ანალური ვექტორი - ფსიქიკური სხეულის მოცულობა
ანალური ვექტორი - ფსიქიკური სხეულის მოცულობა
ვიწყებთ ანალური ვექტორის ფსიქიკის ფენების შესწავლას, იმავე მოდელის მიხედვით, რომლითაც გაგაცანით კანის ვექტორი. ანალური ვექტორის ფუძეა წარსული. როგორ აზროვნებენ ადამიანები, რომელთა დანიშნულება წარსული ცოდნის შენარჩუნებაა. დავიწყოთ ფსიქიკის ყველაზე სიღრმისეული დონით, ესაა ფსიქიკური სხეულის მოცულობა. ფსიქიკური სხეულის მოცულობა პრინციპში თავად ვექტორის არსია, სწორედ ამ დონეზე აღიქვამს ადამიანი საკუთარ სურვილებს, სწორედ ამ დონეზეა ჩადებული ფუნქციის გაგება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინდივიდში ჩადებულია მთელი რიგი თვისებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დავალების შესრულებას. ამის შემდეგ კი ყველაფერი უკვე დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ ვერა ადამიანი რეალიზებას და საკუთარი ფუნქციის შესრულებას.
მაშ ასე, ანალური ვექტორის ფსიქიკური სხეულის მოცულობა. ჩვენ წინა ლექციებშიც არაერთხელ ვახსენეთ, რომ ანალის ვექტორიანებს ყველაზე დიდი ფიქიკური სხეული აქვთ, კანის ვექტორიანებს კი - ყველაზე პატარა. უკეთ რომ გაიგოთ ეს რას ნიშნავს, წარმოიდგინეთ სასწორის ორი პინა, ერთ მხარეს დადეთ მთელი ათასწლეულების წარსული, მეორეზე კი მხოლოდ ერთი წამი, შეადარეთ ისინი და თქვენ მიხვდებით რამხელა განსხვავებაა მათ შორის. სივრცის მეოთხედს მიეკუთვნება ორი ვექტორი: კანი და კუნთი, ორივეს პატარა მოცულობის ფსიქიკური სხეული აქვს, თუმცა კუნთის ვექტორის ფსიქიკური სხეულის მოცულობა არ შეიძლება შეფასდეს ისე როგორც სხვების (თუ რატომ, ამას მოგვიანებით გაიგებთ). რაც შეეხება ანალურ ვექტორს, ის მიეკუთვნება დროის მეოთხედის წარსულ ნაწილს და მას ყველაზე დიდი მოცულობის ფსიქიკური სხეული აქვს. ანალის ვექტორიანებს პასუხისმგებლობა აკისრიათ ყველაფერ იმის ცოდნაზე, რაც იყო დღემდე, მთელი საკაცობრიო ისტორიის, შენარჩუნდეს კაცობრიობის მთელი მიღწევა ისე, რომ არცერთი მნიშვნელოვანი დეტალი არ დაიკარგოს, იმიტომ რომ ყოველი დანაკარგი, კაცობრიობისთვის უკან გადადგმული ნაბიჯის ტოლფასია. ამ ყველაფრის დამახსოვრებას ჭირდება უზარმაზარი მოცულობის ფსიქიკა, ანალური ვექტორის ყველა თვისება მიმართულია ამ დავალების შესრულებისკენ, ეს თვისებები კი ჩალაგებულია ვექტორის უზარმაზარი მოცულობის ფსიქიკურ სხეულში. ნებისმიერი ძალისხმევა რომელსაც მიმართავს ანალის ვექტორიანი ადამიანი, იმდენად სერიოზული ძალისხმევაა, რომ მთელ ცხოვრებაზეა გათვლილი. კანის ვექტორიანებს პატარა და მოქნილი ფსიქიკა აქვთ და ამის წყალობით შეუძლიათ სწრაფად შეეწყონ შექმნილ ვითარებას, ანალის ვექტორიანებს კი სხვა ფუნქცია აქვთ, რაც უფრო დიდი მოცულობის ფსიქიკას მოითხოვს, ამიტომ ყველაფერს რასაც ისინი აკეთებენ, აკეთებენ ერთხელ და სამუდამოდ. ეს ძალიან კარგად ჩანს ანალურ მონოგამიაში, ისინი სექსუალურ პარტნიორს ირჩევენ ერთხელ და სამუდამოდ. შეიძლება იშვიათად სხვანაირადაც მოხდეს, მაგრამ სურვილი აქვთ რომ მხოლოდ ერთხელ იქორწინონ. ანალები ნაკლებ მოძრავნი არიან, მათთვის ძნელია მოქმედების დაწყება, ამიტომ რასაც აკეთებენ, უნდათ რომ მთელი სიცოცხლე გაყვეთ ამის შედეგი. ამიტომ ეს აისახება მათ ნებისმიერ ქმედებაზე, მეგობრობაც ასეთივე წარმოუდგენიათ, ბავშვობიდანვე და მთელი ცხოვრების მანძილზე. ერთვექტორიან ანალებს არ ყავთ ბევრი მეგობარი, მათ ვერ წარმოუდგენიათ ზერელე მეგობრობა, ამიტომ ვისთანაც მეგობრობენ, სიკვდილამდე მეგობრობენ.
კანის ვექტორიანებს შეუძლიათ ორ თვეში ხუთი სამსახური გამოიცვალონ, ანალის ვექტორიანებს კი ასე არ შეუძლიათ, თუ ანალი პროფესიას ამოირჩევს, მაგალითად მასწავლებლობას, ის მთელი სიცოცხლე მასწავლებელი იქნება. ,,ვაჟკაცურად ვამბობ და ვაკეთებ!“ ასე ამბობენ ისინი. ანალის ვექტორიანები მთელი ცხოვრება მანქანასაც კი არ იცვლიან, თუ არ დაეშალათ, აწყობენ, არემონტებენ, უვლიან, გადის 25 წელი, ასეთი მანქანა უკვე ხმარებაში აღარ არის, ნაწილებიც კი აღარ იშოვება, ანალები კი მაინც ვერ ელევიან, მათთვის მანქანა ოჯახის წევრივით არის. ხშირად იგონებენ როგორ იყვნენ ამ მანქანით წასულები ზღვაზე 20 წლის წინ, მაშინ კარგი დრო იყო, ადამიანები კეთილები იყვნენ, ზღვა სუფთა იყო, ბალახი კი მწვანე, ზღვის პირზე ძალიან ლამაზი კენჭები ეყარა, დღეს ისეთებს ვეღარ ნახავთ, ანალები თვლიან რომ ყველაფერი კარგი წარსულში დარჩა, რატომ? იმიტომ რომ წარსული მათი ფუნქციაა. ანალის ვექტორიანებს უნდათ მთელი ცხოვრება თავის მშობლიურ ქალაქში გაატარონ, თავის შვილებს ანდერძად უბარებენ: ჩემი ბაბუა და მამა აქ არიან დაკრძალულები და მეც მათ გვერდით დამმარხეთო, ეს თქვენი მშობლიური ქალაქია, თქვენი ფესვები აქ არის და აქაურობა არასოდეს მიატოვოთო. ანალის ვექტორიანის ნებისმიერი ქმედება ისევე დიდი და მოცულობითია, როგორც თავად მათი ფსიქიკა და ის მთელ სიცოცხლეზეა გათვლილი. ანალის ვექტორიანებისთვის ნებისმიერი რამ ან კარგია, ან ცუდი, საშუალო მათთვის არ არსებობს, ამიტომ მოქმედება რომელიც მთელ სიცოცხლეს არ მოიცავს, ნაწილობრივია, ანუ მოქმედება არ არის. ანალებს არ აქვთ გრადაციები აღქმაში, მათთვის არ არსებობს დროებითი რამ, ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ, ან საერთოდ არა. სწორედ ამიტომ ანალები თვლიან, რომ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის და არასოდეს მთავრდება. ის ადამიანი რა ადამიანია ხუთჯერ რომ დაქორწინდება, ასე თვლიან ანალის ვექტორიანები. მეგობრობასაც ასევე აღიქვამენ, სამუდამოდ, ამიტომ ანალის ვექტორიანებს ბევრი მეგობარი არ ყავთ, ნამდვილი მეგობარი შეიძლება ყავდეთ მაქსიმუმ 3-4. ანალებს საერთოდ უყვართ ციფრი 4, ის მათ კვადრატულ ფსიქიკას ასახავს, ანალის ვექტორიანებს მაგიდაც ოთხკუთხედი ურჩევნიათ, მრგვალი მაგიდა მათთვის მაგიდა არ არის. ანალის ვექტორიანების ფსიქიკა მარტივია: სახლი უნდა იყოს მშობლიური, ნივთები ანტიკვარული, ცოლი/ქმარი ერთი, მაგიდა ოთხკუთხედი, მეგობრები ცოტა. თუ ბავშვობაში სახლში ყველაფერი რიგზე ქონდათ, ყავდათ კარგი დედა, რომელიც მათზე ზრუნავდა, მაშინ მშობლიური სახლი მათ ყოველთვის დაცულობის განცდას უჩენს. მშობლების სახლიდან წასვლა ანალის ვექტორიანებისთვის ყოველთვის უმძიმესი ნაბიჯია, ამ სახლის გახსენება მათში ყოველთვის ნოსტალგიას აღძრავს და იქ სიამოვნებით ბრუნდებიან. მშობლიურ სახლში დაბრუნება, ბავშვობას ახსენებს, როდესაც მათზე კეთილი დედა ზრუნავდა და გადაწყვეტილებების მიღება თავად არ უწევდათ. ეს ყველაფერი მათი ფუნქციიდან მოდის, ანალების ფუნქცია არის მთელი წარსულის შენახვა დღევანდლამდე. ამიტომ როდესაც ანალის ვექტორიანები ისტორიას სწავლობენ, იწყებენ სულ თავიდან, პირველყოფილი ადამიანის ყოფა-ცხოვრებიდან. ყველაფერი რასაც ანალები იწყებენ, ბოლო დეტალამდე ამთავრებენ (საქმის შეწყვეტა არ შეუძლიათ, ეს მათთვის სტრესია). ანალური მენტალიტეტის მქონე ქვეყნებში ისტორიის შესწავლას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ და იქაც კი ასწავლიან სადაც მისი ცოდნა საერთოდ არ არის საჭირო, მაგალითად სამხატვრო, სამედიცინო, ან ეკონომიკურ ფაკულტეტებზე. წარმოიდგინეთ კანის ვექტორიანი იწყებს ეკონომიკის სწავლას სადაც მხოლოდ რიცხვებია. ყველაფერი რასაც სწავლობს იქნება ეს მარკეტინგი, თუ ფინანსები, თხელ 50-60 გვერდიან წიგნში ეტევა, თეორიული ეკონომიკაც კი რომელიც სხვა საგნებზე ცოტა უფრო დიდ ინფორმაციას შეიცავს, სინამდვილეში არც ისე სქელტანიან წიგნში ეტევა, კანურ ფსიქიკას ასეთი რამის დაძლევა კიდევ შეუძლია, ამ დროს კი ,,შემოტენილია“ ისტორია, უზარმაზარი წიგნების რამდენიმე ტომეული, თან ამ საგანში გამოცდაა, ყველა ნორმალურ კანის ვექტორიანს ამ წიგნების დანახვაზეც კი პირდაპირი მნიშვნელობით ალერგია და გამონაყარი ემართება. კანის ვექტორიანის ფსიქიკა არ არის იმისთვის შექმნილი რომ ამ მოცულობის ინფორმაციით დაიტვირთოს. აი ანალის ვექტორიანები პირიქით ისტორიას სიამოვნებით სწავლობენ. ეს პატარა ბროშურები და რიცხვები კი რაც ეკონომიკასა და მსგავს საგნებში გამოიყენება ანალის ვექტორიანებისთვის სისულელეა, ეს რა სწავლებაა. სწავლობენ ანალის ვექტორიანები უზარმაზარ ინფორმაციას, უკეთებენ სისტემატიზაციას და ერთი სული აქვთ როდის მიეცემათ საკუთარი ერუდიციის და პროფესიონალიზმის წარმოჩენის საშუალება.
ეს ფსიქიკური სხვაობა მანქანის არჩევაშიც კი იგრძნობა. პატარა მოქნილი კანის ვექტორიანები ირჩევენ ისეთივე მანქანას როგორიც მათი ფსიქიკაა, პატარას, ლამაზს, სპორტულს, ანალის ვექტორიანი კი ასეთი მანქანის საჭესთან თავს იდიოტად გრძნობს, შიგნით რაღაცნაირად ,,გაჭედილია“, თითქოს ,,მანქანა უჭერს“, ისეა როგორც თევზი კონსერვის ქილაში. ანალის ვექტორიანებს უყვართ დიდი, მასიური მანქანები, მაგალითად ჯიპი, ისეთი შიგნით ყველაფერი დიდი და მასიური რომაა.
ანალის ვექტორიანებს ყველაფერი თავისნაირი დიდი უყვართ, ვთქვათ კანის ვექტორიანი ცოლი ეუბნება სამი ნაჭერი ყველი მომიჭერიო, ეს იმხელა ნაჭრებს მოჭრის, რომ ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს, თითოეული ნაჭერი ერთი კვირა ეყოფა ჩაიზე დასაყოლებლად.
ანალის ვექტორიანები ყველაფერს ხარისხის მიხედვით აფასებენ, ისინი ყველაფერს მთელ ცხოვრებაზე გათვლით აკეთებენ, ამიტომ როდესაც რაღაცას ყიდულობენ, ის ისეთი ხარისხიანი უნდა იყოს, რომ მთელი ცხოვრება გაუძლოს. მეგობრობაც ასევე ესმით ხარისხით, ანალის ვექტორიანისთვის მეგობარი მთელი ცხოვრება მეგობრად რჩება, ამიტომ ის სანდო და ერთგული უნდა იყოს, მძიმე წუთებში რომ არ გიღალატოს. მნიშვნელობა არ აქვს რას ირჩევს, სახლს, პარტნიორს, მეგობარს, თუ მაცივარს, ყველაფერი უნდა იყოს სანდო და ხარისხიანი. ყველას და ყველაფერს ხარისხობრივად აფასებენ და თავის აზრს პირდაპირ ამბობენ, თუ მეგობრის რაღაც საქციელი არ მოეწონა, პირში მიახლის ნაძირალასავით იქცევიო. კანის ვექტორიანისთვის არ არსებობს ,,ნაძირალასავით მოქცევა“ , ის უბრალოდ სარგებლობს შექმნილი სიტუაციით და ნახულობს სარგებელს, მას თუ ამის გამო თვალთმაქცს და გაიძვერას უწოდებთ ის ვერც კი მიხვდება რა დააშავა, ის უბრალოდ სიტუაციის აფასებს და აკეთებს იმას რაც მისთვის სარგებლისმომცემია. ანალის ვექტორიანებს კი არ შეუძლიათ შეაფასონ, აწონ-დაწონონ, ამიტომ ყველაფერს უყურებენ ხარისხობრივად.
რადგან ანალის ვექტორიანები ყველაფერს ხარისხობრივად აღიქვამენ და ყველაფერს აკეთებენ ერთხელ და სამუდამოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ანალის ვექტორიანი ვინმეზე ჩათვლის რომ ის ნაძირალაა, ის ვიღაც ანალის ვექტორიანისთვის მუდამ ნაძირალად დარჩება და კატეგორია ,,ნაძირალადან“, ვერასოდეს გადაინაცვლებს კარგი ადამიანების კატეგორიაში, რაც არ უნდა გააკეთოს ამისთვის. ერთადერთი შემთხვევა როდესაც ეს შეიძლება შეიცვალოს არის მაშინ, თუ ანლი მიხვდება, რომ ცდებოდა, ასეთი რამ კი წარმოუდგენლად იშვიათად ხდება.
ანალის ვექტორიანები არცერთ პროფესიას, რომელიც დიდ ცოდნას არ მოითხოვს, სერიოზულად არ უყურებენ, ის რა პროფესიაა თუ თან უზარმაზარი ცოდნა და ინფორმირებულობა არ ახლავს. ანალები ყველაფერს ბოლომდე სწავლობენ, საგამოცდოდ მთელი წელი ემზადებიან. კანის ვექტორიანებმა საგამოცდოდ მზადება შეიძლება გამოცდამდე ერთი კვირით ადრე დაიწყონ, გადახედონ უმთავრეს საკითხებს და გამოცდაზე ნორმალურად მომზადებულები გავლენ. ანალის ვექტორიანებს ასე არ შეუძლიათ, ისინი სწავლობენ თავიდან ბოლომდე, არ გამოტოვებენ არცერთ უმნიშვნელო დეტალსაც კი, წაიკითხავენ კლასგარეშე ლიტერატურასაც, თვით სახელმძღვანელოების ავტორთა სახელებსაც კი იმახსოვრებენ, ეს მათთვის მნიშვნელოვანია, ავტორი პატივსაცემი ადამიანია, მან ძალისხმევა არ დაიშურა რომ წიგნი დაეწერა, წიგნი ეს ცოდნაა, ცოდნა წარსულის რაღაც ნაწილის შესახებ, წარსულის ცოდნა კი ანალის ვექტორიანების პირდაპირი მოვალეობაა. ანალის ვექტორიანებს არ შეუძლიათ რაიმე ზედაპირულად ისწავლონ, რას ნიშნავს მხოლოდ ძირითადი საკითხების ამოკრეფა? რაც სახელმძღვანელოში წერია მათთვის ყველაფერი ძირითადია. ანალის ვექტორიანების ტვინში ინფორმაცია ისეა დახარისხებული, როგორც ბიბლიოთეკის კარტოთეკაში, ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. ამიტომ რასაც არ უნდა მოკიდონ ხელი ანალის ვექტორიანებმა, ყველაფერს ბოლომდე ითვისებენ და ამ ათვისებული ინფორმაციისგან მთელ სწავლებას ქმნიან.
რაც არ უნდა შეეკითხოთ, ანალის ვექტორიანი ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნით, ბოლო დეტალამდე. ისე არაფერს გააკეთებენ თუ ჯერ წინასწარ არ დაგეგმეს, ისინი გეგმავენ როგორც სადმე წასვლას, ისე მთელ ცხოვრებას. ჯერ სწავლობენ სკოლაში 11 წელი, მერე უნივერსიტეტში 5 წელი, შემდეგ მაგისტრატურაში 2 წელი, შემდეგ პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე 2 წელი, ანალის ვექტორიანებს (თუ სხვა ვექტორი არ ერთვით) არ შეუძლიათ სწავლა და მუშაობა ერთმანეთს შეუთავსონ. თუ ანალს ზემოდან ერთვის ვიზუალური ვექტორი, მაშინ მათი ცოდნის უნარიანობა და ინტელექტი 10-ჯერ იმატებს, ეს უკვე იმას ნიშნავს რომ უბრალოდ წარჩინებული მოწაფე, ან სტუდენტი კი არ არის, არამედ უბრალოდ საუკეთესოა და ნებისმიერ სასწავლებელს მედალზე და წარჩინების დიპლომით ამთავრებს. ასეთებს ერთადერთი რაშიც ცუდი ნიშნები ყავთ ესაა ფიზკულტურა, შეიძლება ფრიადოსნის ატესტატი ფიზკულტურის ოთხიანმა გაუფუჭოს, ნებისმიერი კანის ვექტორიანი ასეთ სიტუაციაში მასწავლებელს ქრთამს მისცემდა და ნიშანს არ გაიფუჭებდა, მაგრამ ანალის ვექტორიანებს ქრთამის მიცემა არ შეუძლიათ, ისინი ფიქრობენ, რომ ეს უსამართლობა იქნება. ანალის ვექტორიანები პატიოსანი ხალხია, მათ არ შეუძლიათ რაიმე მოიტყუონ, ან დაამახინჯონ, ეს მათი ფუნქციიდან მოდის, ანალის ვექტორიანების ფუნქცია წარსული გამოცდილების შენახვა და მომდევნო თაობისთვის გადაცემაა. წარმოიდგინეთ რომ ამ გამოცდილებას ყვებოდნენ არასწორად და დამახინჯებულად, მაშინ არანაირი გამოცდილება არ იარსებებდა, ამიტომაც ანალები პატიოსანი ადამიანები არიან. ქრთამის მიცემა კი პატიოსანი საქციელი არ არის, ამიტომ ურჩევნიათ ის ნიშანი დარჩეთ ატესტატში რაც ეკუთვნით, თუმცა ის ერთი ოთხიანი მთელი ცხოვრება სანანებლად აქვთ.
ალბათ ადვილად წარმოიდგენთ ანალის ოცნებას ბედნიერ ცხოვრებაზე: სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური, შემდეგ იყიდის საკუთარ ბინას, დაოჯახდება, ექნება ბედნიერი ოჯახი, ეყოლება შვილები, მთელ ცხოვრებას გაატარებს თავის ერთადერთთან ერთად და მერე ორივენი ღრმა სიბერეში ერთ დღეს დაიხოცებიან და ერთად დაიმარხებიან, რომ იმ ქვეყნადაც ერთად იყვნენ.
ანალებს ყველაფერი კლასიკური და ტრადიციული უყვართ: კლასიკური ჩაცმულობა, კლასიკური ლიტერატურა და კლასიკად ქცეული შავ-თეთრი ფილმები. იმიტომ რომ მათი ხარისხი შემოწმებულია დროით, მათ გაუძლეს დროის გამოცდას, ამიტომ ისინი ხარისხიანია.
სისტემური ფსიქოანალიზის და ზოგადად ახალი სწავლებების ათვისებისას ანალის ვექტორიანებს აქვთ შინაგანი კონფლიქტი, თვით სიტყვა ,,სისტემური“ მოწონთ, ეს იმას ნიშნავს რომ ქაოსი არ არის და რაღაც მოწესრიგებულთან აქვთ საქმე, მაგრამ 8 ზომისგან შედგენილი სისტემური ფსიქოანალიზი, მათთვის როგორღაც გაუგებარია. ამას კიდევ არა უშავს, მაგრამ ნებისმიერი ანალის ვექტორიანის ქვეცნობიერში დებს აზრი, რომ ვერანაირი ახალი სწავლება კარგი ვერ იქნება, პირდაპირ იტყვიან: როგორ თუ ასეთი გენიალური იყო ძველმა ხალხმა რატომ არ იცოდა, თქვენ რა, ყველაზე ჭკვიანები ხართ?
ანალის ვექტორიანების ტვინი ასე მუშაობს, რაც უფრო ადრე ცხოვრობდა ესა თუ ის მოაზროვნე, მით უფრო ბრძენი და ავტორიტეტულია მათთვის, ანალებისთვის მთავარი მტკიცებულება გამოცდილებაა. ანალის ვექტორიანებისთვის აინშტაინი უფრო ბრძენია ვიდრე ნებისმიერი თანამედროვე სწავლული, გალილეი და ლეონარდო და-ვინჩი აინშტაინზე ბრძენები იყვნენ, იმიტომ რომ ისინი უფრო ადრე ცხოვრობდნენ, არისტოტელე და სოკრატე კიდევ უფრო ძველ დროში ცხოვრობდნენ და საერთოდ უბრძენესი ადამიანები იყვნენ, ხოლო თუ მათზე ადრე ვიღაცამ რაღაც თქვა და ამან ჩვენს დრომდე მოაღწია, ეს უკვე ანალის ვექტორიანებისთვის უბრალოდ ცოდნა კი არა, დოგმაა. რამდენიც არ უნდა უმტკიცოთ ანალის ვექტორიანს, რომ ის ცდება, როგორი ლოგიკაც არ უნდა მოიშველიოთ (სხავთა შორის ანალებს ლოგიკა საერთოდ არ აქვთ, ეს კანური თვისებაა), როგორც არ უნდა ეცადოთ იმის ახსნას რომ კაცობრიობა ვითარდება და დღეს ნებისმიერმა ნორმალურმა სკოლის მოწაფემ მეტი იცის, ვიდრე ყველაზე ბრძენმა იცოდა უძველს ეპოქაში, ეს უბრალოდ უსარგებლო იქნება. ანალის ვექტორიანები წარსული დროის ადამიანები არიან, რაც უფრო ძველია რაღაც, მით უფრო მით უფრო მყარი არგუმენტია ეს მათთვის. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ანალის ვექტორიანების გონებაში უკვე ,,ჩატვირთულია“ გარკვეული ინფორმაცია, მათ წაიკითხეს წიგნები, მიიღეს განათლება, ვინაიდან მათ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება ერთხელ და სამუდამოდ, რაც არ უნდა გენიალური სიახლე მიაწოდოთ, ისინი ამას უბრალოდ ვეღარ მიიღებენ, რადგან სხვა ინფორმაცია მათთან პირველი მივიდა, ანუ ძველად მიაღწია მათ გონებამდე და ეს მათ ტვინში მთელი სიცოცხლე დარჩება, რადგან ერთვექტორიანი ანალის ვექტორიანები აზრს ძალიან ძნელად და იშვიათად იცვლიან.
ანალის ვექტორიანები ერთმანეთთან კამათისას ხშირად ეკითხებიან რჩევას მღვდლებს. მღვდელი ხომ მამაოა, თუ მღვდელი, ანუ სულიერი მამა რომელიმეს მოსაზრებას ბიბლიიდან მოყვანილი ციტატით დაადასტურებს, ეს ნებისმიერი ანალისთვის ბედნიერებაა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ვიღაც უძველეს დროში მათსავით ფიქრობდა. რაც უფრო ძველ ციტატას მოიყვანენ ანალები კამათისას, მით უფრო მყარი არგუმენტია ეს მათთვის, ხოლო ბიბლია ეს საერთოდ უძველესი წიგნია (ყოველ შემთხვევაში ისინი ასე თვლიან), ამიტომ ციტატა ბიბლიიდან ეს ნებისმიერი ანალის ვექტორიანისთვის ეჭვშეუტანელი არგუმენტია. ანალებისთვის არსებობს წონადი და უაზრო არგუმენტები, რაც უფრო ძველია არგუმენტი უფრო წონადია. წარმოიდგინეთ ორი ანალის კამათი, ორივე ძალზე ნაკითხია, ზიან, საათობით კამათობენ, მოყავთ ციტატები სხვადასხვა ავტორთა წიგნებიდან (თან საკუთარ ერუდირებულობას უსვამენ ხაზს) და კამათის ბოლოს ორივე მაინც საკუთარ აზრზე რჩება.
ჩვენ უკვე არაერთხელ გითხარით, რომ კაცობრიობა მოძრაობს დროის ღერძზე წარსულიდან მომავლისკენ, ანალის ვექტორიანებისთვის ეს ადამიანთა ,,დადებილების“ ღერძია, მათი აზრით უძველესი ადამიანი ყველაზე ბრძენი იყო, შემდეგ კი კაცობრიობას ნელ-ნელა დაავიწყდა ,,უძველესი სიბრძნე“ და დეგრადირდა, ამიტომ ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესია. ანალის ვექტორიანები თვლიან, რომ რაც დრო გადის კაცობრიობა უფრო და უფრო ,,ჩლუნგდება“. ამიტომაც რაც უფრო ადრე ცხოვრობდა ადამიანი უფრო ბრძენი იყო, შესაბამისად მისი მოსაზრებები უფრო ავტორიტეტულია და ვინაიდან ვიღაც ავტორიტეტია, მის შესახებ უნდა იცოდნენ რაც შეიძლება მეტი. ამიტომ ანალის ვექტორიანები გულდასმით სწავლობენ უძველეს მწერლებს თუ ფილოსოფოსებს, რათა შემდეგ ნებისმიერი კამათისას მათი ციტატა მოიყვანონ ბედნიერი სახით და ჯეროდეთ რომ ვთქვათ სოკრატეს აზრი უმყარესი არგუმენტია. მოიყვანებენ რომელიმე ძველი ავტორის ციტატას და მერე წიგნს აგაფარებენ თვალებზე, აი თუ არ გჯერა თვითონ წაიკითხეო. ასე ფიქრობენ ის ადამიანები, რომელთა ფუძეც წარსულია. ჩვენ არ ვამბობთ რომ მათი მოსაზრება მცდარია, ან მართალია, ცუდია თუ კარგი, უბრალოდ ვცდილობთ ამ განსაკუთრებული აზროვნების მექანიზმის ახსნას, აზროვნების რომელიც პასუხისმგებელია ძველი გამოცდილების შენახვასა და მისი მომავალი თაობისთვის გადაცემაზე.
კანის ვექტორიანმა ბიზნესმენებმა, კარგად გაიაზრეს სიძველეებისადმი ეს დამოკიდებულება, ამიტომ ისეთ ქვეყნებში სადაც ანალური მენტალიტეტია, პროდუქციის რეკლამირება ხდება იმ კუთხით, რომ ამა თუ იმ პროდუქტის წარმოება უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, ამიტომ ეს ფირმა სანდოა (ხშირად ნახავთ ასეთი ტიპის რეკლამას: შეიძინეთ ჩვენი პროდუქცია, ჩვენი ფირმა უკვე 100 წელია თქვენს სამსახურში დგას). ნებისმიერი ანალის ვექტორიანი, რომელიც ხედავს წარწერას, რომ ეს კომპანია დაარსებულია ათას რვაას რაღაც წელს და საკმაოდ დიდი ხანია რაც არსებობს, ჩათვლის რომ მათი ნდობა შეიძლება. როდესაც ანალის ვექტორიანი ყიდულობს ლუდს, რომელსაც აწერია: ,,დაარსებულია 1729 წელს“, ის ფიქრობს რომ ამ ლუდს მისი წინაპრების სვამდნენ, ამიტომ კარგია და თვითონაც ამ ლუდს დალევს, რადგან თუ ძველი დროიდან არსებობს, ნამდვილი ტექნოლოგია მხოლოდ მათ იციან. კანის ვექტორიანებს სიძველე საერთოდ არ აინტერესებთ, მთავარია პროდუქციაზე ფასდაკლება იყოს, რაში აინტერესებს 300 წელია არსებობთ თუ მხოლოდ 3 წელი, თქვენ ფასს თუ არ დაუკლებთ, იმასთან იყიდის ვისთანაც იაფია. ანალებისთვის კი ხარისხი და ავტორიტეტი ყოველთვის ფულზე მნიშვნელოვანია. კანის ვექტორიანებისთვის ერთადერთი ავტორიტეტი ფულია.
ანალის ვექტორიანები ასაკით უფროსებს პატივს ცემენ, რადგან უფროსებს მეტი გამოცდილება აქვთ. კანის და ანალის ვექტორიანებს საერთოდ არ ესმით ერთმანეთის, ანალის ვექტორიანები უყურებენ სწრაფ, მოქნილ და გაქნილ კანის ვექტორიანებს და ფიქრობენ, რომ ისინი უპრინციპო და ,,ცანცარა“ ხალხია, რაღაცნაირი უხარისხოები, ძუნწები, ნამდვილი ნაძირლები, კანის ვექტორიანები კი ანალებს დოყლაპიებად თვლიან.
ანალის ვექტორიანებს შინაური ცხოველებიდან უყვართ ძაღლი, რადგან ის ადამიანის ერთგული მეგობარია. უყვართ დიდ ოჯახად ცხოვრება, მშობლები, ბებია-ბაბუები, შვილები, შვილიშვილები, ყველანი ერთ სახლში, ერთად, ერთ დიდ, ბედნიერ ოჯახად. ანალებს უყვართ მაჯის საათის ტარება, ისეთის კი არა რაღაც ციფრები რომ აწერია, არა, ნამდვილი ციფერბლატიანი საათის, მათთვის ელექტრონული, ან მობილურის ეკრანზე გამოტანილი საათი, საათი არ არის.
ანალის ვექტორიანებს აქვთ საკუთარი ჰობი, ესაა კოლექციონერობა, ისინი აგროვებენ მონეტებს, მარკებს, კალენდრებს, ასანთის კოლოფებს და კიდევ ათას რამეს. ასევე უყვართ ხელით რაღაცეების აწყობა, აწყობენ სახლებს ასანთის ღერებით, ასაწყობ გემებს და ა.შ. თუ ანალის ვექტორიანი იწყებს რაიმე სწავლების შესწავლას, ამას აკეთებს საფუძვლიანად, ყველაფერს კითხულობს ამ სწავლების შესახებ, არა მხოლოდ ძირითად ლიტერატურას, არამედ დამატებითსაც.
თუკი შევხედავთ ანალის ვექტორიანი ადამიანის ფსიქიკური სხეულის მოცულობას, სხვადასხვა მეოთხედების ხედვის წერტილიდან, ინფორმაციის მეოთხედის გადასახედიდან ეს იქნება უზარმაზარი ინფორმაციის ათვისების შემძლე ფსიქიკა, უზარმაზარი ,,ჭურჭელი“ სადაც შეიძლება ჩავაწყოთ უამრავი ინფორმაცია და ეს უბრალოდ ჩაყრილი ინფორმაცია კი არ იქნება, არამედ დეტალურად დახარისხებული. თუკი ყველაფერი ნორმალურადაა და ანალი არ არის ტრავმირებული, ვთქვათ არ არის ანალ-სმენის კომბინაცია, რომელსაც ბავშვობაში მშობლები ბოლო ხმით უყვიროდნენ, მოკლედ თუ ყველაფერი რიგზე აქვს, მაშინ ანალის ვექტორიანის გონებაში მთელი ინფორმაცია იდეალურადაა დახარისხებული. ანალის ვექტორიანები ბავშვობიდანვე იწყებენ ინფორმაციის შენახვა-დახარისხებას, ეს ეხება როგორც ცოდნას, ისე ყოველდღიურ მოვლენებს, თავისი შესანიშნავი მეხსიერების წყალობით, ანალის ვექტორიანებს ახსოვთ კარგიც და ცუდიც, იმახსოვრებენ ნებისმიერ ინფორმაციას, ამიტომ ნამდვილი ერუდიტები ანალის ვექტორიანები არიან, შეიძლება ერუდიტებს ერთვოდეთ ნებისმიერი სხვა ვექტორი, მაგრამ ანალური ვექტორის გარეშე, ამხელა მოცულობის ინფორმაციას ვერავინ დაიმახსოვრებს. ანალის ვექტორიანებმა იციან ყველაფერი ყველაფრის შესახებ, იციან რა ერქვა დონ-კიხოტის ცხენს, როდის მოხდა ესა თუ ის ომი ან რევოლუცია, რამდენჯერ ბანაობდა იულიუს კეისარი წელიწადში, რამდენჯერ დაამთქნარა მაკედონელმა და ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო რამ. ანალის ვექტორიანებს ღრმა სიბერემდე შეუძლიათ იყვნენ მასწავლებლები, მათ ადვილად არაფერი ავიწყდებათ. გამოცდილ და ცხოვრებისაგან დაბრძენებულ ანალებს, სიბერეში უყვართ საკუთარი თავის დაფასება და ამიტომაც წერენ მემუარებს. ამ მემუარებს წერენ ნამდვილი ანალური დეტალიზაციით და ხაზს უსვამეთ თუ რა დიდი დამსახურება მიუძღვით ოჯახის და სამშობლოს წინაშე, წერენ გამართული კალიგრაფიით, გრამატიკული შეცდომების გარეშე.
თუ ანალის ვექტორიანი ადამიანი თავის სწავლისუნარიანობას ვერ იყენებს, ეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა. განსაკუთრებით კუნთ-ანალ-კან-ვიზუალი, რომელსაც უზარმაზარი ინფორმაციის ათვისების უნარი აქვს, მაგრამ ვერ ახერხებს ანალური ვექტორის სწორ გამოყენებას, რაღაც მიზეზის გამო დაუზიანდა ანალური ვექტორი და ვერ გახდა პროფესიონალი და ერუდიტი, მაშინ თავი ცარიელი აქვს, არადა სურვილი აქვს რაღაც აითვისოს, ამიტომ იწყებს რაღაც სისულელეების დამახსოვრებას, მაგალითად: იღებს ტელეფონების წიგნს და მიყოლებით იმახსოვრებს ტელეფონის ნომრებს, რომლებიც არაფერში გამოადგება, მისი ცარიელი მეხსიერება ითხოვს შევსებას.
ანალის ვექტორიანებს დიდი სექსუალური ლიბიდო აქვთ, ნამდვილი ხარები არიან, შეუძლიათ ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე. ანალებს, კანის ვექტორიანებივით პირველ შემხვედრთან მხოლოდ სიახლის ფაქტორის გამო არ შეუძლიათ, ისინი ჯერ კაგად გაიცნობენ, შემდეგ ქორწინდებიან, აი მერე კი რამდენიმე წლის ნაგროვებ სექსუალურ ენერგიას ერთიანად აფრქვევენ და რამდენიმე დღე პარტნიორს საწოლიდან არ უშვებენ. ანალის ვექტორიან ადამიანებს ფსიქიკური სხეულის დიდი მოცულობა აქვთ, ენერგიის მეოთხედში კი ეს დიდი ლიბიდოა, მათ შეუძლიათ დღეში რამდენჯერმე, მაგრამ ფანტაზიით დიდად არ გამოირჩევიან, ძირითადად სექსი კლასიკურ პოზაში აქვთ, სექსუალური სურვილი დიდი აქვთ, მაგრამ ტექნიკაში მოიკოჭლებენ. ზოგიერთ ცუდ მდგომარეობაში სექსისას ავლენენ მსუბუქ სადისტურ ტენდენციებს, უყვართ პარტნიორისთვის ხელის ძლიერად მოჭერა, უკანალზე წამორტყმა, პარტნიორისთვის სექსის დროს ცუდი სიტყვების თქმა, მკერდზე ან უკანალზე ძლიერად ჩმეტა, მოკლედ გარკვეული უხეშობები. განსაკუთრებულად ცუდ შემთხვევებში ეს სადიზმი უკიდურესი ხასიათისაა, ამ დროს პარტნიორზე პირდაპირ ძალადობენ, ურტყამენ სახესა და კისერში მუშტებს, თმით ითრევენ, ამ ყველაფრის საფუძველს მომდევნო ლექციებში დაწვრილებით ავხსნით.
მუშტით ცემა ნამდვილი ანალური მოვლენაა, წიხლების ქნევა ერთვექტორიან ანალებს არ შეუძლიათ, ფეხები მათ სუსტი აქვთ, ფეხი რომ მოუქნიონ ვინმეს შეიძლება აუცდეთ და ძირს დაეცნენ, ამიტომ მხოლოდ მუშტით ჩხუბობენ, არსებობს ნამდვილი ანალური ბრძოლა რომელსაც კრივი ეწოდება. დგას ორი ანალის ვექტორიანი და ერთმანეათს მუშტებს ურახუნებს, ფეხით შეხება კი კრივში საერთოდ აკრძალულია.
სადისტურ მდგომარეობაში მყოფი ანალები, ძველად ხშირად მუშაობდნენ ჯალათებად, მწამებლებად და მსგავს თანამდებობებზე. დღეს ასეთი ,,პროფესიები“ საჭირო აღარ არის, ამიტომ თავის სადისტურ მისწრაფებებს ცოლის, ან შვილის ცემით იკმაყოფილებენ. განსაზღვრულ ცუდ სიტუაციებში მამრი ანალის ვექტორიანები უხეშები არიან, ზოგჯერ კი ძალიან სასტიკებიც კი.
თუ ანალის ვექტორიანს ყველაფერი კარგად აქვს, მაშინ ის ნამდვილი ერთგული, მონოგამი მეუღლე და კარგი მეოჯახეა, რომელიც თავისი მეუღლის გარდა არავის ამჩნევს.
ანალები არ არიან კანის ვექტორიანებივით ნაზები და ალერსიანები, სამაგიეროდ მზრუნველები არიან, ვინაიდან პარტნიორს მთელი სიცოცხლის მასთან გასატარებლად ირჩევენ, ამიტომ კიდეც იცავენ მას. თუ ანალის ვექტორიანი მამრს არ აქვს გადახრები, ის უბრალოდ საუკეთესო ქმარია.
თუ ანალის ვექტორიანები არ არიან სტრესში და ამის გამო არ აქვთ გულის, ან კუჭ-ნაწლავის პრობლემები, მაშინ ისინი საკმაოდ დიდხანს ცოცხლობენ და არიან მელოტი კეთილი ბაბუები, დიდი თეთრი წვერით. მათ ძალიან უყვართ ბავშვები, ამ სიტყვის კარგი გაგებით.
ანალებს უყვართ ისტორია, ამიტომ ხშირად მიმართავენ ისტორიულ ანალოგიებს.
ავტორი: ვ.იუნევი
მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე
მსგავსი სტატიები