გამრავლებისთვის საჭირო ყველა მახასიათებელი.

მაგრამ თანამედროვე ეპოქა ადამიანისგან ითხოვს გაცილებით მეტს, ვიდრე მხოლოდ ბიოლოგიური მზაობა. ამ ასაკის გოგონა ფიზიკური მზაობის მიუხედავად, ფსიქიკურად საერთოდ მოუმზადებელია დედობისთვის. ის ვერ იაზრებს დედის მოვალეობებს, არ შეუძლია ამ როლის სრულფასოვნად შესრულება, უბრალოდ არ შეუძლია შეუქმნას შვილს სრულყოფილი გარემო (შვილის გაზრდა შეიძლება კიდეც შეძლოს, მაგრამ აბსოლუტურად ვერ ახერხებს მის აღზრდას). ძალიან ძნელია თანამედროვე ეპოქაში 12-15 წლის გოგონამ შეძლოს სრულფასოვანი დედობა. ამას ემატება ისიც, რომ კანურ ფაზაში ადამიანს პრაქტიკულად ვერ აკმაყოფილებს მხოლოდ ოჯახური რეალიზაცია, მას უნდება რეალიზდეს სოციუმში. ამ ასაკის გოგონას კი ჯერ არ აქვს დამთავრებული სწავლა, ჯერაც არ აქვს გამომუშავებული სოციალური უნარები და ა.შ.

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ განვითარების კანურ ფაზაში, როდესაც ჩვენს ცხოვრებას წარმართავს კანური ფასეულობები, კანური კანონი. სწორედ კანური კანონმდებლობა გვეუბნება, რომ არ შეიძლება სხეულებრივი მზაობა, ნამდვილ მზადყოფნად ჩავთვალოთ. ამიტომ კანურმა კანონმდებლობამ დააწესა სრულწლოვანების ასაკი, ქვეყნების უმეტესობაში ესაა 18 წელი. კანის ვექტორიანებმა ამ შეზღუდვის დაწესებით შეასრულეს საკუთარი ფუნქცია, ამით ორგანიზება გაუკეთეს ცოცხალ ნივთიერებას, იმ კუთხით, რომ კანონმა აკრძალა ქორწინება 18 წლამდე. მეორე მხრივ კანურ ფაზაში განვითარების პიკს მიაღწია ვიზუალურმა ზომამაც, რომელმაც შექმნა კანურ კანონზე არანაკლებ მძლავრი იარაღი – სოციალური მორალი. რომლის დახმარებითაც კიდევ ერთი მძლავრი ტაბუ დაედო უმწიფარი გოგონებისადმი ლტოლვას.

როგორც ვთქვით არქეტიპულად ანალის ვექტორიანი მამრები იყვნენ ისინი, ვინც რჩებოდა გამოქვაბულში და ზრუნავდა ქალებსა და ბავშვებზე მაშინ, როცა დანარჩენი მარები ომში, ან სანადიროდ მიდიოდნენ. სწორედ მათ თვალწინ იზრდებოდა მომავალი თაობა და სწორედ ანალის ვექტორიანი მამრები პირველები არიან, ვინც გრძნობს გოგონებში სქესობრივი სიმწიფის პირველ ნიშნებს. ამ დროს ანალის ვექტორიან მამრებს უჩნდებათ ლტოლვა ამ გოგონების მიმართ. თუმცა ანალის ვექტორიანებში, ისე როგორც არცერთ დანარჩენში, ბუნებრივად დევს სოციალური მორალისა და ტაბუების დაცვის სურვილი. ეს სურვილი ნებისმიერ სხვა სურვილზე მძლავრია. ამიტომ ანალის ვექტორიანი მამრების უმრავლესობისთვის ეს ლტოლვა რჩება საკმაოდ მარტივად გადასალახ ცდუნებად (რომელშიც შესაძლოა საკუთარ თავს არც კი გამოუტყდეს). თუმცა თუ ანალის ვექტორიან მამრს აქვს წყენა სოციუმზე, ის ქვეცნობიერად უჯანყდება სოციალურ მორალს და სოციალური ტაბუ მასში ან სუსტდება, ან საერთოდ წყვეტს არსებობას, ასეთ დროს მისი ინსტიქტები იწყებენ გარეთ გამოსვლას და მასა და მცირეწლოვანი გოგონებისადმი მის ლტოლვას შორის მხოლოდ კანური კანონისადმი შიში რჩება, რომელმაც ძლიერი ლტოლვის შემთხვევაში შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს და ანალის ვექტორიანი მამრი მტლიანად ინსტიქტებზე გახადოს დამოკიდებული.

თუ ამ ყველაფერს ერთვის სექსუალური არარეალიზებულობა, წყენა მდედრებზე, ან ნეგატიური სექსუალური გამოცდილება, არასრულწლოვანებისადმი მისმა ლტოლვამ შესაძლოა კიდევ უფრო რადიკალური ხასიათი მიიღოს და გავრცელდეს არა მხოლოდ ახლად მომწიფებულ გოგონებზე (11-16 წელი), არამედ ჯერ კიდევ მოუმწიფებლებზეც (5-10 წელი).

,,მაცდური“

თუ პედოფილის მდგომარეობაში მყოფ ანალის ვექტორიანს ერთვის ვიზუალი, ან სმენა, ის როგორც წესი იშვიათად მიმართავს ღია ძალადობას. ის ცდილობს დაუახლოვდეს ლტოლვის ობიექტს და თანდათან აცუდნოს. ამ ტიპაჟია კარგი ილუსტრაციაა ჰუმბერტი ,,ლოლიტადან“.

ამ სცენარში მყოფი ანალები პატარა გოგონებს ხშირად მიმართავენ ისეთი საალერსო სიტყვებით როგორიცაა: შვილიკო, ტკბილო, ფერია. თუ პედოფილი ანალის ვექტორიანი განუვითარებელია, მისი საქციელი იოლად გეცემათ თვალში, ეს იმას არ ნიშნავს რომ მან რაღაც უკვე ჩაიდინა, შეიძლება თავისი ფიქრები ჯერ გაცნობიერებულიც კი არ ქონდეს, ეს უბრალოდ მის შინაგან მდგომარეობაზე მიანიშნებს.

პედოფილია ,,სუფთას“ სცენარში

წინა ლექციებში ჩვენ განვიხილეთ ე.წ. ,,ბინძურის“ და ,,სუფთას“ სცენარები. როდესაც ანალის ვექტორიანი არის ,,სუფთა“-ს მდგომარეობაში, მაგრამ განუვითარებელი, მთელი მისი სისუფთავე ეხება მხოლოდ სხეულებრივ ფასეულობებს, მაშინ მას პატარა გოგონებისაკენ იზიდავს სწორედ მათი უმწიკვლო სიქალწულე, მათი ხელშეუხებლობა, ის რომ ამ გოგონებისთვის ჯერ ხელი არავის დაუკარებია (რასაც ის სისუფთავედ აღიქვამს). ხოლო თუ ანალის ვექტორიანი ,,სუფთა“ მდგომარეობაშია და განვითარებულიცაა, განსაკუთრებით მაშინ თუ ასეთ ანალს ზემოდან ერთვის სმენის ვექტორი, მაშინ ძალზე ხშირად, მას მაინც იზიდავს პატარა გოგონები და მათი სისუფთავე, მაგრამ ეს მიზიდულობა უკვე სხვა ხარისხისაა. მაშინ მას იზიდავს პატარა გოგონების შეურყვნელობა და ბავშვური სიწმინდე, მისი აზრით ასეთი გოგონა ჯერ არ არის ,,დაბინძურებული“ ვინმესთან წყვილში ურთიერთობით, იზიდავს ამ ბავშვის ფსიქიკური ბავშვურობა. არა მხოლოდ ქალწულობა, არა მხოლოდ სხეულის ხელშეუხებლობა, არამედ სულ სხვა დონის სიწმინდე.

თუ ,,სუფთას“ სცენარში მყოფ ანალურ ფსიქოტიპს ერთვის სმენა, მაშინ ის ბავშვების მიმართ ლტოლვას სექსუალური სურვილით არ იკლავს. სწორედ იმიტომ, რომ ეს გოგონა აფრქვევს შინაგან სისუფთავეს, ,,სუფთა“ ანალებში, რომლებსაც ერთვით სმენა, ეს შეგრძნება ბადებს სისუფთავის ეტალონის განცდას, იმ მასშტაბით, რომ ეთაყვანებიან მის სისპეტაკეს და ცდილობენ დაეხმარონ ამ ბავშვებს რეალიზება-განვითარებაში. თუმცა თუ სმენის ვექტორში აქვს რაიმე სერიოზული დაზიანება, მაშინ შესაძლოა მივიღოთ ერთერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა: მას უჩნდება სურვილი, რომ ამ ბავშვის სისუფთავე და სიწმინდე მარადიულად შეინახოს. ამიტომ მას კლავს. თავისი აღქმით იცავს მას ,,წაბილწვისაგან”.

პედოფილია ,,ბინძურის“ სცენარში

რა შემთხვევაში შეიძლება ბინძური ანალი იყოს პედოფილი?

უცნაურია, მაგრამ აქ სქესობრივი ლტოლვა მინიმალურ როლს თამაშობს. აქ გაცილებით ნაკლებია შეცდენის ელემენტები, ამ შემთხვევაში უკვე იქნება გაუპატიურება და ძალადობა. ბინძური ანალის ბავშვზე ლტოლვა, არის მხოლოდ ამ ბავშვის დაბინძურების მცდელობა, ეს უკვე მხოლოდ მექანიკური და გაუაზრებელი ქმედებაა. რადგან ბინძურ ანალებს ბავშვებზე ლტოლვა არ აქვთ, მათი ლტოლვა მიმართულია მხოლოდ მეძავებისადმი. ბინძური ანალები ბავშვებს მხოლოდ შურის საძიებლად აუპატიურებენ, ამით მათ შურისძიება უნდათ ან მთელ კაცობრიობაზე, ან კონკრეტულ ადამიანზე, რომ დააბინძუროს ის, ვინც ვიღაცისთვის წმინდა და ძვირფასია. როგორც წესი, ეს არის წყენა და ამ გაუპატიურებით ბინძური ანალი შურს ძიობს ვიღაცაზე, ან მთელ თავის გარემოცვაზე. ეს არ არის სექსუალური მისწრაფება.

ავტორი: სერგო ღამბაშიძე

YOU MAY ALSO LIKE

  • ბინძური ლექსიკის საიდუმლოებები

  • ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე (ანალ-ვიზუალი)

  • ანალური ვექტორი - გარეგნული იერსახე

  • წყენის 4 დონე ანალურ ვექტორში

  • ნეგატიური სცენარები ანალურ ფსიქოტიპში (1)

  • როგორ აღვზარდოთ ანალური ფსიქოტიპის ბავშვი

  • როგორ მუშაობს კანური და ანალური ვექტორების აზროვნება

  • ანალური ვექტორის ზოგადი მიმოხილვა