სასიცოცხლო სცენარის ტყვეობაში


სასიცოცხლო სცენარის ტყვეობაში

ასე გვასწავლა დედამ

ბავშვობა ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. სწორედ ამ ასაკში ეყრება საფუძველი მის მომავალ სასიცოცხლო სცენარს. ხოლო წარმატებული იქნება ის თუ წარუმატებელი ოჯახის წევრების თვისებებსა და მათ ერთმანეთთან ურთიერთობაზეა დამოკიდებული.

პატარა გოგო.

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა, კარგი, კეთილი, მიამიტი და სათუთი გოგო. ბაფთიან ნაწნავებს ატარებდა და დედიკოს ყველაფერს უჯერებდა. ცდილობდა ყველაფერი ისე გაეკეთებინა როგორც დედა არიგებდა მაგრამ ცელქობასაც ასწრებდა. მაშინ დედა ჩივილს იწყებდა; “შენ მე სამარემე მიმიყვან, ჩემს კუბოს ქუჩაში გაატარებენ შენზე კი ყველა ხელს გამოიშვერს და იტყვის რომ ამ უსირცხვილომ დედა სიკვდილამდე მიიყვანაო, შეგრცხვება იცოდe!” შეშინებული გოგონა დედას მივარდებოდა ;” არ მოკვდე დედიკო, მეტს აღარ ვიზავ!” “მონანიე ცოდვილის” აღსარებით კმაყოფილი დედა გულმწყალედ პატიობდა “უძღებ შვილს”.

დედის საყვარელი საქმიანობა თავისი მომავალი გასვენებისთვის ნივთების შეგროვებაა. ჩაიცვამს, დადგება სარკის წინ და კითხულობს; “ აბა, ლამაზი ვიქნები კუბოში?” და ამას აუცილებლად ბავშვის დასანახად გააკეთებს. ეს რა დედაა, საკუთარ შვილს ტანჯავს? ფსიქოლოგიაში ასეთ მოვლენას “ვერბალური სადიზმი “ქვია, ესეც ცემაა ოღონდ მუშტის ნაცვლად სიტყვებით. რატომ იქცევა დედა ასე? იმიტომ რომ განუვითარებელი სული აქვს: თავად სიყვარული არ შეუძლია მაგრამ სხვებისგან მოითხოვს რომ უყვარდეთ. ამასთან ერთად ისეთი ღრმა ემოციური დეფიციტი აქვს რომ შვილის ბავშვური სიყვარული არ ყოფნის – ”დილა მშვიდობისა დედიკო”, “გმადლობ დედიკო გემრიელი იყო” შვილის ჩახუტება და კოცნა აღარა საკმარისი. ასეთ დედას დრამა სჭირდება – ცრემლები, ტირილი, შიშჩამდგარი თვალბი. მერე ცოტა ხნით ასვენებს მსხვეპლს, ეს კატა-თაგვობიანას თამაშს გავს, თანაც თაგვს გასაქცევიც არსად აქვს.

ხატოვანი აზროვნება.

დედასაც და შვილსაც ხატოვანი აზროვნება აქვთ. ასეთი ადამიანები ემოციებით და გრძნობებით ცხოვრობენ, უყვართ ყველაფერი ლამაზი. განვითარების დაბალ დონეზე მათ მხოლოდ ლამაზი ნივთები აღელვებთ – ტანსაცლემი, სამკაულები, ინტერიერის ნივთები. დედა განუვითარებელ მდგომარეობაშია და გაცემის ნაცვლად ცდილობს სხვებისგან მაქსიმალურად ბევრი ემოცია ამოწოვოს. ხატოვანი აზროვნების განვითარების მაღალი დონე კი სხვებისადმი სიბრალულისა და თანაგრძნობის მაღალი დონით გამოირჩევა. გოგონას დედა უყვარდა და განიცდიდა რომ შეიძლება მას რაიმე დამართოდა რომლის მიზეზიც შეიძლება მისი საქციელი გამხდარიყო.

გულწრფელი და მიმნდობი, ანალიტიკური ფსიქიკის მქონე ბავშვები ადვილად უჯერებენ უფროსებს, მშობლის სიტყვა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. “რადგან დედა ამბობს რომ ვაბრაზებ, ე.ი. ეს სრული სიმართლეა და მე დამნაშავე ვარ.” ფიზიკური სასჯელებიც არაა იშვიათი და მიზეზიც ყოველთვის მოიძებნება. მორალური და ფიზიკური დარტყმებით მიყენებული ტკივილი თან და თან ჩვეული ხდება. მის ატანაში კი ადამიანს ლოგიკური აზროვნება ეხმარება, რომელსაც თავის მხრივ გეტიური სიტუაციისადმიც კი ადვილად მორგების თვისება გააჩნია და ამ ნეგატივშიც შეიძლება სულ პატარას მაგრამ მაინც პოზიტივს პოულობს. ამგვარად რგანიზზმა შეძლო ტკივილთან ადაპტირება და მისგან გარკვაული დოპინგის მიღებაც კი, ჩნდება ტკივილისადმი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მოთხოვნილება… თანდათანობით ბავშვში კიდევ ერთი – წყენის შეგრძნება ყალიბდება…

გოგონა გაიზარდა…

წლები გავიდა, გოგონა გაიზარდა და ექიმი გამოვიდა. პროფესია შემთხვევით არ აურჩევია. ანალიტიკური გონების ადამიანებს თანდაჰყვებათ ნებისყოფა და მშვენიერი მეხსიერება. ეს თვისება დიდი მოცულობის ინფორმაციის დამახსოვრებასა და სისტემატიზაციაში ეხმარებათ. ასეთ ბავშვებს უყვართ სწავლა. მათგან ძალიან კარგი ექიმები, მეცნიერები, მასწავლებლები და იურისტები დგებიან. ფქიმის პროფესია არამხოლოდ უზარმაზარი მოცულობის ცოდნას არამედ ხალხის დახმარების სურვილას გულისხმობს. ეს დამახასიათებელია ხატოვალი აზროვნების მქონე განვითარების ზედ დონეზე მყოფი ადამიანებისთვის.

ჩვენი გოგონაც ზუსტად ასეთი იყო და მისგან მშვენიერი ექიმი დადგა. მოზრდილი ის უფრო ხშირად უფიქრდებოდა ურთიერთობას დედასთან. მისდა სამწუხაროდ ის მიხვდა რო ყველაზე ახლობელი ადამიანი ბოროტად იყენებდა მის ნდობას და ხელოვნურად უღვივებდა დანაშაულის გრძნობას. ბავშვური უპირობო სიყვარული დედისამდი უზომო წყენით შეიცვალა. მერე გოგონა გათხოვდა. მაგრამ ცუდი ქმარი შეხვდა, გამუდმებით საყვედურობდა, ღალტობდა კიდეც და ამას მაინც დამაინც არც მალავდა. მისივე თანამშრომლები ცდილობდნენ ქმრისთვის თვალები აეხილათ – მას ხომ იდეალური ცოლი ჰყავდა. კეთილი, ჭკვიანი, კარგი, ნამდვილი განძი! ის კი გაბრაზდა და ცოლს მასთან სამსახურში მისვლა აუკრძალა – შენს გამო თანამშრომლებთან ურთიერთობა მიფუჭდებაო.

რატომ გააკეთა ჩვენმა გმირმა ასეთი უცნაური არჩევანი? როცა ოჯახის შექმნის დრო მოუვიდა მან ქვეცნობიერად “დედის შემცვლელი” იპოვა. იმ დედის რომელმაც ასწავლა რომ ცხოვრებში სიხარული ცოტაა, სიკეთისა და კეთილშობილებისთვის კი ჯილდოს არ უნდა ელოდო, სულ პატარა მიზეზით საყვადური კი ჩვეულებრივი რამაა. ყველაფერი უნდა მოითმინო, როცა გამცირებენ, გეუბნებიან რომ დამნაშავე ხარ და საერთდ არ აქვს მნიშვნელობა მართლა ასეა თუ არა. ის ფაქტიურად ბავშვობაში ჩამოყალიბებული თვისებების მონა გახდა, მშობლების სახლში ჩამოყალიბებული სცენარის ტყვე გახდა. თანდათანობით მის სულში გამოსავლის არ არსებობის შეგრძნება ჩასახლდა. წყენა დედაზე, ქმარზე, საკუთარ თავზე რომ ბედნიერად ცხოვრება ვერ შეძლო. ეს ყველაფერი მჟავასავით შიგნიდან წვავდა. ქალი ხშირად ავადმყოფობდა ფიზიკურად და ფსიქიკურადაც ჭკნებოდა…

ერთხელ ამოკვლევების შემდეგ კოლეგებმა შეატყობინეს რომ კიბო ჰქონდა. დაგროვილმა წყენამ გამოსავალი იპოვა. შეიძლება უსასრულოდ აწვალოთ ტავი შეკითხვებით;”რატომაა ღმერთი ასეთი უსამართლო? რისთვის?” და მაინც ვერ გასცე პასუხი. მაგრამ ეს პასუხი არსებობს და მას ცხოვრებისეული სიტუაციისადმი სისტემური მიდგომა გვაძლევს.

პრაქტიკული რეკომენდაციები.

მოზარდობის ასაკამდე ბავშვები უფროსებისგან სწავლობენ როგორ მოიქცნენ ღირსეულად რა დაფასონ როგორ მიიღონ სიამოვნება ცხოვებისგან. მშობლები დაახლოებით 12-13 წლამდე თითქოსდა თავში იწერენ შვილების დისკს “ინსტრუქცია სწორი ცხოვრებისთვის”, მერე ღილაკებს ბლოკავენ და მორჩა. დისკი გაშვებულია. გინდა მისი მოსმენა თუ არა პროგრამა მაინც მუშაობს. თავად ვერც ამოიღებთ მას და ვეღარც გადაწერთ, უშედეგოა. მაგრამ ხელოსნის გამოძახება შეგიძლიათ. არსებობს უნიკალური სისტემურ-ვექტორული ფირმა რომელიც ასეთ პროგრამებს აგვარებს. უბრალოდ ყველამ არ იცის ამის შესახებ. მაგრამ თუ თქვენ ამ სტატის კითხულობთ ე.ი უკვე იპოვეთ საჭირო კონტაქტი.

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო

  • გადადებული ცხოვრების სინდრომი

  • ურეთრალური ფსიქოტიპის დარღვევები

  • აუტიზმი (მეორე ნაწილი)

  • ურეთრალური ვექტორის დაზიანებები და სტრესები

  • აუტიზმი (მესამე ნაწილი)

  • ჰიპერაქტიური ბავშვი: ღვთის რისხვა თუ საჩუქარი?

  • ინფარქტი და არითმია (ორიოდე სიტყვა ანალური ფსიქოტიპის შესახებ)

  • იტყუება თუ არა?!